IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება
რეალისტი...
post Aug 5 2011, 08:19 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩაკრები და მინერალები

აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად.
დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით.
გამოყენების მეთოდები
ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით.
თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე.
თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან.
იხილეთ: www.aura-help.ge/node/65
www.aura-help.ge/node/52
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 5 2011, 08:25 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრისტალებით მკურნალობა
( სთოუნ თერაპიის მოკლე მიმოხილვა
)

ქვებიდან არეკლილი ენერგიით აურის სინათლით შევსება, უშუალოდ ზემოქმედებს მასზე და მის ყველა ასპექტებზე. ამ დროს ის ამაღლებს მენტალურ აღქმას და ემოციონალური სხეული ხდება ჰიპერ მგრძნობიარე. თუ, სრულდება აუცილებელი პროცედურები, სულიერი ენერგია შეიძლება შევიდეს ფიზიკურ სხეულში და აწარმოოს საუკეთესო განმკურნება. ამ პროცესებზე არა სერიოზულ მიდგომამ, მიამიტურმა წარმოდგენებმა და არა კონტროლირებადმა ენერგიის ნაკადებმა, შეიძლება მოგვიტანოს მეტი მავნებლობა, ვიდრე სიკეთე. გარკვეული თერაპევტული ტექნიკის გამოყენებით, რომელიც მოცემულია შემდეგ თავებში, კრისტალებისა და ქვების ძალა შესაძლებელია მოქცეული იქნას კონტროლის ქვეშ და მათი ენერგია გამოყენებული იქნას ორგანიზმის განვითარების და მისი სხვადასხვა დაავადებისგან განმკურნებისთვის.
კრისტალებით მკურნალობა წარმოადგენს პროგრესულ შემოქმედებას, რომელშიც ჩაქსოვილია მთლიანი განმკურნება მენტალურ, ემოციურ, სულიერ და ფიზიკური სხეულის. კრისტალებით მკურნალობის პრაქტიკა - ეს არის განთავისუფლების და ზეციური ენერგიის გამოხატვის საშუალება. ამ დროს გული უსმენს სულის გზავნილს. ეს არის დრო, შინაგანი ”მე”-ში ჩაღრმავების და მისი ღრმა რწმენის.
კრისტალებით მკურნალობა მიმართულია უმაღლესი სინათლის და ფერის ენერგიებისკენ . მათ მოქმედებისკენ ადამიანის ნატიფ არსებობაზე. როდესაც ხდება ასეთი ენერგეტიკული ურთიერთქმედებანი იხსნება კარიბჭე პიროვნების ღრმა ადამიანური არსისკენ. სწორედ მაშინ ხდება შესაძლებელი დავინახოთ თუ, რატომ შევქმენით რეალიები, რომელიც გაგვაჩნია ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც მივხვდებით თუ, რატომ ვიწვევთ იმას, რაც, ხდება ჩვენ ცხოვრებაში და რა ფასდაუდებელი სულიერი გაკვეთილები არის ჩადებული ცხოვრებისეულ სიტუაციებში, შეგვეძლება მივიღოთ მთლიანი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ჩვენ თვითონ მივმართოდ საკუთარი ცხოვრება, ჩვენს მიერ ამორჩეულ კალაპოტში.
სიმშვიდე და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა - ეს არის არსებობის ბუნებრივი პროცესი მათთვის, ვინც იმყოფება საკუთარ თავთან ჰარმონიაში და ესმის თუ, რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ზოგჯერ მოვლენები ისე, როგორც ხდება. მაშინ უკვე აღარ იქნება საჭირო ითამაშო მართავი, უსუსური არსების, ცხოვრების ტყვეს, და მსხვერპლის როლი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Aug 5 2011, 11:18 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს მინერალითუ იცით ვინმემ, მუმიო?? თუ არ ვცდები ესე უნდა ერქვას


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 5 2011, 11:36 PM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



. ქვების დალაგების სქემები
ამ თავში მიცემულია მინერალური ქვების დალაგების სხვადასხვა ვარიანტები. გამოყენების დროს შეგიძლიათ ამოირჩიოთ ნებისმიერი კომბინაცია. მართალია, ამ დროს თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ცოდნა ჩაკრების, ფერის ზემოქმედების და ქვების უნიკალური ძალების შესახებ. მაგრამ ამორჩეული თქვენს მიერ კომბინაცია, ყოველთვის იქნება პერსონალური ინტუიციური რეაქციის შედეგი, გამომდინარე მომენტიდან და ადამიანის მდგომარეობიდან.
თუ თქვენ გახსნით გულს, მოეშვებით, გონებას მისცემთ უფლებას მოუსმინოს შინაგან ხმას, შეგეძლებათ სწორეთ ამოირჩიოთ საჭირო ქვა, მიხვდებით სად უნდა განათავსოდ ის, როდის და რა მომენტში უნდა აიღოთ.
ქვების დადების მეთოდები უპირატესად განისაზღვრება იმ ადამიანის მდგომარეობიდან, რომელიც უნდა განიკურნოს .
თუ, ადამიანის სავსეა შიშით, ნაღვლით, ანდა არა საკმარისად უყვარს საკუთარი თავი, თქვენ უნდა გაამახვილოთ თქვენი ძალისხმევა მის გულის ჩაკვრის გარშემო. ამ დროს უნდა გამოიყენოთ ვარდისფერი კვარცი, ანდა ტანდემში ვარდისფერ ან მწვანე ტურმალინთან ერთად. შესაძლებელია სხვა კომბინაციებიც - მწვანე ავანტიურინი, კუნციტი, როდონიტი, როდოქროზიტი, ან ისეთი მინერალები რომლებიც შეესაბამება ამ თუ იმ ჩაკრას. თუ ადამიანს არ შეუძლია გამოიძახოს საკუთარი მიზნის მისაღწევად ცხოვრების ძალა, ანდა გრძნობს თავს ძალა დაკარგულად, უსუსურად, მაშინ ყურადღება გასამახვილებელია მანიპურა ჩაკრაზე. ამისთვის გამოიყენეთ ციტრინი, კვარცი თვითნაბად ოქროს შენაერთებთან, ოქროსფერი ტოპაზი, ვეფხვის თვალი, ოქროს შემცველ კალციტი.
თუ, ადამიანს არ ძალუძს გამოხატოს საკუთარი გრძნობები, გახსენით ვიშუდჰა - ჩაკრა კეთილშობილ კაჟის, აკვამარინის, ცისფერ აქატის, ამაზონიტის ან ქრიზოკოლის საშუალებით. იმ შემთხვევაში თუ, თქვენ მუშაობთ მხოლოდ ერთ ჩაკრასთან , მიზანშეწონილია დადოთ თითო ქვა დანარჩენ ჩაკრებზე. რომ დააბალანსოთ ენერგეტიკული ცენტრები და გადაანაწილოთ ენერგია მთელ სისტემაზე. მაგალითად:
1. ჩაკრაზე (მულადჰარა) - დაბურული ბროლი; სერდოლიკი;
2. ჩაკრაზე ( სვადჰისტანა) - ჭიპზე, - ციტრინი;
3. ჩაკრაზე (მანიპურა) - მზის წნულზე,- მწვანე ავანტიურინი;
4. ჩაკრაზე (ანაჰატა) - გულზე, ვარდისფერი ბროლი;
5. ჩაკრაზე (ვიშუდჰა)- ყელზე, - ამაზონიტი;
6. ჩაკრაზე (აჯნა) - წარბებს შუა,- ამეთვისტო;
7. ჩაკრაზე (საჰასრარა) - თმების საზღვრებთან,- გამჭვირვალე ბროლი.
არსებითად, ქვების დადების სქემა დამოკიდებულია ადამიანის მდგომარეობაზე, დროზე და თქვენს განწყობის მიმართვაზე, მოცემულ მომენტში. ფერთა მანდალი და მათი შეთავსება, რომელიც იქმნება თითოეულ შემთხვევაში, ყოველთვის განსხვავებულია და შეესაბამება თითოეულ სიტუაციას. სინათლის და ფერის ძალებთან მუშაობისას გექმნებათ შესაძლებლობა გამოამჟღავნოთ ნატიფი მგრძნობელობა და შემოქმედება. იხელმძღვანელეთ საკუთარი შეგრძნებებით, შინაგან ცოდნით და ყური მიუგდეთ იმას, თუ რას გეუბნევიან ქვები.
როდესაც ქვები განთავსებულია და ადამიანი განეწყობა საკუთარ მანათობელ ცენტრს
(დაახლოებით 15 წთ) ის ძალიან მგრძნობიარე და მოწყლადია. მკურნალი უნდა იყოს მეტად ყურადღებიანი და ფრთხილი, ვინაიდან მძლავრი ენერგიის ნაკადი ავსებს აურას, რის შემდგომ აღწევს ფიზიკურ სხეულში. სწორედ ამიტომაც ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღრმა სუნთქვას. ის აძლევს განსაკუთრებულ ნატიფ სახეობის ენერგიას შეაღწიოს ფიზიკური სხეულის სხვადასხვა სისტემებში. პასუხად ენერგიის მოქცევისას, ნივთიერებათა ცვლა გარდაიქმნება მთლიანად. ხოლო პულსის სიხშირე და სისხლის მიმოქცევის წნევა ჩვეულებრივად მატულობს. რის შემჩნევაც შესაძლებელია თუ, დააკვირდებით ჭიპზე და ყელზე, პულსაციას.
პაციენტი ხდება საკმაოდ მიმღებიანი, ვინაიდან მისი გონება იფლება წმინათა წმიდაში
საკუთარ ” მე”- ში . გარკვეულ მომენტებში (თუ, მას არ შეუძლია მიიღოს აურაში ქვების უმაღლესი ენერგია) შესაძლებელია საჭირო გახდეს სასწრაფოდ მოაშოროთ ზოგიერთი ან ყველა ქვა. როდესაც სუნთქვა და პულსი ჩადგება კალაპოტში და გაწონასწორდება შესაძლებელია სეანსის გაგრძელება
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Aug 6 2011, 12:10 AM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Lashapoli @ 5th August 2011 - 11:18 PM) *
ეს მინერალითუ იცით ვინმემ, მუმიო?? თუ არ ვცდები ესე უნდა ერქვას

Lashapoli

კი, ლაშა, ვიცით... ჩინურ მედიცინაში გამოიყენება ძალიან ინტენსიურად!
რად გინდა?


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Aug 6 2011, 12:16 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(თამარი @ Aug 6 2011, 12:10 AM) *
Lashapoli

კი, ლაშა, ვიცით... ჩინურ მედიცინაში გამოიყენება ძალიან ინტენსიურად!
რად გინდა?

მე არა, უბრალოდ სადღაც გადავაწყდი, ერთი პიროვნება საუბრობდა და დამაინტერესა


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 6 2011, 12:40 AM
Post #7


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



. მზის წნულის გაწმენდა

რამოდენიმე ქვის განთავსება მზის წნულის მიდამოში ამსუბუქებს დათრგუნული ემოციების გამონთავისუფლებას. ამ შემთხვევისთვის ლითო თერაპევტები უპირატესობას ანიჭებენ მალაქიტს. მალაქიტი ფლობს ყველაზე მძლავრ ზემოქმედებას ემოციონალურ შეგრძნებებზე. ის აღწევს უარყოფით ემოციებში რომლებიც ჩაბუდებული არიან მზის წნულში და გადაკეტილი აქვთ შემაერთებელი არხები გულთან. მალაქიტი ზემოქმედებს ემოციონალურ სხეულზე ისე როგორც აზურიტი გონებაზე. ისინი ორივენი აღწევენ სიღრმეებში და იძლევიან განმარტებას თუ, რა დევს ზედაპირზე და რა უხილავ საშიშროებას წარმოადგენენ. მალაქიტი აგრეთვე აზურიტთან ( ინდიგოს ფერი) და ქრიზოკოლთან (ციური ცისფერი)ერთად წარმოქმნიან ერთიანობას. რის შედეგადაც წარმოიქმნება უნიკალური ტანდემი. სიღრმეებს რომელსაც შეუძლიათ მიაღწიონ ამ ტანდემს, თითოეული მათგანისთვის დამოუკიდებლად შეუძლებელია. როდესაც მალაქიტსა და აზურიტს ათავსებენ ორივე მხრიდან მზის წნულზე, ეს იწვევს ფიქრთა კავშირების და ქვეცნობიერ მოგონებების გამოღვიძებას, დაკავშირებულს ემოციონალურ სტრესთან. როდესაც დიდი მოცულობის მალაქიტს თან ახლავს ქრიზოკოლი დადებული მზის წნულის მიდამოში, ქრიზოკოლით მომქმედი წყნარი ცისფერი ფერი არბილებს მალაქიტის გამასუფთავებელ ძალას. მალაქიტ-ქრიზოკოლური ქვები შეიძლება განთავსდეს მზის წნულის არეში, ვინაიდან ეს საბოლოო, ხელს უწყობს გასუფთავების პროცესების დარბილებას. რადგან, დამოუკიდებლად მალაქიტის ძალა საკმაოზე ძლიერია. როდესაც მალაქიტი უერთდება ქრიზოკოლს და გადადის ცისფერ სხივში, ამ ტანდემის სამკურნალო თვისებები ძლიერდება, იქმნება შესაძლებლობა ემოციონალური ტვირთის გაფანტვის. რაც ცალკე არ შესწევს მარტო მალაქიტს.
ენერგიის ზოგადი ბალანსირებისთვის მალაქიტი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ქვას, რომელიც გამოირჩევა სხვა ქვებისგან განთავსების სქემის სიმარტივით. მალაქიტის გამოყენების დროს მოისაზრება ”ემოციონალური განტვირთვა” ის ქაჩავს და ამოყავს ზედაპირზე და აირეკლავს დართგუნულ ემოციებს. მაგრამ თვითონ მალაქიტი არ ფლობს იმ კრისტალის ძალას,რომელიც გაფანტავდა ამ ემოციებს. ამიტომაც უკეთესია ამ პროცესში მალაქიტთან ერთად გამოყენებული იქნეს ერთი ან ორ მწერვალიანი მთის ბროლის რამოდენიმე კრისტალი. რომელიც, განთავსებულ იქნება მის გარშემო. მალაქიტის დიდ ნაჭერთან რომელიც დადებულია მზის წნულის არეში, ყველაზე მცირე, მიმართული უნდა იყოს ოთხი კრისტალი, რათა დაიცვათ ის მეტისმეტად ემოციური ენერგიის ნაკადისგან.
სამკურნალო სქემებში რომლებიც გამიზნულია ემოციონალური ბიძგების ასიმილირების ან სისტემატიზაციისავის, საკმაოდ ეფექტურია როდოქროზიტის განთავსება მალაქიტთან ერთად. როდოქროზიტი, მატარებელი სუფთა ატმის ფერის,ის საუკეთესოდ ერწყმის ჭიპის ყვითელ-ნარინჯისფერ ფერს და გულის ვარდისფერს. ასეთი სახით ის ადგენს ჰარმონიულ ურთიერთკავშირებს ამ ორ ენერგეტიკულ ცენტრს შორის.
საკუთრივ როდოქროზიტი, დადებული მზის წნულზედ ქმნის ხიდს ზედა და ქვედა ენერგეტიკულ ცენტრებს შორის. მოჰყავს ქვედა ცენტრები ჰარმონიაში ზედა ცენტრთან და ქმნის ფიზიკური და სულიერი სხეულების გაერთიანების შეგრძნებას.


Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 6 2011, 12:52 AM
Post #8


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ თქვენ ეს თემატიკა გაინტერესებთ ეს ჩემი ერთ ერთი გამოშვებული წიგნია. ”ადამიანის აურა და მინერალები” გამოხმაურების შემთხვევაში გავაგრძელებ ამ წიგნის პატარ პატარა ამონაკრებების დადებას რა თქმა უნდა ადმინისტრაციის თანხმობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 6 2011, 01:57 PM
Post #9


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გულის მკურნალი ქვები
არსებობს გულის ჩაკრის, რამოდენიმე ძირითადი ქვა. რომლებიც განუსაზღვრელ კომბინაციებით შეიძლება დალაგდეს გულის ჩაკრაზე. ესენია შესანიშნავი სამეული -1.ვარდისფერი ბროლი, 2.კუნციტი და 3.ვარდისფერი ტურმალინი.
გარდა ამ ძირითადი სამეულის, რომ განიკურნოთ სიყვარულის ძალით, აგრეთვე შეიძლება ეფექტურებად გამოვიყენოთ. როდონიტი, მწვანე ავანტიურინი, მწვანე ტურმალინი და როდოქროზიტი.
ვარდისფერი ბროლი კუნციტი ვარდისფერი ტურმალინი
1.ვარდისფერი ბროლი - არის კუთხურ წახნაგოვანი გულის ფუნდამენტის ქვა, რომელიც იძლევა მაგალითს საკუთარი თავის სიყვარულის, პატიების და შინაგანი სამყარო სიმიმართ სიყვარულის.
2.კუნციტი - აღვიძებს სიყვარულის ძალას. იმ დროს, როდესაც 3.ვარდისფერი ტურმალინი დინამიურად გამოხატავს მას.
როდოქროზიტი სიყვარულის ძალას გარდაქმნის მდგრადად, რომელიც ჩამოურჩენელად მოგვყვებათ თქვენ. მაშინ, როდესაც მწვანე ავანტიურინს გააჩნია უნარი შეგიმსუბუქოთ და განმკურნოთ ნებისმიერი თქვენი ტკივილისგან.
მწვანე ტურმალინი უმაღლესი გრძნობების გამოხატვის მოსამზადებლად, ამაგრებს ემოციონალურ სხეულს. ხოლო ატმის ფერი როდოქროზიტი გადაწნის ხიდს მზის წნულზე, რათა ფიზიკური და სულიერი ენერგიების ჰარმონიული შერწყმით შეაერთოს მანიპურა-ჩაკრის ძალა გულთან.
ნებისმიერი ამ ქვების სხვადასხვა სქემებში გამოყენების დროს გულზე, გაითვალისწინეთ მათი კონკრეტული დანიშნულება და გამოიყენეთ ისე, რომ მათ მოგცენ სასურველი ეფექტი. პროგრესიული სქემის მიღწევა გულის ჩაკრისთვის შესაძლებელია გულის ცენტრზე ვარდისფერი ბროლის დიდი ნაჭრის დადებით. რომელიც მიმართავს სიღრმეში ისეთ ენერგიას, რომელიც საჭიროა პიროვნების განახლებისთვის. ამ დროს მის გარშემო თავსდება სიმეტრიულად ოთხი ნაჭერი მწვანე ავანტიურინი, რომლებიც იძლევიან სამკურნალო ენერგიას. გულმკერდის ზემო ნაწილში უნდა დაიდოს მინიმუმ ოთხი ნაჭერი ვარდისფერი ან მწვანე ტურმალინი, მიმართულებით ყელისკენ. ისინი გაატარებენ სიყვარულის ძალას ვიშუდჰა- ჩაკრაში, გრძნობების ნათლად სიტყვიერი გამოხატისთვის.
მზის წნულზე პირდაპირ განათავსებული როდოქროზიტი კუნციტთან ერთად და როდონიტი მათ ქვეშ, ააქტივებენ სიყვარულის მკურნავ ძალას. და გადაცემენ მას, მანიპურა- ჩაკრაში. რაც იძლევა საშუალებას მისი უშუალო ყოველდღიური გამოყენებისათვის.
როდონიტი როდოქროზიტი
დამოუკიდებლად იმისგან, თუ როგორი სახით ან რა კომბინაციაში გამოიყენებთ ამ ქვებს, მათ მოაქვთ პირად განცდებში რეალური თანაგრძნობა. ეს ქვები ხდებიან თქვენი საუკეთესო მეგობრები განმკურნების საქმეში. ვინაიდან ისინი საკმაოდ ლამაზად გადასცემენ სიყვარულის გაკვეთილებს და გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 6 2011, 02:50 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეალისტი

ამ ქვების (ხარისხიანის) შოვნა სად შეიძლება?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 6 2011, 03:29 PM
Post #11


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით Atman
გაგება” ხარისხიანი” ამ შემთხვევაში მიუსადაგებელია. აქ მთავარია რომ ეს მინერალები იყოს ნატურალური.
მიზან შეწონილია რომ ეს ქვები არ უნდა იყოს დამუშავებული, არამედ ბუნებრივი.
ეს ქვები შესაძლებელია ინახოს მინერალების მუზეომში ლესელიძის ქუჩაზე, პოლიტექნიკური უნივერსიტეტში გეოლოგიის კათედრაზე, არის ეგეთი მაღაზია ”ლინდაო” ალექსანდრე ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე. და საერთოდ ნატურალური მინერალები თბილისში მართალი გითხრად მე არ მინახია რომ კომერციულად იყიდებოდეს . ეს უფრო თუ, ექნებათ კერძო კოლექციონერებს, ანდა შესაძლებელია იცოდნენ ოქრომჭედლებმა, ვინც ქვებზე მუშაობენ. რაც შეეხება მთის ბროლს (ის გამოიყენება თითქმის ყველა სამკურნალო კომბინაციებში) თავისი მოდიფიკაციებით(მრავალ სახეობებით) მოიპოვება სვანეთში და ხევსურეთში.
პატივიცემით
რეალისტი
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 6 2011, 03:44 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ინდივიდუალური მუშაობა ქვებთან და კრისტალებთან

კონკრეტული კრისტალები რომლებიც არიან ეფექტურები სეანსების ჩატარების დროს , შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ სამუშაოებშიც. თუ, ძირითადი მიზანია სიყვარულის გამოფხიზლება საკუთარი თავის მიმართ, შეიძლება გამოვიყენოთ ვარდისფერი ბროლი. ანდა თუ, თქვენ მუშაობთ ძალის განვითარებაზე, აუცილებელია კონკრეტული შედეგის განსახორციელებლად გამოიყენოთ ციტრინი. და ა.შ..
შემდგომისთვის თქვენ შეგიძლიათ ატაროთ ეს ქვები. ინახავდეთ ინდივიდუალურად. ანდა დამოუკიდებად მათთან ერთად მედიტირებდეთ. აგრეთვე შეგიძლიათ ისინი დაიდოთ სხეულზე შესაბამის ჩაკრის მიდამოში, როდესაც წევხართ და ატარებთ თვით განმკურნების პროცედურებს.
განკურნების ეფექტების გასაძლიერებლად შეიძლება დააპროგრამიროთ კრისტალ-პროექტორები, ფიქრებით და სასურველი შედეგების ხატოვნებით.
კრისტალებთან ასეთი მეთოდებით მუშაობისას, სრულიათ შესაძლებელია მიაღწიოთ ეფექტებს. სხვა ნაირად დაგჭირდებოდათ უფრო მეტი დრო. ვინაიდან დაპროგრამირებული კრისტალი მუდმივად ასხივებს პოზიტიურ პროექციას კაზუალური გეგმით. რაც ხელს უწყობს უფრო სწრაფად შედეგების გამომჟღავნებას ფიზიკურ ასპექტებში. კრისტალების ასეთი პროგრამირებისას აუცილებელია დაიცვათ სიფრთხილე. ადამიანი უნდა იყვეს მომზადებული იმის აღქმისთვის, რაც ჩადებულია კრისტალებში და კრისტალები აუცილებელად უნდა პროგრამირდებოდნენ ყველაზე პოზიტიური ფიქრთა ფორმებით..
ერთ-ერთ საუკეთესო ქვად პოზიტიური ეფექტების ჩასადებად დამოუკიდებელი პროგრამირების სამუშაოებისას, მიღებულია შავი ან, მუქი-მწვანე ტურმალინი.
პირველ ჩაკრის სიღრმეში, განმკურნებელ მწვანე სხივის ჩადებისას, ხშირად ხდება, რომ შავი ტურმალინი სინამდვილეში არის მუქი-მუქი მწვანე. ამ ქვის სხეულზე ან ხელში ტარება და მასთან მედიტაცია საკმაოდ სასარგებლოა. შავი ტურმალინი წარმოადგენს ღვთაებრივ ძალების დედამიწაზე გამტარს. ანეიტრალებს რა, ჩვევაში გადასულ ნერვულ პატერნებს შეუძლია გახდეს ამ გარდამავალ პერიოდში თქვენი ყველაზე კეთილი მეგობარი.

შავი ტურმალინი მწვანე ტურმალინი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 6 2011, 03:56 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეალისტი
QUOTE(რეალისტი @ 6th August 2011 - 03:29 PM) *
გაგება” ხარისხიანი” ამ შემთხვევაში მიუსადაგებელია. აქ მთავარია რომ ეს მინერალები იყოს ნატურალური.
მიზან შეწონილია რომ ეს ქვები არ უნდა იყოს დამუშავებული, არამედ ბუნებრივი.


მეც ეგ ვიგულისხმე ხარისხიანში.

ლითოთერაპიის შესწავლას მეც ვაპირებდი ერთ დროს, მაგრამ მერე ვეღარ მოვახერხე.

გმადლობთ ინფორმაციისთვის!


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 7 2011, 01:16 AM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზეციური კრისტალები (ანგელოზთა საჩუქარი)
ზეციური კრისტალები, უფრო მეტად ცნობილია როგორც სტრუქტურირებული ბროლი. ეს ბროლის განსაკუთრებული კრისტალები, არის საჩუქარი შემოტანილი ჩვენს პლანეტაზე, რათა ხელი შეეწყოს ადამიანთა მოდგმის გაწმენდას, განმკურნებასა და კაცობრიობის გამოფხიზლებას მთელ პლანეტაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მას თან მოაქვთ ძლიერი ძალა. კერძოდ, აუცილებელი ძალა ადამიანის ემოციათა ტვირთის გადალახვისათვის.
ზეციურ კრისტალებს საკუთარ თავში კოდირებული აქვთ, თვით ფიზიკური არსი სინამდვილის და ამავე დროს განწყობილი არიან ანგელოზთა ვიბრაციებზე. მათი საწყისები ცდებიან დროის საზღვრებს. ისინი წარმოშობილი არიან ზეციური სფეროდან. როდესაც მოხდა ზეციური ძალების მატერიალიზაცია ფიზიკურ დროსა და სივრცეში.ზეციური კრისტალები წარმოშობა მოახდინა ოთხი ელემენტის გაერთიანებამ.
ბევრი მათგანი გვეჩვენება შეკვალული, ვინაიდან თან ატარებენ ცეცხლის ელემენტს და ხშირად იღებენ ნამდვილ დაბურულ ფერს. ეს კრისტალები ამოდიან, რა დედა- მიწის წიაღიდან, ფიზიკური თვალსაზრისით არიან უსუფთავესნი. როგორც წესი ისინი იზრდებიან სხვა კრისტალებიდან განცალკევებულად. მათ პოულობემ სუფთა წყაროებთან ანდა წყლის ახლო მიდამოებში. ხშირად ისინი ჰგვანან გამდნარ ბროლს. არა თუ, იშვიათად გაჯერებული არიან წყლის ბუშტუკებით.
ზეციური კრისტალები ხდებიან მომაკვდავთა უდიდესი დამაწყნარებლები. ადამიანებს ეხმარებიან სიკვდილთან დაკავშირებულ შიშებისგან განთავისუფლებაში, რათა მოახდინონ სულის უკვდავების ინდენტიფიკაცია. წარმოქნილი თვითონ მიწიდან, ხელს უწყობენ ადამიანებს, მიწიდან სიცოცხლის ენერგიის შესრუტვაში და მოაქვთ ამ სამყაროს გაწონასწორების და კეთილდღეობის შეგრძნებები.
ფორმის მიხედვით ზეციური კრისტალები არ გვანან არც ერთ ბროლის სხვა სახეობას. კრისტალის სხეული ბოლოვდება ბუნებრივი მწვერვალით და როგორც წესი მათ არ გააჩნიათ გლუვი ანდა გადახრილი წახნაგები. ამის გამო ისინი შეუდარებლად ნათლად ბრწყინავენ.
განსხვავებით ჩვეულებრივი ბროლისგან, ზეციური კრისტალებს გააჩნიათ ერთი ან რამოდენიმე, მწვერვალი. ან, ანდა საერთოდ არ ააქვთ ის. ყველაზე ნათლად დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს ის რომ, მრავალ წამონაზარდებით და შეზნექილობებით გააჩნიათ ფენოვანი სტრუქტურა. ზეციური კრისტალები დალაგებულია გეომეტრიული ფორმებით, რომლებიც გამოხატავენ სამყაროს ფუძემდებელ კანონებს. ამ კრისტალების ფორმაში თითქოსდა ჩაბეჭდილია კოსმოსური ანბანის ასოები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 7 2011, 01:25 AM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ნაწილის გაგრძელება

როდესაც გონება დაწყნარებულია, მიმართულია და ღიაა, თუ დაიკავებთ კრისტალს მარჯვენა ხელში და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით გაივლით მათ გამონაზარდებსა და ჩაზნექილ ზედაპირებზე, შეუერთდეთ ცოდნის წყაროებს და იგრძნობთ უნივერსალურ ენას, რომელიც ჯერ უცნობია ადამიანის გონებისთვის. ენას რომელზედაც საუბრობენ კრისტალები - ეს ენაა უმაღლესი ცოდნის. ისინი წარმოადგენენ კაცობრიობის უმაღლეს გონებას. მათი უმრავლესობა გვაგონებენ ტვინის ქსოვილებს.
კომბინაციას, მაღალ ენერგიებით დამუხტულ ბროლს და ამ კრისტალთა ფენოვან სტრუქტურებს შორის, მიჰყავს თქვენი გონება თქვენს შიგნით, რათა აღმოაჩინოთ კოსმოსური შემეცნება და შესაძლებლობა მოახდინოთ ინდენტიფიკაცია მათთან.
უმზერით რა, ზეციურ ბროლს, მის სხეულში შენიშნავთ მრავალ ურთიერთ დალაგებულ ფენებს, რომლისგანაც შედგება ამ კრისტალთა შინაგანი სივრცე. უბრალოდ თუ, შევხედავთ ამ კრისტალებს და შემდგომ დავხუჭავთ თვალებს, შეგეძლებათ ჩაიხედოთ თქვენი საკუთარი არსების სიღრმეში, ვინაიდან კრისტალის შინაგანი აღნაგობა იბეჭდება თქვენს ქვეცნობიერებაში და ემსახურება როგორც კარიბჭე თქვენ სიღრმის ”მე”-ს. ეს კრისტალები აწონასწორებენ თქვენი ტვინის ვიბრაციებს და ანეიტრალებენ ქაოსურად მოძრავ ფიქრ-ფორმებს. როდესაც ეს ხდება, აქტივიზირდება საჰასრარა - ჩაკრა და გამოიყოფა ჰიპოფიზისში დაფიქსირებულ გირჩის მსგავს ჯირკვლიდან (glandula pinealis). ჰორმონები. რომელიც იწვევს აღქმის მდგომარეობის გაფართოებას. როდესაც გონება სტაბილიზირდება და ხდება ნეიტრალური, ის შეიძლება შეივსოს ანგელოზური სამყაროს ვიბრაციებით.
ეს კრისტალები წარმოადგენენ იმათ გონებას, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ ჰარმონიას უმაღლეს ”მე”- სთან. ასეთი სახით აკავშირებენ ისინი ადამიანს კოსმოსური ენერგიის ძალებთან.
ზეციური კრისტალების ძალა მდგომარეობს მათ უნარში გადასცენ გონებას ყველაფერი ის, რაც არის ნამდვილად საიმედო და ჭეშმარიტი.
თუ, ადამიანი მიეჩვია ფიქრს რომ ის ფიზიკურად არის ლამაზი, და ააწყო მყარი ინდენტიფიკაცია ამ ხატოვნების გარშემო, ზეციურ კრისტალებს შეუძლიათ აჩვენონ მას, რომ უფრო ფართო მასშტაბით საგნის აღქმასთან ფარდობაში, ფიზიკური შესახედაობა - ეს არაფერია თუ, არა ბუნდობანი ჩრდილი იმის, რასაც ის სინამდვილეში წარმოადგენს. მის ”მე”-თვის, ეს ადვილად არ იქნება მისაღები. მაგრამ ჭეშმარიტება დარჩება ჭეშმარიტებად.
ზეციური კრისტალი დაგიყვანთ თქვენ საგნის არსამდე, ჭეშმარიტებამდე, ყველაზე მთავარ ფუნდამენტალურ მცნებამდე - ” მე”.
ეს კრისტალები ჩვეულებრივად მოდიან ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის მზად არის ჩაღრმავდეს სიღრმისეული ფესვებით საკუთარ არსში. თუ თქვენ შეხვდებით ერთ-ერთ მათგანს, მიიღეთ ის როგორც მეგობარი, ვინაიდან სინამდვილეში ეს ასე არის. ეს არის მეგობარი, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ თქვენი ანგელოზური ბუნების სიღრმისეულ ფუნდამენტთან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 7 2011, 01:37 AM
Post #16


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრისტალების გასუფთავება და განმუხტვა
ასეული წლების განმავლობაში ამერიკელი ინდიელები კრისტალების გასაწმენდათ ხმარობდნენ ეგრეთწოდებულ წმინდა ბალახებს. ამ ტრადიციის მიხედვით ყველაზე ძლიერი არომატული სამკურნალო მცენარეებია კედრი და სალბი. როდესაც ამ მცენარეთა წვის დროს გამოიყოფოდა არომატული კვამლი, ინდიელები კრისტალებს ათავსებნენ ამ კვამლში. ეს აირები საუკეთესოდ ასუფთავებენ სამკურნალო კრისტალებს. მიზანშეწონილია, რომ თითოეული სამკურნალო სეანსის დასაწყისში და დამთავრების შემდგომ ეს კრისტალები გაატაროთ ხოლმე ამ კვამლში. რაც ხელს შეუწყობს არა მარტო კრისტალების გასუფთავებას, არამედ მის გარშემო ატმოსფეროს გაწმინდვას დარჩენილი გვერდითა მოვლენებისაგან. ეს მშვენიერი არომატი აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა განწმენდი პრაქტიკის დროს. მაგალითად მედიტაციის, ორთქლის აბანოებში, საუნებში, სიტუაციის გასაწმენდათ კონფლიქტებისა და კამათის შემდეგ, ანდა წინა ნეგატიური ენერგეტიკული ნაშთებისგან განთავისუფლებისას.
სხვა მეთოდს კრისტალების და ქვების გასუფთავლებლად და გადამუხტვისთვის წარმოადგენს მათი განთავსება პირამიდის ქვეშ. პირამიდის უნიკალური გეომეტრიული ფორმა ატარებს კოსმიურ ენერგიებს, რომელიც ასუფთავებსა და აჯერებს ყველაფერს, რაც განთავსებულია მის შიგნით. განთავსება დაზიანებული, დასხივებული ანდა გამოფიტული კრისტალების დიდი ხნის ვადით პირამიდის ქვეშ აღადგენს მის სამკურნალო უნარებს და აწინასწორებს მის პოტენციალურ ენერგეტიკულ თვისებებს..

Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 7 2011, 01:39 AM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრისტალი საკუთარი მკურნალობის და პრაქტიკისათვის
როდესაც თქვენ იძენთ ერთ მწვერვალიან გენერატორულ კრისტალს, სამკურნალოდ გამოსაყენებლად, აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ რამოდენიმე მომენტზე.
ერთერთ აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს მისი მწვერვალი. უკეთესია, რომ მწვერვალის წახნაგებს და თვით პიკს არ ჰქონდეს ნაბზარი, ნაკაწრი, ნაბხაჭნი და ნაკბილები. ასევე ცუდი არ იქნება, თუ რომელიმე მისი წახნაგი წარმოადგენს სწორ სამკუთხედს.
ეს ხელს შეუწყობს ენერგიას წამოვიდეს პირდაპირ ნაკადით.მაშინ, როდესაც ის მოდის კრისტალის საწინააღმდეგო ბოლოდან, გადის სამკუთხა წახნაგის ფუძით, საწინააღმდეგო სიმეტრიული მხარის გვერდის ავლით და გადის პირდაპირ კრისტალის მწვერვალზე.
ამის გარდა კრისტალი რაც უფრო გამჭვირვალეა მით უფრო უკეთესია. ეს შიდა გამჭვირვალობა აუცილებელია იმიტომ, რომ თქვენი სამკურნალო ენერგია სუფთად გადადიოდეს კრისტალით.
გენერატორული კრისტალები რომელსაც თქვენ იყენებთ სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად ანდა პირადი მედიტაციისავის, უნდა იყოს ერთ მწვერვალიანი.
მაშინ მისი ინტენსიობის საკმაოდ ეფექტურია მრავალწახნაგოვან კრისტალებთან შედარებით. როდესაც თქვენ საკუთარ სამკურნალო სხივს აგზავნით ერთწვეროვანი კრისტალ გენერატორიდან, ეს ენერგია გაივლის მის შიგნით სუფთავდება, მძლავრდება, და ის ასხივებს მას საკუთარი მწვერვალიდან. მიზან შეწონილია არ მისცეთ უცხოს, უფლება შეეხონ თქვენს კრისტალებს. რომელიც გემსახურებათ თქვენ, თქვენს მეგობრებს და სხვებს სამკურნალო სეანსების ჩატარების დროს.
როდესაც კრისტალები დამუხტულია თქვენი პირადი სამკურნალო ძალით, ისინი გამოდგებიან მაშინ, როდესაც თქვენ თითონ იგრძნობთ თქვენ თავს განმუხტულად და გამოსულად წყობილებიდან. სწორედ მაშინ გამოგადგებთ თქვენი გენერატორი თუ ის არ არის სხვის მიერ ხელშეხებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 7 2011, 03:26 AM
Post #18


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ემპათიური კრისტალები
ზოგჯერ შესაძლებელია რთულად წარმოვიდგინოთ, კრისტალებმა და ქვებმა სინამდვილეში იციან თქვენ რას ფიქრობთ ან რას გრძნობთ ?. მათ არ გააჩნიათ ნერვული სისტემა, მაშინ როგორ გრძნობენ ? მათ არ გააჩნიათ ტვინი. მაშინ როგორ ფიქრობენ ? ისინი არ იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ადამიანები. მაშინ როგორ შეიცნობენ ისინი, თუ როგორ მოვიქცევით მოცემულ სიტუაციაში ?
დიახ ეს ასეა. კრისტალები და ქვები არიან აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების ფორმები, ვიდრე ჩვენ. შესაბამისად არსებობს სხვა რეალობაც. მაგრამ ვის შეუძლია თქვას რომ, მათ არ შეუძლიათ რაღაც ფორმით გრძნობდნენ, თუ რას განვიცდით ამა, თუ იმ სიტუაციების დროს.
ცნობილია შემთხვევები,როდესაც სუფთა ბროლის ერთ მწვერვალიანი გენერატორული კრისტალები იბზარებოდნენ მკურნალობის სეანსების დროს. როდესაც მათ იყენებდნენ აურასთან სამუშაოდ და ხდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
არა ერთი შემთხვევაა სამკაულების შთამბეჭდავ გამოფიტვასთან დაკავშირებით. ხშირად ეს ქვები იბზარბოდნენ და ტყდებოდნენ კიდეც. თუ მას ატარებდნენ განსაკუთრებულ სტრესულ დღეებში.
კრისტალების და ქვების ფერები კარგავდნენ სიკაშკაშეს მათთან აგდებულ და უხამსად მოქცევის დროს. მეორე მხრიდან ერთხელ დაბინდულ კრისტალებს რომლებსაც იყენებდნენ პირადი მედიტაციისას, ხდებოდნენ უფრო გამჭვირვალენი, თუ მათში იგზავნებოდა სიყვარულს და კეთილი აზრებიტ დამუხტული ფიქრები. ხოლო ქვები გამოყენებული განმკურნებისთვის იძენენ დიდ ძალებს თუ, მათით სარგებლობენ შეგნებით და ზრუნავდნენ მათზე და აფასებდნენ..
ადამიანები მომუშავნე კრისტალებზე და ქვებზე, რეგულარულად უნდა ასუფთავებდნენ და უბრუნებდნენ მათ სიცოცხლის აუცილებელ ელემენტებს. როგორიცაა წყალი, მზის სხივები,ყურადღება და სიყვარული მათ მიმართ.
ძველ ინდურ, ტიბეტურ მედიცინასა და მათ ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში მინერალებიდან გამოყოფენ სახეობებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად ზემოქმედებენ ადამიანის შინაგან სამყაროსა და მის ფსიქიკაზე. მინერალთა ამ ჯგუფს პირობითად უწოდებენ "ემპათიურ კრისტალებს”. მცნება ემპათიური ნიშნავს, ”უნარს დააყენოს საკუთარი თავი სხვის (ადამიანი,საგანი) მაგიერ, ანუ სუბიექტურად შეაღწიოს სხვის სამყაროში და თანაუგრძნოს მას.
ქვემოთ მოყვანილია ამ მინერალთა ჯგუფის გამორჩეული ზოგიერთი სახეობები, რომლებსაც გააჩნიათ ადამიანის ჯამრთელობასა და ფსიქიკაზე ზემოქმედების გამორჩეული უნარები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 7 2011, 03:28 AM
Post #19


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ემპათიური კრისტალები
ზოგჯერ შესაძლებელია რთულად წარმოვიდგინოთ, კრისტალებმა და ქვებმა სინამდვილეში იციან თქვენ რას ფიქრობთ ან რას გრძნობთ ?. მათ არ გააჩნიათ ნერვული სისტემა, მაშინ როგორ გრძნობენ ? მათ არ გააჩნიათ ტვინი. მაშინ როგორ ფიქრობენ ? ისინი არ იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ადამიანები. მაშინ როგორ შეიცნობენ ისინი, თუ როგორ მოვიქცევით მოცემულ სიტუაციაში ?
დიახ ეს ასეა. კრისტალები და ქვები არიან აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების ფორმები, ვიდრე ჩვენ. შესაბამისად არსებობს სხვა რეალობაც. მაგრამ ვის შეუძლია თქვას რომ, მათ არ შეუძლიათ რაღაც ფორმით გრძნობდნენ, თუ რას განვიცდით ამა, თუ იმ სიტუაციების დროს.
ცნობილია შემთხვევები,როდესაც სუფთა ბროლის ერთ მწვერვალიანი გენერატორული კრისტალები იბზარებოდნენ მკურნალობის სეანსების დროს. როდესაც მათ იყენებდნენ აურასთან სამუშაოდ და ხდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
არა ერთი შემთხვევაა სამკაულების შთამბეჭდავ გამოფიტვასთან დაკავშირებით. ხშირად ეს ქვები იბზარბოდნენ და ტყდებოდნენ კიდეც. თუ მას ატარებდნენ განსაკუთრებულ სტრესულ დღეებში.
კრისტალების და ქვების ფერები კარგავდნენ სიკაშკაშეს მათთან აგდებულ და უხამსად მოქცევის დროს. მეორე მხრიდან ერთხელ დაბინდულ კრისტალებს რომლებსაც იყენებდნენ პირადი მედიტაციისას, ხდებოდნენ უფრო გამჭვირვალენი, თუ მათში იგზავნებოდა სიყვარულს და კეთილი აზრებიტ დამუხტული ფიქრები. ხოლო ქვები გამოყენებული განმკურნებისთვის იძენენ დიდ ძალებს თუ, მათით სარგებლობენ შეგნებით და ზრუნავდნენ მათზე და აფასებდნენ..
ადამიანები მომუშავნე კრისტალებზე და ქვებზე, რეგულარულად უნდა ასუფთავებდნენ და უბრუნებდნენ მათ სიცოცხლის აუცილებელ ელემენტებს. როგორიცაა წყალი, მზის სხივები,ყურადღება და სიყვარული მათ მიმართ.
ძველ ინდურ, ტიბეტურ მედიცინასა და მათ ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში მინერალებიდან გამოყოფენ სახეობებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად ზემოქმედებენ ადამიანის შინაგან სამყაროსა და მის ფსიქიკაზე. მინერალთა ამ ჯგუფს პირობითად უწოდებენ "ემპათიურ კრისტალებს”. მცნება ემპათიური ნიშნავს, ”უნარს დააყენოს საკუთარი თავი სხვის (ადამიანი,საგანი) მაგიერ, ანუ სუბიექტურად შეაღწიოს სხვის სამყაროში და თანაუგრძნოს მას.
ქვემოთ მოყვანილია ამ მინერალთა ჯგუფის გამორჩეული ზოგიერთი სახეობები, რომლებსაც გააჩნიათ ადამიანის ჯამრთელობასა და ფსიქიკაზე ზემოქმედების გამორჩეული უნარები.


Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Aug 7 2011, 03:31 AM
Post #20


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვარდისფერი კვარცი - ითვლება, რომ ვარდისფერ კვარცზე გასუფთავებული წყალი იძენს სამკურნალო და მასტიმულირებელ თვისებებს. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან უმრავლეს შემთხვევებში მინერალური წყაროების წყალი ბუნებრივ პირობებში გადის ამ მინერალის პლასტებში. ვარდისფერი კვარცის სხეულზე ტარების დროს სპეციალისტები ამტკიცებენ რომ, ის ამაგრებს მეხსიერებას, ანვითარებს წარმოსახვას. ხელს უწყობს აზროვნების გააქტიურებასა და ხდის მის პატრონს ნათელსა გაცისკროვნებულს.
არაგონიტი - არაგონიტის თვისებაა ოჯახის წევრებზე დადებითი ზემოქმედება. ოჯახის დიასახლის ხდის მზრუნველს და მოსიყვარულეს. ხოლო ოჯახის უფროს სტუმართმოყვარეს. არაგონიტის კრისტალების ოჯახში ქონებისას ბავშვები ხდებიან ყურადღებიანი და დამჯერები. სამკურნალო თვისებები : ის აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციას და ქალთა გაციებას პარტნიორის მიმართ. არაგონიტის საწოლ ოთახში ქონების დროს, კურნავს უნაყოფობისგან. ხსნის სტრესებს და კურნავს ნერვიულ დაავადებებს.
სელენიუმ-შეცველი კალციტი - კალციტის კრისტალი არის ნათელი ენერგეტიკის წარმომადგენელი. ის ეხმარება პატრონს მედიტაციასა და ექსტრასენსორიკაზე მუშაობის დროს. სამკურნალო თვისებები: ის მოქმედებს ყველა შინაგან ორგანოებზე. განსაკუთრებით ღვიძლზე, ელენთასა და თირკმელებზე. აგრეთვე მკურნავს გაციებისგან.
სპილენძ-შეცველი კალციტი - ეს კალციტის კრისტალიც ანალოგიურად არის ნათელი ენერგეტიკის მატარებელი. მასში არსებული სპილენძის შენაერთი უწყობს ხელს მის პატრონს იყოს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამ ტიპის კრისტალის მატარებელის აურა დაცულია გარე სამყაროს უარყოფითი ენერგიების ზემოქმედებისაგან.რეკომენდირ
ბულია მისგან დამზადებული სამკაული ატაროთ გულთან ახლოს, ვინაიდან ის იცავს ორგანიზმის ენერგეტიკას გარე ტექნო საშუალებათა გამოსხივებისგან. როგორიცაა მობილური ტელეფონი და ანალოგიური აპარატები. სამკურნალო თვისებები: მის მოქმედება განსაკუთრებით ეფექტურია შინაგან ორგანოებზე, ღვიძლზე, ელენთასა და თირკმელებზე.ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში წარმოშობილ ანთებად პროცესებზე, საწყის სტადიაში.
ცისფერი კალციტი - ცისფერი კალციტის კრისტალებს იყენებენ მედიტაციის დროს. ამ კრისტალის გამჭვირვალე ნიმუშებს იყენებენ ჩაკრების გახსნისას და მას უწოდებენ” სულიერების ვარსკლავს”. ეს კრისტალები ეხმარება პატრონს ნერვიული გადატვირთვისა და სტრესის დროს. ითვლება რომ, კრისტალი ხელს უწყობს ეკონომიურ კეთილდღეობას.
როდოქტოზიტი - ამ კრისტალს წარმოსახავენ როგორც, სიყვარულისა და ცხოვრების ენერგიის მამოძრავებელ სტიმულატორს. კრისტალს,რომელიც ააქტიურებს ცოდნის წყურვილს. მისგან დამზადებული სამკაული მიმართულია საწინააღმდეგო სქესებს შორის წარმატების მომტანად. გამოიყენება აგრეთვე ხასიათის სპონტანური აფეთქების საწინააღმდეგონ. ის ხელს უწყობს ადამიანებს შეიცნონ თავის შიდა სამყარო. კრისტალი ხელს უწყობენ ოჯახების კეთილდრეობას. სახალხო მედიცინაში არსებობს აზრი ,რომ ეს კრისტალები ასუფთავებენ სისხლს და გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები. აღმოსავლეთ მედიცინაში ამ მინერალით დამზადებულ ბურთულაკებს ხმარობენ ზოგად გასაჯანსაღებელ მასაჟის დროს. ზოგიერთი კოსმეტოლოგი იძლევა რეკომენდაციებს ამ მინერალის საშუალებით მოახდინონ სახის კანის მასაჟირება. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კაპილარებში და კანის ელასტიურობას. ლიტო თერაპევტები ურჩევენ დღეში რამოდენიმე წუთი უყურონ ამ კრისტალს ვინაიდან ის აწყნარებს მხედველობას გამოიყენება თვალის დაავადებათა წინააღმდეგ პროფილაქტიკის მიზნით. როდოქროზიტი მოქმედებს გულის ჩაკრაზე.
დოლომიტი - კრისტალი უშუალოდ მამაკაცებისათვის. ის გადასცემს პატრონს შინაგან ძალას. სულიერ სიმტკიცეს, სიძლიერეს, სიმამაცეს, ცხოვრებისეულ სიბრძნეს. კეთილშობილებასა და გალანტურობას. მამაკაცი რომელიც ატარებს მუდმივად ამ კრისტალისგან დამზადებულ სამკაულს იძენს ჭეშმარიტ ჯენტლემენის თვისებებს. რაც მას უქადნის განუმეურეობას საწინააღმდეგო სქესთან. ოღონდ, მეოჯახე პიროვნებებს მუდმივად ამ კრისტალის ტარება არა რეკმენდირებულია აქვთ. ვინაიდან ის გამუდმებით არის საწინააღმდეგო სქესის თვალთახედვაში. სამკურნალო თვისებები: ლიტოთერაპევტები ამტკიცებენ, რომ დოლომიტი ახდენს ტონიზირებულ ეფექტს მთლიანად ორგანიზმზე. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე. აწყნარებს, აშორებს ფობიებს, მანიებს, უძილობას და უმიზეზო ნერვიულობას.
ფლუორიტი - ინდოეთში ითვლება,რომ ამ კრისტალს გააჩნია თითქმის განუმეორებელი მაგიური უნარი. მას სცემენ თაყვანს და ეშინიათ. უძველეს დროიდან ფლუორიტიდან ამზადებდნენ ბურთულებს სპირიტული სეანსების ჩასატარებლად. ბევრნი მას ხმარობენ მედიტაციის დროს. მისგან დამზადებული ამულეტები იცავს პატრონს გარშემო მყოფ ადამიანთა ნეგატიური ზემოქმედებისგან. რეკომენდირებულია ადამიანებისთვის, რომლებიც ზედმეტად ღიზიანდებიან. ქალთა სქეს ფლუორიტიდან დამზადებული ბრასლეტები ეხმარებიან ემოციების შებოჭვაში. იცავენ ისტერიული მდგომარეობებიდან. იზიდავენ მათკენ წარმატებასა და სიყვარულს.
გალენიტ შემცველი როდონიტი - ამ კრისტალებს გააჩნიათ უნარი მიიზიდონ ყურადღება და წარმატება პატრონისკენ. ის მიესადაგება არტისტულ და შემოქმედებით პროფესიების მქონე ადამიანებს. გალენიტს უწოდებენ ”ნათელი აზროვნების ” კრისტალს. ის ითხოვს მუდმივ ყურადღებას და ურთიერთობას პატრონისგან. როდონიტი გალენიტთან ტანდემში ახდენს მფლობელთან აზროვნულ ინფორმაციის გაცვლას. სამაგიეროდ ის აძლევს პატრონს ძალას, რომელიც მას ხდის მიმზიდველსა და ექსტრავაგანტურს.
ვულფენიტი - ვულფენიტს გააჩნია ”ინ” ენერგია. ის გამოყოფს ამ ენერგიას და ააქტიურებს მას. ვულფენიტი არის სასარგებლო კრისტალი ვინაიდან, ის ხელს უწყობს მიიღოს თავზე ცხოვრების არასასიამოვნო მხარეები. ის აზღვევს განწირულობის გრძნობებს, რომელიც შეიძლება დაიწყოს ცხოვრების ნეგატიურ სიტუაციებთან ან ემოციებთან შეჯახების დროს. ის განსაკუთრებით მისაღებია გაუწონასწორებელ, მაგრამ მხოლოდ დადებითად მიმართულ ადამიანებისათვის. რომლების ალამაზებენ რეალობას და არ უნდათ შეამჩნიონ ცხოვრების უარყოფითი მხარეები. ამიტომაც ისინი კარგავენ რეალობის შეგრძნებას.
ნარინჯისფერი კვარცი - ძველ დროს ადამიანებს სჯეროდათ, რომ ნარინჯისფერი კვარცისგან დედამიწაზედ ხვდებოდა ღვთაებრივი ცეცხლი. ამიტომ ამ მინერალისგან ამზადებდნენ სფეროებს და ლინზებს, რის საშუალებითაც ტაძრებში ქურუმები ანთებდნენ შესაწირებს. ქურუმები ამ კრისტალების საშუალებით უწინასწარმეტყველებდნენ მომავალს. ითვლებოდა რომ, რომ ყველა ბროლის სახეობა ეს არის პლანეტის ასტრალური კანი. ხოლო ეს კრისტალები არიან თავისებური ჩამწერი დანადგარები. რომლებიც ინახავენ სამყაროს ყველა შეტყობინებას.
მწვანე ფლუორიტი - სახალხო მედიცინაში გამოიყენება როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება. არსებოს აზრი რომ ეს კრისტალები მოქმედებენ დადებითად გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და თავის ტვინზე. ეს მინერალი გამოიყენებოდა ეპილეფსიისა და გაფანტული სკლეროზის დროს. ზოგიერთი ლიტო თერაპევტები ვარაუდობენ რომ, მწვანე ფლუორიტი ამსუბუქებს ადამიანთა მეტეო -დამოკიდებულებეს. ატონიზირებს ნერვულ სისტემას, ხსნის სტრესულ სიტუაციებისაგან ნეგატიურ ნაშთებს. ეხმარება უძილობისა და ღამის კოშმარებისგან. მწვანე ფლუორიტი მოქმედებს ხორხისა და მესამე თვალის ჩაკრებზე.[ვიშუდჰა,აჯნა].
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:35 PM