IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> საკუთარი თავის დესტრუქცია
Sad Moon
post Mar 17 2021, 02:04 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 17-March 21
From:
Member No.: 7,998

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი. დიდი ხანია აქაურობას თვალს ვადევნებ და ბოლოს, გადავწყვიტე მეც დამეწერა რაღაც. მადლიერი ვიქნები ნებისმიერი თქვენი რჩევისთვის.
როცა დესტრუქციას, საკუთარი თავის დაზიანებას, ეხება საქმე, მაგაში მგონია პირველი ვარ. გეგონება მარათონში ვიღებ მონაწილეობას და აბა დღეს რამდენად "შორს გაირბენ". ალბათ ყველამ იცით, რომ მსხვერპლის როლი და დესტრუქცია ახლო ნათესაური კავშირით გამოირჩევიან. ღრმა წარსულში მსხვერპლიც ვიყავი და მსხვერპლიც, რო მივიწებე ეგ როლი სანამ არ გავაცნობიერე მთელი ჩემი მდგომარეობა და არ დამიტრიალდა ყველაფერი, მაქამდე ვერ მოვიცილე დაჩაგრული ცხვარის როლი. თუმცა რაც არ უნდა მძიმე იყოს მე და კიდევ ერთი ჩემი დესტრუქციული მე ხელი ხელჩაკიდებული დავდივართ ხოლმე.
1. როცა ადამიანი ჩემთვის ძვირფასია ან სისტემატური კონტაქტი მაქვს მაგის ნეგატიურ ენერგიას ან პარაზიტებს ვიკრავ მაგნიტივით, გეგონება ვითხოვდე(არადა არაა ეგრე).
2. ძალიან ხალისიანი, პოზიტიური, აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, სიცოცხლე მიხარია და ბედნიერიც ვარ, მაგრამ და ისევ და ისევ მაგრამ შეიძლება უცებ წამომეჭიმოს სუიციდური აზრები რომ ჰოპ - მოდი თავი მოიკალი რას კარგავ?. არადა რეალურად არც არაფერი მაქვს დასაკარგი, უბრალოდ მერე იმაზე მეფიქრება ჩემი ახლობლები როგორ იგრძნობენ თავს და ეგ მაჩერებს (ჯერ სხვები და მერე მე, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია. როცა ვიცი რომ ყველაფრის თავი და თავი მე ვარ, დედამიწის ჭიპიც ვარ და ღერძიც, ამის გაცნობიერებამდე კიდე ბევრი მიკლია).
3. დავდგები და უცებ ვიღაც დრამატული ადამიანი გამოჩნდება და ასე იტყვის ხოლმე ჩემი თავი მოდი ამასთან დაიწყე ურთიერთობა მაგარი ტოკსიკური ჩანს უარესად დაინგრევ თავს და მერე მეც მიდი მოვდივარ ხოლმე.😃
ხოდა იქნებ იცოდეთ ან რჩევა გქონდეთ ვინმეს რამე, რა მოვუხერხო ამ ყოველივეს ანუ როგორ ან რითი დავიწყო მდგომარეობის გამოსწორება.
დავამატებ რომ sad არ ვარ, უბრალოდ ზღაპარი მიყვარს მოწყენილ მთვარეზე. 🌝
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
jarmen
post Jun 12 2021, 12:18 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არასწორი დამოკიდებულებებია თვითდესტრუქციის პირველი მიზეზი, როგორც ორგანიზმი ებრძვის ანომალურ უჯრედებს ისე ებრძვის სამყარო ანომალურ პიროვნებებს.

ამ ყველაფრისგან ამოსვლისკენ არის მიმართული მთელი მაგიური სწავლება, კერძოდ: სამყაროში, სამყაროსთან ჰარმონიულ არსებობასთან.

თუ რაიმე ნეგატიური ხდება ცხოვრებაში, ამასთან ბრძოლას ჯობია მიიღო და გააცნობიერო, რადგან ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში თავად ვიზიდავთ, "მსგავსი იზიდავს, მსგავსს პრინციპით", იდიალური ვარიანტში რაც მსგავსი ცხოვრებისული გაკვეთილებისგან შეიძლება მივიღოთ გაცნობიერებაა ხოდო ყველაზე უარეს შემთხვევაში, ნეგატიური გამოცდილება რომელიც თავის მხრივ კიდევ ახალ კვანძად და ბლოკად გადაიქცევა ხოლმე.

მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 26th April 2024 - 08:01 PM