Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ სამწყხაროა, რომ ქართული მსოფლმხედველობა ასეთია

Posted by: brevalo Aug 9 2018, 02:37 PM

რა უფრო მეტს ვიგებ და ვკითხულობ ვრწმუნდები, რომ ქართული მსოფლმხედველობა ძალიან მოკლებულია სიღრმისეულობას. ქართული მსოფლმხედველობა აგებულია ადამიანებზე და რელიგიასა და მორალზე. საერთოდ არ არსებობს თვითჩაღრმავება, მისტიციზმი, ოკულტიზმი. საერთოდ არ არის განვითარებული მაგიური განათლება. რომ ვიკვეხნით რომ, როდესაც შუასაუკუნეებში ევროპელი მეფეები რომ ყარდნენ ჩვენთან უკვე კანალიზაციის სისტემები იყო გაკეთებულიო და კიდევ ვეფხისტყაოსანი დაიწერაო. ხო მაგრამ რა მივიღეთ საბოლოო ჯამში? ევროპაში კი არსებობდნენ ძველი ტომები (მაგ. დრუიდები, ტევტონები), რომელთაც უდიდესი ოკულტური სიბრძნე ბუნებასთან და სტიქიებთან, და ასევე ზოგადი სიბრძნე სამყაროსეული კანონზომიერებების შესახებ დატოვეს. იქით ისრაელისკენ კი "კაბალა" შეიქმნა. აზიაზე ხომ აღარ მაქვს საუბარი.
საქართველოში კი ადამიანები ერთმანეთის ენერგიებით იკვებებიან. ჩვეულებრივი ადამიანის ენერგია კი როგორც ვიცით დაბინძურებულია უამრავი რამით. იმის მაგივრად რომ მიიღონ სტიქიების წმინდა ენერგია, ძალიან აქტიურად იკვებებიან ერთმანეთის ენერგიებით. ქეიფები, მისვლა-მოსვლები, "მომენარტე და გამოდი", ჭორაობა - ეს ყველაფერი მოწმობს ამ ყველაფერზე. სულიერი განვითარება კი მხოლოდ რელიგიაზეა დაფუძნებული, რომელიც ძალიან შებოჭილი და ტავისუფლებას მოკლებულია. სად არის თვითჩაღრმავება, სად არის ტრანსცენდენტულობა, სად არის სუნთქვა და აზრთა კონცენტრაცია? ასეთი ცნებები არც კი არსებობს ჩვენში.

ჩვენში ალბათ ყველას გაგიგიათ ასეთი გამონათქვამი: "კაცი მარტო ჭამაშიც საწყალიაო". რატომ არის საწყალი? აუცილებლად ვიღაცა უნდა მეჯდეს გვერდით და საჭმელთან ერთად იმ პარტნიორთან ვაწარმოო ენერგომიმოცვლა? ამ გამონათქვამის მიზეზი არის ის, რომ როდესაც საჭმელს ჭამ შენი ყურადღება უნდა იყოს მომართული მხოლოდ საჭმელზე. საჭიროა წყნარად, მშვიდად მიირთვა და ყოველი ლუკმის გემო შეიგრძნო. ის ხომ შენი სხეულის ნაწილი უნდა გახდეს და რა განწყობითაც შეჭამ მას, ისე შეითვისებს შენი სხეული და ბევრად უფრო მადლიანად შეირგებ და გარგებს საჭმელი, ვიდრე მექანიკურად ჭამო და გემო შეიგრძნო მხოლოდ რეცეპტორების დონეზე. ასეთი გაგება ქართველებში არ არსებობს და ვინაიდან მათი ყურადღება არ არის მიმართული საჭმელზე ისე, როგორც საჭიროა, ამიტომ საჭიროებენ სხვა ენერგეტიკულ ობიექტს, რომ მასთან ცვალონ ენერგია და უფრო კარგად შეირგონ საჭმელი. საქართველოში არასოდეს ყოდილა ადამიანის აღქმა, როგორც დამოუკიდებელი ავტონომიური ენერგეტიკული ობიექტის. ის ყოველთვის მოისაზრებოდა სხვა ადამიანებთან მიმართებაში.


ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი მსოფლხედველობაა. და რა არის ამის მიზეზი მართლა მაინტერესებს. არადა უძველესი ქვეყანა ვართ და უძველესი კულტურად გაგვაჩნია.....



Posted by: jarmen Aug 10 2018, 02:34 AM

brevalo

Posted by: jarmen Aug 10 2018, 02:55 AM

brevalo

გეთანხმები ქართველები რითაც ვამაყობთ რეალურად არ არსებობს ან ძალიან ბუნდოვანია, სიძველის ფარდის მიღმა არსებობს და რეალურად ვერ ვაანალიზებთ, მხოლოდ სილუეტი ვიცით იმ წარსულისა რაც გაგვაჩნდა და რომელმაც ჩვენს გენეტიკაზე დატოვა კვალი.
რაც არ უნდა თავი მოვიტანოთ და ვიქვათ ჩვენი სიძლიერე, ჩვენ დამარცხებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით ისე რო უმეტესობა ვერც აცნობიერებს ამას. ქართულ კულტურას ჯერ შეერია ხოლო შემდგომ ქართულ კულტურაში დომინირდა იუდიველური მსოფლმხედველობა, ფაქტიურად მთლიანად წაშალა, ნამდვილი ქართული მორალი და მენტალიტეტი. საუკუნეების განავლობაში მართლმადიდებლური ქრისტიანობა ხალხს ქართველობის მაიდენტიფიცირებელ წერტილად დაუსახეს და ამით მოახვიეს თავზე ბევრი ის იდეა რაც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას. საბედნიეროდ შემორჩა ქართული მსოფლმხედველობა თუნდაც თქმულებების, გამოთქმების ან ძველი არტეფაქტების სახით. თუ დააკვირდებით ქრისტიანულმა იდეოლოგიამ გაანადრურა ქართული ცნობიერება, უწოდა წარმართული, გალანძღა დაამცირა ჩვენი წინაპრების მენტალიტეტი, სიყვარულის და მიმტევებლობის საფარით შემოგვატყუა დესტრუქციული იდეოლოგიები. თავისთავად შეუძლებელია ადამიანი რომელიც გენეტკურად ატარებს სამყაროსეულ ენერგიას აბსოლიტურად მოერგოს ამ მარაზმს, ამიტომაცაა ამდენი გადახრები და ამიტომაც წუწუნებენ რომ ყველფერი ისე არ მიდის საპატრიარქოში რადგან ამ ორი ურთიერთსაპირისპირო ენერგიის სინთეზი არ შეიძლება და არც არასდროს შეიძლებოდა, ეს უბრალოდ იმ ადამიანს ანადურებს ვინც საკუთარ თავში ცდილობს შერწყას ორი პოლუსი. თავისთავად ვერც ძველ ქართულ გამოთქმებში ასახულ კოსმოგონიას აცნობიერებენ ასეთი ადამიანები, თუმცა როდესაც ამას ეზოთერულ, მისტიურ, მაგიურ, ოკულტური თვალითა და ცნობიერებით შევხედავთ ვხვდებით რასთანაც ვაქვს საქმე და რამხელა გაცნობიერებულობა ქონდათ ჩვენს წინაპრებს, ხოლო იმ ფაქტს რაც ეხლა ჩვენს ქვეყანაშ ხდება ქვია ცნობიერების დეგრადაცია და ცნობიერების დეგრადაციას იწვევს არასწორი იდეოლოგია, თქვენ წარმოიდგინეთ ეზოთერიკაც სავსეა მსავსი ელემენტებით თუმცა აქ უფრო დახვეწილი ფორმით აწვდიან სატყუარას.

Posted by: earth Aug 10 2018, 07:42 AM

jarmen
გამიკვირდა ასეთი მსჯელობა, რომ მოვისმმინე შენგან. გამიკვირდა იმიტომ, რომ ზუსტად იგივე მსჯელობა მესმის საბერძნეთში ბერძნებისაგან, რომლებიც ასევე ამბობენ, თუ რამდენად განადგურდა ბერძნული კულტურა ქრისტიანობის შემოსვლის მერე.


რაც შეეხება საქართველოს მდგომარეობას ეს ვიდეო, დათა თუთაშხიადან ძალიან საინტერესოა.



მართლაც დავკარგეთ ზნეობა. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ცდილობდა ქართველის გამოღვიძებას. თუმცა ამ ბოლო წლებში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

Posted by: jarmen Aug 10 2018, 09:06 AM

earth

ბერძნებთან კიდევ უფრო იოლადაა საქმე, ბერძნული კულტურა და ხელოვნება უფრო ფართოდ იყო გავრცელებული ხმელთაშუა ზრის აუზში, მაკედონელის შემდე უკვე შეუძლებელი იყო ისე ამოეშალათ ელინისტური კულტურისა და კოსმოგონიის ელემენტები როგორც ეს ჩვენთან ქნეს. ფაქტიურად არ შემოვრჩა ისტორიული ხელჩასაჭიდი ისტორიული წყაროებიც რომ გამოვიკვლიოთ და უფრო საფუძვლიანად გავენოთ ქართულ კოსმოგონიას, რაც შემორჩენილია ზეპირმეტყველებითაა მოსული და კიდევ კარგი ხალხში ეს ტრადიციები შემორჩა თორემ ებრაულის გარდა კულტურაში არაფერი გვექნებოდა ეთნიკური. რამდენიმე პატარა გეგმა მაქვს ამ კუთხით და იმედია ანვახორციელებ უახლოეს მომავალში. პირველი რაც მინდა, უნდა დავწერო პატარა ნარკვევი სტატია ამ თემაზე მაგრამ დროის ამბავში ვერ მოვიცალე საამისოდ, მეორე რაც უფრო რთულია, მინდა რომ შევკრათ და უფრო ღრმად, სისტემურად შევისწავლოთ და ორაქტიკულ და სწავლების ჩარჩოებში ჩავსვათ ქართული კოსმოგონია, ამ კუთხით ბევრი მუშაობს მაგრამ ვერ მოება თავი ინფორმაციების შეკვრას. ჩემი აზრით ამაზე უნდა იმუშაონ ენათმეცნიერებმაც, ისტორიკოსებმას, ოკულტისტებმაც, რელიგიათმცოდნეებმაც, ეზოთერიკებმაც, მაგებმაც და მედიუმებმაც, მისტიური კუთხით ყველაზე პროდუქტიული მაინც სუფთა მედიუმების გამოტანილი ინფორმაცია იქნებოდა.

Posted by: old_man Aug 10 2018, 03:16 PM

QUOTE(brevalo @ 9th August 2018 - 02:37 PM) *
რა უფრო მეტს ვიგებ და ვკითხულობ ვრწმუნდები, რომ ქართული მსოფლმხედველობა ძალიან მოკლებულია სიღრმისეულობას. ქართული მსოფლმხედველობა აგებულია ადამიანებზე და რელიგიასა და მორალზე. საერთოდ არ არსებობს თვითჩაღრმავება, მისტიციზმი, ოკულტიზმი. საერთოდ არ არის განვითარებული მაგიური განათლება. რომ ვიკვეხნით რომ, როდესაც შუასაუკუნეებში ევროპელი მეფეები რომ ყარდნენ ჩვენთან უკვე კანალიზაციის სისტემები იყო გაკეთებულიო და კიდევ ვეფხისტყაოსანი დაიწერაო. ხო მაგრამ რა მივიღეთ საბოლოო ჯამში? ევროპაში კი არსებობდნენ ძველი ტომები (მაგ. დრუიდები, ტევტონები), რომელთაც უდიდესი ოკულტური სიბრძნე ბუნებასთან და სტიქიებთან, და ასევე ზოგადი სიბრძნე სამყაროსეული კანონზომიერებების შესახებ დატოვეს. იქით ისრაელისკენ კი "კაბალა" შეიქმნა. აზიაზე ხომ აღარ მაქვს საუბარი.

მართლაც ქართული მსოფლმხედველობა არის ძალიან ზედაპირული. რეალურად ქართულ ცნობიერებაში სულიერება მოიაზრება როგორც ძაან პრიმიტიული რწმენა-წარმოდგენები, მრისხანე და მოწყალე ღმერთის ხატსახება, მისი შედარებით კეთილი შვილის ხატსახება და მათი გამუდმებული შიში და თაყვანისცემა, ასევე მატერიალური და კეთილდღეობასთან დაკავშირებული სურვილების თხოვნა. აი აქ მთავრდება ქართული სულიერება. საკუთარი თავის შეცნობა, თვითგანვითარება და სამყაროს შემეცნება სულიერებად საერთოდ არ მოიაზრება. პარადოქსია ) ჩვენი ეკლესია კი არანაირ მეტაფიზიკურ და ოკულტურ ცოდნას არ ატარებს, გინდაც ატარებდეს, ხალხს მაინც არ გაანდობს, ძალაუფლების დაკარგვის შიშით. არადა ის უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს, დააყენოს ისინი საკუთარი უმაღლესი მეს შეცნობის გზაზე, რაც სულს გაუხსნის პოტენციალს, რომ გამოავლინოს თავისი თავი დედამიწაზე, გააცნობიეროს თავისი თავი სამყაროში...

Posted by: tikoroma Aug 10 2018, 04:37 PM

jarmen

ციტატა(Jarmen @ 10th August 2018 - 09:06 AM) *
რამდენიმე პატარა გეგმა მაქვს ამ კუთხით და იმედია ანვახორციელებ უახლოეს მომავალში. პირველი რაც მინდა, უნდა დავწერო პატარა ნარკვევი სტატია ამ თემაზე მაგრამ დროის ამბავში ვერ მოვიცალე საამისოდ, მეორე რაც უფრო რთულია, მინდა რომ შევკრათ და უფრო ღრმად, სისტემურად შევისწავლოთ და ორაქტიკულ და სწავლების ჩარჩოებში ჩავსვათ ქართული კოსმოგონია, ამ კუთხით ბევრი მუშაობს მაგრამ ვერ მოება თავი ინფორმაციების შეკვრას. ჩემი აზრით ამაზე უნდა იმუშაონ ენათმეცნიერებმაც, ისტორიკოსებმას, ოკულტისტებმაც, რელიგიათმცოდნეებმაც, ეზოთერიკებმაც, მაგებმაც და მედიუმებმაც, მისტიური კუთხით ყველაზე პროდუქტიული მაინც სუფთა მედიუმების გამოტანილი ინფორმაცია იქნებოდა.

ჩამრთე ამ ამბავში. აზრები გავცვალოთ

Posted by: earth Aug 10 2018, 04:52 PM

jarmen

QUOTE(Jarmen @ 10th August 2018 - 10:06 AM) *
რამდენიმე პატარა გეგმა მაქვს ამ კუთხით და იმედია ანვახორციელებ უახლოეს მომავალში.

ძალიან კარგი იქნებოდა, რომ დაწყებულიყო ძველი ქართული კულტურის აღდგენა.
კარგია თუ tikoroma -ც დაგეხმარება და საერთოდ თუ გამოიძებნება ამ საკითხეების მცოდნე ადამიანები.


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)