Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ძილი - მისი ეზოთერული არსი

Posted by: brevalo Jun 5 2018, 05:09 PM

ჩემი გამოცდილებიდან ძილი არის არსებითი საწყისი განვითარების. ძილს შევადარებდი პატარა სიკვდილს, რომელიც ამზადებს ადამიანს თავიდან დაბადებისთვის. თავიდან დაბადებისთვის ნიშნავს იმას, რომ შეივსოს სასიცოცხლო ენერგია, გონება გაიწმინდოს წინა დღით დაგროვილი ჭუჭყისგან, სხეულმა და ორგანოებმა დაისვენონ.

როდესაც უძილოდ ვარ რაც არ უნდა მედიტაცია და სხვადასხვა პროცედურები გავაკეთო მაინც იმ ფორმაში ვერ ვდგები როგორშიც საჭიროა. იმიტომ რომ ირღვევა ბიოლოგიური რიტმი.

ჩემთვის პირადად უძილობის ერთადერთი წამალი არის დაძინება biggrin.gif სხვანაირად კონცენტრაციის უნარს და ძალებს ვერ აღვიდგენ.


თქვენთვის რას ნიშნავს ძილი და რას ამბობენ სხვადასხვა გუგუები ძილის შესახებ?

Posted by: earth Jun 5 2018, 06:20 PM

ძილი სხვა კუთხიდაც მინდა განვიხილო, უფრო სწორად სხვა მნიშვნელობით. ცხოვრებაში მქონია პერიოდები ძილისა და ღვიძილის. ესეც ერთგვარი დასვენება-აღდგენის პროცესია. აი მწერლებიც ასე არიან წერენ, წერენ სასწაული რითმით, რომ არ შეუძლიათ გაჩერება... წერ თითქოს ვერ ასწრებდე გამოთქვა სათქმელი და მერე უცებ სასწაული სიჩუმე, სიტყვას ვერ დაწერ... გამიგია ასე ყოფილან მწერლები თურმე. არვიცი სხვა დარგის ადამიანებზეც თუ არის იგივე...

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)