Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ დახმარების ოთახი _ თქვენი რჩევა და დახმარება მჭირდება

Posted by: Lucid dream Feb 17 2019, 02:22 PM

მოგესალმებით რამდენიმე წელია ლუციდური სიზმრით ვარ დაინტერესებული მე ასეთ სიზმარმარში რომ შევიდე დაახლოებით დაძინებიდან 4 საათში ვიღვიძებ და კარგად ვფხიზლდები ისე რომ დაძინება გამიჭირდეს. რამდენჯერმე გამომივიდა კიდეც, მაგრამ დაახლოებით 7-8 თვეა რაც უცნაურ შეგრძნება მაწუხებს გაცნობიერებული სიზარში შესვლისას, თითქოს ძილბურანში ვარ სხეულს ვგრძნობ, მაგრამ ამავდროულად გაცნობიერებულ სიზმარსაც ვხედავ (რომელიც საკმაოდ რეალურს ჰგავს) ჩემი სხეული გახურებული და დამძიმებულია ისე, რომ ვერცკი ვმოძრაობ სუნთქვაც მიჭირსდა და სული მეხუთება. ამ მდგომარეობიდან მალე გამოვდივარ ჩემი ნებით, რადგან ძალიან უსიამოვნოა. შეგიძლიათ ამიხსნათ რა ხდება ამ დროს და მირჩიოთ რა გავაკეთო.

Posted by: Existence Feb 17 2019, 10:33 PM

Lucid dream


გამარჯობა

თუ სერიოზულად ხარ დაინტერესებული ამ პრაქტიკით და მზად ხარ უამარავი რამ დათმო ამ გზაზე მაშინ ბევრი რამ გასაგები გახდება შენთვის.

ამ საიტს გადახედე ეს ყველაფერი რასაც აქ ნახავ ცნობიერად სხეულიდან გასვლით მიღებული ინფორმაციაა

http://olmek.ru/

Posted by: old_man Feb 17 2019, 10:45 PM

Lucid dream

QUOTE(Lucid dream @ 17th February 2019 - 02:22 PM) *
უცნაურ შეგრძნება მაწუხებს გაცნობიერებული სიზარში შესვლისას, თითქოს ძილბურანში ვარ სხეულს ვგრძნობ, მაგრამ ამავდროულად გაცნობიერებულ სიზმარსაც ვხედავ (რომელიც საკმაოდ რეალურს ჰგავს) ჩემი სხეული გახურებული და დამძიმებულია ისე, რომ ვერცკი ვმოძრაობ სუნთქვაც მიჭირსდა და სული მეხუთება. ამ მდგომარეობიდან მალე გამოვდივარ ჩემი ნებით, რადგან ძალიან უსიამოვნოა. შეგიძლიათ ამიხსნათ რა ხდება ამ დროს და მირჩიოთ რა გავაკეთო.

მე მგონია, რომ შიშის მომენტია, რომელიც იქით არ გიშვებს. სიზმარში სხეულის შეგრძნება უნდა დაიკარგოს. ეცადე, რომ მოდუნდე და მთლიანად შეხვიდე გაცნობიერებულ სიზმარში და დაარწმუნო თავი რომ საშიში არაფერია.

Posted by: Lucid dream Feb 18 2019, 07:03 PM

მადლობა რჩევისთვის

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)