ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში |
ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში |
Jun 9 2015, 09:57 PM
Post
#61
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ვარ, რომელიც ვარ. მერე ამას ტეტრაგრამატონის სახით იყენებდნენ და არ წარმოთქვამდნენ. რეები არ მოიგონეს, იაჰვე, იეჰოვა, იაჰჰუვაჰ და ა.შ. მაგრა წინადადება ებრაულად ასე ჟღერს:
ეჰ იეჰ აშერ ეჰ იეჰ -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 10 2015, 03:46 AM
Post
#62
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ საკითხებზე რო ვფიქრობდი ძილის წინ ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა უნდა გავაკეთო რა მინდა, რატო ვწვალობ? ამბობ ვფიქრობდი. ადამიანებისთვის, ჩვენთვის უფრო ადვილია რაიმე პრაქტიკის გაკეთება და ასე რაიმეს მიღწევა. მინდა გავსხივოსნდე, ანუ გასხივოსნება გახდა ობიექტი, ჩემგან დაშორებული, ამიტომაც ამისათვის რაღაც უნდა გავაკეთო, რომ მას მივუახლოვდე და ბოლოს დავიჭირო. აი ეს არის ყველა პრაქტიკის, რეპეტიციის, სავარჯიშოს, მედიტაციის, მანტრის, ლოცვის და ა.შ. მნიშვნელობა. ეს არის მათი ფუნქცია. ფსიქოლოგები იყენებენ ასეთ სავარჯიშოს: რადგან გონება, ყოველთვის იშორებს რაღაც სურვილს, მდგომარეობას, ემოციას, თუ მიზანს და მერე იყენებს ძალისხმევას მის მისაღწევად, ამიტომ ფსიქოლოგები აახლოებენ ამ მიზანს, ემოციას, მდგომარეობას, სურვილს იდენტობის საშუალებით და აი ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ დეილ კარნეგის წიგნებიდან და რავი ათასი ფსიქოლოგების წიგნებიდან, რომ უნდა თქვა ყოველ დილით უზმოზე მე ვარ სიხარული. მე ვარ ჩემი მიზანი. მე ვარ ულტრაიისფერი ნათება, მე ვარ სინათლე, მე ვარ წარმატებული, მე ვარ ძლიერი, მე ვარ თავდაჯერებული და ა.შ. მაგრამ დღის ბოლოს ადამიანს ისევ სევდა, იმედგაცრუება და დაღლილობა ერევა. რატომ? რატომ ვერ შველიან ეს ფსიქოლოგები ხალხს? იმიტომ, რომ გონებითვე აახლოებენ იმ ობიექტებს, აი ეს არის პრობლემა. დაანებეთ თავი ამ სისულელეებს. ილუზიებს კიდე ნუ დაუმატებთ ილუზიებს. მე პირადად არ გირჩევთ არანაირ ასეთ თერაპიას და პრაქტიკას. სისულელეა. ამიტომ პირველ რიგში უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, რომ 'მე', არ არის ძალისხმევა. ანუ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ძალისხმევა ხომ, გვჭირდება ძალისხმევა, რომ მიზანს მივაღწიოთ. ანუ ჩვენ ვხდებით ძალისხმევა და ვიწყებთ მოძრაობას. ახლა გეუბნებით, რომ თქვენ, ანუ თქვენში არსებული მე, იდენტობა ძალისხმევა კი არ არის, ანუ ძალისხმევა კი არ უნდა გახდეს, არამედ ის არის ყურადღება. ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა. მე, არის ყურადღება. თუ ახლა, აი ამ წამს, თქვენი მე არის ძალისხმევა, შეცვალეთ ის ყურადღებით. როგორც გახდით ძალისხმევა, ახლა დაუბრუნდით თქვენს ნამდვილ რაობას, ყურადღებას, თუ გნებავთ იგივე სიტყვა ვიხმაროთ რაც ძალისხმევის შემთხვევაში გამოვიყენეთ და ვთქვათ, 'გახდით' ყურადღება, რადგან ყურადღება არის მე, ხოლო ძალისხმევა არის გონება. სანამ იქნებით ძალისხმევა, მანამდე იმოქმედებთ გონებით, ხოლო როცა გახდებით ყურადღება, მაშინ შეიქმნება დისტანცია თქვენსა და გონებას შორის და ყურადღება დააკვირდება გონრებას. ყურადღების ფუნქცია დაკვირვებაა. ასე გახდებით დამკვირვებელი. ის ვინც აკვირდება გონებას, ანუ ძალისხმევას. როგორც გურჯიევი ამბობს, სამყარო თავდაყირააო. იგულისხმება, რომ მე გახდა გონება, ანუ მოქმედება, ძალისხმევა, მოძრაობა, ახლა ამოატრიალეთ და გახდით ყურადღება, დაკვირვება, უძრაობა. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 10 2015, 04:13 AM
Post
#63
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა საჭიროა დამკვირვებლად 'გახდომა'? ( არადა დამკვირვებელი კი არ ხდები, არამედ სულ ხარ, მაგრამ რადგან გურჯიევი როგორც ამბობს, სამყარო თავდაყირააო, დავუჯეროთ და თანაც, გონებას, ანუ ამჟამად ჩვენ ხომ გვიყვარს სიტყვა 'გახდომა', მე გავხდები გეოლოგი, მე გამოვალ კოსმონავტი, მე გავხდები წარმატებული, მე გავსხივოსნდები ( მე გავხდები გასხივოსნებული) და ა.შ. ამიტომ გამოვიყენოთ ეს სიტყვა)
რა საჭიროა და ხომ გვინდა ტანჯვისგან გათავისუფლება? ხომ გვინდა გავთავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან? (რატომღაც პოზიტიური ემოციებისგან გათავისუფლება არავის უნდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ, რატო არ გვინდა სიამოვნებისგან გათავისუფლება) 'ცუდი' რაღაცეები რო არ ხდებოდეს ჩვენ ცხოვრებაში ხომ გვინდა? ანუ ყველა სიკეთე ხომ გვინდა? ხოდა აი ამაში 'დაგვეხმარება' დამკვირვებლად გახდომა და აი მაგალითად: ზიხართ კინოთეტრ რუსთაველში და უყურებთ ფილმ ინტერსტელარს. იქ შეიძლება სამყარო ინგრეოდეს, ვიღაც კვდებოდეს, ვიღაც ცოცხლდებოდეს, მოკლედ მთელი დრამაა ეკრანზე. ემოციურ კონტაქტში კი შედიხართ, მაგრამ გრძნობა არ გტოვებთ იმის, რომ გვერძე შეყვარებული გიზით (დაქალი, ძმაკაცი, და , ძმა, მამა, დედა , მეგობარი ა.შ.) მიირთმევთ პოპკორნს ან ბურბუშელას, წრუპავთ კოკაკოლას, მოკლედ გემოვნების რეცეპტორებს იკმაყოფილებთ და სიამოვნება არ გტოვებთ. ვინ ხართ ამ დროს? გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დამკვირვებელი? იმედია არ გაგიკვირდებათ. ანუ არის დისტანცია თქვენსა და ეკრანს შორის ( კარგია თუ ძააან ახლოს და ძაან შორს არ ზიხართ სადღაც შუაში) და ყურადღებით აკვირდებით რა ხდება ინტერსტელარში ( ეს ფილმი ნანახი არ მაქ, მხოლოდ ამისთვის ვარ ციხეში ჩასასმელი პოლიტპატიმრის, ან მსუბუქი ხულიგნობის მუხლით აი სწორედ ასე უყურებთ დისტანციიდან თქვენ გონებაში ჩართულ კინოს, დამკვირვებლად გახდომის შემდეგ. არ გტოვებთ ნეტარების განცდა და დამიჯერეთ, პოპკორნი და კოკა კოლა მონაგონია, ახლოსაც ვერასდროს მივლენ, რადგან ინტერსტელარს კი არ უყურებთ, თქვენი ცხოვრების ფილმს უყურებთ. აი ეს დისტანცია გონებასა და დამკვირვებელს შორის, ავტომატურად წარმოქმნის ნეტარების განცდას. ანი ეს დისტანცია არის თავად ნეტარება. ის ადგილი, რაც გონებას ეკავა თავისი დრამებით და რომანებით, ახლა უკავია სიამოვნების და სიხარულის განცდას, რომ თურმე ეს საშინელებათა ფილმი თქვენ არ ხართ. ასე იწყება სამადჰი. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 10 2015, 04:55 AM
Post
#64
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ მინდა მე სიამოვნება და ბედნიერება...
დაილოცოს ერთიდაიგივე მომაბეზრებელი დღეების გათენება დაილოცოს უფულობა, წარუმატებლობა.... როარ გამოგდის...... რო ვერ აღწევ.... ჯახირი ცხოვრებაში დაილოცოს დაღლა და მწარე , უბედური და უიღბლო დღეები.... მე ჩვეულებრივი ცხოვრება მირჩევნია თავისი კარგით და ცუდით არმინდა სენჟერმენობა და უზენაესი ნეტარებები აგერ ყავას დავლევ, ნამცხვარს შევჭამ მერე ვინერვიულებ გასუქებაზე.... და მერე დავიძინებ.. აეს არის ჩემთვის საკმარისი და იდეალური შენი იყოს შენი სიამოვნებაც და კარგად ყოფნაც მშვიდობაში მოიხმარე თუ კარგად ხარ |
|
|
Jun 10 2015, 06:40 PM
Post
#65
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ციტატა ყურადღება არის მე, ხოლო ძალისხმევა არის გონება. ყურადღება და ძალისხმევა შენ ანსხვავებ ამ ორ ცნებას? - ეს ხომ ერთიდაიგივეა გაჩვენებ! ძალისხმევა რა არის: რაღაცისკენ მიმართული ყურადღება არ არის ასე? ძალისხმევა არის თუარა ის როცა ცდილობ. - არის? მერე როცა რაღაცას ცდილობ... ყურადღება საითაა მიმართული? იმაზე რასაც ცდილობ. ეგრეა? მერე... რა გამოდის ძალისხმევა იგივე ყურადღება არ გამოდის? ამოტრიალდა დაკვირვებული? ჰაი |
|
|
Jun 10 2015, 06:46 PM
Post
#66
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა საჭიროა დამკვირვებლად 'გახდომა'? ( არადა დამკვირვებელი კი არ ხდები, არამედ სულ ხარ, მაგრამ რადგან გურჯიევი როგორც ამბობს, სამყარო თავდაყირააო, დავუჯეროთ და თანაც, გონებას, ანუ ამჟამად ჩვენ ხომ გვიყვარს სიტყვა 'გახდომა', მე გავხდები გეოლოგი, მე გამოვალ კოსმონავტი, მე გავხდები წარმატებული, მე გავსხივოსნდები ( მე გავხდები გასხივოსნებული) და ა.შ. ამიტომ გამოვიყენოთ ეს სიტყვა) რა საჭიროა და ხომ გვინდა ტანჯვისგან გათავისუფლება? ხომ გვინდა გავთავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან? (რატომღაც პოზიტიური ემოციებისგან გათავისუფლება არავის უნდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ, რატო არ გვინდა სიამოვნებისგან გათავისუფლება) 'ცუდი' რაღაცეები რო არ ხდებოდეს ჩვენ ცხოვრებაში ხომ გვინდა? ანუ ყველა სიკეთე ხომ გვინდა? ხოდა აი ამაში 'დაგვეხმარება' დამკვირვებლად გახდომა და აი მაგალითად: ზიხართ კინოთეტრ რუსთაველში და უყურებთ ფილმ ინტერსტელარს. იქ შეიძლება სამყარო ინგრეოდეს, ვიღაც კვდებოდეს, ვიღაც ცოცხლდებოდეს, მოკლედ მთელი დრამაა ეკრანზე. ემოციურ კონტაქტში კი შედიხართ, მაგრამ გრძნობა არ გტოვებთ იმის, რომ გვერძე შეყვარებული გიზით (დაქალი, ძმაკაცი, და , ძმა, მამა, დედა , მეგობარი ა.შ.) მიირთმევთ პოპკორნს ან ბურბუშელას, წრუპავთ კოკაკოლას, მოკლედ გემოვნების რეცეპტორებს იკმაყოფილებთ და სიამოვნება არ გტოვებთ. ვინ ხართ ამ დროს? გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დამკვირვებელი? იმედია არ გაგიკვირდებათ. ანუ არის დისტანცია თქვენსა და ეკრანს შორის ( კარგია თუ ძააან ახლოს და ძაან შორს არ ზიხართ სადღაც შუაში) და ყურადღებით აკვირდებით რა ხდება ინტერსტელარში ( ეს ფილმი ნანახი არ მაქ, მხოლოდ ამისთვის ვარ ციხეში ჩასასმელი პოლიტპატიმრის, ან მსუბუქი ხულიგნობის მუხლით აი სწორედ ასე უყურებთ დისტანციიდან თქვენ გონებაში ჩართულ კინოს, დამკვირვებლად გახდომის შემდეგ. არ გტოვებთ ნეტარების განცდა და დამიჯერეთ, პოპკორნი და კოკა კოლა მონაგონია, ახლოსაც ვერასდროს მივლენ, რადგან ინტერსტელარს კი არ უყურებთ, თქვენი ცხოვრების ფილმს უყურებთ. აი ეს დისტანცია გონებასა და დამკვირვებელს შორის, ავტომატურად წარმოქმნის ნეტარების განცდას. ანი ეს დისტანცია არის თავად ნეტარება. ის ადგილი, რაც გონებას ეკავა თავისი დრამებით და რომანებით, ახლა უკავია სიამოვნების და სიხარულის განცდას, რომ თურმე ეს საშინელებათა ფილმი თქვენ არ ხართ. ასე იწყება სამადჰი. აი ძან ახლოს მოხვედი და თავში ჩამიდევი, დღეს იმაზე მეტად ვიყავი დამკვირვებელი ვიდრე ოდესმე მადლობააააა |
|
|
Jun 10 2015, 06:56 PM
Post
#67
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jun 12 2015, 08:09 PM
Post
#68
|
|
RED soul Group: Members Posts: 145 Joined: 20-May 13 From: Tbilisi Member No.: 7,097 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
David Monny
თქვენი ასაკი მაინტერესებს. ფორუმის შეკრებაზე მოხვალთ? ლაივში ვისაუბროთ. |
|
|
Jun 12 2015, 08:15 PM
Post
#69
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
FERRE
29 წლის ვარ ფორუმის შეკრება როდის არი? -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 17 2015, 04:02 PM
Post
#70
|
|
RED soul Group: Members Posts: 145 Joined: 20-May 13 From: Tbilisi Member No.: 7,097 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
David Monny
ჯერ არ დაგვიგეგმია მარა ახლო მომავალში იქნება. მოგწერ ინბოქსში |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 06:42 AM |