აიკრძალოს ცხოველთა მსხვერპლთშეწირვა - პეტიცია, ბნელ ტრადიციებს წერტილი უ |
აიკრძალოს ცხოველთა მსხვერპლთშეწირვა - პეტიცია, ბნელ ტრადიციებს წერტილი უ |
May 13 2015, 08:44 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეგობრებო,
ზოგიერთ თქვენთაგანს ალბათ ემახსოვრება, რომ 2013 წელს პატრიარქს გადაეცა პეტიცია ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის აკრძალვის მოთხოვნით. საპატრიარქომ ჩვენი პეტიციის საპასუხოდ (?!) 2015 წლის აღდგომას სახალხოდ განაცხადა, რომ ისინი 1 მოზვერს და 7 ცხვარს შესწირავდნენ ღმერთს სამადლობლად (სამწუხაროდ, ასე სცემენ ხალხის მოთხოვნას პატივს თუნდაც საპატრიარქოში!). იმედია, ამ ფორუმზე არავისთვის განმარტება არ იქნება საჭირო თუ რამდენად საშინელი და არასწორია ცხოველების სისხლიანი მსხვერპლთშეწირვა და რომ ამ რიტუალს ადამიანის სულისთვის ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს. ჩვენი ქვეყანა ვერანაირად ვერ წავა წინ, ვიდრე ხალხი უდანაშაულო ცხოცელებს მსხვერპლად სწირავს - გასაგებია, რომ აქ ძალიან დაბალ ცნობიერენასთან გვაქვს საქმე და ეს როგორმე უნდა შეიცვალოს თუ გვინდა ნორმალური ცხოვრება! ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პეტიცია ცხოველების სისხლიანი მსხვერპლთშეწირვის აკრძალვის მოთხოვნით ამჟამად უკვე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავჯდომარის სახელზე. პეტიციას 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა უკვე ხელი. გთხოვთ, ვინც ეთანხმებით, რომ ეს საზარელი ტრადიცია სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს საქართველოში, მოაწერეთ პეტიციას ხელი და გაავრცელეთ მისი ბმული თქვენს ახლობლებში და სადაც ხელი მიგიწვდებათ. თუ გვინდა, რომ კარგ და ცივილიზებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ამისთვის ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ასევე, მოიწონეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდი, რომ გაიგოთ რა შედეგით დასრულდება ეს ჩვენი მცდელობა და როგორ გამოეხმაურება მას მთავრობა: PETITION Peticiis Gverdi Facebook-ze მადლობა ყველას წინასწარ! |
|
|
May 13 2015, 09:09 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოვაწერე..
-------------------- |
|
|
May 13 2015, 09:18 PM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,983 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მოვაწერე, მაგრამ არა მგონია ამით რამე შეიცვალოს..
ცნობიერების გასაჭირია -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
May 13 2015, 09:53 PM
Post
#4
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE მოაწერეთ პეტიციას ხელი და გაავრცელეთ მისი ბმული თქვენს ახლობლებში |
|
|
May 13 2015, 09:56 PM
Post
#5
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც უფრო დაბალია ცნობიერება, მით უფრო ამ ცნობიერების მქონე ობიექტის მართვა... ჩვენტან ეკლესიას არ აწყობს მრევლის ცნობიერების გაზრდა, მითუფრო ეს არ აწყობს ხელისუფალთ..
ხელი მოვაწერე -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
May 13 2015, 10:00 PM
Post
#6
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი მადლობა მეგობრებო! ჩვენ მხოლოდ ერთად შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას...
|
|
|
May 13 2015, 11:04 PM
Post
#7
|
|
RED soul Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
May 14 2015, 12:22 PM
Post
#8
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'Plasmodium' მართალი ხართ, რეალურად საქმეს ცოტა ვინმე თუ აკეთებს საქართველოში. რაშიც მაგრები გამოვდექით არის სხვების კრიტიკა რაც არ უნდა კარგ საქმეს აკეთებდნენ ისინი. ძალიან ბევრი მანკიერმა თვისებამ მოიყარა თავი ერთად ერში, როგორიცაა ამპარტავნება, შური, ბოღმა, სიზარმაცე და ვინ მოთვლის კიდევ რა. მე მგონი დროა შევიცვალოთ როგორც ერი, სხვა შემთხვევაში მოგვიწევს ასეთ გაღატაკებულ და გაუბედურებულ ქვეყანაში ცხოვრება მუდამ. კარგი იქნება თუკი ადამიანები დაიწყებენ აქტიურობას კეთილი საქმის კეთებაში და მხარს დაუჭერენ ერთმანეთს - ძალა მართლაც ერთობაშია! ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერასოდეს ვერ მოიყვანს და ვერც ერთი ვინმე ძლიერი და ღირსეული პიროვნება ქვეყანაში სიტუაციას ვერანაირად ვერ შეცვლის. დროა, ყველა მოვრჩეთ წუწუნს და ჩვენს გარემოში, ჩვენს ადგილას რეალურად და პრაქტიკულად ვაკეთოთ ის, რაც ჩვენს სულსაც არგებს და ქვეყანასაც - ვისაც როგორ შეგვიძლია.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ვინც პეტიციას ხელი მოაწერეთ და მოიწონეთ ჩვენი გვერდი. გთხოვთ რაც შეიძლება აქტიურად გაავრცელეთ პეტიცია და გვერდი და თქვენს საახლობლოშიც ისაუბრეთ ამ თემაზე, რომ ერის ცნობიერება გამოვიდეს ამ სიბნელიდან. რომელ პროგრესზე და კარგ ცხოვრებაზე შეიძლება ლაპარაკი იმ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს ჯერ კიდევ მსხვერპლად სწირავენ? |
|
|
May 14 2015, 05:17 PM
Post
#9
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Plasmodium
შენი პესიმიზმი შენთვის შეინახე რა, აზრი აქვს თუ არა სხვა საქმეა, მაგრამ შენი შეხედულება უნდა დააფიქსირო.. და არ თქვა ახლა, რომ რეალისტი ხარ! ყველამ მოაწერეთ პეტიციას ხელი, ოკეანე წვეთით ივსება! -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
May 14 2015, 05:30 PM
Post
#10
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვიყოთ გულუბრყვილოები, რა პრობლემაა
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 14 2015, 07:58 PM
Post
#11
|
|
RED soul Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Plasmodium შენი პესიმიზმი შენთვის შეინახე რა, აზრი აქვს თუ არა სხვა საქმეა, მაგრამ შენი შეხედულება უნდა დააფიქსირო.. და არ თქვა ახლა, რომ რეალისტი ხარ! ყველამ მოაწერეთ პეტიციას ხელი, ოკეანე წვეთით ივსება! მეც არ მომწონს რაც იქ ხდება, ამ თემაზე შეიძლება შენზე მეტჯერაც კი მაქვს აზრი დაფიქსირებული, მაგრამ მთავრობას რას სთხოვ? იურიდიულად არ არის განსხვავება ცხოველს სახლში დაკლავ თუ ეკლესიის ეზოში, აღდგომას თუ 4 ოქტომბერს. რაც გასაპროტესტებელია და არანაირად არ ''პრავდება'' ეს არასრულწლოვნების იქ ყოფნაა. ამას თუ გააპროტესტებთ უფრო მეტი ადამიანი დაგიჭერთ მხარს და არის შანსი რომ რაღაც შეცვალოთ. |
|
|
May 14 2015, 08:24 PM
Post
#12
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეზოთერიკებს უნდა ესმოდეთ ის ფაქტი, რომ წინააღმდეგობის გაწევა, გაპროტესტება და მსგავსი ქმედებები ვერაფერს შეცვლის. წინააღმდეგობის გაწევა უფრო აძლიერებს იმას, რასაც ეწინააღმდეგები.
არ არის განსხვავება ცხოველს სახლში დაკლავ თუ ეკლესიის ეზოში, აღდგომას თუ 4 ოქტომბერს. აი ეს მომენტი არის მნიშვნელოვანი. ადამიანები სანამ ცნობიერად არ ამაღლდებიან იმ აზრამდე, რომ ბუნებას პატივი უნდა სცე და თავად სიცოცხლის ნებისმიერ გამოვლინებას, თუნდაც ეს ბოროტება და დამანგრეველი ძალა იყოს მაინც. ადამიანები რაც უფრო ხდებიან ისეთი რელიგიების გავლენის ქვეშ, რომლებიც უფრო სცემენ პატივს ბუნებას, უფროა შესაძლებელი იმის განხორციელება, რასაც ეს წამოწყება უმიზნებს. მასობრივი შეცვლა ადამიანების ცნობიერების ამგვარ ეტაპამდე, მხოლოდ ბუნებას შეუძლია. მაგრამ, ბუნების ძალა ამ შემთხვევაში გაცნობიერებული ადამიანები არიან. გაცნობიერებული ადამიანის ქმედებებმა, მისმა ვიბრაციებმა შეიძლება მთლიან დედამიწის ცნობიერებაზე მოახდინოს გავლენა. ეს იქნება ერთობლივი მუხტი, ერთობლივი ენერგიის შეკრება ერთ წერტილში და გადაცემა მასიურად ადამიანთა ცნობიერებაში. ეს საჭიროებს გაცნობიერებას, ენერგიების მოძრაობის ცოდნას სამყაროში, ბუნების ძალებთან ურთიერთობას დადებითი ფორმით. მოკლედ, ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი რომ არ უნდა გააკეთო ასე თუ ისე, როგორც არის ისეა და მორჩა. ვფიქრობ მალე დადგება ეტაპი ეზოთერიკების და ოკულტისტების გაცნობიერების. ეს იქნება წინაპირობა ყოველივე საზიანოს ,,წინააღმდეგ ბრძოლის''. |
|
|
May 14 2015, 08:26 PM
Post
#13
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ორივეს გეთანხმებით თუმცა ხელი მოვაწერე მაინც, რა იცი რა ხდება ;დ
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 14 2015, 08:42 PM
Post
#14
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნო ქომენთ
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
May 14 2015, 09:18 PM
Post
#15
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-tty- / -Plasmodium-
ძალიან კარგია თეორიული მსჯელობები, მაგრამ რეალურად რას აკეთებთ, რომ დედამიწის მოსახლეობას ცნობიერების ახალ ეტაპზე გადასვლაში დაეხმაროთ? ამ პეტიციის ერთ-ერთი და მთავარი მიზანი სწორედ ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ხალხის ხმას ამ ქვეყანაში არავინ ყურს არ უგდებს (ესეც ადამიანების დაბალი ცნობიერების შედეგია). Plasmodium, თქვენ როგორც ეტყობა პეტიციის ტექსტს კარგად არ გაცნობიხართ და ისე აკეთებთ კომენტარებს. რომ წაგეკითხათ, ნახავდით რომ მე-2-ე მუხლში წერია ბავშვების შესახებ: '2. ცხოველებისადმი გამოჩენილი ასეთი სისასტიკე მავნებელია საზოგადოებისთვისაც მთლიანად. ის აღძრავს სისასტიკეს და არასენსიტიურობას ადამიანებში, რომლებიც შემდგომში ნორმალურად მიიჩნევენ მსგავს ქმედებებს და რომლებიც ხდებიან უგრძნობი სხვა ცოცხალი არსებების (მათ შორის ადამიანების) ტანჯვის მიმართ. ასევე, ცნობილია უკვე, რომ მსგავსი სცენების (ცხოველთა სასტიკი მკვლელობა) ყურება უბიძგებს ზოგ ადამიანს სხვა ადამიანების მიმართ ძალადობისკენ. ბავშვები, რომლებიც ესწრებიან მსგავს სასტიკ და ძალადობრივ სცენებს, შეიძლება ტრავმირებული იქნენ იმით, რასაც ხედავენ. საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი წეს-ჩვეულებების დანერგვა, რომლებიც მოემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდას ჰარმონიული საზოგადოებისთვის.' სამწუხაროდ, ჩემი პირადი აზრით, რომელიც საქართველოში ზოგადად ხალხზე დაკვირვებით შეიქმნა, მრჩება წარმოდგენა, რომ საქართველოს მოსახლეობა არამცთუ მზადაა მე-5-ე განზომილებაში გადასასვლელად, არამედ 1-2 საფეხურით უკანაც კია დაწეული ცნობიერების სფეროშო...ძალიან სამწუხაროა და უბრალოდ დაუჯერებელი...ცნობიერების გაზრდა არ ხდება ეზოთერული ინფორმაციის მიღებით - ამ ინფორმაციამ გულზე (სიყვარული!) თუ არ გაიარა კაპიკია მისი ფასი.................................................................... ................................................................................ .......... |
|
|
May 14 2015, 09:30 PM
Post
#16
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
@ Plasmodium
(1) ისე, ზოგადად, ადამიანი, რომელიც სულიერ განვითარებაზე ფიქრობს და რეალურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით ხორცს (მკვდარ გვამს) და ხორცის პროდუქტებს საერთოდ არ უნდა მიირთმევდეს - თუ რატომ იქნებ თავად დაფიქრდეთ ამაზე. (2) თუ მაინცდამაინც ადამიანი ვერ ელევა ხორცის (გვამის) ჭამას, იმაში მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი უმტკივნეულოდ არის მოკვდინებული. (3)მსხვერპლთშეწირვა არის სატანური რიტუალი, რომელიც ბნელი ძალების სიკვდილისა და შიშის ენერგიებით გამოკვებას ემსახურება - კიდევ არის კითხვა თუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ცხოველის დაკვლასა და რიტუალურ მკვლელობაში???? უბრალოდ საოცარია, რომ ამ ფორუმზე მსგავსი რამეების ახსნაა საჭირო და.... საკამათოა..... ესეც ქართული ფსევდო-ეზოთერიკა - როგორც ყველაფერი დანარჩენი ყალბი ...ყალბი...ყალბი ????? |
|
|
May 14 2015, 10:44 PM
Post
#17
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანი, რომელიც სულიერ განვითარებაზე ფიქრობს და რეალურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით ხორცს (მკვდარ გვამს) და ხორცის პროდუქტებს საერთოდ არ უნდა მიირთმევდეს ეს მონეტის ერთი მხარეა მხოლოდ. არ ვიცი რამდენად აღიქვამ სულიერად განვითარებულად ხორციჭამიებს, მაგრამ ხორცი შეიცავს გარკვეულ ენერგიებს, რომლებიც საჭიროა გარკვეული მდგომარეობის მისაღწევად, მოვლენების გამოსაწვევად. ხორცის საშუალებაა. რაც შეეხება, მის არ ჭამას, აბსოლიტურად გეთანხმები. სულიერად განვითარებული ადამიანი, რომელიც გარკვეულ ჩაკრამდეა მისული, მას არ აქვს სურვილი ხორცის ჭამის. ეს სრულიად უსარგებლოა გარკვეულ მდგომარეობაში და სახიფათოც. თუ დავაკვირდებით, ამის მსგავსადაა ყველაფერი გამოვლენილი. ყველა არსებული და არარსებული შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც განვითარებისთვის ასევე ჩამოვარდნისთვის(დასვრისთვის და არხების ჩაკეტვისთვის). - იმედი მაქვს ხვდები რასაც ვამბობ. თუ მაინცდამაინც ადამიანი ვერ ელევა ხორცის (გვამის) ჭამას, იმაში მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი უმტკივნეულოდ არის მოკვდინებული. აბსოლიტურად გეთანხმები. როცა ცხოველს მტკივნეულად კლავენ, მის ორგანიზმში გამოიყოფა ნივთირებები, რომლებიც სასტიკად მიუღებელია ყველანაირი ორგანიზმისთვის. ამასთან ერთად ადამიანზე გადმოდის ის რასაც ცხოველი განიცდიდა. და საერთოდ, რის ხორცსაც ჭამ, შენში გადმოდის ის, რაც იყო ცხოველში. გადმოდის ენერგია, რაც ქმნის აზრებს, იდეებს, ფიქრებს. ხორცი კი საერთოდ აღგზნებადობას იწვევს, რაც ეთერულ სხეულს უწყობს ხელს დაბინძურებაში. ამის შემდეგ კი ადამიანი მოუვსენრად იქცევა და მასში დემონები დათარეშობენ. მსხვერპლთშეწირვა არის სატანური რიტუალი, რომელიც ბნელი ძალების სიკვდილისა და შიშის ენერგიებით გამოკვებას ემსახურება - კიდევ არის კითხვა თუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ცხოველის დაკვლასა და რიტუალურ მკვლელობაში???? ეს კითხვა ვინ დასვა ვერ მივხვდი, მაგრამ გეთანხმები. |
|
|
May 14 2015, 11:00 PM
Post
#18
|
|
RED soul Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
violetflame
გამოდი ცოტახნით ეზოთერიკის პოზიციიდან და ჩვეულებრივი (3 სიმკვრივის თუ როგორც არის) ადამიანის თვალით შეხედე სიტუაციას. ჩვენ მთავრობაში გასხივოსნებული, მე-4 სიმკვრივის არსებები არ სხედან. არავინ სერიოზულად არ შეხედავს თქვენს არგუმენტებს რომ: "რიტუალური მსხვერპლშეწირვა საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას", "ცხოველი შეიძლება ტრანსპორტირებისას დაზიანდეს", ''დაკლული იქნას არაპროფესიონალი, უგულო ადამიანის მიერ'' და ა.შ. მით უმეტეს დაბალ ვიბრაციებზე და ბნელ ძალებზე. თუ ეს პროტესტია პროტესტისთვის კი ბატონო. თუ სერიოზულად გინდათ აღგიქვან ჯობია გაიმიჯნოს მოზარდის ფსიქიკაზე მავნე ზემოქმედების თემა სხვა დანარჩენისგან. |
|
|
May 27 2015, 12:54 AM
Post
#19
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 07:57 AM |