Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები _ მელქისედეკის ორდენი

Posted by: Lashapoli Dec 7 2010, 03:12 AM

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ან ცოდნა ამ ოდენის შესახებ გთხოვთ დაწეროთ... მე არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ სადაც რამე ვნახე ყველგან ამ ორდენს გადავაწყდი ხოდა დაწერეთ ვინმემ თუ რამე იცით და თანდათან მეც შემოგეშველებით თ რამე ვიფოვე. ჯერჯერობით მარტო რუსულ საიტებზე ვნახულობ, ქართულზე ხო ვერსად ვერაფერს ნახავ.....

Posted by: Zet Dec 13 2010, 02:13 PM

მაღალი დონის ანუ გალაკტიკის დონის სკოლაა თუ გაერთიანება (7-9 სიმკვრივის დონეზე), რომელიც ისახავს მიზნად ადამიანის სულიერ განვითარებას, კოსმიური პრინციპების შესწავლას და ასეშემდეგ... ეს სკოლა მალე აქტულური იქნება დედამიწისთვის, და დაეხმარება ხალხს იქონიოს შეხება აკაშის ქრონიკებთან და გაეცნონ საერთო კოსმიურ ცოდნებს...

Posted by: kate May 31 2011, 06:28 PM

მელქისედეკების ორდენი ერთ-ერთი იმ 72 ორდენთაგანია რომელთა მეშვეობითაც დიდი თეთრი საძმო მუშაობს დედამიწაზე, როგორც ჩვენს ასევე ზედა განზომილებებში. თვითონ მელქისედეკები წარმოადგენენ იმ არსებებს, რომელთაც გაიარეს განვითარების ყველა საფეხური 144 განზომილებაში (12 ძირითადი განზომილება და მათი 12 ობერტონი) და მიაღწიეს მეცამეტე რეალობას, სადაც აქვთ არჩევანი დაუბრუნდნენ საწყისს ან დარჩნენ მეცამეტე განზომილებაში, დარჩენის შემთხვევაში ხდებიან მელქისედეკები და ამით იღებენ ვალდებულებას დაეხმარნონ სამყაროებს რომლებიც განზომილებების ზღვარზე არიან.
ჩვენს გალაქტიკაში მილიონობით მელქისედეკია. დედამიწაზე ახლა ხუთი მელქისედეკი მუშაობს: მაქიავანტა მელქისედეკი, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული და რომელიც დედამიწაზეა 200000 წელი და სხვადასხვა განზომილებებიდან მუშაობს, ორი ტყუპი და მელქისედეკი, რომლების ახლა მეოთხე განზომილებაში არიან და ორი ჩვენს მასამე განზომილებაში მათგან ერთი არის დრუნვალო მელქისედეკი, მეორის სახელი ჯერჯეროდით არ სახელდება.
რაც შეეხება დედამიწაზე ახლა არსებულ და მოქმედ მელქისედეკების ორდენს და მელქიდეკურ სამღვდელოებას, ისინი ცდილობენ შეისწავლონ მელქისედეკების სიბრძნე, მაგრამ უშუალოდ მელქისედეკური ცნობიერების მატარებელი მხოლოდ ეს ხუთია. საინტერესოა რომ იესო ქრისტე მელქისედეკების ორდენის წევრი იყო

Posted by: td......... May 31 2011, 07:00 PM

kate
შეიძლება წყაროები მიგვითითო?

Posted by: kate May 31 2011, 08:40 PM

td.........
http://www.seizethemagic.com/lol/05worldinfo/05alpha.html
აქ არის დრუნვალოს პასუხი, მეტ ინფორმაციას მელქისედეკებზე ის არ იძლევა ამ ეტაპზე. თვლის რომ ის არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს და მხოლოდ მსახურია.
დანარჩენი ინფორმაცია რაც დავწერე და მაქვს მელქისედეკებზე და შემიძლია მოგაწოდოთ თუ გაინტერესებთ, დაგროვილი მაქვს დიდი ხნის ძიების შემდეგ სხვადასხვა წყაროებიდან, მას შემდეგ რაც Bავშვობაში პირველად წავიკითხე სახელი მელქისედეკი "დიდოსტატის მარჯვენაში" და ვიგრძენი რომ გაცილებით მეტი იყო ვიდრე კათალიკოსის სახელი

Posted by: kate May 31 2011, 10:09 PM

რაც შეეხება იესო ქრისტეს მელქისედეკების ორდენის წევრობას, უფრო სწორად ის რომ იესო მელქისედეკების უმაღლესი მარადიული მღვდელი იყო, ამის შესახებ წერია ახლ აღქმაში "წერილი ებრაელთა მიმართ"
5:6
როგორც სხვა ადგილასაც ამბობს: "შენ მღვდელი ხარ უკუნისამდე მელქისედეკის წესით."
5:10
და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით
7:17
ვინაიდან დამოწმებულია: "შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით"

Posted by: kate Jun 1 2011, 07:01 PM

ყველაზე მეტად საიდუმლოებით მოცული პიროვნება ბიბლიაში, რომელმაც საუკუნეების მანძილზე დიდი თავსატეხი გაუჩინა თეოლოგებს და ისტორიკოს-მკვლევარებს არის მელქისედეკი, რომელიც მხოლოდ ორჯერ არის ნახსენები ძველ აღქმაში, როდესაც სიდიმის ომიდან დაბრუნებულ აბრაამს შეხვდა ღვინით და პურით და დალოცა, მოხსენიებულია როგორც სალიმის მეფე, დიადი ღმერთის მღვდელთავარი, მის სიდიადეზე და უპირატესობაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ იაკობმა მას გადასცა მეათედი თავისი ქონების, თვითონ სახელი მელქისედეკი, ორი ებრაული სიტყისგან შედგება: მელექი - რაც მეფეს ნიშნავს და ზედეკ - სამართლიანობა, სალემი კი (უძველესი ქალაქი, რომლის საფუძველზეც აშენდა იერუსალიმი) - ნიშნავს მშვიდობას, ასე რომ ბიბლიური მელქისედეკის ეპითეტებია - მშვიდობის პრინცი, სამართლიანობის მეფე, ამის შემდეგ ბიბლიაში მელქისედეკზე ოთხსაუკუნოვანი დუმილია (თუმცა მრავალი მკვლევარის აზრით ბიბლიიდან ამოღებულია ის ეპიზოდები, რომლებიც მელქისედეკს, ეხება, ამ აზრს ადასტურებს ნაგ-ჰამადის, ქუმრადის, მკვდარი ზღვის გრაგნილების ტექსტები, სადაც ბევრჯერ არის ნახსენები მელქისედეკი, და არის ერთი მთლიანი გრაგნილი, მელქისედეკად დასათაურებული, მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე მეტად დაზიანებული), და შემდეგ პავლეს ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ კვლავ ვხვდებით მელქისედეკს, პრინციპში თითქმის მთლიანი ეპისტოლე მელქისედეკზეა მიძღვნილი და ძირითადი პარალელები კეთდება ქრისტესთან, თუმცა არანაირ ახსნას თუ ვის და რას წარმოადგენს მელქისედეკი, ის არ აკეთებს, პირიქით მეტ კითხვებს ტოვებს 7:3 ასე აღწერს:
"უმამო, უდედო,უგვარტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს. არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ"

Posted by: td......... Jun 2 2011, 08:06 PM

დიდი მადლობა kate
smile.gif

Posted by: Lashapoli Jun 2 2011, 10:13 PM

ხო მართლა საინტერესოა. მეც ბიბლიიდან დავინტერესდი, ვერვხვდებოდი რას ნიშნავდა მღვდელი მელქისედექის წესით, მერე სხვა ცყაროებშიც ხშირადაა მოხსენიებული ეგ სახელი. კიდე ერთი სახელი რომელიც ბიბლიიდან ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს არის მიქაელი და მაგაზეც ხოარ იცი რამე?? ისე მიქაელი ღვთის მზგავსს ნიშნავს ებრაულიდან.

Posted by: kate Jun 3 2011, 06:38 AM

Lashapoli
მიქაელი ებრაულიდან ითარგმნება როგორც "ვინ გავს ღმერთს", არა როგორც, ის ვინც გავს, არამედ კითხვით; ვინ გავს?.
თუმცა ეს მხოლოდ იმას ადასტურებს რომ ანგელოზთა შორის ყველაზე მაღლა დგას. მიუხედევად იმისა რომ ბიბლიაში ანგელოზები ბევრჯერ მოიხსენიება და წერია რომ მათი რაოდენობა უთვალავია, სახელით მარტო სამი ანგელოზი არის მოხსენიებული: მიქაელი, გაბრიელი და ლუციფერი. გაბრიელი ნიშნავს - ღვთის კაცს, ლუციფერი - სინათლის მომტანს.
და ეს ბიბლიური ლეგენდა გეცოდინებათ: მიხაელი და ლუციფერი უმაღლესი და უძლიერესი ანგელოზები იყვნენ, ღმერთის რჩეული, მაგრამ ლუციფერი იმდენად გაამაყდა თავისი მდგომარეობით, ღმერთობა მოინდომა და გაიმართა ცნობილი ომი ცაში მიქაელსა და ლუციფერს შორის, მიქაელმა დაამარცხა ლუციფერი, რომელიც ამ ბრძოლის შემდეგ სატანად მოიხსენიება და დედამიწაზე გადმოაგდო თავის ანგელოზებთან ერთად.
მიქაელი ერთადერთია რომელიც მოიხსენიება როგორც მთავარანგელოზი. თუმცა ქრისტიანული ტრადიციით ოთხ მთავარანგელოზს ახსენებენ მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და ურიელი. ებრაული ტრადიციით შვიდი მთავარანგელოზია, და იქაც მიქაელი უმთავრესია, მუსულმანურში არ მახსოვს რამდენია მაგრამ მიქაელს იქაც პირველი ადგილი უჭირავს და აგრეთვე წვიმისა და ამინდის მომწესრიგებელია. იეღოველები თვლიან რომ მიქაელი იესოს ზეციური სახელია

Posted by: td......... Jun 3 2011, 09:41 AM

მართლმადიდებლობაში 9 მტავარანგელოზია :
1. მთავარანგელოზი მიქაელი არის მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი განსაცდელისა და ბოროტი ცოდვებისაგან.
2. მთავარანგელოზი გაბრიელი კი არის სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი.
3. მთავარანგელოზი რაფაელი სნეულებათა მკურნალი და გზაზე დამაყენებელია.
4. მთავარანგელოზი ურიელი უცოდინართა განმანათლებელი და ლოცვის სურვილის აღმძვრელია.
5. მთავარანგელოზი იეგუდიელი მგზავრობის მფარველი და გაჭირვებულთა შემწეა.
6. მთავარანგელოზი ვარაქიელი კაცთა შუამავალია უფლის წინაშე, მათთვის უფლისგან მადლის გამომთხოვნელი; მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა.
7. მთავარანგელოზი სელაფიელი სნეულებათაგან მკურნალი და კაცთათვის მლოცველია ღვთის წინაშე.
8. მთავარანგელოზი იერომიელი ადამიანთა გულებში ღვთისადმი სიყვარულის აღმძვრელია.
9. მთავარანგელოზი ტახნილი შემწე და მფარველია უბედურებათა და თავდასხმათაგან.

მანამდე კი მტელი იერარქიაა ანგელოზთა-სახელებით კი მხოლოდ ესენი მოიხსენიებიან.



Posted by: kate Jun 3 2011, 04:18 PM

td.........
აბსოლუტურად მართალი ხარ, ასე არის ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიის მიხედვით, და საერთოდ მთავარანგელოზები ანგელოზების იერარქიაში მესამე ადგილზე არიან, პერველი ადგილი სერაფიმებს, ქერუბიმებსა და დომინიანტებს უკავიათ, ეს ოთხი მტავარანგელოზი მე იმიტომ დავასახელე რომ საერთოა ჩემთვის ცნობილი თითქმის ყველა ქრისტიანული მიმდინარეობისათვის (გარდა პრესვეტერიანულისა, რომლებიც მხოლოდ მაქაელსა და გაბრიელს აღიარებენ, და იეღოვას მოწმეებისა, ისინი მხოლოდ მიქაელს) თან ეს ოთხი ითვლება ოთხთავის ტითოეული სახარების მფარველად (ისევე როგორც ოთხი სტიქიის): მიხაელი - მარკოზის სახარება, გაბრიელი - მათეს, რაფაელი - იოანეს, ურიელი - ლუკას.

Posted by: Atman Jun 3 2011, 04:36 PM

kate

ხომ არ იცი რა ურთიერთდამოკიდებულებაა ანგელოზების ქრისტიანულ კლასიფიკაციასა და ვედურ კლასიფიკაციას შორის? აი მაგალითად ინდრა - ნახევარღმერთების მეფე, იგივე ზევსი, ვინაა ქრისტიანულ კლასიფიკაციაში?

მსგავსი შედარება არსად შემხვედრია და ძალიან მაინტერესებს. თითქოს ერთმანეთში არ ურევენ ამ ორ მოძღვრებას...

Posted by: kate Jun 3 2011, 07:07 PM

Atman
ნამდვილ არ ვიცი თუ არსებობს რაიმე კავშირი ანგელოზთა ქრისტიანულ კლასიფიკაციასა და ვედურ ნახევარღმერთებს შორის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ყველა რელიგიური დოქტრინა საბოლო ჯამში ერთი სათავიდან მოდის, ხოლო ქრისტიანობამ ანგელოზთა ინსტიტუტი ზოროასტრიზმის - იგივე მაზდეანობისაგან აიღო, და ზოროასტრის იგივე ზარატუსტრას ენას კი ლინგვისტურად ვედებს უკავშირებენ, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ასეთი კავშირი არსებობდეს. ისე ინდრა, თუ არ ვცდები, ჭექა-ქუხილს განაგებს და მებრძოლია , ამდენად ძალიან ახლოს დგას მიქაელთან - მებრძოლ ანგელოსთან, რომელსაც ასევე ცეცხლის სტიქიას უკავშირებენ.

Posted by: Atman Jun 3 2011, 07:13 PM

kate

რაღაც კავშირი რომ არის ფაქტია. ალბათ არის ვინმე, ვისაც ეს მსგავსებები გამოკვლეული აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით.


Posted by: kate Jun 3 2011, 07:30 PM

Atman
გეთანხმები, ისე თუ გაინტერესებს, შენ თვითონ შეგიძლია გამოიკვლიო, თუ კი დრო არ დაგენანება.

Posted by: Atman Jun 3 2011, 07:37 PM

kate

QUOTE(kate @ 3rd June 2011 - 07:30 PM) *
გეთანხმები, ისე თუ გაინტერესებს, შენ თვითონ შეგიძლია გამოიკვლიო, თუ კი დრო არ დაგენანება.


სიმართლე გითხრა მაგისთვის მენანება დრო smile.gif

Posted by: Lashapoli Jun 4 2011, 03:42 AM

ისე მიქაელი ხშირ შემთხვევაში არცაა მოხსენიებული, როგორც ანგელოზი. არც ძველ აღთქმაში და არც აპოკალიფსში

დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეათე
4. პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.

5. თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული.

6. მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე - ელვის მსგავსი, თვალები - ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი - გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი - მრავალთა ხმის მსგავსი.

7. მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს სანახავი, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი; თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ.

8. მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად სანახავს; ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.

9. მისი ლაპარაკის ხმა შემომესმა და მისი ლაპარაკის ხმის გაგონებისთანავე, თავზარდაცემული მიწაზე პირქვე დავემხე.

10. და, აჰა, ხელი შემეხო და მუხლებზე და ხელის მტევნებზე წამომაყენა.

11. მითხრა: დანიელ, სათნო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეუბნები და დადექი შენ ალაგას, რადგან შენთანა ვარ ახლა გამოგზავნილი. ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა, მე აცახცახებული ვიდექი.

12. მითხრა: ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი.

13. სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინაღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩ

დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეთორმეტე

1. იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება.

2. მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.

იოანეს გამოცხადება
თავი მეთორმეტე
7. და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.

8. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.

ხოდა რაც შეეხება მთავარანგელოზთა ცამონათვალს, წერილობით წყაროებს ძლივს ვენდობი და ზეპირსიტყვიერი გადმოცემებს ხო უფრო ნაკლებად. ისედაც ამ წიგნს ბევი ეპოქა და კრება გამოუვლია, რომლების დროსაც რაღაც ნაწილს ხან ცნობდნენ კანონიკურად ხან არ ცნობნენ. ძველ აღთქმაში არის ესეთი წინასწარმეტყველი ეზრა. სულ მისი სამი წინასწარმეტყველების წიგნია შესული, აქიდან 2–3 არაკანონიკურადაა ცნობილი, და რა ლოგიკაში ჯდება ვერვხვდები, არა ძაანაც ვხვდები მაგრამ ეგ მე ვხვდები. და ოფიციალური განმარტება იმისა თუ რატომ არაა ის ეწიგნი კანონიკურად ცნობილია არის, რომ ისინი სული წმინდის კარნახით არ იწერებოდა huh.gif huh.gif huh.gif ძველ გამოცემებიში კიდე არის შესული და ეხლახანს ვნახე ახალი გამოცემა ბიბლიის და სულ ამოუღიათ. ისე გირჩევთ ყველას მესამე ეზრა წაიკითხოთ, საინტერესოა ყველაფერს რო თავი დავანებოთ და ძალიან!! უკაწრავად, ცოტა გადავუხვიე angelchik.gif

Posted by: kate Jun 4 2011, 03:40 PM

Lashapoli
ბიბლიაში მიქაელი მოხსენიებულია მთავარანგელოზად მხოლოდ ერთ ადგილას - ახალ აღქმაში იუდას წერილი 9. ასევე მრავალ არაკანონიკურ ტექსტებში.ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკასა და მკვდარი ზღვის გრაგნილებშიც ხშირად ვხვდებით მებრძოლ ანგელოზ მიქაელს. კეთდება პარალელელები მიქაელსა და მელქისედეკს შორის. მაგრამ მე მგონი მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენჯერ და როგორ არის მიქაელი მოხსენებული ბიბლიაში, არამედ მისი როლი და საერთოდ რად და ვინად მიგვაჩნია ჩვენ ის არსებები რომელიც ქრისტიანობაში (და არა მარტო ქრისტიანობაში) ანგელოზებად იწოდებიან. მიქაელი რომ განსაკუთრებით გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი არსებაა, ის ფაქტი მეტყველებს, რომ სამი წამყვანი რელიგიის ერთერთ მთავარი ფიგურაა, მაგრამ მელქისედეკისაგან განსხვავებით, რომელიც ხორციელია და ფიზიკურად არსებობს, მიქაელის ფიზიკურ პლანზე არსებობის შესახებ არაფერი მიუთითებს. ახალი მსოფლმხედველობის მიხედვით მიხაელი მაღალგანვითარებული უმაღლესი არსებაა, რომელიც არასდროს ინკარნირებულა დედამიწაზე, მაგრამ არც არასდროს მიუტოვებია ადამიანები და ეხმარება სულებს განზომილებათა შორის მოგზაურობისას, თუ მელქისედეკები, ასე ვთქვათ, განზომილებათა შორის გადასვლის "ექსპერტები" არიან ზოგად, მიქაელი ცალკეული სულის დამხმარე და გზის გამკვლელია, თუმცა მრავალი სხვა ფუნქციაც აკისრია.
დღეს დღეობით, როდესაც დიდ დახმარებას ვიღებთ უმაღლესი სულიერი არსებებისაგან, არის მიქაელის ენერგიის რამოდენინე ჩენელი, მათ შორის ჩემი აზრით ყველაზე საინტერესოა რონა ჰერმანი, რომელის მიქაელის ჩენელინგს 80-იანი წლებიდან ეწევა. ისე საინტერესოა რომ ქართულად სიკვდილის ანგელოზს მიქელ-გაბრიელს ეძახიან, სიკვილი კი სხვა არაფერია, თუ არა სხვა განზომილებაში (მართალია, არც ისე "შორს") გადანაცვლება

Posted by: Lashapoli Jun 5 2011, 02:27 AM

მადლობა ყოველთვის კარგად და საინტერესოდ აყალიბებ შენს მოსაზრებებს clap2.gif

Posted by: Kurame May 16 2016, 07:43 PM

სრული არეულობა სუფეს ჩემს თავში , კარგი მეტს აღარ წავიკითხავ სხვა თემებს თორე თ აქ სიმართლე იწერება უკვე ვეღარ იტანს ჩემი ტვინი :დ
ჯერ ქვედა საფეხურების შესწავლით შემოვიფარგლები :დ

Posted by: tty_ May 17 2016, 03:38 AM

Kurame
ფორუმზე ძალიან დიდი ინფორმაციაა. მოძებნა ჭირდება, თუმცა მართლა დიდი ბაზაა შექმნილი. ყველაფერი ერთად არ წაიკითხო. აიღე ის რაც შეგიძლია. თუ კითხვა გაქვს - დასვი, თუ შენი მოსაზრება გაქვს - თქვი. თუმცა, ფორუმი არასდროს ამოგიგდებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ გჭირდება smile.gif) დიდი ხანია ასეა. ასე რომ, გაეცანი, დანარჩენი შენ გადაწყვიტე.

Posted by: Kurame May 17 2016, 10:24 AM

QUOTE(tty_ @ May 17 2016, 03:38 AM) *
Kurame
ფორუმზე ძალიან დიდი ინფორმაციაა. მოძებნა ჭირდება, თუმცა მართლა დიდი ბაზაა შექმნილი. ყველაფერი ერთად არ წაიკითხო. აიღე ის რაც შეგიძლია. თუ კითხვა გაქვს - დასვი, თუ შენი მოსაზრება გაქვს - თქვი. თუმცა, ფორუმი არასდროს ამოგიგდებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ გჭირდება smile.gif) დიდი ხანია ასეა. ასე რომ, გაეცანი, დანარჩენი შენ გადაწყვიტე.



ძალიან დიდი ინფორმაციააა ჩემთვის. იმის თქმა მინდოდა , რომ ჯერ ერთი საკითხით უნდა დავიწყო და სანამ მას არ დავხურავ შემდეგზე არ უნდა გადავიდე , თორე გაურკვევლობებში ვარდები bf_nonew.gif ამის თქმა მინდოდა.
თორე ეს ფორუმი საკმაოდ ძლიერი იფორმაციით არის ნაგები კარგი მშენებლებისგან . beerchug.gif

Posted by: Merlin Aug 31 2018, 12:11 PM

''''ხომ არ იცი რა ურთიერთდამოკიდებულებაა ანგელოზების ქრისტიანულ კლასიფიკაციასა და ვედურ კლასიფიკაციას შორის? აი მაგალითად ინდრა - ნახევარღმერთების მეფე, იგივე ზევსი, ვინაა ქრისტიანულ კლასიფიკაციაში?''''

მოდი ჯერ ქრისტეანობაში მიღებულ იერარქიას გავეცნოთ, იერარქიას, რომელსაც პირველად დიონისე არეოპაგელმა მისცა დალაგებული სახე და რომელიც მას შემდეგ ჩართულია ქრისტეანულ თეოლოგიაში, მისტიციზმსა თუ ოკულტიზმში. სულიერ არსბათა იერარქია ასე გამოიყურება, ზემოდან ქვემოთ:

სამება: მამა, ძე, სულიწმინდა.

1) სერაფიმები, ქრუბიმები და საყდარნი
2) ხელმწიფებანი, ფლებანი და ძალნი.
3) არქეები, მთავარანგელოზები და ანგელოზები.

ანგელოზებს ქვემოთ ადამიანია, შემდეგ ცხოველები, მცენარეები და მინერალები. ამათ გარდა არსებობენ სტიქიის სულები, რომლებიც ყველაზე დაბალი იერარქიული საფეხურია სულიერ სამყაროში.


Posted by: Merlin Aug 31 2018, 12:25 PM

ანთროპოსოფიის მიხედვით ამ არსებებს სხვა და სხვა სულიერ სწავლებებში ეწოდებათ სხვა და სხვა სახელები, მათ შორის ისინი არიან ვინც იწოდებიან ღმერთებად წარმართების მიერ. ადამიანი ღმერთს უწოდებდა იმ არსებას ან არსებებს, რომელ უმაღლესზეც თავად ჰქონდა წვდომა. მაგალითად ებრაელების ღმერთი რომელიც იწოდება სახელით იჰვჰ ელოჰიმ, არის ძალთა დასის - ანუ ფორმის სულების იერარქიის საფეხურზე მყოფი არსება.

https://anthropopper.files.wordpress.com/2015/09/screen-shot-2015-09-19-at-20-37-50.png

აი ნახეთ ელოჰიმები სად წერია იერარქიაში და რა უწერიათ გვერდით მათ მისიაში: მზის სისტემისა და კაცობრიობის შექმნა. ანუ ებრაელები რომ ფიქრობენ რომ უმაღლეს ღმერთს ეთაყვანებიან სინამდვილეში ის არსება ერთ-ერთია სხვა ღმერთებში შორის, და კონკრეტულ იერარქიულ საფეხურზე იმყოფება.

თუ სწორად ვიცი, ანთროპოსოფიის მიხედვით ევროპული წარმართობის ღმერთები მესამე იერარქიას განეკუთვნებიან, ანუ ზევსი, ოდინი, თორი, აპოლონი და ასე შემდეგ ანგელოზებს, მთავარანგელოზებს და არქეებს მიეკუთვნებიან. თუმცა ხშირად ერთი და იგივე ღმერთი სხვა და სხვა კულტურაში სხვა და სხვა სახელითაა ცნობილი, მაგალითად მიქაელს ბაბილონელები მარდუკის სახელით იცნობდნენ და ასე შემდეგ. იერარქია და მათი ღმერთები არსებობენ, მაგრამ კაცობრიობის აღქმა იცვლება, ერთა და იმავეს განსხვავებულ დროში განსხვავებული კულტურისა ცნობიერების ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს. მაგალითად ეს არსებები ქრისტეანისთვის სრულიად სულიერი არსებები არიან, რადგან ადამიანის აღქმა დაიხვეწა, მაშინ როდესაც ბერძენისთვის ზევსისთვის თუ აპოლონისთვის ადამიანური ვნებებიც კი არ არის უცხო და ისეთი ატრიბუტების თანხლებით აღიქმებიან, რომლებიც რეალურად მათ არ გააჩნიათ. მაგალითად ძლიერებას დაკუნთული სხეულის ხატსახით აღიქვავდნენ და ასე შემდეგ.

Posted by: Merlin Aug 31 2018, 12:31 PM

მაგალითად ალაჰზე შტაინერი ამბობს, რომ ელოჰიმის არიმანულად დამახუნჯებული ვერსიაა. ანუ მე, როგორც გავიგე ელოჰიმის არასწორმა აღქმამ მოგვცა შედეგად ალაჰი, მთელი თავისი ატრიბუტიკით... ინდოელებს რაც შეეხება, ინდოეთი პოსტ ატლანტიკური ეპოქის ყველაზე ძველი კულტურაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ინდოელი ადამიანი მატერიაში ყველაზე ნაკლებად იყო ჩასული, (კაცობრიობის ევოლუცია ქრისტეშობამდე მატერიის მიმართულებით მიდიოდა, ანუ რაც დრო გადიოდა კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ქვევით ეშვებოდა, ქრისტე შობამ კი აღმასვლის შესაძლებლობა მისცა ადამიანს და კაცობრობას) ამიტომ ინდოელის აღქმა, მე როგორც ვხვდები უფრო მეტ სიმაღლეებს სწვდებოდა ვიდრე ვთვქათ ბერძენისა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ინდური კულტურა ბერძნულს აღემატება...


Posted by: Merlin Aug 31 2018, 04:09 PM

მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, თუ რა არის ანგელოზი ან მთავარანგელოზი. ამის გასაგებად საჭიროა იმის ცოდნა რომ ჩვენი პლანეტის ევოლუცია, ისევე როგორც ადამიანისა ციკლურად მიმდინარეობს, ჩვენი პლანეტა და მზის სისტემა ისევე გადის ინკარნაციებს როგორც ადმაიანი.

https://sites.google.com/site/waldorfwatch/_/rsrc/1380390002940/old-moon-etc/evoltemp357a.jpg

აი აქ სულ ზემოთ პლანეტარული ინკარნაციებია მოცემული. ჩვენი პლანეტის ეს ინკარნაცია მოიცავს 7 ეპოქას რომელიც კიდევ 7-ად იყოფა თავისმხრივ (ბოლო ორი სვეტი რაცაა). მაგრამ ამ 7 დიდი ეპოქით ანუ ჩვენი პლანეტის ერთი ეონით არ შემოიფარგლება კაცობრიობის ევოლუცია. ანუ ატლანტიდა, ლემურია, ჰიპერბოერული და პოლარული სტადიები ეს ერთი ეონის შემადგენელი ნაწილია. დედამიწის წინა პლანეტარულ მდგომარეობებს ანთროპოსოფია უწოდებს ძველ მთვარეს, ძველ მზეს და ძველ სატურნს (სახელები შემთხვევითი არ არის), ხოლო მომავალს ეწოდება მომავალი იუპიტერი, მომავალი ვენერა და ვულკანი.

ადამიანს აქვს 4 ძირითადი წევრი განვითარებული, ესენია: ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და ''მე''. თითოეულ ამ წევრთაგანის შექმნასა და განვითარებას ერთი ეონი ჭირდება. ანუ ადამიანის ფიზიკური სხეულის ჩანასახი ძველ სატურნზე შეიქმნა, ეთერული სხეული ძველ მზეზე, და ასტრალური ძველ მთვარეზე. ''მე'' ადამიანს ელოჰიმებმა მიანიჭეს ლემურიის ეპოქაში (ანუ უკვე დედამიწის ეონში), ეს მოვლენა ''დაბადების'' წიგნში აღწერილია სიტყვებით მოდით შევქმნათ კაცი, ჩვენს ხატად და მსგავსად. ადამიანის ''მე'' არის ის რაც მას ღმერთებთან ანათესავებს, ესაა ის ღვთაებრივი არსი ადამიანში, რომელზეც მრავალი სულიერი სწავლება ლაპარაკობს. სანამ ადამიანს ''მე'' მიეცემოდა იერარქიების მიერ ის ცხოველის მსგავს მდგომარეობაში იყო...

ანგელოზებმა მსგავსი ევოლუცია იმისა რასაც ახლა ადამიანი გადის წინა პლანეტარულ მდგომარეობაში გაიარეს - ძველი მთვარის ეონში. მთავარანგელოზებმა - ძველ მზეზე და არქეებმა ძველ სატურნზე. ანუ ყოველი ერთით მაღალი იერარქიული საფეხური ქვევითას ერთი პლანეტარული ევოლუციით უსწრებს. ადამიანი როდესაც დედამიწის შვიდი ეპოქის შვიდსავე ქვე-სტადიას გავივლით ანგელოზის სიმაღლეზე ავა, მაშინ როდესაც ისინი ვინც ახლა ანგელოზები არიან მთავარანგელოზის ევოლუციას დაადგებიან და ასე შემდეგ.

Posted by: earth Aug 31 2018, 04:53 PM

Merlin
l_book.gif good.gif

Posted by: ano Jul 1 2020, 11:54 AM

ახლა ვეცნობი დრუნვალო მელქისედეკის წიგნს, მიხარია რომ აქაც არის ეს თემა
gul.gif

Posted by: ასფალტი Oct 4 2021, 03:47 PM

kate

QUOTE(kate @ 31st May 2011 - 08:40 PM) *
http://www.seizethemagic.com/lol/05worldinfo/05alpha.html
აქ არის დრუნვალოს პასუხი, მეტ ინფორმაციას მელქისედეკებზე ის არ იძლევა ამ ეტაპზე. თვლის რომ ის არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს და მხოლოდ მსახურია.
დანარჩენი ინფორმაცია რაც დავწერე და მაქვს მელქისედეკებზე და შემიძლია მოგაწოდოთ თუ გაინტერესებთ, დაგროვილი მაქვს დიდი ხნის ძიების შემდეგ



კარგი საიტია ))
რა თქმა უნდა ინგლისურის ცოდნას მოითხოვს რაღაც დონეზე
და ამან შეიძლება შეუქმნას ზოგ მკითხველს უხერხულობა,
მაგრამ მთლიანობაში დიზაინიც კი ისეთია აი რაღაც თბილი ძალიან

სტატიები რომლებიც მომეწონა :

"უპირობო სიყვარული"
http://www.seizethemagic.com/lol/05worldinfo/05unco.html


Posted by: ასფალტი Oct 22 2021, 09:18 PM

უაზრო ნიუ ეიჯური სისულელეა... beard.gif
100% დარწმუნებით ვერ ვამბობ ამას მაგრამ 90-ით კი


ახალ აღთქმაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები "ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში" რომელიც საერთოდ არანაირი ღირებულების მატარებელი არაა, ხელოვნურადაა ჩაკვეხებული ბიბლიაში .


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)