IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> რა არის დრო?, ათი ათასი წელი როგორც ერთი
დათო.
post Dec 13 2017, 10:52 PM
Post #41


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნებისმიერი თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ფრიად საინტერესო საკითხია.
ჩემთვის პირადად, დრო ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტალური რესურსია, თუ არა ერთადერთი.
ფაქტობრივად, თავისი არსით, ის ზოგად ენერგიის ჰომოგენურია, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ეძლება ადამინს, ჩვენ კი, მას შეძლებისდაგვარად, სურვილისამებრ, ხან გაცნობიერებულად, ხან კი – გაუცნობიერებლივ ვიყენებთ.
დამეთანხმებით, ადამიანის გონება ბევრი რამით არის გაპირობებული, მათ შორის, დროული სივრცეებით, რომელიც მიჰყოლებით, ერთი მეორის გამორიცხვით – გრადაციულად იჩენს ხოლმე თავს. აწყო ეს რეალობაა, რომლითაც ჩვენი გონება, ჩვეულებისამებრ, ყველაზე ნაკლებად არის დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივ აწყმოში იმყოფება, ეს ლოგიკურიც კი არის, რაკი ადამიანის გონება, თავისი ბუნებით, მიდრეკილია ილუზიისკენ. მაშასადამე, მას ხშირ შემთხვევაში, წარსულით, ანუ ნახევრად ილუზიით ანაცვლებს ხოლმე – ნახევრად იმიტომ, რომ ერთ დროს, მართლაც, რეალური იყო, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულმა მომენტმა განვლო, ჩაირა, მიიღო ნახევრული სახე, – ან კი, სრული ილუზიით – მომავლით, – რომელიც კაცმა არ იცის, დადგება თუ არა, ვინაიდან და რადგანაც 1 წუთის შემდგომ, ნებისმიერი რამ არის მოსალოდნელი, თუგინდ ისეთი რამ, რასაც ამჟამინდელ გადმოსახედიდან, ყველაზე მეტად გამოვრიცხავთ. ასე რომ, სადაც არ ძალგვიძს 1 წუთის შემდგომი ეტაპის განსაზღვრა, იქ ნებისმიერ დროულ ერთეულზე იმავე ითქმის.
თუმცა, თავის მხრივ, ყოველივე დროული სივრცე მეტ-ნაკლებად გონებისათვის საჭიროა. წარსული, მიუხედავად თავისი ნახევრულობისა, ჩვენ ემპირიულობას შეიცავს, რომლის გარეშეც, ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდება, ანდა სულაც შეუძლბელი იქნებოდა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის გონება, ამ მხრივ, ყოველ 24 საათის განმავლობაში, „სუფთავდება“, ისევე, როგორც თქვენ ასუფთავებთ ხოლმე კომპიტიურეს დროდადრო არასაჭირო მასალებისგან და თვალნათლივ მიხვდებით, ვფიქრობ, რაზეც მაქვს საუბარი. იმავე ითქმის მომავალზე – შესაძლოა, სულაც ვერ მივაღწიო B წერტილამდე მომავალში, ბევრმა რაღაცამ შემიშალოს ხელი, ბოლოს და ბოლოს, გარდავიცვალო, თუმცა დღეს იმით ვარ დაკავებული, რაც, B წერტილზე მისვლის დროს, დამჭირდება.
ახლა რაც შეეხეება დროულ აღქმას, ეს მეტად ეგზისტენციალური საკითხია, ვინ რამდენად, როგორ აღიქვამს დროს. ვიღაცისთვის, ჩვეულებრივ, მალე გადის, ვიღაცისთვის – ნაკლებად, ვიღაცისთვის კი – მაქსიმალურად დაახლოებულად რეალურ დროულ ერთეულთან – ეს, რაც ვთქვი, იყო ზოგადი სახე, ხოლო კონკრეტულს შემთხვევაში, შესაძლოა, კონტრასტს გადავაწყდეთ, მეტიც, ეს გარდაუვვალიც კია, ვითარც გონებრივი შესაძლებლობა, რომელიც, ერთ კონკრეტულ ადამიანის შემთხვევაში, სხვდასხვააა სხვადასხვა დროს.
ზოგადი ფორმულირება კი ამგვარია – იქიდან გამომდინარე, რაოდენც ხარ მოცული იმით, რითიც ხართ დაკავებული, მით მეტად გადის დრო, არ არის უცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც სიამოვნების ფრაგმენტულობაზე გადიოდეს.
თუმცა, სამწუხაროდ, ეს ფორმულა მეტწილად ადამიანთა არამართებულ გზაზე გადის. მაგალითად, ისეთი რამით დაკავებაზე, რაც მეტად ესკაპიზმური სახისაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:25 AM