IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ოქროს საწმისი
tikoroma
post Sep 22 2013, 08:13 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოქროს საწმისი - ორი მზის საიდუმლო
ავტორი:ნაზი ხანიაშვილი

მითები არის პირველ ადამიანთა ცოდნა სამყაროს გენეტიკურ კოდში მიმდინარე კოსმიური პროცესების შესახებ. მითი არ შეიძლება იყოს ისტორიული ფაქტი.
მითი არგონავტების შესახებ მთელი რიგი მკვლევარების მიერ განისაზღვრება, როგორც ,,მოგზაურობა ქვესკნელის სამეფოში''. ზოგიერთები გამოთქვამენ აზრს, რომ ის არის ზღაპარი. მიაჩნიათ, რომ არგოვნატების მითი შეიქმნა ძვ.წ. VIII საუკუნეში და უკავშირდება ბერძენთა პირველ მოგზაურობებს შავ ზღვაში. VIII საუკუნე უკავშირდება ბერძენთა ერის ჩამოყალიბებას. მათ ხომ სულ დიდი 3 ათასი წლის ისტორია აქვთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბერძნებმა ,,არგონავტების'' მითი სხვა ხალხებიდან აიღეს. 3000 წლის წინათ მითები აღარ იქმნებოდა. ძველი ცივილიზაციის ხალხთან შედარებით ბერძნები ახალი ხალხია, ისევე, როგორც ებრაელები.

რამდენიმე წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მეცნიერმა რისმაგ გორდეზიანმა ,,ოქროს საწმისის'' კვლევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ,,არგონავტების'' მითში საერთოდ არ არის მოხსენიებული სიტყვა ,,კოლხეთი''. ამ ინფორმაციამ გააოცა იქ დამსწრე საზოგადოება. მაშ რასთან გვაქვს საქმე?!

,,ოქროს საწმისის'' თემა მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის მითოლოგიაშია.

მითოსისა და ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ,,ოქროს საწმისის'' სიმბოლოს - ცხვრის ტყავს კიდებენ სიცოცხლის მარადმწვანე ხეზე, რომელიც გაიგივებულია ნაყოფიერების ქალხვთაება - დედამიწის სიმბოლოსთან, მატერიასთან.

ვინაიდან ,,ოქროს საწმისი''-ს თემა არგონავტების მითთან ასოცირდება, ვნახოთ, როგორც გამოსახავდნენ თვითონ ბერძნები ,,ოქროს საწმისს'' სურათზე, რომელიც შექმნილია ბერძნული მითების მიხედავით: ცხვარზე ზის ქალი და უსახო მამაკაცი, შიშველი, ჩრდილის სახით. სურათის წარწერის მიხედვით ,,ოქროს საწმისი'' არის არა ცხვარი, არამედ მასზე მჯდომი ,,და-ძმა'', რომელთაც თავზე ადგათ დედა. მითის მიხედვით, ,,და-ძმა'' ჰელე და ფრიქსეს დედა ნეფელე გაუჩინარდა. დედინაცვალმა ინომ გერები შეიძულა. თესლი ფარულად მოხალა. მოსავალი გაწყდა. ყალბი ნამისნით ქმარი დააჯერა, შვილები ღმერთებს მსხვერპლად უნდა შესწიროო. ასრულების ჟამს გამოჩნდა დედა ნეფელე, ,,და-ძმა'' ჰერმესის ნაჩუქარ ცხვარზე შესვა, ღრუბლებით შებურა და აღმოსავლეთისკენ გაისტუმრა. ღრუბლებში გაფრენილ ვერძზე ჰელემ თავი ვერ შეიკავა და ჩავარდა ზღვაში - ჰელესპონტი (დარდანელის სრუტე - ჰეგეოსის და მარმარილოს ზღვებს შორის).

ამ სურათმა გამახსენა ერთი გამოცხადება, რომელიც თითქმის 20 წლის წინათ ვნახე ცაზე: სამსახურში, შესვენების დროს ჩემს კაბინეტში ვისვენებდი. უცებ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ იმ წუთში ცაზე რაღაც უნდა მეხილა, რაც მომცემდა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ცა იყო ნათელი, მზიანი, მშვიდი, ხეზე ფოთოლიც კი არ ირხეოდა, აქა-იქ პაწია ღრუბლებით. გავვოცდი, როდესაც ღრუბლები დაიძრა, შეგროვდა ჩემი მზერის არეში, თან ბრუნავდა. როცა გამოსახულება გაჩერდა, თვალებს არ ვუჯერებდი - ეს იყო ჩემი პროფილი, მხრები და თავი სახით მარცხნივ, წელსზემოთ - ბიუსტი. შემდეგ მარცხენა საფეთქელთან თმაზე გამოჩნდა პატარა მზე - თითქოს შიგნიდან გამოვიდა, რომლის სხივები ისეთი ძლიერი იყო, რომ ამ მზიან ამინდში თვალისმომჭრელად აფრქვევდა ნათელს. გამოსახულებამ რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო ბრუნვა. მოძრაობა რომ დაასრულა, თეთრწვერიანი მამაკაცის სახე მიიღო, ოდნავ აწეული სახით - ცისკენ იცქირებოდა, საიდანაც ღრუბლებიდან წარმოქმნილი თეთრი ცხენი გამოჩნდა და თეთრწვერა მამაკაცის ახლოს გაჩერდა. ჩამომიყალიბდა აზრი, რომ მე ვიხილე ერთარსება, თავისა და მხრების მარცხენა მხარე იყო ჩემი გამოსახულება, ხოლო მარჯვენა მხარე - თეთრწვერიანი მამაკაცისა, რომელთანაც მოვიდა თეთრი ცხენი. წლების მანძილზე ვცდილობდი, ამომეხსნა ამ ხილვის საიდუმლო. ახლა უკვე შემიძლია განვაცხადო - მე მაჩვენეს თუ რა არის სინამდვილეში ,,ოქროს საწმისი''.

განვიხილოთ ტყუპი და-ძმის თემა მსოფლიოს სხვა ხალხებთან:

ჩინური მითოლოგიით - სურათზე გამოსახულია ტყუპი ,,და-ძმა'', რომლებიც შემდეგ ქორწინდებიან, ისინი წელს ქვემოთ თევზებია, აქვთ გადაგრეხილი ბოლოები, ხოლო მარცხენა წელს ზემოთ ქალია, რომელსაც ხელში დაკეცილი მარაო (ფარგალი) - ქალური სიმბოლო უჭირავს, ხოლო მარჯვენა - მამაკაცია, რომელსაც ხელში ,,გონიო'' - კუთხოვანი საგანი უკავია. მხრები გაერთიანებული აქვთ და ერთარსება სხეულის შთაბეჭდილებას ტოვებს - თითოეულის მეორე ხელი არ ჩანს, ორსახა ერთარსებაა. წელს ზემოთ ადამიანის და წელს ქვემოთ თევზის სახით გამოსახავდნენ მერწყულის ზოდიაქოს. ამ სურათზე ჩინური მითოლოგია წინასწარმეტყველებს, თუ როდის უნდა მოხდეს ტყუპი და-ძმის შეერთება- შეუღლება. ეს კი მიგვანიშნებს ახ.წ. III ათასწლ. დასაწყისზე, როცა დაიწყო მერწყულის ზოდიაქოს კოსმიური ორიათასწლეული.

შუმერის 5400 წლის ქვის ბეჭედზე გამოსახულების ფრაგმენტზე - მდინარის ბოლოს ასახულია ორსახა ღმერთი იანუსის სახით, რომლის მარცხენა სახე არის თეთრწვერა მოხუცი, ხოლო მარჯვენა სახე არის ქალი. მათ ტანი ერთი აქვთ, ერთარსებაა და აცვიათ ქალღმერთ ინანას ქვედაკაბა. იგი ასახავს სამყაროს მეოთხე საწყისს - ცა-ცეცხლის ენერგეტიკას, რომელიც გამოსახულია მდინარის - თევზის ზოდიაქოს ბოლოს, ეს კი დროში ახ.წ. 2000 წელს შეესაბამება. მაშასადამე, ტყუპი და-ძმის წერწყმა-შეერთება ამ მინიშნებითაც უნდა მოხდეს ახ.წ. III ათასწლ. დასაწყისში.

ყველა ძველი ცივილიზაციის ხალხში არსებობს მითი ტყუპი და-ძმის შესახებ, რომლებიც შემდგომში ქორწინდებიან. მითების მიხედვით ძმა წვალებით, ბრძოლით იბრუნებს თავის ,,და''-ს ზოგიერთი ცხოველის დახმარებით - ქალღმერთი ცხოველებით მოდის და ითვლება მზის შვილად, რომელიც ასახავს ,,დღეს'' - ,,მზეს''. ხოლო ,,ძმა'' ასახავს ,,ღამეს'' - ,,მთვარეს''. ეს არის ორი საპირისპიროს შეერთება. ამ საკითხს ასე გამოხატავდნენ რიტუალის დროს: სახის სხვადასხვა მხარეს სხვადასხვაფრად იღებავდნენ - ერთი მხარე იყო შავი, მეორე - თეთრი; სვანებთან ,,ადრეკილაის'' დღესასწაულზე ერთი კაცი იყო თეთრი, მეორეს სახეს შავად მურავდნენ; გამოხატავდნენ ორსქესიანი ანდროგენი არსებების გამოსახულებით. ადამიანის კოსმიური ტყუპის ცალი მისი ორეულია, მეორე ,,მე'', ადამიანის კოსმიური ჩრდილია; აგრეთვე უწოდებენ ,,ტყუპი ღრუბლებში''. ბოლო პერიოდში გადაღებულ ფოტოსურათებზე ფიქსირდება ადამიანის კოსმიური ჩრდილი, რაც, ვფიქრობ, მომავალში მეცნირეთა მიერ სერიოზული შესწავლის საკითხი უნდა გახდეს.

,,ოქროს საწმისი'' რუსულად არის ,,1cრორირე პუნრ''. სიტყვა ,,რუნო'' რუსულ მეტყველებაში მხოლოდ ,,ოქროს საწმისთან'' მიმართებაში იხმარება. სიტყვა ,,რუნ'' ნიშნავს ,,საიდუმლო''-ს, იგივე ,,რა-უნ''. ორივე ქართული ანბანის ასონიშნებია: 19-რ-რა-რაე ეგვიპტის ტაროს არკანებით (საიდუმლო) არის ,,მზე'', ხოლო 22-უ-უნ ევროპელთა რუნების მიხედვით არის ,,დღე''. ეგვიპტის ტაროს არკანები და ევროპელთა ,,რუნები'' არის ანბანის სიმბოლიკით გამოსახული კოსმიური ცოდნა ღრმერთზე, ადამიანზე და სამყაროზე, რომლის ცოცხალი გენეტიკური კოსმიური პროცესი გადმოცემულია მითებში და ყველაზე დიდი სიღრმით მხოლოდ ქართულ ანბანში აისახება. ქართული წყაროების მიხედვით ,,მზე'' და ,,დღე'' ორივე მზეა. მაშასადამე, ,,1cრორირე პუნრ'' ნიშნავს ,,ოქროს საიდუმლოს'' - ,,ორი მზის'' საიდუმლოს.

ქართული მითოსით 64-დან ბოლო ხვთისშვილი, ბერი, დობილიანი იახსარია. ისინი ყოველთვის ერთ წყვილს წარმოადგენდნენ და თაყვანსაც ერთად სცემდნენ. მითოსის მიხედვით ისინი ორივე ,,ნახევარ მზეებია'' და წინასწარმეტყველებით ,,8 დღის'' შემდეგ ერთდებიან - ,,შეუღლდებიან'', ანუ ორივე ,,ნახევარმზე'' ერთდება მთლიან ,,მზედ''. ქართული მითოსით შეუღლებული ,,და-ძმა'' არის გამთლიანებული ,,მზე'', ანუ ,,ოქროს საწმისი'' - ორი ნახევარმზის გამთლიანება მთლიან ,,მზედ''. ქართველთა ამ აზროვნებას ზუსტად ასახავს არქეოლოგ კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით კახეთში ფევრების სამაროვანში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნაკეთობა, რომელსაც აქვს 4 ფეხი, 2 ხელი - ჩიტები, ტანი ერთი, თავი ორი ნახევარმზეა - ორი სვასტიკა, მბრუნავი მზე. აშკარაა, რომ ეს არის ორი ნახევარმზის, ორი არსების - კოსმიური ,,და-ძმის'' შერწყმა. ეს გამოსახავს სწორედ ქართული აზროვნებით ,,ოქროს საწმისს'' - ,,ორ მზეს''. ბრინჯაოს ეს ნაკეთობა რომ აღმოსავლეთ საქართველოში -კახეთშია აღმოჩენილი და განთავსებულია სიღნაღის მუზეუმში, შემთხვევითი არ არის. საინტერესო ინფორმაციაა გადმოცემული ენციკლოპედიაში (სმფძ ნთპრლრვ სმპთ, ი. I, 1980 გ. სრყკვთ) არგონავტების მითის შესახებ, რომლის მიხედვითაც ,,ოქროს საწმისის'' მოსაპოვებლად ბერძნები ,,არგოს'' ნავით ორჯერ ჩავიდნენ ქალაქ ,,202,მზმკ''-ში, რაც ქართულად იკითხება როგორც ,,ქიზიყი''. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქ - სიღნაღს ადრე ,,ქიზიყი'' ერქვა. მითის მიხედვით ის ქვეყანა, სადაც ქ. ,,ქიზიყი'' მდებარეობდა, ,,დალიონი''-ს ქვეყანად იწოდებოდა (სიტყვიდან ,,დალიონი'' - ,,დალი-ონი'', ,,დალი'' ქართველთა ქალღმერთია, ხოლო ,,ონი'' ქართული ანბანის ,,ო'' ასო-ნიშანია, ,,ო'' ასო-ნიშნით გამოხატავდნენ ქართველები უძველეს ქართულ ხელნაწერებში სიტყვა ,,უფალს''). მითის მიხედვით ,,დალიონის'' ქვეყანაში არგონავტები დიდი ზეიმით მიიღეს და გაისტუმრეს. ზღვაში, ღამის სიბნელეში მათ თავს დაესხნენ ურჩხულები, რომელთა დამარცხების შემდეგ გზა განაგრძეს. საწინააღმდეგო ქარმა ხომალდი ღამით ისევ, ქ ,,ქიზიყი''-ში მიიყვანა (არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ დროს კასპიის და შავი ზღვები ერთიანი იყო. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ზღვის ნაპირი სწორედაც ქ. სიღნაღთან - ქიზიყთან ყოფილიყო). დალიონის ხალხმა სიბნელეში არგონავტები ვერ იცნო, ეგონათ თავიანთი მტრები ,,პელაზგები'' და დაიწყეს მათთან ბრძოლა. დილით კი გაირკვა ყველაფერი. ამ მითის მიხედვით აშკარაა, რომ ბერძნები და პელაზგები სხვადასხვა ხალხია და ქართველები პელაზგებს თავიანთ დაუძინებელ მტრად თვლიდნენ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ წმიდა ნინომ ქიზიყში, სიღნაღში დაასრულა თავისი მოღვაწეობა და იქვე ჰპოვა საბოლოო განსასვენებელი.

განვიხილოთ ხეთების ,,ოქროს საწმისიანი ცხვარი'': ორთავა ცხვარზე დგას ხეთების ქალღმერთი, რომელსაც ხელებით უკავია გაშლილი ,,საჩრდილობელი'' -მოსასხამი - ე.წ. კრეტსაბმელი. ერთი შეხედვით იგი გამჭვირვალე და ჰაეროვანი მატერიაა. ,,საჩრდილობელსა'' და ქალღმერთს შორის გველი ჩანს, რასაც ,,ადამ და ევას'' ღრმა ფილოსოფიურ კოსმიურ გააზრებამდე მივყავართ. აშკარაა, რომ ხეთებთან უფრო დაშიფრული სიმბოლიკითაა გამოსახული ოქროს საწმისის კოსმიური ,,ძმა''; ბერძნებთან კოსმიური ძმა ჩრდილის სახითაა. ამიტომ ხეთების ,,ოქროს საწმისიანი'' ორთავა ცხვრის თემა ქართველთათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან, სწორედ ქართველები არიან ის ხეთები, რომელთაც დღემდე ვერ მიაგნო მსოფლიოს მოაზროვნე საზოგადოებამ. სიტყვა ,,ხეთი'' - ,,ხე-თი''-ს ფუძეა ,,ხე'', რომელიც სიცოცხლის ხესთანაა დაკავშირებული. მას ეს სახელი - ,,ხეთი'' დაარქვა იმ ენაზე მოსაუბრე ხალხმა, რომლის მეტყველებაში სიტყვა ,,ხე'' ნიშნავს ,,ხე''-ს, რაც მითოლოგიურად უკავშირდება ,,სიცოცხლის ხე'' ,,მესი''-ს, საიდანაც წარმოსდგება სიტყვა ,,მესია''. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზეა კახეთი, კუხეთი, მესხეთი, ჯავახეთი, კოლხეთი და საქართველოს დედაქალაქის სახელიც მცხეთა უკავშირდება ,,სიცოცხლის ხეს''.

ბოლო წლებში ოთხრქა და ოთხყურა ცხვრების დაბადება საქართველოში, ხევსურეთში, რაც უდიდესი კოსმიური მოვლენაა; ხეთებთან ,,ოქროს საწმისის'' ცხვრის ორი თავი დღეს ერთ თავში შეთავსდა და ამიტომაა ოთხრქა და ოთხყურა.

სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნიშანი - დასტური იმისა, რომ ,,ოქროს საწმისი'' დედამიწაზე - საქართვლოში დაბრუნდა.

ხევსურთა მითი გვეუბნება: ,,დობილიანმა იახსარმა დევები ბრძოლაში ტბაში ჩახოცა, დევების სისხლმა ტბა შეადედა და დობილიანი იახსარიც სისხლით შედედებულ ტბაში ჩარჩა. ,,ოთხრქა-ოთხყურა'' ცხვარი ქადაგის კარნახით მოიძიეს და სოფ. ,,ქალქვისთავიდან'' მოიყვანეს, წმინდა ზვარაკის წმინდა სისხლმა შედედებული ტბა გააწმინდა და დობილიანი იახსარი ,,ამობრძანდა''. დობილიანი იახსარისთვის შესაწირავად სახელდებული ,,ოთხრქა-ოთხყურა'' ცხვრების თითო-ოროლი ,,ეგზემპლარი'' კვლავ გამოჩნდა ფშავ-ხევსურეთის სალოცავებში შესაწირად: გუდანის და ლაშარის ჯვრებში. არის ინფორმაცია, რომ ასეთივე ჯიშის ცხვრები გამოჩნდნენ პირენეებში - ბასკების ქვეყანაში. შეიძლება ამ ცხვრებმა ,,დროთა კავშირი'' შეკრას და ბასკთა და ქართველ იბერთა ნათესაობის ახალი საიდუმლო გაგვიმხილოს: იბერთა რასის გენურ კოდებს ევროპაში დაემატოს ,,ჰერალდიკურ ცხოველთა'' ჯიშების გენური კოდი, ეს ჭეშმარიტად სარკვევი თემაა'' (,,მითი და ტრადიცია'', წიგნი III, მთ. რედაქტორი კობა არაბული).

მსოფლიოს ხალხები და მათ შორის ქართველები ჯერ კიდევ 3-4 ათასი წლის წინ მიცვალებულს სამარხში ემბრიონის პოზაში კრძალავდნენ, ქალს მარცხენა მხარეს და კაცს მარჯვენა მხარეს გადაბრუნებულს, ისე, როგორც სურათზეა. ეს იმას მოწმობს, რომ ქართველებმა ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იცოდნენ, რომ ყველა და ყველაფერი პირველსაწყისს უბრუნდება და აქედან გამომდინარე, მიცვალებულს აძლევდნენ ემბრიონის მდგომარეობას - ისეთს, როგორც იყო დედის მუცელში დაბადებამდე. ქართველებმა ასევე იცოდნენ, რომ ადამიანის მარცხენა მხარე მდედრია და მარჯვენა - მამრი, ამიტომაა სამარხებში ქალები მარცხნივ გადაბრუნებული და კაცები - მარჯვნივ. ასე დიდი და ღრმა იყო მათი კოსმოგონიური ცოდნა.

ადამის ცივილიზაცია იბერიის დიდი ცივილიზაციის ნაწილია. სიტყვა ,,იბერია'' ქართული ფენომენია და სიტყვა ,,ბერი''-დან წარმოსდგება - სიტყვის ძირითადი ფუძეა ,,ბერი'', ქართველებს მეტყველებაში გვაქვს სიტყვები: ბერი, ბებერი, ბერდედა, დედაბერი. არ მეგულება სხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი, რომელთა ენაში ,,ბერი'' - ,,ბებერი'' ღრმად მოხუცს ნიშნავდეს და იხმარება როგორც ქალის, ისე კაცის მიმართ - ბერიკაცი, დედაბერი.

ბოლო წლებში სიტყვა ,,იბერია'' ქართველებმა შეცვალეს სიტყვით ,,ივერია'', რაც ენერგეტიკულად ,,ვერ'' შემდგარ ,,ერ''-ს ნიშნავს. ასევე სიტყვა ,,ივერია''-ს თუ უკუღმა წავიკითხავთ, მივიღებ სიტყვას ,,აირევი''. ქართველები ყოველთვის იბერიის დიდი ცივილიზაციის საწყისი გენის მატარებელი ერი ვართ. აღმოსავლეთ საქართველოს ოდითგან ,,იბერია'' ერქვა, ვინაიდან სიტყვის ძალას სამყაროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საქართველოსთან მიმართებაში აუცილებლად უნდა ვიხმაროთ სიტყვა ,,იბერია'' და არა ,,ივერია'', ვინაიდან ეს სიტყვა საქართველოსთვის დამანგრეველი ენერგიის მატარებელია.

ქართველთა 64 ხვთისშვილი - იბერიის ცივილიზაციის სამყაროს ძირითადი შემოქმედნი, ყველა არის ,,ბერი'' და ,,იბერიის'' ცივილიზაციის ეს სახელიც სწორედ ამასთანაა დაკავშირებული. იბერიის ცივილიზაცია ქართული გენის გამოვლინებაა. ერთ დროს მთელი მსოფლიო იბერიის გენის ხალხით იყო დასახლებული და ყველა ერთ ენაზე, ქართულ ენაზე ლაპარაკობდა.

ქართული სიტყვა ,,იბერია'' ,,ოქროს საწმისის'' სიმბოლური და ენერგეტიკული ასახვაა, სადაც ,,ი-ინ'' - სამყაროს დიდი დედაა; ბერ-თეთრწვერა მოხუცია, იგივე იახსარი. მსოფლიოს უძველესი ხალხი თაყვანს სცემდა თეთრწვერა მოხუცს. ამერიკის კონტინენტზე უძველესი ტომები თაყვანს სცემდნენ თეთრწვერა მოხუცს, თუმცა მათ წვეროსანი მამაკაცი არ ენახათ - მათ მამაკაცებს წვერი არ ჰქონდათ; ,,ია'' - პატარძალია. შუმერების ქალღმერთი ,,აია'' პატარძალია, მზე ,,უთუ''-ს ,,და'' და მზე ,,შამაშის'' მდედრული ცალია, რომელიც გაიგივებულია დედა ცხვართან. მაშასადამე, სიტყვა ,,იბერია'' ,,ოქროს საწმისის'' გამომხატველია. ხოლო თვით ,,იბერიის ხვთისმშობელი'' არის მფლობელი ,,ოქროს საწმისის''. იგი თვითონ არის ,,ოქროს საწმისი'', ვინაიდან სიტყვები ,,იბერიის ხვთისმშობელი'' განუყოფელია, ერთარსია. მსოფლიოს ყველა უძველესი ცივილიზაციის ხალხი ცეცხლის სტიქიას ქალის, მზის სახით გამოსახავდა. ქართველებს მიაჩნდათ, რომ ,,მზე'' ქალია, ,,მზე დედაა ჩემი'', ქალღმერთ დალის თმა მზის სხივთა სიმბოლოა, ცეცხლის მფლობელი უხსოვარი დროიდან იყო ქალი-ქალღმერთი. ამას მოწმობს ქარველ ქალთა სახელები მზექალა, მზეო, პირიმზე, მზევინარი და ა.შ. შუმერების ქალღმერთ ინანას მზგავსად, იბერიის ღვთისმშობელი იყო დედოფალი ცისა და გახდა დედოფალი მიწისაც, შუმერთა ქალღმერთი ,,ინ-ან-ა'' არის ერთიანობა ,,ინ'' და ,,ან''-ორი საპირისპირო ენერგიის. შუამდინარული მითოსით ინანა იმთარი ორბუნებოვანია - დღისით წვეროსანია, მამრია, მეომარია, ხოლო ღამით ქალია - სიყვარულის ქალღმერთია. კიბელას ქურუმი ქალები ხელოვნურ წვერს ატარებდნენ. ქართული მითოსით ცისკრის ვარსკვლავი ვენერა - აფროდიტა დღისით მთიებია, მთა კაცია, მონადირეა, მეომარია; ხოლო ღამით სიყვარულის ქალღმერია. ამ საკითხის ნათელი დადასტურებაა დაგონების (სუდანის) ორი ნომმოს გამოსახულება, რომლის ერთი მხარე მამაკაცია, მეორე წვეროსანი - ქალია. ჩემი ხილვების უმეტესი ნაწილი თეთრწვერა ბერის ხილვას უკავშირდება. სულეთის ღმერთი მითოსის მიხედვით არის თეთრწვერა მოხუცი, რომელიც ზის ოქროს ტახტზე და ხელში ოქროს კვერთხი უკავია.

მითოსის მიხედვით სამყაროს ცენტრად მოიაზრება წმინდა მთის შუაში განთავსებული გამოქვაბული, რომელშიც შენახულია სამყაროს გული-მზე, საიდუმლო განძი, ყველაზე დიდი სიმდიდრე - ოქრო. ამ აზრს გამოსახავს ქართული სიტყვები ,,მზის გული'' და ,,ოქროს გული''. იოგების დახმარებით ჩემს ორგანიზმში გულის ადგილას ვიხილე ჩემს სახლში გადაღებულ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი, თვალისთვის უხილავი ნათელი სფერო - სავსე მთვარისმაგვარი, რაც ამავდროულად გარდაისახა ,,მზედ'', რომელიც ყველა მიმართულებით აფრქვევდა სხივებს.

,,მზე'' - სამყაროს გული, ღმერთის სასუფეველი, წმინდა წყლის ალმასი, სიცოცხლის წყაროა, პირველი იწყებს და ამთავრებს სიცოცხლეს, ადამიანი გულით ფიქრობს, აზროვნებს, მიკროკოსმის ერთგვარი ცენტრი მზეა. მეტად საინტერესოა ქართული სიტყვა ,,გულქართლი'' - იგივე გულმართალი, გულწრფელი, ანუ სუფთა გული. ვფიქრობ, ამასთანაა დაკავშირებული სიტყვები ,,ქართლი'', ,,მართლმადიდებელი''. რელიგიური რიტუალებიც ხომ იმას ემსახურება, რომ ადამიანებმა ,,გულები'' განიწმინდონ.

მითოლოგიურ აზროვნებაში გაიგივებულია მზე, ოქრო, ცეცხლი. პლანეტები გაიგივებულია ლითონებთან: მზე ოქროა, მთვარე ვერცხლია.

ქალღმერთის ეტლი ოქროსია, რომელშიც შებმულია ჩიტები - ბეღურები. ეს აზროვნებაა ასახული სიღნაღის მუზეუმის ,,ოქროს საწმისზე''. ქალღმერთ აფროდიტას ეპითეტია ,,ოქრომრავალი''.

ოქრო ყველა ვითარებაში ინარჩუნებს სიწმინდეს; იგი სრულყოფილებაა, კეთილშობილებაა. ამიტომ სარიტუალო ნივთები ძირითადად ოქროსგან მზადდებოდა. ეგვიპტეში ოქროს მზის ღმერთის - ,,რა''-ს სხულს, ხოლო აცტეკებთან მზის ღმერთის სახეს განასახიერებდა. ზეინფორმაციის მატარებელია ცეცხლი - ალი - კოსმიური მზე. ინდურ ლიტერატურაში ნათქვამია: ,,კი არ იბადება ნათელი, არამედ თავისუფლდება''. უმაღლესი ენერგია უმდაბლესი ენერგიითა გადაფარებული. ინდუიზმში ის მიწისქვეშა ნათებაა, ბუდიზმში სულიერი გასხივოსნება. ცნობილია ბუდას 37 გასხივოსნება, რაც სამყაროს გენეტიკური კოდის - ქართული ანბანის 37 ასო-ნიშანს უკავშირება. ოქროს ყოველთვის ადარებდნენ მზეს. მზის შვილებად ითვლებოდნენ ეგვიპ-ტელი ფარაონები. მათი მზის საკულტო ქალაქი იყო ,,ჰელიოპოლისი'' (ბერძნულად) - ,,ონი'' (ძველეგვიპტურად), სადაც ფარაონმა ეხნატონმა (ძვ.წ. XIV ს.) მზის კულტი უზენაეს ღმერთად აღიარა. ქართველ მეფეთა გვარი ,,ბა-გრ-ატი-ონი'' ღრმად კოსმიური სიტყვაა - ცხენზე მჯდომ ღმერთს, თეთრ გიორგის და მზის კულტს უკავშირდება, ისევე როგორც ეგვიპტური სიტყვა ,,ფარაონი''.

ქართველ მეფეთა ებრაული წარმომავლობა საეჭვოდ მიმაჩნია, ვინაიდან ქართულ სახელმწიფოს ბაგრატიონთა შტომდე ფარნავაზიანთა დიდი შტოს მეფეები მართავდნენ, ქანაანში ებრაელებს -აბრაამს მიწის ნაკვეთი სარას დასასაფლავებლად ქანაანის მეფემ აჩუქა. სიტყვაში ,,ქანაანი'' - ,,ქან'' და ,,ანი'' ქართული ასო-ნიშნების მეორადი სახელებია. ჯერ კიდევ პირველი ადამიანები ასო-ნიშნებს ღმერთის ფუნქციას ანიჭებდნენ. სიტყვა ,,ხეთი'' ქართული სიტყვაა და სიცოცხლის ხეს უკავშირდება. ქანაანი იყო იბერიის ცივილიზაციის ნაწილი, რომელმაც დაიწყო ადამის ცივილიზაცია. იბერიის ცივილიზაციის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია ადამის ცივილიზაცია. ქანაანის ხეთების სახელმწიფო იმ პერიოდისთვის იყო ჩამოყალიბებული კულტურული ცენტრი, ჰყავდათ მეფე, ჰქონდათ სახელმწიფო შესაბამისი კანონებით, რომლის მიხედვითაც უცხო ტომის ხალხს იქ მიცვალებულის დაკრძალვის უფლება არ ჰქონდა. ეს საკითხი ბიბლიაშია აღწერილი. მაშასადამე, ქანაანელთა მიწაწყალი ოდითგანვე ქარველი ერის და გენის კუთვნილება იყო და პირველი ებრაელი - აბრაამი სწორედაც ე.წ. ,,აღთქმულ მიწაზე'' ქართველმა - ხეთების მეფემ დაასახლა. ხვთის წინაშე ქანაანი ქართველთა ძირძველი მიწაწყალია. ქართველები პირველსაწყისი ბიბლიური კაბალას გენის მატარებელი ხალხია, რომელთაც ამ ცოდნის შესატყვისი ქართული ანბანი, მითოლოგია და წეს-ჩვეულებები გააჩნიათ. შუმერული კაბალას მიხედვით ქართველები ,,მე''-ს გენეტიკური კოდის ხალხია, ამიტომ ასეთი ხალხი უცხო გენის - ,,არა-მე''-ს კოდის ადამიანს არ გაამეფებდა და პირველ ქართველად არ აღიარებდა. იმ პერიოდისათვის ასეთ საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თვითონ ებრაელებმა აკრძალეს ქორწინება სხვა ხალხთან და სხვა ქალისგან გაჩენილი შვილები უკანონოდ გამოაცხადეს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისტორია ბაგრატოვანთა გვარის შესახებ, თითქოს მათ ებრაული წარმომავლობა აქვთ, მოგვიანებით შექმნილი ზღაპარია, ისევე, როგორც თბილისის ისტორიული წარმოშობის ხოხბის ზღაპართან დაკავშირება, რაც თბილისის არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა - ქ. თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ვახტანგ გორგასალის მეფობამდე დიდი ხნით ადრე. თითქმის ყველა სახელმწიფოში მეფეები ,,მზის'' შვილებად ითვლებოდნენ. ,,მზე'' ინკების წინაპარი იყო. თითქმის ყველა სახელმწიფოშია აღმოჩენილი მზის და ცეცხლთაყვანისმცემლობის კულტის კვალი. სწორედ ამას უკავშირდება ქართველ მეფეთა გვარი ,,ბაგრატიონი''.

აუცილებელია შევეხოთ ,,არგოს'' ნავის თემას. იგივე ,,არგ''-,,არკა''-,,არგხა'' - ზეციური ნავი, სიცოცხლის ეტლი, მზის ეტლი, ქალური დამბადებელი ენერგიის შემცველი მცველი, დროის ბორბალი, მზის ხილული წრიული გზა, ეტლისმაგვარი კიდობანი, ზეციური ეტლი. გემი განასახიერებდა ეკლესიას. ზეციური ხომალდი შედარებულია ადამიანის სხეულთან, რომელიც სულის ტაძარია და რომლითაც სულმა ყოფიერების ოკეანე უნდა გადაცუროს, ამიტომ ფარაონთა აკლდამის ინვენტარში ნავი აუცილებელი რამ იყო. ზოგჯერ თვით სარკოფაგს აძლევდნენ ნავის მიმსგავსებულ ფორმას. ვფიქრობ, ამას ასახავს ჩვენი დღევანდელი მიცვალებულთა ჩასასვენებელიც. სამყაროს დედას უძველეს გამოსახულებებში ხელში აუცილებლად პატარა ნავი უკავია. ნებისმიერი მიკრო თუ მაკრო სამყარო ერთგვარი ზეციური ნავია. ეს საკითხი არც ქართველთათვის იყო უცხო. ამას მოწმობს საქართველოში, მთათუშეთში, სოფ. ფარსმაში აღმოჩენილი ქვა, რომელზეც გამოსახულია ზეციური ნავი.

ეტლი მზის ასტრალური სიმბოლოა. სიტყვაში ,,აიეტი'' ვფიქრობ, ,,ინ'' და ,,იან'' - ორი საპირისპირო საწყისის ყოფიერების ბორბალი - ეტლი მოიაზრება.

ადამიანი თვითონ არის ,,არგოს ნავი'', ,,გრალის თასი'', ,,ნოეს კიდოობანი'', ,,ოქროს საწმისი''; ადამიანის სხეული მისი სული ,,ტაძარია'', უფლის სახლია.

სიტყვა ,,ფაზისი'' ნიშნავს ,,არწივ მდინარეს''. მითოლოგიურად ხასიათდება როგორც აბობოქრებული მდინარე, რომელიც ანგრევს და წალეკვით ემუქრება ყველაფერს. შუმერები ,,არწივ მდინარეს'' გამოსახავდნენ ,,დროის მდინარეში'' - თევზის ზოდიაქოს შუაში მდგომი ღმერთკაცის სახით, ხელში ,,თეთრი მთის ქორით'' (არწივი, ორბი). იგი ჰაერის სტიქიის გაცხდებაა და დროში შეესაბამება ახ.წ. 1000წ. (შუმერის ქვის ბეჭედი, ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი. ძვ.წ. 3400წ). ქართველთა მითოლოგიით ეს არის ხვთისშვილი, ბერი, ნახევარღმერთი, მორიგის ნასახი ,,თერგვაული''. თუ ჩვენ საქართველოში მოვიაზრებთ მდინარე ,,ფაზისს'', რა თქმა უნდა, ეს არის მდინარე ,,თერგი'', რომლის სახელიც დაკავშირებულია ხვთისშვილ ,,თერგვაულთან''.

არგონავტების მითს უკავშირდება ,,მედეა''-ს სახელიც. სიტყვა ,,მედეა'' ,,მე'' და ,,დე'' მარცვლებისაგან შედგება. ,,მე'' სუფთა ქართული სიტყვაა და სამყაროულ ,,მე''-ს უკავშირდება. ,,დე'' - ქართულ სიტყვა ,,დედას'' უკავშირდება - გავიხსენოთ აღმოსავლეთის ,,დაო დე ძინ''-ის ფილოსოფია, სადაც ,,დე'' ნიშნავს სულიერ აღმზრდელს, დედას -მატერიას. პირველსაწყისი ,,დაო'' ,,დე'' -თი ნათელგამოვლინდება. სიტყვა ,,მედეა'' ქართული ფენომენია, სიტყვის საიდუმლო არსი თვით სიტყვაშია. ამაშია ქართული ენის კოსმიურობა.

უძველესმა ხალხმა სიმბოლიკის დაშიფრული სახით დღემდე მოგვიტანა ცოდნა ,,ოქროს საწმისის'' საიდუმლოს შესახებ, გამოხატავენ ცხენზე ან ცხვარზე მჯდომი და-ძმის სახით, ორსახა ღმერთის - იანუსის სახით, საქართველოში აღმოჩენილია ორსახა ირმების გულსაკიდები, გამოსახავდნენ 8 ფოთლიანი ლოტოსით, 8 ქიმიანი ვარსკვლავით (4 მდედრი და 4 მამრი საწყისის გაცხდებაა), ბორჯღალით, რომელიც სამყაროს ცა-ცეცხლის სტიქიის გაცხადებაა და აერთიანებს სამყაროს ოთხივე საწყისს - მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი. ოთხივე საწყისის ასახვაა სფინქსი (გასხივოსნებული) - ლომი, ხარ-ირემი, არწივი - ქორი, ქალი, რომელიც მითოლოგიურად მზის ქალღმერთს განასახიერებს და მისი წმიდა ცხოველია ცხვარი. ფარაონთა სამეფოს სარიტუალო ნივთები, რომლებიც ფარაონებს როგორც სიცოცხლეში, ასევე სამარხებში ხელში უკავიათ მარცხნივ ნახევარ რკალი - წრე (ადამიანში მარცხენა მხარე მდედრია), მარჯვნივ-კუთხედი (ადამიანში მარჯვენა მხარე მამრია), რაც ,,ინ'' და ,,იან'' ხვთაებრივი საწყისების ერთიანობის სიმბოლოა და რომლითაც ფარაონები თავის ხვთაებრივთ უზენაესობას წარმოაჩენდნენ, ისინი არიან სახე კოსმიური ხვთაებრივი ცეცხლის - მზის. იგივეს გააზრებაა სვასტიკა, საბჭოთა სიმბოლიკიდან - ჩაქუჩი და ნამგალი.

მითოსის მიხედვით დაკარგული ,,ოქრო'', განძი, რომელიც გამოქვაბულში არის დამალული, ბრუნდება 8 დღის შემდეგ. ,,ათასი, ვითარცა ერთი''-ს (იოვანე-ზოსიმე ,,ქება '') დროის ფარდობითობა მსოფლიოს ყველა ხალხის მითოლოგიაშია გაჟღერებული. მაშასადამე, ქართული წელთაღრიცხვით ადამის ცივილიზაციის დასაწყისიდან - ადამიდან 8 დღე არის 8000 წელი. ეს კი შეესაბამება ახ.წ. 2000 წელს. ზოგიერთი ძველი ხალხი ამომავალი მზის წინაშე 8-ჯერ ჩაიმუხლავდა და თაყვანს სცემდა.

იოვანე-ზოსიმეს ,,ქება ''-ს წინასწარმეტყველებით ახ.წ. III ათ. დასაწყისში მობრძანდება იბერიის ხვთისმშობელი, სამყაროს დედა, დედოფალი ცისა და მიწის, რომელიც ორი მზის გაცხადებაა: ერთი არის ,,ასი ესე წელი ანბანისა'' (19-რ-რა-რაე-100-ტაროს არკანებით ,,მზე'') და მეორე არის ,,დღე'' (რუნებით 22-უ-უნ-,,დღე'') რაც ემთხვევა ზემოთ წარმოჩინებულ საკითხს. სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ქართული ანბანის, როგორც სამყაროს გენეტიკური კოდის უდიდესი საიდუმლოს გახსნის საკითხი.

ამ საკითხთან დაკავშირებით გიამბობთ თბილისში მომხდარი ერთი შემთხვევის შესახებ: 2002 წლის 2 ნოემბერს, მამა არჩილ მინდიაშვილის კურთხევით, ხვთისმშობლის ხატი ააბრძანეს მახათას მთაზე და იქ მომლოცველები დაუჯდომელს კითხულობდნენ. სწორედ ამ დროს, მათ ცაზე დაინახეს საოცრება: ორი მზე, რომლებიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კაშკაშებდა. აი, რას წერს ამის შესახებ ქალბატონი გულნარა კუკულაძე-ანთაძე: იმ დღეს, როცა ეს მზეები გამოჩნდა, საეკლესიო ნიშს აშენებდნენ. ნიშთან იდგა ჩვენს მიერ აბრძანებული ხვთისმშობლის ხატი. როცა ხატს მივუახლოვდი, ვიგრძენი, რომ ხატმა დამიძახა. ეს ხდება გულისთქმით და არა ხმით: ,,გამოდი, გარეთ, სასწაული უნდა გაჩვენო''. ავიხედე ცაზე და ვხედავ, ძლიერი ნათებაა. ამ დროს გამორბიან ბავშვები და ყვირიან: კარიბჭის ხვთისმშობელია ცაზე, გამოდითო. უცებ საპატრიარქოს თავზეც გამოჩნდა კიდევ მეორე მზე და იქაურობა საოცრად გაბრწყინდა - ორი მზე ჩანდა ცაზე. ეს გრძელდებოდა თითქმის ერთი საათი. ვხედავ, ზეციდან დიდ მასშტაბზე მოხუცი გადმოგვყურებს, რომელსაც მხარზე ხურჯინი აქვს მოკიდებული. ეს იყო თეთრწვერა კაცის სახე. ამ დროს ანათებდა ცაზე ორი მზე. გადმოიღო მოხუცმა ეს ხურჯინი და თავზე დამაბერტყა. იმ ხურჯინიდან გადმოვარდა კიდობნის მაგვარი რამ, გზაში გაიხსნა ეს კიდობანი და იქიდან გადმოცვივდა უამრავი ფურცელი. ამ ფურცლებზე იყო ძველი ქართული ანბანი. მე შევშინდი, კიდობანი არ დამეცეს თავზე-მეთქი და გვერდზე გავიწიე. ეს ფურცლები კი აიხვია, აიკრიფა და მეორე მზე რომ ჩანდა (საპატრიარქოს თავზე), იმის ირგვლივ დაატრიალა, მას შემოახვია და მერე წერტილად იქცა. შემდეგ კი ყველამ დაინახა, როგორ გაიხსნა ცაზე ორი ცისარტყელა, ცოტა ხნის შემდეგ ეს ცისარტყელები შემოიძარცვა და მთელი საათი ასეთი ფორმით დარჩა გამოსახულება (ჟურნ. ,,ფენომენი'' N4, 2010 წ.)- ,,ი''.

ახ.წ . III ათასწლეული არის სამყაროს IV საწყისის - ცა-ცეცხლის - ,,ოქროს საწმისის'' ხვთიური ენერგეტიკის ათასწლეული. ახალ ათასწლეულში შეიცვალა არსთა წრებრუნვის კოსმიური სურათი, სადაც აღარ არის კოსმიურ წმიდა მთაზე ,,მიჯაჭვული ამირანი''. ის იყო ახ.წ. II ათასწლეულის კოსმიურ პროცესში საიქიოს მთავარი მოსამართლე. მან უკვე შეასრულა თავისი კოსმიური მისია და სამყარო მიიყვანა ,,ცა-ცეცხლის'' ენერგეტიკის ათასწლეულთან. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მიჯაჭვული ამირანის მიერ ,,ადამიანებთან ცეცხლის მოტანა''. ქართველთა ,,დალი'' ცეცხლის სტიქიის ქალღმერთია, ამაზე მეტყველებს თვითონ მისი სახელი ,,დალი'' - ,,და-ალი'', სწორედ ამას უკავშირდება არგონავტების მითში მოყვანილი ,,დალიონი''-ს ქვეყანა - ქ. ქიზიყი.

ახ.წ. III ათასწლეულის არსთა წრებრუნვის კოსმიურ სურათში აღარ არის საიქიო სასამართლო - მიცვალებულთა სულები პირდაპირ გადიან გოგირდის და ცეცხლის ტბაზე, მიემართებიან სიცოცხლის ხისკენ, რომელსაც ორი ლომი დარაჯობს; სამოთხე - ხვთისმშობელი დაბრუნდა ედემში ადამთან და დაიკავა ადგილი მამის მარჯვნივ, რომელიც ამავდროულად არის კოსმიური მხედარი; ხვთაებრივი ბავშვი - ქრისტე აღმოჩნდა დედის გულის ადგილას, ხოლო ბედის ბედაური - კოსმიური ცხენი გარდაისახა ცხვრად. მთლიანობაში, ერთი შეხედვით, კოსმიურ ცხვარზე სახით მარცხნივ - აღმოსავლეთისკენ ზიან კოსმიური მხედარი - გიორგი და სამყაროს დედა ღვთაებრივი ბავშვით. ეს წრებრუნვის სურათი შეესაბამება ,,ჰ-ჰაე'' ქართული ასო-ნიშნის ათასწლეულის ენერგეტიკას. მოხდა ორი ნახევარმზის, ორი ხვთისშვილის - კოსმიური ,,და-ძმის'', ,,ინ'' და ,,იან'' კოსმიური ენერგიების შერწყმა, რამაც წარმოქმნა გამთლიანებული ,,მზე'', რომელიც განაპირობებს სამყაროში IV საწყისის, ცა-ცეცხლის ენერგეტიკის ,,მორიგეობას''. სწორედ ამან განაპირობა დედამიწაზე პოლუსების შეცვლა, პოლუსებზე ყინულის საფარის დნობა და სხვა. იბადება ახალი ტიპის ადამიანი ინდიგო ბავშვების სახით, რომელთაც მომავალში განუსაზღვრელი მეტაფიზიკური შესაძლებლობები გაეხსნებათ. ეს ენერგეტიკა აისახება სამყაროში ყველაფერში. ეს არის ,,ოქროს საწმისის'' - გამთლიანებული ,,მზის'' ენერგია. აღარ იქნება სამყარო ურთიერთ საპირისპიროდ მოქმედ ენერგეტიკაში, არამედ ისინი შეერწყმიან ერთმანეთს. დაისადგურებს ცის სასუფეველი - ,,ოქროს'' ხანა, სამყაროში დადგება დრო დიდი ჰარმონიისა. ეს პროცესი გარდაუვალია და ზის სამყაროს გენეტიკურ კოდში. ყველაფერი ერთიანდება, ,,მთლიანდება'' სამყარო უბრუნდება პირველსაწყისს და ემზადება ახალ ცივილიზაციაში გადასვლისთვის.

მოვიყვანოთ ნაწყვეტი თომას სახარებიდან: ,,იესოს ეკითხებიან თავისი მოწაფეები: ,,შევალთ ჩვენ ცათა სასუფეველში?'' იესომ მიუგო: ,,როცა ორს გადააქცევთ ერთად, როცა შინაგანს გადააქცევთ გარეგანად, ხოლო გარეგანს შინაგანად და ზემოთას ქვემოთად, როდესაც კაცი და ქალი ერთ-ერთნი გახდებიან ისე, რომ კაცი აღარ იქნება კაცი და ქალი აღარ იქნება ქალი, მაშინ თქვენ შეხვალთ ცათა სასუფეველში'' (თომა 27.)



ბოლომდე ვერ გავხსენი სტატია
http://www.gazetiajara.ge/index.php?option...-04-05-10-08-19
ამ ლინკზე გახსნით პდფ ფაილში.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 22 2013, 08:15 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირველი რა კითხვაც მაქვს, მაინც ვერ გავიგე ბოლო-ბოლო მთლიანობაში, სული თუ რაც ქვია, უსქესოა თუ ორსქესიანი?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_12
post Sep 23 2013, 12:39 PM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 360
Joined: 24-August 13
From: ანას საოცრებათა სამყარო
Member No.: 7,168

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ორსქესიანი. ინ და იანი ერთად ალბათ smile.gif




--------------------
open your heart, I'm coming home..
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Oct 6 2013, 07:57 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სული (სულიწმინა) ბიბლიის მიხედვით მდედრობითად არის წარმოდგენილი; მისი მოქმედება სამყაროში ჰყავს კრუხის მოქმედებას, რომელიც კვერცხებზე ან წიწილებზე ზის და ჩეკს/ზრდის მათ (ზურაბ კიკნაძის შედარებაა).
აქ არ აქვს მნიშვნელობა ამა თუ იმ ენაში, სიტყვა "სული" რომელი სქესის სახელითაა წარმოდგენილი. ვთქვათ, რუსულში სიტყვა "დუხ" მამრობითი სქესისაა, ძველბერძნულში "პნევნა" საერთოდაც საშუალო სქესის. გასათვალისწინებელია უფრო ძველი ტრადიცია, ანუ ძველებრაული და ის, რომ მდედრობით სქესადაა გააზრებული.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
shemoixede ge...
post Oct 6 2013, 09:58 PM
Post #5


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 293
Joined: 8-September 13
Member No.: 7,177

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla hoda amitomac aris eseti qatmistvina kacobrioba.
Go to the top of the page
 
+Quote Post
shemoixede ge...
post Oct 6 2013, 10:00 PM
Post #6


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 293
Joined: 8-September 13
Member No.: 7,177

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemi hipotezis tanaxmad pirveli qatami adamis neknisgan sheiqmna da mas eva erqva. biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
metallica
post Oct 8 2013, 10:20 PM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 1-October 13
Member No.: 7,189

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(shemoixede genacvale @ Oct 6 2013, 10:00 PM) *
chemi hipotezis tanaxmad pirveli qatami adamis neknisgan sheiqmna da mas eva erqva. biggrin.gif

whistling.gif clap2.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
farnavazi
post Oct 9 2013, 03:32 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 34
Joined: 6-December 12
Member No.: 6,935

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინ იყო ადამი და ევა?
ადამი იყო კახელი, ევა კი რუსი.
საიდან დასტურდება?
როცა პირველად მამაკაცმა დაინახა შიშველი დედაკაცი, გაოცებულმა და აღგზნებულმა წამოიძახა: "ეე... ვაა"! _და დაერქვა "ევა", ხოლო როდესაც დედაკაცი შესცქეროდა გაოცებულ და აღგზნებულ მამაკაცის არაადამიანურ სახეს, მიხვდა რაც უნდოდა მას და წარმოცთქვა: "აა, დამ". _ და დაერქვა ადამი.
ეს ისე, ხუმრობით. სინამდვილეში კი "ოქროს საწმისი" ძალიან სერიოზული, უმნიშვნელოვანესი, ურთულესი და აუცილებელი სამუშაოა ეზოთერიკოსებისთვის, პირველ რიგში კი ქართველი ეზოთერიკოსებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Feb 17 2016, 05:07 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ციტატა(narilla @ 6th October 2013 - 07:57 PM) *
ვთქვათ, რუსულში სიტყვა "დუხ" მამრობითი სქესისაა, ძველბერძნულში "პნევნა" საერთოდაც საშუალო სქესის. გასათვალისწინებელია უფრო ძველი ტრადიცია, ანუ ძველებრაული და ის, რომ მდედრობით სქესადაა გააზრებული.

ანუ ქართულ გრამატიკას სქესის გაგება რომ არ აქვს, უსქსეოა? სული მაინც უსქესო მგონია, ანუ სანამ სულია და თავისუფალი უსქესოა, სწორედ ამიტომაც არის თავისუფალი. როგორც კი ხორცში ანუ სხეულში მოხვდება ამ თავსუფლებას კარგავს და ხდება კაცი ან ქალი.

tikoroma
მეც ბევრი მიფიქრია ოქროს საწმისზე, მედეაზე, რომელიც თან გაყვა არგონავტებს და გაეკიდა იაზონს. ოქროს საწმისი მაინც ცოდნა მგონია, დაფარული ცოდნა


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Feb 17 2016, 05:08 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უფ როდინდელი სტატია მიპოვნია, არ მქონდა წაკითხული და კარგი იყო uraa.gif uraaa.gif l_book.gif


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 21 2016, 03:39 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ცენტრალური და ჩრდილოანატოლიური (ხათური) რაიონების მცხოვრებთა რელიგიურ წარმოდგენებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ცხვრის ან თხის ტყავი, როგორც სიმბოლო სამეფოს კეთილდღეობისა.
გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებულ სამეფო დღესასწაულებზე გარკვეული ქალაქების საკულტო შემოვლის დროს საწმისს თან დაატარებდნენ, როგორც ჩანს, ტყავის სამკურნალო მაგიური ძალის გამო.
თელიფინუს მითოსის მიხედვით, "ღვთაება თელიფინუ ზრუნავს მეფეზე. თელიფინუს წინ აღმართულია (მარადმწვანე) ხე #ეია, რომელზედაც ჰკიდია ცხვრის ტყავი (საწმისი). მასში მოთავსებულია ქონი, ქერი, ხორბალი და ღვინო, ხარი და ცხვარი, ხანგრძლივი სიცოცხლე და შთამომავლობა.". ამავე მითის სხვა ადგილას ნახსენებია საკურთხევლის წინ ჩამოკიდებული ბატკნის ტყავი (საწმისი). კიდევ ერთი ადგილის თანახმად, საწმისი არის ის, რასაც ღვთაება ხანხანას მიერ გაგზავნილი ფუტკარი იპოვნის (ამაზე შემდეგში გიამბობთ). "ფუტკარმა იპოვა და თან წაიღო საწმისი. როგორც კი მას ფუტკარი მიუახლოვდება, ხანახანა სამ წყაროს გააჩენს. ერთ მათგანთან ხე დგას, მერესთან თასია დადებული, უკანასკნელთან კი ცეცხლი ანთია. ხანახანა იქ ზის და შეჰყურებს ფუტკარს, რომელიც მოდის და საწმისს თასზე დებს"..

ბერძნული ლეგენდის თანახმად, საწმისი ოქროსია. ხეთურ წყაროებში კი საწმისი შეიძლება შემკული იყოს მზის დისკოთი. ბერძნული წყაროებით, საწმისი აიეტის მფლობელობაშია, ან კლდეზე დგას, ან მუხაზე ჰკიდია არესის ველზე. ხეთურ მითებში კი საწმისი ეიას ხეზე (ურთხელზე) ჰკიდია, ან ხანახანას მინდორში დადებულ თასზე დევს.

ხეთების სამეფოში ვერძის ტყავის მნიშვნელობას თუ გადავიტანთ აიაში არსებულ ოქროს საწმისზე, მაშინ გასაგები გახდება აიეტის წინააღმდეგობა, ვინმეს გადასცეს საწმისი, რადგან ეს ტოლი იქნებოდა ვინმესთვის მისი სამეფო ხელისუფლების გადაცემისა.
/გ.გიორგაძე, "ათასი ღვთაების ქვეყანა"


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 21 2016, 03:40 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იასონ-მედეას დასაწმისის მოდარაჯე ურჩხულის გაგებისათვის მკვლევარები მიმართავენ ხეთურ მითოსს, რომელიც ურჩხულთან (გველეშაპთან) არის დაკავშირებული.
ბერძნული და ხეთური თქმულებების მიხედვით, წყვილებად გვევლინებიან, ერთი მხრივ, იასონი და მედეა, ხოლო მეორე მხრივ, ხუფასია და ინარა. მედეა და ინარა აძინებენ ურჩხულს, ინარა - მათრობელა სასმისით, მედეა კი - მაგიური მოქმედებით. ორივეს შეუძლია უშიშრად მიუახლოვდეს ურჩხულს. ორივე მოსიყვარულე წყვილის საბოლოო მიზანია ურჩხულის დათრგუნვა. როგორც იასონი, ასევე ხუფასია მოკვდავნი არიან. ზოგიერთი ბერძნული გადმოცემის მიხედვით, მედეა უკვდავია ღვთაება ინარას მსგავსად. როგორც ხუფასია, იასონიც წარმოდგენილია ვეგეტაციური რიტუალის ერთ-ერთ მოქმედ პირად.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 08:56 PM