IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ფშავ-ხევსურული მითები და გმირები
tikoroma
post Jun 22 2015, 04:43 PM
Post #21


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ღვთიშვილები, რომელთაც თუშები იხსენიებენ დოჭუში (ადგილია)
ჯვარული (სიმღერა):
პირველად ღმერთი ვადიდოთ მით უფრომ დიდებულია,
მერმე ვადიდოთ კვირაე, კვირაე კარამ ღვთისია;
მერმე ვადიდოთ კოპალე, კოპალე კარატისია;
მერმე ვადიდოთ გიორგი, გიორგი ხახმატისია;
მერმე ვადიდოთ ფიწალე, ფიწალე დოჭუმთისია;
მერმე ვადიდოთ მარიამ, მარიამ დედა ღვთისია;
მერმე ვადიდოთ თევდორე, თევდორე შავგვრიმალია;
მერმე ვადიდოთ გიორგი, გიორგი სახეოსია;
მერმე ვადიდოთ გიორგი, გიორგი გომეწრისია;
მერმე ვადიდოთ ისრიელ, ისრიელ ბიქურთისია;
მერმე ვადიდოთ სანება, სანება სახარისია;
მერმე ვადიდოთ გიორგი, გიორგი მუხროვნისია;
მერმე ვადიდოთ ჭიხალე, ჭიხალე ხისოს მთისია;
მერმე ვადიდოთ მიქაელ, მიქაელ ხვავგორისია;
მერმე ვადიდოთ გიორგი, გიორგი ლაშარისია.
დიდნიმც ხართ, დიდებულნიმც ხართ, ახსენებულნო ხვთიშვილნო.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 24 2015, 10:28 PM
Post #22


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.bu.org.ge/x834?page=2&tab=3

აქ დაწვრილებითაა ჩამოთვლილი რომელ სალოცავში რომელ ღვთისშვილს, ანგელოზს მოიხსენიებდნენ დამწყალობებისას

აგრეთვე დალოცვები და ნაქადაგარნი - ანუ ქადაგის პირით ხატებისა და ღვთისშვილთა შემონათვალი თავის ყმათათვის biggrin.gif

მაგ: ნაქადაგარი პირქუშის ჯვარში
ჰაუ, ჰაუ, ჰაუ! მე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის ხთისგან. თქვენ რო ჩემათ ყმათ აღარაად გააჩნიორთ, მკლავ-მკლავს გამისწორეთა-დ კისერ კისერს, მე აისივ ძალი და შაძლებაი მაქვ.
ჰაუ, ჰაუ, ჰაუ! ჩემს ურჩსა, უწამებელს ჩემი ცხრაფესვიანი მათრახით მიწასთან გავასწორებ.


აგე საწყალი იახსარი მოთქვამს :
ნაქადაგარი ღულში, იახსრის ჯვარში
სადაღ მაქვ ძალი-დ შაძლებაი, სადაღ მაქვ! ჩამამეყარ სუყველაფერი:, ქერ-ოქრონიც, ჭიქა-დიდებანიც, ზღვენ-ულუფანიც, ხარ-კურეტნიც. მაშინ მქონდ ძალი-დ შაძლება, როსაც დევ-დედაბერთ ვლაგმევდი, ვლახტევდი, ცხრა ადლ მიწა-მყარს ვახევიებდი. მაგრამ ეეხლად ყმათ საშველადა სახოიშნოდ იქავ ხთის კარზე დავდიორ, იმით რო მიმიძვირდეს ყმანი. ქერ-ოქრონ ვერ გადმავიღენ სრულად. მზექალ შაგვიჯდ მაღალზედ, მაგვაყოლნ ცის ხორხოშნი, გამინადგურნ ჩემ ხოდაბურნი, ჩემ ყმათ ქერ-ოქრონიც. მერიგემ ღმერთმ დამიძრნ ბაგენი და ჯიხვის თავ-რქან გადმამაყოლნ სამ პირად. უმთხილდით თავს, აგებ გადავიცილ, ხთის კარზე დაოლ. მაქვ კი იმედ, რო გადავიცილ ჩემმა გამარჯვებამაც და მერიგეს ღმერთისამც. შავესრევ ხარ-მანიშთ, აგებ გადავიცილავ, დავიმხრობ კვირაეს. დავხქრთამავ ბნელ-სისკრის თევით, ზღვენ-სამსახურთ შასროლით. გიორგის შავეხვეწები: გიორგის მოდე ყელღილიანთ დახმარება გამიწიეთავ, ენით ხართავ ლაქარდიანნივ. გიორგიმ ხახმატის ჯვარმ შახკაზმ თავის ნისლისფერი, ცის გიდელ-გიდელთ დააწყვიტა, გაშალ წყალობის მასკვლავნი. ნუღარ გეშინისთ, იმედიანად იყვენით!

სრული წიგნი
ჯვარ-ხატთასადიდებლები
ტექსტები შეკრიბეს, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთეს
ზურაბ კიკნაძემ, ხვთისო მამისიმედიშვილმა და ტრისტან მახაურმა

http://www.bu.org.ge/x1839?lang=geo


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 24 2015, 11:42 PM
Post #23


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზ. კიკნაძე - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიური სისტემის ქრისტიანული სუბსტრატი
http://saunje.ge/index.php?id=1435&lang=ka

თუშ-ფშავ-ხევსურულ მითოლოგიას ქრისტიანულ საწყისებზე შექმნილად მიიჩნევს. პრინციპში, რო წაიკითხავ კი დაეთანხმები კაცი biggrin.gif
თუმცა ეკლესიისგან განსხვავებული ვერსია კი შექმნეს მაინც


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 3 2015, 02:57 PM
Post #24


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლეგენდა
არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას. gul.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 11 2015, 02:35 PM
Post #25


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირველად დასახა მორიგემა

პირველად დასახა მორიგემა
ბერი ბუქნაი ბაადური.
იმას მისცა მორიგემ ღმერთმა
საფერჴედ თეთრი ცხენი.
იმას დაუქვივნა სახელად
“ბედის ბედაური”,
ის არის იმის საკვეხური,
ცის კივკავებში სახეთქები!
ბაადურს ჩააცვა მორიგემა
ტანზედა კაბა სისვისაი,
ჩაქმან ჩააცვა რკინისანი,
თავზედ დაჰხურა თეთრი ქუდი,
ჭიგუნი მისცა თუჯისანნი,
კაბის საყელოთ შასაყრელნი.
მათრაჴი მისცა მორიგემა
სენსამსალაით გაფევრული,
მემრე გადმაუშვ ჴმელეთზედა!
მემრ მე დამსახა თერგვაული,
მაღლა მთაშია მდგომარეიო,
ტახტ მამილოცა ოქროსაი,
შვიდმეტ ათასი წელ წავიდა
ჩემ დასახვითვე,
ღთის კარს მამცა სათავეიო;
როგორც ჴორციელნი ჩვენ გვლოცულობენ,
ეგრე ჩვენ ვლოცულობთ მორიგესაო.
სამ ათასნი ვართ ღვთის ნასახნი.
მორიგემა მეც კაბა ჩამაცვა სისვისაი,
ჩაქმან ჩამაცვნა სინისანი.
ჭიგუნი მამცა ოქროსანი.
მათრაჴი მამცა ცხრაკუთხიანი,
ქუდ აღარ მამცა მორიგემა.
საგმიროდ მამცა ოქროს ბურთვი,
ქაჯთ ბუბუნეებით მოტანილი.
ორნ მამცა მოწაფენი:
ერთს დამიქვივნა რუთიაო, ერთს რექაიო.
მემრ დამამკვიდრა ღვთის კარზედა.
მორიგემ უბრძანა ქრისტე ღმერთსა,
როცა შამოჴდა ღთის კარზედა, —
ერთ შენც დასახე ანგელოზიო.
მაშინ ქრისტე ღმერთმა დასახა
ერთი ტანად აყრილი (ანგელოზიო).
მემრე უთხრა მორიგემა:
სახელს მე დავაქვივნებო.
მორიგეს უთხრა ქრისტე ღმერთმა:
მჴარნ ვერ დაუსახენ ანგელოზისნიო.
მემრე უთხრა მორიგემა:
“მჴარნ დაუსახენ არწივისანიო,
სახელ კოპალა დავაქვივნათო.”
იმას მისცა ჩასაცომი
ჩემსავით კაბა სისვისაი.
ჩაქმან ჩააცვნა რკინისანიო,
ჭიგუნი მისცნა სინისანიო.
მარცხენაზე ქოთან მისცა ნავთიანიო,
შიგა მათრაჴი ფესვიანიო.
შამცოდვეთაზე საწინწლები,
ნავთი მათრაჴითა ფესვიანითაო.
ამას მისცა ხუთნი მოწაფენი,
მორთულნი რკინის ტალავრითაო.
ზღვის პირზე სასაგნავი
კოპალას მისცა მორიგემა.
ასლიტრიანი საგმიროი სინისაი,
ცეცხლის ალივით ანთებული.
ის მიულოცა მორიგემა,
მემრე გადმაუშვა ჴმელეთზედა.
თუ კოპალეს მეტმ ამ საგმიროს
ჴელ მიახლას, ან ფეჴი,
ცეცხლ აშჩინდას, დაიწვას

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8...s-Antologia.pdf


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Nov 15 2015, 12:10 AM
Post #26


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოვცუნცულდი ჩემ საყვარელ თემაში biggrin.gif
ეხლა ვკითხულობ ზურაბ კიკნაძის "ანდრეზებს". ძალიან კარგად წერს ყველაფერზე ვისაც გაინტერესებთ ეს თემა მოკლედ აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი http://reso-kiknadze.de/bua/and+yda.pdf





--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 15 2015, 12:57 AM
Post #27


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან მომეწონა მეც. l_daisy.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 15 2015, 12:58 AM
Post #28


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აშექალი
აშექალი იყვ მოწმოელი ქალი. ერთ გვერდი ეშმაკებს შჭერივა
დ’ ერთი ანგელოზებს. აშექალივ ესეთ მკითხავ ყოფილავ, რო კაცის
დღე იცოდავ. ხანავ საფარველ დაიდვისავ აშექალმაო დ’ ვეღარავინ
ნახისავ ისივ. ხანავ კი გამაცხადებით დავიდოდისავ. ერთხან გადამხტარ
აშექალი ალაღებულს წყალში მოწმაოს ძირა, დაკარგულას,
წაუღავ წყალს აშექალი დ’ ყველას ის ღგონები, ქვე თუ მაკვდავ.
მაშინ ჟინვან რუსის ჯარ მდგარ წყლის პირშია დ’ აშექალი, აი,
ჯარის ბოლოში ამამაძვრალ წყალშიით. წამასულას, შუას ჯარზე
გამაუვლავ. ჯარს რო უნახავ აშექალი წყალშიით ამამძვრალი დ’
ტალავარივ არც კი ხქონდავ დალაფებულივ, რუსის ჯარს გახკვირებივა
დ’ თანაც დაშინებულან, ეს რა ამაძვრავ წყალშიითავ. ტალავარივ
დალაფებულ არ აქვავ. მიმდგარ-მამდგარას რუსის ჯარი დ’
შუაზე აშექალს გამაუვლავ.
აშექალმ თქვისავ, რო სამს წელსავ ხახმატის ჯვარის მეჯინიბე
ვიყავივ. ხახმატის გიორგისავ წითელივ ცხენი ხყვანდისაო
დ’შუბლზედავ საღარი იყვისაო. რახან საისკე გაემართისავ, გიორგისავ
ნისლის კოტორ გახყვისავ თანავ. ხალხ ვერ ხედევდისაო დ’ მე
კი ვხედევდიდივ. რახან მავიდისავ გიორგივ, შორით მაგვედინისავ
იმის ცხენის ბიბინიო დ’ მემრავ ნისლის კოტორნ მავიდიანაო დ’
გიორგი კი არ ჩინდისავ. თავის საარსოში რახან მავიდისავ გიორგივ,
მაშინ ახხდიანავ ნისლის კოტორნივ. თაოდ თავის საკადრის ადგილზე
წავიდისაო დ’ ცხენივ იმაში დარჩისავ. მე შავიყვანიდივ ცხენიო
დ’ გაუშვიდივ საჯინიბოშიავ. ასეთ საჯინიბო იყვისავ, რო შიგ
შასვლა მეხათრებოდისავ. ცხენიც ისეთ გაწმედილი ხყვანდისავ, რო
შუქთ უტევდისაო დ’თავლაშიავ სრუ თამაშობდისავ, სრუ ტოტებზე
დგებოდისავ. სხოივ ვერვინ თავლას ღნახევდაო დ’ ვერც ცხენსავ ჩემ
მეტივ. ცხენივ სრუ შაკაზმულ იდგისაო დ’ საითაც ვინ შველასაო დ’
დახმარებას შამასძახნებდავ, გაუღიდივ კარივ, ცხენივ გამავარდისაო
დ’ გიორგი ხახმატის ჯვარ რო შაჯდისავ, ვერ მივასწვრიდივ თვალიო
დ’ ნისლის კოტორნ გაემართნიანაო დ’ დაიკარგისავ, წავიდისავ
მისაშველებლადავ. ცოტაი ხნითგეს იქავ დაბრუნდისავ. იმ ცხენის
საჯინიბოში რაპრაპი იყვისავ, რო თვალთ არ იყრიდავ. იმ ცხენსავ
არც სმა უნდოდაო დ’ არც ჭამაივ. ეეგრ იყვავ. ბოლოსავ გამიწყრავ
ხახმატის ჯვარიო დ’ გამამაგდავ მეჯინიბობაზეითავ. სრუ ცოტას
საქმეზე კი გამიწყრავ: შამაზძახნავ საითამ ვინამავ შველვაივ. მე
იმ დროს იქ არ დავხვდიო დ’ ცხენსავ კარ აღარ გაუღივ. რო მივედივ,
მიაც საფარველს ამეხადაო დ’ ვეღარც ცხენი ვნახეო დ’ ვერც
საჯინიბოივ. მემრ გავიგივ, რო გიორგი გამწყრალიყვავ ჩემზედაო
დ’ იმით მამსვლიყვავ ეს ამბავივ, რო საფარველ ამხდიყვავო დ’ იმ
დღიდგესავ აღარც ხახმატის ჯვარ მინახავაო დ’ არც იმის საღარ
ცხენივ. ხოლოთ ეგრ კი გავიგონებავ ხახმატის ჯვარის ცხენის ფეხის
ხმასავ, რახანავ დასაშველებლად ვისად მივიდოდისავ, ისით გრიალს
გაიტანისავ, რო კაც იტყვისავ, მიწა თუ იძვრისავ.
ბოლოს აშექალი ისრ გამკითხავებულ, რო ფშავლებიო დ’ ხევსურებივ
საკითხვიებლად მისულებივ ჯარ იყვისავ იმის კარზედაო
დ’ კაცის დღეს იგებდისავ აშექალივ.
აშექალ მოკვდა ძალიან დაბერებული დ’ სიკვდილამდინ არც
მკითხაობისად დაუნებებავ თავი.
ალ. ოჩ. M 17, რვ. 34


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 27 2015, 12:22 PM
Post #29


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგეც ხევსურული ჯვრის პატივისცემა:

მარხვედ მტკივი ფახ-ოხერო, ძილსაც აღარ მაძინება,
აბაბაი შამაწუხე, კინაღითა მატირება.
წელწად-ნუხრა შამაგვიდის, მამახარეს ყმაწვილებმა.
წელწადს წუხრას ჯვარჩი წაოლ, რახელ კათხებს დავზინება,
საგონსა და საჯავროსა მაგით გადვიფათილება.
მივდგ-მოვდგები სწორებჩია, ერთსაც არ ვიმჯობინება.
ჯვარო, ზეისტეჩოურო, მე ძალია მაშინება,
ქალსთან წოლას ნუ დამიშლი, თორე შამოგაგინება.
laugh.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 7 2017, 11:46 AM
Post #30


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თერგვაული გვიამბობს:
ავდეგ, ღვთის კარით გავემზადე, წამუელ ქაჯუეთისაკე, ქაჯთ ბაზარი ჩავიარე. ქაჯთ ერთი ღვთის ნასახ დაეჭირათ, სახედარივით ხმარობდეს, ზედა სხდებოდეს. რო დამინახეს, მეც შამატყვეს რო, ღვთის ნასახიაო. შამამეხვია ქაჯთ ლაშქარი თეთრსა მთის ქორსა თერგვაულსა. ერთი მწევარ მეტანა იქა. კაბის კალთებს მეფარებოდა შიშითა. ქაჯებ დამიჭერენო. საგმირო დავმალე კაბის კალთაშია. შავისა ბადე გადავიცვი. მაშინ ქაჯთა ბუქრას შეატყობინეს ხემწიფესა. ყვირალ (დევი) ყოფილა საკვირველი: ცხრა თავ ჰბმიყვა, ცხრა სახედავ ჰქონიყვა, თითო თვალ თითო თავზედა. ბუქრა მოვიდა, როგორც გორი ისეთი იყო. მკლავებს იხვასტევდა ბუქრაი. ცხრა სახედავ დაეცქვიტა. გავშალე ოქროს ქსოვილი ჰაერზედა. შავის ბადეიც გადავაგდეო, საგმირონიც გავავლე ჰაერშიაო. ცა რვალივითა აჩქარდისაო. ბუქრამ შაიტყვა, რომ ცეცხლი აჰჩინდა, ცხრა სახედავითა მანანა დაყარნა (ცრემლი). ქაჯნი შავს მორევს მიებარნესო. ბუქრამ მე ჩოქ მომიხარაო. მარგალიტ იყვა ზღვისპირზედა, კაბის კალთაით წამოვიღეო, ღვთის კარს მივართვი მორიგესა.
თ. რაზიკაშვილი

თ. რაზიკაშვილი:
"ეს თერგვაული აქამდის არა ჩანდა, ანდრეზი კი იყო, რომ უწინ ძრიელი სალოცავი ყოფილა. "ქუდსახდელას" ეტყვიან, გორზე გზა გადადის, ამ გორის პირდაპირ ერთი დიი გორია, იმ გორისკენ თუ ქუდი არ მოიხადა და არ დაიჩოქა გამვლელმა, არ იქნება. იმ დიდ გორაზე დიდი ნახატარიც არის. იქა ყოფილა ის თერგვაული, ხალხსაც მარტო სახელი სცოდნია, რომ თერგვაული მდგარა იქა. ის ხატი ახლა გამოცხადდა. იმ ხატს ოთხი ქადაგი ჰყავს. ის ქადაგები ისე წმინდობენ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ქალისა კაბაც კი არ უნდა მოხვდეთ".


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 11 2018, 12:29 AM
Post #31


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან მიყვარს განსაკუთრებით ღვთის შვილებზე და დევებზე ნამდვილად თვითონ უყურებდნენ ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ!
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:26 PM