IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება
GuddaX
post Jul 24 2011, 06:43 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 21-July 11
Member No.: 6,518

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს. bf_nonew.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 24 2011, 07:33 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მესმის შენი გულისტკივილი და რასაც ამბობ ეგრეა და ახალი არ არის ))
მაგრამ ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავ. ეს ადამიანზეა დამოკიდებული. თუ ოდნავ მაინც სულიერად განვითარებულია, იგი ნებისმიერი რელიგიიდან თავისი განვითარებისთვის საჭირო მარცვლებს ამოკრეფს და დოგმებს გვერდით გადადებს.
ვისაც შიშში და გაურკვევლობაში ურჩევნია ცხოვრება და საკუთარ სულში არ ჩაუხედავს, ის ბრმად იჯერებს რასაც ეუბნებიან. ეს მათი არჩევანია wink.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 24 2011, 07:44 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველანი ამ ქვეყანას მარტო მოვდივართ და ასევე მარტო ვტოვებთ , რამდენი ადამიანიც არ უნდა გვედგას ამ დროს გვერდით. აქ მოსვლის აზრიც ყველას კონკრეტულად ჩვენ-ჩვენი გაქვს. ქრისტეც მოვიდა თავისი მისიით და თქვა,მ რომ სიტყვა კლავს ხოლო რცმენა აცოცხლებსო. ამიტომ თუ სიყვარულით და რწმენით მიუდგები ყველაფერი გაგაცოცხლებს და არ მოექცევი ჩარჩოებში. ცუდი და კარგი სად იწყება და სად მთავრდება ვერავინ იტყვის ზუსტად. და ვერც იმას იტყვის ადამიანი დარწმუნებით, რომ თუ მიეცემა საშუალება გამოიყენებს მისთვის მიცემულ ძალა-უფლებას სატავისოდ თუ სხვების კეთილდღეობას მოახმარს. ეს მარტივად ჩანს თუნდაც მსობლისა და შვილის დამოკიდებულებაში. რაოდენ ფანტასტიური ურთიერთობას არ უნდა ჰქონდეთ, მეტი ძლაუფლების მქონე ცდილობს თავის გავლენის ქვეშ მოახვედროს მასზე დამოკიდებული. მე პირადად გარკვეული შეხედულებები მაქვს რწმენასთან დაკავშირებით და არ ვთვლი რომ ჩემი რწმენის მატარებელი ადამიანების კრებაში ყველა ასე ხელაღებით გადასაყრელია. თვალები იმისთვის გვაქვს რომ ვხედავდეთ , ხოლო ყური რომ ვისმინოთ, კიდევ გვაქვს გონი და გულის-ყური. ადამიანს ყველაფერი აქვს იმისთვის მიცემული რომ დაინახოს და გაიგონოს, შეიგრძნოს და არჩევანი გააკეთოს. ამაში არავინ უშლის ხელს. ის რომ სულ ვირაცას ვადანაშაულებთ, ნებისმიერ სიყტუაციაში მხოლოდ საკუთარი შეცდომების დაფარვის და თავის გამართლების საშუალებაა.

ეცადე გაისუფთავო გული, აავსო სიყვარულით და მერე ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას. იარე შენ მიერ არცეული გზით და არავინ არასდროს არ დაადანაშაულო. არავინ და არაფერი არ არსებობს შენს გარშემო ამ გზაზე, რომელიც შენ აირჩიე და შენ უნდა განვლო.
smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jul 24 2011, 08:07 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(GuddaX @ 24th July 2011 - 06:43 PM) *
რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან).


ამაში 100 % მართალი ხარ ... თუ ორგანიზებულ რელიგიებს გულისხმობ

საერთოდ სიტყვა რელიგია იქცა სხვების მიერ ორგანიზებულ რწმენის სინონიმად ....... რაც ყველაზე სამწუხაროა ჩემი აზრით

ნუ დანარჩენი რასაც წერ რო გვეშინია და იმიტომ გვინდა რო გვწამდეს და რაღაცეები ეგ ათასგზის გადაღეჭილი ამბებია ........

თან იმთ მხრიდან არის გადაყეჭილი ვინც თავის მხრივ სულიერებას აღიქვავდა როგორც ორგანიზებული რელიგიებისგან შემოთავაზებულ დოგმებს


არადა ძაან კარგი სიტყვაა რელიგია რომელიც კავშირს ნიშნავს

ასევე ძაან კარგი სიტყვაა ღმერთი რომელიც ყველაფერს ნიშნავს

ასევე ძაან კარგი სიტყვაა რწმენა რომელიც სიყვარულს ნიშნავს

მარა ყველაზე დაბინძურებული სიტყვებია ..........










--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
harry
post Jul 24 2011, 08:24 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 27-November 10
From: T
Member No.: 6,314

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რელიგია ერთადერთი რამაა რაც ადამიანს "წყნარად" ყოფნას აიძულებს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
GuddaX
post Jul 24 2011, 08:37 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 21-July 11
Member No.: 6,518

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
მომწონს შენი მოსაზრება, მაგრამ არჩევანის თავისუფლება შენს ბოლო წინადადებაში "ცხვრის ფარის" მენტალური აზროვნების სფეროა და ცნობიერ აზროვნებას თიშავს ქვეცნიბიერისგან, ანუ იმის თქმა მინდა რომ კაცობრიობა მისი არსებობის დღიდან ზოგადად ვერ გამოდის გაუცნობიერებლის ქსენოფობიისგან.


td.........
ამიხსენი წინადადებაში "სიტყვა კლავს, რწმენა აცოცხლებს", სად ამოიკითხე, ან ბიბლიის რომელ გვერდზე წერია, მეც მაინტერესებს. ცუდი და კარგი სად იწყება რომ არ იცის კაცობრიობამ ეს არის სწორედ ჭეშმარიტების გზიდან აცდენის მიზეზი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 24 2011, 09:53 PM
Post #7


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით, რელიგია გარკვეულ დახმარებას უწევს ხალხის გარკვეულ ნაწილს. ზოგი ეკლესიაში ნახულობს შვებას, ზოგი ბუნებაში, ზოგი სახლში და რავიცი, ზოგიც მარტო თავის თავში ეძებს შვებას... ზოგი ორს ერთმანეთში ათავსებს და ა.შ.

სამუდამო არაფერია და ყველაფერი იცვლება, წარმოდგენები, შეხედულებები. დღეს შეიძლება ეკლესიაში დადიოდე მარა ხვალ მიხვდე რო აღარ გჭირდება. ან პირიქით შეიძლება არ დადიოდე და მიხვიდე და გაძლიერდე სულიერად.
ნუ მე მაინც ვფიქრობ რომ ეკლესია ასე თუ ისე ხალხს ეხმარება თავისი ცოდნის ფარგლებში. ყოველშემთხვევაში გამიზნულად ხალხის დაბოლება არ არის მიზანი, ეს ძაან გაზვიადებული ნათქვამია. თუ ახლა ვიღაცა ფანატიზმში გადაიჭრება, ეგ ეკლესიის რა ბრალია.
შეიძლება ნებისმიერ რაღაცაზე გააფანატოს ადამიანმა (თუნდაც იმაზე რომ ეკლესია შეიძულო და გმობდე ყველგან ეგეც ფანატიზმია).
სულიერ მაძიებლებში სხვათაშორის ძაან ხშირია ფანატიზმი, რაც რათქმაუნდა არ ვარგა - აბრმავებს, აჯაჭვებს.

რავიცი ახლა ყველაფერს შეიძლება კარგი და ცუდი გამოუძებნო, თუ გამოძებნა გინდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Jul 24 2011, 10:08 PM
Post #8


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველა რელიგიას შეუძლია ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს ადამიანი, ოღონდ არა შიშით, არამედ დიდი სიყვარულით. არცერთ რელიგიას (ყოველ შემთხვევაში რამდენადაც მე ვიცი) არ უწერია რომ უნდა გეშინოდეს ღმერთის, ეს მერე არის მოგონილი, რომ მასები მართონ. შიში ძალიან ძლიერი სამართავი იარაღია.
ბევრს კი უბრალოდ ჭირდება რელიგია. ცოტა ეზარებათ აზროვნება და ურჩევნიათ დაწერილი დოგმებით იცხოვრონ.
ზოგი უბრალოდ პოულობს ღმერთს საკუთარ თავში.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ყველას ჩვენი გზა გვაქვს ჭეშმარიტებისკენ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
GuddaX
post Jul 24 2011, 10:13 PM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 21-July 11
Member No.: 6,518

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
ფანატიზმი თავისი შინაარსით გამორიცხავს თავისუფლებას ასე,რომ ფანატიზმში გადაჭრა ნიშნავს გარკვეულ უკიდურესობაში გადავარდნას, რაც ადამიანს ამ ქვეყნად მოვლინების აზრის სიცხადეს უფრო და უფრო აშორებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 24 2011, 10:23 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GuddaX
ციტატა(GuddaX @ 24th July 2011 - 08:37 PM) *
სად ამოიკითხე, ან ბიბლიის რომელ გვერდზე წერია, მეც მაინტერესებს

2-ე კორინთელთა ,3:6

"რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა,
არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს."
ცოტა არასწორად ვთარგმნე... უკაცრავად.

წიგნი აქ იგულისხმება კანონი.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
litasi
post Jul 25 2011, 12:28 AM
Post #11


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 10-March 10
From: in my soul
Member No.: 6,174

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GuddaX გეთანხმები....

ნებისმიერ ინფორმაციაში დევს თავისებური მარცვალი, მათ შორის რელიგიაში არსებულ ინფორმაციებში, ოღონდ ამას სწორად გაგება და აღქმა სჭირდება....

სამწუხაროდ რელიგიაში ფეხის შედგმა და დოგმების ქარცეცხლში მოხვედრა ერთია, ასე რომ ნებისმიერი რელიგიის მიყოლა და ჩაყოლა, როგორც დღეს ესმით, საბოლოოდ მაინც დოგმატიკასთან მიგვიყვანს, რაც აჩერებს განვითარებას


სამწუხაროდ შემიძლია ვთქვა, რომ ეკლესია დღეს ესაა ადგილი, სადაც აბსოლიტურად მუხრუჭდება ადამიანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Jul 25 2011, 11:22 AM
Post #12


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მრწამ ერთი ღმერთი და სხვა არავინ.


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Jul 25 2011, 01:22 PM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანები მივლენ იმ დასკვნამდე რომ ცრუ რელიგიას მიაკუთვნებენ.


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jul 25 2011, 02:05 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არსებულ რელიგიის შექმნას აქვს თავის მიზანი, მარა ეს მიზანია ძალინ საშიშია და არავინ არიცის ))


ისე ამ ფორუმზე აკრძალულია მსგავსი თემები და მერე ამ თემის გადატანა მოგვიწევს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Jul 25 2011, 10:38 PM
Post #15


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რელიგია გულს აცრუვებ მხოლოდ უცოდინარები და ან სათავისოდ ვინმე გამოიყენოს-1.
რელიგია არავის არ უბნევ გონებას და აზროვნებას მხოლოდ ადამიანები უბნევენ - ეგრეს წოდებული პატრიარქები , ეგრესწოდებული ცრუ სექტა და ა.შ.
გონიერი ადამიანი მიხვდებოდა თუ რა არის რელიგია.


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jul 26 2011, 02:35 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(GuddaX @ Jul 24 2011, 06:43 PM) *
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს. bf_nonew.gif


ეს ძალიან ფაქიზი თემაა, და საჭიროდ მიმაჩნია მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, ჯერ რელიგიის განმარტებისას (განმარტებით ლექსიკონებში სხვადასხვა დეფინიციები არსებობს) და მერე ამ განმარტების მიხედვით გაკეთებული დასკვნებისას.

ის რაც ჩვენ ისტორიიდან ვიცით, თუ როგორ ზემოქმედებდა რელიგიები მასებზე (რელიგიური ომები, ფანატიზმი, ინკვიზიცია,) ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე რელიგია ბოროტების წყაროდ იყო ჩაფიქრებული. ამ მძიმე სინამდვილის მიზეზი, არაერთია! იგი კომპლექსურია და მისი გარკვევა დიდ დროს მოითხოვს . .

როგორც გაუტამა ბუდა აღნიშნავდა. . სამყარო და სინამდვილე პორციალურია. .ანუ დაკვანტულია გარკვეულ ფრაგმენტებად, ასე რომ ნებისმიერი მოვლენისა და განსაკუთრებით ადამიანის ბუნების ასე სწორხაზოვანი წარმოდგენა–რა ვიცით, რა არ ვიცით, სად ვართ მოქცეული, რისი გვეშინია ან სხვა ასეთი ფრაზები, არა მგონია სრულიად, ან თუნდათ ნაწილობრივ ასახავდეს სინამდვილეს..

შიშის ფაქტორი, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, მას რელიგია "ცოდვის" ცნების შემოტანით ბადებს. რაც შეეხება მორჩილებას, აქ საქმე უფრო რთულად გვაქვს, რამეთუ გასარკვევია პიროვნების რაობა და მისი დამოკიდებულება რელიგიურ წყაროსთან მიმართებაში –რას ვესწრაფვით და რა გვინდა, თუ თავისუფლებას ვეძებთ (აღმოსავლური რელიგიების ძირითადი დოქტრინა "განთავისუფლებაშია") მაშინ რატომ უნდა ვემორჩილებოდეთ ვინმეს, ან ვიზღუდებოდეთ რომელიმე დოგმით!? ამ პრობლემის გასაღები თვით ადამიანშია და მას ნდობა და უანგარობა ჰქვია, ვისაც მიენდობი და მის მიმართ სიყვარული გაგიჩნდება შენდა უნებურად ემორჩილები კიდეც!

რელიგიის განმარტებას რაც შეეხება–ჩემი აზრით რელიგია ეს არის "დაო" ანუ გზა რომელსაც განგებასთან მივყავართ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jul 26 2011, 02:55 PM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით არსებული რელიგია არის ადამიანების ნეგატიური პროგრამირება რომელიც თავის ზეგავლენას საუკუნეებით წინასწარ აპროგრამირებს, ეს ყველაფერი ხდება იმიტომრომ სულები დაბალ სიხშირეზე ამყოფონ, და მათი უარყოფითი ენერგია საკვებად გამოიყენონ)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jul 26 2011, 03:59 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გეთანხმები ზეტ, მაგრამ ზოგადად ეს რელიგიური სისტემა ვერ მიიღებდა ამხელა მაშტაბებს და ძალას რომ არა ის ჭეშმარიტების საძირკველი, რომეზეც მერე ეს უზარმაზი ტყუილების ცათამბრჯენია დაშენებული. ხოდა მერე უკვე ამ სისტემაშI მოხვედრილ ადამიანზეა დამოკიდებული რომელს დაინახავს. ზოგი გვიან ხედავს, ზოგი, ცოტა არე, ზოგიც ვერასდროს..


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 26 2011, 04:07 PM
Post #19


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(haeri @ 26th July 2011 - 05:35 AM) *
–ჩემი აზრით რელიგია ეს არის "დაო" ანუ გზა რომელსაც განგებასთან მივყავართ!

გეთანხმები, რომ ყველა რელიგიის საწყისი ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზაა, მაგრამ დროთა მანძილზე, ჩვენ, ჩვენი არასრულყოფილების გამო, და იმის გამო, რომ ასეთია ჩვენი ბუნება, ვცვლით, ვამახანჯებთ, შემოგვაქვს ათასი დოგმები და აკრძალვები, ვსვამთ ერთეულების მიერ შექმნილ ჩარჩოებში, ვქმნით ეგრეგორებს, რომელიც უკვე ძალიან შორსაა პირველსაწყისიდან, და რომ იმ ჭეშმარიტების მარცვალს მივაგნოთ საუკუნოვანი სტერეოტიპების ნგრევაა საჭირო, რაც არც ისე ადვილია, და არც არის გასაკვირი, რომ რელიგია, ზოგადად, გაღიზიანებას და პროტესტს იწვევს მათში, ვინც ამ ჭეშმარიტებას ეძებს. თუმცა მაინც ვერ დავეთანხმები Zet-ს, რომ რელიგიის მიზანი ადამიანთა ნეგატიური დაპროგრამება არის. ესეც ჩვენი არჩევანია, თუ ჩვენ ფანატიზმამდე ავიყვანთ რომელიმე რელიგიას, მაშინ ჩაირთვება ნეგატიური ეგრეგორი, მაგრამ თუ ჩვენ იმ ჭეშმარიტების საძიებლად გულით შევხედავთ, გულით შევალთ რელიგიაში, და არა თვალებდახუჭული, ბრმა რწმენით, ამაში უარყოფითი და ნეგატიური არაფერია, პირიქით, ესეც ერთ-ერთი გზაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 26 2011, 04:19 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პრობლემა რელიგიებში არაა, თავად ადამიანებშია, თორემ ნებისმიერი ადამიანი, ვინც გულწრფელია ღმერთთან ურთიერთობაში და ვთქვათ არასწორ რელიგიურ გზაზე დგას, ღმერთი მაინც ანახებს ჭეშმარიტებას, ასე რომ რელიგიას ნუ დავაბრალებთ... ყველა იმას იღებს, რაც ქვეცნობიერად უნდა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

11 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:33 PM