IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> მთვარე - მთვარის ცნობილი და უცნობი ღმერთები
tikoroma
post May 9 2013, 10:26 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალაჰი - მთვარის ღმერთი
მთვარის ღვთაების ტაძრები აღმოჩენილია თურქეთის მთებიდან მდინარე ნილოსამდე, სადაც გავრცელებული ყოფილა მთვარის ღმერთის თაყვანისცემა. შუმერული თიხის ფირფიტებით ირკვევა, რომ მთვარის ღმერთს სხვადასხვა სახელი ჰქონდა, მათგან ყველაზე გავრცელებული იყო ნანა, სინ და ასიმბაბარ. მისი სიმბოლო იყო ნახევარმთვარე. მთვარის კულტი პოპულარული იყო მესოპოტამიაში, ასურელები, ბაბილონელები და აქადები თაყვანს სცემდნენ მთვარის ღმერთს - სინს.
ძველ სირიაში მთვარის ღმერთს გამოსახავდნენ ნახევარმთვარის სახით, ამავე დროს ნახევარმთვარეში ჩასვევს სავსე მთვარე, რაც მისი ფაზებზე მიანიშნებდა. მას ეკავა წამყვანი ადგილი ასტრალურ ტრიადაში - სინ იყო მთავარი ღმერთი, მზე (შამაშ) მისი მეუღლე, ხოლო იშთარი (ვენერა) - მისი ქალიშვილი.
ძველი აღთქმის ღმერთი გამუდმებით საყვედურობს ისრაელიანთ მთვარის თაყვანისცემის გამო. როცა ისინი კერპთაყვანისცემას უბრუნდებოდნენ, ჩვეულებრივ ეს იყო მთვარის ღმერთი. ხბოს ოქროს კერპის ჩამოსხმა სწორედ ამაზე მიუთითებს. ხბო (ხარი) იყო მთვარის ღმერთის სიმბოლო.

ისლამის სწავლებით ალაჰი არის უმაღლესი ღმერთი-შემოქმედი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს მთავარანგელოზ გაბრიელის მეშვეობით წინასწარმეტყველ მუჰამედს გაუმხილა, რომ ის არის ღმერთი ალაჰი, სამყაროს შემოქმედი.
ყურანი არ განმარტავს სიტყვა „ალაჰს“, არ ამბობს თუ ვინ იყო ის სინამდვილეში.
წარმართულ პერიოდში არაბები „ალაჰს“ მთვარის ღმერთს უწოდებდნენ.
ისლამამდე არაბები თაყვანს სცემდნენ - მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, პლანეტებს, ხეებს, ცხოველებს, ბუნების ძალებს და ა.შ. ხოლო ალაჰი იყო მთავარი ღმერთი და ღვთაება ქურაიშისა, ტომის, საიდანაც იყო მოციქული მუჰამედი.
არაბები გამოიყენებენ სიტყვა ალაჰს, ღმერთის მნიშვნელობით. Abdullah - ნიშნავს მონა-ღვთისა. ის რომ, მუჰამედის მამას ერქვა აბდულა, მიანიშნებს რომ ამ სახელს გამოიყენებდნენ წარმართულ ხანაშიც.
დღესაც არაბები (როგორც სხვა ხალხები), მწუხარების ან გაოცების ნიშნად წამოიძახებს - ია ალაჰ (ო ღმერთო).
ისტორიკოსი Albert Hourani-ის განცხადებით, არაბულად „ალლაჰ“ „ღმერთს“ ნიშნავდა და ეს საკუთარი სახელი არ არის.
მუსლიმანები თაყვანს სცემენ ღმერთს - ალაჰს. ისინი აცხადებენ, რომ ისლამური რელიგია უწყვეტი გაგრძელებაა ბიბლიისა, მაგრამ არქეოლოგიური კვლევები ამტკიცებს, რომ ალაჰი წარმართობიდან იღებს სათავეს. ალაჰი არის იგივე წარმართული მთვარის ღმერთი, რომელიც დაქორწინებული იყო მზეზე, ხოლო ვარსკვლავები მათი შვილები არიან.

ქააბში, სადაც მუჰამედი გაიზარდა, მთვარის ღმერთს უწოდებდნენ ჰუბალ და ალაჰ. მას შემდეგ რაც მუჰამედი გახდა მონოთეისტი ქრისტიანობის გავლენით, მან შეწყვიტა მთვარის თაყვანისცემა, თუმცა მათი ღმერთის სიმბოლოდ კვლავ რჩება ნახევარმთვარე.
ვის შეუძლია უარყოს, რომ მთვარეს დიდი გავლენა აქვს მუსლიმანთა ცხოვრებაზე? მთვარე ითვლება მათთვის ყველაზე წმინდა ასტრალურ ობიექტად, მთვარე არის ხელმძღვანელი ყველა მუსლიმანური რიტუალების და დღესასწაულების - იდების და რამადანისა. მათი სიმბოლოა ნახევარმთვარე და ვარსკვლავი.
ისლამში გადმოტანილია არაბთა წარმართული რიტუალები. რამადანის აღნიშვნა, ქააბის გარშემო შვიდგზის შემოვლა, შავი ქვის კოცნა, თავის გადაპარსვა, ლოცვა მექის მიმართულებით, ლოცვა პარასკეობით - ვერავინ უარყოფს რომ ეს ჩვეულებები მუჰამედამდეც არსებობდა.
ისტორიული ფაქტია, რომ მექაში, სადაც იყო შავი ქვა (სავარაუდოდ მეტეორიტი) ხდებოდა წარმართული ღვთაების თაყვანისცემა.

1950 წელს არქეოლოგებმა გათხარეს მთვარის ღმერთის მთავარი ტაძარი ჰაძორში პალესტინაში, სადაც მთვარის ღმერთის ორი ქანდაკება იქნა ნაპოვნი. ეს იყო მჯდომარე მამაკაცის ქანდაკებები, მკერდზე ამოტვიფრული ნახევარმთვარით. წარწერები ცხადყოფს, რომ ეს მთვარის კერპები იყო. იქვე ნაპოვნი სხვა ქანდაკებები, წარწერების მიხედვით, მთვარის ღმერთის ქალიშვილები არიან.
ათასობით წარწერა კედლებსა და კლდეებზე ჩრდილოეთ არაბეთში, ასევე წარწერები ლარნაკებსა და თასებზე, გვიჩვენებს, რომ თაყვანს სცემდნენ ალაჰის ქალიშვილებს (daughters of Allah - ნიშნავს ღმერთის ქალიშვილებს. სამი ქალწული - Al-Lat, Al-Uzza, და Manat - წარმოადგენენ მთვარის ღმერთის ქალიშვილებს. მათი კულტი იყო გავრცელებული არაბეთში ისლამამდე.

სახელი „Al-Uzza“ ნიშნავს - ერთიან ძალას, ეს იყო დილის ვარსკვლავის ქალღმერთი. სახელი „Al-Lat“ უბრალოდ „ქალღმერთს“ ნიშნავს, როგორც „Al-Lah“ ნიშნავს „ღმერთს“. „Manat“ - მოხუცი ქალღმერთი, იყო ბედის ან დროის ღვთაება. ზოგჯერ ისინი მოხსენიებულნი არიან ღმერთის ქალიშვილებად „the daughters of Al-Lah“, ზოგჯერ კი ალ-უზა და მანათი, ალ-ლათის ქალიშვილებად იწოდებიან.

ალ-უზა ეტოლება ცისკრის ვარსკვლავს, ვენერას. მას ბევრი საერთო აქვს იშთართან და ასტარტასთან.
ალ-ლათს (იგივე al-Illahat), ჰეროდოტე აფროდიტესთან, სხვები კი ათენასთან აიგივებენ და დიდ დედას უწოდებენ.
მზეს არაბეთში უწოდებენ შამს (Shams), (შუმერები - შამაშ), იგი ქალ-ღვთაებად ჰყავდათ წარმოდგენილი. მისი საკურთხეველი იყო ქალაქ Ta'if - მექას გარეუბანში. მისი სიმბოლო იყო ნახევარმთვარე,
ჩანს მანათი იყო არაბების უძველესი ღვთაება. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით თაყვანს სცემდნენ შავ ქვას მექას ახლოს (She was particularly worshipped as a black stone at Quidaid, near Mecca).

არაბთა წარმართული ქალღმერთები








--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 9 2013, 10:30 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისლამური სიმბოლოები:




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post May 9 2013, 10:58 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი თემაა თიკო, განავრცე და მეც მოგეხმარები wink.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post May 9 2013, 11:13 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შივაც მთვარის კულტთანაა დაკავშირებული:




კრიშნაც მთვარის დინასტიიდანაა...

რამა - მზის დინასტიას ეკუთვნის.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 9 2013, 11:40 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
ქრისტიანობის ეკუმენიზმზე რამდენს ლაპარაკობენ, ჩვენ ყველა გავაერთიანოთ წარმართული და დღევანდელი რელიგიები biggrin.gif
Atm@n
ვედებიც იყო ნახსენები, მაგრამ არ შევეხე, ეგ შენი სფეროა biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post May 10 2013, 12:32 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atm@n @ May 10 2013, 12:13 AM) *
რამა - მზის დინასტიას ეკუთვნის.

რამა ვინ არის? რა ისტორიაა რამაზე?


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalkeri
post May 10 2013, 03:18 AM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 47
Joined: 5-May 13
Member No.: 7,078

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



nicshec mtvaris dinastiidanaa.
shopenhaueri ufro-mzis dinastias ekutvnis.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 10 2013, 07:45 AM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
good.gif
ძალიან კარგი თემაა smile.gif ბევრი ახალი ინფორმაციაა ჩემთვის. საინტერესოა სამი ქალის კულტი.
მე მთვარე ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ან მუსულმანი ვიყავი ან ბუდისტი არვიცი biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post May 10 2013, 07:55 AM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
"რამა ვინ არის? რა ისტო
იაა რამაზე?"


"რამაიანა" - ისტორია, რომელშიც რავანა (დემონი) იტაცებს სიტას და მთელი ისტორია სიტას გადარჩენაზეა. სხვათა შორის ფაბულით ძალიან წააგავს ვეფხისტყაოსანს.

რამა კიდე კრიშნამდე მოსული ავატარია. კრიშNა თავის ისტორიებშI ამბობს კიდეც, რომ მოვიდა უკვე როგორც რამა.

ეს ახალი ანიმაციაა რამაიანაზე:

http://www.youtube.com/watch?v=gPKv6ZRyoAI


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post May 10 2013, 10:05 AM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლა კარგი თემაა!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post May 10 2013, 03:18 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atm@n @ May 10 2013, 08:55 AM) *
Lashapoli
"რამა ვინ არის? რა ისტო
იაა რამაზე?"
"რამაიანა" - ისტორია, რომელშიც რავანა (დემონი) იტაცებს სიტას და მთელი ისტორია სიტას გადარჩენაზეა. სხვათა შორის ფაბულით ძალიან წააგავს ვეფხისტყაოსანს.

რამა კიდე კრიშნამდე მოსული ავატარია. კრიშNა თავის ისტორიებშI ამბობს კიდეც, რომ მოვიდა უკვე როგორც რამა.

ეს ახალი ანიმაციაა რამაიანაზე:

http://www.youtube.com/watch?v=gPKv6ZRyoAI

ხო მაქვს ეს ანიმაცია ადრე ნანახი, კარგი რამეა და მართლა ჩამოგავს ვეფხისტყაოსანს


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalkeri
post May 10 2013, 10:03 PM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 47
Joined: 5-May 13
Member No.: 7,078

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Reigani-mtvarisaa
Gubaz sanikidze -Mtxlis. biggrin.gif
mtvare mec ki mikvars ise mamas hqonda kai teleskopi (davshale me gamoshterebulma( daje fotoebs igebda, turqetshia kidev dzaan magari refraqtor- telescopebi cota dzviria magram girs.

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 25 2013, 05:25 PM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.dhushara.com/book/orsin/origsin.htm


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
honey9
post Aug 17 2013, 09:32 AM
Post #14


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 17-August 13
Member No.: 7,164

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



i would like to appreciate you for sharing such a great info with us


--------------------
testking testking 200-001
Certkiller a+ certification training Certkiller a+ certification training
Certkiller 220-702 dumps Certkiller 220-702 dumps
Certkiller 350-050 dumps Certkiller 350-050 dumps
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Aug 26 2013, 01:06 AM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო თემა იყო თიკო მართლა ბევრი გიწველია გააგრძელე.

მაგრამ 1 დილემას წავაწყდი მოცემულ ინფორმაციასა და ჩემს ცოდნას შორის. ისტორიის მასწავლებელმა მე მასწავლა და მითხრა რომ სწორედ მთვარე იყო მისი დოქტორის ხარისხის თემა და რომ მთვარე ისლამურ კულტურაში 1456 წლიდან ანუ კონსტანტინეპოლის თურქების მიერ აღების დღიდან გვხვდება. მთვარე კი ბიზანტიელთა ანუ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ერთ-ერთი რელიგიური სიმბოლო ყოფილა...

ძალიან ძნელია ერთი ხელის მოსმით ვთქვათ რომ ისლამში მთვარე ალაჰის სიმბოლოა, იმის საფუძველზე რომ არაბები ანტიკური ხანიდან მე_7 საუკუნემდე წარმართები იყვნენ და რომ ისინი მთვარის კალენდრით სარგებლობენ. მემგონი არაა გასაკვირი რომ რამადანიცადა ბაირამობაც მთვარეზეა დამოკიდებული ისევე როგორც ჩვენი დღესასწაულებია მზის კალენდარზე აწყობილი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 31 2013, 07:14 PM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen
საინტერესო შენიშვნაა, ვეცდები გავაგრძელო
აქ მთვარის კალენდარზე უფრო სახელზეა აქცენტი გაკეთებული, რომ ალ-ლაჰს უწოდებდნენ წარმართობის დროინდელ უზენაეს ღმერთსაც და რომ ის იყო მუჰამედის ტომის მთავარი სალოცავი. მაგის გადამოწმება უფრო იოლია, მთვარე როდის გახდა ისლამის სმბოლო, ვიდრე ამ წარმართული ხლართების


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Sep 8 2013, 01:02 AM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთი შეხედვითაც ჩანს რო პაპსა ფილმი არ არის , ძალიან საინტერესოა მთვარეზე

ФИЛЬМ ''ЛУННЫЙ ВОСХОД''

http://www.youtube.com/watch?v=lNh3i0Bi5AA


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 6 2013, 03:47 PM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




მთვარის თაყვანისცემა და წმინდა გიორგი
/ივანე ჯავახიშვილი/
ქართველი ხალხის აზროვნებაში წმინდა გიორგის ძველი წარმართობისდროინდელი, ქართველების მთავარი ღვთაების, მთვარის ადგილი უკავია.
თავის გეოგრაფიაში სტრაბონი ამბობს:
"ალბანელნი ღმერთებსავით თაყვანსა სცემენ მზესა, ზევსს და მთვარეს, მეტადრე მთვარეს. მთვარის ტაძარი იბერიის მახლობლად მდებარეობს. მეფის შემდგომ ყველაზე უფრო პატივცემულ კაცად ის ითვლება, ვინც ტაძარს ემსახურება; იგი დიდსა და მჭიდროდ დასახლებულს ხატის მამულს განაგებს და ხატის ყმების უფროსად ითვლება, რომელთა შორის ბევრი ქადაგად დაეცემა და წინასწარმეტყველებს ხოლმე; იმას, ვინც მეტად ატაცებული ტყეებში მარტოკა დახეტიალობს, ქურუმები დაიჭერენ, კისერზე ჯაჭვს დაადებენ და ერთი წლის განმავლობაში ზვარაკად კარგა ასუქებენ ხოლმე; მერე მას მირონცხებულს სხვა საღმრთოებთან ერთად ღმერთს მსხვერპლად შესწირავენ ხოლმე. მსხვერპლად შეწირვა ამნაირად იციან: ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ჩვეულებრივ ლახვრის საშუალებით იციან ხოლმე. ერთი კაცი, რომელსაც ამგვარი ლახვარი აბარია, ხალხიდან გამოვა და ხერხიანად ლახვარს გვერდით შიგ გულში ჰკრავს ხოლმე. როცა ლახვარ-ნაკრავი მსხვერპლი დაეცემა მიწაზე, ქურუმები სხვადასხვა ნიშნებისდა მიხედვით მკითხაობენ და საჯაროდ ხმამაღლა აცხადებენ ხოლმე. როცა გვამს ერთს დანიშნულს ადგილას მიიტანენ, ყველანი თავიანთ თავის განსაწმენდად ფეხს დაადგამენ ხოლმე".
ალბანიის ერთი ნაწილი, სახელდობრ იბერიის მოსაზღვრე ადგილი, ქართველი მოდგმის ერით იყო დასახლებული. სტრაბონი ამბობს, რომ ალბანიიდან იბერიაში მიმავალი გზა უწყლო და უსწორ-მასწორო კამბეჩიანზე ძევსო...
შევადაროთ ეხლა სტრაბონის ზემომოყვანილი ცნობა თეთრ-გიორგობას.
სოფ. აწყურში 14 აგვისტოს საღამოთი ქართლიდან, კახეთიდან, ქიზიყიდან, თუშ-ფშავ-ხევსურეთიდან დიდძალი მლოცავი მოიყრის ხოლმე თავს. მოსული ხალხი ჯერ ეკლესიის გალავანს გარს შემოუვლის ხოლმე სამგზის, ან არა და შვიდგზის; მარჯვნით დასავლეთის კარებიდან იწყებენ სიარულს და მარცხნივ მიდიან, სანამ ისევ იმ კარებს არ მიადგებიან. ასე სამჯერ ან შვიდჯერ. წინ მუდამ დედა-კაცები მიუძღვიან, მათ მამაკაცთა გუნდი მისდევს. ორივე გუნდი "დიდებას" გალობს ხოლმე რიგ-რიგად, ხან დედაკაცთა გუნდი, ხან მამაკაცთა გუნდი: "დიდება და ღმერთსა დიდება, წმიდა გიორგი ცხოველო, შენს სალოცავად მოველო", საღამოს ზარს დაარისხებენ თუ არა, ხალხი ეკლესიისაკენ გაეშურება ხოლმე. ამ დროს ერთი თეთრ-გიორგის მონათაგანი დაეცემა ეკლესიის დასავლეთის კარის ბჭესთან თავით ჩრდილოეთისაკენ, ისე რომ საყდარში შესვლა არ შეიძლებოდეს, თუ რომ კაცი ან ზედ არ გადააბოტებს, ან ზედ არ შედგება, მღვდელმა და ხალხმა მონაზე უნდა გადაიაროს; რაც უნდა ძალიან დაადგან ფეხი, იგი მაინც ცდილობს კრინტი არ დასძრას. ეკლესიას რომ შემოუვლიან, გალავანში შეკრებილი ხალხი ქუდმოხდილი ირგვლივ დგას და მოწიწებით ერთ-ერთს თეთრებში შემოსილს მოთამაშე მონა ქალს შესცქერის. მოცეკვავე შეუწყვეტლივ, გატაცებით უვლის. იგი თეთრ-გიორგის ხატის მონაა და ხატი აცეკვებს. დროგამოშვებით ქალს გულიდან გმინვა ამოუვარდება ხოლმე და იკრუნჩხება.
ეკლესიასთან შეკრებილი ხალხი, რომელსაც აღთქმა აქვს დადებული, შეწირული ცხვრებითურთ მღვდელს გარშემო ეხვევა. მღვდელი საღმრთოს შუბლზე მატყლს შეუტრუსავს ხოლმე და თითონაც შემდეგ ლოცვას ამბობს: "წმიდაო გიორგი, შეიწირე საღმთო მონისა შენისაო" და სახელს დაუმატებს; იქვე დიაკვანიცა დგას: დიაკვანთან მლოცავები მივლენ ხოლმე, ყელზე შანა აქვთ შებმული და წმინდა გიორგის მონებად ითვლებიან; მათ განსაზღვრული ვადით აღთქმა აქვთ დადებული. როცა ვადა გაივლის, მონები ხატის კარზე მიდიან სალოცავად და მონობის ასახსნელად. დიაკვანი იმათ საღმრთო მატყლს შეაჭრის, მონებს შანას შეჰხსნის და გაანთავისუფლებს ხოლმე. თეთრ ტანისამოსში მონა ქალები ამ დროს საყდარს ჩოქვით გარშემო უვლიან. თითოს მათგანს კისერზე თეთრი გიორგის ეკლესიის მძიმე რკინის ჯაჭვი ადევს და ყველანი ნაზის ხმითა გალობენ და თანაც ანთებულ სანთლებს კედლებზე აკრავენ. ერთი მათგანი ბამბის ძაფს ახვევს კვირისტავით ეკლესიის გარშემო. ეკლესიის მიდამოში მთელი ღამე ცეცხლი ანთია.
საკვირველი მსგავსებაა!.. ცხრამეტმა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც სტრაბონმა პირველად აღწერა მთვარის დღესასწაული, ქართველმა ხალხმა, ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, მერე კიდევ ქრისტიანობა; ამ ორმა სარწმუნოებამ ხანგრძლივი ძლიერი გავლენა იქონია ჩვენ ეროვნულ აზროვნებასა და ზნე-ჩვეულებებზე, მაგრამ მაინც ასე საუცხოვოდ არის შენახული უძველესი სარწმუნოების კვალი. სტრაბონი ამბობს: მთვარის ხატის ყმები ქადაგად დაეცემიან ხოლმე და წინასწარმეტყველებენო; ეხლაც წმინდა გიორგის მონები, ისინი, ვინც ხატს თავიანთ თავის სამსახურს აღუთქვამენ ხოლმე, თეთრი-გიორგის ქადაგად დაეცემიან და ხალხს ხატის ნებას უცხადებენ. საღამო ხანს, როცა მწუხრის ზარი დაირეკება ხოლმე, ერთი მონათაგანი ეკლესიის კარების წინ დაეცემა და ტაძარში შემავალი ხალხი ამას ზედ აბიჯებს და რაც უნდა ძალიან დააჭირონ ფეხი, მონამ უნდა მოითმინოს და ხმა არ დასძრას. ამ მონასაც, ყველა წმინდა გიორგის ყმებსავით, მავთულის შანა აბია ყელზე. ეს შანა ჯაჭვის მაგივრად არის; ვინც კი სტრაბონის დროს I საუკუნის დამდეგს (ქრ.შ.) მთვარის მსხვერპლად აირჩევდნენ, ყელზე ჯაჭვს შეაბამდნენ და ერთი წლის განმავლობაში ჰკვებავდნენ ხოლმე. ილია ზარაფიშვილის სიტყვით ეხლაც "თეთრ-გიორგის ეკლესიის კარზედ არის ნახევარი ფარგალი რკინისა, რომელსაც აქეთ-იქით რკინის ჯაჭვები ჰკიდია, სულ წონით ერთ ფუთზე მეტი იქნება; ამ ნახევარ ფარგალს მონები კისერზე იდებენ, ჯაჭვებს აქეთ-იქით ჩამოუშვებენ და ასე დატვირთულნი ან ნელის ნაბიჯით ან არა ჩოქვით ეკლესიას გარს უვლიან ხოლმე სამ-გზის".
მონა რომ ეკლესიის კარებს წინ დაეცემა ხოლმე, ეს იმას მოასწავებს, ვითომც იგი მკვდარი იყოს. ხოლო რომ ეს აზრი სწორია, იმით მტკიცდება, რომ, რაც უნდა ძალიან დააჭირონ ფეხი ეკლესიაში შემავალმა მლოცველებმა, მონამ მაინც არ უნდა დაიყვიროს. რათა? სწორედ იმიტომ, რომ იგი მკვდარია, შეწირულს მსხვერპლს წარმოადგენს. დასასრულ, როგორც სტრაბონის დროს მთვარის ტაძრად მისული მლოცავები მსხვერპლად შეწირულ მონას ფეხს დაადგამდნენ ხოლმე, რომ ამრიგად ცოდვებისგან განწმენდილიყვნენ, ამნაირადვე ეხლაც თეთრ-გიორგის საყდარში შემავალმა ხალხმა კარებს წინ დაცემულ მონას ზედ უნდა გადააბიჯოს ხოლმე და ფეხი დაადგას. ერთი სიტყვით, ეხლანდელი ჩვეულება ადამიანის მსხვერპლად შეწირვის სიმბოლურ სურათს წარმოადგენს. რასაკვირველია, ის მონები, რომელნიც მძიმე რკინის ჯაჭვით ყელზე ჩოქვით გარშემო უვლიან ხოლმე ეკლესიას, ისინიც სიმბოლურად შესაწირავ მსხვერპლს წარმოადგენენ. ყურადღების ღირისია აგრეთვე ის გარემოება, რომ როგორც სტრაბონის დროს ეხლაც თეთრ-გიორგის საღმრთოს უკლავენ ხოლმე; მხოლოდ მთვარის ტაძრის მთავარი ქურუმის მაგივრობას ახლა, აწყურის თეთრგიორგობას, მღვდელი და მისი დიაკვანი ასრულებენ.


თეთრ-გიორგის ტაძარი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 09:25 PM