IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ამაღლებულ მეუფეთა სწავლება, Ascended Master Teachings
Existence
post Oct 7 2015, 10:00 PM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეუფე ჯუალ კჰული - საუბრობს მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებულ დაბრკოლებებზე


დიდი განდობების დროს მოქმედებს პრინციპი რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსწავლის შესაძლებლობა გაიაროს დიდი გამოცდები პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან თუ როგორ გადის ის ყოველდღიურ ცხოვრებაში პატრა პატარა დაბრკოლებებს და გამოცდებს.

,,მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია’’ - ეს არის ოკულტური გამონათქვამი რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველა რეალურმა მაძიებელმა . ,, დიდი ‘’ გადაილახება და დაიძლევა რადგან ეს მხოლოდ ინტენსიფიკაციაა ნორმის . არც ერთ განდობილს არ გადაულახია დიდი გამოცდები განდობის წინ თუ ის არ წვრთნიდა საკუთარ თავს პატრა დაბრკოლებების დროს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როდესაც გამოცდები იქცევა ნორმად და მასთან შეხვედრები მაძიებლისთვის აღიქმება როგორც ცხოვრების შემადგენელი ნაწილი , როდესაც მიღწეულია და დამკვიდრებული ასეთი მძლავრი განზრახვა, არ არსებობს მოულოდნელობები და დამარცხება გაზე .



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 8 2015, 08:38 PM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეუფე ჯუალ კჰული - ურთიერთდამოკიდებულების კანონზე


ეთერული სხეულის პრანის ემანაციები ფიზიკურ სხეულზე ახდენენ ზუსტად იგივე ზეგავლენას როგორსაც მზის პრანის ემანაციები ახდენენ თავად ეთერულ სხეულზე . ეს ყველაფერი ერთი - დიდი მექანიზმია სისტემაში ენერგიის გადაცემისა და ურთიერთადამოკიდებულების.

ამ მთავარი პრინციპის გათავლისწინებით - ,,ყველა იღებს რათა გასცეს '' , გადასცეს მას ვინც უფრო ნაკლებად არის განვითარებული. ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელია ყველა დონეზე.




--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 8 2015, 11:42 PM
Post #23


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
ციტატა(Existence @ 8th October 2015 - 08:38 PM) *
ამ მთავარი პრინციპის გათავლისწინებით - ,,ყველა იღებს რათა გასცეს '' , გადასცეს მას ვინც უფრო ნაკლებად არის განვითარებული.

გაიხარე ამ სიტყვებისთვის
. მე უკვე მაღიზიანებს, ყოვლისმცოდნეების მიერ ირონიული ფრაზები - ინფორმაციებს რომ მალავენ და სათქმელს ნახევარზე ტოვებენ, თითქოს რაღაც თემებზე მხოლოდ რჩეულებს უნდა ესაუბრო. ვინც არ იცის, იმას უნდა მოუყვე, თორემ ვინც იცის რაში სჭირდებით, თქვე ყოვლისმცოდნეებო, თქვენა ჰა? :დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 9 2015, 12:06 PM
Post #24


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ 7th October 2015 - 09:50 PM) *
მასწავლებელი ჭირდება ყველას ძლიან იშვიათი გამონაკლისების გარდა

გააჩნია მასწავლებელს რას ეძახი, რაღაც რომ გითხრას შენთვის სრულიად გაუგებარი და გამომყევი ამ გზაზეო, გაყვები? რას ნიშნავს მასწავლებელი? ეს მათემატიკა და გეოგრაფია არ არის რომ ბევრჯერ ამიხსნას და გავიგო, გაცილებით რთულია, არ არის ეს სტატიკური ცოდნა, ხოდა შეიძლება მეგობარი იყოს და ერთად "იმუშაოთ' თორემ ავტორიტეტი ამ საქმეში ჩემი აზრით დამღუპველია. არავინ არ არის ვინმეზე ნაკლები ან მეტი, შეიძლება წამში სხვაზე მეტი გააცნობიერო. ჩემი აზრით რასაც ვერ ხვდები იქ არ უნდა გაყვე არავის, შეიძლება საკუთარ თავს გაყვე მაგრამ არა სხვას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 9 2015, 12:28 PM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

არსებობს ინფორმაცია რომელსაც მხოლოდ შესაბამის განდობაზე მიიღებ , მაგრამ ჩემი ოლმეკით დაინტერესება და ეხლა ამ გზაზე სიარული გამოწვეული იყო იმით რო ერთადერთი ადამიანი აღმოვაჩინე ვისაც ამხელა გამოცდილებაზე დამყარებული ცოდნა აქვს და თან არანაირი ეგ შენ რასაც იძახი ვითომ გასაიდუმლოებული და გაბარილი ეგო

ichi

სრულიად გაუგებარი თუ მითხრეს ნამდივილად არ გავყვები, არაერთი მასწავლებელი შემხვედრია რომელიც უბრალოდ ეგეთ მინდობას მთხოვდა რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია

თუ სურვილი გექნება სულ პირველი ლექცია თუ ჩატარდა გაგაგებინებ და მოდი , ჩემთვის ძალიან რთული იქნება ამ კონტექსტში უფრო ღრმად გავშალო თემა.






--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 9 2015, 02:08 PM
Post #26


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ 9th October 2015 - 12:28 PM) *
თუ სურვილი გექნება სულ პირველი ლექცია თუ ჩატარდა გაგაგებინებ და მოდი , ჩემთვის ძალიან რთული იქნება ამ კონტექსტში უფრო ღრმად გავშალო თემა.

კარგი. ოლმეკია მასწავლებელი ანუ ვინც "ასწავლის"? მაინტერესებს კი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 9 2015, 04:57 PM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(blue_velvet @ 9th October 2015 - 02:08 PM) *
კარგი. ოლმეკია მასწავლებელი ანუ ვინც "ასწავლის"? მაინტერესებს კი.


ოლმეკის მეშვეობით დავიწყე პრაქტიკა, შეიძლება მასწავლებლად ჩათვალო შეიძლება ინსტრუქტორად , მისი გამოცდილება მეხმარება და ვისაც დააინტერსებს იმასაც ძალიან გამოადგება , ამაღლებულ მეფეებთან კონტაქტი ყველას შეუძლია გარკვეული დისციპლინის და ძალისხმევის შედეგად, ამაში მხოლოდ პარქტიკით დარწმუნდები.


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 9 2015, 06:36 PM
Post #28


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ 9th October 2015 - 04:57 PM) *
ოლმეკის მეშვეობით დავიწყე პრაქტიკა

რა რელიგიას მიყვება ოლმეკი? ვისი სჯერა? ვისი სწამს? რა არის მთავარი მისი ორენტირი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Oct 9 2015, 09:03 PM
Post #29


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
შენ რისი გწამს იჩი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 9 2015, 10:43 PM
Post #30


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tty_
თავისუფლების და სიყვარულის. ეს არი ჩემი ღმერთიც გურუც და ა.შ. თავისუფლება ყოველგვარი მიჯაჭვულობებისგან, შიშისგან, სიამოვნებებისგან.... და თვითონ არსებობის სიყვარული. არ არსებობს არანაირი სისტემა რომელიც სიყვარულს და თავისუფლებას "გასწავლის". ვერც ორგანიზებული რელიგია იზავს ამას და ვერც ვერანაირი გურუ, შეიძლება ერთად სიარულით გააკეთონ ადამიანებმა ოღონდ აქ არანაირი ავტორიტეტი არ უნდა ფიგურირებდეს. შენ ხარ შენი მასწავლებელიც გურუც და ყველაფერი, ეს ნიშნავს აცობიერებდე საკუთარ თავს ყოველ წამს, აცნობიერებდე ფიქრს და ყველაფერს, ჩემი აზრით მერე თავად ნახავს ადამიანი იმას რასაც ფიქრი ვერასდროს მიხვდება.
შენ რისი გწამს>
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 10 2015, 12:05 AM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(blue_velvet @ 9th October 2015 - 06:36 PM) *
რა რელიგიას მიყვება ოლმეკი? ვისი სჯერა? ვისი სწამს? რა არის მთავარი მისი ორენტირი?


დაიწყო სიზმართხილვის პრაქტიკით კასტანედას წიგნებიდან, როდესაც ამას აპრაქტიკებ ინტენსიურად გამოდიან მასწავლებლები სხვა და სხვა მიმართულების ნელ ნელა გამოვიდნენ კონტაქტზე იერარქია რომელიც პასუხს აგებს ამ სისტემაში სულიერ ევოლუციაზე და არა მარტო, რაც მთავარია ეს ყველაფერი პრქტიკით დასტურდება და სევე ცოდნით რომელიც ძალიან კონკრეტლია , დანარჩენს შეხვედრაზე გაიგებ აუცილებლად მოგწერ როცა იქნება

თუ წაიკითხავ მანმდე ალისა ბეილის ამ წიგნს გაიგებ ზუსტად როგორ ხდება განდობა და რა საფეხურებია http://www.koob.ru/bailey/posvyashenie_chel_i_sol მარტივი წიგნია არაა და თუ პრაქტიკოსი არ ხარ შეიძლება გადააგდო კიდეც


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 10 2015, 11:14 AM
Post #32


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Но мы должны верить в писание, доктрину или
утверждение, если наш собственный разум, наше сознание, их
подтверждает. "Поэтому, - говорит Он в заключение, - я учил
вас верить не тому, что вы просто слышали, а тому, что
подтверждается вашим сознанием, чтобы затем действовать
соответственно и сверх того
მაგ წგნშივე წავიკითხე, აბსოლუტურად ვეთანხმები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 12 2015, 08:09 PM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi

smile.gif)

წესები კანდიდატთათვის


ვისაც ძნელად მოეჩვენება -- > ,,ჩვეულებრივი მეთოდებით არაჩვეულებრივი შედეგები არ მიიღწევა''


1.

"დაე მოსწავლემ გამოიკვლიოს თავისი გულის ღრმა გამოქვაბული. თუ ცეცხლი მასში მკაფიოდ კაშკაშებს, თავის მოძმეს ათბობს და თავად მას არ ათბობს, ეს ნიშნავს, რომ დადგა საათი თხოვნისთვის და კარიბჭის წინ წარდგენისთვის".


როცა სიყვარული ყველა არსებისადმი, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, შეიგრძნობა მოსწავლის გულში, და ამასთან საკუთარი თავისადმი სიყვარული არაა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ იგი უახლოვდება განდობის პორტალს და შეუძლია დადოს აუცილებელი წინასწარი აღქმები. ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ მისი მასწავლებელი მის სახელს შეიტანს განდობის კანდიდატად განსახილველად.

თუკი ადამიანისთვის სულერთია დაბალი „მე“-ს ტანჯვები და ტკივილები, თუკი მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოვა თუ არა მასთან ბედნიერება, თუკი მისი ცხოვრების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს სამყაროს მსახურება და სამყაროს გადარჩენა, და თუ მოძმის საჭიროება მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარ საჭიროება, ეს ნიშნავს, რომ სიყვარულის ცეცხლი ანათებს მისი არსებიდან, და სამყაროს შეუძლია გათბეს მის ფეხებთან.

ეს სიყვარული ქმედითი უნდა იყოს, პრაქტიკული გამოვლინება, და არა უბრალოდ თეორია, არაპრაქტიკული იდეალი ან სასიამოვნო გრძნობა. ესაა ის, რაც ცხოვრებისეული გამოცდებითა და შემოწმებებით გაიზარდა და სიცოცხლის პირველად იმპულსს თვითშეწირვისკენ და დაბალი ბუნების მსხვერპლად შეწირვისკენ მიმართავს.

თარგმნა : მამუკა გურული
Atm@n




--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 12 2015, 08:19 PM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წესი 2

"წარადგენს რა თხოვნის განაცხადს სამმაგ ფორმაში, დაე მოსწავლემ უკან წაიღოს იგი, და დაივიწყოს, რომ იგი წარდგენილ იქნა".

ამაში მდგომარეობს ერთ-ერთი საწყისი გამოცდა. მოსწავლის გონებრივი პოზიცია ისეთი უნდა იყოს, რომ მისთვის სულერთია, მიიღებს თუ არა განდობას. ეგოისტური მოტივი დაუშვებელია. მხოლოდ ის თხოვნები, რომლებიც მასწავლებლამდე მიდიან სუფთა ალტრუისტული განზრახვის წყალობით, გადაეცემა მის მიერ იერარქიული არქივის მსახურ ანგელოზს; მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც ისწრაფვიან განდობისკენ, რათა გააძლიერონ იმ დახმარებისა და კურთხევის უნარი, რომლებსაც გასცემენ, იპოვნიან გამოხმაურებას თავიანთ თხოვნაზე.

ისინი, ვინც არასერიოზულად უდგებიან განდობას, არ დაიშვებიან ოკულტური განდობის რიტუალზე, ხოლო ისინი, ვისაც სწყურია, რომ მონაწილეობა მიიღონ მისტერიებში ეგოიზმიდან ან ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, ვერ გადალახავენ ზღურბლს და გარეთ დარჩებიან.

ისინი, ვისაც მსახურება სწყურია, ვისაც მოუხმობს სამყაროსადმი საჭიროების გრძნობა და ამ გრძნობით გაღვიძებული პირადი პასუხისმგებლობა, და ვინც კანონს იცავს, აკაკუნებენ - და პასუხსაც იღებენ, თხოვნას წარადგენენ - და აღიარებას ჰპოვებენ. ესენი არიან ისინი, ვინც ღაღადებს, რათა გაზარდონ სხვებისადმი დახმარების თავიანთი შესაძლებლობა, და ეს ღაღადი აუცილებლად აღწევს მათ სმენამდე, ვინც მდუმარედ ელოდება.


წესი 3

"სამმაგი უნდა იყოს ვედრება, და ბევრი დროა საჭირო, რომ მან გაიჟღეროს. დაე მოსწავლის ვედრება გაისმას უდაბნოს, ზღვებისა და ცეცხლის გავლით, რომლებიც აშორებენ მას დაფარული და უჩინარი კარისგან".


ამ სიმბოლოთი მოსწავლეს ეძლევა შეტყობინება, რომ აიძულოს ფიზიკური პლანის უდაბნოს - აყვავდეს, როგორც ვარდი, რათა მდაბალი ცხოვრების ბაღიდან აღიმართონ ის ბგერები და არომატები, და ის საკმარისად ძლიერი ვიბრაცია, რომლებსაც ძალუძთ გადალახონ შუალედური სივრცე მასსა და პორტალს შორის; დააწყნაროს ემოციური ცხოვრების მჩქეფარე წყლები, რათა მათმა გამჭვირვალე და მშვიდმა ზედაპირმა აირეკლოს პორტალი და მდაბალი ცხოვრება შინაგანი ღვთაების სულიერ ცხოვრებას ასახავდეს; გამოსცადოს ცეცხლოვან ღუმელში ის მოტივები, სიტყვები და აზრები, რომლებიც მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ მის საქმიანობაში და მენტალურ პლანზე იბადებიან.

როცა გამოვლენადი ეგოს, შინაგანი ღმერთის ეს სამი ასპექტი კონტროლის ქვეშაა აყვანილი. კოორდინირებულია და გამოიყენება, მაშინ, მოსწავლისთვის გაუცნობიერებლადაც კი, მისი ხმა - დაჟინებული თხოვნა კარის გაღებისა - შესმენილ იქნება.

როცა მდაბალი ცხოვრება ფიზიკურ დონეზე განაყოფიერებულია, ემოციური - სტაბილიზირებული, ხოლო მენტალური - გარდაქმნილი, ვერაფერი შეუშლის ხელს ციხე-სიმაგრეს - გაიღოს, ხოლო მოსწავლეს - კარი გაიაროს. მხოლოდ ვიბრაცია, სინქრონული იმასთან, რაც კარის მეორე მხარესაა, იწვევს მის გაღებას, და როცა მოსწავლის ცხოვრების ტონალობა თანაჟღერადია იერარქიული ჟღერადობის ტონალობისა, კარიბჭეები ერთი-მეორეს მიყოლებით იღება და ვერაფერი შეუშლის ხელს მათ გახსნას.

თარგმნა : მამუკა გურული
Atm@n




--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 12 2015, 08:23 PM
Post #35


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წესი 4

"დაე, მოსწავლემ იზრუნოს ცეცხლის გაძლიერებაზე, გამოკვებოს პატარა სიცოცხლეები და ასე შეინარჩუნოს ბორბალი მოძრაობაში".

ესაა მოწოდება მოსწავლისადმი, რომ ახსოვდეს თავისი პასუხისმგებლობა იმ მრავალრიცხოვან მცირე სიცოცხლეებთან მიმართებაში, რომლებიც მთლიანობაში შეადგენენ მისი სხეულის სამმაგ გამოვლინებას. ამის წყალობით შესაძლებელია ევოლუცია, და ასე ნებისმიერი ცხოვრება ბუნების სხვადასხვა საუფლოებში, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ასრულებს სწორი ენერგეტიზაციის თავის ფუნქციას, რაც მასთან მიმართებაში იმას წარმოადგენს, რასაც პლანეტა დედამიწა მზესთან მიმართებაში. ამგვარად, ლოგოსური გეგმის გახსნა უფრო ზუსტად მოხდება. ცათა სასუფეველი შიგნითაა, და შინაგანი, დაფარული მმართველის მოვალეობა ორმაგია: პირველ რიგში იმ სიცოცხლეებთან მიმართებაში, რომლებიც მის სხეულებს (ფიზიკურს, ასტრალურს და მენტალურს) შეადგენენ, შემდეგ - მაკროკოსმოსთან მიმართებაში, სამყაროსთან, რომლის უსასრულოდ მცირე ნაწილაკსაც შეადგენს მიკროკოსმოსი.

წესი 5

"დაე, კანდიდატმა იზრუნოს იმაზე, რომ მზის ანგელოზმა დაჩრდილოს მთვარის ანგელოზთა შუქი და ერთადერთ სინათლედ დარჩეს მიკროკოსმოსის ცაზე".

ამ წესის შესასრულებლად, ყოველმა კანდიდატმა ორი რამ უნდა შეასრულოს. პირველ რიგში, უნდა შეისწავლოს თავისი წარმომავლობა, გააცნობიეროს თავისი ნამდვილი ფსიქოლოგია, ამის ოკულტური გაგებით, მეცნიერულად შეიცნოს ეგოს, ანუ უმაღლესი „მე“-ს რეალური ბუნება, რომელიც კაუზალურ სხეულში მოქმედებს. შემდეგ მან უნდა განამტკიცოს ფიზიკურ პლანზე სამი მდაბალი სხეულის მეშვეობით თავისი შინაგანი ღვთაებრიობა და მზარდად მოახდინოს თავისი არსობრივი ღირებულების დემონსტრირება. მეორე რიგში, მან უნდა შეისწავლო ადამიანის შემადგენლობა, გაიგოს მდაბალი ბუნების ფუნქციონირების მეთოდი, გააცნობიეროს მთელი ცოცხალის ურთიერთ-დამოკიდებულება და ურთიერთ-კავშირი, და ამგვრად ისწავლოს იმ მცირე სიცოცხლეების კონტროლი, რომლებიც მისი გამოვლინების სამ სხეულს შეადგენენ. ასე ხდება მზიური მეუფე, შინაგანი რეალობა, მამის ძე, მოაზროვნე თავის საკუთარ პლანზე, შუამავალი მას შორის, რაც დედამიწისაა, და მას შორის, ვისი სამყოფელიც მზეზე იმყოფება. ბიბლიის ორ ლექსში დაფარულია მსგავსი იდეა, და დასავლეთელი მოსწავლეებისთვის სასარგებლოა მათზე მედიტირება: „ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე“ (იოანეს გამოცხადება, 11:15). „უფალო, ღმერთო ჩვენო! შენს გარდა სხვა მეუფენი გვბატონობდნენ, მაგრამ მხოლოდ შენში ვახსენებთ შენს სახელს“ (ესაია, 26:13). უკანასკნელი ლექსი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგანაც იგი აჩვენებს დაბალი ბგერისა და შემოქმედებითი ძალის ჩახშობას იმით, რაც წარმომავლობით უფრო მაღლა დგას.

თარგმნა : მამუკა გურული
Atm@n



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 12 2015, 08:27 PM
Post #36


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წინასწარ ვიტყვი, რომ ტექსტის დასაწყისში ნახსენები "მეორე", "მესამე" და "მეოთხე" აღნიშნავს შესაბამისად მცენარეთა სამეფოს, ცხოველთა სამეფოს და ადამიანთა სამეფოს (პირველი - მინერალთა სამეფოა).

წესი 6

"განმწმენდი ცეცხლი მბჟუტავი, სუსტი ალით ანთია, როცა მესამე მიაქვთ მეოთხეს სამსხვერპლოზე. ამიტომ, დაე, მოსწავლემ თავი შეიკავოს სიცოცხლის ხელჰყოფისგან, და დაე, მან მდაბალი მეორეს ნაყოფებით გამოჰკვებოს".

ეს კანონი შეიძლება გამოხატულ იქნეს ბანალური წესით ყოველი მოსწავლისათვის, რომ იყოს მკაცრი ვეგეტარიანელი. თუ დიეტაში ხორცი შედის, მაშინ მდაბალი ბუნება ბინძურდება და მძიმდება, და შინაგან ცეცხლს არ შეუძლია, რომ კაშკაშად ანათოს. ეს უმკაცრესი წესია კანდიდატისთვის, რომელიც არ შეიძლება დარღვეულ იქნეს. მაძიებლებს შეუძლიათ ჭამონ ხორცი, ან არ ჭამონ, თავისი სურვილის მიხედვით, მაგრამ გზის გარკვეულ სტადიაზე აუცილებელია ყოველგვარ ხორცზე უარის თქმა და დიეტისთვის ყველაზე მკაცრი ყურადღების დათმობა. მოსწავლე უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ბოსტნეულით, მარცვლეულით, ხილით და კაკლებით.

მხოლოდ ასე შეუძლია მას ისეთი ფიზიკური სხეულის აწყობა, რომელსაც შეეძლება გაუძლოს რეალური ადამიანის მოსვლას, რომელიც თავის ნატიფ სხეულებში განმდობელის წინ იდგება. მან რომ ეს არ გააკეთოს, და შესაძლებელი რომ იყოს განდობის მიღება ასეთი წინასწარი დამოუკიდებელი მომზადების გარეშე, მისი ფიზიკური სხეული დაიშლებოდა ენერგიით ცენტრების სტიმულაციის შედეგად, და უზარმაზარი საფრთხე დაემუქრებოდა ტვინს, ხერხემალს და გულს.

რა თქმა უნდა, აქ უნდა ვაღიაროთ, რომ არასოდეს არ შეიძლება მკაცრი, ურყევი კანონების დადგენა, გარდა მთავარისა, რომ ყველა კანდიდატს აბსოლუტურად ეკრძალება ხორცი, თევზი, ნებისმიერი დადუღებულის შედეგად მიღებული და სპირტიანი სასმელი, ასევე თამბაქო.

მათ, ვისაც შეუძლია უარი თქვას კვერცხისგან და ყველისგან, ზოგჯერ უმჯობესია, რომ გამორიცხოს ისნი დიეტიდან, მაგრამ ეს აუცილებელი არაა. მათთვის, ვისაც ესა თუ ის ფსიქიკური უნარები უნვითარდება, რეკომენდებულია კვერცხზე უარის თქმა და რაც შეიძლება ნაკლები ყველის ჭამა. რძე და კარაქი სხვა კატეგორიას მიეკუთვნება, და განდობილებისა და კანდიდატების უმეტესობა მათ საკვებად გამოყენებას აუცილებლად მიიჩნევს. ძალიან ცოტას შეუძლია იცხოვროს და შეინარჩუნოს ყველა თავისი ფიზიკური ენერგია ისეთ დიეტზე ყოფნით, რომელიც წინა აბზაცშია აღწერილი, მაგრამ მასში მოცემული იდეალი, და როგორც ჩვენ ვიცით იდეალის მიღწევა იშვიათადაა შესაძლებელი დღევანდელ გარდამავალ პერიოდში.

ამასთან დაკავშირებით ხაზი უნდა გავუსვათ ორ მომენტს. პირველ რიგში, ყველა კანდიდატმა უნდა შეინარჩუნოს ჯანსაღი აზრი; ეს ფაქტორი ძალიან ხშირად აკლიათ ხოლმე, და მოსწავლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ გაუწონასწორებელი ფანატიკოსები არ წარმოადგენენ სასურველ წევრებს იერარქიისთვის. გაწონასწორებულობა, პროპორციის სწორი გრძნობა, სათანადო ყურადღება გარშემომყოფი ვითარებებისადმი და ჯანსაღი აზრი - აი, ჭეშმარიტი ოკულტისტის ნიშნები.

და თუ არის ნამდვილი იუმორის გრძნობაც, მაშინ მრავალი საფრთხის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. მეორეა - დროის ფაქტორის აღიარება, ნელა წინსვლის უნარი იმაში, რაც შეეხება ცვლილბებს დიეტაშ და ცხოვრებისეულ ჩვევებში. ბუნებაში ყველაფერი ნელა განიცდის პროგრესს, და კანდიდატებმა უნდა გაითავისონ ოკულტური ჭეშმარიტება სიტყვებისა: „იჩქარე ნელა“. თანდათანობითი გამორიცხვის პროცესი - როგორც წესი სიბრძნის გზაა, და გამორიცხვების ასეთი პერიოდი იდეალურ პირობებში (რომელიც ასე იშვიათადაა) უნდა მოიცავდეს სტადიას, რომელსაც ვუწოდებთ მაძიებლის სტადიას, ისე, რომ ადამიანმა, რომელიც განდობის კანდიდატი ხდება, უკვე დაასრულოს თავისი დიეტის აუცილებელი მოსამზადებელი რეგულაციები.

თარგმნა : მამუკა გურული
Atm@n



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 12 2015, 08:31 PM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წესი 7


"დაე, მოსწავლემ ყურადღება მიაქციოს იმ ბგერების წარმოთქმას, რომლებიც გამოხმაურებას ჰპოვებენ დარბაზში, სადაც მასწავლებელი მოძრაობს. მან არ უნდა წარმოთქვას ის ნოტები, რომლებიც მაიას დარბაზებში აღვიძებენ ვიბრაციას".

მოსწავლე, რომელსაც განდობის პორტალის გავლა უნდა, ვერ გააკეთებს ამას მანამ, სანამ არ შეიცნობს სიტყვის ძალას და დუმილის ძალას. ამას უფრო ღრმა და ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რადგანაც სწორად გაგების შემთხვევაში იძლევა გასაღებს დიდი ციკლების ამოხსნისთვის და იმ მიზნის გამოვლენისთვის, რომელიც საფუძვლად უდევს პრალაიას. სანამ ადამიანი არ გაიგებს წარმოთქმული სიტყვის მნიშვნელობას, და სანამ არ გამოიყენებს მაღალი ადგილების მდუმარებას სასურველი შედეგების მისაღებად ამა თუ იმ პლანზე, მას არ დაუშვებენ იმ სფეროში, სადაც ყოველი ბგერა, ყოველი წარმოთქმული სიტყვა დიდ ზეგავლენას ახდენს რომელიმე მატერიაზე, რადგანაც ენერგიზირებულნი არიან ორი დომინანტური ფაქტორით: (ა) მძლავრი, ცოდნით გამოყენებული ნებით და (ბ) სწორი, ცეცხლით განწმენდილი მოტივით.

ადეპტი წარმოადგენს შემოქმედს მენტალურ მატერიაში, იმპულსების შემქმნელს მენტალურ პლანზე, და ამით შესაბამისად იწვევს შედეგებს ასტრალურ ან ფიზიკურ გამოვლინებებში. ასეთი შედეგები მძლავრი და ეფექტურია, და აქედან მოდის აუცილებლობა მათი შემქმნელისთვის, რომ ჰქონდეს სუფთა აზრები, აწონ-დაწონილი სიტყვები და დახვეწილი მოქმედებები. როცა კანდიდატი აცნობიერებს ამ იდეებს, შედეგად დაუყოვნებლივ მოდის მნიშვნელოვანი ცვლილებები მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სასარგებლო იქნება, თუ ჩამოვთვლით ამ ცვლილებებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ პრაქტიკაში განხორციელებას:

1. მოტივები გულდასმით უნდა იქმნეს გამოკვლეული და პირველ-საწყისი იმპულსები მკაცრად შემოწმებული. ამიტომ პირველი წლის განმავლობაში, როცა კანდიდატი განდობისთვის ემზადება, იგი დღეში სამჯერ ადგენს წერილობით ნუსხას თავის მოტივებზე დაკვირვების შესახებ, ანუ იმ მამოძრავებელი ძალების შესახებ, რომლებიც მოქმედებისკენ უბიძგებენ.

2. ხდება მეტყველებაზე ყურადღებით დაკვირვება, და კეთდება ძალისხმევა, რომ ხმარებიდან იქნეს ამოღებული ყველა უკეთური, უსარგებლო და ზედმეტი სიტყვა. წარმოთქმული სიტყვის შედეგი შეისწავლება და ხდება უკან, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოკვლევა, პირველსაწყისი იმპულსების მიმართულებით, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში იწვევენ მოქმედებას ფიზიკურ პლანზე.

3. ხდება დუმილის კულტივირება; კანდიდატები მკაცრად დუმან საკუთარი თავის, თავისი ოკულტური სამუშაოს ან ცოდნის შესახებ, მათ საქმეთა შესახებ, ვისთანაც დაკავშირებულნი არიან, და თავისი ოკულტური ჯგუფის მუშაობის შესახებ. მეტყველების გონივრული თავისუფლება დაშვებულია მხოლოდ ჯგუფის წევრების წრეში ან მათთან ურთიერთობისას, ვინც მათზე მაღლა დგას. არის მომენტები, როცა ლაპარაკია საჭირო. ისინი მაშინ დგება, როცა ჯგუფს ბრძნული სიტყვები დაეხმარება, და ფრთხილი გამონათქვამები კარგი ან ცუდი ვითარებების შესახებ, და იშვიათი, მაგრამ საჭირო სიტყვით შინაგანი ცხოვრების შესახებ, რომელიც ითქმება ცალკეულ ძმასთან ან მაღლა მდგომ პირთან, ან ოფიციალურ პირთა ჯგუფთან, თუ ერთ-ერთი ძმა ხელს უშლის ჯგუფს თავისი რაიმე შეცდომით ან შეუძლია დაეხმაროს მას, იყოს რა სხვა სამუშაოზე დანიშნული.

4. შეისწავლება წმინდა სიტყვის ეფექტი და ხდება პირობების ორგანიზება მისი ბრძნული გამოყენებისთვის. ხდება დაკვირვება სიტყვის ჟღერადობაზე და მის ზემოქმედებაზე გარკვეულ ეზოთერულ ცენტრზე (არავითარ შემთხვევაში რომელიმე ფიზიკურ ცენტრზე), რისი მეშვეობითაც ხდება ცხოვრების რეგულირება.
კანდიდატები აქტიურად უნდა შეუდგნენ ბგერისა და სიტყვების ზემოქმედების შესწავლას, იქნება ეს წმინდა, თუ სხვა სახის სიტყვები. ესაა ის, რასთანაც ყველაზე მეტად უნდა ჰქონდეთ საქმე ახალგაჩენილ ოკულტურ ჯგუფებს.

თარგმნა : მამუკა გურული
Atm@n



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 12 2015, 08:34 PM
Post #38


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წესი 8

"როცა მოსწავლე პორტალს უახლოვდება, დიდმა შვიდმა უნდა გამოიღვიძოს და გამოიწვიოს პატარა შვიდის გამოხმაურება ორმაგ წრეზე".

ეს ძალიან რთული წესია, რომელიც თავის თავში მოიცავს საფრთხის ელემენტებს ადამიანისთვის, რომელიც ძალიან ადრე წყვეტს გადამწყვეტი გზის გავლას. სიტყვასიტყვით ამის ინტერპრეტაცია ასე შეგვიძლია: განდობის პრეტენდენტმა რაღაც დონეზე უნდა შეძლოს თავის შვიდი ცენტრის ვიბრაციის გამოღვიძება და ამით გააძლიეროს სხეულის შვიდი ცენტრის ვიბრაციული აქტიურობის გაძლიერება ეთერულ პლანზე. ამით ასევე ურთიერთზიარი ვიბრაციის მეშვეობით იმოქმედოს შვიდ ფიზიკურ ცენტრზე, რომლებიც გარდაუვალად სტიმულირდებიან, როცა ეთერული ცენტრები თავიანთ მაქსიმალურ ვიბრაციას აღწევენ. არ არის აუცილებელი ამის დაწვრილებით მოყოლა, საკმარისია იმის თქმაც, რომ როცა შვიდი თავის ცენტრი ეხმიანება ეგოს, შემდეგი შვიდი ცენტრი:

1. თავის, როგორც ერთიანი ცენტრი;
2. გულის ცენტრი;
3. ყელის ცენტრი;
4. მზის წნული;
5. ხერხემლის ფუძე;
6. ელენთა;
7. გამრავლების ორგანოები

- ასევე განიცდიან ზემოქმედებას, მაგრამ მიმართულს განწმენდისკენ და კონტროლისკენ. ეს იწვევს შედეგებს ფიზიკურ ორგანოებში. რომელთა მეშვეობითაც ადამიანი ფიზიკურ პლანზე ფუნქციონირებს. მაგალითად, ამ დროს ადამიანს შეუძლია ცნობიერად გადაიტანოს შემოქმედებითი ცეცხლი და ენერგია გამრავლების ორგანოებიდან ყელში, ან გულის ცნობიერი მართვით შეაჩეროს ფიზიკური სხეულის ცხოველქმედება. ეს მიიღწევა არა იმით, რასაც ჰათჰა-იოგას პრაქტიკას უწოდებენ, ანუ ყურადღების კონცენტრაციას ფიზიკურ ორგანოებზე, არამედ შინაგანი ღმერთის ძალაუფლების გაძლიერებით, რომელიც ყელის ცენტრიდან მოქმედებს და ყველაფერზე უფლობს.

ამიტომ კანდიდატი ყველა თავის ენერგიას სულიერი ცხოვრების განვითარებისკენ მიმართავს, ამასთან ეს განვითარება წარმოადგენს სწორი აზროვნების, მედიტაციის და მსახურების შედეგს. შეისწავლის რა ღრმად ყველაფერს, რისი ცოდნაცაა საჭირო ენერგიისა და მისი ფოკუსების შესახებ, იგი თავისი ცხოვრების კოორდინირებას ისე ახდენს, რომ სული მისი მეშეობით ვლინდებოდეს. დღეისათვის ეს კვლევები შესაძლოა უსაფრთხო იყოს მხოლოდ ჯგუფურ მუშაობაში და მასწავლებლის ხელმძღვანელობით; მოსწავლეები ვალდებულებას იღებენ, რომ თავი შეიკავონ ცხოვრებაში ყოველგვარი ექსპერიმენტებისგან და ასევე ვალდებულებას იღებენ, რომ ქარაფშუტულად არ ეთამაშებიან თავიანთი სხეულის ცეცხლებს. ისინი უბრალოდ ისწრაფვიან თეორიული გაგებისკენ და მსახურებისკენ.

ცენტრები ბუნებრივად ვითარდებიან, როცა კანდიდატი ცდილობს ჭეშმარიტად და საქმით უყვარდეს თავისი ძმა, იმსახუროს მთელი გულით, ჯანსაღად იაზროვნოს და თვალ-ყური ადევნოს საკუთარ თავს. იგი ასევე იწერს ყველაფერს, რაც როგორც თავის შინაგან ცხოვრებაში ხედავს, დაკავშირებულია ცენტრების ევოლუციასთან. ეს ჩანაწერები შეუძლია ნახოს მასწავლებელმა, კომენტარები და დასკვნები გააკეთოს, და ასე დაგროვებული ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჯგუფური მოხმარებისთვის. ასე შეიძლება სასარგებლო ცოდნის დაგროვება.

კანდიდატი, რომელიც ბოროტად იყენებს თავის ცოდნას და საკუთარ თავს უფლებას აძლევს, რომ მიეცეს ისეთ პრაქტიკას, როგორიცაა „სუნთქვა განვითარებისთვის“ ან ცენტრებზე კონცენტრირება, უცილობლად მარცხს განიცდის თავის მცდელობებში - მიაღწიოს პორტალს და ამის საფასური ფსიქიური შეშლილობა, ნევრასთენიული მდგომარეობები და სხვადასხვა ფიზიკური ავადმყოფობები იქნება.

თარგმნა : მამუკა გურული
Atm@n



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 12 2015, 08:38 PM
Post #39


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წესი 9

"დაე მოსწავლე შეერწყას სხვა „მე“-ების წრეს. დაე მხოლოდ ერთმა ფერმა გააერთიანოს ისინი, და დაე გამოვლინდეს მათი ერთიანობა. მხოლოდ მაშინ, როცა ჯგუფი ცნობადია და შეგრძნებადია, შესაძლებელია ენერგიის ბრძნული გამოსხივება".


ყველაფერი, რაც მოსწავლეებმა და კანდიდატებმა უნდა გააკეთონ, ესაა ის, რომ იპოვნონ მსახურთა ის კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ისინი ეკუთვნიან შინაგან პლანზე, ამოიცნონ ისინი ფიზიკურ პლანზე და გაერთიანდნენ მათთან რასისადმი მსახურებაში. ასეთი ამოცნობა დაფუძნებულია შემდეგ ნიშნებზე:

1. მიზნის ერთობა;
2. ვიბრაციების იდენტურობა;
3. ერთნაირი დამოკიდებულება ჯგუფისადმი;
4. ძველი კარმიული კავშირები;
5. ჰარმონიულ თანამშრომლობაში მუშაობის უნარი.

ერთი შეხედვით ეს წესი შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე იოლად მოგვეჩვენოს, მაგრამ პრაქტიკაში ეს ასე არაა. შეცდომების დაშვება ადვილია, და ჯგუფში ჰარმონიული თანამშრომლობის ამოცანის გადაწყვეტა ისეთი ადვილი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ეგოისტური ვიბრაცია და კავშირი შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ გარეგნული პიროვნებები არ ჰარმონირებდნენ. ასეთ შემთხვევაშჳ კანდიდატის ამოცანას წარმოადგენს თავისი ეგოს ძალაუფლების გაძლიერება თავის პიროვნებაზე იმისთვის, რომ ეზოთერული ჯგუფური კავშირი შესაძლებელი გახდეს ფიზიკურ პლანზე. იგი აღწევს ამას თავისი საკუთარი პიროვნების დისციპლინირებით და არა თავისი ძმების გამოსწორებით.

თარგმნა : მამუკა გურული
Atm@n



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 12 2015, 08:40 PM
Post #40


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წესი 10

"ხმათა მხედრობა, ანგელოსები (დევები) დაწყობილ რიგებად განუწყვეტლივ მუშაობს. დაე, მოსწავლემ მიუძღვნას თავი მისი მეთოდების შესწავლას, დაე, გაითავიოს წესები, რომლითაც ეს მხედრობა მიას ფარდის მიღმა მოქმედებს".

ეს წესი ეხება ოკულტური კვლევების სფეროში მუშაობას, რომელიც ადრე თუ გვიან ყველამ უნდა შეასრულოს, ვინც განდობისკენ ისწრაფვის. თუმცა მკვლევარისთვის სახიფათოა ანგელოსების დევების პარალელურ ევოლუციაში ჩარევა, მაგრამ აუცილებელია და საფრთხეს არ წარმოადგენს მშენებლების მოქმედების მეთოდის კვლევა, არქეტიპის წარმოშობის მათი მეთოდი - ეთერული პლანის მეშეობით - იმის სახით, რასაც ჩვენ ფიზიკურ გამოვლინებას ვუწოდებთ; მათი ჯგუფები რაღაც დონეზე თეორიულად უნდა იქნეს შეცნობილი და გაანალიზებულ უნდა იქნეს ბგერები, რომლებიც აქტივობაში რთავენ მათ. შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ ყველა კანდიდატმა

სისტემატიურად უნდა შეისწავლოს:

1. ბგერის დანიშნულება.
2. სიტყვების, გრმატიკისა და სინტაქსის ეზოთერული დანიშნულება.
3. ვიბრაციისა და ელექტროობის კანონები, და ასევე კვლევის სხვა დამატებითი საგნები, რომლებიც ეხება ღვთაებრიობისა და ცნობიერების გამოვლენას დევა სუბსტანციის მეშვეობით და დევა-მეუფეების აქტიურობი წყალობით. შეისწავლება მიკროკოსმოსის კანონები, და ამოიცნობა შესაბამისობა მიკროკოსმოსის აქტიურობასა და მაკროკოსმოსის აქტიურ გამოვლინებას შორის.

თარგმნა : მამუკა გურული
Atm@n






--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post

8 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:39 AM