ვამჩნევ ,რომ საიტის სიცოცხლისუნარიანობა შესუსტდა, ახალი პოსტები დიდი ხანია არ დადებულა. თითქოს ამ საიტის პოპულარობა დაეცა.. ეს ძალიან მაღელვებს მეგობრებო...
წერეთ, წერეთ, წერეთ
რატო გაღლევებს ? ამ საიტმა თავისი მისია დიდი ხანია უკვე რაც შეასრულა , ასევე დატოვა უამრავი მასალა და თემა რაც არცერთ სხვა ფორუმზე და გვერდზე არ დევს , ეზოთერული ინფორმაციით დაინტერსებულ ახალბედას შეუძლია მრავალმხრივი თეორიული ინფორმაცია მიიღოს (და თუ მართლა აინტერსებს თვითგანვითარება , პრაქტიკოსებსაც შეხვდება )
მე მიყვარს ეს ფორუმი და ხშირად ვსტუმრობ, ძველ თემებსაც გადავავლებ თვალს ხოლმე! და იმედი მაქვს
,,ეღირსებაო ლუხუმსა..."
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ,
იყოს ნეტ სივრცეში ჩუმად და აღმოაჩენენ მერე სხვები დავიწყებული ქალაქივით ძველ ცივილიზაციებიდან ))))) როცა ვინმეს დასჭირდება იპოვიან ამ ადგილს ამ დროში და ქვეყანაში, ან ერთ წელში, ან მაშინ როცა ჩვენ აღარ ვიქნებით. შენ თუ გინდა წერე და თუ მოთხოვნილება გაქვს რომ სხვებმაც პოსტონ და ფორუმზე იყო ე.ი მიჯაჭვულობა გქონდა და უნდა დაიკიდო მგონი.. თუ შენ დაგაკლდა. რაღაც სივრცეა, ბევრმა დატოვა თავისი ცოდნა და ვისაც დასჭირდება ბევრს მიიღებს აქედან, მოვლენ და გააგრძელებენ. თან არაფერია მარადიული ამ რეალობაში ისედაც უნდა გასულიყო ეს ტალღა,
ამ ფორუმელებმა შეიძლება ითქვას გარდაიქმნენ და სხვადასხავანაირ თავისებურად აგრძელებენ პრაქტიკებს და სხვა რავიცი, ნამდვიალდ არ მგონია ცუდი რომ ხალხი არ პოსტავს
ძალიან გვიან შემოვუერთდი ამ საიტს, ძალიან ინფორმაციულია, და იმდენი დაწერეს მისმა ძველმა წევრებმა მეტი რაღა უნდა დაწერონ?
ეს საკითხები ისედაც რთულია გასაცნობიერებლად ადამიანისათვის, ვისაც აინტერესებს გაეცნობა თავისი ნებით.
მე სამი წელია თითქმის და კიდევ არ მაქვს აქ ბევრი რამე წაკითხული, თუმცა როცა მეც ვწერ მერე უფრო ინტერესით ვეცნობი და უფრო ჩართულივით ვარ. კარგია ზოგჯერ რაღაც თემებს რო წამოწევენ ხოლმე, მაგალითად ასე გავიგე ლაზარევის არსებობა, ვიღაცამ წამოწია ლაზარევის თემა და მერე გავეცანი მის "კარმის დიაგნოსტიკას" რომ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს სულიერი პრობლემები ანუ ურთიერთკავშირშია, ერთი გამიმდინარეობს მეორედან...
სიტყვას მოყვა და ლაზარევის მიხედვით იმ ენერგეტიკას რომელიც გვიახლოვდება მოდის 2016 წლიდან 2020 წლამდე თუ სწორად მახსოვს ძალიან რთული პერიოდი იქნება, ძალიან რთულად ასატანი, გისურვებთ გამძლეობას, სულიერ სიძლიერეს,
ano
ეზოთერულ შეკრებაზე რა აზრისხართ? ძალიან მინდა გაგიცნოთ
sumbula
ამ საიტს რა მოკლავს ტო!
პუსწ ვსეგდააა ბუძიტ სოლნცე
პუსწ ვსეგდაა ბუძიტ ნეეებო
პუსწ ვსეგდა ბუძიტ ფორუუუუმ
პუსწ ვსეგდაა ბუდუ იააააააააა
"..Hey you don't help them to bury the light
Don't give in without a fight..!!!"
Lashapoli
მშვენიალური იქნება. ვისაუბროთ ყველაფერზე
დროა დავეხმაროთ ფორუმს და გამოვაცოცხლოთ ახალი თემებით და აქტიურობით.
tty_
მიყვარს ფლუორიტი და ეს საიტიც
INVICTUS
ორი დღე გათიშული იყო ფორუმი, რა მოხდა ნეტავ?
და შემომსვლელებიც მოკლებულია
ვა არ ვიცი. შეიძლება ჰოსტინგის ბრალია.ano
ჰოსტინგის გადახდა გამომრჩა
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)