IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ალტერნატიური ისტორია, ეგვიპტე, მაია, აცტეკა, ინდო
tikoroma
post Nov 12 2018, 02:10 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაში ეგვიპტის, მაიას, ინდოეთის და სხვა ძველ ცივილიზაციებზე ნაკლებად ცნობილ ფაქტებს გაგიზიარებთ
პირველ რიგში დავიწყოთ ეგვიპტით
ვიდეო მოამზადა ჯგუფმა ShukRa



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 14 2018, 11:28 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მსოფლიოს საოცრება - ბაბილონის დაკიდული ბაღები

დღემდე მიმდინარეობს ისტორიკოსების დავა, არსებობდა თუ არა ბაბილონის დაკიდული ბაღები და როგორი იყო მათი აგებულება. ძირითადად, მსოფლიოს ამ საოცრებას "სემირამიდას დაკიდული ბაღების" სახელით იცნობენ, მაგრამ საინტერესოა რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი რეალობას... 🤔

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაღები გაშენებული იყო ქალაქ ჰილაში (დღევანდელი ერაყის ტერიტორია), მაგრამ ლურსმული დამწერლობით შესრულებული ფილების განმეორებით შესწავლამ წარმოშვა ალტერნატიული ვერსია - "ბაღები მდებარეობდა ასურეთის სახელმწიფოს დედაქალაქ ნინევიაში და აშენდა ჩვ. წ. აღ.-მდე მე-7 საუკუნეში". ნინევიას აქადიურად ნინვე (ბერძნულად ნინევე) ეწოდებოდა და მდებარეობდა დღევანდელი მოსულის (ერაყი) ტერიტორიაზე.
ეს არის ადგილები, სადაც ერთ დროს დიდი ცივილიზაცია არსებობდა და დღეს სამწუხაროდ ყველაფერი განადგურებულია.

***

ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორ მეორის მეფობისას (605 - 562 ჩვ. წ. აღ..-მდე), ასურეთთან ომის პერიოდში (ასურეთმა ორჯერ სრულად გაანადგურა ბაბილონის დედაქალაქი), მოხდა მიდიის მეფესთან, კიაკსართან ბაბილონის გაერთიანება და სამხედრო შეთანხმების დადება, რის შემდეგაც დაამარცხეს ასურეთი და მოკავშირეებმა ტერიტორია ორად გაყვეს. მათი კავშირი კი ნაბუქოდონოსორის და მიდიის მეფის ასულის ქორწინებით გამყარდა. სწორედ აქ ვხვდებით სავარაუდოდ გადაკეთებულ ისტორიულ ფაქტს - ბაბილონის დედოფალს, მიდიის პრინცესას, ერქვა არა სემირამიდა, არამედ - ა მ ი ტ ი ს ი.
გამწვანებულ და აყვავებულ მიდიაში გაზრდილ ამიტისს არ ახარებდა ბაბილონი და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, რის შესაცვლელადაც, ნაბუქოდონოსორმა საოცარი ბაღების აგება გადაწყვიტა, სადაც დედოფალი თავს კარგად იგრძნობდა.
ეს ისტორია რატომღაც დავიწყებას მიეცა და ამიტისის სახელის სემირამიდათი ჩანაცვლება მოხდა. სემირამიდათი, რომელიც ორი საუკუნით გვიან ცხოვრობდა.

***
სემირამიდა (იგივე სემირამის, შამირამ, შამურამატ) - უძველეს აკადიურ მითოლოგიაში, ასურეთის ლეგენდარული დედოფალია. ასურეთის მეფის, ნინოსის (ნინ, ნინუს. მეფე რომელმაც, ნინევია დააარსა) მეუღლემ სემირამიდამ, შეძლო ქმრის მზაკვრულად მოშორება და მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება. სემირამიდას რეალურ ისტორიულ სახეს წარმოადგენს ასურეთის დედოფალი შამურამატი (812 - 803 წ. ჩვ. წ. აღ.-მდს) - შამში ადად V - ს ცოლი და ადად-ნინარი III- ს დედა. დედოფალი შამურამატი გვევლინება ლეგენდარული სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველად, რაც იმ ხანებში იშვიათობა იყო.
მისი მმართველობის პერიოდში, ასურეთში შემოდის ღმერთ ნ ა ბ უ ს კულტი. თვით შამურამატი (იგივე სემირამიდა) კი დროთა განმავლობაში შეერწყა მესოპოტამიურ ქალღმერთის, ი შ თ ა რ ი ს სახეს.
დროთა განმავლობაში, მისი თანამედროვე და მოგვიანებით მოღვაწე ისტორიკოსების მიერ, მოხდა დედოფალ ამიტისის სახელის სემირამიდათი ჩანაცვლება და მსოფლიოს ერთ ერთი საოცრება, ბაბილონის დაკიდული ბაღებიც, სწორედ მას მიაწერეს.

ავტორი ShukRa


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 14 2018, 11:30 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იცით რამდენია ასეთი ფაქტები?
ასწავლიან რომ ასეა, სინამდვილეს თუ გამოიძიებ, აღმოჩნდება სულ სხვაგვარად ყოფილა
როგორ გგონიათ, რა მიზნით ამახინჯებენ ფაქტებს ისტორიკოსები?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2019, 12:10 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთი წელია ამ თემაში ვარ და ცოტა შოკი მივიღე
შეიძლება თამამად ვთქვა, რომ მსოფლიოს ისტორია, მათ შორის საქართველოსი, ძალიან გაყალბებულია
ძძალიან, ანუ უმეტესი ნაწილი biggrin.gif

ეს ეხება მეფეთა ისტორიას
ომებს
სხვადასხვა კონკრეტულ დეტალებს.
სარწმუნოების და ეკლესიის ისტორიას, ასევე ცხადია.

საერთოდ, ამ ყველაფრის შესახებ ჩვეულებრივ ლეგიტიმურ წიგნებში ამოვიკითხავთ ყველა. ოღონდ ინფორმაციას გვაწვდიან მზა ანალიზით. თავისთავად ფაქტი არ იცვლება ხშრად. უბრალოდ, სხვა მხრიდან შეხედავ და ხვდები, რომ როგორც გასწავლიდნენ სიცრუეა. არის სხვა ვარიანტიც. ინფორაცია მოთხრობილია ჩვეულებრივ, მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსები უარყოფენ მას და არცერთ წყაროში მოხსენიებულ ვარიანტს თავის გამოგონილს გთავაზობენ.

მაგალითად შარდენის დღიურები რომ წავიკითხე
იქ ჩართულია იტალიელი მისიონერის მონათხრობი, თუ რა მდგომარეობაში იყო სამეგრელოსა და ქართლში ქრისტიანული სარწმუნოება.
ბერი წერს, რომ ეკლესიები ცარიელია მაღლა მთებზე, მოუვლელები, მღვდლებმა არ იციან წირვა, არ აქვთ წიგნები, ხალხი არ ესწრება ეკლესიაში წირვებს და თავიანთ (წარმართულ) წესებზე ცხოვრობენ. კიდევ ბევრი მსგავსი. ეს აღწერა საპირისიპიროა იმისა, რაც მთელ ერს ჩაგვიდეს თავში: რომ ამ შუა საუკუნეებში, ქართველი ერი ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო, რომ ქრისტიანობამ გადაგვარჩინა, შეგვინარჩუნა თვითმყოფადობა და კულტურა. ჩვენ თითქოს თავგადაკლული ვებრძოდით აზიას და მუსლიმანობას, თუმცა ფრესკებზე და ცხოვრების წესით, არ განვსხვავდებოდით დიდად მათგან.

ისტორიკოსების შეფასებით, ბერისა და თვით შარდენის შეფასებებიც, გადაჭარბებულია და ტყულია. ისინი ატყუებდნენო თავიანთ "დამსაქმებლებს", რომ მეტი დაფინანსება მიეღოთ, ძალიან განუვითარებლად წარმოაჩენდნენ იმ ქვეყნებს, სადაც მივლინებულები იყვნენო. ამაშიც არის სიმართლის მარცვალი შეიძლება. მაგრამ ასე გადაჭრით, რომ იმის საწინააღმდეგოს მტკიცება, რაც წყაროებში წერია, უბრალოდ სასურველი აზრის გატარებას ჰგავს.

ამ წინააღმდეგობებს აღმოჩენა დიდ ეჭვს ბადებს, რომ კიდევ ბევრი რამ შეცვლილია.
ამ მომენტისთვის დაახლოებით მოხაზული მაქვს სურათი, თუ რა მდგომარეობა იყო სინამდვილეში. თუმცა ეს ეხება დაახლოებით. 15-16 საუკუნიდან. მანამდე რა იყო რთული გასარკვევია.

რა სარგებელი მოაქვს ამ ცოდნას იმის გარდა, რომ გვმართავენ, გვატყუებენო ვიძახით და სავიშვიშო თემაა როგორც ასეთი?

გააზრება ნამდვილი ისტორიის.
ვინც საღი თვალით შეხედავს მოვლენებს, ის თავსმოხვეულ აზრებს იოლად აღარ წამოეგება.
დღეს საქართველოში რელიგიური და პოლიტიკური ფანატიკოსები ერთ დონეზეა.
პატრიოტიზმიც ფანატურ ფაზაშია.
ყველაფერი ეკლესიას, პატრიარქს!
ყველაფერი ბელადს! მიშას, ბიძინას, სტალინს!

ამ ჩემს მოთხრობილ ისტორიას (მყავს მხარდამწერები შუკრაში, ვინც ჩემზემეტად ერკვევიან და მეც კი, ყველაფერს შევეგუე მგონია, მარა სახტად მტოვებენ ხოლმე თავიანთი აღმოჩენებით ) დღეს შეიზლება ბევრი ამრეზით შეხედავს, მაგრამ ხვალ-ზეგ მეტი ადამიანი დაფიქრდება.
ნუ იმ ფანატიკოს ფენას არ ვიცი რა ეშველება biggrin.gif




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2019, 12:37 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



- ვატიკანის საიდუმლო არქივში სამუშაოდ დაიშვებიან არქივის პრეფექტის სპეციალური ნებართვით მხოლოდ იმ მასალებზე, რომლებიც მოიცავენ XII საუკუნის შემდგომ პერიოდს. სამწუხაროდ, დოკუმენტები XII საუკუნემდე საიდუმლოდ ინახება და არავის აქვს უფლება, მათზე იმუშაოს ან უბრალოდ გაეცნოს. ეს საბუთები კატალოგებშიც კი არაა შეტანილი. ჩემს არა ერთ თხოვნაზე, ნება დაერთოთ მენახა აღნიშნული მასალები, ერთსა და იმავე პასუხს ვღებულობდი: XII საუკუნემდელი დოკუმენტები არ შემონახულა და არა გვაქვსო. მაგრამ ჩემი იტალიელი კოლეგებისაგან ვიცოდი, რომ ეს არ იყო სინამდვილე. საბუთები არსებობდა, მაგრამ საიდუმლოდ ინახებოდა და ახლოს არავის აკარებდნენ.

ილია ტაბაღუა
იტალიის და ვატიკანის არქივებში მუშაობდა 1975-1976,1980 წლებში.

თავად ამბობს მერე, რომ მე-8 საუკუნით დათარიღებული დოკუმენტები მაინც ნახა ხელნაწერების გამოფენაზე ვატიკანში. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ამ სიძველის ტექსტი ნახა.

სინამდვილეში შეიძლება მართლაც არ არსებობდეს.
გადაწერილია არ ამხოლოდ ისტორია, არამედ მითოლოგიაც.
ერთჯერადად ვერ მოვყვები, მაგრამ ნელნელა რამდენიმე ფაქტზე დავწერ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2019, 12:44 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამონარიდიXVII საუკუნის ჰოლანდიელი პოლიტიკოსისა და მოგზაურის ნიკოლას ვიტსენის წიგნიდან - "ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ტარტარეთი", სადაც მრავალი ინფორმაციაა მაშინდელ საქართველოზე:
"ქართველი ქრისტიანები რწმენის საკითხებში დაუხვეწავნი არიან, მაგრამ ქალები, როგორც რელიგიის, ასევე მეცნიერების ყველა სფეროში მამაკაცებზე მეტად არიან გათვითცნობიერებულნი. ეს გამოწვეულია იმით, რომ კაცები ან მიწას ამუშავებენ ან ომობენ, ხოლო ქალთა დიდი რაოდენობა მონასტრებში იმყოფება, სადაც ისინი ეცნობიან ღვთისმსახურებას და მეცნიერებებს. მითუმეტეს, რომ ქალიშვილებს ადრეულ ასაკში აბარებენ მონასტრებში, რადგან, თუ ისინი ლამაზები არიან, მათ ხშირად იტაცებენ მათი ახლო მეგობრებიც კი და ჰყიდიან სპარსეთში, თურქეთში ან თუნდაც მონღოლეთში.
ქორწინებამდე გოგონებს იცავენ მონასტრებში, ან ისინი იქ რჩებიან მთელი ცხოვრება, სადაც ღვთისმსახურებით არიან დაკავებულნი. ისინი, როგორც მღვდელმსახურები, ატარებენ ნათლობებს."

ანუ წარმოგიდგენიათ ქრისტიანი ქალები, რომლებიც ღვთისმსახურებას ატარებენ?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 4 2019, 05:43 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,159
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეეჰ ისტორია ტყუილებით იქმნებოდა მუდამ, ყველა იმას წერს რაც თვითონ დაინახა, ან რაც თვითონ აწყობს რომ დაწეროს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 5 2019, 03:30 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ მოგეწონებატ, რომ გაიგოთ რომ სულაც არ ყოფილა ქრისტიანული ქვეყანა საქართველო
და მხოლოდ ძალით გაავრცელეს შუა საუკუნეებში, აგერ მე-17ში მაგალითად მეფეებისა და საეკლესიო ხელისუფლების ხელშეწყობით, თავად რუსეთის დახმარებით?
ეს ცხადია, ჩემი შთაბეჭდილებაა, რაც ზოგადად ისტორიისა და ფოლკლორული მასალების, ეთნოგრაფიული კვლევების გაცნობის შედეგად ჩამომიყალიბდა. მარა შოკის დამცემი ინფოა, ასე არ არის? biggrin.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 5 2019, 04:21 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






დიდი ხანია ამის დაწერა მინდოდა:



ჩვენი ანუ საქართველოს თანამედროვე განათლება, კულტურა, ცნობიერება - შექმნილია და განვითარდა რუსეთის გავლენით.

რაც ცნობილია, შეიძლება დავყოთ: ბიზანტიურ, სპარსულ და რუსულ პერიოდებად.

ბიზანტიის პერიოდიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ აკადემიები გქვონდა და აქ იღებდნენ უცხოელებიც განათლებას. რას ასწავლიდნენ, რა სახელმძღვანელოები იყო და ა.შ. ამის შესახებ ინფო მხოლოდ სპეციალისტებს აქვთ. თანამედროვე განათლებაზე მას გავლენა არა აქვს, რაც გინდა მაღალი დონე ყოფილიყო გელათსა თუ იყალთოში. ეს ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა.. სპარსული კულტურის გავლენა ჩვენზე ძალიან მიჩქმალულია. მხოლოდ პოეზიის მხარეა პოპულარული. მაგ. ლაშა-გიორგის რინდებთან კავშირი, თეიმურაზის სიყვარული სპარსული ენისადმი,პოეზიისადმი და ა.შ.

რაც შეეხება რუსეთს.

პირველად არჩილ მეორემ სთხოვა პეტრე პირველს მფარველობა და იგი ცხოვრობდა რუსეთში ოჯახით, იღებდა დახმარებას ხაზინიდან. მისი შვილი ალექსანდრე კი პეტრე პირველის ტოლი და მისი ახლო მეგობარი იყო. ნუ რაღა პირველად, ერეკლე პირველი მამად მოაზრება პეტრე პირველისთვის, ზოგს რომ ჰკითხო, უბრალოდ რა წიგნიც მაქვს ახლა, არ წერია მაგაზე და ვერ შევადარებ.

ამის შემდეგ ჩვენ ვიცნობთ ვახტანგ მეექვსეს მუშაობას, მასაც სწორება ჰქონდა რუსეთზე და ვიცით როგორ დაუპირისპირდა სულხან-საბას, რომელიც ევროპასთან ეძებდა კავშირებს. ვახტანგ მეექვსის თაოსნობით დაახლ. 2000 ქართველი დიდებული გაემგზავრა და დასახლდა რუსეთში. ეს იყო კატასტროფა ჩვენსავით პატარა ქვეყნისთვის, ფაქტიურად წაერთვა ქვეყანას განათლებული ფენა. ისინი და მისი შთამომავლობა მოექცნენ რუსული კულტურის ქვეშ.

ჩვენ ვიცით, რომ ნაბუქოდონოსორმა ასე აყარა და გადაასახლა ისრაელის ელიტა, დიდებულთა და რაბინთა შვილები. მარა ებრაელები არ დაიკარგებიან, მაინც მიხედეს თავს. ჩვენ ვერ გამოვდექით.

ვახტან VI იყო პოეტი, მეცნიერი, მთარგმნელი, გატაცებული იყო ასტრონომიით, მათემატიკით, გეოგრაფიით, ქიმიით, მედიცინით. ყველა სფეროს ეხებოდა.

მოკლედ, ამის შემდეგ რუსეთში იწყებენ მოღვაწეობას ჩვენთვის ცნობილი პირველი ქართველი მეცნიერები:

ვახუშტი ბატონიშვილი, ვახტანგ მეექვსის ძე, გეოგრაფი, ისტორიკოსი, კარტოგრაფი.

მისი თანამედროვე მამუკა ბარათაშვილი პოეტი, მეცნიერი.

ანტონ კათალიკოსი, ბაგრატიონი.

თეიმურაზ ბატონიშვილი , გიორგი XII-ს ძე, მწერალი და მეცნიერი, რომელმაც თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა რუსეთში გაშალა.

ნუ ყველას სმენია ესენი. კიდევ იყვნენ რა თქმა უნდა.

რუსეთში იღებენ განათლებას ჩვენი ცნობილი თერგდალეულები, საქართველოს უდიდესი მოღვაწეები.

შემდეგ ლაპარაკიც ზედმეტია, საქართველო ერთიანდება (ტერიტორიულად) მეფის რუსეთის ფარგლებში.

არსდება უნივერსიტეტები და სკოლები.

ეკლესია, რომელიც მანამდე განათლების კერა ყოფილა ქვეყანაში, მთლიანად ექცევა რუსული გავლენის ქვეშ. ისე რომ, დრეს ავტოკეფალია სწორედ რუსეთისგან გვაქვს მონიჭებული, რაც გვაკნინებს კოსტანტინოპოლის თვალში. ნუ ესეც სხვა თემაა. უბედურება ისაა, რომ ეკლესიამ დაკარგა განმანათლებლის ფუქნცია და ჩვეულებრივ მმართველობით სისტემად იქცა, რომელიც თავისთვის კაი პონტშია დღეს, აქვს ქონება და თავისუფლება ქვეყნის შიგნით. სხვა რამეზე არ ზრუნავს.

გასაგებია რომ პატრიოტული სულისკვეთება ჰქონდათ მოღვაწეებს, მაგრამ ფიზიკურად არ იყო სხვა გამოსავალი. არ არსებობს გავლენა არ მოეხდინა მაინც ქართველი ხალხის ცნობიერებაზე ამ ჩაკეტილობას. არ იყო სხვა ალტერნატივა.!

ამ პატრიოტულმა წრეება (ილიას და მის პერიოდ ვგულისხობ), რა ცეცხლიც დაანთო საქართველოში კომუნისტურმა რეჟიმმა პირწმინდად გაასუფთავა, როცა ჯერ თავადაზნაურობა გაანადგურა და შემდეგ მოაზროვნე ინტელექტუალებს დაერია, პოეტებს, მეცნიერებს და უბრალოდ შეძლებულ გლეხებსაც.

არ არსებობს ქართული მეცნიერება.

ყველა დიდი მოღვაწე რუსული განათლებით გვყავდა.

(ერთეულები ვიცით ევროპული განათლებით. )

დღესაც არ არსებობს ქართულ ენაზე სათანადო სახელმძღვანელოები, რომ სპეციალისტმა განათლება მიიღოს. ინგლისური წიგნებით სწავლობენ. თარგმანები მინახავს კატასტროფა.მარა ეს სხვა თემაა.

თემა რო გავაგრძელო, აშკარაა, რომ როგორც გაერთიანებას, ისე თანამედროვე განათლებას რუსეთს უნდა 'ვუმადლობდეთ.", რომელიც ცხადია ჩარჩოებში აქცევდა ამ სიკეთეებს, რასაც გვანიჭებდა.

აქ საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. არა იმიტომ რომ სხვა გამოსვალი არ ქონდა ქვეყანას და ა.შ. და ა.შ. არა გენაცვალეთ. მიზანმიმართულად ბაგრატიონების მიერ გავრცელდა რუსეთის ინტერესები საქართველოში, ეკლესიის დახმარებით, რომელიც სავარაუდოდ რუსეთმა შემოიყვანა. ამას დამტკიცება უნდა, მარა რას დაამტკიცებ გაანადგურეს ყველა წყარო.

ხოლო მანამდე პერიოდს რაც შეეხება, პირწმინდად გაანდგურდა ინფორმაცია, რაც არ აწყობდა რუსულ ცნობიერებას - წიგნები, ხელნაწერები და ყველაფერი. დარჩა ის, რასაც ან ეკელსია მოგვითხრობს, ან ბაგრატიონი მეცნიერები.

ერთი მხრივ რო შევადაროთ, ბაგრატიონები მაგ პერიოდში იყვნენ სპარსეთის ვასალები და სპარსეთის ერთგულების შემთხვევაში ჰქონდათ მეტი პრივილეგიები, ვიდრე რუსეთთან. ერთი ნახეთ, არჩილ მეფე, როგორ ეხვეწება პეტრე პირველს პურის ფულს, გათბობას, დასაფლავების ხარჯებს. როგორ ექცევიან გიორგი მეთორმეტის ცოლ-შვილს, ანტონ კათალიკოსს, ერეკლე მეფეს, მ ო ნ ე ბ ი ვ ი თ. ამ ხალხს, საქართველს მეფეებს, სციოდათ, შიოდათ და სწყუროდათ რუსეთის მფარველობის ქვეშ. მაშინ როცა სპარსეთის ერთგულების შემთხვევაში ჩვეულებრივი მდიდარი ფაშებივით ცხოვრობდნენ? რა დებილები იყვნენ?

მაგრამ ეს ხალხი, 17 სუკუნიდან (პეტრე Iის დროიდან) ბაგრატიონები ჩანან უბრალოდ მსახურები რუსეთის პოლიტიკისა, მათ გადააწერეს ქართულ კულტურას რუსული. კულტურაში ყველაფერს ვგულისხმობ.

ფოლკლორი რო ფოლკლორია, მეფის რუსეთის დროს რუსმა მოხელეებმა დაიწყეს ჩაწერა, შეგროვება, არ არსებობს ბევრი ლეგენდა ქართულად. შეინახეს დააკონსერვეს, ისე როგორც არქეოლოგიური მასალა.

ის რა ინფორმაციაცაა შემორჩენილი კათოლიკე მისიონერებში, რაც არ ემთხვევა რუსეთში დაწერილ საქართველოს ისტორიას, უარყოფილია ცალსახად!!!! პირდაპირ წერენ, ეს ავტორი იტყუებოდა იმიტომ რომ...

მოკლედ როგორც გინდათ, ისე გაიგეთ.

წყარო, დაგუგლეთ ვიკიპედიაში, არაფერი არ წერია აქ ისეთი, ნებისმიერი თქვენგანისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი.

უბრალოდ მოვლენებია სხვაგვარად შეფასებული. მადლობა ყურადღებისთვის.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st November 2024 - 04:16 AM