Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ფორუმი _ ფორუმის პირადი ბლოგი

Posted by: tty_ May 27 2015, 07:23 PM

მოგესალმებით,

გვაინტერესებს თქვენი აზრი ამ იდეასთან დაკავშირებით.

გვინდა შევქმნათ ბლოგი, სადაც თავმოყრილი, აკინძული და დალაგებული იქნება ყველა ის სტატია, რაც განხილულია ფორუმზე. უმრავლესობა სტატიებისა არის ფორუმის საკუთრება.
ჩვენ გვაინტერესებს, რომელ ადგილს აირჩევდით ფორუმის ბლოგზე შემოსასვლელად.

Domain_ს - რომელიც ცალკე, ამ ფორუმისგან მოწყვეტილად იმუშავებს და წარმოდგენილი იქნება მაგალითად ასე: www.blogesoteric.ge, ან ნებისმიერი სახელით.

თუ

Subdomain_ს - რომელიც შეერთებული იქნება ფორუმის დომეინთან და წარმოდგენილი იქნება მაგალითად ამგვარად: blog.esoteric.ge

ზემოთ გაკეთებულ გამოკითხვაში დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი.


მადლობა ყურადღებისთვის
ფორუმის ადმინისტრაცია

Posted by: earth May 28 2015, 07:09 AM

რა კარგი აზრია!!!
არის რამდენი კარგი თემა, ცალკე აიკინძება და არ ჩაიძირება ფორუმის გვერდებზე.
მხოლოდ სერიოზული თემები!!!
ახლა რომელი ჯობია ჯერ ვერ გეტყვით არ ვიცი... დაველოდოთ სხვები რას იტყვიან...

Posted by: old_man May 28 2015, 09:45 AM

მხარს ვუჭერ საბდომეინს

Posted by: td......... May 29 2015, 08:48 AM

მეც სუბდომეინი უფრო ლუგიკური და ადვილად მოსაძებნი მგონია.. ანუ უფრო მეტ ხალხს მოიზიდავს..

Posted by: ano May 29 2015, 07:37 PM

მგონი კარგი იდეაა, მაგრამ აქედან იოლად რომ გადავიდეთ ხოლმე, საძებარი რომ არ იყოს,
ადრე მომწონდა საიტებზე შესვლა, მაგრამ ახლა ფორუმები მირჩევნია, სხვადასხვა ეტაპებია
ანუ როცა აგროვებ ინფორმაციას და შემდეგ აზიარებ რომ გადაამოწმო შენი ინფორმაციის ხარისხი
თან უფრო ჩართული ხარ რაც გინდა იმას წერ, ბევრს არ ალაგებ რაც მოგადგება დააფიქსირებ სპონტანურად
საიტზე კი უფრო წესრიგია, ყველაფერი დალაგებულია ქვეთავებად, ასე რომ ვისაც სურს ერთიანად გაეცნოს ინფორმაციას მაგ შემთხვევაში საიტი გამოდგება. rolleyes.gif


Posted by: tty_ May 30 2015, 11:27 AM

ფორუმის პირადი ბლოგი http://www.blog.esoteric.ge/ მზადების პროცესშია.

მადლობა ყურადღებისთვის და თანამშრომლობისთვის.


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)