Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მხატვრული ფილმები _ La belle verte

Posted by: TeO Jun 20 2009, 08:34 AM

LA BELLE VERTE >> http://video.mail.ru/mail/vera_fizhenko/4410/5446.html <-----ონლაინში ყურება.

გირჩევთ ყველას yes.gif უ ყ უ რ ე თ !!!!! wub.gif l_daisy.gif
good.gif clap2.gif groupwave.gif clap2.gif good.gif
უძალიანმაგრესი ძენ ფილმიიიი bigarmhug.gif


Posted by: TeO Jun 20 2009, 08:43 AM

"Прекрасная зелёная" (Зелёная красавица) / "La belle verte"

жанр: комедия
Франция, 1996 год


О фильме:
1996 год. На далекой планете люди живут общинно-РП, биогенная цивилизация, теплый климат, полное самообеспечние, все гармонично. Количество проживающих на планете маленькое... Одна женщина с этой планеты решает посетить Землю (она посчитала, что корни ее рода с Земли), отправляется сюда и сталкивается понятное дело с техногенной цивилизацией и становится ей поначалу фигово... Но в виду наличия некоторых простых но действенных способностей ситуация начинает изменяться - разговаривая с людьми она умеет обращаться к их собственному "Я" отключая от программ социума. Ну и люди поговорившие с ней перещелкиваются и меняют восприятие происхожящего ...
Начиная от разувающегося посреди дороги человека, отшвыривающего ботинки, директора роддома, которые вдруг осознает что он не может принимать роды, поскольку не понимает в этом ничего - он же не женщина smile.gif и кончая политиками, которые вдруг начинают нести с экранов тв правду.


"Зелёная красавица" не самый известный, но очень светлый, добрый и просто замечательный фильм, который я рекомендовал бы посмотреть всем
Поразительно, но именно этот фильм был запрещён к показу во Франции.

ესეც ლოტოსის ფორუმზე >> http://ariom.ru/forum/t11788-0-asc-0.html

Posted by: TeO Jun 20 2009, 09:31 AM

ფილმი 96–ში გამოსულა და მიკვირს ამდენი ხანი როგორ ვერ ვნახე, თუმცა რა არის გასაკვირი როდესაც საკუთარ სამშობლოშიც კი აუკრძალავთ ფრანგებს ფილმის ჩვენება?! superstition.gif რა გასაკვირია wacko.gif

ვუყურე დიდი სიამოვნებით და ყველას ყველასდ გირჩევთ უყურეთ და სხვებსაც აყურებუნეთ..ეს რაღაც სუფთა ჰაერივითაა, რომელიც გამოგაფხიზლებთ/გაგაღვიძებთ და შეგბერტყავთ/აზრზე მოგიყვანთ smile.gif

ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდიი l_sunny.gif l_daisy.gif wub.gif

Posted by: Shou Jul 7 2009, 10:15 AM

დიდი მადლობა TeO-ს ამ ფილმის "რეკლამირებისათვის" l_daisy.gif

უპრეტენზიოდ, მსუბუქად, ჭკუის სწავლების გარეშე არის ნაჩვენები ის თუ რას უნდა ვესწრაფვოდეთ და საით უნდა მივდიოდეთ. როცა დღეს ვლაპარაკობთ ბუნებასთან სიახლოვეზე და ტექნიკური და ინდუსტრიალური განვითარების შედეგად დედამიწისათვის (ჩვენთვის) მიყენებულ ზიანზე, ნებისმიერი ცვლილების და ასე ვთქვათ "უკან დაბრუნების" იდეა უტოპიურად ჟღერს. მერე კომფორტი, რა საჭიროა რეგრესი და გამოქვაბულებში დაბრუნება და ა.შ. არგუმენტების მთელი კასკადი. ცნობიერების შეცვლა, აი, ერთადერთი გამოსავალი. გზა? ალბათ ერთი კარგი "შენჯღრევა" ყველას გვჭირდება მართლა და სტადიონზე ჩვენც ავცეკვდებითsmile.gif

ჩემთვის შოკი იყო აფრიკელი აბორიგენების და უდაბნოს ფონზე "გოგოვ, გოგოვ, მე შენს მეტი....." რომ აჟღერდა უცებ.

ყველას გირჩევთ უყუროთ. ფილოსოფია, რომ მოვაშოროთ სასიამოვნო კომედიაა smile.gif

Posted by: TeO Jul 8 2009, 06:01 AM

l_daisy.gif
ქართული სიმღერის საუნდტრეკად მოსმენა მართლაც მოულოდნელი და სასიამოვნო იყო))) ყურებს კი ვუჯერებდი, მაგრამ თან არა biggrin.gif

Posted by: TeO Jul 22 2009, 07:43 PM

ირმა ჯერ არ გინახია ეს ფილმი?

Posted by: adamiani Aug 21 2009, 11:29 AM

არ მომეწონა ფილმი, უფრო სწორედ მსოფლმხედველობა ამ ფილმის მიღმა. იეღოვას მოწმეები მომაგონა. მათაც სწამთ მსგავსი "მიწიური სამოთხის", უცოდველი ბუნების და ცოდვილი ადამიანის. ეს ფიზიკური სამყარო ვერასოდეს იქნება უცოდველი, რადგან მხოლოდ სიბრძნითაა შექმნილი და არა სიყვარულით. ბუნებას საფუძვლად უდევს სიკვდილის, მკვლელობის და ერთმანეთით კვების პროცესი. ჩვენი ის ნაწილი, რომელიც მართლაც ამ ბუნების ზიარია იგივე კანონზომიერებებით ცოცხლობს. მხოლოდ ჩვენი სრული, სულიერიდან გამომდინარე ტრანსფორმაცია და ამით განპირობებული დედამიწის ტრანსფორმაცია არის გამოსავალი. მაგრამ მაშინ დედამიწა და ადამიანები ისეთი ფორმის არ იქნება, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები უცხო პლანეტის სახით.

გარდა ამისა ფილმში არ მომეწონა სხვისი მანიპულირების უნარი, უცხოპლანეტელების კოლექტივიზმი და ფიზკულტურა ( საბჭოეთი მომაგონა), და (ფეხბურთის მოყვარული არანაირად არა ვარ, მაგრამ) ფეხბურთელების დაცინვა და დისკრიმინაცია.

გულთბილობას და ვეგეტარიზმს კი მთლიანად ვემხრობი.



Posted by: ♫♫♫ Aug 22 2009, 06:12 AM

QUOTE(Shou @ 7th July 2009 - 10:15 AM) *
ჩემთვის შოკი იყო აფრიკელი აბორიგენების "გოგოვ, გოგოვ, მე შენს მეტი....." რომ აჟღერდა უცებ.

Shou შენადა... "ჩემი ხატია სამშობლო"-ც ხომ არ იმღერეს აბორიგენებმა, tongue.gif კაი ვხუმრობ... laugh.gif არა მაქვს ნანახი.

Posted by: TeO Aug 26 2009, 06:06 PM

რაც არ უნდა თქვათ, მე მაინც მომწონს ეს ფილმი smile.gif მასში ბევრი დადებითი მუხტია და არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ კომედიური ჟანრია ასე, რომ ყველაფერს მეტად სერიოზულად არ უნდა აღვიქვამდეთ..და ის წვრილი "ნედავიაზკები"კიდევ ეპატიებათ,შეიძლება თვალის დახუჭვა smile.gif

Posted by: ირმა Aug 26 2009, 07:35 PM

TeO

QUOTE(Tea @ 22nd July 2009 - 08:43 PM) *
ირმა ჯერ არ გინახია ეს ფილმი?

არა, არ მინახია smile.gif

Posted by: ♫♫♫ Sep 24 2009, 09:14 PM

ეხლა ვნახე, ვაღიარებ, მსგავსი დეგენერატობა ჯერ არ მინახავს! კომუნისტებიც იგივეს ქადაგებდნენ: რძის მდინარეებს, მიწიერ სამოთხეებს, ჯამრთელ ცხოვრების წესს, ბროილერის ბავშვების გამოყვანას clap2.gif და ა.შ. და ა.შ. და ა.შ..... არა, მე ჯანსაღი ცხოვრების წინაარმდეგი კი არა ვარ! მარა რა უბედურებაა ეს სახალხო კოლექტიური დამოძღვრები...? moderator.gif ხოხ....!

Posted by: TeO Sep 25 2009, 08:02 AM

ჰმ, ადამიანებს როგორი განსხვავებული ხედვა და გემოვნება გვაქვს! smile.gif ნა ვკუს ი ნა ცვეტ - ტავარიშავ ნეტ-ო wink.gif

Posted by: Simulated Nov 9 2009, 09:39 PM

ეხლა მოვრჩი ყურებას.მე მომეწონა ძალიან.აბსოლიტურად სწორი გზაა ნაჩვენები თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა.

კომუნიზმს რაც შეეხება.....კომუნიზმს ქმნიდნენ ლიდერები და არა ხალხი.აქ ხალხია თავის ბატონ პატრონი ულიდეროდ.ასე რომ უაზრობაა აქ კომუნიზმის შედარება ამაზე.

Posted by: TeO Nov 10 2009, 10:00 AM

Simulated beerchug.gif l_sunny.gif

Posted by: adamiani Nov 11 2009, 03:31 AM

Simulated

QUOTE(Simulated @ 9th November 2009 - 10:39 PM) *
უაზრობაა აქ კომუნიზმის შედარება ამაზე.


ამ შემთხვევაში ალბათ გამართლებულია შეკითხვა: რამდენი წლის ხარ?

Posted by: Simulated Nov 12 2009, 07:29 PM

23

Posted by: Simulated Nov 12 2009, 08:23 PM

QUOTE(adamiani @ Nov 11 2009, 03:31 AM) *
Simulated
ამ შემთხვევაში ალბათ გამართლებულია შეკითხვა: რამდენი წლის ხარ?

23 ვარ.შეკითხვა რატოა გამართლებული )) რადგან კომუნიზმს ვერ მოვესწარი?

Posted by: ირმა Jan 15 2010, 03:58 AM

TeO

QUOTE(Tea @ 20th June 2009 - 09:34 AM) *
გირჩევთ ყველას უ ყ უ რ ე თ !!!!!

უძალიანმაგრესი ძენ ფილმიიიი


როგორც იქნა ვთქვი, ვნახო ერთი რა არის მეთქი. დიდი ხანია ასეთი სახის ფილმი არ მინახია და მეზარება ფილმების ყურება. ამ ფილმს დიდი სიამოვნებით ვნახავ კიდევ, მაგრამ ამჯერად სხვა ლინკი უნდა მოვძებნო. თუ გაქვთ ვინმეს რუსული ვარიანტი დადეთ რა. ფრანგულად ვნახე და დამღალა ინგლისურმა წარწერებმა. თან ინგლისური კარგად არ ვიცი. რამდენიმე მომენტი ვერ გადავთარგმნე. blush.gif

ახლა დავამთავრე,– დავიშოკე. დიდი ხანია წესიერი, აზრიანი ფილმი არ მინახია და როგორც იქნა. თან სასწაულია ასეთი ძველი ფილმი და ერთხელ არ უჩვენებიათ არც საბერძნეთის ტელევიზიას. ამ დღეებში გამოვიკითხავ,თუ უნახია ვინმეს აქ.

ფილმი ძალიან მომეწონა და უდიდესი დადებითი ენერგიის მატარებელია.

ლოგიკურია რომ აკრძალეს, რადგან ყიდვა-გაყიდვის წინააღმდეგია.

ძალიან, ძალიან კარგი ფილმიაsmile.gif))) angel1.gif გირჩევთsmile.gif

Posted by: ირმა Jan 15 2010, 04:00 AM

მადლობა TeO ამ ფილმის რეკლამირებისათვის wub.gif kiss1.gif

Posted by: Emigranti Jan 15 2010, 06:55 AM

ირმა

აუ დამაინტრიგეთ. მეც მომინდა ეხლა ყურება. huh.gif

Posted by: მზეონა Jan 15 2010, 11:13 AM

l_sunny.gif l_daisy.gif

Posted by: Shou Jan 15 2010, 04:15 PM

ამ ფილმზე მსჯელობას გადავხედე, ჰმმ. ერთ რამეს დავაკვირდი, შესაძლოა ფილმი ან ნაწარმოები იდეოლოგიურად და აზრობრივად ძალიან გამართული იყოს, აი, ისეთი წუნს რომ ვერ დაუდებ და ამვდროულად არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდეს, შენ სულს/გულს არ ეხებოდეს. მნიშვნელობა არა აქვს როგორ დახატავდნენ "იდეალურ" ყოფას, მაიმუნებივით ხეებზე ჩამოკიდებულებს თუ მინდორზე ყოველწლიურად შეკრებილებს, მთავარი ჩვენი ყოფის ხარვეზების და გადარჩენის მიმართულების ჩვენება იყო. აი, როგოც ზურიკელაზე ამბობენ "რა გინდა უგვრძნია კაცსო", მასეა რა, წესით გულგრილი არ უნდა დაგტოვოს, შენს სულს შეეხოს, მნიშვნელობა არა აქვს გონება რა შეფასებას მისცემს ამ შემთხვევაში რადგან დიდად არც მაგას ესმის რამე, პრეტენზია კი აქვს, იცოცხლეsmile.gif

Posted by: ირმა Jan 15 2010, 04:26 PM

ეს ფილმი როგორც ჩანს საშიშად ჩათვალეს დიდმა ფირმებმა და ამიტომაც არ უწევენ რეკლამირებას.
ფილმი კარგი კომედიაა, ბევრი ვიცინე კიდეც. მაგალითად, როდესაც ერთი იძლევა შეკითხვას რა არის მანქანა და მერე ყველა პატარა ბავშვებივით ცდილობენ ახსნან რა არის მანქანა ხელებითა და ფეხებით lol.gif lol.gif lol.gif
ასეთი ხასიათი რას გაგონებთ? რას იტყოდით?
ამ პატარა სახუმარო სცენაშიც კი ჩემი აზრით აზრი დევს.wink.gif

Posted by: მზეონა Jan 18 2010, 12:36 PM

QUOTE(ირმა @ Jan 17 2010, 12:02 AM) *
მზეონა
დიდი მადლობა ვნახე რუსულად, აი მთლიანი ლინკიც ვიპოვეsmile.gif

http://video.mail.ru/mail/vera_fizhenko/4410/5446.html

ირმა
ამ ბმულით ვუყურე რადგან თარგმანი იყო სხვა და ყოველთვის მაინტერესებს იმ განსხვავებების პოვნა (ყველა თავისებურად თარგმნის) wink.gif ჰოდა ერთ ადგილას ფილმში ისეთი კადრიც იყო რაც ჩემს წინა ვერსიაში აშკარად ამოუჭრიათ tongue.gif
კარგია biggrin.gif აი, ის მომენტი ტელევიზორს რომ უყურებენ და პირველივე ადამიანს (ფულებს რომ ითვლის ტოკ-შოუში) სისტემიდან გამოაერთებენ laugh.gif ეგ ნაწყვეტი აკლადა ))) საყვერელი ფილმია რაა l_sunny.gif tender.gif

Posted by: Emigranti Jan 21 2010, 10:37 AM

ეს ყოფილა ფრანგი რეჟისორის, მსახიობის და სცენარის ავტორის Coline Serreau-ს ფილმი. იგი ასევე ამ ფილმის სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელიცაა.



58-წუთზე მართლაც არის ქართული სიმღერა. რა ჰქვია არ ვიცი, მაგრამ სიტყვებს ”...თურმე ჩემს გულში ნაზი...” მოვკარი ყური. smile.gif ამის მერე კი ნამდვილად “გოგოვ, გოგოვ მე შენს მეტი...” იწყება. საოცარია. ფიმლში http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=589 ხომ ასევე ქართული სიმღერებია დადებული (ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით). როგორც ჩანს ევროპელებისთვის ქართული სიმღერები ძალიან მისტიურად, გონებისა და ცნობიერების მიღმა არსებულად აღიქმება. ჩვენთვის კი ისინი იმდენად ჩვულია, რომ თავისთავადად აღვიქვამთ და რაა მათში ჩადებული აღარ ვაკვირდებით.

რაც შეეხება თვითონ ფილმს, თავიდან ვიფიქრე რომ ის ცოტა ნაივურია, მაგრამ მერე დავფიქრდი და უნდა ვთქვა, რომ ეს ხომ მხოლოდ მხიარული კომედიაა, რომელსაც არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და შეიძლება უყუროთ ბავშვებთან ერთად. ანუ ის არის ზუსტად ის რაც უნდა ყოფილიყო. თუ ვინმე მელოდრამატულ ტრაგედიას ეძებდა უფროსებისთვის, არც უნდა ეყურებნა.

მაგრამ აი რაც ჩემამდე ნამდვილად არ დადის ესაა ის, თუ რატომ იყო ეს ფილმი აკრძალული. იყო კი? blink.gif

ყველაზე საინტერესო კი აღმოჩნდა ის, რომ Coline Serreau ყოფილა ასევე, ერთი ჩემთვის, ბავშვობაში კარგად ნაცნობი ფილმის, “სამი მამაკაცი და ერთი ჩვილი” (http://www.imdb.com/title/tt0090206/ ), სცენარის ავტორი და რეჟისორი. ეს ფილმი ძალიან მიყვარდა და ხშირადაც ვუყურებდი ხოლმე. smile.gif




Posted by: ირმა Jan 23 2010, 03:50 PM

Emigranti

QUOTE(Emigranti @ 21st January 2010 - 11:37 AM) *
მაგრამ აი რაც ჩემამდე ნამდვილად არ დადის ესაა ის, თუ რატომ იყო ეს ფილმი აკრძალული. იყო კი?

მართლა არ ვიცი თუ არის ან იყო აკრძალული, მაგრამ არ გამიკვირდებოდა რომ იყოს აკრძალული. ამ ფილმში ბევრი რამეა, რაც ბევრს არ მოეწონებოდა:
1. ის რომ უარს ამბობენ მატერიალურზე(ტელევიზორები, ფურნები და სხვა)
2. როცა ექიმს ესაუბრება მთავარი გმირი და ექიმი ეუბნება,–იცი ვინ ვარო, აი აქაც ჩანს რომ არავინ არ უნდა იყოს არავიზე დიდი და პატარა. თანასწორუფლებიანობაა საჭირო.
3. იმ პლანეტაზე აჩენენ იმდენ შვილს, რამდენიც ზიანს არ მოუტანდა პლანეტას. ეს ფილმი კარგად გამოთქვამს ამ სახით იმ აზრს, რომ ასე უზომოდ გამრავლება არ არის კარგი.(ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფოა, რომელიც აკრძალავდა ფილმს)

საერთოდ ფილმში მრავალი პატარა ნიუანსია, რომელიც კომედიის სახით გადმოსცემენ, მაგრამ სრულიადაც არ არის კომედია, პირიქითwink.gif

Posted by: მზეონა Jan 27 2010, 02:28 PM

“სამი მამაკაცი და ერთი ჩვილი” ამ ფილმის გაგრძელება გადაუღია 2003 წელს- "18 წლის შემდეგ" http://gol.ge/index.php/index.php?cat=movies&details=1443&order=1.1
ახლა ორივე ფილმს ვიწერ, ვნახავ, მაინტერესებს smile.gif

Posted by: მზეონა Jan 27 2010, 10:42 PM

QUOTE(მზეონა @ 27th January 2010 - 02:28 PM) *
“სამი მამაკაცი და ერთი ჩვილი” ამ ფილმის გაგრძელება გადაუღია 2003 წელს- "18 წლის შემდეგ" http://gol.ge/index.php/index.php?cat=movi...3&order=1.1
ახლა ორივე ფილმს ვიწერ, ვნახავ, მაინტერესებს

ვუყურე პირველ ფილმს და ძალიან მომეწონა ..ეტყობა ქალის გადაღებული რომ არის, სულ სხვა გრძნობებია წინა პლანზე. ბავშვი..
და ის მომენტი ადამ-ევაზე და ნეკნზე რომ ლაპარაკობენ laugh.gif მაგას კაცი არ იტყოდა! რეჟისორმა ქალმა ათქმევინა biggrin.gif

მეორე ფილმს ვერ ვიწერ, გაუფუჭებულია რა ბმული sad.gif((

Posted by: ირმა Jan 27 2010, 10:47 PM

QUOTE(Emigranti @ 21st January 2010 - 11:37 AM) *
“სამი მამაკაცი და ერთი ჩვილი”

ეგ კომედია ძალიან ძველი უნდა იყოს, დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, მაშინ მახსოვს ბევრი ვიცინეsmile.gif

Posted by: მზეონა Jan 27 2010, 10:50 PM

ჩემ ხელაა ანუ 25 წლის biggrin.gif biggrin.gif რა გინდა სულ პატარა ყოფილა laugh.gif

Posted by: Anna Jan 28 2010, 12:25 AM

ვუყურე და მართლა მომეწონა smile.gif მსუბუქი ფილმია ღრმა დეტალებით.
კრიტიკულად თუ არ შეხედავთ მგონი უნდა ისიამოვნოთ... რაღაც არ მომინდა გაკრიტიკება wink.gif
მადლობა თეოოოოს kiss1.gif flowers.gif

Posted by: priad ubralo Jan 31 2010, 02:06 PM

QUOTE
უძალიანმაგრესი ფილმი
QUOTE
მსუბუქი ფილმია ღრმა დეტალებით.

კი, ძალიან ღრმა ფილმია, ძალიან!!!

ფილმია, ღრმაა ძალიან!
ფილმია, ღრმაა ძალიან!
ფილმია, ღრმაა ძალიან!
p.s.
ძალიან მაგარია, ძალიან!!! ძალიან, მაგარია!...

Posted by: მზეონა Jun 8 2011, 07:31 PM

priad ubralo tongue.gif

წამეშალა ფილმი და ახლა ვიწერ აქედან > http://www.om-kali.com/news/prekrasnaja_zelenaja/2010-04-13-869
უკეთესი ხარისხია და ვნახოთ smile.gif

Posted by: earth Jun 9 2018, 07:37 PM

priad ubralo

QUOTE(priad ubralo @ 31st January 2010 - 03:06 PM) *
კი, ძალიან ღრმა ფილმია, ძალიან!!!

ფილმია, ღრმაა ძალიან!
ფილმია, ღრმაა ძალიან!
ფილმია, ღრმაა ძალიან!
p.s.
ძალიან მაგარია, ძალიან!!! ძალიან, მაგარია!...

lol.gif laugh.gif

Posted by: earth Jun 9 2018, 07:38 PM



იყოს ეს ლინკიც smile.gif
https://www.youtube.com/watch?v=CW61NxJ73G4

Posted by: earth Jun 10 2018, 07:21 AM

Emigranti

QUOTE(Emigranti @ 21st January 2010 - 11:37 AM) *
58-წუთზე მართლაც არის ქართული სიმღერა. რა ჰქვია არ ვიცი, მაგრამ სიტყვებს ”...თურმე ჩემს გულში ნაზი...” მოვკარი ყური. ამის მერე კი ნამდვილად “გოგოვ, გოგოვ მე შენს მეტი...” იწყება. საოცარია. ფიმლში “ბარაქა” ხომ ასევე ქართული სიმღერებია დადებული (ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით). როგორც ჩანს ევროპელებისთვის ქართული სიმღერები ძალიან მისტიურად, გონებისა და ცნობიერების მიღმა არსებულად აღიქმება. ჩვენთვის კი ისინი იმდენად ჩვულია, რომ თავისთავადად აღვიქვამთ და რაა მათში ჩადებული აღარ ვაკვირდებით.

მართლაც, ასეა ალბათ.
რამდენიმე წლის მერე გუშინ კიდევ ვნახე ფილმი და ვისაც არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)