IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ადამიანი და მისი "მეები", ვინ ხდება უკვდავი?
tikoroma
post Jul 17 2015, 01:43 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთიანი ენერგო-ინფორმაციული სივრცე, აკაშა თუ რაც გინდათ - ვთვლი, რომ არსებობს ასეთი რამ.

ზოგ თემაში (მაგ. სამადჰი სამადჰი 2 ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში ) ვისაუბრეთ ადამიანის როლზე ამ სამყაროში. არსებობს ადამიანი და მასში მყოფი ღვთის სული, ნაწილი, სუპერ ეგო, ზეცნობიერი, რავი ბევრ რამეს ვუწოდებთ. მისი პოვნა, მასთან კავშირი, თავის გაიგივება და მისი ხედვებით, შესაძლებლობებით ცხოვრება ამ სხეულში უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. გაურკვეველია, ის სუპერ მე არის თუ არა ინდივიდუალური პიროვნება. თუ არის ერთიანი სულის (ღმერთის) ნაწილი, ვინც თავს აცნობიერებს როგორც ერთიან ღმერთს?
მაგ. თუ მე და ჩემი მეზობელი ბესო შევიცნობთ ჩვენს უმაღლეს სულს, დავრჩებით ისევ თიკოდ და ბესოდ თუ თავს ვიგრძნობთ ერთ არსებად?

რამდენიც უნდა ვისაუბროთ იმ უცნობი "მეს" შესახებ, ფაქტია რომ არსებობს ჩემთვის ნაცნობი "თიკო", თუნდაც არასტაბილური და დროებითი. ის ცოცხალია - ის იცნობს თავის თავს. და რადგან თითქმის ვთანხმდებით მის დროებითობაზე, როგორ გგონიათ რა მოსდის მას გარდაცვალების ან გასხივოსნების შემდეგ? ქრება?

და რა ქრება კონკრეტულად?
ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ რისგან შედეგბა ეს "მე". - მას აქვს ცნობიერება, რომელიც ასევე შედგება ცოდნისგან, აზრებისგან, შთაბეჭდილებებისგან, გრძნობებისგან, სურვილებისგან, ნიჭისა და შესაძლებლობებისგან. თუ შეიცვლება ან გაქრება ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში ქრება "თიკოც". სიტყვა გაქრობას, ტრანსფორმაციას ვამჯობინებდი ამ შემთხვევაში. სრული გაქრობა- ტრანსფორმაცია პირველადი "მესგან" (იმასთან, ვისთანაც პირველად გავაიგივეთ თავი) ხდება მაშინ, როცა ე.წ. გასხივოსნება მოხდება. სრულიად ახალი პიროვნება ჩნდება. ნუ ეს ინდივიდუალური პიროვნებაა თუ უერთდება პირველსაწყისს, ვერ გეტყვით, ეგ კითხად დავსვი ზემოთ smile.gif ასე მოხდა ბუდას, ქრისტეს შემთხვევაში. ამიტომაც არაა ცნობილი ჩვენთვის მათი ბავშვობის და სწავლის ისტორიები, ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია თუ ვინ გახდნენ ისინი ტრანსფორმაციის შემდეგ.

რაც შეეხება პატარ-პატარა ტრანსფორმაციებს, ამის შემჩნევა მარტივია - მე დღეს ძალიან განსხვავებული ვარ იმისგან, ვინც 10-15 წლის წინ ვიყავი, მაგრამ არა სრულიად შეცვლილი. სრულად არა, იმიტომ რომ ამ მყარ გარემოში, აზრები, ცოდნა და შთაბეჭდილებებიც მყარად გვებეჭდება ტვინში. რაც დიდხანს ვრჩებით ერთ აზრზე, რაც უფრო დიდხანს ვაიგევბთ თავს ერთდაიმავე ობიექტთან, მით უფრო სტაბილურად ვგრძნობთ თავს და ეს გვიხარია. და ამას გვიბეჭდავენ თავში, რომ კონკრეტულად რაიმესთან უნდა ვაიგივებდეთ თავს - მაგ. ქართველი ვარ და თავს ვაიგივებდე მთელი ცხოვრება იმასთან, რაც ქართველობა მგონია. მხატვარი ვარ და მოვიქცე ისე, როგორც მიღებულია მხატვრისთვის (ვინ მიიღო? biggrin.gif). ლექსი სკოლიდან " მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთაცვლას" და ა.შ. :დ მოკლედ თავდაპირველად ცვლილების აუცილებლობა უნდა დავინახოთ, ამას შევეგუოთ და მოგვინდეს საკუთარი თავის შეცვლა (და არა სამყაროს და გარემოს, როგორც ზოგს ჰგონია (მაგ. მე) ;დ

ცვლილება, ტრანსფორმაცია იწვევს "გაქრობის" ძლიერ შიშს. შიში კი მუხრუჭია უპირობოდ. იმ წინა თემებში საუბრის დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე მაქვს ეს შიში. მე მინდა ვაკონტროლებდე ყველაფერს, რაც ხდება ჩემს გარშემო და ჩემში, ჩემს გრძნობებსა და სურვილებში. თუ არ ვაკონტროლებ, მინდა დამკვირვებლად მაინც დავრჩე. ძალიან უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს, როცა გონება მეთიშება - გულის წასვლისას (ზოგს ესეც სიამოვნებით აგონდება, ნუ იცინით), ასტრალში გასვლის მცდელობისას, ტრანსში ჩავარდნისას, ჩაძინებისასაც კი თუ პროცესს ვგრძნობ. ეს ფიზიკურ პლანზე, მაშტაბებში კი საკუთარი თავის დაკარგვის შიშია - იმ "თიკოსი" რომლადაც თავს ვთვლი. გონების შიშია, რომელსაც არ უნდა სცენიდან გასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მთავარ დანიშნულებად, მთავარ მიზნად მის პირველსაწყისთან შერწმას ვთვლი, გასხივოსნება, სამოთხე, ნირვანა, ყველაფერი რადაც წარმოგიდგენიათ, მაინც ვთვლი რომ ეს ჩვენი დროებითი ცნობიერებები არ ქრებიან სამუდამოდ. რადგან ჩვენს სამყაროში არც არაფერი ქრება smile.gif იგივე ტერმინებით რომ გავაგრძელო - ადამიანები, რომლებიც დიდხანს აიგივებდნენ საკუთარ თავს რაიმე ობიექტთან, ცოდნასთან, რომელთაც ჰქონდათ ძალა შეექმნათ საკუთარი უნიკალური ისტორია და სტაბილურად ეარსებათ სივრცეში, რომელთა სახელებიც საუკუნეებს გასცდა - მეცნიერები, პოეტები, მხატვრები, მხედართმთავრები. როგორ გგონიათ, ასეთი ძლიერი პიროვნებები გაქრებოდნენ, სრულიად ტრანსფორმირდებოდნენ? თუნდაც რეინკარნაცია არსებობდეს და ისინი სხვა ადამიანად დაბრუნდნენ, მათ ერთ ცხოვრებაში შეძლეს შეექმნათ საკმაოდ მყარი და უცვლელი სახე - რომლებიც დღესაც შთაგვაგონებენ. სახელები, რომელთაც 20-25 და უფრო მეტი ან ნაკლები საუკუნე გვაშორებს და მაინც ჩვენ მათ ძალას ვგრძნობთ.
ერთი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ლენინი იმდენად ბოროტი იყო, რომ იმ ქვეყნად დემონად იქცა. ეს ადამიანი ამბობდა, რომ არსებობს რაღაც ასტრალური სივრცე, სადაც "იწერება" ძლიერი პიროვნებები, თავისი არსით რჩებიან იქ და მისაწვდომები არიან ჩვენთვის. ანუ, როგორც რაფაელის "მადონა" გამოეყო ავტორს, აგრძელებს სიცოცხლეს მისგან დამოუკიდებლად და აქვს საკუთარი ისტორია ამ ფიზიკურ სამყაროში. შესაძლოა ასევე მისი ავტორი - რაფაელი, გამოეყო თავის თავის იმ ღვთიურ ნაწილს, (კონკრეტულად როგორც თვით რაფაელი - მხატვარი, მთელი თავისი ცოდნით, აზრებით, სურვილებით და ძალებით). შექმნა თავისი ისტორია და დაიწერა და დარჩა ასტრალურ სივრცეში და აგრძელებს დამოუკიდებელ არსებობას. მისმა სულმა კი გააგრძელა რეინკარნაცია, ღმერთთან შეერთდა ან რაც გინდათ და როგორც წარმოგიდგენიათ.

ამ ვერსიაზე რას იტყვით?
პ.ს. გულიანად გესაუბრეთ (მიყვარს ჭკვიან ხალხთან ლაპარაკი). მადლობა რომ არსებობთ JC_cupidgirl.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Zet
post Dec 26 2019, 09:05 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ 4th December 2019 - 04:15 PM) *
ახლა შოთას შეცდომები მარკვევინე, ჩემსაში ვერ გავრკვეულვარ


Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   ადამიანი და მისი "მეები"   Jul 17 2015, 01:43 PM
ანნა   მე ყოველ დღე ვფართ...   Jul 17 2015, 02:58 PM
ichi   ბევრი მიფიქრია ამ ...   Jul 17 2015, 03:08 PM
tikoroma   ichi მაგალითად რა არი...   Jul 17 2015, 06:47 PM
ანნა   მე გამომიცდია მარა...   Jul 17 2015, 07:50 PM
tikoroma   ანნა სხვა რამეზე ვ...   Jul 17 2015, 08:24 PM
ichi   თუ ვიქნებით ჩვენი ...   Jul 17 2015, 08:46 PM
tikoroma   ichi ნუ სანამ ჩვენი ც...   Jul 17 2015, 08:56 PM
tikoroma   შეგვიძლია ავირჩიო...   Jul 17 2015, 08:57 PM
ანნა   თუ ხარ შესაბამსიად...   Jul 17 2015, 09:23 PM
tikoroma   ნუ მთავარი საიდუმლ...   Jul 17 2015, 09:30 PM
tikoroma   ანნა უჩინარი წმინ...   Jul 17 2015, 09:33 PM
ichi   [quote name='tikoroma' post='111831' date='17th Ju...   Jul 17 2015, 09:35 PM
ichi   ბებიაჩემი მაგალიტ...   Jul 17 2015, 09:45 PM
ichi   თემა სხვა რამეზეა, ...   Jul 17 2015, 09:46 PM
mata   თემა სხვა რამეზეა, ...   Jul 17 2015, 10:40 PM
tikoroma   მე არ ვეძებ ამ შემთ...   Jul 17 2015, 09:49 PM
ანნა   ჩემი გაგებით სიხში...   Jul 17 2015, 10:41 PM
ანნა   ნათაის ვეთანხმებ...   Jul 17 2015, 10:45 PM
ichi   ცნობიერებას ვერ გა...   Jul 17 2015, 11:35 PM
mata   ichi თუკი მაინცდამაი...   Jul 18 2015, 04:14 AM
ichi   ახალი ცოდნის დაბად...   Jul 18 2015, 09:39 AM
mata   აპ.... აქა ვართ... მატ...   Jul 18 2015, 02:14 PM
ichi   ენდე ნებისმიერს ნდ...   Jul 18 2015, 02:52 PM
mata   ეგ უბრალოდ მოგონი...   Jul 18 2015, 04:38 PM
mata   აი ხო ნებისმიერში ...   Jul 18 2015, 04:46 PM
tikoroma   პირველ პოსტს გამოვ...   Dec 4 2019, 01:56 PM
old_man   გავიხსენოთ ჩვენში ...   Dec 4 2019, 03:03 PM
tikoroma   კაია ბედნიერება   Dec 4 2019, 03:34 PM
tikoroma   ესე იგი ოლდ მენ ეს ჩ...   Dec 4 2019, 03:34 PM
td.........   tikoroma სახელის მოხვეჭ...   Dec 4 2019, 03:42 PM
tikoroma   td......... ხოო აი მაგას მ...   Dec 4 2019, 04:04 PM
tikoroma   ჰოდა შოთა სცთება?   Dec 4 2019, 04:09 PM
td.........   tikoroma ახლა შოთას შეც...   Dec 4 2019, 04:15 PM
earth   td......... ახლა შოთას შე...   Dec 4 2019, 05:57 PM
tikoroma   :D :D :P :P   Dec 4 2019, 06:04 PM
old_man   tikoroma ესე იგი ოლდ მენ ...   Dec 4 2019, 07:58 PM
tikoroma   მე კი მარა რაფაელი, ...   Dec 4 2019, 10:58 PM
td.........   ეგენიც ისევე როგორ...   Dec 4 2019, 11:18 PM
tikoroma   ჩახლართული და ჩათლ...   Dec 5 2019, 03:28 PM
td.........   tikoroma ჯერ სად ხარ.. 😂😆...   Dec 8 2019, 04:48 PM
tikoroma   ჯერ დედამიწაზე   Dec 19 2019, 11:59 AM
td.........   გეაზე:დ   Dec 19 2019, 02:36 PM
Zet   ახლა შოთას შეცდომე...   Dec 26 2019, 09:05 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 03:41 PM