Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ფიქრის ძალა

Posted by: sueño May 18 2017, 03:02 PM

არ ვიცი არსებობს თუარა მსგავსი თემა დავძებნე და ვერ ვიპოვე თუ არსებობს მომიტევეთ, მოკლედ მაინტერესებს რა ვიცით ფიქრის ძალის შესახებ და თუ გაქვთ რაიმე პირადი მეთოდები რასაც იყენებთ ცხოვრებაში და რამდენად რეალურად ეფექტურია?

Posted by: earth May 18 2017, 04:06 PM

დიახ, ფიქრი ხდება მატერია smile.gif

Posted by: sueño May 18 2017, 04:18 PM

QUOTE(earth @ May 18 2017, 02:06 PM) *
დიახ, ფიქრი ხდება მატერია smile.gif

უფრო ვრცლად შეგიძლია მომიყვე რა ცოდნა გაქვს ამასთან დაკავშირებით?

Posted by: John Dee May 18 2017, 08:30 PM

სიტყვების ძალაზე შემიძლია ვთქვა, ძალიან დიდი ძალა აქვთ, საოცარი

ვაი რომ ბრიყვმა ეს თავიდანვე არ ვიცოდი

Posted by: sueño May 18 2017, 09:58 PM

QUOTE(John Dee @ May 18 2017, 06:30 PM) *
სიტყვების ძალაზე შემიძლია ვთქვა, ძალიან დიდი ძალა აქვთ, საოცარი

ვაი რომ ბრიყვმა ეს თავიდანვე არ ვიცოდი

სიტყვების ძალასთან დაკავშირებით ერთი ჩინელის (არ მახსოვს სახელი და გვარი) ექსპერიმენტი მახსენდება, როდესაც წყლით სავსე ჭიქები დადო შემდეგ ერთი დადებითი სიტყვებით შეამკო როგორებიცაა სიყვარული, ბედნიერება და ა,შ, ხოლო მეორე უარყოფითით, ადოლფ ჰიტლერი, სიძულვილი და ა.შ. შემდეგ ეს სითხე გაყინა და მოლეკულების გამოკვლევის შემდეგ ის ნივთიერება რომელიც დადებითი სიტყვებით იყო შემკული ლამაზი შესახედაობის ფანტელისებრი ვიზუალით გამოიხატებოდა ხოლო მეორე მახინჯი ფორმის იყო smile.gif) ალბათ ბევრს გინახავთ ეს

Posted by: sheilastar May 20 2017, 02:32 AM

QUOTE(sueño @ May 18 2017, 03:02 PM) *
არ ვიცი არსებობს თუარა მსგავსი თემა დავძებნე და ვერ ვიპოვე თუ არსებობს მომიტევეთ, მოკლედ მაინტერესებს რა ვიცით ფიქრის ძალის შესახებ და თუ გაქვთ რაიმე პირადი მეთოდები რასაც იყენებთ ცხოვრებაში და რამდენად რეალურად ეფექტურია?

ნამდვილად ეფექტურია. ბევრი მაგალითი იყო ჩემს ცხოვრებაში ესეთი მაგალითი. აი ერთი. ნახევარ ძმა მყავს, 15 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ მყავდა. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე და მშობლებს სულ ვეუბნებოდი, რომ უფროსი ძმა მინდა. ხალხი დამცინოდა - უკვე არარეალურიაო, უმცროსი მაინც მოითხოვეო))) hellllo.gif

დედაჩემმა რომ მომიყვა მისი არსებობის შესახებ, დავიწყე ძიება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცხოვრობს რუსეთის ერთ-ერთ პაწაწუნა ქალაქში. მამაჩემა გაწყვიტა იმ ოჯახთან კონტაქტი და არავინ იცოდა, როგორ შეიძლებოდა პოვნა. სოცქსელებში აღმოვაჩინე 211 ადამიანი, ვინც შეიძლებოდა ჩემი ძმა ყოფილიყო. ყველას მივწერე, ზოგმა არ მიპასუხა, ზოგმა მიპასუხა და ჯობდა ჩემად ყოფილიყვნენ))) JC_cupidboy.gif ზოგმა წარმატება მისურვა, მოკლედ არც ერთი არ ყოფილა ჩემი ძმა. თან არც ვიცოდი იცოდა თუ არა ჩემს შესახებ.

ერთი პერიოდი გადამეკეტა, სულ ამაზე ვფიქრობდი, ვიზუალიზაციას ვახდენდი, წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ გავიცნობთ ერთმანეთს, მთელი ემოციებით. მერე იმ ქალაქის ჯგუფებში გავწევრიანდი, დახმარებას ვთხოვდი ზოგს (ქალაქი პატარაა და ვიცოდი, რომ დედამისი მუშაობდა იმ ქალაქის ერთადერთ ატრაქციონების პარკში), ვიფიქრე, იქნებ ვინმე წავიდეს და გადასცეს, რომ ვეძებ. მერე დამეკარგა ხალისი. საწყენი იყო, რომ ასე რეალურად წარმოვიდგინე, რა კარგი იქნებოდა ერთანეთი რომ გაგვეცნო. მერე დავბრუნდი რეალობაში. მივხვდი, რომ უაზროოცნება იყო. თანაც ხომ შეიძლება არც გაუხარდეს ადამიანს ასეთი მოვლენა, რომც მეპოვა smile.gif მოკლედ, ოთხწლიანი ძიების შედეგი ნოლი იყო, ვაღიარე და წავედი დასაძინებლად. blush.gif

და მესმის დედჩემის უცნაური ხმა - მოდიო. მერე ადგა, დამსვა კომპთან - წაიკითხეო. სოცქსელებში ახალი გაწევრიანებული ვაჟბატონის მესიჯი, რომელშიც მამაჩემის სახელი ეწერა და ხომ არ იცნობთო ასეთსო. ასე გავიცანით ერთმანეთი, იმ წელს ჩამოვიდა თბილისში და ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მინდოდა confetti.gif

არ დაეჭვდე. ნამდვილად ეფექტურია. თუმცა ჯობია დამატებით რამე ლიტერატურა წაიკითხო ან უყურო რამეს (https://www.youtube.com/watch?v=NNc-2xN2AJM - ასეთ ფილმებს ვგულისხმობ), რომ წარმოდგენა შეგექმნას, თუ როგორ მუშაობს ეს კანონი. თუმცა არავინ იცის ბოლომდე, მაგრამ დაახლოებით მექანიზმს ხვდება ყველა, ვისაც აქვს ამის გამოცდილება. ზებუნებრივი არაფერია ამაში, ეს ყველას შეუძლია wink.gif

Posted by: sueño May 20 2017, 08:26 PM

QUOTE(sheilastar @ May 20 2017, 12:32 AM) *

ეგ ფილმი ნანახი მაქვს მაგრამ მაგ ფილმშიც ნათქვამია და სხვებისგანაც გამიგია რომ რწმენა არ უნდა დაკარგო და ბოლომდე გჯეროდე და ფიქრობდე ამაზე თუმცა შენ როგორც თქვი ბოლოს ხელი ჩაიქნიე და მაინც მოხდა, ასევე უთქვამთ ისიც რო სულ არ უნდა იფიქროო, უნდა იფიქრო და გაუშვა კოსმოსში შემდეგ ეს ენერგია მატერიალზირდებაო, ანუ ვერ ვხვდები რომელია სწორი? განუწყვეტლივ ფიქრი და კონცენტრაცია მხოლოდ შენი სურვილისკენ თუ უბრალოდ იფიქრო და მერე კოსმოსში გაუშვა და არ გადატვირთო კოსმოსი უსაზღვრო ენერგიით? რომელი უფრო მუშაობს ეგ მაინტერესებს

Posted by: tikoroma May 20 2017, 09:03 PM

ციტატა(sueño @ 20th May 2017 - 08:26 PM) *
ოსმოსში გაუშვა და არ გადატვირთო კოსმოსი უსაზღვრო ენერგიით?

ეს

Posted by: sueño May 20 2017, 09:32 PM

QUOTE(tikoroma @ May 20 2017, 07:03 PM) *
ეს

და სად გადის ზღვარი ზომიერებასა და უზომო ფიქრს შორის?

Posted by: sheilastar May 20 2017, 10:43 PM

QUOTE(sueño @ May 20 2017, 08:26 PM) *
ეგ ფილმი ნანახი მაქვს მაგრამ მაგ ფილმშიც ნათქვამია და სხვებისგანაც გამიგია რომ რწმენა არ უნდა დაკარგო და ბოლომდე გჯეროდე და ფიქრობდე ამაზე თუმცა შენ როგორც თქვი ბოლოს ხელი ჩაიქნიე და მაინც მოხდა, ასევე უთქვამთ ისიც რო სულ არ უნდა იფიქროო, უნდა იფიქრო და გაუშვა კოსმოსში შემდეგ ეს ენერგია მატერიალზირდებაო, ანუ ვერ ვხვდები რომელია სწორი? განუწყვეტლივ ფიქრი და კონცენტრაცია მხოლოდ შენი სურვილისკენ თუ უბრალოდ იფიქრო და მერე კოსმოსში გაუშვა და არ გადატვირთო კოსმოსი უსაზღვრო ენერგიით? რომელი უფრო მუშაობს ეგ მაინტერესებს

ზუსტად ეს მოხდა - ჯერ დეტალებამდე წარმოვიდგინე, აი ძალიან დაწვრილებით. თან მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეუბნებოდა რომ უაზრობაა. მერე ხელი რომ ჩავიქნიე, გამოვიდა რომ გავუშვი კოსმოსში smile.gif მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, ახლა კი აშკარაა - ვიზუალიზაციაა (თითქოს ეს უკვე მოხდა ან ხდება) საჭირო და მერე გაშვება, დავიწყება და "ახლა და აქ"-ში დაბრუნება.

არა მგონია კოსმოსის გადატვირთვა შევძლოთ smile.gif

Posted by: sueño May 20 2017, 11:35 PM

QUOTE(sheilastar @ May 20 2017, 08:43 PM) *
არა მგონია კოსმოსის გადატვირთვა შევძლოთ smile.gif

მაშინ რატო ხდება ვინც გამუდმებით ფიქრობს , ნუ თუმდაც შენ ფიქრის პროცესში არ გისრულდებოდა, როგორც კი ხელი ჩაიქნიე თავისით ასრულდა? არ ვიცი, ან იქნებ ეს ყველაფერი დამთხვევა იყო? :დ

Posted by: earth Oct 4 2017, 07:12 AM

sueño

QUOTE(sueño @ 21st May 2017 - 12:35 AM) *
მაშინ რატო ხდება ვინც გამუდმებით ფიქრობს , ნუ თუმდაც შენ ფიქრის პროცესში არ გისრულდებოდა, როგორც კი ხელი ჩაიქნიე თავისით ასრულდა? არ ვიცი, ან იქნებ ეს ყველაფერი დამთხვევა იყო? :დ

არაა დამთხვევა, მეც როცა რამეზე გამუდმებით ვფიქრობ, ის არ მისრულდება, რაც ჩამიფიქრია, (ყველა ფიქრი, მხოლოდ კარგი სურვილით უნდა იყოს)გამიშვია, ასე ვთქვათ აღარ მიფიქრია, ის სიზუსტით მისრულდება.

Posted by: volandemorthen Dec 9 2017, 02:33 PM

რამე მაგაილითები შეგიძლიათ კიდევ რომ მოიყვანოთ?

Posted by: earth Jul 22 2018, 08:08 AM

აზრ-ფიქრის ძალაზე ანასტასია ხშირად ლაპარაკობს. ის ამ გზით ხედავს გამოსავალს, როდესაც ზოგიერთ ადამიანს რამე არსებები აწუხებენ, რომ ფიქრის ძალით მათ „დაწვავს“ კიდეც:
„როცა ვიღაცას საკუთარ განდიდებაზე ელაპარაკებიან, ცდილობენ
ზემოქმედება მოახდინონ პატივმოყვარეობაზე:- მე ისეთი დიდებული
ვარ, მაგრამ სხვებს შორის, მხოლოდ შენ აგირჩიე, შენ იქნები ჩემი მოწაფე
და შენც ასევე ამაღლდები ყველაზე. როგორც წესი ასე ლაპარაკობენ არა-
სრულფასოვანი, უსულო არსებები. მათ არ მიეცათ ხორციელად ყოფნის
საშუალება, მაშინ ისინი ესწრაფვიან ადამიანის სული შეავიწროვონ და
სხვის სხეულს დაეპატრონონ. ისინი გონებაზე, პატივმოყვარეობაზე ზე-
მოქმედებენ:- და ადამიანის წინაშე არსებულ შეუცნობლისადმი შიშზე.
– მაგრამ, როგორ მოვიშოროთ ისინი?– ბევრი მკითხველი გეკითხება.
– ეს, ხომ, ძალზედ იოლია, ისინი თავად არიან მშიშრები, პრიმი-
ტიულები. საჭიროა გააფრთხილო ისინი: „წადი, ხოლო თუ არ წახვ-
ალ, მე შენ საკუთარი აზრ-ფიქრით ამოგწვავ. მათ შესანიშნავად იცი-
ან:- ადამიანის აზრ-ფიქრი მათზე ბევრად უფრო ძლიერი რომაა.
ასევე, შეიძლება, რომ ქრისტესისხლას ფოთოლი დაღეჭო, თავდა-
პირველად ფოთოლი ხელიგულზე დაიდო და აზრობრივად უთხარი
მას:- დამიხსენი მე ფოთოლო, ყოველგვარი უწმინდურობისგან“.

მეგრე.
ეს პირველი ტომის 480-ე გვერდზეა. მთარგმნელი ციური გარუჩავა.

Posted by: brevalo Jul 22 2018, 11:42 AM

earth

რომელ არსებებზეა საუბარი?

Posted by: earth Jul 22 2018, 03:49 PM

აქ საუბარია სხვადასხვა არსებებზე, რომლებიც ეცხადებიან ადამიანებს და ელაპარაკებიან. ადამიანის ფიქრის ძალა ანასტასიას თქმით ანადგურებს ამ არსებებს, „წვავს“ მათ თუ მოისურვებს და სხვა გამოსავალი არ იქნება. ამიტომ არ უნდა შეშინდეს ადამიანი. ადამიანის ფიქრის ძალა არისო ძალიან დიდი.

Posted by: Dimmu Aug 6 2018, 10:43 PM

ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გამყარება შეიძლება ასეთი ექსპერიმენტით, ვიღებთ ქანქარას, ვაკეთებთ კონცენტრაციას ქანქარაზე, ქანქარას მალევე ამოძრავებს თქვენი ენერგია, შემდეგ უბრალოდ ვამბობთ, რომ ქანქარა გაჩერდეს, ვამბობთ რამდენჯერმე და ქანქარაც ქაჩერებას დაიწყებს, შეგიძლიათ გულში თქვათ, იგივე შედეგს მიღებთ, აი ესეც თქვენი ფიქრის ძალა.

Posted by: earth Aug 7 2018, 07:44 AM

Dimmu
good.gif

Posted by: toresi9 Aug 25 2018, 02:00 PM

ძალიან საინტერესო თემაა არ ვიცი უბრალოდ დამთხვევა იყო თუ ფიქრებმა გასჭრა მაგრამ ცხოვრებაში რამდენჯერმე მართლაც ამისრულდა
რამდენიმე რამ რაზეც გამუდმებით ვფიქრობდი .

საინტერესოა როგორ სჯბოია ზოგისგან მომისმენია რომ სჯობია პირდაპირ წარმოიდგინო როგორ მიაღწიე ამ მიზანსო ზოგისგან კი დეტალურად უნდა წარმოიდგინოო დაწყებიდან დასრულებამდე როგორ მიაღწევო საინტერესოა რომელი უფრო მისაღებია ?

ისე ამა თუ იმ ადამიანთან თუ მსურს შეხვედრა ან სადმე წასვლა თითქმის ყოველთვის მუშაობს მაგრამ მატერიალურზე რატომღაც თითქმის არასდროს biggrin.gif .

Posted by: earth Aug 26 2018, 07:25 AM

toresi9
კარგია წარმოდგენა,დახატვა... ხშირად მხატვარი რასაც ხატავს შეიძლება ის გახდეს თავისი ცხოვრება...
მაგრამ უმთავრესი რაც არის ეს შენი გრძნობებია, ყოველთვის უნდა დააკვირდე გრძნობებს. სიხარულის შეგრძნების გამომუშავებაა კარგი მუდმივად.

Posted by: toresi9 Aug 26 2018, 01:45 PM

სიხარულის შეგრძნების გამომუშავება კარგია მაგრამ ძალიან ძნელია
ისე შეიძლება მართლაც გრძნობებია უმთავრესი აი მაგალითად მატერიალურის მოზიდვას რაც არ უნდა ვეცადო გრძნობები მაინც არ მაქვს
ამასთან დაკავშირებით თითქოს ვერაფერს ვგრძნობ ასიათასზე ვიფიქრებ მილიონზე თუ მაგარ მანქანაზე არნაირ ემოციას არ აღძრავს
ჩემში შეიძლება ამიტომაც არ გამომდის ხოლმე .

Posted by: brevalo Aug 26 2018, 02:19 PM

toresi9

სიხარულის შეგრძნების შეგრძნება და გონებაში წარმოდგენა რომ ბედნიერ და ნათელ გზას ადგახარ ეს არის ერთ-ერთი ძირეული შემადგენელი ნაწილი. როდესაც ამ შეგრძნებით ხარ შიშიც სადღაც ქრება. მაგრამ ზოგჯერ შიში იმდენად ძლიერია, რომ გონებიდან ვერ ამოიგდებ. ამ დროს არ უნდა შეებრძოლო შიშს. რაც უფრო შეებრძოლები, მით უფრო ძლიერი გახდება ის. საჭიროა შიშის მიშვება, მისი გაცნობიერება და ნელ-ნელა შიშში შესვლა და შენს ნაწილად აღქმა. ამას თუ შეძლებ შიში დამორჩილებული გეყოლება. შემდეგ ნელ-ნელა დადებით ფიქრებს წარმოშობ და წარმოიდგენ, რომ შიში აღარ არსებობს და ნათელ გზას ადგახარ, სადაც შენთვის სულ დადებით რაღაცეები მოხდება, თან ისუნთქე მშვიდად და ყველაფერი დალაგდება.

Posted by: earth Aug 26 2018, 04:03 PM

toresi9

QUOTE(toresi9 @ 26th August 2018 - 02:45 PM) *
სიხარულის შეგრძნების გამომუშავება კარგია მაგრამ ძალიან ძნელია
ისე შეიძლება მართლაც გრძნობებია უმთავრესი აი მაგალითად მატერიალურის მოზიდვას რაც არ უნდა ვეცადო გრძნობები მაინც არ მაქვს
ამასთან დაკავშირებით თითქოს ვერაფერს ვგრძნობ ასიათასზე ვიფიქრებ მილიონზე თუ მაგარ მანქანაზე არნაირ ემოციას არ აღძრავს
ჩემში შეიძლება ამიტომაც არ გამომდის ხოლმე .

ფილმი სიქრეტის მერე და კიდევ სხვა მრავალი წიგნის მერე, რომელიც ადამიანს ასწავლის როგორ მოიზიდოს ფული, მანქქანა და სხვა მატერიალური ბევრმა დაიწყო ამ ყველაფრის გამოყენება და მართლაც მოზიდვა, მაგრამ როგორც კი მიაღწევ და გაქვს ის რაც გინდოდა ისევ ფიქრობ რომ სხვა რამე გინდა.
საბოლოო ჯამში, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მატერიალური ნივთი არაა ადამიანისათვის უმთავრესი, არაა მისი ბედნიერების წყარო. ალბათ ამიტომაცაა, რომ ემოცია არა გაქვს.
ყველაზე მთავარი ადამიანი იყოს ბედნიერი და ყველა ადამიანისათვის ბედნიერებას სხვადასხვა საკითხები იწვევენ. ამიტომაც გითხარი, იგრძენი სიხარული, ბედნიერება და გამოიმუშავე ეს გრძნობა და რაც სინამდვილეში შენს სულს უხარია ის შენმა ქვეცნობიერმა იცის და იმას მოიზიდავ, ამიტომაც მთავრდება ფილმი სიქრეტი ამ ორი სიტყვით: „feel good“.
შენ შეგიძლა მოიზიდო ყველაფერი მაგრამ არ იყო ბედნიერი, ამიტომაა გასაღები ამ საიდუმლოსი შეგრძნება, იგრძენი ბედნიერება wub.gif

Posted by: toresi9 Aug 26 2018, 06:44 PM

QUOTE(earth @ Aug 26 2018, 04:03 PM) *
toresi9

საბოლოო ჯამში, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მატერიალური ნივთი არაა ადამიანისათვის უმთავრესი, არაა მისი ბედნიერების წყარო. ალბათ ამიტომაცაა, რომ ემოცია არა გაქვს.

ამაში განსაკუთრებით გეთანხმები აი უბრალოდ რომ წარმოვიდგინო ადამიანი ვინც მსურს ჩემს გვერდით იყოს 10 - ჯერ მეტ ემოციას
იწვევს ვიდრე მილიონი დოლარი რომელიც ცხოვრებას ბევრად გამიმარტივებდა ბედნიერება ბოლო ჯამში სულიერეი ფაქტორებისგან შედგება
და არა მატერიალურისგან საერთოდ მატერიალური მალე ჰბეზრდება ადამიანს სულიერი კი დიდხანს რჩება .

ისე ბევრი კამათი კი მიდის მუშაობს თუ არა ეს ყველაფერი მაგრამ რაღაც დოზით მაინც მგონია რომ მუშაობს ყოველ შემთხვევაში ყველაფერს
რომ თავი დაანებო ყველაფერი მართლაც ფიქრიდან იწყება და შემდეგ ხდება სხვა ყველაფერი .

Posted by: earth Aug 26 2018, 11:09 PM

toresi9

QUOTE(toresi9 @ 26th August 2018 - 07:44 PM) *
რაღაც დოზით მაინც

აი ეს შენი სიტყვები არის სწორედ შენი პატარა დაბრკოლებები. აი სწორედ ესაა, რომ ახლა ფრთები წარმოიდგინე რომ გამოგივიდა და დაფრინავ და არ გამოგდის biggrin.gif ხო ეს სახუმარო შედარებაა, მაგრამ დაახლოებით მასეა.
სახარებაში ქრისტეს სიტყვებია ასეთი, თუ რწმენა გექნებათ მთის გადადგმასაც შესძლებთო და სწორედ ესაა. პეტრემ წყალზე გაიარა და ჩაძირვა დაიწყო, რადგან ეჭვი შეეპარა. დაახლოებით ასე მუშაობს ყველაფერი. ძლიერად უნდა იყო დარწმუნებული და არა მარტო გწამს გიხარია კიდეც რომ ის რაც ჩაიფიქრე მოხდება და ის მოხდება.

Posted by: toresi9 Aug 27 2018, 02:51 PM

QUOTE(earth @ Aug 26 2018, 11:09 PM) *

მხოლოდ დიდი რწმენით შესძლებ საკუთარი მიზნების მიღწევას თუ მოქმედებით არაფერს გააკეთებ ? მე ვიფქრობ რომ ვერა . ........

Posted by: toresi9 Aug 27 2018, 02:51 PM

--------------------------------------------------------------------

Posted by: earth Aug 27 2018, 09:37 PM

toresi9
smile.gif
ანეგდოტი გამახსენდა, კაცი იხრჩობოდაო და ღმერთო მიშველეო,–ხელი გაანძრიე და გეშველებაო smile.gif
რათქმაუნდა ადამიანს მარტო რწმენა არ ეყოფა.

Posted by: toresi9 Aug 28 2018, 05:17 PM

ხომ მაგრამ ბიბლიაში ხომ წერია თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის ისმევა კითხვა რატომ არ ჰყონის მხოლოდ რწმენა ?

Posted by: earth Aug 29 2018, 07:06 AM

toresi9
იმიტომ რომ თუ რწმენა არა გაქვს არაფერი გამოგივა.

Posted by: toresi9 Aug 29 2018, 01:50 PM

QUOTE(earth @ Aug 29 2018, 07:06 AM) *
toresi9
იმიტომ რომ თუ რწმენა არა გაქვს არაფერი გამოგივა.

მაგრამ მარტო რწმენაც არ კმარა .

Posted by: eternity Sep 4 2018, 08:36 PM

ბავშვობაში ძაან მიამიტური რაღაც ვინატრე, ძაან მთელი გულით, იმენა შევღაღადებდი ყველანაირ ძალას ოღონდ ამიხდეს მეთქი და მართლა ამიხდა
ახლანდელი გადმოსახედიდა კი როცა ბავშვი აღარ ვარ, მთელი ცხოვრება რომ დაგინგრევს ეგრეთი რამე ვინატრე

სურვილები აზრები და ფიქრები აკონტროლეთ კაროჩე მართლა აგიხდეთ რაც გინდათ შეიძლება biggrin.gif

Posted by: earth Sep 5 2018, 06:42 AM

eternity

QUOTE(sororgor @ 4th September 2018 - 09:36 PM) *
ბავშვობაში ძაან მიამიტური რაღაც ვინატრე, ძაან მთელი გულით, იმენა შევღაღადებდი ყველანაირ ძალას ოღონდ ამიხდეს მეთქი და მართლა ამიხდა

ბავშვები როცა ვიყავით, უფრო ახლოს ვიყავით ღმერთთან. ამიტომაცაა სახარებაშიც „იყავით როგორც ბავშვებიო“.

წლებთან ერთად მატერიაში ვიძირებით და გვიწყდება სიმები ღვთიურთან კავშირისა. ალბათ ერთგვარი კარგი მედიტაცია იქნებოდა, თუ ჩვენს სულს ბავშვური ფიქრებით დავატკბობდით. თუ შეგვეძლებოდა გაგვეხსენა ბავშვობა და გვეგრძნო.

Posted by: White Devil Oct 6 2018, 07:23 PM

QUOTE(earth @ Jul 22 2018, 08:08 AM) *
აზრ-ფიქრის ძალაზე ანასტასია ხშირად ლაპარაკობს. ის ამ გზით ხედავს გამოსავალს, როდესაც ზოგიერთ ადამიანს რამე არსებები აწუხებენ, რომ ფიქრის ძალით მათ „დაწვავს“ კიდეც:
„როცა ვიღაცას საკუთარ განდიდებაზე ელაპარაკებიან, ცდილობენ
ზემოქმედება მოახდინონ პატივმოყვარეობაზე:- მე ისეთი დიდებული
ვარ, მაგრამ სხვებს შორის, მხოლოდ შენ აგირჩიე, შენ იქნები ჩემი მოწაფე
და შენც ასევე ამაღლდები ყველაზე. როგორც წესი ასე ლაპარაკობენ არა-
სრულფასოვანი, უსულო არსებები. მათ არ მიეცათ ხორციელად ყოფნის
საშუალება, მაშინ ისინი ესწრაფვიან ადამიანის სული შეავიწროვონ და
სხვის სხეულს დაეპატრონონ. ისინი გონებაზე, პატივმოყვარეობაზე ზე-
მოქმედებენ:- და ადამიანის წინაშე არსებულ შეუცნობლისადმი შიშზე.
– მაგრამ, როგორ მოვიშოროთ ისინი?– ბევრი მკითხველი გეკითხება.
– ეს, ხომ, ძალზედ იოლია, ისინი თავად არიან მშიშრები, პრიმი-
ტიულები. საჭიროა გააფრთხილო ისინი: „წადი, ხოლო თუ არ წახვ-
ალ, მე შენ საკუთარი აზრ-ფიქრით ამოგწვავ. მათ შესანიშნავად იცი-
ან:- ადამიანის აზრ-ფიქრი მათზე ბევრად უფრო ძლიერი რომაა.
ასევე, შეიძლება, რომ ქრისტესისხლას ფოთოლი დაღეჭო, თავდა-
პირველად ფოთოლი ხელიგულზე დაიდო და აზრობრივად უთხარი
მას:- დამიხსენი მე ფოთოლო, ყოველგვარი უწმინდურობისგან“.

მეგრე.
ეს პირველი ტომის 480-ე გვერდზეა. მთარგმნელი ციური გარუჩავა.

უკაცრავად ეს წიგნი სად შევიძინო?

Posted by: earth Oct 6 2018, 08:56 PM

მე ამ ანოს პოსტიდან ჩამოვტვირთე:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=73&view=findpost&p=122776

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)