მუხტი, სურვილი, ბიძგი, მოტივაცია |
მუხტი, სურვილი, ბიძგი, მოტივაცია |
May 12 2018, 08:07 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ფორუმზე რამოდენიმე თემა გაიხსნა თუ როგორ უნდა დავაგროვოთ ენერგია იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ცნობიერება. ასევე ბევრი რამ დაიწერა სხვადასხვა ტექნიკების შესახებ, რომელიც ასევე ცნობიერების განვითარებაში დაკვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით.
ეხლა მე მინდა ყურადღება გავამახვილო ძალიან ნატიფ და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ვარჯიშების კეთებისას თითქოს ყველაფერი იცი, რაღაც მიზნის მისაღწევად კარგად იცი ესა თუ ის ტექნიკა, ენერგიაც საკმარისი გაქვს, მაგრამ არ არის რაღაც ბიძგი, სურვილი ან მოტივაცია, რომელიც იმ მისტიურ გარემოში შეგიყვანს, გამყოფებს და შენი საყვარელი საქმიანობის კეთების სურვილს გაგიჩენს. ეს მუხტი მისტიკურ პროექციას ქმნის. ამ პროექციის ანუ ამ გარემოს გარეშე სავარჯიშიების კეთება ზედაპირულად და უხარისხოდ გამოდის. გონებით ამ მუხტის გამოწვევა შესაძლებელია. უცბად მოდის ხოლმე, მაგრამ დიდხანს არ გრძელდება და ისევ სადღაც ქრება. ზოგჯერ არის პერიოდი, როდესაც ეს მუხტი და მოტივაცია დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, დაახლოებით 2-3 კვირა. შემდეგ ოდნავ ნელდება. შეიძლება ეს ისევ და ისევ სოციუმის ბრალია. როგორც კი შენი გონებით მოწყდები სოციუმს, ადამიანები ამას ქვეცნობიერად გრძნობენ და ისევ თავისკენ გექაჩებიან და სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ რომ მათ ენერგეტიკულ ველში დაგაბრუნონ. ამ ქმედებებს ისინი გაუცნობიერებლად აკეთებენ. ეს იქნება აგრესია, დადანაშაულება რომ ცივი გახდი და ა.შ. იმედია მიხვდით თემის არსს. გამოთქვით თქვენი აზრები |
|
|
May 12 2018, 09:02 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
brevalo
იმედია მიხვდით თემის არსს. მივხვდი და საკმაოდ ღრმად ვგრძნობ ამ თემას. მართლაც ხშირად იკარგება მუხტი, როგორც ზემოთ ახსენე. არ დავფიქრებულვარ ამაზე, ჩემს თავს ვაბრალებდი ამ მუხტის გაქრობას. ალბათ არ ვარ მეთქი საკმარისად ამისათვის მზად... ახლა რომ ვფიქრდები, ალბათ ეგრეგორები მოქმედებენ ჩვენზე, ალბათ სხვადასხვა ეგრეგორების ქვეშ მოვექცევით ხოლმე და მაგიტომაც იკარგება მუხტი. |
|
|
May 12 2018, 10:21 PM
Post
#3
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
მე მაინც მგონია, რომ ადამიანი ეგრეგორებთან სტერილური რომ დარჩეს, აუცილებლად უნდა ავარჯიშოს ასტრალური სხეული, კერძოდ შიშები დაძლიოს. როდესაც ასტრალური სხეული კარგ ფორმაშია უკვე სხვის ზემოქმედების ქვეშ ნაკლებად ექცევი. |
|
|
May 13 2018, 01:01 AM
Post
#4
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთ საქმეზე კონცენტრირება და ამის დახვეწა, ანუ გაქვს პრიორიტეტები დალაგებული ჯერ ეს მერე ის, და როცა იმ საქმეს აკეთებ რაც იცი რომ პირველ რიგში ეს უნდა გააკეთო და უცებ გონება გაგექცევა სხვა რამეზე და სხვა რაღაის კეთებას დაიწყებ ან ფიქრს ეს არის დამაბრკოლებელი ხელის შემშლელი და დროში იწელება მიზნის მიღწევა,
არ გამოვრიცხავ გარე ფაქტორების ზემოქმედებას, მაგრამ ადამიანი მაინც თავადაა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი, გარემოებებზე და სხვებზე დაბრალება კიდევ უფრო დაგვაშორებს მიზანს, როდესაც გადაწყვეტ გააკეთო ეს და აკეთებ ამ დროს მთელი ყურადღება და კონცენტრაცია ეთმობა ამ ერთ საგანს ხოლო თუ გონება გაიქცა ვაბრუნებთ ადგილას, ანუ ერთგვარ მედიტაციად ვაქცევთ საქმეს, პლიუს ვხდებით მეტად დაკვირვებული, და მატულობს სასიცოცხლო ენერგია, რაც უფრო იზრდება დამკვირვებელი იზრდება ენერგია, გამოვდივართ ეგრეგორების და მიჯაჭვულობების გავლენებიდან.... |
|
|
May 13 2018, 12:59 PM
Post
#5
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
როგორც იტყვიან RESPECT შენ ძალიან კარგი პოსტი იყო. კონცენტრაცია უმინშვნელოვანესია, მაგრამ ამის გარდა რაღაც ჯადოსნური შეგრძნება. რომ მიგახვედრო რას ვგულისხმობ ასეთ მაგალითს მოგიყვან: ბავშვობაში მარტო თუ შესულხარ ტყეში ან რამე ცარიელ ვიწრო და უხალხო ქუჩაზე თუ გაგივლია, ხომ დაგუფლებია მისტიურობის შეგრძნება? თითქოს სხვა მიწაზე, სადღაც ზღაპრულ ქვეყანაში მოხვდი, სადაც ზღაპრის ერთ-ერთი მტავარი გმირი შენ ხარ... აი ამ შეგრძნებას ვგულისხმობ |
|
|
May 13 2018, 06:16 PM
Post
#6
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს მომენტი მქონდა ახლახანს რასაც ახლა აღწერ თითქოს ჯადოსნურ ზღაპარში ხარ მიდიხარ მისტიურ ქუჩებში სადაც არავინ გიცნობს ყველა გკიდია რას იფიქრებს, ხარ სრულიად თავისუფალი, ბედნიერი და საოცრად სუფთა და გემრიელ ჰაერს სინთქავ თითქოს ჭამ.
მაგრამ ესეთი სიღრმისეული მისტიური შეგრძნება არ მქონია რაიმე საქმის კეთების დროს თუმცა ნამდვილად კარგი იქნებოდა. საქმისგან სიამოვნება კი მიმიღია როცა იმას ვაკეთებ რაც მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ არის ოსეთი რაღაცეების გასაკეთებელი რაც არ გვიყვარს, ასეთ მომენტებში ჯერ ჩემ თავს მოვურიგდებოდი რომ ეს საქმე შევიყვაროთ და მერე გავაკეთოთ, უნდა შევიყვაროთ რასაც ვაკეთებთ აი ეს არის შვება. სიყვარული, კონცენტრაცია, სტაბილურობა, ყოველდღე თითო აგურს ამატებ შენი ოცნების კოშკს, ანუ ყოველდღე სტაბილურად ერთსა და იმავე დროს და ნელნელა მოდის შედეგი, თავშიც მოდიან გენიალური იდეები რაც შენია და არავის გავს, პოულობ საკუთარ თავს ამ საქმეში ინდივიდუალური და არა ვინმეს მიმბაძველი, ერთბაშად ვერ განთავისუფლდები, თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენ ვართ მანქანები როგორც ადრინდელი პროგრამა წლების განმავლობაში იწერებოდა ჩვენში, მის წაშლა ჩამაცვლებასაც დრო უნდა ყოველდღიური სტაბილური მუშაობით |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th May 2024 - 05:01 PM |