IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

91 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> სიზმრის ახსნა
lasharela
post Dec 27 2007, 04:30 PM
Post #41

RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ხოო...მენდელევი ტრანსში კარგი სანახავი იქნებოდა biggrin.gif

არაა აუცილებელი რომ ცნობიერად გეფიქრა დედამთილზე...შენ შეხება გაქვს დედაშენთან, მას ვიღაცასთან...მოკლედ...ასე მარტივიც არაა ეხლა მე რო აგიხსნა მარა მე მჯერა რომ უბრალოდ იქ ძლიერი მექანიზმი მუშაობს....

ზოგჯერ ახდენს სიმულაციას და მომავალი შესაძლოა განსჭვრიტო გარკვეული ალბათობით და სიზუსტიდ...და მეორეს მხრივ დაამუშაო ინფორმაცია – ანუ შექმნა ტაბულა ან გამოიგონა სარეცხი მანქანა...

აი რასაც შენ ამბობ ღამე ბალანსებს ვაკეთებდიო..ეს სულ სხვაა...მაგ დროს კაკრას რომ ქვეცნობიერი სულაც არ მუშაობს...პირიქით ცნობიერი არის ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში...მაგ დროს არც კი გძინავს, ცნობიერად ტვინი განაგრძნობს ფიქრს და მუშაობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Dec 28 2007, 11:17 AM
Post #42

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ლაშარელა, შენი არგუმენტები გამომდინარეობს იმ მცნებიდან, რომ მატერია არის პირველადი ხოლო ინფორმაცია არის ტვინის აქტივობის ნაყოფი. თანამედროვე მეცნიერებას უკვე უწევს იმის აღიარება რომ ეს მოდელი მცდარია, ძალიან ბევრი კონტრარგუმენტი არსებობს ამ მოდელის წინაამღდეგ, და აგრეთვე ბევრი არგუმენტი არსებობს იმ მოდელის დასამტკიცებლათ რომ მატერია არის შედეგი და არა მიზეზი.
ფსიქოლოგია განიხილავს ადამიანის ცხოველურ მხარეს, ჩვენი სხეული ორგანიზმია, რომელიც ჩვეულებრივ მიწიერ კანონებს ემორჩილება, ანუ ჭამა, გამრავლება და. ა.შ. შესაბამისათ ფსიქოლოგია არ ცდება როდესაც ცდილობს ახსნას ადამიანის ცხოველური მხარე, თუმცა ადამიანი, პიროვნება პირველ რიგში არის მისი სული.
მე გეთანხმები რომ ღამით ადამიანს ძირითადათ ესიზმრება იმის ანალიზი რაც დღისით ნახა, მაგრამ არსებობს ისეთი სიზმრები რაც ამ მოდელის ფარგლებში არ აიხსნება. მაგალითად ეს უმას სიზმარი. და ასეთი მაგალითი ბევრია კიდევ

--------------------

"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasharela
post Dec 28 2007, 12:22 PM
Post #43

RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(Alpha @ Dec 28 2007, 11:17 AM) *

ok. განსაზღვრე როგორც არამატერია. (სული და სიზმრები ცოტა ვერ დავაკავშირე, ვერც მატერია და არამატერია...მე ყველგან ვამბობდი რომ ქვეცნობიერი აზროვნება და არა ტვინი როგორც ორგანო) მაგრამ მაინც...

შენი არგუმენტები ცოტა გაურკვეველი და ბუნდოვანია. იქნებ დალაგებულად მოყვე რას გულისხმობ. დავუშვათ არამატერიალურია აზრები ( და ეს ასეც არის)...

მოდი თანმდიმდევრულად ახსენი მაშინ თუნდაც უმას სიზმარი. ოღონდ იხლა ძალიან ირეალში ნუ ჩახლართავ რა ყველაფერს. კონკრეტულად რახდება????

იქ სადღაც არამატერიალურ ასტრალურ სივრცეში ხდება ინფორმაციის გაცვლა თუ რა?

თუ მეცნიერება რაიმე მსგავს მოსაზრებებს აყალიბებს გარკვეულ კანონზომიერებებზე დაყრდნობით, კონკრეტული დაკვირვებებით და ფაქტებით...თუ გაქვს ასეთი ინფორმაცია წარმოადგინე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Dec 28 2007, 01:31 PM
Post #44

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

მოდი ჯერ ჩამოვყალიბდეთ smile.gif

შენ ქვენბობიერს გულისხმობ როგორც რაღაც დიდ კომპიუტერს რომელიც ყველა მოვლენას ითვლის, და ამ მოდელირების შედეგად ანახებს რაღაც სიზმარს, რომელიც შემდეგ შეიძლება რეალურ სიტუაციას დაემთხვეს და ახდეს, ხომ ასეა?

ხოლო მე გეუბნები რომ ქვეცნობიერი კი არ ამოდელირებს, უბრალოთ იღებს ინფორმაციას, მათ შორის მომავლიდან(ნუ ერთ ერთი ალტერნატიული მომავლიდან). ანუ ინფორმაციის გაცვლა ხდება არამატერიალურ, ასტრალურ სივცეში smile.gif

--------------------

"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasharela
post Dec 28 2007, 07:35 PM
Post #45

RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(Alpha @ Dec 28 2007, 01:31 PM) *
მოდი ჯერ ჩამოვყალიბდეთ smile.gif

შენ ქვენბობიერს გულისხმობ როგორც რაღაც დიდ კომპიუტერს რომელიც ყველა მოვლენას ითვლის, და ამ მოდელირების შედეგად ანახებს რაღაც სიზმარს, რომელიც შემდეგ შეიძლება რეალურ სიტუაციას დაემთხვეს და ახდეს, ხომ ასეა?

ხოლო მე გეუბნები რომ ქვეცნობიერი კი არ ამოდელირებს, უბრალოთ იღებს ინფორმაციას, მათ შორის მომავლიდან(ნუ ერთ ერთი ალტერნატიული მომავლიდან). ანუ ინფორმაციის გაცვლა ხდება არამატერიალურ, ასტრალურ სივცეში smile.gif

ნი უბეძიწელნო გრაჟდანინ smile.gif

როცა ამბობ რომ მეცნიერებას უწევს ამის აღიარება ის რაღაცას ეფუძნება..ინფორმაცია უკვე გულისხმობს ინფორმაციის მატარებელ საშუალებებს, მისი გაცვლა გაცვლის საშუალებებს...

სად როგორ რანაირად??? რატო ძილში? მოკლედ ბევრი შეკითხვაა...მე საკმაოდ კონკრეტული პროცესი აღვწერე. ძლიერი კომპიუტერით რომელსაც შეუძლია ყველა ნიუანსის გადახაშვით სიმულაცია მოახდინოს და განსჭვრიტოს რა შეიძლება მოხდესთქო.(გარკვეული ცდომილებებიც არსებობს რათქმაუნდა)...
ამავე დიდ კომპიუტერს შეუძლია უფრო კარგად დაამუშაოს ინფორმაციათქო ვიდრე ცნობიერსთქო...

ეხლა მოვისმენ თეორიას ასტრალურ სივრცეებზე smile.gif ოღონდ უფრო კონკრეტულად...მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Dec 29 2007, 12:36 PM
Post #46

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ის რომ ინფორმაციის გაცვლა ტვინის გარეთ ხდება, და დაჟე მეტიც, ინფორმაცია ანუ აზრები მოქმედებენ რეალობაზე, შეგიძლია იხილო ამ ფილმში: http://www.anastasia.ge/forum/index.php?s=...post&p=1356
ეს ფილმი არის ასე ვთქვათ ინტერვიუ ცნობილ მეცნიერებთან, აგერ იმ მეცნიერების სია რომელთაც მიიღეს ამ ფილმში მონაწილეობა: http://www.whatthebleep.com/scientists/

ხოდა ალბათ დაგეზარება მაგ ფილმის ნახვა, და აქვე ჩამოვწერ რამოდენიმე მეცნიერს, რომელიც მაგ საკითხზე მუშაობს:

- ალბათ ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი ამ მხრივ ეკუთვნის იაპონელ მეცნიერეს, მასარუ ემოტოს ( http://www.masaru-emoto.net/ )
მისი კვლევა მდგომარეობს შემდეგში: მან აიღო უბრალო წყალი, და ჩაასხა ორ ბოთლში, ერთს დააწერა "მადლობა" და მეორეს "დებილო" თუ რაღაც ეგეთი ხოდა მეორე დღეს გადაუღო წყლის მოლეკულებს და საინტერესო კანონზომიერებას მიაკვლია: იმ გრაფინის მოლეკულები რომლებზეც ეწერა სიტყვა "მადლობა" იყო არაჩვეულებრივად ლამაზი ფორმის, ხოლო მეორე კი პირიქით, ვიზუალურად ცუდი ფორმის. მერე რა თქმა უნდა გააფართოვა თავისი ექსპერიმენტები(თუ არ ვცდები 15 წელი მუშაობს ამ მიმართულებით)

კიდევ ასეთი ექსპერიმენტიც იყო: ბუდისტი მონახი მოიწვია და თხოვა რომ მედიტაციის საშუალებით განეწმინდა წყალი, აქაც იგივე ეფექტი, ანუ იმ წყალის მოლეკულები რომელზეც მონახმა "იმუშავა" არაჩვეულებრივად ლამაზი ფორმის იყო

ეს მოკლედ შევეცადე გადმომეცა.
აგერ ეს ლინკიც ნახე, იგივე თემაზეა: http://maper.livejournal.com/1454.html

- ვილიამ ტილერი ( http://www.tiller.org/ )
მისი ექსპერიმენტები მასარუს ექსპერიმენტების ნაირია, მან აიღო ორი ერთნაირი რაღაც ხელსაწყო, შემდეგ ერთერთ ამ ხელსაწყოზე კონცენტრირებას ახდენდა ვიღაც ადამიანი, მისი მიზანი იყო ამ ხელსაწყოს რაღაც პარამეტრი შეეცვალა, და ჰოი საოცრებავ, პარამეტრი მართლაც იცვლებოდა

საერთოდ ამ ადამიანს ბევრი პუბლიკაცია აქვს აზრების რეალობაზე ზემოქმედების თემაზე, აგერ გადახედე მის ვიდეოებს:
http://video.google.com/videosearch?q=Will...amp;sitesearch=

- ხო კიდევ ჰოლანდიელი კარდიოლოგი Pim van Lommel-ი რომელიც იკვლევს თუ რა მოსდის ადამიანს სიკვდილის მერე. ხოდა ეს ადამიანი აქ იმიტომ ჩავსვი რომ, ბევრი დაკვირვების შედეგად კლინიკურ სიკვდილ გადატანილ ადამიანებზე, იგი მივიდა დასკვნამდე რომ ტვინი არ არის ის ორგანო, რომელიც გამოიმუშავებს აზრებს, ინფორმაციას, ტვინი მხოლოდ მიმღებია, როგორც რადიო მაგალითად.

QUOTE
According to our concept, grounded on the reported aspects of consciousness experienced during cardiac arrest, we can conclude that our consciousness could be based on fields of information, consisting of waves, and that it originates in the phase-space.

აგერ საინტერესო სტატია: http://www.towardthelight.org/neardeathstu...elarticles.html

ნუ ეს სამი ადამიანი ძალიან მცირედია რა თქმა უნდა, რაც გამახსენდა ის ჩამოვწერე, მაგრამ ამ ადამიანების კვლევები საზგადოებაში მიღებულ რეალობის მოდელს დიდი კითხვის ნიშნის ქვეს აყენებენ smile.gif

--------------------

"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Dec 29 2007, 01:18 PM
Post #47

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(lasharela @ Dec 27 2007, 04:30 PM) *
არაა აუცილებელი რომ ცნობიერად გეფიქრა დედამთილზე...

დის დედამთილის დედაზე)))

--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasharela
post Dec 29 2007, 05:13 PM
Post #48

RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(Uma @ Dec 29 2007, 01:18 PM) *
დის დედამთილის დედაზე)))

ესეიგი აქ საკაცობრიო საკითხები წყდება და შენ კიდე მეუბნები რო დედამთილი შენი დის იყო და არა შენი smile.gif ოკ შემეშალა...

საინტერესო რაღაცეებია... მარა სიზმრებზეც რაც ვისაუბრეთ იმ თემებს ვერ გადავაბი მაინც...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Dec 29 2007, 10:19 PM
Post #49

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

biggrin.gif

--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Dec 29 2007, 11:31 PM
Post #50

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ისე ლაშიკო ზუსტად ასე შეგიძლია მოითხოვო ღმერთის არსებობის დამადასტურებელი მეცნიერული ფაქტები, ალფა დაგიყრის რაღაც უამრავ ლინკებს, მაგრამ ამის პირდაპირი 100% დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. ან გჯერა ან არა. შენ ამ "ასტრალური სივრცეების თეორიის" არ გწამს და აქედან გამომდინარე ირიბი ფაქტებიც არ დაგაკმაყოფილებს, რაღაც უფრო სერიოზული არგუმენტი დაგჭირდება. და ეს რწმენა უფრო შინაგან შეგრძნებებზე არის დაკავშირებული. მე მაგალითად მჯერა რომ სიზმარი შეიძლება იყოს, როგორც ტვინის მუშაობის შედეგი, აგრეთვე ქვეცნობიერის და + კიდევ რაღაც არსებობს საიდანაც ეგ ინფორმაცია მოდის და როგორც გინდათ ისე დაარქვით (კოსმოსი, ასტრალი და რა ვიცი)...

--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
Aqua
post Dec 31 2007, 11:36 PM
Post #51

Guests

მონიშნულის ციტატაში ჩასმა

გამარჯობა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jan 1 2008, 04:50 PM
Post #52

VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(Aqua @ Dec 31 2007, 11:36 PM) *
გამარჯობა!

გამარჯობა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasharela
post Jan 8 2008, 05:11 PM
Post #53

RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(Uma @ Dec 29 2007, 11:31 PM) *
ისე ლაშიკო ზუსტად ასე შეგიძლია მოითხოვო ღმერთის არსებობის დამადასტურებელი მეცნიერული ფაქტები, ალფა დაგიყრის რაღაც უამრავ ლინკებს, მაგრამ ამის პირდაპირი 100% დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. ან გჯერა ან არა. შენ ამ "ასტრალური სივრცეების თეორიის" არ გწამს და აქედან გამომდინარე ირიბი ფაქტებიც არ დაგაკმაყოფილებს, რაღაც უფრო სერიოზული არგუმენტი დაგჭირდება. და ეს რწმენა უფრო შინაგან შეგრძნებებზე არის დაკავშირებული. მე მაგალითად მჯერა რომ სიზმარი შეიძლება იყოს, როგორც ტვინის მუშაობის შედეგი, აგრეთვე ქვეცნობიერის და + კიდევ რაღაც არსებობს საიდანაც ეგ ინფორმაცია მოდის და როგორც გინდათ ისე დაარქვით (კოსმოსი, ასტრალი და რა ვიცი)...

არა აქ საუბარი იყო იმაზე რომ მეცნიარულ კვლევებს ეყრდნობა – ანუ ეს იყო მეცნიარული ჰიპოთეზები და არა რწმენაზე დაფუძნებული.

ზოგადად ჩემი ხედვა ასეთია. მწამს – თვითონ სიტყვა გულისხმობს იმას რომ რაღაც ისეთის გჯერა რაც ხელშესახები არის. შენ ხო არასოდეს იტყვი რომ მე მწამს რომ შენ აქ პოსტავ. მე მწამს რომ შენ ადამიანი არ ხარ. შენ უბრალოდ ამის გჯერა და იცი რომ ასეა.

მწამს გულისხმობს რაღაცის დაჯერებას ისე რომ ხელით ვერ ეხები, არაა ფაქტებით გამყარებული, დამტკიცებული.

თეოს ვთხოვ –– თუ მარადისობის კანონში ნახავს ამ ნაწყვეტს და დაპოსტავს მადლობას ვეტყვი. იქ წერია საინტერესოდ (ზეპირად არ მახსოვს) ღმერთი რომ შენთან მოვიდეს და გითხრას მე ვარო...მოკლედ ციტატა იდოს ჯობია smile.gif

სიზმრებზე ამ ფილმებით მართლა ვერ ვნახე, როგორ შეიძლება ძილში მოხდეს ისე რომ სადღც ასტრალურ სივრცეში არსებული საინფორმაციო ბაზაში, გარკვეული ინფორმაციის გაცვლა მოხდეს გარკვეული იდენტიფიკატორებით...

რავიცი მე მაინც ჩემს ვერსიას ვაწვები... უბრალოდ ძლიერი მექანიზმია რომელიც მოდელირებას ახდენს და მოსალოდნელ და სავარაუდო შედეგებს განსჭვრეტს smile.gif

გავჭედე...როგორც არის რა მოკლედ რა....
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jan 8 2008, 05:38 PM
Post #54

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(lasharela @ Jan 8 2008, 05:11 PM) *
თეოს ვთხოვ –– თუ მარადისობის კანონში ნახავს ამ ნაწყვეტს და დაპოსტავს მადლობას ვეტყვი. იქ წერია საინტერესოდ (ზეპირად არ მახსოვს) ღმერთი რომ შენთან მოვიდეს და გითხრას მე ვარო...მოკლედ ციტატა იდოს ჯობია smile.gif

თხოვნას გისრულებ და აი ციტატა:

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

მზიანი ღამე

--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasharela
post Jan 8 2008, 06:08 PM
Post #55

RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(TeO @ Jan 8 2008, 05:38 PM) *
თხოვნას გისრულებ და აი ციტატა:

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

მზიანი ღამე

აპ აპ აპ... smile.gif ეგ ვიცი...შენი მინაწერია...
მარადისობის კანონში არის – თუ არ ვცდები "ზაპოჟნიკს" ეუბნება დუმბაძე smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Jan 9 2008, 01:57 AM
Post #56

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ლაშარელა, მეცნიერეულ კვლევებზე გეთანხმები. სამწუხაროდ მეცნიერება არ არის ისე განვითარებული, რომ რაღაც სერიოზული არგუმენტი წარადგინოს ამ მიმართულებით. თუმცა მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე კარგი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოთ, რომ სიზმარი მხოლოდ ტვინის და ქვეცნობიერის მუშაობის შედეგი არ არის ალბათ ბიბლიაა, სადაც ბევრჯერ არის ნახსენები რომ ღმერთი ელაპარაკება ვიღაცეებს სიზმრების მეშვეობით. ოღონც მე ეხლა პრეტენზია კი არამაქვს იმაზე, რომ ღმერთი მელაპარაკება, უბრალოდ ბიბლიურად (ვისთვისაც ეგ არგუმენტია) მისაღებია, რომ რაღაც ძალა სიზმრების მეშვეონით კონტაქთში შევიდეს ადამიანთან, და რაღაც ინფო გადასცეს.

--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Jan 9 2008, 11:19 AM
Post #57

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(Uma @ Dec 29 2007, 11:31 PM) *
ისე ლაშიკო ზუსტად ასე შეგიძლია მოითხოვო ღმერთის არსებობის დამადასტურებელი მეცნიერული ფაქტები, ალფა დაგიყრის რაღაც უამრავ ლინკებს, მაგრამ ამის პირდაპირი 100% დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. ან გჯერა ან არა. შენ ამ "ასტრალური სივრცეების თეორიის" არ გწამს და აქედან გამომდინარე ირიბი ფაქტებიც არ დაგაკმაყოფილებს, რაღაც უფრო სერიოზული არგუმენტი დაგჭირდება. და ეს რწმენა უფრო შინაგან შეგრძნებებზე არის დაკავშირებული.

ხო, აი ეს მართალია, ღმერთს ლოგიკით და გონებით ვერ იწამებ, მხოლოდ გულით.

--------------------

"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasharela
post Jan 9 2008, 01:56 PM
Post #58

RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(Uma @ Jan 9 2008, 01:57 AM) *
ლაშარელა, მეცნიერეულ კვლევებზე გეთანხმები. სამწუხაროდ მეცნიერება არ არის ისე განვითარებული, რომ რაღაც სერიოზული არგუმენტი წარადგინოს ამ მიმართულებით. თუმცა მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე კარგი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოთ, რომ სიზმარი მხოლოდ ტვინის და ქვეცნობიერის მუშაობის შედეგი არ არის ალბათ ბიბლიაა, სადაც ბევრჯერ არის ნახსენები რომ ღმერთი ელაპარაკება ვიღაცეებს სიზმრების მეშვეობით. ოღონც მე ეხლა პრეტენზია კი არამაქვს იმაზე, რომ ღმერთი მელაპარაკება, უბრალოდ ბიბლიურად (ვისთვისაც ეგ არგუმენტია) მისაღებია, რომ რაღაც ძალა სიზმრების მეშვეონით კონტაქთში შევიდეს ადამიანთან, და რაღაც ინფო გადასცეს.

ok. მაინც რელიგიამდე მივედით...
მართმადიდებლური სწავლების თანახმად არის 3 სახის სიზმრები.

1. არის ის რაზეც მე ვსაუბრობდი... ანუ უბრალოდ ქვეცნობიერის ნამოქმედარი...
2. არის ხილვა ღვთისგან
3. სიზმარი ეშმაკისგან...

ეხლა რატომ ამბობს ეკლესია რომ სიზმრებს არ მიაქციო ყურადღებაო. ადექი და დაივიყწეო. იმიტომრომ ჩვეულებრივ ადამიანს ძალიან გაუჭირდება გაარჩიოს რა იყოს მისი ქვეცნობიერის ნამოქმედარი, რა იყოს ეშმაკისგან (თუნდაც ისე შეფუთული რომ ან ღვთიური ხილვა გონებოდა ან შენი ქვეცნობიერის არაჩვეულებრივი მონაპოვარი) და ა.შ.

ყველა ვერ ფლობს იმ მადლს რომ "კეთილი აიღოს და ჯერკუალი განაგდოს" ანუ გაარჩიოს კარგი და ცუდი...ამას დიდი სიბრძნე და მადლი ჭირდება... (იგივე გრიგოლ ხანძთელი მრავლად კითხულობდა თუნდაც წარმართულ წიგნებს, ფილოსოფიურ ნაშრომებს და ა.შ. მაგრამ ის იმდენად მყარი იყო თავის რწმენაში და იმენად ბრძენი რომ შეელო ამ ინფორმაციიდან მხოლოდ სასარგებლო და სასიკეთო გამოერჩია)

ხშირად ეშმაკი მოავლენს ისეთ სიზმრებს რომ ადამიანს ან დიდი განსაცდელში ჩააგდებს, ან დიდი ცდუნების წინ დააყენებს..ან ადამიანს ეგონება რომ ანგელოზი ვარ და ხილვა მქონდაო და პატივმოყვარეობის ცოდვაში ჩავარდება – ეს რა წმინდა ვყოფილვარ რომ ღმერთმა ხილვის ღირსი გამოხადაო...

მოკლედ ეს რაც შეეხება სიზმრების რელიგიურ ნაწილს... ზოგადად მე მართმადიდებელი ვარ და ამ ფორუმზე ყველგან გაზრახ ვერიდები რელიგიურ საკითხებზე საუბარს. რადგან 1. ჩვეულებრივ საერო პირს არააქვს უფლება იკამათოს ან იმსჯელოს საეკლესიო თემებზე. ამით ან შეიძლება თავისი რწმენა დააზარალოს ან სხვა... (მე ხო ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ რომელსაც არც ცოდნა, არც მადლი არ მაქვს იმისთვის რომ ვინმეს ამ საკითხებზე ვესაუბრე და მითუმეტეს ვეკამათო)
ამიტომაც არ შეიძლება რელიგიურ თემებზე საუბარი და კამათი რელიგიური პირის დასწრების გარეშე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasharela
post Jan 9 2008, 01:56 PM
Post #59

RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ციტატა(Uma @ Jan 9 2008, 01:57 AM) *
ლაშარელა, მეცნიერეულ კვლევებზე გეთანხმები. სამწუხაროდ მეცნიერება არ არის ისე განვითარებული, რომ რაღაც სერიოზული არგუმენტი წარადგინოს ამ მიმართულებით. თუმცა მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე კარგი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოთ, რომ სიზმარი მხოლოდ ტვინის და ქვეცნობიერის მუშაობის შედეგი არ არის ალბათ ბიბლიაა, სადაც ბევრჯერ არის ნახსენები რომ ღმერთი ელაპარაკება ვიღაცეებს სიზმრების მეშვეობით. ოღონც მე ეხლა პრეტენზია კი არამაქვს იმაზე, რომ ღმერთი მელაპარაკება, უბრალოდ ბიბლიურად (ვისთვისაც ეგ არგუმენტია) მისაღებია, რომ რაღაც ძალა სიზმრების მეშვეონით კონტაქთში შევიდეს ადამიანთან, და რაღაც ინფო გადასცეს.

ok. მაინც რელიგიამდე მივედით...
მართმადიდებლური სწავლების თანახმად არის 3 სახის სიზმრები.

1. არის ის რაზეც მე ვსაუბრობდი... ანუ უბრალოდ ქვეცნობიერის ნამოქმედარი...
2. არის ხილვა ღვთისგან
3. სიზმარი ეშმაკისგან...

ეხლა რატომ ამბობს ეკლესია რო%
Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Jan 9 2008, 04:08 PM
Post #60

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

აი ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ რელიგია (პრინციპში ნებისმიერი რელიგია) სიზმრებს უფრო ფართოდ უყურებს ვიდრე მეცნიერება ან ათეიზმი. ეგ უკვე სხვა საკითხია ამა თუ იმ რელიგიის დამოკიდებულება იმის მიმართ თუ როგორ უნდა ახსნა სიზმარი ან მიაქციო მას ყურადღება თუ არა.
რელიგიურ საკითხებზე კამათი ძნელია, იმიტომ რომ პრინციპში ღმერთის არსებობის ხელშესახები ფაქტები არ არსებობს და რწმენა დაფუძნებულია მხოლოდ შინაგან სუბიექტურ რელიგიურ გამოცდილებაზე. იტოგში ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვერ დაუმტკიცებს მაგ საკითხში.

--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post

91 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:38 PM