Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ გარდაცვლილებისგან ინფორმაციის მიღება

Posted by: ელის Apr 7 2018, 08:12 PM

JC_cupidgirl.gif


ერთ წელზე მეტია რაც მამაჩემი გარდაიცვალა, მაგრამ არანაირი გრძნობა არ მაქვს იმის რომ ის გაქრა. ხშირად მესიზმრებახოლმე და მეუბნება ბევრ რამეს, უმეტესად ვაიგნორებ და სიზმრის გარეთ არ ვაგრძელებ, თუმცა დღესაც დამესიზმრა. ძირითადად მიყვება ალტერნატიულ მედიცინაზე, მეუბნება წიგნებს ან რეპეცტებს რა რისი მკურნალი შეიძლება იყოს. უთქვას იქ რომ დევს ის წიგნი წაიკითხეო, დავინახე კიდეც რომელს გულისხმობდა. დღეს მეუბნებოდა ყელის კიბოს წამალზე ვმუშაობ სადღაც მივდივარო.. სიზმარშიც და (რეალობაშიც ასე იყო) უმეტესად უბრალოდ ვუსმენ და ვეთანხმები და წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ არასოდეს განმივრცია ან ჩავრთულვარ ამ საკითხებში.. მაგრამ რადგან ეს სიზმრები არ წყდება, დავფიქრდი რამე ღირებულს ხომ არ ნიშნავსთქო. ცხოვრების ბოლო წლებში სწავლობდა ენერგეტიკულ მასაჟებს და ამზადებდა წამლებს, სულ ეძებდა და იფიქრებდა მსგავს რამეებს და არ ვიცი ახლა რას აკეთებს ან ჩემგან რა უნდა.. რას ფიქრობთ? ტაროს გაშლა ხომ არ შეიძლება ამ საკითხზე? თუ ჩენელინგზე ვიკითხო.. რომ არ წყდება სიზმრებიდან ინფორმაციის მოწოდება ამიტომ გადავწყვიტე ვინმესთვის რჩევა მეკითხა.

Posted by: earth Apr 8 2018, 09:11 AM

არა მკითხაობას არ გირჩევ, რადგან არავინ იცის რას გიპასუხებს და საით დაგაპროგრამებს.
რაც შეეხება სულთან ურთიერთობას მე პირადად უფრო გახსნილი ვიქნებოდი. მეც მამა მყავს გარდაცვლილი და სიზმრით ერთხელ მამამ გადამარჩინა. ხშირად ვგრძნობ მას, ასე მგონია მფარველობს.
რატომ არ ჩაიწერ იმ საკითხებს რასაც გიყვება, ჩაიწერე ეგ სიზმრები. წაიკითხე რასაც გეუბნება.
ვფიქრობ კარგი იქნება, უბრალოდ გააკეთო ყველაფერი, უბრალოდ ჩაიწერო სიზმრები. სიმშვიდითა და ყოვეგვარი მოლოდინის გარეშე. მერე ცხოვრება თვითონ მოგცემს პასუხს შენს შეკითხვაზე.

ერთი რამე მინდა ვთქვა,–უდიდესი პასუხი ყველაფერზე თვითონ ჩვეშია, იკითხეთ, ითხოვეთ და მოგეცემათ. ასეთი პასუხის დროს შინაგანი გრძნობა ისეთი ძლერია, რომ არ შეიძლება არ იგრძნოთ.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)