IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

17 Pages V  « < 15 16 17  
Reply to this topicStart new topic
> ფრინველების და თევზებიც მასიური სიკვდილის ფენომენი
td.........
post May 28 2012, 08:04 PM
Post #321


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



natuka
ბუნებრივია, რომ ჩვენი ხელი ურევია, აბა უზენაესი ძალები შხამ-ქიმიკატებს არ აფრქვევენ და გენმოდიფიცირებულ მცენარეებს არ ამრავლებენ დედამიწაზე... მწერები თუ გაწყდნენ, მერე არც გენმოდიფიცირებული პროდუქტები აღარ გვექნება, ბუნებრივზე რომ აღარაფერი ვთქვათ...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 2 2012, 11:02 PM
Post #322


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ May 27 2012, 04:18 PM) *
მგონი ენშტეინი ვარაუდობდა ამას...

კი, აინშტაინი წერდა, რომ, თუ ფუტკრები მთლიანად გადაშენდებიან პლანეტიდან, რამოდენიმე წელიწადში ადამიანებიც შეწყვეტენ არსებობასო.
ფუტკრების გადაშენება იწინასწარმეტყველა ვანგამ. უფრო სწორად მისი წინასწარმეტყველებით დედამიწაზე ბევრი ცოცხალი არსება, ცხოველები და მცენარეები გადაშენდებიან და ეს პროცესი ფუტკრების გადაშენებით დაიწყებაო. ასევე დენ დაიმმა, ამერიკის სადაზვერვო სამსახურის "შორი ხედვის" ექსპერტმა "დაინახა", რომ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან ფუტკრები "დაბრმავდებიან" და გადაშენებას დაიწყებენ.
ფუტკრების მასიური გადაშენება დაიწყო თუ შეამჩნიეს 2005 წლიდან, მას შემდეგ მათი რაოდენობა ევროპაში 50 პროცენტით, ამერიკაში კი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა, და პროცესი გრძელდება. არავითარი ახალი დაავადება ან ახალი პარაზიტი, რომელიც ფუტკრებს ანადგურებს არ უპოვიათ, ვარაუდობენ რომ შედარებით ახალი საწამლავი ე.წ. ნიკოტინოიდური პესტიციდები იწვევს ფუტკრების დახოცვას, მაგრამ ისეთი ადგილებიდანაც ქრება ფუტკრები, სადაც ახლომახლო ამ ქიმიკატს არ იყენებენ, არის ვერსია მზის ინტენსიურად გაზრდილი გამოსხივება ხელს უშლით ფუტკრებს ორიენტაციაში (რადგან ძირითადად მუშა ფუტკრები "ქრებიან", მეპატრონეს სკაში მხოლოდ დედა ფუტკარი და მცირე რაოდენობის სხვა " არა მუშა" ფუტკარი ხვდება), ან არეული ელექტრო-მაგნიტური ხაზები, მოკლედ ჯერჯერობით არავითარი სერიოზული ვერსია არ არსებობს, თუმცა ამ მოვლენას სახელი უკვე შეარქვეს "კოლონიის დაღუპვის დისორდერი" თუ რაღაც ამგვარი. და ეს ერთერთი სერიოზული პრობლემაა დღედღეობით, რომელმაც ადამიანზე შეიძლება მართლაც დამღუპველი გავლენა იქონიოს.
საქმე ისაა, რომ თაფლი ყველაზე მცირე საჩუქარია, რასაც ამ უჩვეულო მწერებიდან ვიღებთ, მათი მთავარი ფუნქცია აგროკულტურის განაყოფიერებაა, და სწორედ ეს ქონდა მხედველობაში აინშტაინს როდესაც იმ ფრაზას წერდა. მსოფლიოში არსებული აგროკულტურის, ანუ იმ მცენარეების, რომელსაც ადამიანი საკვებად იყენებს, 70 პროცენტი (!), დამოკიდებულია ფუტკარზე, თუმცა მარცვლეულის 30 პროცენტი ჰაერით, ქარით ნაყოფიერდება, მათ გარეშე ეს მცენარეები, ჩვენი საკვების 70%, არათუ ნაყოფს ვერ მოგვცემენ, არამედ რამოდენიმე წელიწადში გადაშენდებიან, მათთან ერთად გადაშენდება ის ცხოველები და ფრინველები, შინაური თუ გარეული, რომლებიც ამა თუ იმ მცენარეზე არიან დამოკიდებული, მოკლედ თუ ფუტკრები მანამდე გადაშენდებიან, სანამ არ გამოჩნდება, უფრო სწორად არ გაიზრდება რომელიმე სხვა "გამანაყოფიერებელი" მწერების რაოდენობა აუცილებელ კრიტიკულ ზღვრამდე (რომლებიც ან გადაშენდნენ ან მინიმალურად შემცირდნენ, მას შემდეგ რაც ადამიანებმა ფუტკარი "მოაშინაურა" და აგროკულტურების პლანტაციებთან მათი დიდი კოლონიები მოაშენა), ადამიანებს სერიოზული პრობლემები შეგვექმნება.

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 3 2012, 12:14 AM
Post #323


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sad.gif
მიყვარს ფუტკარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Cyber
post Jun 3 2012, 12:20 AM
Post #324


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 637
Joined: 20-March 12
From: tbilisi
Member No.: 6,761

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sad.gif არადა ძალიან მიყვარს თაფლი


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 18 2013, 11:37 PM
Post #325


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.youtube.com/watch?v=vZ8lMihpX1A
sad.gif

გაწყდა ტონობით თევზი გუშინწინ ბრაზილიაში sad.gif (((
65 ტონაო...
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Mar 19 2013, 07:52 AM
Post #326


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
პაპაჩემს რამდენი ხანია ფუტკრები ყავს ალბათ რაც ომიდან დაბრუნდა იმის მერე. ერთი 30 წელია ჩანაწერებს სულ აკეთებს ყოველდღე. რა ხდება როგორ ხდება, რომელმა სკამ რა ქნა და სადაა მამრი და მდედრი და ეგეთები. მოკლედ აღრიცხვას აწარმოებს სულ.

დაახლოებით მაგ პერიოდიდან სულ ამბობდა რო ეს სკა გაწყდა, ის სკა გაწყდა ძალიან შემცირდა ფუტკარიო. მიზეზი არ იცოდა ხან რას დააბრალა ხან რას მაგრამ ფაქტია რო რაც ყავდა ფუტკრები ის აღარ ყავს
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 23 2015, 06:11 PM
Post #327


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://alioni.info/science/dedamiwaze-saxe...dgureba-daiwyo/

სიჩქარე რითაც პლანეტაზე ცხოველები ნადგურდებიან, მიუთითებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახეობათა ახალი მასიური განადგურების პერიოდში - რიგით მეექვსეში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები მეხიკოს ავტონომიური უნივერსიტეტის და აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტის ბიოლოგების ჯგუფი.

„თუკი მიმდინარე ტემპები გაგრძელდება, სიცოცხლეს მრავალი მილიონი წელი დასჭირდება რათა აღადგინოს დაკარგული ბიომრავალფეროვნება. ჩვენი საკუთარი სახეობაც, შესაძლოა სწრაფად გაქრეს“, - ამბობს გერარდო სებალოსი, მეხიკოს ავტონომიური უნივერსიტეტიდან.

ეყრდნობა რა ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს, მეცნიერებმა შეადარეს უკანასკნელ 100 წელიწადში ძუძუმწოვართა განადგურების ტემპები ე.წ. „ფონურ“ სიჩქარეს. ესაა სახეობების გადაშენების მაჩვენებელი დედამიწის გეოლოგიურ და ბილოგიურ ისტორიაში ანტროპოგენეზისამდე (ადამიანის გაჩენის პერიოდამდე). როგორც აღმოჩნდა გასულ საუკუნეში დედამიწაზე ცხოველები 114-ჯერ უფრო სწრაფად ნადგურდებიან, ვიდრე წინა ხუთ, მასიურ განადგურების პერიოდებში.

ბიოლოგების დათვლით, ხერხემლიანები „ფონური“ სიხშირით რომ იღუპებოდნენ, იმ სახეობების განადგურებისათვის, რომლებიც ბოლო ას წელიწადში გადაშენდნენ, 800-დან 10 000 წლამდე იქნებოდა საჭირო. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ადრინდელი გათვლები, რომლებსაც აკრიტიკებდნენ პესიმიზმის გამო, მართალი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე ცნობილი და დრამატული სახეობათა განადგურება - მასიური პერმული გადაშენება - 252 მილიონი წლის წინათ მოხდა. ითვლება, რომ მაშინ ხერხემლიანთა 70% გაწყდა. პერმული კატასტროფის შედეგები იმდენად მძიმე იყო, რომ 15 მილიონი წლის მერეც ეკოსისტემის სახეობათა მრავალფეროვნება კიდევ არ იყო აღდგენილი.

სულ უკანასკნელი 500 მილიონი წლის მანძილზე ცხოველთა ხუთი მასობრივი გადაშენება მოხდა, რომელთა შედეგად ცხოველთა სახეობების 95% გადაშენდა.



---
smile.gif დედამიწა იცვლება
ჩვენ კი ვეწინააღმდეგებით რაც შეგვიძლია ცვლილებებს
მაგრამ ბუნებას იცის თავისი საქმე.
მთავარია კატები არ გადაშენდნენ სანამ მე ცოცხალი ვარ biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 23 2015, 08:54 PM
Post #328


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახალი სახის რამე სცოცხლე თუა გამოჩენილი? აი ეს კითხვა მაქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

17 Pages V  « < 15 16 17
Reply to this topicStart new topic
5 User(s) are reading this topic (5 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:37 AM