IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> Иммануил Великовский, "Миры в столкновениях" და სხვა
Emigranti
post Dec 2 2009, 11:16 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Иммануил Великовский
Миры в столкновениях (თუ ლინკი მოკვდა, გვამცნეთ )



თუ ვინმეს თქვენს სანაცნობში არ სჯერა მოახლოებული კატაკლიზმების, მათი ციკლური ხასიათის და წარსულში უკვე არაერთხელ მოხდენისა, არ სჯერა არც ერთი ეზოთერიკოსის, პარაფსიქოლოგის, ჩენელის თუ ნათელმხილველის ვერსიისა და მაინცდამაინც მეცნიერულ საბუთებს ითხოვს. მაშინ მიეცით მას ველიკოვსკის ნაშრომები და თუ წაიკითხავს, გარწმუნებთ თვალები შუბლზე აუვა. იქ სწორედ ისტორიულ, არქეოლოგიურ, გეოლოგიურ, თუ ასტრონომიულ ფაქტებზე დაყრდნობითაა დადასტურებული წარსულის გლობალური კატაკლიზმები და მათი ციკლური ხასიათი.

ავტორის შესახებ



მიუხედავად იმისა, რომ იგი რუსეთში დაიბადა, როგორც რუსი, ასევე საბჭოთა მკითხველისთვის იგი უცნობი იყო. მსოფლიოსთვის იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ამერიკელი ექიმი, ფსიქოანალიტიკოსი და ისტორიის, გეოლოგიის და ასტრონომიის სფეროში, ნეოკონვენციური თეორიების ავტორი. მან ფარდა ახადა, ძველი მსოფლიოს იტორიის თუ გეოლოგიის ძალიან ბევრ, ბურუსით მოცულ, საიდუმლოებას.

მაგალითად, მეცნიერები დღემდე პოულობენ გაყინული მამონტების ნაშთებს, რომლებიც იდეალურადაა შენახული. მათ პირში ნახევრად დაღეჭილი ბალახიც კი აღმოაჩნდებათ ხოლმე, ანუ ისინი მომენტალურად იქნენ გაიყინულები. რა შეიძლებოდა მათი ასე უცბათ გაყინვის მიზეზი ყოფილიყო? თან საინტერესო ისაა, რომ ესეთი მწვანე ბალახეულობა იმ რეგიონში (მაგალითად ალიასკაში) კაციშვილს აღარ უნახავს, იგი უფრო ტროპიკული რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი. ე.ი. მამონტი გამწვანებულ ტყეში დაბოდიალობდა და უცბად რაღაცამ იქ, მისი ჩათვლით ყველაფერი მომენტალურად გაყინა და იქაურობა ტუნდრას დაამსგავსა. და ნეტა რას შეეძლო ასე უცბად ემოქმედა? აი ზუსტად ასეთ შეკითხვებზე გასცა ველიკოვსკიმ, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 50-იან წლებში პასუხები. მისი აზრით ამის გამომწვევი მიზეზები, არა უბრალოდ დედამიწაზე მიმდინარე პროცესები, არამედ გალაქტიკური მასშტაბით მომხდარი, ასტრონომიული მოვლენები იყო. მიხვდით ალბათ დაახლოებით რაზეცაა საუბარი.

მაგრამ მის თანამედროვე მეცნიერებას იგი შარლატანად მიაჩნდა და ლამის კოცონზე დაწვას უპირებდნენ. მხოლოდ შემდგომი თაობების მეცნიერებმა დაადასტურეს მისი ბევრი ჰიპოთეზა და ნელნელა ხალხმაც დაინახა, რომ ველიკოვსკიმ დიდ ჭეშმარიტებას მიაგნო. თუმცა, დღესაც კი, ბევრი მეცნიერი ისევ ძალიან კრიტიკულად უყურებს მის თეორიებს. ჩემი აზრით, სანამ ისინი რამეს მიხვდებიან, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იქნება.

ტრივია
ველიკოვსკი აინშტაინის თანამედროვე იყო და ისინი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. აინშტაინის გარდაცვალების შემდეგ, მის საწერ მაგიდაზე, სწორედ ველიკოვსკის წიგნი იპოვეს შუაზე გადაშლილი.

სხვა წიგნები
«Земля в Перевороте» - ძალიან კარგია, მაგრამ კომპიუტერული ვერსია მე სამწუხაროდ არ მაქვს. თუ ვინმეს გაქვთ დადეთ.
“Народы моря” და “Человечество в амнезии” - მართალია აქ უდევთ http://lib.rus.ec/a/28628, მაგრამ ჩამოტვირთვას არ გირჩევთ, რადგან მხოლოდ .djvu და .fb2 ფორმატშია. ეს ფორმატები მხოლოდ რაღაც სპეციალური პროგრამით იკითხება, რომელიც ყველას შეიძლება არ ჰქონდეს, ან არ სურდეს, რომ ჩააინსტალიროს. თუ .pdf ან .doc ფორმატით გაქვთ ვინმეს, დადეთ.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Dec 3 2009, 11:34 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სამწუხაროდ ქართულ ენაზე იმანუელ ველიკოვსკის არც ერთი წიგნი არაა ნათარგმნი. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, იგი მოიხსენიება სხვადასხვა ქართულენოვან წიგნებსა თუ სტატიებში. საინტერესო მაგალითი:

1. ამონაწერი, 1957 წელს, ჩილეში გამოცემული, ვიქტორ ნოზაძის წიგნიდან “ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება”:

გვ. 145.
“როგორც ვნახეთ, გველეშაპის, ანუ გველისა და მზე-მთვარის ურთიერთობა დაბნელების საკითხში მთელი მაშინდელი მსოფლიოს რწმენაშია აღიარებული და დამტკიცებული. საიდან წარმოსდგა ეს რწმენა, ამ საკითხს ეხება თავის საინტერესო თხუზულებაში — ”მსოფლიოთა დაჯახებანი” ამერიკელი მეცნიერი ემანუელ ველიკოვსკი და ამბობს: მთელს მსოფლიოში დიდად მნიშვნელოვანი ღირსების არის გველეშაპი: — ხალხთა ხელოვნებაში, მწერლობაში, რელიგიაში. ალბათ არ არსებობს არც ერთი ხალხი, რომელი ამ სიმბოლოს, ანუ უცნაურ ცხოველს ფრიად მნიშვნელოვან მოტივად არა ხმარობდეს, თუმცა ეს გველეშაპი სინამდვილეში არ არსებობს. ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, გველეშაპი ვით საშინელი რაღაც ცხოველი არსებობდა და იგი მოისპოო, მან კაცობრიობაზე მეტად ღრმა შთაბეჭდილება დასტოვა, და ამას ვხედავთ ჩინურ დროშაზე, ანგელოზ მიქელის და წმიდა გიორგის ხატზე, ეგვიპტურ მითოლოგიაში, მექსიკანურ იეროგლიფებში, და ასირიულ ქანდაკებებზე. მაგრამ, ამ ვითომდა მოსპობილი გველეშაპის ნაშთის ძვლები არსად არავის უპოვნია. ოღონდ ეს გველეშაპი იყო... და იყო იგი ვარსკვლავი კომეტა, ფრთოსანი სხეულით, მრავალი თავით, ცეცხლიანი პირით, ცეცხლიანი კუდით... დაბნელების ამბავი არის ბრძოლა მარდუკსა და ტიამატ გველეშაპს შორის, იზისსა და სეთს, ვიშნუსა და გველს, კრიშნასა და გველს, ორმუზდსა და აჰრიმანს, ზევესსა და ტიფონს შორის.. და ყველაფერი ეს დამყარებულია იმ დიდ ისტორიულ ნგრევაზე, რომელიც გამოიწვია ახალი კომეტის გამოჩენამ და დედამიწასთან მიახლოვებამ 1700 — 1500 წ.წ. ჩვენ წელთაღრიცხვამდე, და რომელმაც წარმოშვა მზისა და მთვარის დაბნელება, დედამიწის ნგრევა, წარღვნა, ცეცხლის წვიმა, სისხლის წვიმა და სხვა აფორიაქება, რამაც თითქმის მთელი კაცობრიობა იმსხვერპლა, — საშინელი ამბავი, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი. ეს იყო მნათობ ვენუსის დაბადება. ამ უდიდესი ნგრევის შედეგად ვენუსი, იუპიტერისაგან ნატყორცნი, კომეტისაგან წარმოიშვა, და იგი წარმოდგენილი იყო ვითარცა გველეშაპი. ”იშტარ (ვენუს), საშინელი გველეშაპი”, — სწერს მეფე ასსურბანიპალ. აქ აღნიშნული მსოფლიოს ნგრევაზეა დამყარებული მთელს მსოფლიოში გავრცელებული თქმულება მზისა და მთვარის გველეშაპის მიერ დაბნელების შესახებო, — დაასკვნის ველიკოვსკი. 67. გვერდი 94, 95, 193, 323. არ ვიცი, რამდენად დამტკიცებულია ეს მოსაზრება, მაგრამ იგი მაინც მეტად საინტერესოა.”

წყარო: http://www.lib.ge/body_text.php?6790




--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 1 2010, 01:59 AM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ცუდია, რომ ქართულად არ უთარგმნიათ...

ძალიან დამაინტერესა sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 01:11 PM