IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ვყვებით ამბებს, ისტორიებს, თავგადასავლებს, ის რაც გადაგვხდენია ან გამ
mata
post Nov 24 2013, 08:26 PM
Post #1


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგიყვებით ერთ ამბავს, რაც მე ვნახე... დავარქმევ ჯოჯოხეთში მოგზაურობას, რადგან ეგეთი საშინელება ალბად მარტო ჯოჯოხეთში თუ ხდება....

ე.ი. შევდივარ და რას ვხედავ ხალხი ჩვეულებრივ ოჯახებად ცხოვრობს, ხოდა ზოგს ფეხი არა აქ, ზოგს ხელი, დასახიჩრებულები არიან, სისხლები ჩამოსდით და რო შეხედო შემზარავები არიან, თავი გატეხილი, სახე ათლილი... ნუ რავიცი უჟასებს გვანან. ოღონდ ჩვეულებრივი სახეები აქვთ, არანაირი ვუუუ შეგაშინოს და გამოგეკიდოს... უბრალოდ ამ დასახიჩრებისგან აქვს ეს საშინელი სახე თორე თვითონ გეგონება ვერ ამჩნევს რო გარეგნობაში რამე პრობლემა აქვს–– ისე იქცევა. აბსოლიტურად ჩვეულებრივად ცხოვრობენ ამნაირები, ერთმანეთი მოსწონთ, უყვარდებათ ქორწინდებიან, შვილებს აჩენენ, სამუშაოს ეძებენ, შოულობენ, სწავლობენ და ა.შ. ასე დასახიჩრებულები..... ანუ ყველა ეგეთი დასახიჩრებულია.... უჟასების ქვეყანაა .

არის უკიდურესი შიმშილი, ზამთარში კანკალებენ ისე სცივათ ვერ თბებიან, ზაფხულში იხუთებიან და ჰაერი აღარ ყოფნით, სულ შიათ, და არაფერი არ აქვთ რო შეჭამონ.... ერთმანეთს საკუთარ ხორცებს აჭმევენ, მოიჭრიან ფეხს და გამოგიწოდებენ. ასე კვებავენ ერთმანეთს და ოჯახში მამა როგორც წესი პირველი კვდება, რადგან მან ოჯახი უნდა კვებოს შესაბამისად ნელ ნელა იჭრის ხორცებს... ხელს, ფეხებს... მერე ხორცებს ითლის და იქამდე, სანამდეც გაქაჩავს... და ბოლოს კვდება... მერე დედას აწვება , მარა ბავშვს პატარაობიდანვე ასწავლიან რო თვითონაც ასე უნდა მოიქცეს და ეს ბავშვიც დგას და თუ ვინმე თხოვს რამეს არაფერი გააჩნია საკუთარი ხორცის მეტი და იცის რო უნდა მოიჭრას და მისცეს. ხოდა ასე იზდებიან თაობები, ქმნიან ოჯახებს და მრავლდებიან ჩვეულებრივად და იქამდე სანამ სისხლისგან არ დაიცლებიან.

ხოდა, მე მათთან მივედი რაღაც ტკბილეულობა მივუტანე, დავსხედით ხოდა მეკითხებიან
როგორ ხარ, რას შვები, ხო არ გიჭირს რამეო
არა მეთქი არაფერი არ მიჭირს, კარგად ვარ
არ მოგერიდოს იცოდე თუ რამე გინდა ყველაფრით დაგეხმარებით რითიც შეგვიძლიაო.
უარი ვუთხარი, მარა ერთი ქალი მოვიდა და მოიჭრა თავისი ხორცი და გამომიწოდა, აჰა ჭამეო
არ მშია მეთქი ვუთხარი
წაიღე წაიღეო გზაში მოგშივდება და შეჭამო.
არ მომშივდება, მადლობ არ მინდა ვეუბნევი
წაიღე გამომართვი და გზაში თუ არ მოგშივდება, სახლში ხო მიხვალ და როცა მოგშივდება შეჭამეო, მინდა რო რაღაცით პატივი გცე და რისი საშვალებაცა მაქ აი ეს არის და უარს ნუ მეტყვიო.
კაი მეთქი და გამოვართვი და აქ მორჩა სიზმარი

მერე ვკითხე რო რატო მაძლევთ თქვენ ხორცებს მეთქი და მითხრეს რო ძაან გვიყვარხარ, ჩვენი სიხარული ხარ შენო და გვინდა რო რამით გამოვხატოთო....

ნუ ძაან საშინელი სიზმარი იყო.... ვიდექი და ჩემ თავს ვეკითხებოდი ნეტა უკვე გავგიჟდი თუ ჯერ არა მეთქი....
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
mata   ვყვებით ამბებს, ისტორიებს, თავგადასავლებს   Nov 24 2013, 08:26 PM
tikoroma   მძიმე სურათია... და...   Nov 24 2013, 08:51 PM
mata   ხო რავიცი... როგორც ...   Nov 24 2013, 09:15 PM
mata   მოკლედ მაინტერესე...   Nov 24 2013, 09:24 PM
td.........   ჯერ არა   Nov 24 2013, 09:47 PM
tikoroma   ასე ცხოვრობენ ტერმ...   Nov 24 2013, 11:09 PM
Plasmodium   რაღაცას მაგონებს... ...   Nov 25 2013, 09:34 PM
shemoixede genacvale   ragac uzarmazari monumenturi meesia damesizmra ara...   Nov 27 2013, 03:43 AM
Powerage   [quote name='mata' date='Nov 24 2013, ...   Jan 15 2015, 09:09 PM
1010110100   მე ერთ ღამეს ვფიქრ...   Jan 19 2015, 03:42 AM
earth   001010110100 მაგარი სიზმა...   Jan 19 2015, 08:00 AM
FERRE   earth ვეგეტერიანობას...   Jan 19 2015, 10:31 AM
earth   FERRE ნამდვილად იარსე...   Jan 19 2015, 06:40 PM
ანნა   ხოოო და დავიბადეეე...   Jan 19 2015, 10:25 PM
Lifestealer   არ მახსოვს როდის დ...   Apr 15 2015, 03:20 PM
earth   Lifestealer თითქოს მთვარე...   Apr 15 2015, 04:11 PM
Lifestealer   არა, წყალზე ვერ ვფხ...   Apr 15 2015, 04:34 PM
mata   აუ მანქანის ტარება...   Jul 7 2015, 03:08 PM
ანნა   გუშინ დამემართა სა...   Jul 8 2015, 07:17 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 09:22 AM