წინასწარმეტყველება, თუ წინათგრძნობა |
წინასწარმეტყველება, თუ წინათგრძნობა |
Sep 23 2015, 08:07 PM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლახანს ისეთი სიზმარი მესიზმრა რომ დავფიქრდი ასეთ თემაზე რატომ წინასწარმეტყველებდნენ მაგალითად მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ?
ამით ახერხებდნენ იმის აცილებას რისი შიში და წინათგრძნობაც ჰქონდათ? შეულიათ ადამიანებს აიცილონ ტავიდან მოსალოდნელი საფრთხე, მოკლედ დამესიზმრა, რომ პროდუქტები აღარ იშოვებოდა, ბოსტნეულზე დიდი კრიზისი იყო და მარაგები მთელს მსოფლიოში იწურებოდა, ვინც მაგალითად კარტოფილს ყიდდა უფლება ქონდა 1 ოჯახისთვის მხოლოდ 1 კილოგრამი მიეცა, შუაღამეს გამეღვიძა ამ მომენტში ძალიან შეშინებული ვიყავი, და იმ წუთას ჩავიწერე ეს სიზმარი, რომ არ დამვიწყებოდა და გამეანალიზებია, თუ რატომ შევშინდი ... ახლა ჩემი ანალიზი, წინა დღეებში ვუყურე საინფორმაციოს: 1.საქართველოს მხარეს იტაცებენ რუსები გლეხებს, ამიტომ საპასუხოდ ქართველებიც უკან არ დაიხევენ, და გმირულად გასცემენ პასუხს (საკმაოდ ემოციური ინფორმაცია) 2. რუსეთს ტანკები დამძიმე შეიარაღება შეყავთ აფხაზეთში, გახსნეს რკინიგზა ამ მიზნით მოკლედ აშკარად საბრძოლო მზადყოფნა. 3. ამერიკა აშკარად მხარს უჭერს საქართველოს ნატოში მიღებას, ეს არის მცდელობა რომ რუსეთმა საქართველოს აუტეხოს კონფლიქტი... 4. რუსეთს სამხედრო ტექნიკა შეყავს სირიაში, ერთვება ბრძოლაში ამერიკის წინააღმდეგ 5. ქართველი გლეხები ვერ ყიდიან ყურძენს და ანადგურებენ ვენახს (მე ამაზე ვინერვიულე, აღვიქვი რომ მათ ხელი ჩაიქნიეს მიწასთან მუშაობაზე) ამ ყველაფრის ნიადაგზე ჩემმა ტვინმა გადაამუშავა თავისებურად ინფორმაცია და მივიღე ის რომ იქნება დიდი ომი, კრიზისი, ხალხს არაფრის ყიდვის საშუალება არ ექნებათ, არც არაფერი გაიყიდება, ვერც მიწას დაამუშავებენ გლეხები, ამ კახეთში ხან სტიქიაა, ხან რაც აქვთ იმასაც ვერ ყიდიან, მოკლედ ეს პრობლემა ძალიან მასშტაბურად და ემოციურად აღიქვა ქვეცნობიერმა თუ რაც არის, მოსალოდნელი საფრთხე მოკლედ ასეთი გამომივიდა.. ახლა კლიმატს რაც შეეხება უკვე მეორე წელია არის ტროპიკული კლიმატი მთელი ზაფხულის განმავლობაში, ასეთი გადახრუკული არ მახსოვს ჩემი ეზო, 1 ბალახიც არ ამოვიდა, რომ მოვთხარო და ქათმებს ჩავუყარო, მთელი ზაფხული არ მოუწვიმია რასაც ქვია რომ მიწა დაასველოს, ესეც კლიმატური ცვლილება, პლიუს წყლის მრიცხველები, და გადასახადი რომ ზედმეტედ ვერაფერს ვერ მორწყავ, კატასტროფულად გაზრდილი გადასახადები, მე ცოტა სხვა ხასიათის ადამიანი ვარ თუ რამე ცუდი შემემთხვევა სულ ვიძახი რომ ძალიან კარგი, ესეიგი შემდეგ უკეთესი იქნება, ყველაფერში ვცდილობ დავინახო დადებითი მხარე ზოგო ჭირი მარგებელია რასაც ქვია პრინციპით ვარ, სულ ასე ვიყავი, ახლა კი უკვე იმ სიზმარმა დამაფიქრა ვაიდა მართლაც მოხდეს ის რასაც ვშიშობ და რაც დამესიზმრა, მერე თვალების დაბრმავება და იმის ძახილი რომ ყველაფერი კარგადაა რეალობიდან ძან გადამცდარი ხომ არ იქნება? მოსალოდნელი რეალობის შესახებ მოსაზრება რა იქნება, ხალხის დაპანიკება თუ შესაძლო კატასტროფისთვის თავიდან აცილების შანსი რომ ყველა მობილიზდეს და ის განსაცდელი აიცდინოს რაც მართლა რეალურია? თუ ხალხი აყვა ისეთ ემოციურ განცხადებებს როგორიცაა საომარი მზადყოფნა, თან იცი რომ იცი რომ ყურადღების გადასატანად ჭირდები ამერიკას რომ რუსეთი სირიიდან მოიშოროს და ხან საქართველოს კონფლიქტს აუგორებს ხან უკრაინისას, ხელოვნურ კონფლიქტებში სათადარიგოები.. ქართველები ძალიან ემოციურები ვართ და ამით კარგად სარგებლობენ, იციან რომ თუ ვიმოქმედებთ ცხელ გულზე, გააღვივებენ კონფლიქტს და მერე გამოგვიგზავნის ჩვენი მეგობარი ამერიკა "ანალიზისთვის" ამერიკელ სპეციალისტებს იმის შესახებ "თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ დაიწყო პირველმა"... მაგრამ ვშიშობ რომ მერე შედეგებზე ფიქრი და დამნაშავის ძიება ვერ გვიშველის. |
|
|
Sep 23 2015, 08:59 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,130 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ არსებობს დღე რამე არ მოიგონონ მოსალოდნელ კატასტროფაზე. სულ ახალ-ახალ თარიღებს ასახელებენ.
ახლა სექტემბრის 23-ს ამბობდნენ სადღაც, მერე კიდე იტყვიან. შიშის, კატასტროფის, შოკის ეგრეგორი შეაქვთ ყველგან, ყველა ერებში. არსებობს რაღაც დიდი ძალა, რომელიც ანადგურებს ნელ-ნელა დედამიწას შეგნებულად. საბერძნეთში დაიწვა უმეტესი ტყეები, მაგრამ ხანძრის უმრავლესობა იყო გამიზნული ქმედება. ძალიან პატარა პროცენტია იმისა, რასაც შემთხვევითი ხანძარი ჰქვია. ბუნება მართლაც შეიცვალა. ეს უკვე ძალიან შესამჩნევია. ტემპერატურამ აიწია. მაგრამ არავინაა რამე აკეთოს რომ ამ ყველაფერს რამენაირად ეშველოს, პირიქით მსოფლიოს მაღალ საზოგადოებას, რომელსაც უჭირავს მართვის სადავები არამგონია რამე აწუხებდეს. მე ვფიქრობ მართლაც რაღაცაში აწყობთ ეს კატასტროფა. ეს ყველაფერი მართლაც აპოკალიფსის ასრულებაა... ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა ვიბრძოლოთ. მარტო ერთი შეგვიძლია გავაკეთოთ. საკუთარი თავი ვაკონტროლოთ. არ გავანადგუროთ დედამიწა, შეძლებისდაგვარად გავუფთხილდეთ და არ შემოვუშვათ ჩვენს გულში შიში. არ დავკარგოთ იმედი, იმედი იმისა რომ ეს ყველაფერი კარგად დამთავრდება. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 20th April 2024 - 05:22 AM |