IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

39 Pages V  « < 33 34 35 36 37 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფორუმელთა შემოქმედება
td.........
post May 14 2012, 10:21 PM
Post #681


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



betkho
მეც მაგრად მომეწონა შენი მუსიკა... ბლოგზე ვნახე და ვუსმინე.. ძალიან მომეწონა!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Joy ZAZA
post May 15 2012, 07:52 PM
Post #682


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 4-December 10
From: 41.65208,41.638725
Member No.: 6,322

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(betkho @ May 5 2012, 06:16 PM) *

ძალიან, ძალიან კარგებია!


--------------------
Finish it! ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫........
Dead Reckoning ♫♪♪♪♫.....
Requiem For A Tower♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫...
Requiem For A Tower - Escala ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫..
*http://www.youtube.com/watch?v=bhMz7x1ZaGM ♫ ♪ ♫ ♪ . . .
Go to the top of the page
 
+Quote Post
David27
post May 17 2012, 09:55 AM
Post #683


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 474
Joined: 8-January 11
Member No.: 6,349

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



betkho
ძალიან მომეწონა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
betkho
post May 17 2012, 10:32 AM
Post #684


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 56
Joined: 30-September 10
Member No.: 6,283

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გმადლობთ!

ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
kindatma
post May 17 2012, 09:18 PM
Post #685


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 752
Joined: 25-March 12
From: თბილისი
Member No.: 6,765

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბეტხო ჯან არ გინდა მომცე ცოტახნით მიკროები ? biggrin.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
betkho
post May 17 2012, 11:23 PM
Post #686


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 56
Joined: 30-September 10
Member No.: 6,283

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიახ,ატმაჯან,გამოიარე და მოგცემ smile.gif)) ახლა მაინც არ ვწერ არაფერს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Simulated
post Jun 11 2012, 11:42 PM
Post #687


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 716
Joined: 4-October 09
Member No.: 6,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




Protect your GREEN
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Aug 3 2012, 06:48 PM
Post #688


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი ძველი მოთხრობა:

http://lib.ge/book.php?author=1235&book=7641

ნოსტალგია შემომაწვა l_book.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Aug 3 2012, 09:31 PM
Post #689


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Adidas @ 3rd August 2012 - 06:48 PM) *
ჩემი ძველი მოთხრობა:

http://lib.ge/book.php?author=1235&book=7641

ნოსტალგია შემომაწვა


ჰეჰ მაგარი მოთხრობაა ტო ! wink.gif ჯერ კიდევ როდის წავიკითხე ეგ biggrin.gif


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 4 2012, 12:28 AM
Post #690


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
QUOTE
ჩემი ძველი მოთხრობა:http://lib.ge/book.php?author=1235&book=7641ნოსტალგია შემომაწვა


მართლა ნოსტალგია შემომაწვა...
ძალიან მომეწონა, ბევრი ბრძნული აზრია გადმოცემული.


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Aug 4 2012, 06:02 AM
Post #691


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახალ მუზას ველოდები და ცოცხალი თავით არ მოდის!

ალბათ მეოთხე სიმკვრივეში გადასასვლელად ემზადება! biggrin.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 4 2012, 08:15 AM
Post #692


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
მუზა უცნაური ვიღაცაა, ან დაგეტაკება, გასაქანს არ მოგცემს, შეიძლება შუა ავტობუსში კალამ-ქაღალდის ძებნა დაგაწყებინოს, მაგრამ მერე შეიძლება დაგტოვოს და დაგივიწყოს smile.gif
მეც დიდი ხანია ასე დამტოვა ჩემმა მუზამ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Aug 4 2012, 09:49 AM
Post #693


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უცნაური შეგრძნება, რომელიც აქამდე ჯერ არასოდეს განმეცადა, მახვედრებდა, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რომელიც მთლად შეცვლიდა ჩემს აქამდე, თითქმის უმოქმედოდ არსებობას. არც კი ვიცოდი, რა დამერქვა ამ ყოფისთვის, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ვგრძნობდი ისევე, როგორც სიცივეს, როგორც სითბოს, ტკივილს. დანარჩენის შეგრძნება მე ხომ ჯერ არ შემეძლო. ამიტომ გრძნობა, რომლის ტყვეობაშიც აღმოვჩნდი, უცხო იყო ჩემთვის. თითქოს რაღაც ძალამ მთელი ძალით დამქაჩა ქვევით. ტკივილი ვიგრძენი, ტკივილი, რომელიც უსაზღვროდ გაიწელა და გაწყდა. ვიგრძენი, რომ აქამდე უზრუნველი ყოფა მე თვითონ უნდა შემეცვალა რაღაცით, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მომემოქმედებინა. არადა, ძალა, რომელიც დაჟინებით მქაჩავდა ქვევით, არ ჩერდებოდა და მეც უმწეოდ ვემორჩილებოდი.
უცებ, უცნაური ხმა ჩამესმა. ხმები, რომლებიც აქამდე მესმოდა, სულ არ ჰგავდა ამ ხმას. ის უფრო გარკვეულად, ჩემივე სმენის ორგანოსთან თუ უფრო ახლოს, ჩემივე გულში ჟღერდა: იბრძოლე, გესმის! იბრძოლე, შენ უნდა შეძლო, შენ უნდა გააკეთო ეს! ამას შენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს. დაემორჩილე განგების ძალას!
ჩვენ გარკვეული დროით ვეღარ შევხვდებით, მაგრამ მოვა შენი დროც და მე ისევ მოვალ შენთან. შენ გაქვს იგივე გზა გასავლელი, ოღონდ ზევით, შეხვედრამდე...
ხმა შეწყდა თუ არა, აქამდე სიბნელეში ფართოდ გახელილი თვალები რაღაც უცნაურმა ნათებამ დამახუჭინა, მაგრამ ვძლიე გრძნობას, რომელიც გულს გამალებით თავის ნებაზე ათამაშებდა და ისევ გავახილე თვალები. წინ, ჩემს წინ გვირაბი მოჩანდა, რომლის ბოლოს თეთრი შუქი დამაბრმავებლად მოქმედებდა ჩემს თვალებზე.
ისევ უცნაური გრძნობა დამეუფლა. ხმაც, რომელიც დაჟინებით მთხოვდა რაღაცას, რომელიც თითქმის ვერ გავიგე, ისევ განმეორდა და ვიგრძენი, რომ ბრძოლა სწორედ ამ გვირაბის დაძლევა იყო. მე უნდა წავსულიყავი იქ, იმ შუქისკენ და მეც მთელი ძალების მოკრებით დავიძარი წინ. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ტკივილი, რომელიც არ მთავრდებოდა, გაუსაძლისი აღმოჩნდა, მაგრამ ძალას, რომელიც ქვევით მექაჩებოდა და სურვილს ჩემსას, მენახა ის სამყარო, რომელიც უცხო იყო ჩემთვის, ვერაფერი აღუდგებოდა წინ. საშინელი ტკივილი არ თმობდა ჩემს არსებას. უცებ, თბილი ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას, რომელიც იგივეს იმეორებდა, რასაც ვგრძნობდი. მასაც სტკიოდა, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, ის ყვიროდა, შველას ითხოვდა. იმ წუთებში საკუთარი ტკივილის შეგრძნებამ მიმატოვა და მხოლოდ ვფიქრობდი, როდის დამთავრდებოდა ეს ყოველივე, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ აქ მთავრდებოდა რაღაც და იწყებოდა უფრო მთავარი. მთელი ძალით გავიწიე წინ, შუქისკენ, გაწელილი ტკივილიც სადღაც გაჰქრა. უცებ, გავიგე ხმა, თბილი, ნაზი ხმა, რომელიც, ალბათ, არასოდეს დამავიწყდებოდა.
- ის დაიბადა..
ვინ? დამებადა პირველი კითხვა, ან რას ნიშნავს “დაიბადა”? პირველს მოჰყვა მეორე და ისევ ფართოდ გავახილე თვალები.
თურმე, დაბადება ჩემი ბრძოლის დასასრულს ერქვა, დაბადებით კი მე დავიბადე. აი, აქ კი უკვე გავიგე რა ერქვა ამ გრძნობას, რომელიც დამეუფლა. ეს იყო შიში. ვიგრძენი, რომ ეს ბრძოლის დასასრული კი არა, დასაწყისი იყო და ჩემდა უნებურად უცნაური ხმები აღმომხდა. მე ავტირდი!... ავტირდი იმიტომ, რომ დავიბადე, იმიტომ, რომ უკვე ვიცოდი რა იყო ტკივილი, რა იყო შიში და ვიცოდი, რომ დაბადებას თან მოყოლილი ორი განცდა თან გამყვებოდა იქამდე, სანამ ხმა, რომელმაც მომაცილა ამ ქვეყანაზე, უკან არ წამიყვანდა იქ, ზევით......
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Aug 4 2012, 09:51 AM
Post #694


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სოფლის განაპირას მიტოვებული, მარტოხელა ძველი სახლი...
ყვავილებით ხელში ვუბრუნდები ძველს. მომენატრა სიძველის, ნესტის, მტვრის სუნი.
კედლებზე უამრავი ნიღბაბია და რატომღაც ყველა მოწყენილი. აი ერთი, თითქოს ღიმილი შეყინვია სახეს. უცნაური, ამოუცნობი ღიმილი.
მტვრის სქელ ფენას ვაცლი შავ როიალს, ვჯდები და ვუკრავ... ვჯდები და ვუკრავ.
ვუკრავ რექვიემს. ამ ყველაფერს მხოლოდ ეს მელოდია შეეფერება. ირგვლივ სიძველის, სიბერის, შიშის გრძნობა მეფობს. აქ გაბატონებულა სიჩუმე. --მისი აღმატებულება, სიჩუმე!!
მე ვარღვევ მის მყუდროებას. ხო, მხოლოდ მე.
კედლიდან მიყურებს უამრავი გაყინული სახე.
ვდგები, ერთერთს ვხსნი და ფრთხილად ვირგებ სახეზე. ნიღაბი მყარად ეკვრის კანს. ის უკვე ჩემია, ის მე ვარ, მე კი ის....
როიალზე მდგარ ლარნაკში ვცვლი გამხმარ ყვავილებს ახლით და ვტოვებ სახლს, ჩემს ძველ სახლს...
მე მიყვარს ის სახლი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Aug 4 2012, 09:53 AM
Post #695


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბინდდებოდა. დიდი წითელი მზე ნელ-ნელა ეშვებოდა მღელვარე ზღვაში. თოლიები მჭექარე ჭყივილით დასტრიალებდნენ ღრუბლებს და ეძებდნენ ნადავლს. ზღვის ნაპირზე მოხუცი მათხოვარი იჯდა. ტკივილიანი სული თვალებში აღბეჭდოდა, ჭუჭყიანი პერანგი მიწისფერი ლაქებით ტანზე მჭიდროდ შემოჭდობოდა, ზღვას რატომღაც სინანულით გაჰყურება და ელოდა მზის ჩასვლას.ელოდა მას, ვინც მის ტანჯვას დაუსვამდა წერტილს, მაგრამ ის არ ჩანდა.
მზე ჩაყლაპა ზღვამ. მთლად ჩამობნელდა. რომელიღაც ღამის ფრინველმა თავზე დასჭყივლა და ფიჭვნარში გაუჩინარდა. უსაშველო მოეჩვენა მოხუცს ლოდინი.
-იქნებ მე უნდა გადავდგა ნაბიჯი მისკენ?.._ გაიფიქრა და ზღვას გახედა.
-ხო, ასეა- ხმამაღლა თქვა ზღვის გასაგონად.
ზღვამ ტალღა დაარტყა ნაპირს, მოხუცს გაეთამაშა და დაწყნარდა.
-ხო, ეს უნდა დამთავრდეს, დავიღალე.ტკივილი აუტანელი გახდა- მოჭრილ ფეხს დახედა , გულზე დაიდო ხელი.
-მხოლოდ შენ მყავხარ, შენთან წამოვალ, დავრჩები. წამიყვან?- ზღვას გასძახა მოხუცმა.
-თვითონ მოვალ შენთან, დამღალა ლოდინმა.- გაძახა უსასრულობას და შესცურა ზღვაში მოხუცმა. ზღვამ გულში ჩაიკრა საყვარელი სხეული. შორს გასცურა და გაჩერდა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა, ახალი მთვარე ლამაზი დიადემასავით მორგებოდა ცის თავს.სინანულით მოამლო თვალი ირგვლივ ყველაფერს და შეწყვიტა ხელ-ფეხის მოძრაობა. სხეული მთელი სიმძიმით წავიდა სიღრმისკენ, მაგრამ როგორც კი სუნთქვა შეეკრა გამწარებით მოუსვა ხელები და ზედაპირზე ამოვიდა.
-სურვილი სიცოცხლის შენარჩუნების! - ყურში ჩასძახა ინსტიქტმა.
-ვის უნდა ასეთი სიცოცხლე?...- უპასუხა მოხუცმა. ფილტვებიდან სულ გამოუშვა ჰაერი და გაშეშდა, უმოძრაოდ ჩაცურდა ხარბად შეიწოვა წყალი, სუნთქვის შეკვრა და გაბრძოლება ერთი იყო, ებრძოდა ინსტიქტი მოხუცს, მოხუცი კი არ ნებდებოდა, გაშეშებული სხეული ნელ-ნელა ეშვებოდა ზღვის ფსკერზე. უცებ მოხუცმა იგრძნო როგორ დაეძინა ზღვას, მოეშვა თვითონაც, ყურის აფკზე წნევის მიწოლა იგრძნო და მიხვდა ახლოს იყო სიკვდილი, ლამის გამძლეობამ უმტყუნა, მაგრამ განვლილი სიცოცხლე გაახსენდა და მთლად მოეშვა. ამას მოყვა ტანჯვა, ტკივილი მთელს სხეულში, მაგრამ ეს არ იყო სიკვდილი. სიკვდილმა ტკივილი არ იცის. ეს იყო სიცოცხლის უკანასკნელი გაბრძოლება, უკანასკნელი ტანჯვა რაც მას სიცოცხლემ აგემა.
მოხუცის წინ კაშკაშა შუქი გამოჩნდა.
-ის არის- გაიფიქრა მოხუცმა.
წყლის ფსკერზე ქალის სილუეტი მოიწევდა მისკენ, მივიდა ხელი ჩაშჭიდა და წაიყვანა თავისკენ.
- მიყვარხარ!მთელი ცხოვრება შენ გელოდი.
-მე უფრო-თქვა ქალმა და ლამაზად გაიღიმა.

გათენდა. ჰორიზონტზე კიდევ ერთხელ დაიბადა მზე, ზღვას გადახედა და სითბოთი გააღვიძა, მშვიდმა გაიღვიძა ზღვამ. ლამაზად მოირგო სხივების ლამაზი მოსასხამი, მზეს მადლობა გადაუხადა და მას დაუწყო ძებნა უკიდეგანო თვალებით. იპოვა კიდეც. გაუკვირდა, ჩვეულ ადგილას რომ არ დახვდა. ის სულ ახლოს იწვა, მასთან ახლოს, ზღვის ტალღები ეხეთქებოდნენ მას. ძლიერად დაარტყა ტალღამ, სცადა მისი გაღვიძება, შემდეგ ჩუმად ჩახედა თვალებში. ის თვალები, რომელშიც ზღვა თავის სილამაზეს ხედავდა, სადღაც გამქრალიყო. ზღვამ ახედა მზეს, მზემ თვალი დახუჭა და ღრუბელი აიფარა სახეზე. მიხვდა ზღვა, მიხვდა, რომ ის არასოდეს, არასოდეს აღარ დაელოდებოდა მის გაღვიძებას, აღარ იჯდებოდა მის ნაპირას მშიერი, მაგრამ მაინც კმაყოფილი თავისი არსებობით, დატანჯული, მაგრამ ღმერთის მადლიერი. მიხვდა, რომ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Aug 4 2012, 09:56 AM
Post #696


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მიყვარხართ!!!


ტკივილს ვეღარ უძლებს გული.
ექმი, სიკვდილის ტოლფასი თვალებით.
ათრთოლებული ტუჩებით ნათქვამი სიტყვები.
დიაგნოზი- კარდიომიოპათია.
დრო- ცოტა.
საშველი- არსაიდან.
პირველი რაც თავში მოდის, სურვილი, ეს არავინ იცოდეს. არ გინდა ამ ექიმის თვალებით გიყურებდეს ვინმე და იტყუები. ატყუებ ყველას, სიკვდილსაც კი.
იწყება დათვლილი დღეების ფერება. ყველაფერი რატომღაც სხვანაირი გეჩვენება, ყველაფერი ლამაზია, ცაც კი თითქოს უფრო ხასხასაა და მხოლოდ შენთვის ამოდის მზე. ბავშვივით ეფერები ყველაფერს რაც შენს ირგვლივაა, ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლიც კი უცნაურად გეცოდება და შენს ოთახში ხმელი ფოთლების მთელი დასტა ჩნდება. რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ნაპოვნ, ფრთა მოტეხილ ბეღურას ხელით აჭმევ საჭმელს, რომ სიცოცხლე აჩუქო და თავისუფლება მისცე, გაქვს იმედი რომ მოასწრებ. ფოთლებს ალბათ დაწვავენ, ბეღურა კი კიდევ დიდხანს იცოცხლებს და იქნებ ერთხელ შენს საფლავსაც გადაუფრინოს.
უფრო მწვავედ აღიქვავ ხალხის უგულობას, გიკვირს რატომ იმძიმებენ ბოღმით და შურით პატარა გულს.რატომ ვერ იგებენ რა მოკლეა სიცოცხლე.
გრძნობ რომ თვითოეული ჩასუნთქვა თუ ამოსუნთქვა აღარ განმეორდება და მხოლოდ ახლა იგებ, სადღაც წაკითხული ციტატის აზრს" ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ".გენანება დრო რომელმაც ყველაფერი წაგართვა და უკან აღარ დაგიბრუნებს.
ალბათ რომ გცოდნოდა ადრე, მუხლისთავებს გადაიყვლეფდი, ყველა ტაძარს შემოივლიდი და უფალს ცოტაოდენ სიცოცხლეს მოსთხოვდი, ახლა კი მას მადლობას უხდი სუფთა გულისთვის რომელიც რატომღაც ძალიან გტკივა და იცი რომ უკვე გვიანია. ერთადერთი რასაც მოასწრებ, იყვირო:
მიყვარხართ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 16 2012, 02:50 PM
Post #697


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



dairp olarbu
ამოტრიალებული ნიკით სხვანაირი იქნებოდი მეგონა, მაგრამ ნურას უკაცრავად : biggrin.gif არ შეცვლილხარ : biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Nov 16 2012, 04:03 PM
Post #698


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
ციტატა
მუზა უცნაური ვიღაცაა, ან დაგეტაკება, გასაქანს არ მოგცემს, შეიძლება შუა ავტობუსში კალამ-ქაღალდის ძებნა დაგაწყებინოს, მაგრამ მერე შეიძლება დაგტოვოს და დაგივიწყოს
მეც დიდი ხანია ასე დამტოვა ჩემმა მუზამ

ჩემი მუზებიც უვადო შვებულებაში არიან smile.gif)) tongue.gif რამდენი ხანია,არაფერი დამიწერია..sad.gif თუ შეყვარებული არ ვარ ვერ ვწერ biggrin.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
#####
post Nov 20 2012, 07:44 PM
Post #699


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 367
Joined: 11-November 12
Member No.: 6,924

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



____________________________________








Go to the top of the page
 
+Quote Post
kindatma
post Nov 21 2012, 04:05 PM
Post #700


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 752
Joined: 25-March 12
From: თბილისი
Member No.: 6,765

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://soundcloud.com/minist-gila/2012-1 მე და ჩემი ძმის დაწერილი სიმღერა ) ეს დავწერეთ ძაან ადრე ის მე ვმღერივარ და მაშინ აზზე არ ვიყავით ეზოთერიკის,რა დავარქვათ რა დავარქვათ და რატმოღაც 2012 დავარქვით smile.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

39 Pages V  « < 33 34 35 36 37 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 6th May 2024 - 05:22 PM