IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ინდუისტური კოსმოლოგია და კუნდალინი
ტანტრა...
post Apr 26 2018, 08:58 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 26-April 18
From: თბილისი
Member No.: 7,741

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ინდუისტური კოსმოლოგიის მიხედვით ყოფიერების სტრუქტურა ასეთია: ჯერ არის ჩვენი ფიზიკური სამყარო, შემდეგ ასტრალი ანუ ანტარ-ლოკა, ანტარ-ლოკას ანუ ასტრალური სამყაროს შემდეგ არის კარანა-ლოკა, კარანა-ლოკას შემდეგ მატერიალური სამყაროს 5 გარსი შემდგარი 5 ელემენტისგან, შემდეგ მოდის ახამკარას ანუ ცრუ ეგოს სფერო, შემდეგ მოდის მაჰატ-ტატვას ანუ კოსმიური გონის სფერო, მაჰატ-ტატვას მიღმა კი მდებარეობს "ვაიკუნთჰა-ლოკა" ანუ უფალი ვიშნუ-ნარაიანას უმაღლესი სულიერი სუფთა ზე-ცის პლანეტები. ჩვეულებრივ ის ინდუისტები რომლებიც არ არიან ტანტრისტები, განსაკუთრებით კი ვაიშნავები ამტკიცებენ, რომ ადამიანი უნდა განთავისუფლდეს მატერიალური სიამოვნებების სურვილისგან და ამაღლდეს ვაიკუნთჰა-ლოკაში. მესმის რომ ვიშნუს სამეფო მშვენიერი ადგილია, მაგრამ უბრალოდ არ მესმის; რატომ უნდა უარყოს ადამიანმა ფიზიკური მატერია და გაიქცეს ვიშნუს სამეფოში? ნუთუ ასე ცუდია სექსუალური ვნება და გემრიელი საჭმელი? რატომ უნდა უარვყოთ ბჰურ-ლოკა? უკაცრავად მაგრამ ჩვენ ტანტრისტებს და ევდემონისტებს ცოტა სხვა პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიზიარებთ რადიკალურ ფსევდოასკეტიზმს. ტანტრა და ევდემონიზმი ამბობს იმას რომ იმისათვის რათა გახდე ჯივანმუქტა და გამოფხიზლდე სულიერ დონეზე, სულაც არაა საჭირო სექსუალური სიამოვნების უარყოფა. ტანტრას და ევდემონიზმის მიხედვით სექსი სულაც არაა ცუდი და არ უშლის ადამიანს გასხივოსნებაში ხელს. ტანტრაში რიტუალური სექსიც კი არსებობს რომელსაც ეწოდება "მაიტჰუნა" და რომლის დახმარებითაც შეიძლება გასხივოსნების მიღწევა და სიდჰად გადაქცევა. კუნდალინი შაკტის უარყოფა ესაა აბსურდი, რადგანაც კუნდალინი ესაა თავად შაკტი ანუ დედაღმერთი. შივას და შაკტის გაერთიანება სხეულშიც და სულშიც ბადებს მაჰანირვანას. სიამოვნების მიღება ხელს არ უშლის სულიერ ევოლუციას. სიყვარული და ვნება პირიქით არის სულიერი გამოღვიძების ხელისშემწყობი ფაქტორი. ორგაზმი ესაა დიადი ნეტარების სხეულის სანსარული გამოვლინება და ნირვანას ნეტარების არადუალისტური მდგომარეობის მიღწევის მეთოდი. ორგაზმი არის არა უბრალო ქიმიური პროცესი არამედ სულიერი ენერგეტიკული აქტი და პროცესი როცა ორი სუბიექტი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ასტრალურ და სულიერ დონეზეც ერთიანდება. ასეთ დროს ხდება ენერგიების გაცვლა. ორგაზმი ესაა უმაღლეს შივასთან და უმაღლეს შაკტისთან დაკავშირების ოკულტური მეთოდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 26 2018, 11:02 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტანტრა
ციტატა(მაჰაკალა @ 26th April 2018 - 09:58 PM) *
ორგაზმი ესაა უმაღლეს შივასთან და უმაღლეს შაკტისთან დაკავშირების ოკულტური მეთოდი.

საინტერესოა...
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 01:58 PM