IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> კოსმიური ყოფიერების ციკლები და სიცოცხლის ხანგრძლივობა
ტანტრა...
post Apr 26 2018, 09:00 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 26-April 18
From: თბილისი
Member No.: 7,741

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეზოთერული თვალსაზრისით არსებობს მრავალი სამყარო. არსებობენ სხვადასხვა ჰუმანოიდური, ნუმოიდური და სხვა მრვალი ტიპის გონიერი რასები. სავარაუდოდ ფიზიკური, ასტრალური და სულიერი სამყაროების ყველა პლანეტაზე და პლანეტათაშორის სივრცეში არსებობენ გონიერი სიცოცხლის ფორმები (ფიზიკური, ეთერული, სულიერი...). სხვადასხვა რასების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთნაირი არაა. ამას ადასტურებენ ინდუისტური და ბუდისტური შასტრები, ტანტრები და სუტრები. მარადიული დჰარმის მიხედვით ყოფიერება შედგება დიდი და მცირე ციკლებისგან. ყველაზე მცირე ციკლებია "იუგები". არის 4 იუგა: 1) სატია იუგა – აბსოლუტური სიკეთის 2) ტრეტა იუგა – როცა სიკეთე განიცდის მცირეოდენ დაკნინებას 3) დვაპარა იუგა – როცა სიკეთე და ბოროტება თანაბარი დოზით თანაარსებობენ ანუ 50/50–ზე და ბოლოს 4) კალი იუგა – როცა ბოროტება არის მინიმუმ 76% ხოლო სიკეთე დაკნინებულია და ადამიანური რასა დეგრადირებულია. ეპიქების ცვლასთან ერთად ადამიანის ჯივატმანი და სამი სხეული განიცდიან დეგრადაციას, დეგრადირებს გენეტიკა. ადამიანს დაცემისკენ უბიძგებენ მარები ანუ არქონტები. ღმერთების და დემონების ზოგიერთი რასები ცოცხლობენ მინიმუმ 7 000 000 მიწიერი წელი, ზოგიერთები კი 1 000 000 000 ან საერთოდაც 100 000 000 000 წელი! ზოგიერთს აქვს ფიზიკური სხეული და ზოგიერთს კი არა. სატია იუგას დროს ადამიანის ჯივატმანი და სამივე სხეულის გენეტიკა იმდენად კარგი და სუფთაა რომ ადამიანის სიცოცხლე 100 000 წელიწადს აჭარბებს! შემდგომ ადამიანი განიცდის დეგრადაციას და სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება. ტრეტა იუგაში მცირდება 80 000 ან 60 000 წლამდე, დვაპარა იუგაში ვარდება ჯერ 50 000 წელიწადზე ხოლო ეპოქის ბოლოს საერთოდაც 1000 წელიწადზე, საბოლოოდ კი კალი იუგას დასაწყისში ადამიანთა 99% 200 წელიწადიც კი ვერ ცოცხლობს. კალი იუგას ბოლოს (როცა დგება ბოროტების 432 000 წლიანი ციკლის ბოლო ეტაპი) ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7-8 წელიწადი! და ისიც სავსეა ძალადობით და სხვადასხვაგვარი ფსიქონევროლოგიური და ფიზიკური სნეულებებით! შემდეგ ბრუნდებიან ტრიმურტის და ტრიდევის უფალნი და ბოდჰისატვები, დგება ახალი სატია იუგა და ადამიანთა სულები და სხეულები განიცდიან რევოლუციურ პროგრესს. ყველა ხდება ბედნიერი და დგება ახალი ოქროს საუკუნე რომელიც როგორც ყოვეთვის გრძელდება 1 728 000 წელიწადი. მერე ყველაფერი მეორდება და ასე უსასრულოდ. პრობლემა არის არა მოკვდავი ბუნება, არამედ ის რომ სულიერი და გენეტიკური დეგრადაციის გამო ადამიანის ცხოვრება ფიზიკურ სხეულში ზედმეტად ხანმოკლე და მტანჯველია. თვით ღმერთებიც კი არ არიან უკვდავნი, ასე რომ უაზრობაა "უკვდავებაზე" ფიქრი. სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია, ისევე როგორც მაგიური ძალების გამოღვიძება, მაგრამ "უკვდავება" თითქმის შეუძლებელია. 100% უკვდავია და სანსარასგან თავისუფალია მხოლოდ დჰიანა ბუდა ან დჰიანა ბოდჰისატვა და ისიც ხშირ შემთხვევაში არა ფიზიკური არამედ ასტრალური ან კაუზალური გაგებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 26 2018, 10:57 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტანტრა
ციტატა(მაჰაკალა @ 26th April 2018 - 10:00 PM) *
) ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7-8 წელიწადი!

ეს წარმოუდგენელი და სრულიად არარეალურია...8 წლამდე ადამიანი ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას, როგორ გამრავლდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ტანტრა...
post May 6 2018, 06:10 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 26-April 18
From: თბილისი
Member No.: 7,741

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პროგერია?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 6 2018, 08:50 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგ საშინელი დაავადებაა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ტანტრა...
post May 7 2018, 12:27 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 26-April 18
From: თბილისი
Member No.: 7,741

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(earth @ May 6 2018, 08:50 PM) *
ეგ საშინელი დაავადებაა...

ზუსტად. მეც ზუსტად მაგას ვამბობ. სწორედ ეგ დაემართებათ ადამიანებს კარმული დეგრადაციის გამო კალი-იუგას ბოლოს. დაემართებათ გაძლიერებული პროგერია. აბა შენი აზრით ინდურ მისტიკურ ტექსტებში რაზეა საუბარი? სწორედ მაგაზე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 7 2018, 05:58 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტანტრა
ანუ ყველას არა, ყველას რომ დაემართოს მაშინ დამთავრდება ადამიანი დედამიწაზე.
არ მინდა მაგ პერიოდში ინკარნირება, არ მინდა... რათქმაუნდა თუ ეს მართლა უნდა მოხდეს.
ისე ადრე რომ უფრო დიდ ხანს ცოცხლობდნენ ეს ასეა, სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება, ეს ფაქტია, მაგრამ ზოგჯერ ძლიერი ნების ადამიანები ამარცხებენ ამ ყველაფერს, მაგისიც მჯერა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:32 PM