IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ადამიანის პოტენციალი, ქვის ხანიდან მთვარეზე გაფ
ichi
post May 22 2018, 07:32 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როდესაც ადამიანის განვითარებას აკვირდები ხვდები, რომ ზღვარი თითქოს არ არსებობს, ანუ თითოეული გამოგონება ჯაჭვივით მოქმედებს სხვა სფეროებზე და ადამიანი წინ მიდის.
უკვე ელექტრო მანქანებიც შემოვიდა თბილისში.
მაშინ როცა რამოდენიმე ათეული წლის წინ კომპიუტერი იყო მაცივრის ხელა, დღეს იმავე ფუნქციას ასრულებს ტელეფონი, რომელიც ჯიბეში გვეტევა.
აქ უნდა დაისვას კითხვა სადამდე წავა ადამიანი? არსებობს ზღვარი? წარმოიდგინეთ 500 წლის შემდეგ სამყარო. ალბათ მაშინაც მოხდება გამოგონებები, ხოდა მე ვფიქრობ ადამიანის ინტელექტს-ცნობიერებას ზღვარი არ აქვს. ე.ი. ის რაც დღეს ფანტასტიკაა, მაგალითად პორტალი 200 წლის შემდეგ შეიძლება რეალობად იქცეს, ეს ფაქტია. ისევე როგორც ტელევიზორს ვერ წარმოიდგენდა ადამიანი 400 წლის წინ და ტელეფონზე და ვეტფრენზე საუბარი ზედმეტია.

სამყარო შეიცავს ამ სასწაულებს და ჩვენ ადამიანები ვერ ვხედავთ ჯერ-ჯერობით. მე მგონია მისი პოტენციალი ამოუწურავია.
რას ფიქრობთ არსებობს ზღვარი? როგორ წარმოგიდგენიათ 500 წლის შემდეგ ადამიანი?
ხელოვნური ინტელექტი უკვე სამუშაო ადგილებს ართმევს თანამედროვე ადამიანს,მაგალითად ჩინეთში ოპერატორებად ყავთ და დამსაქმებელი ფულს ზოგავს ამით, მე ვფიქრობ ხელოვნური ინტელექტიც დაიხვეწება და ძალიან წინ წავა.

ამ საკითხზე ასევე მახსენდება ატლანტიდა. მე არ გამოვრიცხავ რომ ძველ ადამიანებს ქონდათ ეს ცოდნა სამყაროს შესახებ და მართავდნენ მას, ვერანაირად ვერ გამოვრიცხავ ამას, შემდეგ შესაძლებელია მოხდა რაღაც კატასტროფა. წარმოიდგინეთ დღეს რომ რაღაც საშინელება მოხდეს დედამიწაზე და ადამიანები გადაშენდნენ, შემდეგი ქვის ხანელისთვის ჩვენი მიღწევები სასწაული იქნება რა თქმა უნდა. იქნებ წრეზე ვტრიალებთ არ ვიცი. მე ვიცი რომ ჩვენი ტვინს და ცნობიერებას ზღვარი არ აქვს და ეს ძალიან მახარებს. რას ფიქრობთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 22 2018, 09:50 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
ეს თემა რაც გახსენი ერთ დროს მეც შევხებივარ, როგორც იტყვიან ჩემი უბის წიგნაკში...(ვწერდი ერთდროს აზრებს ჩემთვის) smile.gif

თითქოს ერთი შეხედვით ზღვარი ამ ყველაფერზე არ არსებობს. თითქოს დაუსრულებელია ადამიანის შესაძლებლობები, წინ გველის წარმოუდგენელი ჯერაც აღმოჩენები შორეულ მომავალში და ალბათ ნაოცნებარი აღმოჩენები ახლო მომავალში.
ადამიანს აქვს ძალა ხატ-სახეებად წარმოიდგინოს და მერე კი შექმნას, შექმნას ყველაფერი რაც მის ფანტაზიაში გაიელვებს. ადამიანი ღმერთია უბრალოდ ჯერ ეს არ იცის. ჯერ არ იცის რადგან ის ჯერ „პატარაა“ და უბრალოდ იზრდება, იღებს გამოცდილებას ინკარნაციებში და წინ მიიწევს.

მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარეც... როგორც ზემოთ შეეხე ichi ატლანტიდა... ატლანტიდა არსებობდა და არსებობს უამრავი ვერსია, რომ უაღრესად დიდი ცოდნა არსებობდა მაშინ. მაგრამ რა მოხდა? ის განადგურდა... მოხდა რაღაც, რამაც დააწესა ზღვარი... რატომ?
არსებობს ვერსია, რომ კაცობრიობა ბევრჯერ იყო განვითარების მწვერვალს და ბევრჯერ ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყო. რატომ ეს ბორბალივით ბრუნვა? იქნებ სწორედ ეს ზღვარია ყვლაფერი ichi . იქნებ არსებობდეს კიდეც ზღვარი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post May 23 2018, 11:34 AM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
შეიძლება..... ბაბილონის გოდოლი მაგალითად.
საინტერესო კუთხიდან დაწერე, ძალიან საინეტრესოა.
მე მგონია რომ ადამიანს ქონდა ერთ დროს ჩვენზე მეტი ცოდნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 23 2018, 06:01 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(blue_velvet @ 23rd May 2018 - 12:34 PM) *
მე მგონია რომ ადამიანს ქონდა ერთ დროს ჩვენზე მეტი ცოდნა.

მეც მასე მგონია, ალბათ ჯერ ზღვარს არ მივდგომივართ, დრო გვაქვს ჯერ biggrin.gif wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Jun 2 2018, 11:24 AM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტვინის განვითარების კუთხით კი ბატონო, ადამიანი განვითარდა. ძალიან წარმატებული მიღწევები აქვს კაცობრიობას, მაგრამ სულიერების და საღი აზრის მხრივ კაცობრიობა დღეს რომ დეგრადირებულია, ასეთი დეგრადირებული ალბათ არასოდეს ყოფილა. დღეს ადამიანების ძირითადი მასა თითქმის მთლიანად ჩამოშორდა თავის ბუნებრივ არსებას, ის ჩამოშორდა ბუნებას და სუროგატული შემცვლელებით ჩაანაცვლა ის. სულიერი განვითარებით ადამიანი უკიდურესად ჩაბლოკილია და დაბრმავებულია.
მე პირადად სულაც არ ვთვლი რომ კაცობრიობა ვითარდება. პირიქით, უკან და უკან მიდის. ტექნიკური პროგრესი კი მიუხედავად იმისა, რომ დასაფასებელია, არ არის გასაკვირი და ღირებული იმასთან შედარებით, რაც ადამიანს რეალურად შეუძლია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 2 2018, 03:49 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინ იცის სულიერი დეგრადაციაც იყოს აუცილებლობა ჩვენი გზისათვის. ვინ იცის და ვინ შესძლებს გაიგოს რატომ ხდება ასე. ეპოქები მოქმედებენ ადამიანებზე. თუ წაგიკითხავს ქეთის ატლანტიდა(აქაა თემა) იქაც დაინახავ, რომ ატლანტიდელებმა იცოდნენ რომ მოხდებოდა ის, რომ დაავიწყდებოდათ ცოდნა, რომელიც ჰქონდათ.

მახსენდება რუდოლფ შტაინერის „აკაშა ქრონიკიდან“ ერთი მომენტი(მაპატიეთ თუ სრული სიზუსტით ვერ გადმოვცებ დიდი ხნის წინა მაქვს წაკითხული),– როდესაც ატლანტიდელებმა დატოვეს ატლანტიდა, ორად გაიყვნენ. ერთნი უფრო სულიერად მაღალ საფეხურზე და მეორენი დაბალ საფეხურზე... მაღალი საფეხურის გამგზავრება მოხდა ინდოეთისკენ, ხოლო დაბალი საფეხურის(მგონი სხვანაირად ამბობს შტაინერი, მე უბრალოდ ჩეემი სიტყვებით გადმოვცემ) ადამიანები წავიდნენ ევროპაში. მაგრამ ისინი ვინც ევროპაში წავიდნენ მარტო არ დაუტოვიათ, მათ გაჰყვათ ფარულად უმაღლესი რანგის მასწავლებლები. როგორც მახსოვს ეს მასწავლებლები ძალიან მაღალ საფეხურზე იყვნენ. ამ გზით უნდოდათ თითქოს გაეტოლებინათ ერთმანეთისათვის ეს ორი სხვადასხვა მიმართულება და ისეთი დიდი იმედი იყო იმ მასწავლებლებზე, რომ წლების შემდეგ ინდოეთსა და ევროპაში ერთი და იგივე შედეგი უნდა გვქონოდა თითქოს...

ასე რომ ვინ იცის... ვინ იცის რა საფეხურზეა დღეს ადამიანი, შეიძლება იღვიძებს კიდეც თავისი უსაზღვროდ ღრმა ძილიდან, რომელიც საუკუნეები გრძელდება. ვინ იცის შეიძლება მიაღწიოს კიდეც სულიერების კულმინაციას, დღეს სწორედ ახლა,– ამ დეგრადაციის ეპოქაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:52 PM