ქართველი, როგორც რასა |
ქართველი, როგორც რასა |
Sep 26 2018, 05:06 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მენტალობა რომ დღემდე საბჭოური გვაქვს ჯერ კიდევ, ეს სადაო არ არის.
მაგრამ ხასიათი, აზროვნება, თუნდაც ფიზიკურობა, როგორი გვაქვს, რით არის განპირობებული? აქვე გავცემ პასუხს, გენეტიკით, რელიეფითა და ჰავით, მაგრამ ეს კუმულაციურად ჰო ქართველებს გვახასიათებს. იშვიათი გახდა მაღალი და ტანადი ქართველის ნახვა, დაგვაბეჩავა დარდმა და უვარგისმა საკვებმა. მაგრამ ყველაზე მეტად ამ თემის გახსნა ქართველების (ჩვენმა, პირველ პირში დავწერ, რომ არავინ დამაბრალოს შენს თავზე რატომ არ საუბრობო) სიხარბემ და სიბოთავემ გადამაწყვეტინა. სიბოთავეს ნუ განავრცობთ, რადგან ამას ვამბობ იმიტომ რომ ქართველ მოსახლეობაზე იოლი მოსატყუებელი თურმე არავინ ყოფილა (არჩევნები აიღეთ). აქ (და ალბათ პოსტსაბჭოეთში) ტაქსიტს 2 დიპლომი აქვს და ინჟინერი დასუფთავების სამსახურში მუშაობს. მოკლედ დადებითის მოძებნა ძალიან, მიჭირს და ერთი ამოსუნთქვით ყველაფერს ვერ ვწერ ორგანულად მაღიზიანებს, ჩვენი სიხარბე, გაუნათლებლობა, ერთმანეთის ჯიბრზე კაი მანქანის და მობილურის ყიდვა, 777 დაწერა მანქანებზე და უფალო შეგვიწყალეს გაუცნობიერებლად მიწერა მანქანაზე, მაღიზიანებს და არ მომწონს სიბნელე, ობსკურანტიზმი. სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი - არ მომწონს. ადამიანების პატივისცემა გარდაცვალების შემდეგ და ვეღარ დავამთავრებ ამ თემას ასე თუ გავაგრძელე ჩამოთვლა. კარმაა ეს ჩვენი?! რომელ ადამიანს მოუვა აზრად კოლგოტს რომ თვალი წაუვა და მანიკურით დააწებებს - ქართველს, ასევე ქართველმა თვალის ამოსაყვანიც გამოიგონა რომ კოლგოტმა დიდხანს გაუძლოს. 1.50 სიგარეტს რომ ეწევა და ქორწილისთვის ნასესხები ფულით პარლამენტს დააგდებს "სტოლში" ვინ იზამს - ქართველი. რამოდენიმე ქვეყანაში ვარ ტურისტის სტატუსით ნამყოფი, ათეულობით ქალაქი მაქვს მოვლილი. ჩემი შოკი არის იტალია, უზომოდ მიყვარს მისი ისტორია, მხატვრობა და არქიტექტურა. 2 კვირა მოვიარე ქალაქები და 1 ემელის ჯიპი დავინახე სოფლებში სიარულის დროს, რომ არაფერი ვთქვა პერფექტურის(მერიის ) თანამშრომელთა მოტოროლებზე. საიცარი ხალხი ვართ. შურიანები, მაგრამ ალბათ იყო ისტორიაში რაღაც ფაქტორი რამაც ომები მოგვაგებინა, რა გვაერთიანებდა, ალბათ მრწამსი?! რატომ ვართ ასეთები? გმირებს პატივს რატომ არ ვცემთ საკადრისად? თუ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა შვილებს რატომ ვასწავლით უცხოეთში? რატომ ვითხოვთ სხვისი შვილებისგან თავდადებას და საკუთარს ჯარს რატომ ვარიდებთ? ალბათ კარმაა. ადრე ერთ იოგს ვეკონტაქტებოდი და მითხრა რომ ქვეყნის კარმის შეცვლაც შეიძლება თურმე... |
|
|
Oct 15 2018, 04:25 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
INVICTUS
ძალიან სენსიტიურ თემას შეეხე. არასდროს არ მიყვარს ჩვენზე ნეგატიურ კონტექსტში საუბარი. საკმაოდ დიდი ისტოტიისა და კულტურის ქვეყანა ვართ, დიიდ ტრადიციების მაგრამ რატომღაც ეს ტრადიციები და კულტურ მხოლოდ ზოგიერთ ოჯახში და წერილობით წყაროებში დარჩა, ხანარჩენი მოსახლეობა ჰაერშია დარჩენილი. მიდის ანტი ქართული პროპაგანდა, გააბანძეს ფოლკლორიც და ეროვნული ბალეტიც. მე ვერ ვუწოდებ ვარდისფერთმებიან დახეულ კოლგოტიან 36 პირსინგიან ინგლისური სლენგით გაჯერებული არგარამატიკული ქართულით მოსაუბრე გოგჩოს. ჩვენ სხვა ტრადიციები გვაქვს და ვიცით რომ ამ ტერიტორიაზე ყოველთვის იზრდებოდნენ ინდივიდები და არა კოლექტივები. დრო გადის ევოლუცია სპირალურ დონეზე მიმდინარეობს, იცვლება დრო ტწქნოლოგია მოდა აზროვნება მაგრამ ისევ იქ ვართ იზევ ილია წლჭავჭავაძის დროში ვართ. აქაც მხოლოდ ინდივიდები იზრდებიან, პრობლემა იმაშია რომ მელანი და ფურცელი გაიაფდა და ყველა ყველაფერს წერს, საჭიროსაც და საზიანოსაც. კარმა? არ ვიცი... |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th April 2024 - 01:22 AM |