ქართველი, როგორც რასა |
ქართველი, როგორც რასა |
Sep 26 2018, 05:06 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მენტალობა რომ დღემდე საბჭოური გვაქვს ჯერ კიდევ, ეს სადაო არ არის.
მაგრამ ხასიათი, აზროვნება, თუნდაც ფიზიკურობა, როგორი გვაქვს, რით არის განპირობებული? აქვე გავცემ პასუხს, გენეტიკით, რელიეფითა და ჰავით, მაგრამ ეს კუმულაციურად ჰო ქართველებს გვახასიათებს. იშვიათი გახდა მაღალი და ტანადი ქართველის ნახვა, დაგვაბეჩავა დარდმა და უვარგისმა საკვებმა. მაგრამ ყველაზე მეტად ამ თემის გახსნა ქართველების (ჩვენმა, პირველ პირში დავწერ, რომ არავინ დამაბრალოს შენს თავზე რატომ არ საუბრობო) სიხარბემ და სიბოთავემ გადამაწყვეტინა. სიბოთავეს ნუ განავრცობთ, რადგან ამას ვამბობ იმიტომ რომ ქართველ მოსახლეობაზე იოლი მოსატყუებელი თურმე არავინ ყოფილა (არჩევნები აიღეთ). აქ (და ალბათ პოსტსაბჭოეთში) ტაქსიტს 2 დიპლომი აქვს და ინჟინერი დასუფთავების სამსახურში მუშაობს. მოკლედ დადებითის მოძებნა ძალიან, მიჭირს და ერთი ამოსუნთქვით ყველაფერს ვერ ვწერ ორგანულად მაღიზიანებს, ჩვენი სიხარბე, გაუნათლებლობა, ერთმანეთის ჯიბრზე კაი მანქანის და მობილურის ყიდვა, 777 დაწერა მანქანებზე და უფალო შეგვიწყალეს გაუცნობიერებლად მიწერა მანქანაზე, მაღიზიანებს და არ მომწონს სიბნელე, ობსკურანტიზმი. სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი - არ მომწონს. ადამიანების პატივისცემა გარდაცვალების შემდეგ და ვეღარ დავამთავრებ ამ თემას ასე თუ გავაგრძელე ჩამოთვლა. კარმაა ეს ჩვენი?! რომელ ადამიანს მოუვა აზრად კოლგოტს რომ თვალი წაუვა და მანიკურით დააწებებს - ქართველს, ასევე ქართველმა თვალის ამოსაყვანიც გამოიგონა რომ კოლგოტმა დიდხანს გაუძლოს. 1.50 სიგარეტს რომ ეწევა და ქორწილისთვის ნასესხები ფულით პარლამენტს დააგდებს "სტოლში" ვინ იზამს - ქართველი. რამოდენიმე ქვეყანაში ვარ ტურისტის სტატუსით ნამყოფი, ათეულობით ქალაქი მაქვს მოვლილი. ჩემი შოკი არის იტალია, უზომოდ მიყვარს მისი ისტორია, მხატვრობა და არქიტექტურა. 2 კვირა მოვიარე ქალაქები და 1 ემელის ჯიპი დავინახე სოფლებში სიარულის დროს, რომ არაფერი ვთქვა პერფექტურის(მერიის ) თანამშრომელთა მოტოროლებზე. საიცარი ხალხი ვართ. შურიანები, მაგრამ ალბათ იყო ისტორიაში რაღაც ფაქტორი რამაც ომები მოგვაგებინა, რა გვაერთიანებდა, ალბათ მრწამსი?! რატომ ვართ ასეთები? გმირებს პატივს რატომ არ ვცემთ საკადრისად? თუ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა შვილებს რატომ ვასწავლით უცხოეთში? რატომ ვითხოვთ სხვისი შვილებისგან თავდადებას და საკუთარს ჯარს რატომ ვარიდებთ? ალბათ კარმაა. ადრე ერთ იოგს ვეკონტაქტებოდი და მითხრა რომ ქვეყნის კარმის შეცვლაც შეიძლება თურმე... |
|
|
Oct 16 2018, 02:54 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო სწორად აღნიშნე, კომუნიზმმა მატერიალურად მოხოდა ქვეყანა მაგრამ ცნობიერად დააგდო საქართველი. რელიგიამ მოსპო ქართული ღირებულებები და გახლიჩა ქართველები ებრაულსა და იბერიულს შორის. მდებარეობა ვფიქრობ ძველ პერიოდებში უფრო ხელსაყრწლი იყო, შეხება გვქონდა ევროპასთანაც და აზიასთანაც, ეხლა გახდა მდებარეობა პრობლემური.
რაც შეეხება დემოკრატიას, შეიძლება მართლა ამ ეტაპისთვისაა უპრიანი მაგრამ , პრინციპშივე მცდარია დემოკრატიის მიგომა, სამყარო იერარქიული სტრუქტურაა და როცა ცდილობ იერარქიულობა გაასწორო მიწასთან სამყაროს პრინციპს ებრძვი. არავინ არ აღიარებს მაგრამ სადაც ორი იკრიბება იქ ერთი მაღლა დგას შედარებით მეორე დაბლა, ესეთი მოცემულიბა გვქვს სამყაროში, და საქართველოც ამ სამყაროს ნაწილია, როგორც თითოეული ჩვენგანი. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th April 2024 - 06:08 PM |