დასავლეთ საქართველოს მითოლოგია |
დასავლეთ საქართველოს მითოლოგია |
Jan 23 2018, 06:14 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხევსურეთი და ფშავი საკმაოდ მდიდარია მითოლოგიით. მაგრამ რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში?
გთხოვთ, დაწერეთ ვინ რა იცით დას. საქართველოს მითოლოგიაზე. |
|
|
Jan 24 2018, 11:11 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სამეგრელო, სვანეთი, აჭარა, ლაზეთი
ძალიან ბევრი მითი და რიტუალი აქვთ თუმცა სისტემური არაა, როგორც მთაში იყო ბოლ დრომდე აწი მთაშიც აღარაა ძვლებურად -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 1 2020, 04:55 PM
Post
#3
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლაზეთში ქალიშვილი, რომელსაც გათხოვება შეაგვიანდებოდა, ზღვასთან მიჰყავდათ. თან მიჰქონდათ დაკეტილი ბოქლომი ან შეკრულ-გამონასკვული სხვა საგანი. ქალიშვილი ზურგშექცევით აგდებდა ზღვაში ამ საგანს და ევედრებოდა: ზღვაო ჩემო, გამიხსენი ეს საკეტი, მაჩვენე გზა, ჩემს ბედს შემახვედრე.
სახლის აშენების მსურველი ლაზი გავიდოდა ზღვის ნაპირზე, სილაზე სახლს დახაზავდა და ზღვას შესთხოვდა: ზღვაო ჩემო, მომასწარი, სახლი ამაშენებინე! -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 1 2020, 05:01 PM
Post
#4
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლაზეთში სწამდათ, რომ მარიამობის შვიდში (ახ.20 აგვისტო) ზღვას განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და მასში ბანაობა სასარგებლოა ადამიანისთვის. საღამოს, მზის ჩასვლის წინ, მიაშურებდნენ ზღვას. ცალკე ბანაობდა ქალების ჯგუფი, ცალკე-კაცები. ძირითადად ქალები მონაწილეობდნენ. თუ ოჯახში ვინმე შეუძლოდ ჰყავდათ, "მარიამობის შვიდის ზღვის წყალი" მისთვის შინ მიჰქონდათ, რათა ტანზე გადაევლოთ. წყალი გადასავლებად მიჰქონდათ აკვნის ბავშვებისთვისაც: ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი გამოვაო.
ქალებს თან ახალი ხილი მიჰქონდათ და ნაპირზე შეექცეოდნენ. მსაგვსებაა "ფერისცვალებასთან", რასაც 19 აგვისტოს აღნიშნავენ გურიაში. მზიღაშ კოჩი - ლაზურად ზღვის კაცი მზიღაშ კოჩი ყოველწლიურად 24 აპრილს (ზვ.სტ) გამოდის ხმელეთზე და მწვანით იმოსება, ხოლო 26 ოქტომბერს ისევ ზღვას უბრუნდება. ხმელეთზე ყოფნისას იგი მხვნელ-მთესველს, მიწის მუშას ეხმარება, ხოლო ზღვაში ჩასვლის შემდეგ მეთევზე-მეზღვაურებს მფარველობს. ზღვის გაბრაზება ლაზეთში საბავშვო სათამაშოდ არის შემორჩენილი. ზღვის "გასაბრაზებლად" და დიდი ტალღების გამოსაწვევად ბავშვები 5-9 წყვილ კენჭს გადაისვრიან ზღვაში და სწამთ, რომ წამოვა დიდი ტალღები და ნაპირს გადმოლახავს. (ნეტა ეს რაში სჭირდებოდათ :დ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 1 2020, 09:37 PM
Post
#5
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
თიკო, ოზურგეთში არის სოფელი ლიხაური, საკმაოდ ცობილი სოფლია, ლიხაურს ზემოთ არის სოფელი აჭი, აჭის წყლის ხეობაშია და სახელიც აქედან მომდინარეობს. დთღესაც არის უზარმაზარი ქვების მასივები, რასაც დევის ქვას ეძახიან ადგილობრივები. მითოლოგიაც სხვადასხვა ლეგენდას ინახავს. ერთი ისტორიით ეს დევების საჯილდაო ქვა იყო, მეორე ვარიატით წმიდა გიორგიმ დაამარცხა დევები და გააქვავა. მოკლედ საინტერესოა მონასტერში არსებული წმ. გიორგის ფრესკა, ყველგან ხომ გიორგი გამგმირავია ურჩხულის, აქ ძაღლივით ყავს გაბომბული საბელზე და ისე მოყავს. აქ არ ვიცი როგორ უნდა ავტვირთო ფოტო, დიდი ხანია არ ამიტვირთია და ვეღარ ვიხსენებ. ლინკს დავდებ: https://artinfo.ge/2019/05/tsminda-giorgis-...naluri-phreska/ -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
May 1 2020, 10:02 PM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
May 1 2020, 11:47 PM
Post
#7
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
elli
ვაუ. ვიცი ლიხაური, ნათესავები მყავს, ნამყოფი ვარ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 1 2020, 11:51 PM
Post
#8
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გველეშაპებზე კვლევა დავდე დღეს ქართულ კულტურაში ფეისბუქზე, და მანამდე შუკრას გვერდზე. ქართველი ფილოლოგის წიგნიდან.
ის ამბობს, რომ ეს ეპიზოდი დამახასიათებელია საქართველოში - გველეშაპთან ბრძოლის. არ არის გადმოღებული სხვა კულტურიდან. ამას ამბობს ზღარების სიუჟეტის განხილვით. მეორე მხრივ ქრისტიანულმა კლუტურამ გადაამუშავა ეს ეპიზოდი და მიაწერა წმინდანებს. არა მხოლოდ წმ გიორგის. კიდევ გვყავს წმინდანები, ვინც ებრძოდნენ და დაამარცხეს გველეშაპები. გველეშაპთან მებრძოლი წმინდანები „წმინდანთა ცხოვრების“ როგორც კანონიკურ, ისე აპოკრიფულ რედაქციებში ხშირად ვხვდებით ზღაპრული ეპოსის ჩვეულებრივ მოტივებს, ან ორგანულად შერწყმულს მარტვილის თავგადასავალთან, ან მოტივტივეს მის ზედაპირზე. ბევრ შემთხვევაში ეს მოტივები გახვეულია ზეციური სასწაულთმოქმედების ბურუსში და გაზვიადებულია. ერთ-ერთი მათგანია გველეშაპის მოკვლა და მეფის ასულის გათავისუფლება. ეს მოტივი შეტანილია რამდენიმე ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში, მთელ მსოფლიოში რომაა ცნობილი. ყველაზე ვრცლად კი იგი დამოწმებულია გიორგი კაპადუკიელის „წამებაში“, რომელიც X საუკუნეში უთარგმნიათ ქართულ ენაზე. მოტივი მსოფლიოს მრავალი ხალხის ზეპირშემოქმედებაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე რელიეფურად გავრცელებულია ქართულ ხალხურ ეპოსში, ასევე დამოწმებულია მრავალ ქართულ ხალხურ ნოველა-მოთხრობაში(ზღაპარში): „იადონისა და ბულბულისა“, „ორი ძმაკაცი“, „ბროწეულის ზღაპარი“, „ფაშკუნდი“, „ვაშლადამი“, „ასლანის გაზრდილი“, „ბოლოლა შვილი“, „ამირანის ძმადნაფიცი“, „ავთანდილი და ყარაბოღლი“... ხალხური რწმენით, გველეშაპი უზარმაზარი არსებაა, რომელიც მთვარესა და მზეს ყლაპავს. როცა ის მზეს ან მთვარეს გადაყლაპავს, მზე და მთვარე ბნელდება, ამიტომ მაშინვე უნდა ატყდეს თოფის სროლა, რომ გველეშაპი შეშინდეს და მსხვერპლი დააგდოს. ასეთი თქმულებანი მრავალი ხალხის და მათ შორის ქართველთა ზეპირშემოქმედებსაც შემოუნახავს. ზღაპრისა და ჰაგიოგრაფიული ტექსტის საერთო ეპიზოდები: ერთ ტბას (ან ზოგადად წყალს) დაეპატრონა ბოროტი გველეშაპი და ადამიანებს უმსხვერპლოდ წყლის აღება აუკრძალა. გადწყდა, მისთვის ყოველდრე მიეცათ თითო ადამიანი. რიგი მიდგა ხელმწიფეზე, რომელიც იძულებული გახდა თავისი ერთადერთი ქალი გაემეტებინა. ხელმწიფის ქალი გაგზავნეს მდინარის ნაპირას. ის ტირის და ელოდება საზარელ მხეცს. ქალის გადასარჩენად გამოჩნდება მამაცი რაინდი („წამებაში“ - გიორგი, ზღაპარში - მთავარი გმირი). რაინდი წყალთან პოულობს მტირალ ქალს, მათ შორის იმართება დიალოგი, ქალი ჭაბუკს ურჩევს, საფრთხეს გაშორდეს. რაინდი განგმირავს გველეშაპს, ხმლით აჩეხავს და ქალს გაათავისუფლებს. ჩამოთვლილი ელემენტები აბსოლუტურად თანხვდენილია. განსხვავებებიც არსებობს: 1. „წამებით“ მეფე სელინოსი იყო ბოროტი და ამის გამო უფალმა მოუვლინა გველეშაპი მის ქალაქს. 2. მეფემ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ვერაფერს გახდა. 3. მეფე დაჰპირდა სიმდიდრეს და მეფობასაც კი, ვინც მის ქალს სასჯელისგან გაათავისუფლებდა, (სანაცვლოდ თავის შვილს გასცემდა), მაგრამ მისი ხსნა არავინ ინდომა. 4. ღმერთმა განიზრახა წმ. გიორგის ხელით სასწაულების ჩვენება და მისი ნებით მივიდა გიორგი იმ დროს იმ ადგილას, როცა ვეშაპს მეფის ქალი უნდა შესწირვოდა. 5. წმ. გიორგი ლოცულობს, ღმერთი შეისმენს და დასცემს ვეშაპს მის ფერხთით. „ვეშაპის ლოცვით მოკვდნების“ მოტივს იცნობს არა მარტო ქართული თარგმნითი ჰაგიოგრაფია, არამედ ორიგინალურიც; თანაც გაცილებით ადრე, ვიდრე ეს თარგმანები შესრულდებოდა. ეს მოტივი გვხვდება გიორგის მერჩულეს თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, სადაც ნათქვამია, რომ გრიგოლის მოწაფემ ზაქარიამ „ლოცვით მოაკუდინნა“ საშინელი ვეშაპიო: „კუალად ორნი საშინელნი ვეშაპნი გამოჩნდეს ანჩის ვენახსა, და მევენახენი ივლტოეს, ხოლო ზაქარია ლოცვითა მოაკუდინნა იგინი და კაცნი იგი სიხარულითა ჰმადლობდეს ქრისტესა“. ასევე „დავით გარეჯელის ცხოვრებაში“ დამოწმებულია ანალოგიური მოტივი: გამოქვაბულ კლდეში ცხოვრობდა საზარელი ვეშაპი, რომელმაც ჩანთქა ირმის ნუკრი, დავით გარეჯელმა ლოცვით გააჩერა ეს ვეშაპი, ხოლო ანგელოზმა ის მეხით განგმირა“. ყველა ეს ტექსტი მეათე საუკუნით თარიღდება. ალექსანდრე ღლონტი, ქართული ხალხური ნოველა, 1966 წ. (ტექსტი იდება შემოკლებით) რაც შეეხება გიორგის - წმინდა გიორგის გარდა მთაში რამდენიმე ხატს ქვია გიორგი. მე მგონი რაღაც საერთო სახელი იყო და შემდეგ ჩამოყალიბდა საკუთარ სახელად -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 1 2020, 11:54 PM
Post
#9
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 1 2020, 11:56 PM
Post
#10
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 3 2020, 07:52 PM
Post
#11
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლაზეთში ქალიშვილი, რომელსაც გათხოვება შეაგვიანდებოდა, ზღვასთან მიჰყავდათ. თან მიჰქონდათ დაკეტილი ბოქლომი ან შეკრულ-გამონასკვული სხვა საგანი. ქალიშვილი ზურგშექცევით აგდებდა ზღვაში ამ საგანს და ევედრებოდა: ზღვაო ჩემო, გამიხსენი ეს საკეტი, მაჩვენე გზა, ჩემს ბედს შემახვედრე. სახლის აშენების მსურველი ლაზი გავიდოდა ზღვის ნაპირზე, სილაზე სახლს დახაზავდა და ზღვას შესთხოვდა: ზღვაო ჩემო, მომასწარი, სახლი ამაშენებინე! მშვენიერი ვიზუალიზაციური პრაქტიკებია |
|
|
May 29 2020, 07:09 PM
Post
#12
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 29 2020, 10:25 PM
Post
#13
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
შემთხვევით ვნახე, მგონი პაპია გამოსახული დაბმული გველეშაპით გურული იქნება ეს პაპი, აჭიდანაა უეჭველი -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
May 30 2020, 05:48 PM
Post
#14
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
elli
ხო, გურულები ხო იტალიელები არიან, პაპობას რო მორჩა,აქეთ ჩამოსულა, ეკლესია მოუხატავს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 30 2020, 08:46 PM
Post
#15
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
elli
კი გავს აჭარელს -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
May 31 2020, 07:41 AM
Post
#16
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მემ, გაგანათლოთ უნდა, აჭი არის გურიის სოფელი, კერძოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურის თემში. -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Apr 5 2024, 10:25 PM
Post
#17
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გურული დიალექტი, საზოგადოდ ბევრ საინტერესო სიტყვას ინახავს. მაგ: ნასახი - გურულად ნამცეცს, უმცირეს ნაწილს ნიშნავს, გურული იტყვის: ნასახი არ დაუტოვებიაო, ანუ კვალი არ დაუტოვებიაო ან ნამცეცი არ დაუტოვებიაო, ნასახი მთავარი ღმერთია ქართულ მითოლოგიაში.
ასევეა ბოგინე, ბოგინე ე.წ. ბატონების, გამოგზავნი ნახევრად ღმერთია, რომელიც თუ სწორად მახსოვს, ულამაზესი ახალგაზრდაა ცხენზე ამხედრებული, ვისაც შეეხება ბატონებს უგზავნის, მეორე გადმოცემით ვინც გააჯავრებს მხოლოდ იმას უგზავნის, მოკლედ ბოგინი რასაც ნიშნავს კი ვიცით. მოკლედ დედა ენის გადამრჩენელები გამოვდგებით გურულები საბოლოოდ. იმ დედა ენის მართლა ნასახიც რომ არ დატოვეს ოდესღაც -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Apr 6 2024, 07:46 AM
Post
#18
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნასახი, ალბათ ჩანასახი... საინტერესოა...
|
|
|
Apr 15 2024, 09:59 AM
Post
#19
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
ნასახი, ალბათ ჩანასახი... საინტერესოა.. შესაძლებელია, ოღონდ გურული დიალექტით ერთადერთ ფრაზეოლოგიზმმა შემოინახა: ,,ნასახეი არ ვნახო შენი", ,,ნასახი არ დარჩენია" ანუ უარყოფით კონტექსში მხოლოდოდ -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:59 AM |