ბავშვების ვაქცინაცია და აცრები |
ბავშვების ვაქცინაცია და აცრები |
Oct 5 2011, 12:43 PM
Post
#21
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
მესმის შენი. როცა არ იცი რას უკეთებენ, რა თქმა უნდა უარს იტყვი. გერმანიაში არ ვიცი როგორ იყო 6 წლის წინ. შეერთებულ შტატებში A ჰეპატიტზეც კი ცრიან. ეხლაც არ აქვს ბევრ მშობელს ნორმალურად ინფორმაცია რატომ არის საჭირო ესა თუ ის ვაქცინა. ექიმებში იმდენად გავრცელებულია B ჰეპატიტი საქართველოში, რომ სასწრაფოდ დაიწყეს მთელი მედპერსონალის აცრა. თუმცა ბევრი ექიმი, რომლებიც სისხლთან მუშაობენ არ აიცრნენ. კერძო კლინიკებში მოთხოვნაა, თუ აცრილი არ არის, ვერ დაიწყებს მუშაობას. ისევე როგორც საზღვარგარეთ. სანიტრადაც კი ვერ დაიწყებენ მუშაობას თუ ჰეპატიტის ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ. ინსტიტუტშიც როცა აგზავნი საბუთებს, აცრების ცნობას ითხოვენ. რაც შეეხება იმას, რომ აქ დაიწერა თითქოს ვაქცინაცია იმუნიტეტს აქვეითებს. თუ ცოტათი მაინც გვესმის იმუნიტეტი რა არის და როგორ მოქმედებს ვაქცინა, მივხვდებით რომ შეუძლებელია ერთმა ან 10მა ვაქცინამ იმუნიტეტი დააქვეითოს, პირიქით. მოკლედ და ძალიან გასაგებად, ზედმეტი ტერმინების გარეშე ავხსნი ვაქცინა-მცირე დოზით შეიცავს დაავადების აგენტს. ეს აგენტი ხელოვნურად შეგვყავს ორგანიზმში. მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა იმდენად მცირე დოზითაა, სამაგიეროდ ჩვენი იმუნიტეტი ძალიან ჭკვიანია. შეიცნობს მას როგორც უცხოს, ჩვენი ანტისხეულები გაანადგურებენ აგენტს და დაიმახსოვრებენ. შედეგად ჩვენ ვიღებთ იმას, რომ როდესაც უკვე ეს დაავადება შეიჭრება ორგანიზმში, იმუნური სისტემა უფრო სწრაფად იცნობს და გაანადგურებს. ამიტომ აღარ კლავს წითელა და წითურა და კიდევ უამრავი დაავადება. მაშინ რატომ ეშინიათ მშობლებს ვაქცინის? უამრავი მიზეზი მოყავთ ხოლმე, რაც რეალურად სიმართლეს არც შეესაბამება. ისტორია ხომ გახსოვთ, ყვავილის ვირუსმა რამდენი ადამიანი იმსხვერპლა. ჩვენს მშობლებს თუ დაკვირვებიხართ, მკლავზე შრამები რომ აქვთ აცრისგან ჩვენ აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვიკეთებენ ამ აცრას. თუმცა თუ ვირუსი კვლავ გამოჩნდება, ჩვენს ვაქცინაციასაც დაიწყებენ. წარმოიდგინეთ რომ არ დაეწყოთ ყვავილზე აცრა. და იმან ვინც ვაქცინა გამოიგონა რა დღეში ჩააგდეს, ეს სულ სხვა ამბავია. |
|
|
Oct 5 2011, 04:00 PM
Post
#22
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ever
გასაგებია და მართალია , რისკფაქტორის ჯგუფში მომუშავე ადამიანები რომ იცრებიან.. ჩემი მაგალიტად წიტელაზე ავცერი და მაინც დაემართა, მაგრამ მარტივად გადავიტანეთ, აი მისი ჯგუფელი კი ძლივს გადაარჩინეს, ის აუცრელი იყო.. მე არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო აცრებთან, და ბევრი დაავადება არარც არის ჩვენთან ამის გამო, მაგრამ მინდ ავიცოდე რატო ვცრი, რითი ვცრი და რისთვის.. ეს ჩემი უფლებაა)აი გრიპზე არ ვცრი და არც მე ვიცრები..შეიძლება არაა სწორი მედიკოსების შეხედულებით, მაგრამ ერთი ვირუსოლოგი მელაპარაკა მაგთემაზე და აღმოჩნდა გრიპის ვირუსებთან ბრძოლისას ორგანიზმში ისეთი ანტისხეულები წარმოიქმნება, რომელიც შემდგომში ხელს უშლის გადაგვარებული უჯრედების წარმოქმნას..აიმტომ 6 წლამდე ბავშვის ავადობის დიდი სიხშირე ნორმალურიაო, აი 6 წლის მერეც თუ ბავშვი სუსტი იმუნიტეტის მქონეა გრიპების და გაციებების მიმართ უკვე საგანგაშო არისო..უფროსი მართლაც , რაც სკოლაში წავიდა იშვიატად ავადობს. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Oct 5 2011, 04:02 PM
Post
#23
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყვავილის ვირუსმა რამდენი ადამიანი იმსხვერპლა. ჩვენს მშობლებს თუ დაკვირვებიხართ, მკლავზე შრამები რომ აქვთ აცრისგან smile.gif ჩვენ აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვიკეთებენ ამ აცრას. თუმცა თუ ვირუსი კვლავ გამოჩნდება, ჩვენს ვაქცინაციასაც დაიწყებენ. ever მე არარ ამცრეს მაგაზე, თუმცა ეხლა ისეთი გაცვლა ხდება უკვე სხვა სახელმწიფოებიდან ხალხის , რომ მგონი ისევ შემოიღებენ.. მთელი ინდოეთი აქაა მგონი, იქ კი ყვავილი კიდევ არსებობს. საბჭოთა კავშირის დროს როდესაც საზღვარგარეთ მიდიოდა ადამიანი, იმდროინდელი ევროპისა და ამერიკის გარდა, ყველას უტარდებოდა ვაქცინაცია, რომ აქ არ შემოეტანათ დაავადება. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Oct 5 2011, 04:47 PM
Post
#24
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
მაგრამ მინდ ავიცოდე რატო ვცრი, რითი ვცრი და რისთვის.. ეს ჩემი უფლებაა აბა რა, ძალიან სწორადაც იქცევი. აი გრიპზე არ ვცრი და არც მე ვიცრები..შეიძლება არაა სწორი მედიკოსების შეხედულებით ბავშვებს და მოხუცებს ცრიანხოლმე და ვინც ორსულობისთვის ემზადება, მაგრამ რა გითხრა აბა. მაგ აცრაზე ნამდვილად ვერ გეტყვი ვერაფერს. ნამდვილად არ არის აუცილებელი. 6 წლამდე ბავშვის ავადობის დიდი სიხშირე ნორმალურიაო ნამდვილად. წელიწადში 5ჯერ ავადობა ნორმად ითვლება ბავშვისთვის. არ უნდა დაფეთება და ისტერიკები. იმუნიტეტი უყალიბდება და ჯობია მანამდე ქონდეს ყველაფერთან შეხება, ვიდრე სტერილურად გაიზარდოს და სკოლაში რომ მივა მერე "დაეტაკოს" ყველა ვირუსი და ბაქტერია ერთად. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 03:42 AM |