IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> აპოკრიფები, და სხვა საიდუმლო წერილები
ano
post Mar 18 2014, 01:15 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაღაც აპოკრიფები ვიცი მინდა ერთად იყოს ერთ თემაში თავმოყრილი.
აპოკრიფი ნიშნავს: Etym. ბერძ. apókryphos „დამალული“, „შორეული“ (ზმნიდან apokrýptein „დაფარვა“)
თავიდან ყველაზე ცნობილით და საინტერესოთი (ჩემთვიშ) დავიწყებ
ეს არის თომას სახარება 118 მუხლისგან შედგება

თომას სახარება
ეს საიდუმლო სიტყვებია, რომელიც თქვა ცოცხალმა იესომ და, რომლებიც ჩაიწერა დიდიმოს იუდა თომამ. და მან თქვა: ვინც მიხვდება ამ სიტყვების მნიშვნელობას, ის არ შეიგრძნობს სიკვდილს.
1.იესომ თქვა: დაე ვინც ეძებს, არ შეწყვიტოს ძიება, ვიდრე არ ჰპოვებს, და რაჟამს ჰპოვებს, იქნება შეძრწუნებული. და თუ ის შეძრწუნებულია, ის იქნება გაოცებული, და იმეფებს ყველასა ზედა.
2. იესომ თქვა: თუკი წინამძღვარნი გეუბნებიან: იხილეთ სასუფეველი ზეცაშია! – იცოდეთ, ჩიტები უკან მოგიტოვებენ. თუ გეტყვიან, რომ იგი ზღვაშია, მაშინ თევზები იქნებიან უპირველესნი. ჭეშმარიტად, სასუფეველი თქვენშია და თვინიერ თქვენდა.
3. რაჟამს შეიცნობთ საკუთარ თავს, თქვენ მოიპოვებთ სიბრძნეს და მიხვდებით, რომ ცოცხალი მამის შვილები ხართ. ხოლო თუკი ვერ შეიცანით საკუთარი თავი, მაშინ იცხოვრებთ სიღატაკეში და იქნებით ღატაკნი.
4. იესომ თქვა: ხანში შესული ადამიანი უყოყმანოდ ჰკითხავს შვიდი დღის ჩვილს სიცოცხლის ადგილის შესახებ, და ის იცოცხლებს. რამეთუ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი – პირველნი, და იქნებიან ერთხორცნი.
5. იესომ თქვა: შეიცანი ის, რაც (ან ვინც) შენს თვალწინაა, და ის (ან ვინც), რაც დაფარულია შენგან, თვალსაჩინო გახდება შენთვის. ვინაიდან არაფერია (ან არავინ) დაფარული, რომ არ გამოჩნდეს. (და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.)
6. მოწაფეები ეკითხებოდნენ მას; მათ უთხრეს: გინდა, რომ ჩვენ ვიმარხულოთ? როგორ გვმართებს ლოცვა, როგორ გავცეთ მოწყალება და, როგორ შევიკავოთ თავი საკვებისაგან? იესომ თქვა: ნუ ცრუობთ და ნუ აკეთებთ იმას, რაც თქვენთვის საძულველია, რადგან ყოველივე ნათელია ზეცის წინაშე. რამეთუ არ არის საიდუმლო, რომ არ გამოჩნდეს, და არა არის არაფერი იდუმალი, რომელიც დარჩება ამოუხსნელი.
7. იესომ თქვა: ნეტარია ლომი, რომელსაც ადამიანი შეჭამს, და ლომი ადამიანად იქცევა. და წყეულია ის ადამიანი, რომელსაც ლომი შეჭამს, და ლომი ადამიანად იქცევა.
8. და მან ღქვა: ადამიანი წააგავს ბრძენ მეთევზეს, რომელმაც თავისი ბადე ზღვაში ისროლა. გამოიტანა ზღვიდან წვრილი თევზებით გავსებული სათხეველი; მათ შორის ბრძენმა მეთევზემ დიდი (და) კარგი თევზი იპოვა. მან წვრილი თევზები ზღვაში გადაყარა, მან უყოყმანოდ აირჩია დიდი თევზი. მას ვისაც ყურები აქვს მოსამენად, დაე ისმინოს!
9. თქვა იესომ: აი, გამოვიდა მთესველი, აივსო ხელი მარცვლებით და მიმოაბნია (თესლი). მაგრამ ზოგი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. ზოგი ქვაზე დავარდა, ფესვი ვერ გაიდგა მიწაში, და თავთავი ვერ აღმართა ზეცისკენ. და ზოგი დავარდა ეკლებში, მათ მოაშთეს თესლი და მატლებმა შეჭამეს ისინი. ზოგი კი ჩავარდა კეთილ მიწაში და კეტილი ნაყოფი გამოიღო ზეცაში. ამან მოიტანა სამოცი ზომა ერთზე და ას ოცი ზომა ერთზე.
10. იესომ თქვა: მე ჩავაგდე ცეცხლი ქვეყანაზე, და აი მე ვიცავ მას, ვიდრე იგი არ აგიზგიზდება.
11. იესომ თქვა: ეს ცა გარდაივლის, და ის, რაც მის ზევითაა, გარდაივლის, და ისინი, რომლებიც მკვდრები არიან, არ არიან ცოცხლები, და ისინი ვინც ცოცხლები არიან, არ მოკვდებიან.
12. (იმ) დღეებში თქვენ ჭამდით მკვდარს, თქვენ ჰყოფდით მას ცოცხალს. როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ნათელში, რას გააკეთებთ? ამ დღეს თქვენ – ერთი, თქვენ გახდით ორნი. როცა თქვენ გახდებიტ ორნი რას გააკეთებთ?
13. მოწაფეებმა უთხრეს იესოს: ჩვენ ვიცით, რომ შენ წახვალ ჩვენგან. ვინ არის ის, რომელიც იქნება ჩვენზე უმეტესი? იესომ უთხრა მათ: იმ ადგილას სადაც თქვენ მოხვედით, თქვენ წახვალთ იაკობ მართალთან, ვის გამოც შეიქმნა ცა და მიწა.
14. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: მიმამსგავსეთ მე, მითხარით მე, ვის ვგავარ. სიმონ პეტრემ უთხრა მას: შენ სამართლიან ანგელოზს ჰგავხარ. მათემ უთხრა მას: შენ ბრძენ ფილოსოფოსს ჰგავხარ. თომამ უთხრა მას: მოძღვარო, ჩემი ბაგენი ვერაფრით წარმოთქვამენ, ვის ჰგავხარ შენ. იესომ თქვა: მე არ ვარ შენი მოძღვარი, რამეთუ შენ შესვი, შენ წყურვილი მოიკალი მდუღარე წყაროდან, რომელიც მე ავრწყი.
და მან მოკიდა ხელი, გაიყვანა იგი (და) უთხრა მას სამი სიტყვა. როცა თომა დაბრუნდა თავის ამხანაგებთან, მათ ჰკითხეს მას: რა გითხრა შენ იესომ? თომამ უთხრა მათ: თუ მე გეტყვით თქვენ ერთს იმ სიტყვებიდან, რომლებიც მან მითხრა მე, თქვენ აირებტ ქვებს, ისვრით (მათ) ჩემსკენ, ქვებიდან ცეცხლი გამოვა (და) დაგწვავთ თქვენ.
15. იესომ თქვა: თუ თქვენ მარხულობთ, თქვენ ცოდვას ბადებთ თქვენში, და, თუ თქვენ ლოცულობთ, თქვენ განიკითხებით, და, თუ თქვენ მოწყალებას არიგებთ, თქვენ ავნებთ თქვენს სულს. თუ თქვენ რომელიმე რაიონში და ქალაქშიც შეხვალთ და შეგიწყნარებენ, ჭამეთ, რაც შემოგტავაზონ. განკურნეთ მატ შორის სნეულნი. იცოდეთ: ის, რაც შევა თქვენ ბაგეებში, არ წაგბილწავთ თქვენ.
16. იესომ თქვა: რაჟამს დაინახავთ კაცს, რომელიც ქალისგან არ არის ნაშობი, პირქვე დაემხეთ (და) თაყვანი ეცით მას: ის – თქვენი მამაა.
17. იესომ თქვა: იქნებ, ხალხს ჰგონია, თითქოს ქვეყანაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი და არ იციან, რომ მიწაზე გათიშულობის, ცეცხლის, მახვილის, ომის მოსატანად მოვედი. რამეთუ ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამნი იქნებიან ორის წინააღმდეგ და რონი სამის წინააღმდეგ. მამა ძის წინააღმდეგ და ძე მამის წინააღმდეგ, და ისინი იდგებიან როგორც ერთადერთნი...
18. იესომ თქვა: მე მოგცემთ იმას, რაც თვალს არ უნახავს, და იმას, ყურით არ სმენილა, და იმას, რასაც ხელი არ შეხებია, და იმას, რაც კაცის გულს არ შეუგრძვნია.
19. მოწაფეებმა უთხრეს იესოს: გვამცნე ჩვენ, როგორი იქნება ჩვენი აღსასრული. იესომ თქვა: მიაგენით კი დასაბამს, რომ დასასრული ეძიოთ? რამეთუ იმ ადგილას, სადაც დასაწყისია, იქ იქნება დასასრულიც. ნეტარია ის, ვინც დასაწყისში იდგება: და ისდ შეიცნობს დასასრულს, და ის ვერ შეიგრძნობს სიკვდილს.
20. იესომ თქვა: ნეტარია ის, ვინც მანამ მოვიდა სიცოცხლეში, ვიდრე მოვიდოდა სიცოცხლეში.
21. თუ თქვენ ჩემი მოწაფეები ხართ (და) ისმენთ ჩემს სიტყვებს, ეს ქვები მოგემსახურებიან თქვენ.
22. რამეთუ თქვენ ხუთი ხე გაქვთ სამოთხეში, რომლებიც არ იძვრიან არც ზაფხულში არც ზამთარში, და მათ არ ცვივა ფოთლები. ის, ვინც შეიცნობს მათ, ვერ შეიგრძნობს სიკვდილს.
23. მოწაფეებმა უთხრეს იესოს; გვითხარი, რისი მსგავსია ცის სასუფეველი. მან უთხრა: ის წააგავს მდოგვის მარცვალს, უმცირესს ყველა თესლს შორის. რაჟამს ის დავარდება დამუშავებულ მიწაზე, იგი დიდ ხედ იქცევა (და) ცის ფრინველების თავშესაფარი ხდება.
24. მარიამმა უთხრა იესოს: ვის ჰგვანან შენი მოწაფეები? მან თქვა: ისინი ჰგვანან პატარა ბავშვებს, რომლებიც სხვის მინდორში დგანან. როცა ყანის პატრონები მოვლენ, იტყვიან: მოგვეცით ჩვენი ყანა. ისინი გამოაშკარავდებიან მათ წინაშე, რათა დაუტოვონ ეს და მისცენ მათ თავიანთი ყანა.
25. ამიტომ მე ვამბობ: თუ სახლის პატრონმა იცის, რომ მოდის ქურდი, იგი მანამდე იფხიზლებს, ვიდრე იგი არ მოვა, და იგი არ მისცემს ქურდს ნებას შეაღწიოს მის სახლში, რათა წაიღოს მისი ნივთები. თქვენ კი იფხიზლეთ ქვეყნის წინაშე, ქამარი შემოირტყით წელზე მთელი ძალით, რათა ყაჩარებმა ვერ იპოვონ თქვენსკენ მომავალი გზები. რამეთუ მადლს, რომელსაც თქვენ ელით, იპოვით.
26. დაე იყოს თქვენს შორის ბრძენი კაცი! რაჟამს ნაყოფი დამწიფდა, ადრეულად მოვიდა ნამგლით ხელში, (და) მოიმკა მოსავალი. ვისაც ყურები აქვს, დაე ისმინოს!
27. იესომ დაინახა ჩვილი ბავშვები, რომლებიც ძუძუს სწოვდნენ. მან უთხრა თავის მოწაფეებს: ეს ბავშვები იმათ ჰგვანან, ვინც საუფეველს იმკვიდრებს. მათ ჰკითხეს: რა გამოდის, თუ ჩვენ ჩვილი ბავშვები ვართ, სასუფეველში მოვხვდებით? იესომ მიუგო: როცა თქვენ ორს ერთხორცად ჰყოფთ, და რაჟამს თქვენშექმნიტ შიგნითა მხარეს გარეგანის მსგავსად, და გარეთა მხარეს შიგნითას მსგავსად, და ზედა მხარეს ქვედა მხარის მსგავსად, და, რაჟამს ქალსა და კაცს ერთარსებად გახდით, რათა კაცი არ იყოს კაცი და ქალი არ იყოს ქალი, როცა თქვენ შექმნით თვალს თვალის მაგიერ, და ხელს ხელის მაგიერ, და, ფეხს ფეხის მაგიერ, სახეს სახის მაგიერ, მაშინ თქვენ შეხვალთ (სასუფეველში).
28. იესომ თქვა: მე არ ამოვარჩევ ერთ თქვენგანს ათასში და ორს – ათი ათასში, და ისინი ერთსახად იდგებიან.
29. მოწაფეებმა უთხრეს: გვაჩვენე ადგილი, სადაც ხარ, რამეთუ ჩვენთვის აუცილებელია მისი პოვნა. მან უთხრა: მას, ვისაც ყურები აქვს, დაე ისმინოს! არის ნათელი ადამიანი ნათელის შიგნით, და ის ანათებს მთელ ქვეყანას. თუ არ ანათებს, მაშინ – უკუნეთია.
30. იესომ თქვა: გიყვარდეს შენი ძმა, როგორც სული შენი. თვალისჩინივით გაუფრთხილდი მას.
31. იესომ თქვა: შენი ძმის თვალში ბეწვს ხედავ, ხოლო საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ. როდესაც შენი თვალიდან დირეს ამოიღებ, მაშინ დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.
32. თუ თქვენ არ მარხულობთ ქვეყნისგან, თქვენ ვერ იპოვით სასუფეველს. თუ შაბათს არ ყოფთ შაბათად, ვერ იხილავთ მამას.
33. იესომ თქვა: მე დავდექი ქვეყნის შუაგულში, და მათ ხორციელად მოვევლინე. მე ვიპოვე ყველანი ისინი მთვრალები, მე ვერავინ ვნახე მათ შორის მწყურვალი, და სევდამ მოიცვა ჩემი სული კაცთა შვილების გამო. რადგან ისინი ბრმები არიან თავიანთ გულში და ისინი ვერ ხედავენ, რომ ქვეყანაში მოდიან დაცლილები; ისინი მიილტვიან კვლავ გამოფიტულები წავიდნენ ქვეყნიდან. მაგრამ, ამჟამად ისინი მთბრალები არიან. როცა ისინი უარყოფენ ღვინოს, მაშინ ისინი მოინანიებენ.
34. იესომ თქვა: თუ ხორცი იშვა სულისათვის, ეს – საოცრებაა. თუ სული იშვა ხორცისათვის, ეს – საოცრებათა საოცრებაა. მაგრამ მე მაკვირვებს, როგორ თავსდება ეს უზარმაზარი სიმდიდრე ამ სიღატაკეში.
35. იესომ თქვა: სადაც სამი ღმერთია, იქ ღმერთებია. სადაც ორი ან ერთი ღმერთია, მე მათთან ვარ.
36. იესომ თქვა: არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის მიღებული თავის სოფელში. ექიმი არ წამლობს მათ, ვინც მას იცნობს.
37. იესომ თქვა: მთის წვერზე აშენებული, გამაგრებული ქალაქი, ვერ დაინგრევა და ვერ იქნება დაფარული.
38. იესომ თქვა: რასაც შენი ყურით მოისმენ, ერდოებზე იქადაგე. რამეთუ არავინ დადგამს ანთებულ სანთელს ჭურჭლის ქვეშ, ან დაფარულ ადგილას, არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემსვლელმა და გამომსვლელმა იხილოს მისი სინათლე.
39. იესომ თქვა: უკეთუ ბრმის მეგზური ბრმაა, ორივე ორმოში ჩავარდება.
40. იესომ თქვა: როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და ძალით გაძარცვოს იგი, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს. და (მხოლოდ) მაშინ გაძარცვავს მის სახლს.
41. იესომ თქვა: ნუ იზრუნებთ დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე, თუ რითი შეიმოსოთ.
42. მოწაფეებმა თქვეს: როდის გამოგვეცხადები და, რომელ დღეს გიხილავთ შენ? იესომ თქვა: როცათქვენ გაშიშვლდებით და არ დაირცხვენთ და აიღებთ სამოსს, დაილაგებთ ფეხებთან და ბავშვების მსგავსად გათელავთ მათ, მაშინ (იხილავთ) იმის ძეს, ვინც ცოცხალია, და თქვენ არ შეშინდებით.
43. იესომ თქვა: თქვენ მრავალჯერ გსურდათ მოგესმინათ ეს სიტყვები, რომლებსაც გეუბნებით. და არ გყავთ სხვა, ვისგანაც (შეგიძლიათ) მათი მოსმენა. დადგება ჟამი, როცა ძებნას დამიწყებთ, მაგრამ ვერ მიპოვით.
44. იესომ თქვა: ფარისევლებმა და მწიგნობრებმა მიისაკუთრეს ცოდნის გასაღებები. გადამალეს ისინი და არც თავად შევიდნენ და არც შესვლის მსურველებს მისცეს ნება. თქვენ კი, იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი, და სუფთანი, ვითარცა მტრედნი.
45. იესომ თქვა: ვაზის ნერგი მამის გარეშე დაირგო და მან ვერ იხარა. მას ამოძირკვავენ (და) ის დაიღუპება.
46. იესომ თქვა: მქონებელს ყველას მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერეთმევა, რაც აქვს.
47. იესომ თქვა: იყავით გამვლელნი.
48. მოწაფეებმა უთხრეს მას: ვინ ხარ შენ, რომელიც ამას გვეუბნები? (იესომ უთხრა მათ): იქიდან გამომდინარე, რასაც გეუბნებით, ვერ ხვდებით ვინ ვარ? მაგრამ თქვენ იუდეველებს დაემსგავსეთ, ვინაიდან მათ უყვართ ხე (და) სძულთ მისი ნაყოფი, მათ უყვართ ნაყოფი (და) სძულთ ხე.
49. იესომ თქვა: ვინც სიტყვას იტყვის მამის წინააღმდეგ, მიეტევება მას, და ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმინდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამქვეყნად, არც ზეცაში.
50. იესომ თქვა: ეკლის ბუჩქიდან ყურძნის მოსავალს არ იღებენ და ბირკავიდან ლეღვს არ კრეფენ. ისინი ნაყოფს არ იძლევიან. კეთილ კაცს თავისი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს. ბოროტ კაცს სიავე გამოაქვს თავისი გულის უგვანი საგანძურიდან (და) უკეთურებას ამბობს, რამეთუ გულის სავსებიდან მას გამოაქვს უვარგისი.
51. იესომ თქვა: ადამიდან მოყოლებული იოანე ნათლისმცემლამდე, დედაკაცთაგან შობილთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი. (...) მაგრამ მე ვთვი: თქვენგან უმცირესი დაიმკვიდრებს სასუფეველს და იოანეზე მეტად ამაღლდება.
52. იესომ თქვა: შეუძლებელია ადამიანი ორ ცხენზე შეჯდეს, ორი მშვილდი მოზიდოს და, შეუძლებელია მონა ორ ბატონს ემსახუროს: იგი ერტს პატივით მოეპყრობა და მეორეს უპატივცემულოდ. არც ერთი კაცი, რომელიც დაძველებულ ღვინოს სვამს, არ მოისურვებს ახალდაწურული ღვინის დალევას. არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდებაას, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც მოისპობა. არავინ დააკერებს ახალ ტანისამოსს ძველი ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან გაიხევა სამოსელი.
53. იესომ თქვა: თუკი ერთ სახლში ორნი მშვიდობით ცხოვრობენ და ეტყვიან მთას: გადაადგილდი! – და იგი გადაადგილდება.
54. იესომ თქვა: ნეტარ არიან ერთადერთნი და რჩეულნი, რამეთუ თქვენ სასუფეველს დაიმკვიდრებთ, თქვენ მისგან ხართ (და) კვლავ იქ დაბრუნდებთ.
55. იესომ თქვა: თუ გეკითხებიან: საიდან მოხვედით? – უთხარით: ჩვენ მოვედით ნათელიდან, სადაც ნათელმა შვა ნათელი. ის... მათ ხატებაში. თუ გეკითხებიან: ვინა ხართ? – უთხარით: ჩვენ მისი შვილები ვართ, და ცოცხალი მამის რჩეულნი ვართ. თუ თქვენ გეკითხებიან: როგორია თქვენი მამის ნიშანი, რომელიც თქვენშია? – უთხარით მათ: მოძრაობა და სიმშვიდე.
56. მოწაფეებმა უთხრეს მას: როდის დადგება სიმშვიდე მათთვის ვინც მკვდარია? და როდის მოვა ახალი ქვეყანა? მან თქვა: ის (სიმშვიდე), რომელსაც თქვენ ელით, მოვიდა მაგრამ თქვენ ვერ შეიცანით ის.
57. მოწაფეებმა უთხრეს მას: ისრაელში ოცდაოთხმა წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა შენს შესახებ. მან უთხრა: თქვენ მიატოვეთ ის, ვინც ცოცხალი დგას თქვენს წინ, და ახსენებთ მათ, ვინც მკვდარია.
58. მოწაფეებმა უთხრეს მას:სასარგებლოა თუ არა წინადაცვეთა? მან უთხრა: ის რომ სასარგებლო ყოფილიყო, მამები დედის მუცელში მათ წინადაცვეთილებს ჩასახავდნენ. მაგრამ ჭეშმარიტმა წინადაცვეთამ სულში აღმოაჩინა სრული სარგებლობა.
59. იესომ თქვა: ნეტარ არიან ღატაკნი, ვინაიდან თქვენია ცის სასუფეველი.
60. იესომ თქვა: ვინც არ მოიძულა ტავისი მამა და დედა, ვერ გახდება ჩემი მოწაფე, და, ვინც არ მოიძულა თავისი ძმები და დები და ვინც ჩემსავით არ ატარა თავისი ჯვარი, იგი ვერ გახდება ჩემი ღირსი.
61. იესომ თქვა: ვინც შეიცნო ქვეყანა, იპოვა გვამი, და ვინც იპოვა გვამი – ქვეყანა არ არის მისი ღირსი.
62. იესომ თქვა: მამის სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც (კარგი) თესლი აქვს. მოვიდა ღამით მისი მტერი, ჩათესა ღვარძლი ხორბალში. კაცმა არ დაანება მათ (მსახურებს) ღვარძლის ამიძირკვა. მან უთხრა: არ მოხვიდეთ, რათა ღვარძლის გამარგვლისას, მასთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ! ვინაიდან მკის დროს ღვარძლი გამოჩნდება, მას ამოძირკვავენ და დაწვავენ.
63. იესომ თქვა: ნეტარია ადამიანი, რომელმაც იშრომა: მან სიცოცხლე ჰპოვა.
64. იესომ თქვა: შეხედეთ მას ვინც ცოცხალია, სანამ ცოცხლობთ, რათა არ მოკვდეთ, –ესწრაფეთ იხილოთ იგი! და თქვენ ვერ შეძლებღთ იხილოთ სამარიტელი, რომელსაც მოჰყავს კრავი (და) შედის იუდეაში. უთხრა თავის მოწაფეებს: (რატომ) არის ის კრავით? მათ უპასუხეს: იმიტომ, რომ დაკლას და შეჭამოს. მან უთხრა: ვიდრე ცოცხალია, არ შეჭამს მას, მაგრამ (თუ) იგი კლავს მას, (და) იგი კრავი გვამად იქცევა. მათ თქვეს: სხვაგვარად იგი ვერ შეძლებს დარტყმას. მან თქვა: თქვენ ასევე ეძებთ თქვენთვის ადგილს სიმშვიდეში, რათა არ იქცეთ გვამად და არ შეგჭამონ.
65. იესომ თქვა: ორნი მოისვენებენ საწოლზე: ერთი მოკვდება, მეორე იცოცხლებს. შალომეამ თქვა: ვინ ხარ შენ, ადამიანო, და ვისი (შვილი) ხარ? შენ მოისვენე ჩემს საწოლზე, და ჭამე ჩემს მაგიდასთან. იესომ უთხრა: მე ის ვარ, რომელიც წარმოიშვა იმისგან, ვინც თანასწორია; მე მამაჩემის კუთვნილი მომეცა. (შალომეამ უთხრა მე შენი მოწაფე ვარ. (იესომ უთხრა მას ამიტომ გეუბნები: როცა იგი გახდება ცარიელი, ის აღივსება ნათელით, მაგრამ, როცა იგი გახდება გაყოფილი, იგი აღივსება სიბნელით.
66. იესომ თქვა: მე გაუწყებთ ჩემს საიდუმლოებებს (...) საიდუმლო. რასაც შენი მარჯვენა ხელი გააკეთებს, დაე ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რასაც ის აკეთებს.
67. იესომ თქვა: იყო მდიდარი ადამიანი, რომელსაც ბევრი საუნჯე ჰქონდა. მან თქვა: მე გამოვიყენებ ჩემს სიმდიდრეს, რომ დავთესო, მოსავალი ავიღო, გავავსო ჩემი ბეღლები ნაყოფით, რათა არაფერი გამიწირდეს. აი რაზე ფიქრობდა ის თავის გულში. და იმავე სარამოს ის მოკვდა. მას, ვისაც ყურები აქვს, დაე ისმინოს!
68. იესომ თქვა: ადამიანს სტუმრები ჰყავდა, და როცა მან მოამზადა ვახშამი, გაგზავნა თავისი მონა, რომ სტუმრები მოეწვია. იგი წავიდა პირველთან და უთხრა: ჩემი ბატონი გპატიჟებს შენ. მან თქვა: მე ფული მაქვს ვაჭრებისათვის, ისინი საღამოს მოვლენ ჩემთან, მე წავალ (და) მივცემ მათ განკარგულებებს: მე უარს ვამბობ ვახშამზე. ის მეორესთან წავიდა, მან უთხრა: ჩემმა ბატონმა მოგიპატიჟა შენ. მან უთხრა: მე სახლი ვიყიდე, და მე მთხოვენ დღეს. მე არ მექნება დრო. ის სხვასთან წავიდა, მან უთხრა: ჩემი ბატონი გპატიჟებს შენ. მან უთხრა: ჩემი მეგობარი ქორწილს იხდის, და ვახშამს გავმართავ. მე ვერ შევძლებ მოსვლას. მე უარს ვამბობ ვახშამზე. ის სხვასთან წავიდა, მან თქვა: ჩემი ბატონიგპატიჟებს შენ. მან უთხრა: მე სოფელი ვიყიდე, მე წავალ შემოსავლის ასაკრებად. მე ვერ შევძლებ მოსვლას. უარს ვამბობ. დაბრუნდა მონა, უთხრა თავის ბატონს: მათ ვინც შენ ვახშამზე დაპატიჟე, უარი თქვეს. ბატონმა უთხრა თავის მონას: წადი გზებზე, ვისაც იპოვი, მოიყვანე ისინი, რომ მათ ივახშმონ. მყიდველები და ვაჭრებივერ შევლენ მამაჩემის სამყოფელში.
69. მან თქვა: კეთილ ადამიანს ვენახი ჰქონდა, მან მისცა ის მუშებს, რათა მათ დაემუშავებინათ ის და მას მიეღო ნაყოფი მათგან. მან თავისი მონა გაგაზავნა, რათა მუშებს მისთვის მიეცათ ვენახის ნაყოფი. მათ შეიპყრეს მისი მონა, ცემეს იგი, კიდევ ცოტა და ისინი მოკლავდნენ მას. მონა დაბრუნდა, მან მოუყვა თავის ბატონს. მისმა ბატონმა თქვა: შეიძლება, მატ ვერ იცნეს იგი. მან მეორე მონა გაგზავნა. მუშებმა ისიც სცემეს. მაშინ კაცმა თავისი ძე გაგზავნა. მან თქვა: იქნებ მატ ჩემი ძის შერცხვეთ. ამ მუშებმა, როდესაც გაიგეს, რომ იგი ვენახის პატრონის მემკვიდრეა, შეიპყრეს იგი, მათ მოკლეს ის. მას, ვისაც ყურები აქვს, დაე ისმინოს!
70. იესომ თქვა: მანახე მე ქვა, რომელიც მშენებლებმა გადააგდეს! ის – მთავარი ქვაა.
71. იესომ თქვა: მან, ვინც ყველაფერი იცის, საჭიროებს რა საკუთარ თავს, საჭიროებს ყველაფერს.
72. იესომ თქვა: ნეტარნი ხართ თქვენ, როცა თქვენ სძულხართ (და) გდევნიან. და ვერ ჰპოვებთ ადგილს იქ, სადაც გდევნიდნენ.
73. იესომ თქვა: ნეტარ არიან ისინი, რომლებსაც სდევნიდნენ ტავიანთ გულებში; ეს ისინი არიან, ვინც მამა შეიცნო ჭეშმარიტებაში. ნეტარ არიან მშიერნი, ვინაიდან ვისაც სურს, მისი წიაღი გაივსება.
74. იესომ თქვა: როცა თქვენ დაიუნჯებთ ამას თქვენში, ის, რაც თქვენ გაქვთ, გიხსნით თქვენ. თუ თქვენ არა გაქვთ ეს თქვენში, ის, რაც თქვენ არა გაქვთ თქვენში, მოგკლავთ თქვენ.
75. იესომ თქვა: მე დავანგრევ (ამ) სახლს, და არავინ არის, ვინც შეძლებს მის (კიდევ ერთხელ) აშენებას.
76. (ვიღაცა კაცმა უთხრა) მას: უთხარი ჩემს ძმებს, რომ მამაჩემის საგნები გაჰყონ ჩემთან ერთად. მან უთხრა: ადამიანო, ვინ დამაყენა მე თქვენს გამყოფად? მიუბრუნდა თავის მოწაფეებს, უთხრა მათ: არ გავხდები მე ის, ვინც ყოფს!
77. იესომ თქვა: სამკალი ბევრია, ხოლო მუშახელი ცოტა. მაშ თხოვეთ ბატონს, რომ მან გამოგზავნოს მუშახელი სამკალში.
78. მან თქვა: ღმერთო, ირგვლივ ბევრი წყაროა, მაგრამ არავინ არის წყაროში.
79. იესომ თქვა: მრაცალნი დგანან კარის წინ, მაგრამ ერტეულები არიან ისინი, რომლებიც შევლენ საქორწილო დარბაზში.
80. იესომ თქვა: მამის სასუფეველი საქონლის მქონე ვაჭარივით არის, რომელმაც იპოვა მარგალიტი. ეს ვაჭარი ბრძენია: მან გაყიდა საქონელი (და) იყიდა ავისთვის ერთი მარგალითი. თქველც ასევე ეძიეთ მისი საგანძური, რომელიც არ კვდება, რომელიც რჩება იქ, სადაც ვერ შეაღწევს ჩრჩილი, რომ შეჭამოს, და (სადაც) მატლი ვერ დაღუპავს.
81. იესომ თქვა: მე ვარ სინათლე, რომელიც ყველაზეა. მე ვარ ყველაფერი: ყოველივე ჩემგან გამოვიდა და ყოველივე ჩემთან დაბრუნდა. გააპე ხე მე იქ ვიქნები; აირე ქვა და შენ მის ქვეშ მიპოვი მე.
82. იესომ თქვა: რატომ წახვედით თქვენ მინდორში? რათა გენახათ ქარისაგან შერხეული ლერწამი, და გენახათ კაცი, რომელიც ატარებს რბილ სამოსს? (შახედეთ თქვენი) მეფეები და თქვენი წარჩინებული ხალხი – ეს ისინი ატარებენ რბილ სამოსელს და ისინი ვერ შეძლებენ შეიცნონ ჭეშმარიტება!
83. ქალმა ბრბოდან უთხრა მას: ნეტერია წიაღი, რომელმაც გატარა შენ, და (ძუძუები), რომლებმაც გამოგკვებეს შენ. მან უთხრა: ნეტარ არიან ისინი, რომლებმაც გაიგონეს მამის სიტყვა (და) დაიცვეს იგი ჭეშმარიტებაში. რამეთუ დადგება დღეები, როცა თქვენ იტყვით: ნეტარია საშო, რომელიც არ ჩასახულა, და ძუძუები, რომლებშიც არ ჩამდგარა რძე.
84. იესომ თქვა: მან, ვინც შეიცნო ქვეყანა, იპოვა სხეული, მაგრამ მან, ვინც იპოვა სხეული, – ქვეყანა არ არის მისი ღირსი.
85. იესომ თქვა: იგი, ვინც გამდიდრდა, დაე იმეფოს, და ის, ვისაც აქვს ძალა, დაე უარყოს.
86. იესომ თქვა: ის, ვინც ახლოა ჩემთან, ახლოა ცეცხლთან, და, ვინც შორსაა ჩემგან, შორსაა სასუფევლისგან.
87. იესომ თქვა: ადამიანს ევლინება სახეები, და ნათელი, რომელიც მათშია, დაფარულია. მამის ნათელის ხატებაში ის (ნათელი) გაცხადდება, და მისი სახე დაფარულია მისი ნათელის გამო.
88. იესომ თქვა: როცა თქვენ ხედავთ თქვენს მსგავსს, თქვენ ხარობთ. მაგრამ, როცა თქვენ ხედავთ თქვენს სახეებს, რომლებიც თქვენამდე წარმოიშვნენ, – ისინი არც კვდებიან და არც ცხადდებიან – ამდენად დიადს გადაიტანთ?
89. იესომ თქვა: ადამი წარმოიშვა დიდი ძალისგან და დიდი სიმდიდრისგან და იგი არ არის თქვენი ღირსი. რამეთუ... სიკვდილს.
90. იესომ თქვა: (მელიებს აქვთ თავისი სოროები), და ფრინველებსაც აქვთ (თავისი) ბუდეები, ხოლო კაცის ძეს არ გააჩნია ადგილი, რომ მიიდრიკოს თავისი თავი (და) დაისვენოს.
91. იესომ თქვა: უბედურია სხეული, რომელიც დამოკიდებულია სხეულზე, და უბედურია სული, რომელიც დამოკიდებულია ორივე მათგანზე.
92. იესომ თქვა: ანგელოზები და წინასწარმეტყველები მოდიან თქვენთან, და ისინი მოგცემენ თქვენ იმას, რაც თქვენია, და თქვენც მიეცით მათ ის, რაც თქვენს ხელშია, (და) უთხარით თქვენს თავს: რომელ დღეს მოდიან ისინი (და) იღებენ იმას, რაც მათ ეკუთვნით?
93. იესომ თქვა: რატომ რეცხავთ თქვენ თასის შიგნით (და) არ გესმით ის, რომ მან, ვინც გააკეთა შიდა ნაწილი, ასევე გააკეთა გარეთა ნაწილიც?
94. იესომ თქვა: მოდით ჩემთან, ვინაიდან ჩემი უღელი კეთილია და ჩემი ძალაუფლება მშვიდობიანი, და თქვენ იპოვით სიმშვიდეს თზვენთვის.
95. მათ უთხრეს: გვითხარი ჩვენ, ვინ ხარ შენ, რათა ჩვენ ვირწმუნოთ შენი. მან უთხრა: თქვენ ცდით ცისა და მიწის სახეს; და მას, ვინც თქვენს წინაშეა, თქვენ ვერ შეიცანით იგი; და ეს დრო – თქვენ არ იცით, (როგორ) გამოცადოთ იგი.
96. იესომ თქვა: ეძებეთ და თქვენ იპოვით. მაგრამ ის (საგნები), რომელთა შესახებ თქვენ მკითხეთ მე იმ დღეებში, მე არ გითხარით მაშინ. ახლა მე მინდა გითხრათ, და თქვენ არ ეძებთ მათ.
97. არ მისცეთ ის, რაც წმინდაა, ძაღლებს, რათა ნეხვში არ ჩაყარონ ისინი. ნუ დაუყრით მარგალიტებს ღორებს, რომ მათ არ გააკეთონ ეს...
98. იესომ თქვა: ვინც ეძებს, იპოვის, (და ის, ვინც აკაკუნებს), მას გაუღებენ.
99. იესომ თქვა: თუ თქვენ გაქვთ ფული, ნუ გასცემთ მოგებისთვის, არამედ გაეცით... ვისგანაც თქვენ არ აიღებთ მათ.
100. იესომ თქვა: მამის (სასუფეველი) დედაკაცივით არის, რომელმაც აიღო ცოტაოდენი საფუარი, (ჩადო) ის ცომში (და) დაანაწილა ის დიდ პურებში. ვისაც ყურები აქვს, დაე ისმინოს!
101. იესომ თქვა: მამის სასუფეველი ქალივით არის, რომელსაც მიაქვს ფქვილით სავსე ჭურჭელი, (და) მიდის შორი გზით. ჭურჭლის სახელური გატყდა, ფქვილი გზაზე დაიყარა მის უკან. ქალმა არაფერი იცოდა (ამის შესახებ), მან ვერ გაიგო (როგორ) ემოქმედა. როცა თავის სახლს მიაღწია, მან ჭურჭელი მიწაზე დადო (და) ის ცარიელი აღმოაჩინა.
102. იესომ თქვა: მამის სასუფეველი წააგავს კაცს, რომელსაც უნდა მოკლას ძლიერი ადამიანი. მან აიღო ხმალი თავის სახლში, მან შეარჭო იგი კედელში, რომ შეეტყო თავისი ხელის ძალა. მაშინ მან მოკლა ძლიერი.
103. მოწაფეებმა უთხრეს მას: შენი ძმები და დედაშენი დგანან გარეთ. მან უთხრა მათ: ისინი, რომლებიც აქ არიან, რომლებიც ასრულებენ მამაჩემის ნებას, არიან ჩემი ძმები და დედაჩემი. ეს ისინი არიან, რომლებიც შევლენ მამაჩემის სასუფეველში.
104. იესოს აჩვენეს ოქროს მონეტა და უთხრეს: ისინი, ვინც ეკუთვნიან კეისარს, ჩვენგან თხოულობენ გადასახადს. მან უთხრა: მიეცით კეისარს ის, რაც ეკუთვნის კეისარს, მიეცით ღმერთს ის, რაც ეკუთვნის ღმერთს, და ის, რაც ჩემია, მომეცით ის მე!
105. მას, ვინც არ მოიძულა თავისი მამა თავისი დედა, როგორც მე, ვერ შეძლებს იყოს ჩემი (მოწაფე), და ის, ვინც (არ) შეიყვარა თავისი მამა და თავისი დედა, როგორც მე, ვერ შეძლებს იყოს ჩემი (მოწაფე). რამეთუ დედაჩემი... მაგრამ ჭეშმარიტად მან მომანიჭა მე სიცოცხლე.
106. იესომ თქვა: ვაი მათ, ფარისევლებს! რამეთუ ისინი ჰგვანან ძაღლს, რომელსაც სძინავს ხარების გეჯაზე. იგი არც ჭამს და არც ხარებს ანებებს ჭამას.
107. იესომ თქვა: ნეტარია ადამიანი, ვინც იცის, (რა დროს) მოდიან ყაჩაღები, ასე რომ იგი ადგება, შეკრებს... და ქამარს შემოირტყამს წელზე, ვიდრე ისინი მოვლენ.
108. მათ უთხრეს (მას): წავიდეთ ვილოცოთ დღეს და ვიმარხულოთ. იესომ თქვა: როგორია ცოდვა, რომელიც მე ჩავიდინე ან რომელსაც მე დავმორჩილდი? მაგრამ, როცა ნეფე გამოვა საქორწილო დარბაზიდან, მაშინ უნდათ ნათ იმარხულონ და უნდათ ილოცონ!
109. იესომ თქვა: ის, ვინც შეიცნობს მამას და დედას, – მას დაარქმევენ მეძავი ქალის ძეს.
110. იესომ თქვა: როდესაც თქვენ ორს ერთად ჰყოფთ, თქვენ გახდებით კაცის ძე, და, თუ თქვენ ეტყვით მთას: დაიძარი, იგი გადაადგილდება.
111. იესომ თქვა: სასუფეველი წააგავს მწყემსს, რომელსაც ასი ცხვარი ჰყავს. ერთი მათგანი, ყველაზე დიდი, დაიკარგა. მან მიატოვა ოთხმოცდაცხრამეტი და დაიწყო ერთის ძებნა, ვიდრე არ იპოვა იგი. მას შემდეგ, რაც იგი გაისარჯა, მან უთხრა ცხვარს: მე შენ მეტად მიყვარხარ, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი.
112. იესომ თქვა: იგი, ვინც წყურვილი მოიკლა ჩემი ბაგეებიდან, გახდება ცემნაირი, მეც ასევე, მე იგი გავხდები, და საიდუმლო ცხადი გახდება მისთვის.
113. იესომ თქვა: სასუფეველი წააგავს კაცს, რომელსაც თავის მინდორში საიდუმლო საგანძური აქვს და არაფერი იცის ამის შესახებ. და (მან ვერ იპოვა იმ დრომდე, ვიდრე არ) მოკვდა, მან ის დაუტოვა თავის ძეს. შვილმა არ იცოდა; მან მიიღო ეს მინდორი და გაყიდა. და სი ვინც იყიდა, მივიდა, გათხარა და იპოვა განძი. მან დაიწყო ფულის პროცენტებით მიცემა (მათთვის ვისთვისაც) მას უნდოდა.
114. იესომ თქვა: ის, ვინც იპოვა ქვეყანა (და) გახდა მდიდარი, დაე განერიდოს ამ ქვეყანას!
115. იესომ თქვა: ცა, ისევე როგორც მიწა, ქედს მოიდრეკენ თქვენს წინაშე, და ის, ვინც ცოცხალია ცოცხალისგან, ვერ იხილავს სიკვდილს. რამეთუ (?) იესომ თქვა: ის, ვინც იპოვა თავისი თავი, ქვეყანა არ არის მისი ღირსი.
116. იესომ თქვა: ვაი იმ სხეულს, რომელიც დამოკიდებულია სულზე; ვაი იმ სულს, რომელიც დამოკიდებულია სხეულზე.
117. მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: როდის მოდის სასფეველი? იესომ თქვა: იგი არ მოდის, როცა ელოდებიან. არ იტყვიან: აი, აქ! ან, აი, იქ! მაგრამ მამის საუფეველი ვრცელდება მიწაზე, და ადამიანები ვერ ხედავენ მას.
118. სიმონ პეტრემ უთხრა მათ: წავიდეს მარიამი ჩვენგან, რამეთუ ქალები არ არიან სიცოცხლის ღირსნი. იესომ თქვა: შეხედეთ, მე წამვმართავ მას, რომ გავხადო იგი კაცი, რათა ისიც გახდეს ცოცხალი სული, თქვენს, მამაკაცების მსგავსად. რამეთუ ყოველი ქალი, რომელიც გახდება კაცი, შევა ცის სასუფეველში.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 11:02 AM