IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გაცნობიერებული სიზმარი, ასტრალური გასვლა და სგგ, სიზმრის მაგია
td.........
post Apr 14 2019, 09:43 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით,
ამ თემაში დავდებ სტატიებს გაცნობიერებულ სიზმრებზე, ასტრალურ გასვლებსა და სხეულსგარე გამოცდილებაზე, ასევე პრაქტიკებს, რითიც მიიღწევა ეს მდგომარეობები.

სხეულსგარე გამოცდილება(სგგ), გაცნობიერებული სიზმარი და
ასტრალური პროექციები

ხშირად „ასტრალურ მოგზაურობას“, ანუ ასტრალურ პროექციებს, გაცნობიერებულ სიზმრებს და სხეულიდან გასვლებს, სხეულსგარე გამოცდილებას (სგგ) ადამიანები ერტ მოვლენად აღიქვამენ. სინამდვილეში მათ შორის არის განსხვავება და ეს მოვლენები სხვადასხვა გამოცდილებას წარმოადგენს.
განვიხილოთ რა არის მათ შორის საერთო და რა განასხვავებს ამ მდგომარეობებს.
• სხეულსგარე გამოცდილება(შემდგომში მოკლედ ავღნიშნავთ აბრევიატურის სახით „სგგ“), წარმოადგენს რეალური დროის პროექციას, რომელიც ფიზიკურთან ძალიან მიახლოებულია.
სგგ ხშირად ეგრეთწოდებული კლინიკური სიკვდილის თანმხლებ გამოცდილებას წარმოადგენს. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი თავისი ნების წინააღმდეგ სხეულის გარეთ ხვდება. ამ მდგომარეობაში ადაიანი შეიძლება აღმოჩნდეს გულის შეტევის, სხვადასხვა ტრავმის, უბედური შემთხვევის, საგზაო შემთხვევის, ქირურგიული ოპერაციის, მშობიარობის ან რაიმე კრიტიკული სიტუაციის- მაგალითად ძლიერი სტრესის დროს. სგგ მდგოარეობაში მყოფი აცნობიერებს თუ რა ხდება ამ დროს მის გარშემო, რეალურ სამყაროში, რეალურ დროში. ის აღიქვამს მოვლენებს, საუბარს და ოქმედებებს, რომელიც ხდება უშუალოდ მის სხეულთან, ან მის შორიახლოს.
ხშირად ამ მოვლენებს და საუბრებს ადამიანი დეტალური სიზუსტით აღწერს ხოლმე სხეულსი დაბრუნების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სგგ განსხვავდება როგორც ასტრალური მოგზაურობისგან, ანუ პროექციებისგან, ასევე ცნობიერი სიზრისაგანაც, რადგანაც, სგგ მიმდინარეობს რეალურ დროში და ის ობიექტურ რეალობაში. ამ მდგომარეობაში ყოფნა შესაძლებელი ხდება ასტრალური სხეულის თვისებების გამო. ასტრალურ სხეული მოიცავს დიდი რაოდენობით ეთერულ ენერგიას, რომელიც იკავებს ამ სხეულს ფიზიკური სამყაროს ახლოს.
სგგ-ს რეალურ დროში განცდის 2 ვარიანტი შეიძლება იყოს.
1. სხეული განიცდის კლინიკურ სიკვდილს. ამის შედეგად ასტრალურ სხეულს დიდი რაოდენობით გადაეცემა ეთერული ენერგია, რათა სხეულები მოემზადოს სიკვდილისთვის.
2. ადამიანს განვითარებული და გააქტიურებული აქვს ჩაკრები-ენერგეტიკული ცენტრები, რომლებიც იგივე მოქმედებას ახორციელებენ, აგროვებენ ასტრალურ სხეულში ეთერულ ენერგიას. ენერგეტიკული ცენტრების გააქტიურება შეიძლება იყოს თანდაყოლილი უნარი, ან მიიღწევა ვარჯიშის დროს.
ყურადსაღები ფაქტია- შესაძლებელია განიცადოთ გაცნობიერებული პროექციები და სგგ რეალურ დროში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ენერგეტიკული ცენტრებიდან საკმარისი ეთერული ენერგია მიეწოდა ასტრალურ სხეულს. სგგ დროს რეალობა განიხილება როგორც ობიექტური (ნამდვილი) დროც ჩვეულებრივად მიედინება. ტექნიკური თვალსაზრისით, თუ თქვენ ახდენთ პროექციას ფიზიკურ სამყაროში რეალურ დროში, სგგ-ს მსგავსად, თქვენ მოხვდებით ბუფერული ზონის სასაზღვრო არეში, ადგილზე რომელიც მდებარეობს ფიზიკურსა და ასტრალურ განზომილებებს შორის.
იმ შემთხვევასი, თუ ასტრალურ სხეულს გააჩნია საკმარისი ეთერული ენერგია, მას შეუძლია იმყოფებოდეს რეალობიდან რაიმე სახის მცირედ ფაზურ ცვლაში (сдвиг, shift). ეს იმაზე მიუთითებს, რომ პროექცია მიმდინარეობს რეალურ დროში და ფიზიკურ განზომილებასთან იმდენად ახლო მანძილზე, რომ ფაქტობრივად რთულია მისი განსხვავება.
რეალურ დროში, რეალურ სამყაროში გაცნობიერებული სსგ-ს გზაზე გვხვდება ბევრი წინააღმდეგობა. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობაა ასტრალურ სხეულში გადაცემული და მიღებული ეტერული ნივთიერება. ის ზღუდავს ნებისმიერი პროექციის ხანგრძლივობას რეალურ დროში, ენერგეტიკული ცენტრების განვითარების დონისა და მათი კონტროლის უნარის შესაბამისად.
• ასტრალური პროექცია (ასტრალური გასვლა)
შემდგომში შემოკლებით „აპ“.

ასე ვეძახით ისეთ გამოცდილებას, რომლის განმავლობაშიც ასტრალური სხეული პროეცირდება ასტრალურ განზომილებაში-ასტრალში. ასტრალში ნივთები და მოვლენები ძალზე განსხვავდება რეალური სამყაროს ნივთებისა და მოვლენებისაგან. დრო გამრუდებული და გაწელილია. ასტრალში გატარებული საათი, ფიზიკურ სამყაროში რამდენიმე წუთს გავს. ეს დამოკიდებულია იმაზე ასტრალის რომელ ნაწილში იმყოფებით. რეალობა გარშემო ცვალებადი და დენადია, თითქოს გარემო ბლანტეა.

• გაცნობიერებული (ცხადი) სიზმარი

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიზმრის განმავლობაში აცნობიერებს, რომ ის იმყოფება სიზმარში. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მართოს მიმდინარე მოვლენები, ან გარდაქმნას ცხადი სიზმარი ასტრალურ პროექციად. გაცნობიერებული სიზმრები უფრო წააგავს ასტრალურ პროექციებს, ვიდრე სგგ-ს, რადგან დრო და რეალობა ამ აქაც გამრუდებულია.

შემდეგ განვიხილავთ ამ გამოცდილებების მისაღწევ ტექნიკებს. 
სტატიის მოსამზადებლად გამოყენებულია ვ.მურადოვის თარგმანი.




--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
sukk.un.a
post Sep 18 2021, 11:36 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 0
Joined: 18-September 21
Member No.: 8,041

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეგობრებო, სად გაქრით? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
td.........   გაცნობიერებული სიზმარი, ასტრალური გასვლა და სგგ   Apr 14 2019, 09:43 PM
tikoroma   სგგ კლინიკურ სიკვდ...   Apr 16 2019, 03:42 PM
td.........   tikoroma კომის დროს ადა...   Apr 16 2019, 08:29 PM
starscream   არ ვიცი რა ვეღარ გა...   Apr 17 2019, 01:32 AM
td.........   ასტრალური პროექცი...   Apr 17 2019, 12:17 PM
brevalo   ორჯერ მომივიდა შემ...   Apr 18 2019, 06:56 PM
td.........   brevalo გამარჯობა, არი...   Apr 19 2019, 07:35 PM
starscream   brevalo მედიტაციის შემ...   Apr 19 2019, 10:39 PM
brevalo   td......... starscream საკმაოდ ...   Apr 20 2019, 10:32 PM
td.........   brevalo ამაზე ამომწურა...   Apr 22 2019, 06:36 PM
td.........   ენერგიის დონე (რაო...   Apr 22 2019, 08:18 PM
brevalo   td......... გარდა ინტელექ...   Apr 22 2019, 08:37 PM
td.........   brevalo რა თქმა უნდა, თუ...   Apr 22 2019, 08:49 PM
starscream   დღეს შუადღეზე დავი...   Apr 23 2019, 06:14 PM
td.........   starscream გამარჯობა, მე ...   Apr 25 2019, 10:03 PM
starscream   td......... გამარჯობა, მე ...   Apr 25 2019, 11:25 PM
starscream   მოკლედ გავედი გუში...   Apr 27 2019, 12:28 PM
starscream   მოკლედ საბოლოოდ და...   May 21 2019, 11:25 AM
tikoroma   starscream მოკლედ საბოლო...   Jun 26 2019, 02:50 AM
starscream   tikoroma მშვენიერი დასკ...   Jul 5 2019, 10:45 PM
starscream   მოკლედ გადავწყვიტ...   Jul 6 2019, 12:33 AM
tikoroma   ჰეჰ მენატრება ეგ ვ...   Jul 6 2019, 12:25 PM
starscream   tikoroma ვერ გავიგე რაშ...   Jul 6 2019, 12:51 PM
tikoroma   მე არ მინახავს დია...   Jul 6 2019, 06:48 PM
starscream   tikoroma მე არ მინახავს ...   Jul 6 2019, 08:33 PM
starscream   მოკლედ ისე ვაკეთებ...   Jul 12 2019, 09:35 PM
starscream   მოკლედ ჩემი ასტრალ...   Jul 12 2019, 09:45 PM
jarmen   საინტერესოა სტარს...   Sep 10 2019, 10:18 PM
starscream   jarmen საინტერესოა სტ...   Sep 11 2019, 01:23 PM
SCE   starscream არაორგანული რ...   Sep 14 2019, 07:59 PM
starscream   SCE არაორგანული რა ა...   Sep 15 2019, 05:00 PM
tikoroma   starscream კი კარგი წიგნი...   Feb 6 2020, 11:15 AM
starscream   tikoroma არ ვიცი ოლმეკს ...   Feb 17 2020, 02:37 AM
tikoroma   მე არ გავსულვარ ეგ...   Feb 20 2020, 11:25 PM
starscream   tikoroma მე არ გავსულვა...   Feb 22 2020, 01:32 AM
sukk.un.a   მეგობრებო, სად გაქ...   Sep 18 2021, 11:36 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 08:34 AM