დახმარება მჭირდება, გამოცდილი ადამიანისგან |
დახმარება მჭირდება, გამოცდილი ადამიანისგან |
Feb 2 2021, 03:05 PM
Post
#41
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ARSI
აშკარად იგრძნობა ''სიმართლე'' თქვენ პოსტებში. შეგიძლია შენობით მომმართო, 35 წლის ვარ :დდ დიახ, სიმართლე მხოლოდ გამოცდილიდან იგრძნობა. ცხოვრება გამოცდილებაა და არა ინტელექტულური წიაღსვლები მხოლოდ. ამ გამონათქვამზე რა აზრის ხარ? არსებობს საგნები თუ არ დაინახე ვერ იწამებ და ასევე არსებობს საგნები თუ არ იწამებ ვერ დაინახავ? იქნებ აქ გავიჭედე და არაფრის დაჯერება აღარ მინდა და შესაბამისად ხედვის არეალიც ვიწრო გამიხდა. დიახ, მანდ გაიჭედე. ეს გამონათქვამი სწორია, უბრალოდ მეორენ ნაწილი დასაკორექტირებელია. „ასევე არსებობს საგნები თუ არ იწამებ ვერ დაინახავ“. აი, ეს. ეს არ არის საგანი. არც ფორმა და არც ზომა აქვს. არ აქვს განზომილება, ამიტომ უნდა ირწმუნო. მაგრამ ეს გჭირდება ერთად-ერთხელ, ანუ რწმენა, და ისიც ბოლოში, როცა ყველაფერს გააკეთებ რაც შენზე იყო დამოკიდებული. ეს ჰგავს რიგში დგომას. ბოლოს შენზე არაფერია დამოკიდებული, უბრალოდ უნდა იდგე და გჯეროდეს, რომ შენი რიგი მოვა. აი, ამ დროს გჭირდებ რწმენა, მანამდე რწმენა ნონსენსია. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 2 2021, 03:07 PM
Post
#42
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფორუმელები თუ იკრიბებით? ან რაიმე შეხვედრას თუ დავგეგმავთ უკეთესი იქნება პირადი საუბრები და გამცდილების გაზიარება თუ სურვილი გექნებათ რა თქმა უნდა და მსურველები თუ იქნებიან. ოოო, მე მახსოვს ძველი კარგი დრო, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. 2015-16. ვიკრიბებოდით ბოტანიკურ ბაღშიც ვიყავით. მანდ გავიცანი უმეტესობა. ჩემამდე კიდევ, უფრო ხშირად იკრიბებოდნენ. ახლა, ამ კორონაც დროს, ვინ იქნება გმირი და მოაბამს თავს შეკრებას? მე „ზა“ :დდ -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 2 2021, 05:47 PM
Post
#43
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
brevalo კარგი ერთი! ახლა, რო გახვალ ქუჩაში და მეზობელი შეგხვდება, არ უთხრა გამარჯობა, აზრი არ აქვს. მაღაზიაში შედი და არ უთხრა რა გინდა, არ ილაპარაკო იმაზე, რაც გინდა, გამყიდველი დაგაყრის კითხვებს, რა გინდაო? არ უპასუხო, აზრი არ აქვს. ბოლოს, გამოგაბურძუყებენ იქიდან, რადგან სხვის საკუთრებაში დგახარ უაზროდ. შენ, მოსულხარ არ იცი საიდან და გვიმტკიცებ, რომ ჭეშმარიტებაზე საუბარს აზრი არ აქვს? მოსულხარ არ იცის საიდან, იგულისხმება, რო არ იცის სად იყავი სანამ დაიბადებოდი. ჭეშმარიტებაზე საუბარი, ჭეშმარიტების ნაწილია. ვიღაც ხედავს, ვიღაც ვერ. იმიტომ საუბრობ, რომ გინდა ყველა ხედავდეს. მეტყველება მნიშვნელოვანი ნაწილია ჭეშმარიტების. დიალექტიკა, სიტყვა, მნიშვნელოვანია. ის კომუნიკაციის საშალებაა. მახოლოდ შენ არ დადიხარ ამ დედამიწაზე, კიდევ 7 მლრდ. ადამიანი დავდივართ შენ გარდა. (სწორად გამიგე, ასე მივმართავ საყოველთაო ეგოს პრინციპს და არა პირადა შენ) სიტყვა, ცნობიერების მდგომარეობას გამოხატავს. დიოგენე ამბობდა, ხმა ამოიღე დაგინახოო. ლაპარაკი, სიტყვები მისანიშნებელი საშუალებებია და არ შეიძ₾ება მათი უგულებელყოფა. დიახ, ჭეშმარიტება არავერბალურია, მაგრამ მასზე მინიშნება შესაძლებელია ვერბალურად. ეს ჰგავს ფიჩხს კოცონს რომელიც ანთებს, მას მერე რაც ამ პატარა ფიჩხიდან აინთება კოცონი, მერე თავად ამ კოცონში ჩაიფერფლება და გაქრება, მაგრამ კოცონი, ამ ფიჩხით დაიწყო. ეს ფაქტია. რაღაცით უნდა დაიწყო, ციდან ჩამოვარდნილები არავინ ვართ. ყველანი დედის საშოდან მოვდივართ. კი ბატონო, როგორც გენებოს. როდესაც მზეს ხედავ ამბობ რომ მე ვხედავ მზეს, ისეთს როგორიც სინამდვილეშია. ხოლო თუ მე დავიწყებ საუბარს მზეზე, როგორც მანათობელზე, რომელიც არის ისეთი, ასეთი, კაშკაშა, გამათობობელი. იქ უკვე იკარგება ჭეშმარიტება. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ისაუბრონ ადამიანებმა გზაზე, რომელიც მიგიყვანს "იქამდე". ვიცი რომ გზა არ არსებობს, მაგრამ თან არსებობს, რადგან მატერიალურ სამყაროში ვართ, რომელსაც ვერ ვუგულებელყოფთ და მისი გავლით უნდა მივიდეთ "იქამდე". თუმცა დადგება მომენტი, როდესაც წკაპ გადაირთვება და გზაც გაქრება და იტყვი რომ "ის" ყოველთვის აქ ყოფილა. ამიტომ თვითონ "იმაზე" საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ გზაზე საუბარს კი. |
|
|
Feb 2 2021, 06:28 PM
Post
#44
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
brevalo
ხოლო თუ მე დავიწყებ საუბარს მზეზე, როგორც მანათობელზე, რომელიც არის ისეთი, ასეთი, კაშკაშა, გამათობობელი. იქ უკვე იკარგება ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არსადაა და შენი საუბარი მას ვერ დაკარგავს. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ისაუბრონ ადამიანებმა გზაზე, რომელიც მიგიყვანს "იქამდე". მერე ისაუბრონ, შენ გაჩუმდი. ხომ ხვდები უკიდეგანო ნონსენსში ხარ და გინდა ჩენც გვამყოფო. ამბობ აზრი არ აქვს ჭეშმარიტებაზე საუბარსო და საუბრობ. გაჩმდი, რატომ საუბრობ? ეს ელემენტარული დიალექტიკური საკენკები კარგა ხანია გავლილი მაქვს და აქ შეიძლება ვინმე წამოეგოს, ამიტომ უპასუხოდ ვერ დავტოვებ. თუ ვინმე გეუბნება „არა“, „არ გეთანხმები“, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მტერია, პირიქით, შეიძლება საუკეთესო მეგობარიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ვინმე გეუბნება „აზრი არ აქვს“, შეუძლებელია არ იყოს მტერი. აზრი ყველაფერს აქვს. ძაღლი რომ ისაქმებს აი, ამ წამს ქუჩაში მაგასაც. ვიცი რომ გზა არ არსებობს, მაგრამ თან არსებობს, რადგან მატერიალურ სამყაროში ვართ ვინ თქვა, რო მატერიალურ სამყაროში ვართ? არავითარი სამყარო არ არსებობს. ამიტომ თვითონ "იმაზე" საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ გზაზე საუბარს კი. აზრი ყველაფერს აქვს, ამ დემოტივატორ წინადადებასაც კი, რო ყველამ იცოდეს მტრის და მოყვრის გარჩევა. მეტრი აუცილებელი არ არის „რუსეთი ოკუპანტია“ იყოს, ან ცოცხალი ადამიანი. მტერი შეიძლება სიტყვებით და ფიქრებით მოვიდეს უდნა იცოდე გარჩევა. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 2 2021, 06:42 PM
Post
#45
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
brevalo ჭეშმარიტება არსადაა და შენი საუბარი მას ვერ დაკარგავს. მერე ისაუბრონ, შენ გაჩუმდი. ხომ ხვდები უკიდეგანო ნონსენსში ხარ და გინდა ჩენც გვამყოფო. ამბობ აზრი არ აქვს ჭეშმარიტებაზე საუბარსო და საუბრობ. გაჩმდი, რატომ საუბრობ? ეს ელემენტარული დიალექტიკური საკენკები კარგა ხანია გავლილი მაქვს და აქ შეიძლება ვინმე წამოეგოს, ამიტომ უპასუხოდ ვერ დავტოვებ. თუ ვინმე გეუბნება „არა“, „არ გეთანხმები“, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მტერია, პირიქით, შეიძლება საუკეთესო მეგობარიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ვინმე გეუბნება „აზრი არ აქვს“, შეუძლებელია არ იყოს მტერი. აზრი ყველაფერს აქვს. ძაღლი რომ ისაქმებს აი, ამ წამს ქუჩაში მაგასაც. ვინ თქვა, რო მატერიალურ სამყაროში ვართ? არავითარი სამყარო არ არსებობს. აზრი ყველაფერს აქვს, ამ დემოტივატორ წინადადებასაც კი, რო ყველამ იცოდეს მტრის და მოყვრის გარჩევა. მეტრი აუცილებელი არ არის „რუსეთი ოკუპანტია“ იყოს, ან ცოცხალი ადამიანი. მტერი შეიძლება სიტყვებით და ფიქრებით მოვიდეს უდნა იცოდე გარჩევა. კი ბატონო, როგორც გენებოს. თუ გინდა მტერი ვიქნები, თუ გინდა მოყვარე. ყველას თავის გზა აქვს. |
|
|
Feb 2 2021, 07:02 PM
Post
#46
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 18 Joined: 29-January 21 Member No.: 7,986 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მემგონი მივხვდი რაც ბრევალომ იგულისხმა თუ მეტყვი რომ ჭეშმარიტება არსებობს ამას გავიგებ და მეცოდინება რომ არსებობს მაგრამ თუ ამიხსნი როგორია ჭეშმარიტება ამას ვერ გავიგებ თუ თავად არ ვეზიარები . თუ ყველას გზა ერთია ეგრედწოდებულ ჭეშმარიტებამდე მაშინ გზასაც მასწავლი მაგრამ მე ვფიქრობ ყველას მიდგომა ინდივიდუალურია. და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რომ ჭეშმარიტების ახსნას აზრი არა აქვს მაგალითად დავით შენ რომ ამიხსნა ის ჭეშმარიტება რასაც ეზიარე ეს ხომ შენი ინტერპრეტაციები იქნება და მე შეიძლება არარეალური წარმოდგენები შემექმნას თუ ვცდები?
|
|
|
Feb 2 2021, 07:07 PM
Post
#47
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ARSI
მემგონი მივხვდი რაც ბრევალომ იგულისხმა თუ მეტყვი რომ ჭეშმარიტება არსებობს ამას გავიგებ და მეცოდინება რომ არსებობს მაგრამ თუ ამიხსნი როგორია ჭეშმარიტება ამას ვერ გავიგებ თუ თავად არ ვეზიარები . თუ ყველას გზა ერთია ეგრედწოდებულ ჭეშმარიტებამდე მაშინ გზასაც მასწავლი მაგრამ მე ვფიქრობ ყველას მიდგომა ინდივიდუალურია. და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რომ ჭეშმარიტების ახსნას აზრი არა აქვს მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა იგულისხმა, რაც უნდა ის იგულისხმოს. სინტაქსი შემდეგი შინაარსით, რომ რაიმეს აზრი არ აქვს, დემოტივატორულია მტრული, ეს მტერია და უნდა შეხედო, როგორც მტერს. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 2 2021, 07:12 PM
Post
#48
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 18 Joined: 29-January 21 Member No.: 7,986 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ARSI მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა იგულისხმა, რაც უნდა ის იგულისხმოს. სინტაქსი შემდეგი შინაარსით, რომ რაიმეს აზრი არ აქვს, დემოტივატორულია მტრული, ეს მტერია და უნდა შეხედო, როგორც მტერს. ''აზრი არ აქვს'' სიტყვის მასალადაც ცუდი ფრაზაა მაგაში გეთანხმები. უბრალოდ შინაარსობრივად მივუხვდი რის თქმასაც ცდილობდა. ამ ფილმს ვუყურე სამადჰიზე https://www.youtube.com/watch?v=Bw9zSMsKcwk და შენი თემიდანაც რასაც წერ ბევრი რამე ერთი ერთში აჯდება. |
|
|
Feb 2 2021, 07:15 PM
Post
#49
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 18 Joined: 29-January 21 Member No.: 7,986 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და ერთი შეკითხვაც მაქვს რამდენად კავშირშია ქართული სიტყვა სამოთხე სამადჰისთან? თუ უბრალო მსგავსებაა?
|
|
|
Feb 2 2021, 07:43 PM
Post
#50
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ARSI
ამ ფილმს ვუყურე სამადჰიზე https://www.youtube.com/watch?v=Bw9zSMsKcwk და შენი თემიდანაც რასაც წერ ბევრი რამე ერთი ერთში აჯდება. კი ეგ ძალიან კარგი ფილმია. ადრე გამოვიდა და მომეწონა. და ერთი შეკითხვაც მაქვს რამდენად კავშირშია ქართული სიტყვა სამოთხე სამადჰისთან? თუ უბრალო მსგავსებაა? მსგავსებაა, თუმცა ზოგიერთ მოსაზრების თანახმად, ქართლი მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა სანსკრიტზე იშფრება სამადჰი სიტყვა-კომპოზიტია. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 3 2021, 02:51 AM
Post
#51
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჯევ ვუპასუხებ ანოს, Ladies First ano შენ კარგად მოგეხსენება როგორ დეტალებზე ვსაუბრობ სამადჰის თემაში, უბრალოდ შეგახსენებ, სმადჰი ძირითადად ორგვარია, პირველი, დიახ, სავიკალპა სამადჰი, არ არის ბოლო ინსტანცია და იცი რატომაც, სწორედ დამკვირვებლის გამო, ასმიტას გამო, მაგრამ ამის შემდეგ იწყება სამადჰი, სამადჰიში, ანუ ნირვიკაპლა სამადჰი. ეს უბრალოდ ტერმინია, თუ შენთვის უფრო მოსახერხებელია და გინდა ბოლო ინსტანციის წარმოდგენა, მაშინ ნირვანა უფრო გესიამოვნება. ახლა არ მითხრა ნირვანაც არაა ბოლო ინსტანციაო. ნირვიკალპა სამადჰი და ნირვანა, სინონიმებია, ასევე ინდუისტური მოკშა, იაპონური კენშო, ქრისტიანული ცათა სასუფეველი, სუფისტური ფანა და ა.შ. ვინმე დაიბადა იესოს მერე გასული 2000 წლის განმავლობაშ და მე გამომრჩა, რო ეთქვას, არა, ცათა სასუფეველი არ არის საბოლოო ინსტანცია, კიდევ არის რაღაც სხვაო? არამგონია. ამიტომ, სახელებს არ აქვს მნიშვნელობა და ეს შენ ძალიან კარგად იცი. თუ მიაღწია ადამიანმა გასხივოსნებას მან უკვე ყველაფერი იცის? იცის რა არის მატერია? რატომ გაჩნდა? სულ პირველად რა იყო და საერთოდ იყო თუ არა დასაწყისი? იესოს ეკითხებოდნენ როგორი იქნება სამყაროს აღსასრულიო და მან უპასუხა დასაწყისი უკვე იპოვეთ? რომ აღსასრულს ეძიებთო? რადგან სადაც დასაწყისია დასასრულიც იქვე არისო. ეს გზა რომელსაც ცნობიერება ქვია როცა იცი რომ არსებობ არსებობს საერთოდ ბოლო და იმის იქეთ აღარ არის განვითარება? ანუ აღარაფერია უკვე შესაცნობი და ყველაფერი იცი. თუ უბრალოდ იმ მდგომარეობაში უბრალოდ ადამიანს ისევ ილუზია აქვს რომ ყველაფერი იცის. კითხვებზე პასუხი საიდან დაიწყო, რა იყო პირველი, და რატო შეიქმნა ან ვინ შექმნა ყოველივე რატომ? |
|
|
Feb 3 2021, 03:20 AM
Post
#52
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მემგონი მივხვდი რაც ბრევალომ იგულისხმა თუ მეტყვი რომ ჭეშმარიტება არსებობს ამას გავიგებ და მეცოდინება რომ არსებობს მაგრამ თუ ამიხსნი როგორია ჭეშმარიტება ამას ვერ გავიგებ თუ თავად არ ვეზიარები . თუ ყველას გზა ერთია ეგრედწოდებულ ჭეშმარიტებამდე მაშინ გზასაც მასწავლი მაგრამ მე ვფიქრობ ყველას მიდგომა ინდივიდუალურია. და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რომ ჭეშმარიტების ახსნას აზრი არა აქვს მაგალითად დავით შენ რომ ამიხსნა ის ჭეშმარიტება რასაც ეზიარე ეს ხომ შენი ინტერპრეტაციები იქნება და მე შეიძლება არარეალური წარმოდგენები შემექმნას თუ ვცდები? კი ბატონო, თითქმის ეგ ვიგულისხმე ............................ პ.ს. ერთმანეთის სიტყვებზე გამოკიდებით და სიტყვების თამაშით წინ ვერ წავალთ. მთავარია ერთმანეთის ნათქვამის დედაარსს ჩავწვდეთ და გავიგოთ. |
|
|
Feb 3 2021, 01:38 PM
Post
#53
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
თუ მიაღწია ადამიანმა გასხივოსნებას მან უკვე ყველაფერი იცის? არა. ცოდნა, კოგნიტური უნარია თავისი ლიმიტით. გასხივოსნება ცოდნა არ არის. ის რაც არის, ცოდნის და არცოდნის მიღმაა, ხოლო არის, ანუ არსებობს, მხოლოდ ადამიანის ნამდვილი „მე“, ანუ ატმანი. ატმანი და ბრაჰმანი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება, ერთია. ცოდნა და არცოდნა, ორივენი ატმანში განისვენებენ. ცოდნა, რომ შემოსაზღვრავდეს ატმანს, მაშინ ცოდნა იქნებოდა ატმანი. ატმანი არასდროს გეცოდინება, ანუ კოგნიტური უნარებით ვერასდროს გარეშემოწერ მას. თუ გასაგებად არ ვხსნი, შემაჩერე, თორემ სიტყვების რახა-რუხია ეს. იცის რა არის მატერია? მე ვიცი რაც არის მატერია. მატერია არის ის, რაც გრავიტირებს. უმრავლეს შემთხვევაში ატომები, და ზოგჯერ თავისუფალ სვლაში მყოფი რადიაცია. მატერია შედგება მოლეკულებისგან. მოლეკულა - ატომებისგან. ატომი - ბირთვისა და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან. ელექტრონი უმცირესი ნაწილაკია და აღარ აქვს ქვესტრუქტურა. ბირთვი კი შედგება პროტონების და ნეიტრონებისგან. პროტონი და ნეიტრონი, შედგება კვარკებისგან. კვარკი ერთი ცალი არასდროსაა. ის ან ორია, ან სამი. მათ არ აქვთ ქვესტრუქტურა, ანუ აღარ იყოფიან. რატომ გაჩნდა? ამ კითხვაზე დანამდვილებით პასუხი არ მაქვს, სამაგიეროდ მაქვს ვარაუდები, რომელიც ჩემს წიგნში მაქვს განხილული, შეგიძლია გაეცნო ვრცლად. სულ პირველად რა იყო და საერთოდ იყო თუ არა დასაწყისი? სულ პირველად იყო ატმანი, იგივე ბრაჰმანი და მისგან გაჩნდა ყველაფერი დანარჩენი. ის კი უდროობაში იყო. ანუ კითხვა სულ პირველად, არარელევანტურია მასთან მიმართებაში. იესოს ეკითხებოდნენ როგორი იქნება სამყაროს აღსასრულიო და მან უპასუხა დასაწყისი უკვე იპოვეთ? რომ აღსასრულს ეძიებთო? რადგან სადაც დასაწყისია დასასრულიც იქვე არისო. ნამდვილად, დასაწყისია, ატმანი, ანუ გასხივოსნება და დასასრულიც. ყველაფერი მასშია. არსებობს საერთოდ ბოლო და იმის იქეთ აღარ არის განვითარება? ყველაფერი რაც იწყება ვითარდება და მთავრდება. გასხივოსნება არასდროს არ დაწყებულა, ამიტომ მისი განვითარება და დასასრული შეუძლებელია. ანუ აღარაფერია უკვე შესაცნობი და ყველაფერი იცი. როდესაც ადამიანში ხდება გასხივოსნება, რაღაცეები იცვლება ფიზიკურ დონეზეც, თუმცა უმნიშვნელოდ. ძირითადად ყველაფერი იგივე რჩება. თუ მწვადი გიყვარდა, ისევ გეყვარება. თუ კომბოსტო გძულდა, ისევ არ გეყვარება და ა.შ. გარეგნულად არაფერი იცვლება, რაც იცოდი, ან არ იცოდი, ისე ის იცი და არ იცი. თუ უბრალოდ იმ მდგომარეობაში უბრალოდ ადამიანს ისევ ილუზია აქვს რომ ყველაფერი იცის. გასხივოსნება არ არის მდგომარეობა, რომელიც მოდის და მიდის. ის მართალია იწყება, როგორც მდგომარეობა, ანუ სამადჰი, მაგრამ მისგან განსხვავებით არასდროს მთავრდება. მარადისობას მხოლოდ ერთხელ შეეხები, რადგან ეს შეხება გრძელდება მარადიულად. გასხივოსნება უკანდაუბრუნებელი გზაა. ის არასდროს წავა, რადგან არ არის მდგომარეობა, შესაბამისად, პირიქით, რაც მოდის და მიდის, ის არის ილუზია, ხოლო რაც მუდამ არის, ის არის ჭეშმარიტება. გასხივოსნება ილუზიისგან გათავისუფლებაა და არა ილუზიაში ყოფნა. კითხვებზე პასუხი საიდან დაიწყო, რა იყო პირველი, და რატო შეიქმნა ან ვინ შექმნა ყოველივე რატომ? წაიკითხე ჩემი წიგნი. მე არ მაქვს ზუსტი პასუხი, მხოლოდ ვარაუდები. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 3 2021, 02:02 PM
Post
#54
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
თუ მიაღწია ადამიანმა გასხივოსნებას მან უკვე ყველაფერი იცის? კიდევ ვიმეორებ ამ კითხვას და საერთოდ, მეგობრებო, ანო, შენ არ გეხება, ეს სივრცე ცოდნის დემონსტრირების სივრცე არ არის. აქ ჩვენ ვინ მეტი იცის და ვინ ნაკლები არ ვეჯიბრებით ერთმანეთს. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვარ და სრულად ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას. კირკიტი და ჩასაფრებული პოზიციები, აბი იმან ეს თუ იცის, არ იცის, ესა, ისა, ეს ჩემთვის უინტერესოა, უსაგნო ლაი-ლაია და დარწმუნებული ვარ ბევრისთვის ამ საიტზე. ახლა კი კითხვა. ანო, მინდა რომ კარგად გაიგო ეს ეტალი. შენ არ გჭირდება ცოდნა, რომ იყო ის, რაც უკვე ხარ. შენ მხოლოდ შეგიძლია იყო ის, რაც ხარ. შენ ხარ ატმანი. აბსილუტური ჭეშმარიტება და შენი ნაწილი, ანუ ცოდნა, კოგნიტური შესაძლებლობები, ვერ გაწვდებიან შენსავე თავს. ნაწილი როგორ გაწვდება მთელს? ცოდნა არ არის ჭეშმარიტება და არც არცოდნაა ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება ხარ შენ და შენ არასდროს გეცოდინება ეს ჭეშმარიტება, შენ მხოლოდ შეგიძლია იყო ეს ჭეშმარიტება. ცოდნა არ არის უპირატესი ყოფნაზე. ყოფნაა უპირატესი ცოდნაზე, რადგან გარეშემოწერს მას, მოიცავს მას. მომცველი მეტია მოცულზე. მოცული ვერასდროს მოიცავს მომცველს, მას მხოლოდ მისი ნაწილის მოცვა შეუძლია. შენ ყოველთვის შენი თავის რაღაც ნაწილი გეცოდინება, არასდროს გეცოდინება სრულად და არცაა საჭირო. გასხივოსნება არ ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, როგორც ყოვლის მცოდნის. გასხივოსნება ნიშნავს საკუთარი თავის პოვნას ისეთის, რომელსაც ვერასდროს შეიცნობ. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 3 2021, 02:35 PM
Post
#55
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
შენ, შენი საკუთარი თვალებით, ყურებით და არსებით თუ არ დაინახე ცოდნის ლიმიტირებულობა, მანამდე ის გეგონება უპირატესი. როდესაც ადამიანში ატმანი იღვიძებს, მის გასხივოსნებულ ციალში გარკვევით ჩანს ცოდნის გაბარიტები. როგორც შავი ლაქა მზის ზედაპირზე, ან შენს თეთრ მაისურზე, აი, ასე მოჩანს ცოდნა, კოგნიტური უნარი ატმანის წიაღში. ანუ, ატმანმა რომ იცოდეს თავის თავი, უნდა შეძვრეს ამ შავ პატარა ლაქაში და იქიდან ცადოს თავისივე თავის შეცნობა. როგორ? რანაირად? ცოდნა ინსტრუმენტია და ზღვარი აქვს. ზომები აქვს. ფორმა და ზომა აქვს. იწყება და მთავრდება. იწყება ცოდნით და მთავრდება არცოდნაში. მერე უკვე არცოდნა იწყება. ამასაც ზომები აქვს, რომელიც მთავრდება ცოდნაში. ხოლო ეს ორივე კი ატმანშია, როგორც წინწკალი, პატარა შავი ლაქა. ეს თუ არ დაინახე, მანამდე ცოდნა გეგონება უპირატესი და უზომო და უსასრულო. დამიჯერე. აი, როცა დაინახავ ატმანს, მაშინ დაინახავ ცოდნის უსუსურობას. ეგოს, „ცრუ მეს“, ცოდნა ქმნის. ჩენ გვგონია, რომ ცოდნა ვართ, ანუ მაშინ ვართ, როცა ვიცით რამე. ეს არის ეგო, ეს არის ილუზია. ილუზია ცოდნაა და ასევე არცოდნა, ხოლო ის რაც ამ ორივეს მიღმაა, ხარ შენ, მაშ, როგორღა შეიცნობ ან ცოდნით, ან არცოდნით შენ თავს? შენ თუ შენი თავიდან არ შეხედე შენ თავს, ცოდნიდან შენახედი ან არცოდნიდან შენახედი, ვერ დაინახავ შენსავე თავს. ვერც შენი თავიდან დაინახავ შენ თავს, სამაგიეროდ შენი თავიდან შენახედი დაინახავ ცოდნას და არცდოდნას, როგორც ლაქებს, პატარა წერტილებს. ეს არის გასხივოსნება. შენ განიცდი, რომ არასდროს არც გეცოდინება და არც არგეცოდინება შენი თავი, უბრალოდ ყოველთვის იქნები ის. ძალიან გთოხვ თანმიმდევრულად და დაკვირვებით წაიკითხე რაც დავწერე. არა, როგორც მხატვრული ლიტერატურა, რადგან ახლა, ვინმეს რო წააკითხო ეს, შეშლილიაო, გაგიშდაო იტყვის, გადადგა ჭკუიდანო. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 3 2021, 05:05 PM
Post
#56
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Feb 4 2021, 01:18 AM
Post
#57
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყოჩაღ დავით წარმატებებს გისურვებ, საქართველოში რომ ჩამოვალ შევიძენ წიგნს, ძალიან საინტერესო ჩანს.
პოსტები ზუსტად მიმიხვდი რასაც გეკითხებოდი და საკმაოდ გასაგებად ხსნი მადლობა გაიხარე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 10:29 AM |