IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


Surrealist
Posted on: Jan 25 2013, 11:36 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 16-December 12
From: მარსი
Member No.: 6,942


შეგხვედრიათ ოდესმე გამორჩევით გულღია, მოუსვენარი ადამიანი, რომელმაც ხელის მაგრად ჩამორთმევა იცის და სახეზე სულ ღიმილი დასთამაშებს? თუ ასეთ პიროვნებას შეხვედრიხართ, იცოდეთ, ვერძის მხედველობის არეში მოხვდით. თქვენი ვარაუდი უფრო გამართლებული იქნება, თუ იგი საუბარში პირველობას ესწრაფვის და სიტყვის თქმის საშუალებას არ გაძლევთ.

თქვენი ახალი ნაცნობი თავდაუზოგავად ებრძვის უსამართლობას და დაჩაგრულთ მხურვალედ იცავს? ეს თვისება მას სისხლში აქვს გამჯდარი. სქესის მიუხედავად, ვერძი უსამართლობას არასოდეს შეეპუება. ვინც კი გზად გადაეღობება, პოლიციელი იქნება ეს თუ შეიარაღებული ბანდიტი, ვერძი არავის შეუშინდება. ამ დროს იგი შედეგზე არ ფიქრობს. მოგვიანებით შეიძლება ინანოს კიდეც თავისი გულფიცხობა, მაგრამ ბრძოლის ქარცეცხლში ეს აზრადაც არ მოუვა. მარსის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ძალიან მტკიცე ხასიათისანი არიან და ყოყმანი არ სჩვევიათ.

ვერძი სიცოცხლის სიმბოლო და ზოდიაქოს პირველი ნიშანია. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბავშურია და როგორც ყველა ბავშვს სჩვევია, მთლიანად თავის საზრუნავშია ჩაფლული. მისთვის საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. მსგავსად ჩვილისა, მასაც არ აღელვებს, რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები. სველი ან მშიერი ჩვილი ყურისწამღებად ჩხავის, ყურადღებას ითხოვს. ასევეა ვერძიც. როცა რაიმე სჭირდება, დაუფიქრებლად დაგირეკავთ დილის 4 საათზე. გძინავთ? როგორ შეგიძლიათ ძილი, როდესაც მას უძილობა სტანჯავს? კეთილი ინებეთ, ადექით და მოუძებნეთ ის, რაც მას სჭირდება. ვერძი, ისევე, როგორც ბავშვი, გარესამყაროს თავის ერთგვარ დანამატად თვლის, მაგრამ ხომ არცერთი ჭკუათმყოფელი ჩვილს ეგოისტს არ უწოდებს. იგივე შეიძლება ითქვას ვერძზეც. იგი ყოველთვის ბუნებრივად იქცევა, ეს კი მის ეგოიზმსა და აგრესიულ ხასიათს რამდენადმე ფარავს.

ვერძს იოტისოდენა ეშმაკობა არ გააჩნია, მიმნდობია და მიამიტი, ნებისმიერ წყენას ივიწყებს, ოღონდ ვინმემ თანაუგრძნოს და მიუალერსოს.

ვერძი მეოცნებეა, შეუძლია ჰაერში ციხე-კოშკები აშენოს მაგრამ ამით სხვებს როდი ატყუებს, თვითონაც ღმრმად არის დარწმუნებული, რომ ეს ასეც იქნება. მისი პიროვნების შეცნობა არ გაგიჭირდებათ, მთელი სიგრძე-სიგანით თქვენს წინაშე დგას. ბავშვივით ადვილად ნაწყენდება და თითქმის ისევე უმწეოა. როცა უფროსები ან უფრო ძლიერები ცდილობენ ბავშვს საყვარელი სათამაშო წაართვან, პატარა ისეთ ალიაქოთს ტეხს, რომ ყველა უკან დახევას ამჯობინებს. ასევეა ვერძიც: მტკიცედ არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და დასახულ მიზანს აღწევს კიდეც.

ვერძს რამდენიმე ისეთი თავისებურება გააჩნია, რომლის მიხედვითაც სხვებისგან ადვილად გამოარჩევთ, მას საკმაოდ მკვეთრი ნაკვთები აქვს. მოძრაობაში სწრაფი და მოქნილი ვერძი სხარტადაც აზროვნებს. ვერძის გარეგნობა მის უკიდურეს თავდაჯერებულობასა და ეგოცენტრიზმზე მეტყველებს. თუ ნაღვლიანად მხრებჩამოყრილი ვერძი შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მას ძალზე მძიმე და გაუხარელი ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ გონს მოსასვლელად დრო სჭირდება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, გამოცოცხლდება. ქვეყნად ისეთი რამ არ არსებობს, რაც ვერძს მწყობრიდან დიდი ხნით გამოიყვანს და ხასიათს გაუფუჭებს. პესიმისტი იგი არავითარ შემთხვევაში არ არის.

მარსის მფარველობის ქვეშ მყოფნი ყოველთვის მომსყიდველი პირდაპირობით და გული ამაჩუყებელი მიმნდობლობით შემოგცქერიან თვალებში, თქვენ ხომ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ? არა??? ტირილს აღარაფერი უკლია, თავს ძლივს ერევა. თუ მაინც მოახერხეთ მისი ატირება, იცოდეთ, შიგ გულში დაკოდეთ. ვერძი უმალ სიკვდილს ამჯობინებს, ვიდრე სხვებს თავის სისუსტეს უჩვენებს. ხანდახან სიცოცხლესაც კი სასწორზე აგდებს, ამ სიტყვის სრული გაგებით, ოღონდაც არავინ იფიქროს, რომ მას ვაჟკაცობა აკლია.

საუბრისას ვერძი თანამოსაუბრეს თვალებში უყურებს. თუ თვალს გარიდებთ, ესე იგი, მისთვის უინტერესო თემას ეხებით. ასეთ დროს მისი გონება სხვაგან ჰქრის და ამის დამალვას არც ცდილობს. ნუ გეწყინებათ, გაიხსენეთ ბავშვი, რომელიც ხან ერთ სათამაშოს ეტანება, ხან მეორეს.

ვერძი ყოველთვის პირველობას ესწრაფვის. ხელმოცარული ვერძი ადვილი ამოსაცნობია, უკმაყოფილო იერით რომ ასრულებს სხვის ბრძანებებს. გამარჯვებული ვერძი უჩვეულოდ გულუხვი და ლიბერალურია, მაგრამ უნდა, რომ წამდაუწუმ დითირამბები უმღერონ. სამაგიეროდ, თუ ვერძში ისეთ თვისებებს დაეძებთ, როგორიცაა სიფაქიზე, ტაქტიანობა, თავმდაბლობა, ამაოდ დაშვრებით. როცა მამაზეციერი ამ თვისებებს არიგებდა, ვერძები იქ არ იყვნენ. თუ კაფეში გამხმარ ბუტერბროდს მიართმევენ, დაუფიქრებლად გამოლანძღავს ოფიციანტს, თუნდაც იგი ძალიან ლამაზი ქალიშვილი იყოს. მაგრამ თუ მომსახურება მოეწონა, დანახარჯს ორმაგად გადაიხდის და ამით გამოხატავს თავის კმაყოფილებას

ვერძი მეტისმეტად პირდაპირია, სიცრუე და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი მარსის მფარველობის ქვეშ მყოფთ საერთოდ არ ახასიათებთ. პირაპირობა და გამორჩეული პატიოსნება – აი ვერძების სავიზიტო ბარათი. თუმცა ეს თვისებები ყოველთვის დადებითად ნამდვილად არ ითვლება.

ვერძები უპასუხისმგებლოები არიან. ხანდახან რაიმე საინტერესოს თუ გადააწყდნენ, შეუძლიათ ყოველთვარი მოვალეობა გადაივიწყონ.

თუმცა ვერძი ცეცხლის ნიშანია და გამბედაობა, სიმამაცე, წინდახედულება არ აკლია, არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რისიც მას ეშინია. უზარმაზარ თოვლის კაცს ან თვით ფრანკენშტეინს იგი არ შეუშინდება, მაგრამ ფიზიკურ ტკივილს ვერ იტანს, მხდალი მას არ ჰქვია, მაგრამ უმნიშვნელო ტკივილზეც კი წუწუნს და ჩივილს მოჰყვება. კბილის ექიმები ხომ საერთოდ მოსისხლე მტრებად მიაჩნია.

მთლიანობაში ვერძს გამძლე და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, თუ, რა თქმა უნდა, ზედმეტი არ მოუვიდა. სამწუხაროდ ვერძი ზომიერებას ხშირად არ იცავს. თუ ვერძი ლოგინში მწოლიარე ნახეთ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ცუდად არის, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშიც კი, მისი საწოლში გაჩერება ძალით თუ შეიძლება. ძლიერი ორგანიზმის წყალობით ვერძი იმ შემთხვევაშიც კი უმკლავდება ავადმყოფობას, როცა სხვები იღუპებიან. სერიოზულ გართულებამდე იგი მხოლოდ საკუთარ უგუნურობას და ცხვრისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს მიჰყავს. სამწუხაროდ, საკუთარ ჯანმრთელობასთან ასეთი დამოკიდებულება ვერძებისთვის ტიპიურია. მხოლოდ ცხოვრებისაგან დაბრძენებული ვერძები თუ გადახედავენ ხანდახან თავიანთ დამოკიდებულებას ამ მნიშვნელოვანი პრობლემისადმი. ვერძებს თითქმის არ გააჩნიათ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, წამლებს იშვიათად იღებენ, ყოვლად უწყინარ თავის ტკივილისა და საძილე წამლებსაც კი.

ბუნებით უეშმაკო ცხვრები ყოვლად გამოუსადეგარნი არიან დიპლომატიურ საქმიანობაში. ერთხელ ერთმა ვერძმა თავისი ენერგიისა და წინდახედულების წყალობით მშვენიერი სპონსორი იშოვა საკუთარი პროექტის განსახორციელებლად. კონტრაქტის გაფორმების წინ სპონსორმა, ბუნებრივია, ექსპერტიზის მოწვევა შესთავაზა, რათა პროექტის ჭეშმარიტი ღირებულება შეეფასებინათ. პროექტის ავტორმა, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა , რომ საქმესთან დამოკიდებულებაში მასთან შედარებით ყველანი უვიცები იყვნენ, ვერძებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტით ჰკითხა: “სხვა ხომ არაფერს ინებებდით?”. ვგონებ ზედმეტია დავძინო, რომ სპონსორმა პროექტის მხარდაჭერა გადაიფიქრა. ასე დაასამარა ვერძმა საკუთარი ხელით მომავალი. ოდნავი ეშმაკობა რომ ჰქონოდა, საქმე ბრწყინვალედ დაბოლოვდებოდა, მაგრამ ელემენტარული დიპლომატიის შესასწავლად ვერძებს ჩვეულებრივ ნახევარი სიცოცხლე სჭირდებათ. სამაგიეროდ, თუ მან ეს მოახერხა, თანდაყოლილი ინტუიციისა და უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის წყალობით, მართლაც რომ გრანდიოზულ წარმატებას აღწევს.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ვერძები უფრო ხშირად საკუთარ თავს კი არა სხვებს ამდიდრებენ. მათი უმრავლესობა მთელი ცხოვრება ქირით ცხოვრობს. მაგრამ ყველაფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფულის შოვნა ვერძის ძირითად მიზანი არც გახლავთ.

ვერძი დამაჯერებლად მიკვლევს ცხოვრების გზას და სხვათა გრძნობებზე ნაკლებად ზრუნავს. სხვებისადმი მისი დამოკიდებულება შეიძლება ასე გამოიხატოს: “მე უწინარეს ყოვლისა…” ამის მიუხედავად, იგი ზოდიაქოს ნიშანთაგან ერთერთი ყველაზე გულუხვი და კეთილია. ვერძს სისასტიკის ნატამალი არ გააჩნია. გულწრფელად სჯერა, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთება სხვებზე უკეთ ძალუძს. სახელსა და ქონებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დაუფიქრებლად პირველს აირჩევს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ფული არ უყვარს, უბრალოდ სახელი და დიდება უფრო ეძვირფასება.

ვერძი ძალიან ფიცხია, მაგრამ მისი მრისხანება მეტად ხანმოკლეა. წუთის შემდეგ განრისხების მიზეზი აღარც ახსოვს და გულღიად გიღიმით. ამ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერთ-ერთი გამოჩენილი ვერძთაგანი – ნიკიტა ხრუშჩოვი მან ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განრისხებულმა იმით, რომ არ უსმენდნენ, ფეხსაცმელი გაიძრო და ტრიბუნას დაუშინა.

მარსის მფარველობაში მყოფთ ხშირად ბრალს სდებენ აუტანელ ხასიათში. ეს ნაწილობრივ მართალიცაა. სამაგიეროდ ღვარძლიანები არ არიან, ბოღმას დიდხანს არ ატარებენ და ყოველთვის უკვირთ მათი, ვინც წყენის გულში ჩადება იცის. ვერძს უნარი აქვს პატიება სთხოვოს თვით მოსისხლე მტერსაც კი, ხანდახან, სანუკვარი მიზნის მისაღწევად წაეშმაკებაც შეუძლია, მაგრამ ტყუილს, თუნდაც უწყინარს, იშვიათად თუ იტყვის, რადგან მათი ტყუილი ყოველთვის აშკარავდება.

ვერძებს ჭორები არ უყვართ, რადგამ მთელი გულისყური საკუთარ საქმეებზე აქვთ მიპყრობილი და სხვათა განსასჯელად დროს არ კარგავენ. ადამიანებს იგი 2 ჯგუფად ყოფს: კარგებად და ცუდებად. პალიტრაშიც მხოლოდ ორი ფერის საღებავი აქვთ: შავი და თეთრი.

თუ ზედმეტ, გამაღიზიანებელ პირდაპირობას უგულვებელყოფთ, ვერძის ზრდილობა და თავაზიანობა სამაგალითოდ გამოდგება. მას შეუძლია საათობით გატაცებით ისაუბროს იმ საგნებზე, რომლებზეც ელემენტარული წარმოდგენა არ გააჩნია. ამ დროს იგი დეტალებზე არ შეჩერდება. წვრილმანებზე სხვა იტეხოს თავი.

ვერძში საოცრად არის შერწყმული რეალისტი და იდეალისტი. იშვიათად თუ ვისმე ძალუძს მისებრ გაუტეხელი და ძლიერი სულის დემონსტრირება. ამასთან, ცოტა თუ მოიძებნება ისეთისენტიმენტალური, პოეტური და სასწაულების მორწმუნე, როგორიც ვერძია. მარსის მფარველობაში მყოფი თავს დამარცხებულად არასოდეს აღიარებს, მაშინაც კი, როდესაც ეს აშკარაა. მათ სჯერათ ბედნიერი დასასრულის, სიყვარული იქნება ეს თუ ფეხბურთის მატჩი. ყოველთვის საკუთარი თავის იმედი უფრო აქვთ, ვიდრე სხვისი, წარმატების მოსვლას არ ელოდებიან, თვითონვე იბრძვიან მის მოსაპოვებლად. აი რატომ ვერ ნახავთ ვერძს ვერც მთხოვნელის როლში და ვერც უმუშევართა დახმარების სიებში. ბევრს მათი ასეთი ზეაქტიურობა არ ეპიტნავება, მაგრამ ვერძებმა თუ მოისურვეს, წყნარი , მშვიდი და სერიოზულიც შეუძლიათ იყვნენ. სამწუხაროდ ასეთ ვერძებს მხოლოდ სიმწიფის ასაკში თუ შეხვდებით.

ვერძის მოწოდება შემოქმედებითი სამუშაოა. მისი ორიგინალურობის, ენერგიის და ნებისყოფის გარეშე ბევრი პროექტი მთლიანად რეალიზებული ვერ იქნებოდა, ან სრულიად განსხვავებულ, ნაკლებ საინტერესო სახეს მიიღებდა.

ინდივიდუალურობის გამომჟღავნებაში ვერძს ვერავინ გაეჯიბრება. ჩვეულებრივ, მას საკუთარ თავზე და საქმეებზე ლაპარაკი უფრო სიამოვნებს, ვიდრე სხვებზე. გამონაკლისს მისი საყვარელი ადამიანები წარმოადგენენ. თუ ვერძის სიმპათია დაიმსახურეთ, ყველაზე ყურადღებით მოგისმენთ, განსაკუთრებით, თუ საუბრის თემა მისთვის რაიმე საინტერესოს და ახალს შეეხება. იგი ყოველთვის დაგიჭერთ მხარს, დიდსულოვნად შემოგთავაზებთ თავის დროს და მატერიალურ დახმარებას. თუ საავადმყოფოში მოხვდით, შესაძლოა დროც კი ვერ გამონახოს სანახავად, მაგრამ საუკეთესო კლინიკას გირჩევთ, თვითონ წაგიყვანთ და თავის პირად ექიმს გაგაცნობთ. თუ ვერძი ერთხელ დაგეხმარათ რთულ სიტუაციაში, მეორედ და მესამედაც უყოყმანოდ მხარში ამოგიდგებათ, მაგრამ ამისთვის მხურვალე მადლობის თქმა არ უნდა დაგავიწყდეთ, თორემ ვერძი თავისი ყურადღებისა და მზრუნველობის უგულვებელყოფას არ გაპატიებთ. იგი აღმერთებს ქველმოქმედებას და რაც უფრო მეტ სიკეთეს აკეთებს, თავს მით უფრო უკეთ გრძნობს. თუ თქვენი მადლიერება მისი ძალისხმევის ადექვატური იქნება, შემდგომშიც სიხარულით დაგეხმარებათ.

გულუბრყვილობასთან შერწყმული მისი საოცარი თავდაჯერებულობა ხშირად იმედგაცრუებითბოლოვდება, მაგრამ გულგატეხილობა დიდხანს არ გასტანს, გონს მალე მოვა და ახალ-ახალ თავგადასავლებს ახალი ენერგიით შეეგებება.

თუ ვერძს რაიმე სჯერა, მთელი სიცოცხლე ვერ გადაარწმუნებთ. თვალებს დაიბრმავებს და ყურებს ბამბით დაიხშობს, მაგრამ თვითონ უმალ შეუძლია აზრის შეცვლა ან სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება. აბა სცადეთ და დაუმტკიცეთ, რომ წუთის წინ იგი სულ სხვა აზრისა იყო – ვერც კი გაიხსენებს. ვერძის ნიჭი, წამში შეიცვალოს აზრი, ჭეშმარიტად ფანტასტიკურია. სწორედ ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომ ვერ ეგუება ვერძი იოლად ახალ გარემოსა და ადამიანებს. ვინც ეცდება ვერძს ნაჩქარევი დასკვნები გადაათქმევინოს, ამას იგი მხოლოდ დაბრკოლებად აღიქვამს და სინდიდის ქენჯნის გარეშე იცილებს ხელის შემმშლელს. განსაკუთრებით ვერ იტანს კონსერვატიულ ადამიანებს, რომლებიც თითოეულ სიტყვასა თუ საქციელს ზომავენ და წონიან. ვერძის მოსისხლე მტრები ყველაზე ხშირად სწორედ ისინი არიან.

ვერძი გარკვეულწილად დონ-კიხოტია, გაბედულად ებმება უსამართლობასთან ბრძოლაში, მაგრამ როგორც კი ბრძოლის ცეცხლი განელდება, კვლავ საყვარელ, მომღიმარე არსებად იქცევა. ვერძის ლითონი რკინაა, რომელიც თავის ნიშანს ქედუხრელობას და უზარმაზარ სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს, ათჯერ მეტს, ვიდრე სხვა ადამიანებს აქვთ.

ვერძი იშვიათად ხდება დიდი ქონების პატრონი, მაგრამ თუ მაინც გამდიდრდა, თავის სიმდიდრეზს ზედ არასოდეს დაჰკანკალებს. მთელ თავის საგანძურს სიახარულით გაუნაწილებს გაჭირვებულებს. სჯერა და მტიცედ არის დარწმუნებული, რომ “რასაცა გასცემ შენია”. ადამიანებისათვის სიხარულის მოტანა მისი ერთერთი მთავარი მისიაა. ვერძს ღრმად სწამს, რომ ცხოვრება სავსეა სასწაულებით და მას სიხარულით გაგინაწილებთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილიც იქნება.

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები:
ჰანს ქრისტიან ანდერსენი
იოჰან სებასტიან ბახი
ბისმარკი
მარლონ ბრანდო
ვინსენტ ვან გოგი
ფრანც იოსეფ ჰაიდნი
ჰარი გუდინი
არტურო ტოსკანინი
თომას ჯეფერსონი
ბეტ დევისი
სერგეი პროკოფიევი
ჯოზეფ პულიტცერი
სიმონა სინიორე
ნიკიტა ხრუშჩოვი
ჩარლი ჩაპლინი
  Forum: ასტროლოგია · Post Preview: #92393 · Replies: 602 · Views: 405,173

Surrealist
Posted on: Dec 17 2012, 11:57 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 16-December 12
From: მარსი
Member No.: 6,942


ვა ეგ არ ვიცოდი, დალინკე რა wub.gif მე Sigur Ros-ის ოფიციალური გვერდის მუდმივი სტუმარი ვარ, საშინლად მიყვარს, არაამქვეყნიური მუსიკაა, უკვე 2 წელია აქტიურად ვუსმენ და მუდმივად სიახლის მოლოდინში ვარ gul.gif
  Forum: აუდიოთეკა · Post Preview: #86858 · Replies: 6 · Views: 10,250

Surrealist
Posted on: Dec 17 2012, 03:48 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 16-December 12
From: მარსი
Member No.: 6,942



პროექტი Swod - შედგება ორი მუსიკოსისგან “Oliver Doerell” და “Stephan Wöhrmann”, რომლებიც ერთმანეთს 1991 წელს ბერლინში შეხვდნენ. “Oliver Doerell”-ი დუოს შემოქმედების ელეკტრონულ მხარეზეა პასუხისმგებელი, “Stephan Wöhrmann”-ი კი პიანისტია და ასევე ფლობს დასარტყამ ინსტრუმენტს. ისინი წერენ მუსიკას კინოსა და თეატრისთვის, თანამედროვე მუსიკაში ყველაზე ეფექტურად ახამებენ კლასიკას და ელექტრონიკას, რაც მათ შემოქმედებას უნიკალურ ჰარმონიულობას სძენს. “Oliver”-ი კიდევ ჩვენთვის ნაცნობი პროექტების “Raz Ohara and the odd orchestra” და “Dictaphone”-ის წევრიცაა. დღევანდელ დღეს ხელმისაწვდომია “Swod”-ის სამი ალბომი 2004 წლის “Gehen”, 2007 წლის “Sekunden” და 2011 წლის “Drei”. “Swod”-ი არ გამოირჩევა ხშირი კონცერტებით და ძირითადად გერმანიაში და რუსეთში უკრავენ. 2011 წლის 25 ნოემბერს გამოვიდა “Swod”-ის ახალი ალბომი “Drei”, რომელიც ჯგუფის პირველი ნამუშევარია 2007 წლის შემდეგ.
gul.gif gul.gif gul.gif


http://www.youtube.com/watch?v=KeAqgWMXyN8

http://www.youtube.com/watch?v=pb-KdtKjJ4M

http://www.youtube.com/watch?v=3NJ6peelKe0

http://www.youtube.com/watch?v=aT-V1n2pEgs

http://www.youtube.com/watch?v=yA0AEdTR3i8

http://www.youtube.com/watch?v=PC0_vSIWcYU

http://www.youtube.com/watch?v=p5c386JdVgo

http://www.youtube.com/watch?v=aeJF5xr-lIs
  Forum: აუდიოთეკა · Post Preview: #86846 · Replies: 0 · Views: 4,552

Surrealist
Posted on: Dec 17 2012, 03:32 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 16-December 12
From: მარსი
Member No.: 6,942


ბავშვობიდან ძველ კლასიკურ როკს ვუსმენ gul.gif drum.gif ბოლო 1 წელია ნელ-ნელა სხვა ჟანრებშიც განსაკუთრებული მუსიკის ძიება დავიწყე და ვპოულობ კიდეც. ერთ-ერთი საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩენა იყო Sigur Ros-ი gul.gif

http://www.youtube.com/watch?v=MBNFJ2AqYQI
  Forum: აუდიოთეკა · Post Preview: #86845 · Replies: 6 · Views: 10,250

Surrealist
Posted on: Dec 16 2012, 11:54 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 16-December 12
From: მარსი
Member No.: 6,942


Sigur Rós - ისლანდიური ჯგუფია, რომელიც ასრულებს ემბიენტისა და პოსტ-როკის ელემენტების მქონე მუსიკალურ კომპოზიციებს. ჯგუფი ჩამოყალიბდა რეიკიავიკში, 1994 წლის აგვისტოში. Vonlenska არის ისლანდიური ენის ჟღერადობის მსგავსი ენა, რომელსაც ჯგუფი საკუთარ სიმღერებში იყენებს. ამ ენაზე ნაწილობრივ ან მთლიანად სრულდება მათი კომპოზიციები.

ჯგუფის წევრები არიან :

იოუნ სოურ პირკისონი (Jón Þór Birgisson) - ვოკალი, გიტარა
გეორგ ჰოულმი (Georg Hólm) - ბას გიტარა
ქიარტან სვეინსონი (Kjartan Sveinsson) - კლავიშები, გიტარა
ორი პაუთლ ტირასონი (Orri Páll Dýrason) - დასარტყამი ინსტრუმენტები

ჯგუფის სახელი მომდინარეობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, იოუნსის უმცროსი დის, სიგურ როსის სახელიდან. ეს სახელი აღნიშნავს „გამარჯვების ვარდს“. გოგონა დაიბადა სწორედ იმ დღეს, როდესაც ბიჭებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი. მათ მოიპოვეს კონტრაქტი ლეიბლთან Bad Taste და, 1997 წელს გამოსცეს პირველი ალბომი Von (ისლ.:იმედი). 1998 წელს ჯგუფს შეუერთდა კიარტან სვეინსონი (კლავიშები). იგი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელსაც მუსიკალური განათლება და წარსული ჰქონდა. მას ეკუთვნის კოლექტივის კომპოზიციების ორკესტრირება. საერთაშორისო წარმატება Sigur Rós-მა მოიპოვა 1999 წლის სტუდიური დისკით Ágætis byrjun (ისლ.:კარგი დასაწყისი). ალბომის წარმატება შემდეგ წლებშიც გაგრძელდა. კრიტიკოსებმა მას უწოდეს ყველა დროის საუკეთესო ალბომი. გარკვეულწილად, წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა კომპოზიციამ "Njósnavélin", რომელიც მოხვდა ფილმში „ვანილის ცა“. მათი სტუდიური ალბომებია : Von Ágætis byrjun, Takk... Með suð í eyrum við spilum endalaust Valtari.

მოკლედ, ეს არის სასწაულებრივი მუსიკა, რომელიც სულ სხვა სიბრტყესა და განზომილებაში გადაგიყვანთ, უსმინეთ, შეიყვარეთ და შეიგრძენით სულ სხვა სამყარო Sigur Rós -თან ერთად gul.gif


http://www.youtube.com/watch?v=2cAxLZpelmQ

http://www.youtube.com/watch?v=wfJVAoTE2PI

http://www.youtube.com/watch?v=TCDGlGK2aaQ

http://www.youtube.com/watch?v=oN_Pr89B-jE

http://www.youtube.com/watch?v=mMYIuUe0BGw

http://www.youtube.com/watch?v=FgYfvD2-mDo

http://www.youtube.com/watch?v=tHabcP2CcGw

http://www.youtube.com/watch?v=sBubnbNFyW0

http://www.youtube.com/watch?v=OLMMOg-g2lo

http://www.youtube.com/watch?v=84i7zQ_ACnU

http://www.youtube.com/watch?v=QaIxnp4G84E

http://www.youtube.com/watch?v=RpKOawpMtsk

  Forum: აუდიოთეკა · Post Preview: #86819 · Replies: 6 · Views: 10,250


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 12:25 AM