Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ LSD

Posted by: Mel Jan 29 2014, 12:17 AM

გამარჯობა.. რა აზრის ხართ ამ ძლიერ ჰალუცინოგენზე?

ლსდ (ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი) LSD ნახევრად სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც აწარმოებენ აბების, კაფსულების ან სითხის სახით. მას ხშირად დებენ საშრობ ქაღალდზე, რომელიც იწოვს ნივთიერებას და ქუცმაცდება ისე, რომ ქაღალდის თითოეული ნაგლეჯი შეიცავს ერთ დოზას. LSD-ს ჟარგონული დასახელებები: მჟავა, ცისფერი სამოთხე, სიდი. LSD-ს ახდენს შემდეგი სახის ფიზიკურ ზემოქმედებას: - გუგების გაფართოვება; - სხეულის ტემპერატურის მატება; - გულისცემის გახშირება და წნევის აწევა; - ენერგიის მოჭარბება. LSD -ს ფსიქოლოგიური ზემოქმედება ვლინდება: - ვიზუალურ ჰალუცინაციებში; - სხვადასხვა მანიაში; - განწყობის ცვალებადობაში; - შიშის გრძნობასა და ნერვიულობაში.

LSD პირველად სინტეზირებული იქნა 1938 წელს. მრავალი წლის განმავლობაში უკიდურესი მაღალი ეფექურობის გამო მას იყენებდნენ მენტალური დარღვევების მექანიზმების შესწავლის დროს.
სინთეზური LSD-ს ჰალუცინოგენური თვისებები აღმოჩენილია შვეიცარიელი ქიმიკოსის ალბერტ ჰოფმანის მიერ 1943 წელს ერგოტის წარმოებულობის შესწავლისას. ჰოფმანის მიერ სესწავლილ 25 ნაერთს შორის მხოლოდ d-დიეთილამიდი დიზერგინის მჯავას გააჩნია ჰალუცინოგენური აქტივობა.

ვირთაგვებზე ცდების დროს ალბერტს შემთხვევით ხელზე დაებნა ლაპორატორიული ნივთიერების მცირე რაოდენობა, LSD-25 სწრაფად შეიწოვა კანიდან და ჰოფმანი იძულებული გახდა სასწრაფოდ შეეწყვიტა მუშაობა. აი როგორ აღწერს იგი საკუთარ შეგრძნებებს: “დაახლოებით 12 საათზე წავედი სახლში, ვგრძნობდი უჩვეულო გამოცოცხლებას, მსუბუქ თავბრუსხვევას. სახლში წამოვწექი და ჩავიძირე ძილზე სასიამოვნო მდგომარეობაში, გაძლიერებულ წარმოდგენებში. მდგომარეობა წააგავს ძილს. მე ვიწექი დახუჭული თვალებით და ვაკვირდებოდი, ჩემი ცნობიერების ჩვეული სახეები თანდათან როგორ გარდაიქმნებოდა ფანტასტიკური სურათების უჩვეულო ნაკადად, უჩვეულო გეომეტრიულ ფორმებად ნათელი კალეიდოსკოპიურობით”. ჰოფმანი მიხვდა, რომ მისი განცდილი წარმოდგენს ახალი რეაქტივის კანზე მოხვედრის შედეგს და გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს ვარაუდი.

პირველი ექსპერიმენტის დროს მან მიიღო 250მგ ნივთიერება(შარშია ამ დოზით 1 ბატალიონი ამაღლდება biggrin.gif). არნგარიშის ჯურნალში იგი აღნიშნავს: “გამოვლინდა თავბრუსხვევა, აგძნება და მოუსვენრობა, აღქმის დარღვევა, დამბლის სიმპტომები, სიცილის ძლიერი სურვილი, ხელახლა დაბადების შეგრძნება და ბედნიერება”. ამ მომენტში პრეპარატის მოქმედება იმდენად გაძლიერდა, რომ მეცნიერმა ვერ შეძლო წერის გაგრძელება. კვლევაში მონაწილე ასისტენტმა ჰოფმანი გააცილა სახლში. შემდგომი ანგარიში მან დაწერა უკვე ისტორიაში პირველი “LSD-ტრიპის” დამთავრების შედეგი: “სახლისაკენ მიმავალ გზაზე ჩემმა მდგომარეობამ მიიღო სახიფათო სახე. ყველაფერი რაც ხდებოდა ჩემი მხედველობის ველში, აღიქმებოდა როგორც მრუდე სარკეში არეკლილი. სახლში მისვლისას მე ძლივს ვთხოვე ასისტენტს გამოეძახა ექიმი… ამის შემდეგ ჩემს გარშემო არსებული გარემო შეიცვალა: ყველაფერმა ჩემს ოთახში მიიღო გროტესტიკული, შემაშინებელი ფორმა. ყველაფერი ტრიალებდა, ყველაფერი მუდმივად მოძრაობდა, ყველაფერი გახდა სულიერი. საგნები მოძრაობდა, თითქოს ყველაფერი შეიპყრო მოუთმენლობამ. ჩემმა მეზობელმა ქალმა მომიტანა რძე. იგი ძლივს ვიცანი. იგი უკვე აღარ იყო ქალბატონი არამედ გახდა ბოროტი ალქაჯი ფერად ნიღაბში. მისი გამოჩენის მომენტში მე შევშინდი და ვეცადე დავმალულიყავი საწოლის ქვეშ, მაგრამ საწოლმა არ შემიშვა…”
ამ ყველაფირს შემდეგ ჰოფმანმა აღნიშნა რომ მაინც მოეწონა LSD-ს ეფექტი.
პირველი ექსპერიმენტების შედეგებმა ალბერტს მისცა საფუძველი ევარაუდა, რომ პრეპარატს შესწევს უნარი შეარყიოს პაციენტის პიროვნების, მისი ცნობიერების დაცვითი მექანიზმები და არაცნობიერის ნაკადს მისცეს საშუალება შეაღწიოს ფსიქიკით კონტორლირებულ მიდამოში.


Posted by: narilla Jan 29 2014, 01:15 PM

hellllo.gif Mel

ზოგადად არ ვარ მომხრე ლაბორატორიულად გამოყვანილი ნარკოტიკის მოხმარების, რაც ხელოვნული და ადამიანის მიერ მიღებულია, ბევრი ნაკლი და "გვერდითი მოვლენა" შეიძლება აღმოაჩნდეს:

1) ყველა მომხმარებელზე ერთნაირად არ მოქმედებს: ზემოქმედება და ეფექტი სხვადასხვა ცნობიერების ადამიანზე, სხვადასხვაა. იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა განწყობა აქვს ნარკოტიკის მიღების მომენტში; რადგან ჰალუცინოგენია, ის შეგრძნებები და ის ემოციური მდგომარეობა, რაც მისი გასინჯვის დროს აქვს მომხმარებელს ძლიერდება; ეს რაც შეეხება მოხმარების მომენტში...
2) მოხმარების შემდგომ, LSD-მ რა კვალი შეიძლება დატოვოს ორგანიზმზე;
3) გასათვალისწინებელია LSD-ს სწორად მოხმარება, ანუ რა დოზა უნდა მიიღოს მომხმარებელმა, მით უმეტეს პირველ ჯერზე. ხშირად დოზის გადაჭარბების გამო ფიქსირდება სიკვდილი.

ნარკოტიკებს შორის არ ვიცი LSD მერამდენე ადგილი უკავია სიკვდილიანობის მხრივ.

Posted by: Mel Jan 29 2014, 02:38 PM

narilla

როგორც ვიცი ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს ძალიან.. LSD იწვევს ფსიქიურ აშილილობას, ფსიხოზს. გააჩია ადამინის სულიერ სტაბილურობას,ვისაც ისედაც მიდრეკილება აქვს დეპრესიებისკენ ერთჯერადი ხმარების შემდეგაც კი შიძლება სერიოზული ფსიქიური პრობლემბი დაეწყოს.
ფიზიკურად დამოკიდებული არ ხდები.. მართალია რომ ყველა მომხმარებელზე ერთნაირად არ მოქმედებს. არსებობს bad და good trip და ეს ალბათ შენზეა დამოკიდებული, ანუ რა განწყობით მიიღებ მას. ისე მე ჩემი განწყობით რო მივიღო დარხეული მაქვს smile.gif) biggrin.gif

რამდენიმე ვიდეო LSD ზე :

http://www.youtube.com/watch?v=X0gyqsPdWFE

http://www.myvideo.ge/?video_id=22918


Posted by: earth Jan 29 2014, 10:14 PM

მეც ვთვლი, რომ მისი გამოყენება არასასურველია. რაც არაბუნებრივია არ არის კარგი,–ასეთია ჩემში ფიქრი.
ასევე მისაუბრია ადამიანთან, ვისაც ხშირად გამოუყენებია ლსდ და თვლის რომ იყო შეცდომა, რადგან გახსენებაც კი ბევრი მომენტისა მასში ერთგვარ შიშს იწვევს. თავიდან შეიძლება საინტერესო მოეჩვენოს ყველას, ვფიქრობ ეს მხოლოდ ჰალუცინაციაა და მეტი არაფერი.
რაც შეეხება კანაფს,–არავითარი უარყოფითი ზემოქმედება არ აღნიშნულა და მკვლევარები სიკვდილიანობით კანაფს მე-14 ადგილზე ამბობენ.

Posted by: narilla Jan 29 2014, 11:08 PM

ჰალუცინოგენთა ჯგუფში შედის კაქტუსის ალკალოიდი ნივთიერება მესკალინი (რომელსაც "ჯადოსნურ სოკოებსაც" უწოდებენ). ის ბუნებრივი ნივთიერებისგან მიიღება და სხვადასხვა სახის რიტუალის დროს გამოიყენებოდა აბორიგენულ მონახლეობაში.

LSD-ს გამოყენების მიზანი რა არის? ცნობისმოყვარეობა? უჩვეულო განცდების დაჭერა, ჯერარგანცდილ მდგომარეობაში ყოფნა? რეალობიდან ამოვარდნა? ან ძველად რა იყო ნარკოტიკის მოხმარების მიზანი? მათ შორის მე დიდ განსხვავებას ვხედავ; არა მხოლოდ მიზანია სხვადასხვა, თვითონ ჰალუცინოგენების მიღებისა და დამზადების გზებიც შეიცვალა. ამ ორს შორის კი ბუნებრივი მაინც პირველ ადგილზე დგას, ვიდრე LSD.

რა არის მასში განსაკუთრებული? მისი გამოგონება შემთხვევითობის შედეგია, თუმცა იყო საზოგადოებისგან ამის შექმნის მოთხოვნილება, თუნდაც რომ გავიხსენოთ ჰიპების მოძრაობა, მათში ყველაზე გავრცელებული ნარკოტკული საშუალება ეგ იყო, მათ აიტაცეს პირველად და გამოსცადეს საკუთარ თავზე მისი "ავ-კარგი", თუ შეიძლება ასე ითქვას.

Posted by: narilla Jan 30 2014, 02:41 PM

საინტერესოა, biggrin.gif ადამიანს თუ შეუძლია ყოველგვარი დანამატებისა და მასტიმულირებელი საშუალებების გარეშე მიაღწიოს იმავე მდგომარეობას, რასაც ჰალუცინოგენის საშუალებით აღწევს? რახან ვიცავ ბუნებრიობის უპირატესობას smile.gif მოდი ისევ ამ პოზიციიდან შევაფასებ, დავუშვებ აზრს (და ვეთანხმები კიდეც), რომ არაფერია სამყაროში (ადამიანის გარეთ) ისეთი, რაც არ მოიპოვება ან რისი გამოწვევაც არ შეიძლება თვითონ ადამიანშივე. ამდენად, გვაქვს ადამიანის მიერ შექმნილი LSD? უნდა გვქონდეს, მისი მოხმარების შედეგად გამოწვეული ეფექტის ანალოგიური მდგომარეობა ოღონდ ბუნებრივ პირობებში - ადამიანის შინაგან სამყაროში. მგონია, რომ ადამიანის ცნობიერებას აქვს შესაძლებლობა ადამიანშივე გამოიწვიოს ფანტაზია, აღძრას წარმოსახვის ისეთი სფეროების სურათები, რომელიც სხვა სამყაროში გაიყვანს მას, ამისთვის კი შეიძლება მხოლოდ სურვილი, მონდომება და მხოლოდ "თვალების დახუჭვა" იყოს საკმარისი (ელემენტარული თვალების დახუჭვისასაც რამდენი რამ შეიძლება წარმოვიდგინოთ...). თუმცა ეს არჩევანია, LSD ალტერნატივა გამოდის. თუ მაინც და მაინც შემოქმედებითობა და წმინდა ტექნიკური კრეატივი უნდა ადამიანს (სწრაფად და ხარისხიანად) LSD ამის საშუალებას კი ნამდვილად აძლევს.

პრობლემა ჩნდება: ადამიანი ცდილობს რაღაცის სემცვლელი მოძებნოს... ყოველთვის. ბოლოს შეიძლება იქამდე მივიდეს საქმე, რომ ადამიანს დაეზაროს ადამიანობა და მისი ადგილი რობოტმა დაიკავოს, ადამიანზე უფრო სრულყოფილმა რობოტმა (თუ ასეთის შესაძლებლობას დავუშვებთ smile.gif ). ანალოგიურად, ადამიანს შეუძლია ფხიზელი გონებიტაც შექმნას მსგავსი რამ, რასაც LSD-ს ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას სექმნის.

მეორე პრობლემა: რომელი უფრო ფასეულია? ან სხვაგვარად როგორ დავსვა კითხვა, რომელი უფრო მისაღებია? პოეტი, რომლსაც პირობიტად მუზა ესტუმრება და საკუთარი შემოქმედებითი იმპულსების დაჭერას შეეცდება (ცნობიერების ნაკადს გაახმოვანებს) თუ LSD-ს მიიღებს და მისი ეფექტის საფარველქვეშ წერას შეუდგება? smile.gif

მივხვდი დაახლოებით რაზეც წერდი... wink.gif

Posted by: Mel Jan 30 2014, 03:03 PM

narilla


გეთანხმები ყველაფერში.. მაგრამ ! ადამიანს (მე(ც)) ურჩევნია ამ კონკრეტულ შემთხვევაში LSD გამოიყენოს, ვიდრე ბუნერბრივად, თვითონ მივიდეს იგივე შედეგებამდე, რასაც ეს ჰალუცინოგენი იწვევს smile.gif) უმოკლესი და უსწრაფესი გზა ურჩევნია.. თან ბუნევრივად მაგის დამუღამება არ გინდა ?! ნიძლავს დაგიდებ, ვერასოდეს შეძლებ biggrin.gif

Posted by: narilla Jan 30 2014, 05:52 PM

QUOTE(Mel @ Jan 30 2014, 03:03 PM) *
narilla
გეთანხმები ყველაფერში.. მაგრამ ! ადამიანს (მე(ც)) ურჩევნია ამ კონკრეტულ შემთხვევაში LSD გამოიყენოს, ვიდრე ბუნერბრივად, თვითონ მივიდეს იგივე შედეგებამდე, რასაც ეს ჰალუცინოგენი იწვევს smile.gif) უმოკლესი და უსწრაფესი გზა ურჩევნია.. თან ბუნევრივად მაგის დამუღამება არ გინდა ?! ნიძლავს დაგიდებ, ვერასოდეს შეძლებ biggrin.gif


ეე, ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მგონია რაღაც გაურკვეველი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვარ, ოღონდ არა ცუდი გაგებით, პირიქით, ძაან მაგარი შეგრძნებაა biggrin.gif ნარკოტიკული საშუალება არასდროს გამისინჯავს, მაგრამ ისიც საკმარისია, რასაც განვიცდი ხოლმე. არ ვიცი რა დავარქვა "სატორი" ალბათ ?!. smile.gif

Posted by: Lashapoli Jan 31 2014, 04:33 PM

თუ ვინმე მაშოვნინებს სიამოვნებით მოვიხმარდი რამოდენიმეჯერ........... თუ ვინმეს მოგეპოვებათ, ინფორმაცია აქვარ )))))

Posted by: Mel Feb 1 2014, 09:14 PM

Lashapoli


Black Market ვიცი, სანდო smile.gif

Posted by: Lashapoli Feb 2 2014, 05:51 AM

QUOTE(Mel @ Feb 1 2014, 09:14 PM) *
Lashapoli
Black Market ვიცი, სანდო smile.gif

PM biggrin.gif

Posted by: Simulated Feb 8 2014, 03:28 PM

pm ჩემთანაც whistling.gif whistling.gif

ვისაც არ გაუსინჯავს წინასწარ დასკვნებს ნუ მოყვება თუ როგორი მავნებელია.ნურც სხვის გამოცდილებას გაიზიარებს. იმიტომ რომ ამაზე დიდი სკოლა მე პირადად არ მიმიღია,ცხოვრებაში ერთხელ აბსოლიტურად ყველამ უნდა გასინჯოს ოღონდ შესაბამის დროს და ადგილას.

Posted by: ano Feb 8 2014, 04:32 PM

თუ გასინჯავთ დაწერეთ რას იგრძნბთ კოსმოსში თუ გახვალთ laugh.gif

Posted by: tikoroma Feb 8 2014, 08:05 PM

თუ კაი ადგილას მიდიხართ... sad.gif

Posted by: Lashapoli Feb 8 2014, 08:23 PM

ეჰ, ჯერ არაფერი სასიკეთო სიახლე მეგობრებო,თუ რამე ხოიც ყველაფერი თვქნთვის მინდა ))

Posted by: Mel Feb 8 2014, 08:57 PM

Lashapoli

დაჩალიჩდი რაც მოგწერე? : ))

Posted by: Lashapoli Feb 8 2014, 09:42 PM

QUOTE(Mel @ Feb 8 2014, 08:57 PM) *
Lashapoli

დაჩალიჩდი რაც მოგწერე? : ))

ვერ დავრეგისტრირდი მანდ :\

Posted by: earth Feb 8 2014, 11:13 PM

Simulated

QUOTE
ვისაც არ გაუსინჯავს წინასწარ დასკვნებს ნუ მოყვება თუ როგორი მავნებელია.ნურც სხვის გამოცდილებას გაიზიარებს. იმიტომ რომ ამაზე დიდი სკოლა მე პირადად არ მიმიღია,ცხოვრებაში ერთხელ აბსოლიტურად ყველამ უნდა გასინჯოს ოღონდ შესაბამის დროს და ადგილას.

მე კი ვფიქრობ ამ თემაშიც და ყველა თემაშიც ადამიანმა ის უნდა დაწეროს რასაც ფიქრობს. ესაა აზრი თავისუფალი.
ასევე თუ ვფიქრობ რომ მავნებელია დავწერ და წინ ვერავინ დამიდგება. სწორედ ესაა ფორუმი, განსხვავებული აზრების გამოთქმა.
მართალი და მტყუანი არსად არცერთ თემაში ალბათ არავინ იცის.

Posted by: Simulated Feb 9 2014, 01:07 AM

QUOTE(earth @ Feb 8 2014, 11:13 PM) *
Simulated

მე კი ვფიქრობ ამ თემაშიც და ყველა თემაშიც ადამიანმა ის უნდა დაწეროს რასაც ფიქრობს. ესაა აზრი თავისუფალი.
ასევე თუ ვფიქრობ რომ მავნებელია დავწერ და წინ ვერავინ დამიდგება. სწორედ ესაა ფორუმი, განსხვავებული აზრების გამოთქმა.
მართალი და მტყუანი არსად არცერთ თემაში ალბათ არავინ იცის.

აზრის კომპეტენტურობაზეა აქ საუბარი თორე წერე რამდენიც გინდა.

Posted by: earth Feb 9 2014, 08:54 AM

Simulated
smile.gif რაზეა ლაპარაკი, მიმტკიცებ ქიმიურად მიღებული შეიძლება კარგი იყოს ადამიანისათვის, მე კი ეს არ მჯერა.
რომელია ჩვენში მართალი ამას მომავალი გვიჩვენებს.
მე დავწერ იმიტომ რომ აქ რომ ახალგაზრდა შემოვა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებაში და ჯერ არ იცის რა არის კარგი და ცუდი ის ახალგაზრდა არ დადგეს მცდარ შეხედულებაზე.
გიფიქრიათ ამაზე?
იქნებ ეს თემა დაგვემალა ისე, რომ მხოლოდ ფორუმის წევრებმა წაიკითხონ?

Posted by: Mel Feb 9 2014, 12:09 PM

QUOTE
იქნებ ეს თემა დაგვემალა ისე, რომ მხოლოდ ფორუმის წევრებმა წაიკითხონ?


კრისტალს ბაზრობ :დ

Posted by: Mel Feb 9 2014, 12:10 PM

QUOTE
ეჰ, ჯერ არაფერი სასიკეთო სიახლე მეგობრებო,თუ რამე ხოიც ყველაფერი თვქნთვის მინდა ))


უადვილესია

Posted by: Simulated Feb 9 2014, 12:37 PM

QUOTE(earth @ Feb 9 2014, 08:54 AM) *
Simulated
smile.gif რაზეა ლაპარაკი, მიმტკიცებ ქიმიურად მიღებული შეიძლება კარგი იყოს ადამიანისათვის, მე კი ეს არ მჯერა.
რომელია ჩვენში მართალი ამას მომავალი გვიჩვენებს.
მე დავწერ იმიტომ რომ აქ რომ ახალგაზრდა შემოვა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებაში და ჯერ არ იცის რა არის კარგი და ცუდი ის ახალგაზრდა არ დადგეს მცდარ შეხედულებაზე.
გიფიქრიათ ამაზე?
იქნებ ეს თემა დაგვემალა ისე, რომ მხოლოდ ფორუმის წევრებმა წაიკითხონ?

მომავალმა უკვე გვიჩვენა.არვაპირებ პოლემიკაში შესვლას.

http://youtu.be/OpSLjdPiSH8 კარგი იქნება თუ ნახავ.

Posted by: JUST PROGRESS Feb 9 2014, 04:21 PM

მელ დავრეგისტრირდი ოღონდ დალშე რა ვქნა არ ვიცი smile.gif იქნებ დამაკვალიანო PM. smile.gif

Posted by: Lashapoli Feb 10 2014, 12:32 AM

ამასსაც უყურეთ!!!!!!!

https://www.youtube.com/watch?v=xZng1k73ih8

earth ნახე ეს დოკ. ფილმი

Posted by: earth Feb 10 2014, 08:14 AM

QUOTE
earth ნახე ეს დოკ. ფილმი

კარგი ვნახავsmile.gif

Posted by: Mel Feb 10 2014, 02:41 PM

JUST PROGRESS

ინტერნეტიდან რამე თუ გამოგიწერია, მიხვდები. თუ არა და გადამზიდ კომპანიებზე წაიკითხე..

Posted by: Simulated Feb 11 2014, 04:02 AM

http://fractalenlightenment.com/15605/spirituality/the-meaning-of-the-pineal-gland

Posted by: ano Feb 12 2014, 12:37 AM

QUOTE(Lashapoli @ Feb 10 2014, 12:32 AM) *
ამასსაც უყურეთ!!!!!!!

https://www.youtube.com/watch?v=xZng1k73ih8

earth ნახე ეს დოკ. ფილმი


კარგი ფილმია დიდია და ჯერ ბოლომდე არ მიყურებია

ანუ სული რას ნიშნავს მაგას შეიგრძნობენ

Posted by: Liri Dec 1 2016, 10:19 PM

გამარჯობა . უპირველესყოვლისა მინდა ავღნიშნო რომ ძალიან საინტერესო ფორუმი აღმოვაჩინე დღეს "თქვენი" სახით )) ამ თემაში იმიტომ ვწერ რომ პირველი რაც შემხვდა იყო ეს თემა კონკრეტულად. რაც შეეხება ლსდს უკუჩვენებებს, აქ ვიღაც დილეტანტები წერნდნენ რომ თურმე ქიმიური ნივთიერება ყოფილა და სწორედ ეს განაპირობებს უკუჩვენებებს . მაგრამ არა!! ქიმიური ნივთიერებები დღეს საკვებში უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ლაბორატორიებში. რომელი ფიქრობთ რომ დღეს რაიმე ნატურალური იყიდება ლეგალურ სუპერმარკეტებში??? ლსდ–ს უკუჩვენება განპირობებულია ცალკეული ინდივიდის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მოკლედ რომ ვთქვან ან ხარ მზად ან არ ხარ ! და დვურთავდი იმას რომ "უკუჩვენებაც" პროგრესული წინსვლაა , ამ პროცესით დგინდება ის რომ "პრობლემა" მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია და ლსდ ნათლად გაჩვენებთ ამ პრობლემებს ღრმა "თრიფებში". რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას , დიახ ზემოქმედებს , მაგრამ დაახლოებით ისეთივე შეფარდებით რამდენადაც შესაძლებელია იმოქმედოს 2გრამმა ცარცმა smile.gif გამოდის რომ ერთი ღერი სიგარეტი 12 000 ჯერ მეტ ზიანს იწვევს ვიდრე 200 მიკროგრამი "ალისა" ) დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ.


ეხლა მინდა მივმართო მას ვინც ეძებს და ვერ პოულობს ამ პრეპარატს. დღესდღეობით პრობლემას აღარ წარმოადგენს მისი შოვნა თბილისში. თუმცა მთლად თავზესაყრელადაც არ არის. მეტი მონდომება მეგობრებო )

Posted by: tikoroma Dec 3 2016, 12:55 AM

Liri

ციტატა(Liri @ 1st December 2016 - 10:19 PM) *
ქიმიური ნივთიერებები დღეს საკვებში უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ლაბორატორიებში. რომელი ფიქრობთ რომ დღეს რაიმე ნატურალური იყიდება ლეგალურ სუპერმარკეტებში??
ძლივს საღი აზრი biggrin.gif

ციტატა(Liri @ 1st December 2016 - 10:19 PM) *
ეხლა მინდა მივმართო მას ვინც ეძებს და ვერ პოულობს ამ პრეპარატს. დღესდღეობით პრობლემას აღარ წარმოადგენს მისი შოვნა თბილისში. თუმცა მთლად თავზესაყრელადაც არ არის. მეტი მონდომება მეგობრებო )

ლინკი დადე აბა laugh.gif

ციტატა(Liri @ 1st December 2016 - 10:19 PM) *
გამარჯობა . უპირველესყოვლისა მინდა ავღნიშნო რომ ძალიან საინტერესო ფორუმი აღმოვაჩინე დღეს "თქვენი" სახით ))

გაგიმარჯოს,
ძალიან საინტერესო ადამიანი შემოგვიერთდი.
რადგან შეხება გაქვს, იქნებ მოგვიყვე დაწვრილებით რა შედეგები მოაქვს მსგავს გამოცდილებას, რაში შეიძლება დაგვეხმაროს და ა.შ.
სინამდვილეში მე პირადად, არ ვიცი ბევრი მისი მოქმედების შესახებ.


Posted by: tikoroma Dec 3 2016, 12:56 AM

პირველ პოსტში აღწერილმა სიმპტომებმა ცოტა შემაშფოთა laugh.gif

Posted by: Liri Dec 3 2016, 01:46 AM

QUOTE(tikoroma @ Dec 3 2016, 12:55 AM) *
Liri
გაგიმარჯოს,
ძალიან საინტერესო ადამიანი შემოგვიერთდი.
რადგან შეხება გაქვს, იქნებ მოგვიყვე დაწვრილებით რა შედეგები მოაქვს მსგავს გამოცდილებას, რაში შეიძლება დაგვეხმაროს და ა.შ.
სინამდვილეში მე პირადად, არ ვიცი ბევრი მისი მოქმედების შესახებ.


გამარჯობა კიდევ ერთხელ. შეხება ამ ეტაპზე აღარ მაქვს . აღარ მაქვს იმიტომ რომ ჯერ ჯერობით არ მჭირდება, ლსდ არ არის "კაიფისთვის" განკუთვნილი, ჩემს შემთხვევაში თერაპია უფროა ( თუმცა ვისთვის როგორ ).
იცი, მე რაც არ უნდა ავხსნა და განვმარტო თუ რა შეიძლება შეცვალოს ლსდ–მ მაინც ვერ მივუახლოვდები იმას თუ რას ცვლის რეალურად. 7 ენა რომ მქონდეს მაინც ვერ შევძლებდი გადმოცემას, უბრალოდ ძალიან რთულია სამეტყველო ენით აღწერო თუნდაც ერთი თრიფი.
ღვთაებრიობა რომ დავარქვა , ვფიქრობ ასეთი განმარტებაც კი დაამახინჯებს მის განზომილებებს.
ეძებ "სიფხიზლეს"? smile.gif მიიღე.
თუმცა რეკომენდაციების გაწევა შემიძლია გარემოს თვალსაზრისით თუნდაც. ასევე მუსიკა დიდ ზემოქმედებას ახდენს. დასაწყისისთვის მსგავს წვრილმანებზე გამახვილდეს ყურადღება სასურველია. მიწიერი კომფორტი აუცილებელია იმისთვის რომ თრიფის დროს დისკომფორტი არ განიცადო.

მოკლედ... ვგრძნობ რომ უკვე ვამახინჯებ ყველაფერს სიტყვით.
ყველაზე მნიშნელოვანი ის რომ მიღების შემდეგ დღეების მანძილზე აღქმა რჩება ახლებური, თითქოს აქამდე გეძინა და გაიღვიძე.
უბრალოდ ეხლა ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, ნურავის მოუსმენთ. გაინტერესებს? გინდა? მოიპოვე, მიიღე. მეტი არაფრის თქმა შემიძლია... საშიში არაფერია, არავინ დაგაშინოთ. ჯანმრთელობას მინიმალურად ეხება, ბოლოსდაბოლოს სიკვდილიანობა 0 აქვს სტატისტიკურად.
მაგრამ იმასაც ვიტყოდი, რომ ვიცოდე ლსდ 5 წელს ჩამომაკლებს , მაინც მივიღებდი smile.gif


პ.ს. ლინკი არ არსებობს. არსებობს სხვა მეთოდები smile.gif შევეცდები დავაზუსტო, თუ ვინმეს ექნება სურვილი. მზად ვარ "დახმარებისთვის"

Posted by: tikoroma Dec 3 2016, 06:44 PM

Liri
ერთ-ერთ ეგეთ საშუალებაზე თქვეს, რომ მსგავს რაღაცას განახებს, რაც შეიძლება სიკვდილის დროს დაინახო და წინასწარ შეგუება-შეცნობასავითააო და რამე ასეთი კვალიფიკაცია თუ შეიძლება მივაიჭოთ.
თორემ მნიშვნელოვან რამეებს მედიტაციისას და სიზმარშიც ვხედავ ხოლმე/.

მსგავსი აღწერა მსმენია "სამადჰის" დროსაც.

smile.gif

პ.ს. ლინკზე ვიხუმრე :დ

Posted by: Liri Dec 4 2016, 12:53 AM

QUOTE(tikoroma @ Dec 3 2016, 06:44 PM) *
Liri
ერთ-ერთ ეგეთ საშუალებაზე თქვეს, რომ მსგავს რაღაცას განახებს, რაც შეიძლება სიკვდილის დროს დაინახო და წინასწარ შეგუება-შეცნობასავითააო და რამე ასეთი კვალიფიკაცია თუ შეიძლება მივაიჭოთ.
თორემ მნიშვნელოვან რამეებს მედიტაციისას და სიზმარშიც ვხედავ ხოლმე/.

მსგავსი აღწერა მსმენია "სამადჰის" დროსაც.

smile.gif

პ.ს. ლინკზე ვიხუმრე :დ


გასაგებია, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ჯერ სიცოცხლის არსი "გვესწავლა" და სიკვდილზე მერე გვეფიქრა, ან არც გვეფიქრა smile.gif ბიოლოგიური სხეული მხოლოდ სკაფანდრია, რეალურად სიკვდილიც არ არსებობს, აი ამას კი შეგაცნობინებს ალისა smile.gif

ან თუ მაინცდამაინც რეინკარნაციული ჰიპოთეზების ინტერესი გაქვს , თუნდაც იმის რომ სიკვდილი შეიცნო , ქლოროტროპული სუნთქვის მეთოდზე მოიძიე ინფორმაცია, ინტერნეტში საკმაოდ ბლომად დევს და საკმაოდ მარტივი პრაქტიკაც არის.
ამ მეთოდით არამარტო სიკვდილს, საკუთარ დაბადებამდე არსებულ განზომილებებსაც შეიცნობ, საკუთარი ცალკეული ცნობიერების ( სხეულის გარეშე ) მდგომარეობებს.
მე ეხლა ისე გამომდის რომ პროპაგანდას ვეწევი თითქოს ლსდს. უბრალოდ დიდი სურვილი მაქვს გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ დ ე თ !
ამპარტავნებაშიც ნუ ჩამომართმევთ.


Posted by: Liri Dec 4 2016, 12:58 AM

აქ ვიდეოს დადება არის შესაძლებელი? თუ არის მასწავლეთ როგორ დავდო

Posted by: ichi Dec 4 2016, 11:45 AM

Liri

QUOTE(Liri @ 4th December 2016 - 12:53 AM) *
მე ეხლა ისე გამომდის რომ პროპაგანდას ვეწევი თითქოს ლსდს. უბრალოდ დიდი სურვილი მაქვს გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ დ ე თ !

ჩემი აზრით გარეგანი პრეპარატებით გამოწვეული გამოფხიზლება უმეტეს ჩემთხვევაში ადამიანს დამოკიდებულს ხდის ამ ნივთIერებაზე. შეიძლება არსებობენ მაღალი ცნობიერების ადამიანები ვინც არ ხდება დამოკიდებული, მაგრამ უმეტეს შემთხევაში ეს მდგომარეობა მგონია რომ აჯადოვებს ადამიანს, ყველაფერს რომ თავი დაანებო, რა ურჩევნის ნუგზარის, კვირაში 5ჯერ იყოს ოფისში და ისმინოს ათასი სისულელე, თუ მიიღOს ლსდ და გადაცუროს იქ სადაც კარგად გრძნობს თავს? ჩემმა მეგობარმა პირველად რომ მიიღო ლსდ, მეორე დღეს 30 წუთი ლაპარაკობდა ვერ გავაჩერეთ, რო ვცეკვავდი სიგარეტი მთხოვა ერთმაო და მაგრად გამიტყდაო, იმიტომ რომ არავინ არ მჭირდებოდა საერთოდო, რო გელაპარაკებიან ძაან მოსაწყენი გგონია ამათი ლაპარაკიო და ა.შ. დასკვნა ის იყო რომ ფულს სესხულობდა და ყიდულობდა ლსდ-ს იმიტომ რომ ის მდგომარეობა რომ ნახა, მე მგონია რაღაც სამუდამოდ შეეცვალა ტვინში, ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი. მე არათუ ლსდ-ზე, მანაგუა დალეულზე ჩემ მეგობარს აღვიქვავდი როგორც ხვლიკს, ოღონდ 100% ხვლიკი იყო და მელაპარაკებოდა, ვერ გეტყვი რა მჭირდა, უმაგრესი რაღაც იყო, ხვლიკი მელაპარაკებოდა რაღაცეებს და ვერ გავიგე რა ხდებოდა ჩემს თავს, კარგი ის მაქ რომ შიში არ ვიცი მაგ დროს, პირიქით მაქსიმალურად "ვირგებ". მიუხედავად ამისა გადავწყვიტე აღარ დავლიო საერთოდ, იმიტომ რომ ან შინაგანად შენ თვითონ ან "რაღაც" მოახდენს გამოფხიზლებას, ან უნდა სდიო ხან ლსდ-ს ხან დექსტრომეტორფან-ს ხან იმას ხან ამას და უმაგისოდ ვერ იქნები "ხოდზე" ამიტომ გასინჯვით ალბათ გავსინჯავ, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება პრეპარატებთან ურთიერთობას. დექსტრომეტორფანი არის ნარკოტიკული ნივთერება, რომელიც გაკარგვინებს ყოველგვარ შიშს-უხერხულობას-ეჭვებს და ა.შ. რომ დავლიე მივხვდი რომ რეალურად უამრავი შიშები გვაქვს, ისეთებიც რომელიც არ ვიცით, ბავშობიდან ჩადებული უამრავი არასაჭირო "პროგრამა" და ა.შ. ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს ნივთერება შეიძლება დაეხმაროს ადმაიანს ამის დანახვაში და ეს რა თქმა უნდა ძაან მაგარია, მაგრამ ისეთებიც ვიცი ყოველ კვირა რომ იღებდნენ მაგას, მე ერთხელ მივიღე და მოვრჩი. ლსდ-ს რა თრიფები აქვს? ანუ ყველას ერთი აქვს, თ სხვადასხვა? რას განიცდი? რა ემართბე შიშს-დაძაბულობას-უხერხულობას, რის ხარჯზე გრძნობ თას კარგად? მე დავინახე რომ ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის ბედნიერება და რაც ამას გვართმევს არის საკუთარი თავივე, იმიტომ რომ ვერ ვაცნობიერებთ ამდენ პროგრამას, თორემ ლსდ-ც, კოკაინიც,ჰეროინიც, მარიხუანაც და ყველაფერი არის 0 იმასთან რისი გაკეთებაც ტვინს და ცნობიერებას შეუძლია, დარწმუნებული ვარ ამაში 100%.

Posted by: tikoroma Dec 4 2016, 03:34 PM

Liri

ციტატა(Liri @ 4th December 2016 - 12:58 AM) *
აქ ვიდეოს დადება არის შესაძლებელი? თუ არის მასწავლეთ როგორ დავდო

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=921&view=findpost&p=109435

ამ პოსტშია აღწერილი, როგორ დადო ვიდეო

Posted by: tikoroma Dec 4 2016, 03:35 PM

Liri
ჰოლოტროპულის და სხვადახვა მედიტაციების გამოცდილება მაქვს. ე.ი. მსგავსია მაინც ერთმანეთის, გააჩნია რა გჭირდება smile.gif

Posted by: David Monny Dec 5 2016, 01:07 PM

ფორუმელებს თუ ვინმეს გაქვთ კოკაინის ან ლსდ_ს "პადძეშკა" გამასინჯეთ, ძალიან მინდა. არ გამისინჯავს არასდროს არც ექსტაზი. ერთად ერთი ალკოლოიდებიდან მხოლოდ ალკოჰოლი და კანაბისის მომხმარებელი ვიყავი. მარიხუანას 23 წლამდე აქტიურად მოვიხმარდი ყველა "პოზაში". საჭმელად, (კაშა), სასმელად (მანაგუა) და ა.შ. აღარ ვეწევი არც სიგარეტს და არც მარიხუანას, არც სხვა მოსაწევ საშალებებს; აღარც ვაპირებ პილტვებში კვამლის შეშვებით ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას. ამიტომ მაინტერესებს კოკაინი და LSD biggrin.gifდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

Posted by: tikoroma Dec 5 2016, 05:50 PM

David Monny
ერთ საკანში მაიცნ ჩაგვსვამენ ფორუმელებს, რომ ბრძნული საუბრებით გავერთოთ ხოლმე biggrin.gif
ასე ღიად ვინ რა უნდა გაგასინჯოს, არ გამოეხმაურო, თუ რამე შემოგთავაზეს. მიცლილი პოლიციელი იქნება ვინმე

Posted by: David Monny Dec 5 2016, 06:49 PM

tikoroma
კაი კოკაინზე არ გამომეხმაუროთ და ლსდ_ზეც იჭერენ? აბა დეკრიმინალიზაციაააო?

Posted by: earth Dec 7 2016, 09:50 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 5th December 2016 - 06:50 PM) *
ერთ საკანში მაიცნ ჩაგვსვამენ ფორუმელებს, რომ ბრძნული საუბრებით გავერთოთ ხოლმე

laugh.gif laugh.gif laugh.gif

Posted by: earth Dec 7 2016, 09:51 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 4th December 2016 - 12:45 PM) *
ჩემი აზრით გარეგანი პრეპარატებით გამოწვეული გამოფხიზლება უმეტეს ჩემთხვევაში ადამიანს დამოკიდებულს ხდის ამ ნივთIერებაზე. შეიძლება არსებობენ მაღალი ცნობიერების ადამიანები ვინც არ ხდება დამოკიდებული, მაგრამ უმეტეს შემთხევაში ეს მდგომარეობა მგონია რომ აჯადოვებს ადამიანს, ყველაფერს რომ თავი დაანებო, რა ურჩევნის ნუგზარის, კვირაში 5ჯერ იყოს ოფისში და ისმინოს ათასი სისულელე, თუ მიიღOს ლსდ და გადაცუროს იქ სადაც კარგად გრძნობს თავს? ჩემმა მეგობარმა პირველად რომ მიიღო ლსდ, მეორე დღეს 30 წუთი ლაპარაკობდა ვერ გავაჩერეთ, რო ვცეკვავდი სიგარეტი მთხოვა ერთმაო და მაგრად გამიტყდაო, იმიტომ რომ არავინ არ მჭირდებოდა საერთოდო, რო გელაპარაკებიან ძაან მოსაწყენი გგონია ამათი ლაპარაკიო და ა.შ. დასკვნა ის იყო რომ ფულს სესხულობდა და ყიდულობდა ლსდ-ს იმიტომ რომ ის მდგომარეობა რომ ნახა, მე მგონია რაღაც სამუდამოდ შეეცვალა ტვინში, ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი. მე არათუ ლსდ-ზე, მანაგუა დალეულზე ჩემ მეგობარს აღვიქვავდი როგორც ხვლიკს, ოღონდ 100% ხვლიკი იყო და მელაპარაკებოდა, ვერ გეტყვი რა მჭირდა, უმაგრესი რაღაც იყო, ხვლიკი მელაპარაკებოდა რაღაცეებს და ვერ გავიგე რა ხდებოდა ჩემს თავს, კარგი ის მაქ რომ შიში არ ვიცი მაგ დროს, პირიქით მაქსიმალურად "ვირგებ". მიუხედავად ამისა გადავწყვიტე აღარ დავლიო საერთოდ, იმიტომ რომ ან შინაგანად შენ თვითონ ან "რაღაც" მოახდენს გამოფხიზლებას, ან უნდა სდიო ხან ლსდ-ს ხან დექსტრომეტორფან-ს ხან იმას ხან ამას და უმაგისოდ ვერ იქნები "ხოდზე" ამიტომ გასინჯვით ალბათ გავსინჯავ, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება პრეპარატებთან ურთიერთობას. დექსტრომეტორფანი არის ნარკოტიკული ნივთერება, რომელიც გაკარგვინებს ყოველგვარ შიშს-უხერხულობას-ეჭვებს და ა.შ. რომ დავლიე მივხვდი რომ რეალურად უამრავი შიშები გვაქვს, ისეთებიც რომელიც არ ვიცით, ბავშობიდან ჩადებული უამრავი არასაჭირო "პროგრამა" და ა.შ. ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს ნივთერება შეიძლება დაეხმაროს ადმაიანს ამის დანახვაში და ეს რა თქმა უნდა ძაან მაგარია, მაგრამ ისეთებიც ვიცი ყოველ კვირა რომ იღებდნენ მაგას, მე ერთხელ მივიღე და მოვრჩი. ლსდ-ს რა თრიფები აქვს? ანუ ყველას ერთი აქვს, თ სხვადასხვა? რას განიცდი? რა ემართბე შიშს-დაძაბულობას-უხერხულობას, რის ხარჯზე გრძნობ თას კარგად? მე დავინახე რომ ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის ბედნიერება და რაც ამას გვართმევს არის საკუთარი თავივე, იმიტომ რომ ვერ ვაცნობიერებთ ამდენ პროგრამას, თორემ ლსდ-ც, კოკაინიც,ჰეროინიც, მარიხუანაც და ყველაფერი არის 0 იმასთან რისი გაკეთებაც ტვინს და ცნობიერებას შეუძლია, დარწმუნებული ვარ ამაში 100%.

 

ძალიან კარგად თქვი, ამიტომაც ვაკოპირებ.

Posted by: დათო. Dec 10 2016, 11:26 PM

David Monny

გამარჯობა.
რაკი ყოველმხრივ მოგიხმარია კანაფი, კითხვა მაქვს:
რომლის ზემოქმედებას მეტად ამჯობინები და თუკი ახასიათებს მკვეთრი სხვაობა ჩვეულებრივი მოხმარებისგან, მოწევისგან, რა სახისაა ეს?

QUOTE(David Monny @ 5th December 2016 - 06:49 PM) *
კაი კოკაინზე არ გამომეხმაუროთ და ლსდ_ზეც იჭერენ? აბა დეკრიმინალიზაციაააო?


როგორც ვიცი, კანანონი თანდათანობით, დროდადრო მსუბუქდება კანაფის მიმართ, თუმცა არა LSD-ს შემთხვევაში, დაჭერით კი, როგორც მსმენია, იჭერენ.

Posted by: FERRE Dec 12 2016, 08:39 PM

Mel
Lashapoli
თუ კაი საქმეზე მიდიხართ მეც წამიყვანეთ )))

Posted by: Liri Dec 15 2016, 10:08 PM

ლსდზე დაგიჭერენ თუ გიპოვეს, მერე თუ გაშიფრეს რა არის ) ამოგდებით არ აგდებს ნარკოლოგიურში.

Posted by: David Monny Dec 16 2016, 04:32 PM

დათო.

QUOTE(დათო. @ 10th December 2016 - 11:26 PM) *
რაკი ყოველმხრივ მოგიხმარია კანაფი, კითხვა მაქვს:
რომლის ზემოქმედებას მეტად ამჯობინები და თუკი ახასიათებს მკვეთრი სხვაობა ჩვეულებრივი მოხმარებისგან, მოწევისგან, რა სახისაა ეს?


გაგიმარჯოს. სითხის სახითაც და საჭმელის სახითაც მოქმედება იგივეა იმ განსხვავებით, რომ უფრო დიდხანს გრძელდება მაგალითად 6 და მეტი საათი და თან მდგომარეობა ინტენსიურია. უფრო ძლიერმოქმედია ვიდრე მოწევის შედეგად. დანარჩენი განსხვავება არ არის

Posted by: David Monny Dec 16 2016, 04:50 PM

დათო.


მარიხუანა შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს C21H30O2 ეს არის ქიმიური ფორმულა. ეს იწვევს ნარკოტიკულ თრობას. THC ინგლისური აბრევიატურაა და ТГК რუსული. რაც უფრო მეტია THC მარიხუანაში, მით უფრო ძლიერი მოქმედებაა აქვს. მანაგუაში რადგან ის მოხარშული კანაფია, THC შემცველობა გაცილებით ბევრია, ვიდრე კვამლში. ასევე (კაშა). ზემოქმედება კი THC ერთი და იგივე აქვს. იგი სხვა რამეს არ შეიცავს, მხოლოდ THC იწვევს თრობას

Posted by: დათო. Dec 18 2016, 01:58 PM

David Monny

ესე იგი, კაშა და მანაგუას შემთხვევაში, THC-ის რაოდენობა აბსოლუტურად იდენტურია?
საშუალოდ მომხმარებელი ვარ კანაფის და იმდენად ჰიპერმგრძნობიარე ორგანიზმი მაქვს, 6 საათი ან მეტი, ისედაც მიგრძელდება.
როცა ჩამივარდება ხელთ ჩვეულებრივზე მცირე რაოდენობა, ორივეს ვცდი.
გმადლობ, ინფორმირებისათვის.

Posted by: David Monny Dec 18 2016, 02:31 PM

დათო.

QUOTE(დათო. @ 18th December 2016 - 01:58 PM) *
ესე იგი, კაშა და მანაგუას შემთხვევაში, THC-ის რაოდენობა აბსოლუტურად იდენტურია?


მანაგუაში უფრო მეტია, აი როგორც გამოწურულ ვაშლის წვენში უფრო ბევრია ვთქვათ რკინა, ვიდრე ვაშლი რო ჭამო. სითხეში ყოველთვის უფრო მეტია ხოლმე რაიმე ნივთიერების კონცენტრირება. ამიტომ მანაგუა უფრო ძლიერმოქმედია ვიდრე კაშა. დოზირებას რაც შეეხება მანაგუას 70-100 გრამამდე ვსვამდი თავიდან, მაგრამ მერე 50 გრამზე ჩამოვედი, რადგან ძალიან ძლიერმოქმედია. იყო შემთხვევები 6 საათზე მეტ ხანს გრძელდება თრობა; უშუალოდ პრიხოდს რომ ეძახიან ანუ ზემოქმედების პიკი, 4 საათი გრძელდება. მანაგუა არ უნდა დამზადდეს ისეთი მარიხუანასგან, რომლის 1 სიგარეტი "აბოლებს" 2-ზე მეტ ადამიანს. ანუ უნდა იყოს ე.წ. "ტრუხა" პლანი, არ უნდა იყოს ძლიერ მოქმედი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დალიო 20 გრამი მაქსიმუმ. საერთოდ არავითარ რეკომენდაციას არ ვუწევ მანაგუას, რადგან ნაღველზე და ღვიძლზე ძალიან ცუდად მოქმედეს ხანგრძლივი მოხმარება.

მეც ჰიპერმგრძნობიარე ვარ თითქმის ყველა ნარკოტიკული საშუალებების მიმართ გარდა ალკოჰოლისა. კოფეინი და ტაურინი უფრო ძლიერ მოქმედებენ ჩემზე ვიდრე ალკოჰოლი. არ ვსვამ ყავას და ენერგეტიკულ სასმელებს. მარუხუანას მიღების ჩემთვის იდეალური ვარიანტია, საწუწნი კამფეტი ან შოკოლადი, რომელსაც საქართველოში ვერ იშოვი სამწუხაროდ.

Posted by: დათო. Dec 18 2016, 06:47 PM

David Monny

გასაგებია.
რაკი ჩემთვის, ჯამრთელი პრიორიტეტულია – თანაც, იმდენად, რომ ალკოჰოლს, კოფეინის თითქმის არ ვეკარები – ერთეული შემთხვევების გარდა, არ ვცდი.
ალკოჰოლს რაც შეეხება, როგორც ყველაფრის მიმართ, მის მიმართაც მსგავსი ჰიპერმგრძნობიარობა მახასიათებს, უბრალოდ, საჩემო არ არის, ასე ვთქვათ, და ვერ შედის ჩემს დოპინგთა სიაში.
კვლავ დიდ მადლობას მოგახსენებ.

Posted by: Mel Dec 22 2016, 10:21 PM

ვაჰ, ისევ აქტუალური ყოფილა ეს თემა , გამიხარდა biggrin.gif

ამ პოსტის გახსნის მიზანი იყო ის , რომ გამეგო თქვენი აზრი, გამეცნო ლსდ და მეტი ინფორმაცია მქონოდა მასზე. სხვადასხვა წყაროდან გაგებული ინფორმაცია არ მაკმაყოფილებდა და თან ფორუმელთა აზრიც მაინტერესებდა.

მოკლედ, მანამ ვერ ვხვდებოდი იმ "მოგზაურობებს" რასაც ხალხი წერდა ინტერნეტში სანამ მე თვითონ არ გამოვცადე. ეს არის სასწაული, სულ სხვანაირი, " კაშკაშა " თვალით დანახული სამყარო. ისეთ რაღაცებზე ვფიქრობდი, ნეტა პასტა-ფურცელი მქონოდა და ჩამეწერა biggrin.gif მუსიკის ყველა ელემენტი მესმოდა, ყველა ქვეხმა რაც დამალული იყო და რასაც ფხიზელზე ვერ გაიგებ, დჯ ის მთლიანი შრომა ჩანდა !! წარმოიდგინეთ დჯ თავის ნებაზე გათამაშებთ.. პირველად როცა მივიღე მინდოდა მუსიკა დამთავრებულიყო, ვეღარ ვძლებდი, ლამის გავრეკე და ის კიდე ურტყამდა და ურტრყამდა biggrin.gif მატრიალა, მახეთქავა აქეთ იქით !

რაც შეეხება ვიზუალებსა და ჰალუცინაციებს, მეგონა ზღვის ქვეშ ვიყავი და ხელებს ვიშვერდი მაღლა , ამოცურვა მინდოდა.. ფერები სასწაული !! ყველაფერი ლამაზია ირგვლივ, ნათელი, კაშკაშა ფერები.. ცოტა ბედ თრიფიც მქონდა, საკუთარ ხელებს რო ვუყურებდი თითები საშინლად იკლაკნებოდნენ და ა.შ. ერთმა სიგარეტი მთხოვა და გაიარა, მე კიდე სახე გამიშტერდა დავუყურებდი, კადრი ჩამრჩა მაგრამ ის იქ აღარ იდგა. მერე დამწვრის სუნი მეცა, მერე მეგონა ცეცხლი წამეკიდა და ეს ცეცხლი ყველას გადაედო, იქაურობა აფეთქდა და ბოლოს როგორ გავყავდი საკაცით სასწრაფოდ მაგასაც კი ვხედავდი. მეგონა რო ყველაფერს გვიან აღვიქვამდი და რაღაც მოვლენები უკვე მომხდარი იყო, ასე რომ მინდოდა გამოვფხიზლებულიყავი, მაინტერესებდა რეალურად სად ვიყავი biggrin.gif

კიდე 1000 რამის დაწერა შეიძლება, უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოსცემ ეს რა არის. happy trip my friends smile.gif

Posted by: tikoroma Dec 25 2016, 03:03 PM

ციტატა(Mel @ 22nd December 2016 - 10:21 PM) *
მეგონა რო ყველაფერს გვიან აღვიქვამდი და რაღაც მოვლენები უკვე მომხდარი იყო,

ეს ნაღდია biggrin.gif

Posted by: Mel Dec 25 2016, 07:13 PM

QUOTE(tikoroma @ Dec 25 2016, 03:03 PM) *
ეს ნაღდია biggrin.gif



Do you know that feeling bro ? biggrin.gif

Posted by: Liri Dec 27 2016, 02:31 AM

QUOTE(Mel @ Dec 22 2016, 10:21 PM) *
ვაჰ, ისევ აქტუალური ყოფილა ეს თემა , გამიხარდა biggrin.gif

ამ პოსტის გახსნის მიზანი იყო ის , რომ გამეგო თქვენი აზრი, გამეცნო ლსდ და მეტი ინფორმაცია მქონოდა მასზე. სხვადასხვა წყაროდან გაგებული ინფორმაცია არ მაკმაყოფილებდა და თან ფორუმელთა აზრიც მაინტერესებდა.


აქტუალური კი არის, თეორიულ დონეზე ) ისე რასაც გადავხედე დილეტანტები არიან 99 %... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ))

Posted by: John Dee Jan 4 2017, 03:09 AM

უფრო ძლიერი დმტ მიჯობს. ისე ყველანაირი ფსიქოდელიური მოგზაურობების მოხრე ვარ.

განსაკუთრებიტ აიოვასკა.


სოკოები არ გამისინჯავს და მაინტერესებს.

ზოგადად ჩვეულებრივი ადამიანისთვის ცნობიერის გააზრება, ასტრალი-კოსმოსი-ტირე ზე ცნობიერტან კავშირი პსიქოდელიკების გარეშე, განსაკუთრებით დმტ შემცველი ფსიქოდელიკების გარეშე ძალიან ძალიან ძნელი მგონია

Posted by: Mel Jan 10 2017, 01:31 PM

ეჰ, აიოვასკა და დმტ მეც ძაან მაინტერესებს მაგრამ სადაა მაგის ფუფუნება sad.gif

Posted by: Liri Jan 12 2017, 10:53 PM

QUOTE(Mel @ Jan 10 2017, 01:31 PM) *
ეჰ, აიოვასკა და დმტ მეც ძაან მაინტერესებს მაგრამ სადაა მაგის ფუფუნება sad.gif



ლსდ–ს ფუფუნება ხო არის smile.gif


Posted by: John Dee Feb 2 2017, 03:10 AM

QUOTE(Mel @ Jan 10 2017, 01:31 PM) *
ეჰ, აიოვასკა და დმტ მეც ძაან მაინტერესებს მაგრამ სადაა მაგის ფუფუნება sad.gif

დმტ ს ფუფუნებაც არის არაა ძნელი საშოვნი

Posted by: kkaatt Apr 7 2019, 10:02 AM

QUOTE(Liri @ Dec 27 2016, 03:31 AM) *
აქტუალური კი არის, თეორიულ დონეზე ) ისე რასაც გადავხედე დილეტანტები არიან 99 %... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ))

ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო სანამ დალევ თან ძალიან.ფსიქოლოგიურად თუ მზად ხარ და მარტო კაიფი გინდა მაშინ კაიფის ფეიერვერკია პირდაპირი გაგებით.არ მიაქციო ყურადღება რაც შენს გარშემო ხედავ და გახსოვდეს რომ კაიფში ხარ ..

Posted by: jarmen May 7 2019, 05:59 PM

https://youtu.be/f22z02qlLes ამ აუდიოწიგნში სულიერი სწავლებების 28 წლიანი სტაჟის მიმდევარი ყვება საკუთარ ისტორიას, მათ შორის ეხება ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ფსიქოდელურ საშუალებებს. ემდიემეი, ექსტაზი, სოკო...

Posted by: Worldabove Dec 6 2023, 12:29 PM

საერთოდ მიკვირს რატომ იღებენ ადამიანები ამ საშუნელებებს. რატომ უნდა შესწირო შენი ცხოვრება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა წამიერ სიამოვნებას.

Posted by: earth Dec 6 2023, 08:05 PM

Worldabove
ალბათ ძიება იმისა, რომ ამ გზით შეიძლება რამე ნახონ, რამე უცნაური. სინამდვილეში ბინდი მოიცავთ, სინამდვილეში კეტავენ ინფორმაციის ველს.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)