IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ე რ თ ო ბ ი ს ფილოსოფია
givi
post Aug 17 2012, 04:57 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ე რ თ ო ბ ა.
თავიდან იყო არაფერი, და იგი იყო ყველაფერი რაც იყო, არის, და იქნება..
აღუწერლის აღწერა.
აღუწერლის აღწერის მცდელობა---განწირულია ჩავარდნისთვის. მისი ყოველგვარი აღწერილობა არის მხოლოდ კონცეფცია, მხოლოდ იდეა, მხოლოდ ანარეკლი იმისა რაც ა რ ი ს. გონების ტბა შეიძლება იყოს სუფთა, ღრმა, მის ზედაპირზე შეიძლება "ლივლივის" ნასახიც არ იყოს, მაგრამ მასზე არეკლილი მზე ყოველთვის იქნება მხოლოდ ანარეკლი, და ამიტომ მზის არსი რომ დაინახო, საჭიროა ყურადღება გადაიტანო ტბიდან ზეცაში, უნდა გახვიდე არსებული ხილვის საზღვრიდან; მაგრამ ვინ უნდა გავიდეს? და საიდან უნდა გავიდეს? ტბა--ვერასოდეს გახდება მზე, ხოლო მზე--ტბა; ასეთია რეალობა, და ამას ვერ გაექცევი. შენი ჭეშმარიტი ბუნება--არ არის ტბა, და არც მზე, შენ ხარ ყველაფერი, და არაფერი ერთდროულად, ყველაფერი მოვლინებული--ეს არის ის, რაც ხდება შენს თავს, და ყველაფერი არა-მოვლინებული ეს არის ი ს ჯერ არ-მომხდარი; მაგრამ შენში განუყოფლად, და შერწყმულად არსებული, და ეს ი ს---არის სიყვარული; სიყვარულთან, და სიძულვილთან არდაპირისპირებული. ი ს---არის თავისუფლება, თავისუფლების საზღვრებს მიღმა, და თავისუფალი რაიმეს მონობისაგან.
ი ს---არის ცოდნა რომელმაც არ იცის, რომ თავის თავი იცის...






გამოუთქმელის გრამამატიკა
მე---პირველი პირი, მხოლობითი რიცხვი. როდესაც იგი წარმოიქმნება არაფრისგან--- წარმოიქმნება ასევე ყველა დანარჩენი პირი: შენ, ის, ისინი, ჩვენ... მანამდე კი სანამ
წარმოიქმნა პირველი, და ერთადერთი პირი არაფერი არ არის. სიცარიელეში წერტილის წარმოქმნა----არის ერთობის შეხება თავის თავთან. ეს არის გამოვლინება სიყვარულის,
ცნობიერების და თავისუფლების. მაგრამ წერტილი თავისთავად წარმოადგენს წარმოსახვით,
არარეალურ სიდიდეს, ნაჩხვლეტს სივრცეში ნულოვანი ზომით. არაფერი წარმოიქმნება არაფერში ყველაფრის გამჩენად. ყოველი ფორმა არსით სიცარიელეა, ხოლო ყოველგვარი
სიცარიელე გა-ფორმებულია. ეს არის ერთობის ერთმომენტური გამოვლინების ორი ასპექტი.
ერთობაში არ არის არანაირი დასაწყისი, და დასასრული. არის ყველაფრის თან-დასწრება და
თან-არდასწრება ერთმომენტურად „აქ და ეხლა“ როდესაც ყოველი წამი არსით ერთია, იმიტომ
რომ ერთობაში სხვა-- არ არის; და ამიტომ როდესაც შენ დაინახავ საიდან წარმოიქმნება ეს მ ე, პირადი მე ქრება. რჩება მხოლოდ ერთი უპიროვნო მ ე, რომელიც წარმოადგენს გაცნობიერებას.








სიცარიელე ფლობს ადამიანს, და არა ადამიანი სიცარიელეს.

ადამიანი ვერ აცნობიერებს სიცარიელეს. სიცარიელე აცნობიერებს ადამიანს. როდესაც ყურადღების ვექტორი მიმართულია გარეთ, რაიმე იმაზე, ან ამაზე, აქ, ან კიდევ იქით,
ოდესღაც წარსულში, ან ოდესმე მომავალში----ეს არის მირაჟი, ილუზია როდესაც
გ ო ნ ი ა თ არსებობა. ყურადღების ასოთხმოცი გრადუსით მოტრიალების შემთხვევაში აღქმის სფერო თავს იყრის ცენტრალურ წერტილში, გაცნობიერების წერტილში. ეს არის მორტყმა
„აქ და ეხლა“ წერტილში რომელიც განიფინება „ყველგან და ყოველთვის“ მარადიულ სივრცეში.
ეს წერტილი არის სუბიექტი ან ღვთის ნაპერწკალი. ყოველი ობიექტი ამ ცისქვეშეთში თავის თავში ატარებს ამ წერტილს. გახდება რა ეს წერტილი აღქმა--- აცნობიერებს თავის თავს როგორც
„მე-ვარ“-ობას. და მაშინ სამყარო აღიქმევა მილიარდობით ცოცხალ ვარსკვლავად, რომლებიც
სიცარიელეში კიაფობენ. ეს არის სიცარიელეში ჩაძირული სუბიექტის ხედვის წერტილი. მაგრამ
ამ პოზიციაში ჯერ კიდევ არის ვინც ხედავს (სუბიექტი) ხილვადი (ობიექტი), და თავად ხილვის პროცესი (გაცნობიერება). თავად ამ წერტილში ჩაღრმავების შემთხვევაში ხდება სუბიექტის, და
ობიექტის საზღვრებს მიღმა გასვლა; გადასვლა უპიროვნო (ცალკეული სუბიექტის არდასწრება)
დონეზე. აღქმა გადაიქცევქა ე რ თ ი ა ნ ო ბ ა დ, სადაც აღარ სუფევს არანაირი სახელები, და ფორმები, საზღვრები, და განსხვავებები. სადაც სუფევს მხოლოდ გამცნობიერებელი როგორც-„მე.“
ეს „მე“ ერთია ყველასთვის, ყველგანმსუფევი, ყოველ ქმნილებაში გამჭოლავი, და ერთდროულად ყოველი ქმნილების ზღვარს მიღმა დავანებული.
ეს არის ის რაც არასოდეს არ დაწყებულა, და არც არასოდეს დასრულდება.
ეს არის ყოველგვარი გაცნობიერების ზღვარს მიღმა არსებული ცნობიერება, და ერთდროულად ყველაფერში თანდასწრებული. ამაში არ არის დაყოფა მხედველსა, დანახულსა, და თავად ხედვის პროცესს შორის.
თავის თავზე მიმართული ყურადღება ქრება. ეს, არ-მდგომარეობაა, ეს---გამოუთქმელია, და გამოუსახავია, ყოფიერებასა და არაყოფიერების, დასწრებისა და არდასწრების ზღვარს მიღმა.

არც სახელში, არც ფორმაში.
ერთობა---ეს ის თავდაპირველობის დასწრებაა, ის სიცარიელე, მდუმარება, საიდანაც ყველაფერი გამოვიდა, და ყველაფერი ისევ უკან ბრუნდება. ეს ის საფუძველია, რომელიც იმყოფება სამყაროს ზღვარს მიღმა, გამჭოლავად გამავალი ამ სამყაროში, და ერთდროულად მთელი სამყაროს ყოველ წერტილში მყოფი.
ეს არის მდგომარეობა, რომელიც ქრისტიანულში აღიწერება როგორც: მე და მამა ერთარს ვართ.
ინდუიზმში: ტატ ტვამ ასი-მე ვარ ი ს; ეს არის ის, რაც აღუწერელია, და გამოუთქმელი... ის რასაც აღმოსავლეთში ეწოდება გაცისკროვნება. გაცისკროვნება არის, ხოლო გაცისკროვნებულები არა. ხანდახან საუბრობენ გამოღვიძებაზე. გამოღვიძება--ეს არის მიღ-წევა იმისა, რომ არ არსებობს გამოღვიძებული, ეს არის ინდივიდუალური არსებობაში არდასწრების გაცნობიერება, როდესაც ცნობიერება გადადის უ პ ი რ ო ვ ნ უ ლ ო ბ ი ს დონეზე; ერთის მხრივ ეს შეუძლებელიც არის, რადგან არ არსებობს შემძლებელი; იმავდროულად კი პიროვნება, ტანი, სული, ცნობიერება არსად არ ქრება, ისინი რჩებიან, ქრება მხოლოდ მანამდე არსებული, მკაცრად მათზე მიბმული დამოკიდებულება, და ყოველ ნაწილაკს ამ სამყაროში გააჩნია ეს ბუნება. შენ--ხარ სფერო, ცენტრი რომელიც--არსად არის, ხოლო ზედაპირულად ყველგან. ამაში არის სილამაზე. ერთობა--ძალიან უბრალო მდგომარეობაა, ყოველგვარი ეგზალტაციის გარეშე. ის, რასაც შენ წარმოადგენ ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე შ ი, არც სახელშია, და არც ფორმაში.











არც დროში, არც სივრცეში.

გონებისთვის ყოველ „ჰო“-ზე გამოინახება „არა“-ც. ყოველ „კარგს“ დაუპირისპირდება „ცუდი“
ყოველ „მიყვარს“-თვის გამოჩნდება „მძულს“. მხოლოდ ის, რაც ამ ყველაფერზე მეტია, და მათთან წინააღმდეგობაში არ შესული, არის--რეალობა.
სიამოვნება-ტანჯვა, აქტიური-პასიური მდგომარეობა--ყველაფერი ეს არის ქანქარა, რომელსაც ამოძრავებს სხვადასხვა ფორმის გამოვლინება. საკითხი მდგომარეობს იმაში, როგორ მოინახოს
ის უცვლელი წერტილი, რომლიდანაც ეს ქანქარა მოძრაობს. ეს წერტილი ყოველთვის ახალია
ყოველ წამს იცვლება თუ შეიძლება აქ დროზე ლაპარაკი. და თუ ვილაპარაკებთ სივრცეზე ის ყოველთვის არის ა ქ.



ერთიანობის ხაფანგი
ხაფანგი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ცდილობს მიებას რომელიმე მდგომარეობას, და გახადოს იგი მუდმივი. ეს თავისებური სახის სატყუარაა მარადიული ნეტარების იდეის დასაჭერად. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გაცნობიერება, გაცისკროვნება---ეს არ არის არც მდგომარეობა, და არც განცდა. რადგან ყოველგვარი მდგომარეობა---ეს არის მდგომარეობა გონებისთვის. ხოლო გონების ყველა ხარისხი, და ასპექტი--- ცვალებადია. იმას რასაც აქვს დასაწყისი გააჩნია გარდაუვალი დასასრულიც, ის, რაც ნაპოვნია, აუცილებლად იქნება დაკარგული. საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების ცოდნა გონებასთან კავშირში არ არის. ის სუფევს ყოველგვარი გაგების საზღვრებს იქით. ეს არის ცოდნა---არა დროში, და არა სივრცეში.
როდესაც ხდება ერთიანობის განცდის გაელვებები, პიროვნება ცდილობს მიითვისოს ეს განცდა:
„ამ განცდას მე ვაცნობიერებ“. და ასეთ შემთხვევაში გაცნობიერება პიროვნებისთვის იწყებს გამოვლინებას ობიექტის სახით, რომელიც შეიძლება გაგაჩნდეს, ან არ გაგაჩნდეს. წარმოიქმნება იმის ილუზია, რომ ამით გაცნნობიერების მართვა არის შესაძლებელი.




ანარეკლი და ორიგინალი

როდესაც შენ გაიგებ, რომ შენ ხარ ის საიდანაც წარმოიშვა აზრი „მე“, მაშინ შენ გაიგებ რა არის ყოფიერების წყაროს, ნეტარება, გაცნობიერება. ამის შემდეგ აზრები ისევ ჩვეულად წარმოიქმნებიან, და გაქრებიან; ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ აღარ იქნება საკუთარი თავის გაიგივება მათთან. ყველაფერს რაც კი ხდება აღიქვავ მხოლოდ ერთიანობის ფონზე, და იმ ცოდნით, რომ შენ არ ხარ სხეული, აზრი, პიროვნება. ის რაც მოდის, აუცილებლად წავა; ის რაც წარმოიქმნება აუცილებლად გაქრება. როდესაც არ არის აზრთან გაიგივება, პრობლემა ქრება.
ქრება იმიტომ, რომ ყოველი პრობლემა გონების პროდუქტია, სახიერება, სურათი, რეალობის ანარეკლი. ხოლო ანარეკლი არ წარმოადგენს რეალურობას.
შეხედე შენს ანარეკლს სარკეში. რომელია რეალური შენ თუ, ანარეკლი სარკეში. როდესაც შენ თავს თვლი ანარეკლად, იძირები გგონიაობის შეფარდებით სამყაროში; და შემდეგ გგონიობის პოზიციიდან, ჩრდილი, მირაჟი, ანარეკლი ცდილობს მიაღწიოს თავისი არსის შემეცნებას. შეძლებს თუ არა ის, რაც არ--- არის რეალობაში, შეიმეცნოს ის რაც---არის?

ერთობის გულგრილობა, და განურჩევლობა

შენ არსად არ მიდიხარ, არც წინ, არც უკან. არ არის არანაირი სულიერი განვითარება. არის მხოლოდ ეგოს გაზავება. გაცნობიერებას არ ძალუძს განვითარება. იგი ან არის, ან არა. მთელი კითხვა იმაშია ვის არა აქვს იგი? გგონიობას, პიროვნებას, ფანტომს? მაგრამ გგონიობა თავად წარმოადგენს ილუზიას. ის რაც არ არის, ვერ გახდება ის, რაც არის. ხოლო ის რაც არის არ ზრუნავს თავის არსებობაზე. ის უბრალოდ არის.



--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Aug 17 2012, 10:48 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თქვენმა შესავალმა გამახსენა რამდენიმე წიგნი:

პირველი რა თქმა უნდა უპანიშადები, ვედანტაში ძალიან მომწონს ის ადგილი, რომელშიც "მე ვარ" ფენომენზეა საუბარი.
უპანიშადებში მთავარი ადგილი უჭირავს ბრაჰმანსა და ატმანს, მათ რაობას. ბრაჰმანი პირველადი ობიექტური რეალობის აღმნიშვნელია, ხოლო ატმანი არის სულის, გონის (რუსულად კარგად ემთხვევა ეს ორი სიტყვა ერთმანეთს дух, душа), "მე"-ს აღმნიშვნელი. ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ, ატმანი წმინდა შემეცნებაა.

იაჯნიავალკიას თანახმად, აუცილებელია სრული გადასვლა გარეგანიდან შინაგანზე, ერთიანი სამყაროდან ერთიან "მე"-ზე:

"ჭეშმარიტად! ყოველივე ძვირფასია არა ყოველივეს სიყვარულის გამო, არამედ ყოველივე ძვირფასია "მე"-ს სიყვარულის გამო, რადგან მე თავისუფალია ცოდვებისაგან, გარდასულ დროთა ზეგავლენისაგან, სიკვდილისა და ტანჯვისაგან, უსრულია და მარადიული."

"მე" ყოველ საგანსა და არსს წარმოადგენს. იგი ყოფიერებაა. ვინც შეიცნო "მე", მან შეიცნო ყოველი, ვინც შეიცნო ყოველი, მან შეიცნო "მე".

იაჯნიავალკიას მიხედვით, შეუძლებელია რაიმეს შეცნობა "მე"-ს შეცნობის გარეშე და პირუკუ _ მისი შეცნობით შევიმეცნებთ ყოველივეს, რადგან "მე" მთელი სამყაროა.

ბრიჰადარანიაკა უპანიშადების მე-4 ბრაჰმანაში ნათქვამია: "პირველჟამად ყოველი იყო ოდენ ატმანი პურუშას სახით. და მან მიმოდაიხედა გარემო მისსა და ვერვინ იხილა თვინიერ თავისა. და უწინარესად წარსთქვა: "მე ვარ", ხოლო მერმე სახელსა იმას, რაიცა ჰქვია. და დასაბამამდე ყოველივე ამისა მან წარხოცა ყოველი ცოდვანი, და ამიტომაცაა იგი პურუშა." (*)

პურუშა "პირველკაცია", რომლის შემდეგაც ატმანი, მსოფლიო სული ქმნის კოსმიურ ელემენტებს. თავდაპირველად ატმანი წარმოსთქვამს _ "მე ვარ" და მერე სახელს, რაც ჰქვია.

უპანიშადებში ისიცაა ნათქვამი, რომ ატმანი სამობით აღწევს სამყაროში:

გონების სახით _ თავის მეორენახევარში და შემდეგ მესამეში _ შთამომავლობაში.



მეორე წიგნი, რაც მახსენდება, არის მარტინ ბუბერის "მე და შენ" _ ძალზე ორიგინალური სათაურის წიგნი. აქ აღწერილია, თითქმის მთელი წიგნი ეხება "მე-შენი" ურთიერთობას. საუბარია ორ ასპექტზე "მე-შენ" და "მე-ის". რუსულად უფრო კარგი წასაკითხია, რადგან აქ ზუსტადაა დაცული ორიგინალი ტექსტი _ ნაცვალსახელში _ "ის" გარჩეული სქესი, მამრობით-მდედრობითი და საშუალო. მოკლედ, აქაც საუბარია სამყაროსეულ ერთიანობაზე და ადამიანის მიმარზებაზე მასთან. ჩვენ გარეშე სამყარო თითქოს არსებობასაც შეწყვეტს, რადგან სწორედ ადამიანი აღიქვამ არსებულტა შორის, მას, ცნობიერ დონეზე.


(*) თუ არ ვცდები და სწორად მახსოვს, ეს ნაწყვეტი არის ლერი ალიმონაკის მიერ თარგმნილ უპანისადებში. საკმაოდ ძველი გამოცემაა!


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Sep 6 2012, 03:56 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სინათლის მმართველობა

სამყაროს სინათლე მართავს. “სინათლე” და “სამყარო” – ეს სინონიმებია რუსულ ენაზე ("на всем свете" = "во всём мире").

ყოველი არსებული მოვლენის არსი – სინათლეა, დაწყებული კვანტიდან, ყველა არსების ჩათვლით, და დამთავრებული მზით, რომლის სიმრავლეც გალაქტიკებს და სამყაროებს ქმნის, რომლთა არსიც ასევე ნათელია. იგი აერთიანებს ყველას და ყველაფერს. იგია ჭეშმარიტი მმართველი. ვერავინ ვერასოდეს წაართმევს მას მმართველობას.

ბნელი – ესეც არსებული მოვლენაა. მაგრამ იგი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ნათელი არსებობს. სიბნელე სინათლის ჩრდილებს ქმნის, აღნიშნავს მმართველს და ემსახურება მას.

ბნელი – ეს სიმრავლეა, რომელიც ერთი ჭეშმარიტი ნათლიდან მოდის. სიბნელეს წყარო არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ სინათლის წყარო. ყოველი არსება მხოლოდ არსისგან იშვის. არსი კი სინათლის წყაროს წერტილია. როცა ნათელი მოდის, ბნელს აღარ შეუძლია დარჩენა და ქრება. ბნელს არ შეუძლია განაგდოს ნათელი, რადგანაც იგი მსახურია. ერთი ვერ ემსახურება ყველას, მაგრამ ერთს შეუძლია მართოს ყველა. ასეთია ნათელის კანონი.

როგორც კი სინათლის წყარო ჩნდება, ყველა არსება მისკენ მიიწევს და მის გარშემო ლაგდებიან იმ დაშორებით, რომელსაც დასაშვებად თვლიან თავიანთი არსებობისათვის. ყოველი არსება ვერ ბედავს მიუახლოვდეს სინათლის წყაროს იმდენად, რომ მის ადგილას დადგეს. არსებებს შეუძლიათ მხოლოდ ის ადგილი განსაზღვრონ, რომელსაც სინათლესთან დამოკიდებულებაში დაიკავებენ. ყველა არსება, წარმოადგენს რა თავისი არსით მანათობელს, თავიანთ არსებობას სინათლის წყაროსგან მხოლოდ გარკვეულ მანძილზე გრძნობენ ისე, რომ წყარომ არ ჩაყლაპოს მათი ინდივიდუალური ნათება. მაგრამ ამავე დროს ყოველი არსება იზიდავს და ყლაპავს შედარებით ნაკლებად მანათობელ არსებას თავის გარშემო და უფრო ძლიერად ნათდება. და შესაბამისად ამით იძენს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტად მიუახლოვდეს საყოველთაო სინათლის წყაროს. ამგვარად ბუნებრივად ვლინდება იერარქიის პრინციპი სამყაროს მართვაში – იმ სამყაროსი, რომლის ორგანიზებასაც ესა თუ ის არსება ახდენს. სამყაროები უსასრულოდ მრავალია. ისინი ყველანი განსხვავდებიან მათი ორგანიზატორი არსებების ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით.

ჩვენი სამყაროს სივრცეში სინათლის და სასიცოცხლო ძალის წყარო – მზეა. იგია – მმართველი. როცა მზე (მისი არსი) მოვიდა ჩვენს სივრცეში, სივრცე მისი მმართველობის ქვეშ განლაგდა, და მის გარშემო გამოვლინდნენ არსებები – მისი დამხმარეები – პლანეტები. ყოველი პლანეტა თავისი არსით ასევე მზეა (პლანეტის ბირთვი), რომელიც თავის გარშემო უამრავ არსებას წარმოქმნის სხვადასხვა მინერალების, წყლის, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს სახით. ყოველი არსება პლანეტაზე – ასევე პატარა მზეა, რომელიც თავის გარშემო სხეულს ქმნის – სისტემას, რომელიც ამ არსებას სიცოცხლეს უნარჩუნებს. ყოველი სისტემა მრავალი პატარა არსებისგან შედგება, რომლებიც მმართველ არსებას – სინათლის წყაროს – ემსახურებიან.

მზე არა მხოლოდ სიცოცხლეს აძლევს ყველა არსებას, არამედ წარმოადგენს ცვლილებების, მოძრაობის და განვითარების მიზეზს. იგია – ჩვენი სამყაროს დროისა და სივრცის მიზეზი. იგი დღისა და ღამის, ზაფხულის და ზამთრის, წლის უფრო პატარა ციკლების, ფიზიოლოგიური არსებების შინაგანი რიტმების, ქსოვილთა უჯრედების, მოლეკულების, ატომების და კვანტების პულსაციის მიზეზია.

როცა მმართველი ჩნდება, ყველაფერი მას ერთს უნდა დაემორჩილოს. მხოლოდ მაშინ იმუშავებს ყველაფერი ჰარმონიულად, როგორც მთლიანი ორგანიზმი – უზენაესი არსების ორგანიზმი – რომელსაც ჩვენს სამყაროში მზე წარმოადგენს. ძველ დროში ასეთი წარმომადგენელი ხალხში მეფე იყო. მეფე – უძველესი გვარის წარმომადგენელია, რომელმაც ძალა დააგროვა და მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს სხვა გვარებზე, რომლებიც ერთიანობაში ერებს ქმნიან. მეფე ემორჩილება მზეს – რადგანაც მისი წარმომადგენელია. მას შეუძლია მხოლოდ სინათლის პრინციპებით იხელმძღვანელოს. რადგანაც როგორც კი გადაუხვევს ამ პრინციპს, მისი მმართველობა დასრულდება. ხალხი აღარ დაუჯერებს მას, აღარ ემსახურება მას, შეიძულებს მას. ამიტომ მეფეს არ შეუძლია არ ემსახუროს სინათლეს. იგი მისით უნდა გაიჟღინთოს და უფრო მეტად მოიპოვოს მისი ძალა. ადამიანების რწმენა ძლიერი და სამართლიანი მეფისადმი მათ არსშია ჩადებული. სინათლის მსახურების სურვილი დაბადებიდანა არსებობს ჩვენში. ყოველ ჩვენგანს უნდა რომ სინათლის მსახური იყოს. მაშინაც კი, თუ გარეგნულად ჩვენივე თავისთვის და გარშემომყოფებისთვის დამანგრეველად ვმოქმედებთ, პირვანდელად მაინც ჩვენი სინათლისადმი სწრაფვით ვხელმძღვანელობთ. მაგრამ არ გვაქვს რა სათანადო აღზრდა და ცოდნა, მრავალ შეცდომას ვუშვებთ, რომლებიც უმაღლეს მიზანს ფარავენ ჩვენგან. შეუძლებელია სიცარიელით ვიყოთ აღვსილნი. შესაძლოა აღვივსოთ (აღვიზარდოთ) მხოლოდ არსებების მიერ, მხოლოდ სინათლის მიერ. ცოდნა და ხედვაც ასევე მხოლოდ სინათლის შეგვიძლია და სინათლისვე წყალობით. სიბნელის დანახვა შეუძლებელია, შეუძლებელია სიბნელის წყალობით დანახვაც. გრძნობათა მრავალფეროვნების სიხარულის განცდაც მხოლოდ სინათლის მეშვეობითაა შესაძლებელი. სიბნელე – ეს ერთფეროვნებაა, გათანაბრებაა, ყველაფერი თანაბარია. სინათლისთვის ყველაფერი თანაბარი არაა. სინათლისთვის ყველაფერი არსებობს – ყველა შესაძლებლობა და ყველა არსება, რომელთაც თავიანთი ადგილი აქვთ მზის ქვეშ.

წყარო:

http://1-veda.info/_vedic/light.html


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Sep 6 2012, 06:43 PM
Post #4


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Es ragaca axalia?


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Sep 6 2012, 10:41 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte

ახალი არა, ძალიან ძველია!


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Sep 7 2012, 11:40 AM
Post #6


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
saidanaa es texstebi? Ragaceebi momewona,ragaceebi ver momewona


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Sep 7 2012, 02:43 PM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(iziko @ 7th September 2012 - 11:40 AM) *
saidanaa es texstebi?


ვედური ასტროლოგის, ოლეგ ბოკაჩოვის სტატიაა:

http://1-veda.info/_vedic/light.html


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 10:43 PM