IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ღვთიური საწყისი
Molen
post Mar 3 2010, 08:29 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ. მე ახალი წევრი ვარ.

მინდა ერთ მეტად სერიოზულ საკითხზე გავამახვილო ყურადღება.
აქ, ფორუმზეც და ისედაც საზოგადოებაში, და თან არა მარტო ქართულში, მუდმივად მუსირებს ისე აქტუალური თემები, როგორიცაა ათეიზმი, ზეკაცის ცნება, სულის საკითხი და სხვა. საერთოდაც ადამიანი ძიებაშია, თუმცა ხშირად ამ ძიებას უარყოფითი მოტივაცია ახლავს, რაც რაიმეს დადასტურებას კი არა უარყოფას ისახავს მიზნად.

მაგრამ მაინც, რა არის ადამიანი, ნუთუ მხოლოდ ქმნილება ღვთის მიერ, რომელსაც ზემოდან საცდელი ზაზუნასავით აკვირდებიან, თუ ევოლუციის გზით გაჩენილი ცხოველი? ჩემი აზრით ორივე შეხედულება მცდარია და რატომღაც ცოტა თუ უკვირდება იმ გარემოებას, რომ ქრისტიანულ და ებრაულ რელიგიურ ლიტერატურაში საუბარია ადამიანზე, როგორც ღვთის ხატად შექმნილზე, რომელიც ღვთის ფორმა აქვს, სული კი - ღვთის მიერ ბოძებული ნაწილი. ეს კი რას ნიშნავს? რომ ადამიანი პოტენციურად საკუთარი სხეულითა და სულით ღმერთს ატარებს, ღმერთის ნაწილს. ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს ღმერთი, თუმცა იგი არასწორი შეხედულებებისა და გარემოს ვერ დაძლევის გამო ითრგუნება და იძინებს.

მაშ წარმოიდგინეთ, ადამიანმა საკუთარ თავში რომ შეიცნოს ღმერთი, ანუ რომ იგრძნოს: ჩემში ღმერთის ნაწილია, მე სწორედ მის ძალას, მის ხატს წარმოვადგენ. რა იქნება ამის შემდეგ? ადამიანი შეძლებს შეუძლებელსაც კი, მას ქმნილება კი არა ღვთის შვილი ეწოდება, რომელიც ღვთის ძალით იქმს ყველაფერს. ესეც ჩვენი ზეკაცი!

მაგრამ საკუთარ თავში ღვთის გაცოცხლება არის ყველაზე რთული, ყველაზე ძნელი გზა, რაც პირდაპირ გადის საკუთარი თავის შეცნობაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ შესწავლაზე, უღრმავეს ცოდნაზე, მრავალი გრძნობის კონტროლზე, ხშირ ფიქრსა და კონცენტრაციაზე, რითაც გამომუშავდება რწმენა, ერთგვარი თვითშთაგონება, რაც ზეციური შთაგონების ტოლფასი შეიქმნება და ადამიანი ნამდვილად გახდება ღვთის ხატი.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი ტვინის მხოლოდ რამდენიმე ერთეულს იყენებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ მისი ათეულ პროცენტამდე გაზრდა, არამხოლოდ მატერიალური ცოდნის გზით იქნება შესაძლებელი, არამედ იმ სულიერის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხთან მიმართებით?


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 3 2010, 07:39 PM
Post #2


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Molen welcomeani.gif
ციტატა(Molen @ 3rd March 2010 - 09:29 AM) *
ესეც ჩვენი ზეკაცი!
კიიი ეგრეა ნამდვილად smile.gif ნებისმიერს შეუძლია გახდეს ქრისტე. ქრისტე რას აკეთებდა , ანუ მკვდარს აცოცხლებდა ხო?! ანუ ყველაზე რთული ალბათ (ჩემი გაგებით)
ძალიან მარტივია მკვდარი გააცოცხლო... უბრალოდ საჭირო ენერგია გჩირდება და მეც შევძლებ მკვდრის გაცოცხლებას

ნუ მთლად ასე მარტივადაც არაა საქმე, ეხლა როგორც დავწერე(აღარ გავაგრძელებ ამაზე, უბრალოდ) smile.gif მარა არც წარმოუდგენელია.... რეალურად შესაძლებელია
ასე რომ რავიცი .... რასაც გინდა იმას გააკეთებ ადამიანი
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 3 2010, 08:18 PM
Post #3


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოიცა ეხლა მოგიყვეთ ერთი თავგადასავალი, რაც მე გადამხდა... ნუ ეს ცოტა კურიოზია ჩემთვის, მაგრამ ... უბრალოდ ადამიანის შესაძლებლობებთან, ნებასთან და სურვილთან კავშირშია

ნუ მოკლედ ჩემს მეგობარს ყავდა ახალი შეყვარებული და ეს გოგო მიყვება... ასეთია ისეთია... ნუ ძაან მაგარი ბიჭია და ა.შ. ემოციები და რამე...( მოკლედ ვიტყვი ძაან არ გავწელავ... რასაც ვჭორაობდით იმ სისულელეებს ხო არ დავწერ ეხლა აქ )
ხოდა ერთი სიტყვით ისე დაახასიათა ამ გოგომ, რომ ძაან დამაინტერესდა ეს ბიჭი... ვფიქრობ აუუ ნეტა როგორია ერთი მანახა მეთქი ... და ეს გოგო მეუბნევა, გაჩვენებ თუ გინდა და მითხარი შენი აზრიო... მე რაღაცას მოვიფიქრებ და ისე ვიზავ რომ გაგაცნობ, ან განახებ და აბა შენ იციო .... (ეხლა მე რა ვიცი, მარა ნუ.... მოკლედ..!) დაახლოებით 2 კვირაში აპირებენ ესენი შეხვედრას და ანუ მეც 2 კვირაში მომიწევს ამ ადამიანის გაცნობა ... მოკლედ დიდი სურვილი მაქვს რომ ვნახო smile.gif

გავიდა სადღაც 5 დღე
და შევდივარ ერთ-ერთ სალონში, ვჯდები და ნუ ველოდები ჩემ რიგს... ამ დროს სალონში შემოდის ჩემი მეგობრის ახლადგამომცხვარი შეყვარებული. ნუ რომ შემოვიდა ეგრევე ვიგრძენი, რომ ის იყო. მერე შევხედე და კიდევ უფრო ვიგრძენი რომ ის იყო. მერე იქ სახელით მიმართეს და ნუ მაშინ უკვე დავრწმუნდი საბოლოოდ, რომ არ ვცდებოდი. (ისეთი უცნაური სახელი ქვია იმ ბიჭს, რომ მართლაც ათასში ერთს თუ ქვია)

ხოდა ასე იყო ეს ამბავი... ანუ მიდოდა ნახვა და ვნახე.
თუ ნახვა გინდა და ნახულობ... ასევე შესაძლებელია რომ გინდოდეს სიცოცხლის მიცემა ადამიანისთვის და მისცემ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 3 2010, 08:22 PM
Post #4


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რავიცი ეხლა რა არის ადამიანი? რო იკითხო... იმასაც ვერ გეტყვი, რომ ადამიანი ღმერთია... იმიტომ რომ მე არ ვიცი რა არის ღმერთი, მე მას არ ვიცნობ ... მარა ყოველშემთხვევაში ქრისტე რასაც აკეთებდა და შესაძლოა მაგაზე მეტიც... ნებისმიერმა ჩვენთაგანმა შეძლოს
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Mar 3 2010, 08:51 PM
Post #5


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Molen
რახან ამდენი დაწერე, ჩანს, რომ გიფიქრია ამ საკითხებზე. სტრიქონებს შორის წაკითხულიც მაფიქრებინებს, რომ ახალგაზრდულ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე smile.gif

თემები, რასაც და როგოც ეხები, მავანმა შეიძლება მოისმინოს წირვაზე, წაიკითხოს პოპულარული (ყვითელი) პრესის მიმოხილვაშიც და ყოველდღიურ საუბარში.

ეზოთერულ ფორუმზე, ცხადია, ცდილობენ ამ ყველაფერს ეზოთერული კუთხით შეხედონ, თუმცა აქაც 2 (ან მეტი) შესაძლებლობაა: 1. ვისაც ეს საკითხები ჭეშმარიტად ეზოთერულად ესმით, უკვე დაწერილი აქვთ ამ განყოფილებების უამრავ თემებში და აქ ან დაეზარებათ ან გამიზნულად არ დაწერენ ან მსუბუქ არასერიოზულ-არათემატურ გამოხმაურებებს დასჯერდებიან. 2. ან მიიღებ ისეთ გრძნობით-ემოციურს გამოხმაურებას, როგორიც უკვე მიიღე!
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Mar 3 2010, 08:56 PM
Post #6


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაგრძელებ:

ჩემი რჩევა იქნება, გაეცნო ფორუმს, მის თავისებურებებს, იქნებ ეს სულაც არაა ის, რასაც ეძებ ან უკვე გაცემულ პასუხებში იპოვო ის პოზიცია, რაზეც იკითხე.

რაც შეეხება, თემას (რადგან გაიხსნა): ძალიან დიდი საკითხებია განსახილველი და შევეცდები დრო და დრო გამოვეხმაურო smile.gif

წარმატებები!
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 3 2010, 09:01 PM
Post #7


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh
ანუ ამ თემის შექმნის იდეა არ მოგწონთ? და ფიქრობთ, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია ფორუმზე უკვე დევს.
კიბატონო, შეიძლება მართლაც დევს, მაგრამ გაბნეულად... თანაც აზრი იცვლება ხშირად...(მე შეიძლება დღს რასაც ვამბობ ხვალ სხვანაირად ვთქვა... რავიცი აბა ) შეიძლება ძველი აზრი იყოს დაფიქსირებული და ახლა ახლებურად ფიქრობენ ამ საკითხზე, არ შეიძლება ?!
და სულაც არ დაიზარებენ ჩვენი ეზოთერიკები და გამოეხმაურებიან, თუ სურვილი და რაიმე ახალი სათქმელი ექნებათ... დაზარება რა შუაშია ვერ გავიგე


Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Mar 3 2010, 09:21 PM
Post #8


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
ციტატა(mata @ 3rd March 2010 - 09:01 PM) *
დაზარება რა შუაშია ვერ გავიგე

თქვენ არ მყავდით მხედველობაში smile.gif (=ხუმრობაა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molen
post Mar 4 2010, 01:30 AM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata ძალიან კარგად წერ, ამაზე (სასწაულის ქმნაზე) ქვემოთ დავწერო. იმედია vkh თქვენც მოგეწონებათ და გამონახავთ დროს.

და მაინც, ვინ არის ადამიანი? ცხოველი?
არა, ადამიანი ღმერთია მიძინებული ღვთაება, რომელიც ყველა და ყველაფერია, საერთოდ ყველაფერი, განმგებელი მიწისა და განმგებელი ცისა, ნაწილი ღვთისა, როგორც მბრწყინავი ვარსკვლავი მოჭედილი ცისა.

ჩაგიხედავთ სარკეში? როგორი სრულყოფილია ადამიანი არა? რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა ადმიანი შექმნა თავის ხატად, მისცა მას ისეთივე გამოსახვა, როგორიც თვითონ უფალი იყო, სულად კი თავისი ნაწილი, თავისი თავი უბოძა. დიახ, ეს არც რაიმე სხვა, ანგელოზი არ ყოფილა და არც ხელოვნურად შექნილი სული, ეს თვითონ ღმერთი იყო, ადამიანისათვის საჩუქრად მირთმეული.

ცისფერ ვენებში მბორგავი წითელი სისხლი...
სრულყოფილი წესრიგი ადამიანში. მრავალფეროვნება, ქმნის უნარი, მუდმივად ბრძოლისაკენ სწრაფვა, იდეების თავბრუდამხვევი უსასრულობა, ყველა და ყველაფერი ერთადერთ უმშვენიერეს ქმნილებაში - ადამიანში. იგი შვილია ღვთისა, რომელიც სიყვარულის სათავეა საკუთარ თავში.

ადამიანი დაბადებისთანავე ექცევა ტყვეობაში, ითრგუნება ღმერთი და მიწიერი ცნობიერებით, რომელიც ასევე ღმერთის ქმნილებაა, ითრგუნება და იკარგება მასში. ადამიანი, როგორც ღმერთის ნაწილის მფლობელი პრაქტიკულად მხოლოდ სიმბოლურ არსებობას განაგრძობს. არადა ჩვენი დები, ძმები, მშობლები, შეყვარებულები, საცოლეები, მეუღლეები თუ უბრალოდ ნაცნობები ღვთაებები, ღვთის ნაწილები თვითონ. ქუჩა-ქუჩა და უდაბნოებში ხეტიალი ღვთის საძებრად უფრო გაქცევა და ერთგვარი კონცენტრაციის მცდელობაა, ვიდრე ღვთის პოვნის საძებნელად გადადგმული ნაბიჯი, რადგან ღმერთი ყველგან და ყველაფერშია, მით უფრო ადამიანში, რომელშიც უშუალოდ, საკუთარი, ღვთიური ნაწილით ცოცხლობს იგი, თუმცა ადამაინთა ნებით მიიძინა მან.

წარმოგიდგენიათ რა იქნება თუ ადამიანში გაიღვიძა ღმერთმა? ალბათ ეს პასუხი იქნება მრავალი ადამიანის კითხვაზე, თუ რა მოხდება ადამიანის ტვინის სრული მობილიზაციის შემთხვევაშიო? მე გეტყვით თქვენ: თუ ადამიანს ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა, ის რომ იგი ღმერთის ნაწილის მატარებელია, ის რომ იგი თვითონ ღმერთია და არაფერი სხვა, მაშინ ის იქცევა ღმერთად, მისთვის ყოველი დაბრკოლება, ყოველი მანკიერება ღიმილის გამომწვევიც კი აღარ იქნება, რადგან ღიმილს ფასეული იწვევს, მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოდ ქცეული შეხედულებები კი სანაგვეზე აღმოჩნდებიან დამარხულნი.

რა იქნება ადამიანი? ღმერთი! რას შეძლებს იგი? ყველაფერს! როგორ? რწმენით.

შორეულ აზიაში ჩაკრების გავითარებით ადამიანი სრულყოფილებას აღწევს, ისლამურ რელიგიაში მას თავგანწირვით უახლოვდებიან, იუდეველებს ღრმა სულიერი და რჩეულის რწმენა აახლოებთ, ქრისტიანობა კი ყოველივეს მომცველი გამოდგა. ყოველი გრძნობა, ყოველი დადებითი, თუნდაც ინდივიადუალური, ყოველი წმინდა მიზანი, რომელიც გულის შადრევნიდან არის აღმოხეთქილი, არის გზა სრულქმნისა და ღმერთკაცისაკენ, რაც მხოლოდ სულიერ კი არა ხორციელ გამარჯვებასაც ნიშნავს!..

ნიცშე თავის ნაშრომში "ესე იტყოდა ზარატუსტრა" წერს ღმერთი მოკვდაო. გაგაცოფათ არა?! არა, ღმერთი ადამიანმა მოკლა, ძალიან დიდი ხანია, წარმოიდგინეთ, მის გამოღვიძებას რა ძალუძს? ყველაფერი. თხოვნა, ოჰ, ღმერთო მომეცი 100 ათასი ლარი იმისათვის, რომ ვიყო ბედნიერი, ვგონებ უაზრობაა, მაგრამ მოთხოვნა, ოჰ, ღმერთო შენ მიერ ბოძებული შენივე ნაწილის გამოღვიძების შესახებ აუცილებლად იქნება შესრულებული და მაშინ შენი წარულის მოთხოვნაც კი სასაცილოდ მოგეჩვენება, რადგან მისი მიღწევა არაფერი იქნება, თუ არა ბრძანებითი კილოს სიტყვები.

და ბოლოს ვისაც არ გჯერათ: თუ ღმერთი არ არსებობს, თუ ადამიანიც იგივე ცხოველია, როგორიც სხვა ქვემძრომი, ისევე გისურვებთ მიწაში ჩალპობას, როგორც ამას ათასწლოვანი დინოზავრების ნამარხები ახერხებენ, იქნებ გაგიმართლოთ და მომავალში პალეონტოლოგებმა მიაკვლიონ თქვენ დამჭკნარ ნაშთებს, გაიღიმონ და თქვენ ცხოვრებაზე თქვენივე ძვლების აგებულებით იმსჯელონ, თქვენ კი არარსებულ აბსტრაქციაში მტვრად იყოთ გაფანტულნი.

მე კი ერთს გირჩევთ: იპოვეთ საკუთარ ტავში ღმერთი და გააცოცხლეთ იგი, ამის შემდეგ დაუძლეველი და შეუძლებელი აღაფერი იქნება, როგორც მატერიალური, ასევე სულიერი თვალსაზრისით, თუმცა ჩაგეღიმებათ და შეიგრძნობთ ერთს: ასეთი დაყოფა მცდარია, რადგან ღმერთი, ანუ მე, მატერიალურშიც ისევე ვარ შობილი როგორც სულიერში, თუნდაც იმიტომ, რომ ორივე ჩემი შექმნილიაო.

გაეცი სიყვარული, შექმენი შენი სამყარო, თუნდაც გაგდევნონ, ხელი გკრან, შეგაფურთხონ და გიმტკიცონ საწინააღმდეგო, შენ თუ შენი თავის უფალი შექიმნები, ეს უკვე საკმარისი იქნება დიადი, ზეციური მიზნების მისაღწევადაც კი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ისეთივე ახლობელი იქნება, როგორც ის კომპიუტერის გამომსხივებელი ეკრანი, რომლის მეშვეობითაც ამ სტრიქონებს კითხულობთ!

მინდა ასე დავამთავრო: ადამიანი თავისი ღვთიური ნაწილის ღმერთად თუ იქცა, მას ეწოდება ღმერთკაცი, ღმერთკაცს კი შეულია გასცეს და მიიღოს ის, რაც ყველაზე მეტად უნდა, მაგრამ ყველაზე ღირსეული იქნება, გაიღოს სწორედ ის, რის შეგროვებასაც ტანჯული დღეები მოუნდა... ვის მისცეს?! დაკარგული სიყვარულის უსულო სხეულს. რა? ღვთიური ნაწილი, საწყისი დაბადებისა და სიცოცხლისა.


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
irma
post Mar 4 2010, 01:37 AM
Post #10


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 129
Joined: 27-January 10
Member No.: 6,132

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Molen
მადლობ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Mar 4 2010, 01:38 AM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Molen
QUOTE
გამარჯობათ. მე ახალი წევრი ვარ.
გაგიმარჯოს

QUOTE
როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხთან მიმართებით?
შემდეგია ჩემი აზრი, ხედვა და კითხვები ამ საკითხზე:

QUOTE
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი ტვინის მხოლოდ რამდენიმე ერთეულს იყენებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ მისი ათეულ პროცენტამდე გაზრდა, არამხოლოდ მატერიალური ცოდნის გზით იქნება შესაძლებელი, არამედ იმ სულიერის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
ეს მითია. ტვინი მთელს თავის რესურს იყენებს ისე, როგორც საჭიროა. ეს მითი უბრალოდ გავრცელებულია 1930-ანი წლებიდან.

QUOTE
მაგრამ საკუთარ თავში ღვთის გაცოცხლება არის ყველაზე რთული
საკუთარ თავში ღვთის გაცოცხლება? რას ნიშნავს? საკუთ თავში გვყავს ღმერთი, ოღონდ ეს ღმერთი მკვდარია?

QUOTE
ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს ღმერთი, თუმცა იგი არასწორი შეხედულებებისა და გარემოს ვერ დაძლევის გამო ითრგუნება და იძინებს.
ცოცხლობს თუ მკვდარია ბოლო ბოლო? ღმერთს რა აძინებს, თუ ძინავს? ღმერთი სულ ფხიზელი არ უნდა იყოს წესით და რიგით?

დავუშვათ ძინავს და შეგვიძლია გავაღვიძოთ რაღაც სწორი შეხედულებებით. რა არის სწორი შეხედულება, რომელიც მძინარე ღმერთს გამოაღვიძებს? როგორ შეხედულება უნდა მქონდეს ამისათვის (მეც მინდა მძინარე ღმერთი გამოვაღვიძო)? შენ თუ გააღვიძე მძინარე ღმერთი შენში? თუ გააღვიძე, ჩემთვის რატო არ გაიღვიძა? ბოლო-ბოლო ღმერთი ერთია თუ მრავალი? თუ არ გააღვიძე, საიდან იცი საერთოდ არის თუ არა შენში ღმერთი და მით უმეტეს რა ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება ღმერთი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Mar 4 2010, 01:47 AM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh
QUOTE
ეზოთერულ ფორუმზე, ცხადია, ცდილობენ ამ ყველაფერს ეზოთერული კუთხით შეხედონ, თუმცა აქაც 2 (ან მეტი) შესაძლებლობაა: 1. ვისაც ეს საკითხები ჭეშმარიტად ეზოთერულად ესმით, უკვე დაწერილი აქვთ ამ განყოფილებების უამრავ თემებში და აქ ან დაეზარებათ ან გამიზნულად არ დაწერენ ან მსუბუქ არასერიოზულ-არათემატურ გამოხმაურებებს დასჯერდებიან. 2. ან მიიღებ ისეთ გრძნობით-ემოციურს გამოხმაურებას, როგორიც უკვე მიიღე!
რითი არის ეზოთერული ხედვა Molen-ის ან ჩემი მდაბიო ხედვისაგან განსხვავებული? "ჭეშმარიტად ეზოთერულ" ხედვაში რას გულისხმობ: გარკვეულ სტანდარტებზე ჩამოყალიბებულ ხედვას, რომელიც ამ სტანდარტებისაგან არ იხრება და ჭეშმარიტად ერთგულია ამ სტანდარტებისა, თუ ჭეშმარიტ ხედვას? რაღაც უკეთეს ხედვას, რაც ობიექტური ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზაა და რომელიც არაეზოთერიკ მოკვდავს არ გააჩნია?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molen
post Mar 4 2010, 01:50 AM
Post #13


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რათა_ჰა?
QUOTE
ეს მითია. ტვინი მთელს თავის რესურს იყენებს ისე, როგორც საჭიროა. ეს მითი უბრალოდ გავრცელებულია 1930-ანი წლებიდან.
შეიძლება, მაგრამ მიღებული ინფორმაციის მხოლოდ 1% გადამუშავდება და აღქმის მხოლოდ ნაწილი მიიღება, ესეც ფაქტია.

QUOTE
საკუთარ თავში ღვთის გაცოცხლება? რას ნიშნავს? საკუთ თავში გვყავს ღმერთი, ოღონდ ეს ღმერთი მკვდარია?

ამაზე ზემოთ დავწერე, მაგრამ აქაც შენი ნებარტვით გავიმეორებ: ადამიანი დაბადებიდან ექცევა ისეთ გარემოში, ისეთი წნეხის ქვეშ, სადაც ღვთის ნაწილი იძინებს, ანუ სული იკეტება ციხეში, რომლიდანად გამოსვლის საშუალებას არ აძლევს ადამიანი მას, რაც პირველ რიგში დიდი ეგოიზმის, საერთო უმიზნობისა და არაფრის ძიების ბრალია.

QUOTE
ღმერთს რა აძინებს, თუ ძინავს?
თვითონ ადამიანი, მისი თავისუფალი ნება, არჩევანი, რომელიც ცალმხრივად მატერიალურზე გაკეთდა.

QUOTE
დავუშვათ ძინავს და შეგვიძლია გავაღვიძოთ რაღაც სწორი შეხედულებებით. რა არის სწორი შეხედულება, რომელიც მძინარე ღმერთს გამოაღვიძებს?


ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყო, რომ ბინძური მდინარე შეიერთო და არ დაბინძურდეო. მაგრამ როგორ უნდა გახდეს ადამიანი ზღვად? პირველ რიგში საკუთარ თავი უნდა შეიცნოს, ვინ არის და რა უნდა, შემდეგ კი თავისი ადამიანური გზებით, სრული თავისუფლებით და მრავალი ადამიანური თუ ზეადამიანური ქმედებებით იქცევა ზეკაცად. თუმცა ოცნებაზე გამახსენდა: ბუნებას ერთი კანონზომიერება აქვს, თუ რაიმეს გულით ინატრებ ის აუცილებლად აგისრულდება! მთავარია ზეციური ნდომა, რაც ნებელობისა და რწმენის გამომუშავებს გზაზე უმთავრესი მეგზურია.

საბოლოოდ კი ადამიანთათვის ხელის უანგარო გაწვდომა, შეგრძნება საკუთარ თავში რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია, შენ მასში ხარ და იგი შენშია, ამის დაჯერება და ნდომა, ფიზიკური და სულიერი სხეულის ბოლომდე გაცნობა და მაქსიმალურად გამოყენება, ვარჯიშები და ფიქრი, ცოდნა და ემოციების მართვა, ენერგიის (თუნდაც სექსუალურის) სწორი იმართულების, ანუ ერთი, დიადი მიზნის მიღწევისაკენ მიმართვა, საკმარისია რომ ადამიანმა საკუთარ თავში ღმერთი გააღვიძოს.

irma
QUOTE
მადლობ!

გაიხარე.


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Mar 4 2010, 01:52 AM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh-ს
ვეთანხმები smile.gif
მოლენ კარგია რომ დაინტერესებული ხარ, მარა ჯერ კვლევის ძალიან დასაწყისში ხარ) ამ ფორუმს გადაავლე თვალი, და წიგნებსაც))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molen
post Mar 4 2010, 01:54 AM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Zet
QUOTE(ZipCode @ 4th March 2010 - 01:52 AM) *
ვეთანხმები
მოლენ კარგია რომ დაინტერესებული ხარ, მარა ჯერ კვლევის ძალიან დასაწყისში ხარ) ამ ფორუმს გადაავლე თვალი, და წიგნებსაც))

აუცილებლად. smile.gif თუმცა ჩაკრების თემიდან უკვე ბევრი აღმოვაჩინე, განსაკუთრებით მე-4 და 1-ლი ჩაკრა ძალიან საინტერესო ცოდნის მატარებელია, თუნდაც თეორიულისაც კი.


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Mar 4 2010, 02:10 AM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Molen
QUOTE
ადამიანი დაბადებიდან ექცევა ისეთ გარემოში, ისეთი წნეხის ქვეშ, სადაც ღვთის ნაწილი იძინებს, ანუ სული იკეტება ციხეში, რომლიდანად გამოსვლის საშუალებას არ აძლევს ადამიანი მას, რაც პირველ რიგში დიდი ეგოიზმის, საერთო უმიზნობისა და არაფრის ძიების ბრალია.
საიდან იცი, რომ ღვთის ნაწილი მიძინებულია და სული ციხეშია ჩაკეტილი? ვიღაცამ გითხრა? წიგნში წაიკითხე? თუ უშუალოდ დაინახე მიძინებული ღმერთი და ციხეში ჩაკეტილი სული?

QUOTE
ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყო, რომ ბინძური მდინარე შეიერთო და არ დაბინძურდეო. მაგრამ როგორ უნდა გახდეს ადამიანი ზღვად? პირველ რიგში საკუთარ თავი უნდა შეიცნოს, ვინ არის და რა უნდა, შემდეგ კი თავისი ადამიანური გზებით, სრული თავისუფლებით და მრავალი ადამიანური თუ ზეადამიანური ქმედებებით იქცევა ზეკაცად.
ამ ზეადამიანურს თავი დავანებოთ ერთი წუთით. შენ თუ იცი ვინ ხარ? თუ არ იცი ვინ ხარ, მაშინ საიდან ამტკიცებ ამ ყველაფერს? ვიღაცამ გითხრა? წიგნში წაიკითხე? თუ უშუალოდ დაინახე მიძინებული ღმერთი და ციხეში ჩაკეტილი სული?

QUOTE
საბოლოოდ კი ადამიანთათვის ხელის უანგარო გაწვდომა
თუ არ იცი ვინ ხარ, ამაზე მიანც უნდა გქონდეს პასუხი: როდესმე თუ ჩაგიდენია თუნდაც ერთი უანგარო საქციელი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post Mar 4 2010, 04:20 AM
Post #17


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Molen
QUOTE(Molen @ 4th March 2010 - 02:30 AM) *
და ბოლოს ვისაც არ გჯერათ: თუ ღმერთი არ არსებობს, თუ ადამიანიც იგივე ცხოველია, როგორიც სხვა ქვემძრომი, ისევე გისურვებთ მიწაში ჩალპობას, როგორც ამას ათასწლოვანი დინოზავრების ნამარხები ახერხებენ, იქნებ გაგიმართლოთ და მომავალში პალეონტოლოგებმა მიაკვლიონ თქვენ დამჭკნარ ნაშთებს, გაიღიმონ და თქვენ ცხოვრებაზე თქვენივე ძვლების აგებულებით იმსჯელონ, თქვენ კი არარსებულ აბსტრაქციაში მტვრად იყოთ გაფანტულნი.

არ არის საჭირო ასეთი აგრესია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molen
post Mar 4 2010, 09:08 AM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რათა_ჰა?
QUOTE(რათა_ჰა? @ 4th March 2010 - 02:10 AM) *
საიდან იცი, რომ ღვთის ნაწილი მიძინებულია და სული ციხეშია ჩაკეტილი? ვიღაცამ გითხრა? წიგნში წაიკითხე? თუ უშუალოდ დაინახე მიძინებული ღმერთი და ციხეში ჩაკეტილი სული?

წავიკითხე, დავფიქრდი, გავაანალიზე და დავრწმუნდი მის ჭეშმარიტებაში. არ მინდა შუა საუკუნეების მოძღვრებებს გადავხედო, რადგან მათზე მართლაც შეიძლება იგრძნობოდეს ბნელი ხანის გავლენა, მაგრამ ბიბლიის კითხვისას გასაგებია, თუ რა არის ადამიანი, რომ იგი ღვთის შვილია და მისი დაცემის შემდეგ ღვთიური საწყისი არ გამქრალა, უბრალოდ მოექცა იმის ზეგავლენის ქვეშ, რასაც მხოლოდ მატერიალური დაგეშვა ეწოდება, ამას რელიგიაში ეშმაკის ზეგავლენა ეწოდება, რომელიც დედამიწის მმართველია. მაგრამ ადამიანი, რომელიც შეძლებს დაძლიოს თავის თავში ის, რისი დაძლევაც სურს, თვითონ იტვირთოს ის ჯვარი, თუ საქმე, რომელიც მას სწადია და ირწმუნოს საკუთარი თავის და გადააბიჯოს მხოლოდ მიწიერ ხედვას, მაშინ იგი იქცევა სრულქმნილებად, ერთგვარ ღმერთად.

მიახლოებით ასევე მსჯელობდნენ უდაბნოში მოხეტიალე ბედუინები და მათივე აზრით, დედამიწა ადამიანის ემოციით იმართება, რაც გულიდან ნდომის შადრევნით ამოაფრქვევ, სწორედ ის მოგირწყავს მიწას და ის მოიყვანს სასურველ მოსავალსო.

მაგრამ ეს რად გვინდა?! XX საუკუნეში გადმოვინაცვლოთ და ანტროფოსოფიის გაცნობა სრულიად საკმარისიი იქნება თუ რას წარმოადგენს ჩვენი სულიერი სამყარო, რომელიც იმდენად ღრმა და მდიდარია, იმდენად უსასრულო და ყოვლისმომცველია, რომ მას აუცილებლად სჭირდება ღმერთი, რომელიც ისევ და ისევ საკუთარ თავშია საძიებელი, მაგრამ, მანამ სანამ ადამიანი ვერც სულს გრძნობს, საკუთარ თავს მხოლოდ ხრწნად მატერიად აღიქვამს, ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე, სამწუხაროდ მისი სული აუცილებლად იქნება კედელთან მიმწყვდეული და დაჩაგრული.

და ბოლოს, ყველაზე კარგ განმარტებას სულისა და ხორცის ერთობლიობაზე ორი ფილოსოფოსი იძლევა, გრიგოლ რობაქიძე თვის "გველის პერანგში" და ნიცშე "ესე იტყოდა ზარატუსტრაში". მათი აზრით აღიარება ცალკე მატერიალურისა და სულიერისა არის მცდარი, რადგან ის ერთი საწყისის ერთი პირმშოები არიან. გრიგოლ რობაქიძე ღმერთს ახსენებს, ნიცშე კი მის წარმომავლობაზე ნაკლებს საუბრობს, მხოლოდ მიაჩნია, რომ ადამიანური სრულყოფა ვერ მოხდება მატერიალურის განდევნითა და სიკვდილის ქადაგებით, ვერც სულიერის განდევნით და მხოლოდ მიწაში ყურებით, სრულყოფილება მათი ერთობააო.

QUOTE
შენ თუ იცი ვინ ხარ? თუ არ იცი ვინ ხარ, მაშინ საიდან ამტკიცებ ამ ყველაფერს?
მე ვიცი ვინც ვარ, ჩემი იდნივიადუალური მიზნის გარკვეულად უნივერსალური სულიერი საშუალებით მებრძოლი. დანარჩენი ინდივიდუალურია ყველასათვის.

QUOTE
როდესმე თუ ჩაგიდენია თუნდაც ერთი უანგარო საქციელი?

მრავალჯერ მიცდია, გამომსვლია?! არ ვიცი.

adamiani
თუ რაიმე არასწორად დავწერე, მაპატიე, უბრალოდ ის დავწერე რაც გულმა და გონებამ ერთდროულად მიკარნახა.


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Mar 4 2010, 10:12 AM
Post #19


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რათა_ჰა?
ციტატა(რათა_ჰა? @ 4th March 2010 - 01:47 AM) *
რითი არის ეზოთერული ხედვა Molen-ის ან ჩემი მდაბიო ხედვისაგან განსხვავებული? "ჭეშმარიტად ეზოთერულ" ხედვაში რას გულისხმობ: გარკვეულ სტანდარტებზე ჩამოყალიბებულ ხედვას, რომელიც ამ სტანდარტებისაგან არ იხრება და ჭეშმარიტად ერთგულია ამ სტანდარტებისა, თუ ჭეშმარიტ ხედვას? რაღაც უკეთეს ხედვას, რაც ობიექტური ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზაა და რომელიც არაეზოთერიკ მოკვდავს არ გააჩნია?

ჩემი კიდევ უფრო მდაბიო ხედვით, "ჭეშმარიტად ეზოთერულში", რომლის მისაღწევად პირადად მე არ ვიცი, კიდევ რამდენი ინკარნაცია დამჭირდება, ვგულისხმობდი იმას, რაც თქვენს კითხვებში თემატურად უკვე გაჟღერდა, მხოლოდ ოდნავი სახეცვლილებით, რადგან სტანდარტები არ უპირისპირდება "ჭეშმარიტ ხედვას", არამედ განეკუთვნება კიდეც მას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
yogi
post Mar 4 2010, 02:14 PM
Post #20


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 46
Joined: 7-December 09
From: Tbilis
Member No.: 6,088

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ! hellllo.gif
ღმერთის თემა ყოფელთვის საინტერესო და იდუმალებით სავსეა. პასუხის პოვნაც რთულია: ყველა ფილოსოპოსი თუ მწერალი და ჩვეულებრივი ადამიანიც თავისებურად აღიქვამს ღმერთს. მაგრამ თუ ჩვენ ვეზებთ პასუხს ჩვენი გონების საშუალებით სხვების აზრებში, ეს პასუხი ჩვენ ვერ დაგვამაკმაყოფილებს. იმიტიმ რომ ცვენი გონება შესღუდულია. მანდ ინახება მხოლოდ ის რაც ჩვენ ჩავდეთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. მაგრამ ცვენ შეგვიძლია გავასხივოსნოთ შვენი გონება ჩვენი სულის სინათლით. მაშინ ჩვენ დავინახავთ და შევიცნობთ ჭეშმარიტებას. როდესაც ადამიანი აღწევს გასხივოსნებას ის ხვდება, რომ ის და ღმერთი არ არიან 2 ცალ-ცალკე მცხოვრები არსებები. ისინი განუყოფელ ერთიანობას წარმოადგენენ. ეს ჩვენი გონება ხედავს ყველაფერს დაწევრიანებულს, ამაღლეს რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთობა და სხვა არაფერი. როგარც ძველ ინდოელ გასხივოსნებულ ბრძენს -შანკარაჩარიას აქვს ნათქვამი: "არსებობს მხოლოდ ერთი რეალობა. და ეს რეალობა - ბრაჰმანიმაგრამ ბრაჰმანი ა. ბრაჰმანი და მხოლოდ ბრაჰმანი წარმოადგენს აბსოლუტურ რეალობას." მაგრამ ბრახმანი არც კაცი და არც ქალია, მას ვერ აღწერ. როგორც შრი აურობინდოს (უდიდესი მედიტაციის მასწავლებელი) აქვს ნათქვამი: ..."რა სახელის არ უნდა უწოდო "მას'', და რაც ნათქვამია ფილოსოფოსების მიერ "მის" არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი რასაც უნდა აკეთებდე - უნდა გქონდეს "მასთან" შერწყმის წყურვილი. უნდა გაიგივდე "მასთან" და იცხოვრო ამ რეალობაში. იოგა კი უზენაესთან შერწყმის გზაა." თრგმანი მიახლობებითაა მოყვანილი. ვისაც გაინტერესებთ სრული ვერსია შეგიძლიან ნახოტ შრი აურობინდოს წიგნში "ინტეგრალური იოგა".
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 12:37 PM