IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ღვთიური საწყისი
Molen
post May 7 2010, 12:30 PM
Post #41


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინც ეძებს, ნუ შეწყვეტს ძიებას, იქამდე სანამ არ იპოვის, და როცა იპოვის, იგი შეცბუნდება, და რადგან შეცბუნდება, იგი გაოცდება.

და აჰა, ამ თემის გახსინდან ორი თვე გავიდა. ახლა უკე ბევრად უფრო მეტი შემიძლია ვისაუბრო ამ საკითხთან დაკავშირებით.
პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადამიანმა საკუთარ თავში რომ მიიღოს/გააღვიძოს ღვთიური საწყისი, იგი აუცილებლად უნდა ემსგავსოს ღვთიურ მცნებებს, ანუ შეძლებისდაგვარად დათრგუნოს ეგო, იყოს მოწყალე, მშვიდობისმყოფელი, ეძიებდეს მუდმივად, დათრგუნოს ვნებანი - მრისხანება, შიში, შეძლებისდაგვარად მართოს სექსუალური ენერგია და ასე შემდეგ. ამას გარდა ადამიანი მუდმივად უნდა ესწრაფვოდეს ახლისა და ახლის შეცნობას, თუმცა თუ მას ექნება ერთი სასურველი მიზანი და ამ მიზნისთვის მოიხმარს თავის ენერგიას და რაც უმნიშვნელოვანესია ამას უნდა აკეთებდეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღვთიური მცნებების კეთებასთან ერთად.

ამის ფონზე ბუნებრვია ადამიანში გაიღვიძებს/მიეცემა მას (გააჩნია ვის როგორ სწამს) ამ ყველაფრის ასმაგად კეთების უნარი და თავის თავში ნამდვილად იპოვის ღვთიურ საწყისს, რომლითაც შეუძლებელი აღარაფერი იქნება, ოღონდაც თუ ამ ნიჭს იგი მიმართავს ავისქმნისაკენ, ამპარტავნობისაკენ და რეალურად მანკიერებისაკენ, რა თქმა უნდა იგი დაკარგავს/წაერთმევა ყოველი სიქველე რაც ჰქონდა.

ქრისტიანული ხედვით რომ ვთქვათ ადამიანი რამდენადაც მეტად შეასრულებს ქრისტესეულ მცნებებს (საერო ცხოვრებაში ასმაგად რთულია ეს, განსაცდელიც და ბრძოლაც მეტია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში შედეგი ბევრად უფრო მალე დგება), იგი საკუთარ თავში სულიწმიდის ძალას იგრძნობს რაც ყველა ძალაზე აღმატებულია.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მათეს სახარებისეული სიტყვები მინდა გავიმეორო: "მაშ იყავით ისეთივე სრულყოფილი, როგორი სრულყოფილიცაა თქვენი მამა ზეციერიო." და ასევე: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ."

ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ვინც ქრისტეს მცნებებს დაიმარხავს, ანუ ასრულებს მას და თან ისე რომ ეს განა ყველასთვის აფიშირებული და ცნობილი იყოს, არამედ საიდუმლოდ, მაშინ დროთა განმავლობაში საკუთარ თავში მართლაც გაიღვიძებს/(მიიღებს მას) ის სრულყოფილება, რასაც ამდენი ხანი ეძებდი.

და ბოლოს ქრისტესეული სიტყვებითვე დავამთავრებ: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის.



--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post May 7 2010, 12:46 PM
Post #42


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Molen @ 7th May 2010 - 12:30 PM) *
"მაშ იყავით ისეთივე სრულყოფილი, როგორი სრულყოფილიცაა თქვენი მამა ზეციერიო."

ციტატა(Molen @ 7th May 2010 - 12:30 PM) *
ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს

ციტატა(Molen @ 7th May 2010 - 12:30 PM) *
თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის


good.gif Molen

მეც ზუსტად ამ აზრზე ვარ

ყველაფერი შესაძლებელია . მთავარია გადაწყვიტო რა გინდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
irma
post May 7 2010, 06:21 PM
Post #43


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 129
Joined: 27-January 10
Member No.: 6,132

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Molen @ 7th May 2010 - 12:30 PM) *
"მაშ იყავით ისეთივე სრულყოფილი, როგორი სრულყოფილიცაა თქვენი მამა

ეჰ..... sad.gif sad.gif ძალიან ძნელია
Go to the top of the page
 
+Quote Post
udzinaritvini...
post Mar 5 2013, 07:04 PM
Post #44


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 22
Joined: 3-March 13
Member No.: 7,030

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ai rac sheexeba pirvelsacyiss me sul sxva azris var amaze...... Mara cera mezareba biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 09:20 AM