IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> სვასტიკა
tikoroma
post May 10 2013, 05:45 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წყარო:
წიგნი "OTHER TONGUES--OTHER FLESH"
George Hunt Williamson

არ მომწონს ეს სტატია, მაგრა თავიდან ფიქრი მეზარება და როგორიც გამოვიდა ისეთს დავდებ smile.gif
ჯორჯ უილიამსონი განმარტავს სვასტიკის სიმბოლოს მნიშვნელობას, კალიფორნიის უდაბნოში „უცხოპლანეტელის“ (ვენერადან) მიერ დატოვებული ფეხის ნაკვალევის მიხედვით.
მარცხენა ფეხის კვალი
მარჯვენა ფეხის კვალი
სვასტიკა წარმოიშვა მარტივი ჯვარის სიმბოლოსაგან და ორივე უძველესი სიმბოლოა დედამიწაზე. სვასტიკა არის სამყაროს მოძრაობის გასაღები. ოთხ დიდ და ძირითად ძალას იყენებს შემოქმედი და მათი მოძრაობა მართავს მთელ სამყაროს. ეს ძალები მოძრაობენ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, გადიან ციური სხეულების მოძრაობას დასვლ. აღმოსავლ. ამ ძალთა ქმედებები იწვევენ სხეულთ განახლებას, რათა მათ განაგრძონ გზა და როგორც ჩანს ეს ძალა ამოძრავებს მათ.
„წმინდა ოთხეული“ დღემდე რჩება ჩვენთან. მაგრამ ვინ არიან ისინი? მუდმივი (უძრავი) მაგნიტური ველი, მუდმივი (უძრავი) ელექტრო ველი, ელექტრო-მაგნიტური ტალღები, ელექტრო-მაგნიტური ველი. უძველესი ტაძრები ეძღვნებოდა ამ ოთხ საიდუმლო ძალას, როგორც შემოქმედის ყოვლისშემძლე ძალების სიმბოლოს.
უძველესი ადამიანი დედამიწაზე მიხვდა ოთხი უმაღლესი ძალის ჭეშმარიტ მნიშვნელობას, მაგრამ შემდეგ ეს ცოდნა დაიკარგა. შემორჩა მხოლოდ რიტუალები და ისინი გადაეცემა შემდეგ თაობებს.
ეს წმინდა ოთხეული იყო შემოქმედის შემსრულებლები სამყაროს შექმნისას.
უძველესი ცოდნა ამბობს: თავიდან იყო ქაოსი, როცა იყო სიბნელე ხმების გარეშე. შემდეგ შემოქმედმა, რომელსაც სურდა სამყაროს შექმნა, უბრძანა თავის ოთხ დიდ ძალას მოეწყოთ სამყაროს კანონები და წესრიგი ისე, რომ შექმნა შესაძლებელი გამხდარიყო. როცა კანონები და წესრიგი დამყარდა, შემოქმედის სურვილს და ბრძანებებს ახორციელებდა მისი ოთხი უდიდესი ძალა.
უძველეს ხალხები მათ სხვადასხვაგვარად მოიხხსენიებენ: The Sacred Four, the Four Great Ones, the Four Powerful Ones, the Four Strong Ones, the Four Great Kings, the Four Great Maharajas, the Four Great Builders, the Four Great Architects, the Four Great Geometricians, the Four Great Pillars of the Universe, the Four Genii, the Amshaspands by the Mazdeans, the Elohim and Seraphs by the Hebrews, the Rabiri and Titons in Hesiod's theogony, etc.

მათ სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ სხვადასხვა ერები, მაგრამ ერთნაირად გამოხატავდნენ - ჯვრის სიმბოლოთი. სვასტიკას სიმბოლოს მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხებში შეხვდებით მექსიკის უძველესი მცხოვრებლებით დაწყებული ძველ ეგვიპტელების ჩათვლით. აქ ვხედავთ რომ ოთხი დიდი ძალა გვევლინება ღვთაებებად და იგი მოძრაობს დასავლეთიდან აღმოსავლეთით ცენტრის ირგვლივ.
სვასტიკა პირველ რიგში იყო მზის სიმბოლო და ასოცირებული იყო აპოლონთან. იგი ყოველთვის ასოცირდებოდა იმასთან, ვინც მოვიდა დედამიწაზე რათა ადამიანებისათვის ესწავლებინა უკეთესი ცხოვრება, მმართველობა, სოფლის მეურნეობა. მადლირების ნიშნად ხალხი სულ უფრო მეტად ალამაზებდა და სრულყოფილს ხდიდა მის ფორმას.

ეს სიმბოლო დედამიწაზე მოვიდა გარესამყაროდან, ხოლო ამ მპლანეტაზე რელიგიური მნიშვნელობა მიიღო.

წიგნში „ასტრონომია“ არტურ მ. ჰარდინგი, თავში „ ჩრდილოეთის ცის საათი“ წერს: დიდი დათვი“ არის უძველესი თანავარსკვლავედი. ის მოძრაობს ნელა ჩრდილოეთის ვარსკვლავის ირგვლივ, სრულ სწრეს სჭირდება 24 საათი. ის არის ციური საათი, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით მუშაობს. ამ ბუნებრივი საათიდან ადამიანს შეუძლია მხოლოდ რამდენიმე წუთის ცდომილებით გაიგოს დრო, თუკი მან იცის თვის რომელი დღეა.



როცა „დიდი დათვი“ ჩრდილოეთის ვარსკვლავის ქვეშაა, ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა (შუაღამეს). 6 საათის შემდეგ ის იქნება პოლარული ვარსკვლავიდან აღმოსავლეთით „სახელურზე მდგარი“, 12 საათზე შემდეგ იქნება თავდაყირა პოლ. ვარსკვლავის ზემოთ და ბოლოს 18 საათზე იქნება დასავლეთ მხარს „თასით: დაბლა.
დიდი დათვი პოლარული ვარსკვლავის თავზე იქნება მაისში, დასავლეთით - აგვისტოში, ქვემოთ - დეკემბერში, ხოლო აღმოსავლეთით - თებერვლის ბოლოს.
დიდი დათვის თანავარსკვლავედის მოძრაობის აღწერით ჩვენ გვაქვს სვასტიკის დიზაინის გარკვეული მონახაზი. ამ შემთხვევაში სვასტიკას ცენტრში პოლარული ვარსკვლავია.
შეიძლება თუ არა ეს სიმბოლო გამოვიყენოთ როგორც სამყაროს სიმბოლო?
უძველესი სპარსელები და ჩინელები ამბობენ, რომ ცაში ოთხი მბრწყინავი ვარსკვლავი გვიცავს და დაგვყურებს ზემოდან. ისევ წმინდა ოთხეული!
ეს ვარსკვლავები დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით შეესაბამება გაზაფხულის ბუნიობას, შემოდგომის ნაბუნიობას, ზაფხულის და ზამთრის მზებუდობას. ოთხი კარდინალური პოზიცია ცაში. თუ ზოდიაქოს ნიშნებს გადავხედავთ იქ ვიპოვით ოთხ თანავარსკვლავედს, რომელშიც შემავალი კაშკაშა ვარსკვლავებიც ქმნიან კარდინალურ პოზიციას.

ოთხი ნათელი ვარსკვლავი: ალდებარან (კუროს თანავარსკვლავედში), ანტერეს (მორიელის თანავარსკვლავედში, რომელსაც აბრაამი და მისი მიმდევრები არწივს უწოდებენ), რეგულუსი (ლომის თანავარსკვლავედში) და ფომალაუთ (მერწყულის თანავარსკვლავედში, რომელიც წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც წყალს ასხამს გემს). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ძველი ადამიანები იხსენიებდნენ: ხარი, არწივი, ლომი და კაცი - რომლებიც განლაგებულნი არიან როგორც ოთხი დრო - გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობა და ზაფხულ-ზამთრის მზებუდობა. როგორც ჩანს სპარსელებსა და ჩინელებს არ აინტერესებდათ თანავარსკვლავედები, მხოლოდ მათში შემავალი ვარსკვლავები. ხოლო ებრაელები ასახელებენ ამ არსებებს, მაგალითად ეზეკიელის გამოცხადებაში.

მოდით შევადაროთ სვასტიკის სიმბოლოები. სვასტიკის ზედა მარჯვენა მონაკვეთი ძალიან ჰგავს V, ამავე ფორმისაა კუროს თანავარსკვლავედიც. ასევე სხვა სიმბოლოები ძლიერ ჰგვანან ლომის და მორიელის, მერწყულის თანავარსკვლავედების ფორმებს. აქედან ვხვდებით, თუ რატომ ხატია ეს ოთხი სიმბოლო სვასტიკის მკლავებს შორის. იმიტომ რომ ზოდიაქოს ოთხი ნიშანი იძვრის აღმოსავლეთის მიმართულებით. ასე რომ სვასტიკა არის დროის მიმანიშნებელი, საათი, და დღსაც მიუთითებს თანავარსკვლავედების მდებარეობას. იგია უნივერსალური საათი, მისი ცენტრი წარმოადგენს პოლარულ ვარსკვლავს, ხოლო როცა იგი მიუთითებს წელიწადის დროებს, ცენტრში იგულისხმება მზე.









--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 10 2013, 09:52 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
l_daisy.gif
ჰიტლერმა რომ სვასტიკა გამოიყენა, ეს იმტომ რომ ჰყვარებია მითოლოგია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 10 2013, 10:47 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
ციტატა(earth @ 10th May 2013 - 09:52 PM) *
ჰიტლერმა რომ სვასტიკა გამოიყენა, ეს იმტომ რომ ჰყვარებია მითოლოგია

ჰიტლერს ძალაუფლება უყვარდა biggrin.gif
ეს ოთხი არსება - რამაც ყველაზე მეტად დამაინტერესა, ბიბლიაში აღწერილ არსებებს ემთხვევა და მე მგონი უცხოთა ცივილიზაციებსაც. ეს უნდა გადავამოწმო smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalkeri
post May 11 2013, 03:57 AM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 47
Joined: 5-May 13
Member No.: 7,078

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



au ra kai saubris temaa svastika smile.gif sharshan davxate otaxis kedelze fanqrit mqrtalad da caishala. cels ukve shavi tempera gadavatare. meore kedelzec minda ogond citeli svastikis daxatva. Iantra hqonda erti 10 clis cin mamachems daxatuli da dzaan cud gunebaze makenebda. mere chamovxsenit.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 11 2013, 02:50 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






http://www.sacred-texts.com/ufo/otof/otof13.htm


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 11 2013, 03:47 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეზეკიელის ხილვა http://society.nekeri.net/religion/pmb/ind...amp;version=BIB
~და მსგავსება პირთა მათთაჲ: პირი კაცისაჲ და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთასა და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთასა და პირი არწივისაჲ ოთხთაჲვე ესრეთ არს-პირნი არიან ქმნულებისა მათისანი.






--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 11 2013, 03:59 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იოანეს გამოცხადება:
თავი მეოთხე

1. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ. 2. მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე. 3. მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი. 4. ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი. 5. ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული. 6. ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი. 7. პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი. 8. ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა. 9. და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე, 10. ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: 11. ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 11 2013, 08:55 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბორჯღალა განსხვავდება ქიმთა რაოდენობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული 7 ქიმიანი ბორჯღალა იყო, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა.

7 წმინდა მნათობის ქართული სახელებია:
მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე
ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური
მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი
მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი
დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი
ზუალი — სატურნი
ჰელიო(იგივე არდი) —მზე



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 11 2013, 09:57 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქართულ სვასტიკასთან ბორჯღალთან უნდა დამეკავშირებინა ეს:
ოთხი უძველესი კულტის ძალაუფლება (stellar – ეს ვერ მივხვდი) მზე, მთვარე და სატურნი) გაერთიანდა ერთ მამრულ ღვთაებაში:
სახელი ისრაელს მომდინარეობს უძველესი ღმერთების სახელიდან: ისიდა, რა, ელ-სატურნი. (იაჰვეზეა როგორც მახსოვს საუბარი)

ბიბლიის შვიდი ეკლესია არის 7 უძველესი კულტი, რომელთაგანაც 4 უმთავრესი იყო: stellar, მზე, მთვარე, სატურნი, ვულკანუსი (ცეცხლის კულტი), დიონისეს (ნარკოტიკების ან სხვა ფსიქოდელიკების კულტი), ვენერას კულტი, რომელიც საბოლოოდ ერთ მთლიანობად იყო ასხმული.
რამდენიმე დღის წინ დავიწყე წერა და მივატოვე და ვეღარ ვპოულობ ნეტში რომელი სტატია იყო biggrin.gif
თან იუპიტერი რატო აკლია, აუ, ვეღარ ვპოულობ რა გაგრძელება რომ ვნახო. მთელი დღეა მაგას ვეძებ sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ruslan
post May 11 2013, 11:49 PM
Post #10


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 154
Joined: 26-February 12
Member No.: 6,735

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგარი თემა გახსენი თიკორომა, აუცილებლად დავწერ ჩემს კომენტარებს. მაგარია. მეც ბიბლიიდან ვუკავშირებ ბევრ რამეს რაც სვასტიკასთან არის დაკავშირებული, თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ სვასტიკა ძველინდური წარმოშობის არის. აბა იქნებ მოიძიო ინფორმაცია ძველინდურ ქყაროებზე, რომლებიც სვასტიკას უკავშირდება. atb_help.gif atb_help.gif atb_help.gif atb_help.gif crazy.gif crazy.gif mail1.gif mail1.gif mail1.gif l_sunny.gif l_sunny.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 12 2013, 12:07 AM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სახელწოდება ინდური აქვს სვასტიკა卐,卍(სანსკრ. स्वस्तिक svastika „კეთილად ყოფადი“)
მაგრამ ვიკიპედია ამბობს: სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია შუამდინარეთში (შუმერი) და დღევანდელი
საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება.

განსაკუთრებით ფართო დატვირთვა ჰქონდა სვასტიკას ძველ ინდოეთში, ჯერ კიდევ ჰარაფას კულტურის დროს (ძვ. წ. III-II ათასწლეულები) გვხვდება მისი ნიშნები, რომელიც ვედურ სამყაროში ახალ დატვირთვას იძენს და ბუდიზმის სიმბოლიკის ერთ-ერთ უმთავრეს წმინდა ნიშნად მკვიდრდება. სვასტიკას ინდო-არიელები ხშირად იყენებდნენ საკულტო ტაძრებზე (პაგოდებში), ბუდას ქანდაკებებზე (შუბლზე, გულ-მკერდზე, ან „მზის წნულთან“), თავად სიტყვა „სვასტიკაც“ ამ კულტურის მატარებელი ხალხის - ინდო-არიელების ენიდან, სანსკრიტიდან, არის დამკვიდრებული. მაგრამ ძველ ინდოეთში არსებობდა კიდევ „სუბასტიკა“, რომელიც ჩვეულებრივი სავსტიკისგან განსხვავებით, საათის საპირისპირო მიმართულებით ტრიალებს და „ღამის სიბრძნის“, „მაგიური ცოდნის“ სიმბოლოა, რომელიც ასევე „სიკეთის ძალებთან“ არის დაკავშირებული. ანუ ერთგვარი „მზიანი ღამეა“. ასეთი შემობრუნებული სვასტიკა, ანუ სუბასტიკა ბუდას ქანდაკებებზეც გვხვდება.

http://ka.wikipedia.org/wiki/სვასტიკა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ruslan
post May 12 2013, 09:45 PM
Post #12


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 154
Joined: 26-February 12
Member No.: 6,735

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნაცისტები თვლიდნენ რომ, ინდოარიელებთან ჰქონდათ ნათესაური კავშირი და თავის დროზე ექსპედიციებიც მოაწყვეს ტიბეტსა და ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს ძალიან საინტერესო თემაა, იმ მხრივ რომ, რასაც შენ ამბობ სვასტიკის გარდა სუბასტიკაც არსებობდაო ეს მართლაც ასეა და მესამე რაიხის მისნებმაც კარგად უწყოდნენ ამის შესახებ.საინტერესო ის არის რომ მესამე რაიხის მაღალჩინოსნების დროშებსა და სამკერდე ნიშნებზე სწორედ სუბასტიკები იყო დატანებული რაც მათ კიდევ მეტ პრივილეგირებაზე მიუთითებდა. მოკლედ მესამე რაიხში იყვნენ ადამიანები რომლებსაც უნდოდათ ამგზით წასვლა უპირველესად კი თავად ადოლფს და ამ მხრივ სერიოზული მუშაობაც მიდიოდა მაგრამ იმ დროს ჯერ არ იყვნენ ამ ყველაფრისთვის მზად და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი სიგიჟემდეც კი მიდიოდა. უბრალოდ ის ადამიანები არა სათანადო ეპოქალურ დროში მოხვდნენ და ცდილობდნენ იდეის რეალიზებას, მაშინ როდესაც მთელს პლანეტაზე ბოროტი ძალები განსაკუთრებულად აქტიურობდნე.
ეს იყო იდეა რომელსაც უნდა გაეღვიძებინა ძველი არიული თუნდაც ინდო არიული აზრი და იდეა, თუმცა ისინი ცოტანი იყვნენ და დინების საწინააღმდეგოთ მიდიოდნენ. იმ გაგებით რომ დანარჩენ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიც ინგლისი და ამერიკა არიან არ აწყობდათ გერმანიის ამ მხრივ განვითარება და დასაჯეს. შემდექ კი მთელი ბოროტება გერმანელებს მიაწერეს და ნაცისტები უწოდეს.
თუმცა ვიმეორებ რომ თავად მესამე რაიხშიც არ იყვნენ საკმარისად ის ადამიანები ვინც ამ იდეას ბოლომდე გაისისხლხორცებდა. და სწორედ ამის გამო იყო რომ იდეამ არსებობა მალევე შეწყვიტა, უხეში ძალები ბევრად სჭარბობდნენ და თავისიც გაიტანეს. სუბასტიკია თუ სვასტიკის აღორძინებას დღემდე ქმედით წინააღმდეგობას უწევენ თანამედროვე ატლანტისტები. იციან რომ არიელთა ცივილიზაცია და კულტურა ბევრად განვითარებული და წინ წასული იყო და დღესაც კი ხედავენ მის აღმასვლაში საფრთხეს. შედეგად კი გვაქვს ქაოსი მრავალი მონოკულტურის სახით. არადა ერთ დროს ბევრი საერთო გვქონდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 12 2013, 11:31 PM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ruslan
რავი, რასაც ფაშისტები აკეთებდნენ მაღალგანვითარებულობა ვერ შევატყვე biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post May 13 2013, 09:15 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ანუ ბორჯღალიც სვასტიკაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 13 2013, 09:23 PM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zeppelin
ჰო ეს ერთ-ერთი სახეობაა, ყველას სათავე ჯვარია
შვიდსხივიანი მგონი მხოლოდ საქართველოშია


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 13 2013, 10:02 PM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ოთხი არსების - კაცი, ლომი, ხარი და არწივის - სიმბოლოები ქრისტიანობაში ასე აიხსნება: ოთხი არსება ნიშნავს 4 მახარობელს, კაცი (ანგელოზი) არის მათე, რომლის სახარება იწყება იესო ქრისტეს გენეალოგიის აღწერით. ხარი - არის ლუკას სიმბოლო, რომელიც სახარებას იწყებს ზაქარიას (იოანე ნათლისმცემლის მამა) მიერ ტაძარში ღვთისმახურების აღწერით (მსხვერპლშეწირვით), რადგანაც სამსხვერპლო ცხოველი ძირითადად ხარი იყო. ლომი არის მარკოზი, რომელიც იწყებს სახარებას იოანე ნათლისმცემლის ამბით და მას ლომს ადარებს (ქართულში ეს ვერ ვნახე. ‘preaching like a lion roaring’.) ხოლო არწივი არის იოანე, რომელიც იწყებს სახარებას _ პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი. - არწივი არის ფრინველი, რომელიც ნავარდობს ცაში ყველაზე მაღლა და მას შეუძლია პირდაპირ შეხედოს მზეს.

რაც შეეხება ეზეკიელის ხილვას, ითვლება, რომ ეს იყო წინასწარმეტყველება ქრისტეს და ოთხი მახარობლის შესახებ.

მე მგონი ძნელი დასაჯერებელია ეს ახსნები biggrin.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 13 2013, 10:57 PM
Post #17


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://at37.wordpress.com/2013/04/01/1637-...tarot/#comments


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 13 2013, 11:11 PM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შტაინერი http://wn.rsarchive.org/Lectures/19081029p01.html


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 14 2013, 01:13 AM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Richard Cassaro
უძველეს დროში თეთრმა რასამ შეგნებულად მოწყვიტა თავისი რელიგია ინდუიზმს, რომელიც გავრცელებული იყო მთელს ევროპაში პრეისტორიულ ხანაში, ათასობით წლით ადრე ქრისტემდე. შედეგად „თეთრებმა“ დაკარგეს თავიანთი გზა და დაივიწყეს ვინ არიან სულიერად. ინდუიზმი, თავისი მაღალი სულიერი ცნებებით ( სულის უკვდება, კარმა, რეინკარნაცია, იოგა, მესამე თვალი და ნირვანა), არის ძველი ევროპის დაკარგული რელიგია. ეს აზრი ეფუძნება სამეცნიერო კვლევებს. ყველა უძველესი ევროპული ერების - ეტრუსკები, ბერძნები, რომაელები, გალები, კელტების კულტურაში ნაპოვნია სვასტიკას სიმბოლო.
ინდუიზმი დღეს ინდოეთთან ასოცირდება, ეს სწორიცაა, მაგრამ ინდუიზმის სამშობლო ინდოეთი არ არის. მეცნიერები თვლიან, რომ მომთაბარე ხალხმა - არიელებმა დაიპყრეს ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილი და იქ გაავრცელეს ინდუიზმი. (ჩვენ სკოლებში გვასწავლიდნენ, რომ „არიელები“ იყვნენ მხოლოდ ჰიტლერის წარმოდგენებში - „გაბატონებული რასა ქერა თმებით და ცისფერი თვალებით", ეს არის ტყუილი. ისტორიულად არიელები ყოველთვის ნიშნავდა თეთრ ხალხს, ანუ ევროპელებს. მეორე მსოფლიო ომამდე, მეცნიერები თეთრ რასას "არიელებს" უწოდებდნენ.
თანამედროვე მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ძველ ინდოეთში ორი რასის ხალხი ცხოვრობდა: არიელების თეთრი რასა (გვიან მოსული) და ძირძველი დრავიდები. არიელებმა მიატოვეს მომთაბარეობა და დამკვიდრდნენ ინდოეთში. მათ გააცნეს მკვიდრ მოსახლეობას თავიანთი მაღალი კულტურა. არიელებმა დააწესეს კასტების სისტემა და თავიანთი თავი უმაღლეს კასტად გამოაცხადეს, რათა მათში არევა აეცილებინათ თავიდან.
Time-Life Books library-ში (სპეც. ბიბლიოთეკაა ან ტომეულები. აშშ)- 1982 წელს გამოქვეყნებულია "ბარბაროს მეკობრეთა" მონათხრობი: "ამ ხალხმა, არიელებმა შეუქმნეს ინდოელებს სოციალური წყობა და აზიარეს უმაღლეს სულიერ კულტურას, ინდუიზმს". "კასტის ცნება შემოიტანეს არიელებმა, სიტყვა "caste" გამოიყენებოდა, როგორც სიტყვა "ფერადი".
1870 წლის შემდეგ, როცა შლიმანმა ტროა აღმოაჩინა და დედაქალაქის ნანგრევებში სვასტიკის უამრავი გამოსახულება იპოვნა, ეს სიმბოლო ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოში. იგი გახდა თეთრკანიანთა უძველესი ევროპელი წინაპრების ემბლემა.
ნიცშემ თავისი წვლილი შეიტანა სვასტიკის პოპულარობაში. რას ნიშნავს მისი ფრაზა "ღმერთი მოკვდა?" მისი აზრით, ქრისტიანობის გავლენიანობა დასავლეთში იყო ებრაელთა ბრწყინვალე ხუმრობის შედეგი, რისი მიზანიც იყო ძალის, გავლენის და ავტორიტეტის შენარჩუნება. მათი მიზანი იყო აემაღლებინათ თავიანთი ღმერთი და ეს მოახერხეს, რადგან ქრისტიანობა იყო დაფუძნებული მათ რელიგიაზე. ეს შენიშვნები გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ებრაელებმა მოწყვიტეს ევროპელი ხალხი თავიანთ ძირძველ რელიგიას - ინდუიზმს. სემიტური რელიგიების მიმდევრები - იუდეველები, მუსლიმანები და ქრისტიანები არ გამოიყენებდნენ სვასტიკას. სემიტების კულტურა და რელიგია ძლიერ განსხვავდება ისტორიული ინდო-ევროპელებისაგან. (არადა ტაძრებში არის სვასტიკის სიმბოლოები).
იდეა არიელების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ინგლისელმა ფილოლოგმა სერ უილიამ ჯონსმა აღმოაჩინა მსგავსება სანსკრიტისა და თანამედროვე ევროპულ ენებს შორის (მათ შორის ლათინური, ბერძნული, გერმანული, კელტური და სლავური ენები). მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სანსკრიტი იყო "დედა ენა" და მისგან განვითარდა დანარჩენები. მათ ეწოდათ ინდოევროპული ენები, რაშიც იგულისხმება მათი სანსკრიტიდან წარმოშობა. სხვა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სპარსული და სომხური ენებიც ენათესავება სანსკრიტს.
ტერმინი "არიელები" (არიან) მოდის სანსკრიტიდან და სპარსულიდან (ავასტიდან) ნიშნავს წარჩინებულს. არიული ტომები თავიანთ მხარეს უწოდებდნენ Aaryaa Varta ან Aryan expanse. ირანელებიც უწდებდნენ Airyanem Vaejah ან Iranian Expanse. დღეს ცნობილია როგორც "ირანი", "არიანის" ერთ-ერთი ვერსია. ჰეროდოტე წერდა: "უძველესი დროიდან... ისინი არიელებს ეძახდნენ ერთმანეთს და მათი მეზობელი ხალხებიც ასე უწოდებდნენ". მე-6 საუკუნეში სპარსეთის მეფე დარიუს დიდი Naqsh-e-Rostam-ის წარწერაში ამბობს: "მე ვარ დარიუს დიდი...სპარსელი, ძე სპარსელთა, არიელი, არიული წარმოშობით..." შაჰს ჰქონდა ტიტული Arya-Mehr "არიელთ სინათლე.
ჰეგელს სჯეროდა,რომ ჯონსის ენობრივი აღმოჩენა დასტურია უძველესი არიელების დასავლეთით მიგრაციისა. ნორვეგიელი სანსკრიტოლოგი კრისტიან ლასენი მიუთითებს, რომ უძველესი არიელებს, ისევე როგორც თანამედროვე მაღალი კასტის ხალხს ინდოეთში, ღია ფერის კანი ჰქონდათ. ძმებმა გრიმებმა შეაგროვეს უძველესი არიული მითები და მათ უწოდეს "გრიმების ზღაპრები", ისინი ამტკიცებდნენ, ეს ისტორიები ათასწლეულების მანძილზე უმაღლეს სულიერი სწავლების საშუალებები იყო. მაქს მიულერი წერდა: "არიული ერები"... ისტორიაში ჩანან, როგორც ძირითადი ერები დასავლეთ აზიაში და ევროპაში. მათ ჰქონდათ სრულყოფილი საზოგადობა, და ჩვენ ვსწავლობთ მათი ლეტრატურული ნაწარმოებებიდან, ხელოვნების ნიმუშებიდან, ხელოვნების კანონებს და ფილოსოფიის პრინციპებს... და აშ."
ეს თეორიები უკვე 1800 წლიდან გამოიყენა ბრიტანეთმა პოლიტიკური მიზნებისთვის ინდოეთის კოლონიზაციისას, რაც დაიწყო 1600 წელს და დასრულდა 1947 წელს. ისტორიკოსები იკვლევდნენ წყაროებს კავკასიის რეგიონის შესახებ. (გამოვჩნდით biggrin.gif) ეს მთები ხიდია ევროპასა და აზიას შორის, ხოლო ტერმინი "კავკასიური" დაამკვიდრა გერმანელმა ანთროპოლოგმა ბლუმენბახმა.
ზოგი მეცნიერი არიელთა სამკვიდროდ ტიბეტს მიიჩნევდნენ. ბევრს სჯეროდა, რომ წარღვნის დროს ატლანტიდა დაინგრა, ხოლო ატლანტიდელებმა ტიბეტის მაღალ მთებს შეაფარეს თავი. იმანუელ კანტი წერდა : "ეს არის ყველაზე მაღალი ქვეყანა, რომელიც სხვებზე ადრე იყო დასახლებული, და შესაძლებელია ყველაფერი აქ შეიქმნა. რასაც ინდურ კულტურად ვიცნობთ, მოვიდა ტიბეტიდან - სოფლის მეურნეობა, ციფრები, ჭადრაკი და ა.შ."

(ხვალ გავაგრძელებ ალბათ)


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
daliela
post May 14 2013, 01:13 AM
Post #20


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 119
Joined: 11-October 10
Member No.: 6,289

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ May 13 2013, 10:02 PM) *
ამ ოთხი არსების - კაცი, ლომი, ხარი და არწივის - სიმბოლოები ქრისტიანობაში ასე აიხსნება: ოთხი არსება ნიშნავს 4 მახარობელს, კაცი (ანგელოზი) არის მათე, რომლის სახარება იწყება იესო ქრისტეს გენეალოგიის აღწერით. ხარი - არის ლუკას სიმბოლო, რომელიც სახარებას იწყებს ზაქარიას (იოანე ნათლისმცემლის მამა) მიერ ტაძარში ღვთისმახურების აღწერით (მსხვერპლშეწირვით), რადგანაც სამსხვერპლო ცხოველი ძირითადად ხარი იყო. ლომი არის მარკოზი, რომელიც იწყებს სახარებას იოანე ნათლისმცემლის ამბით და მას ლომს ადარებს (ქართულში ეს ვერ ვნახე. ‘preaching like a lion roaring’.) ხოლო არწივი არის იოანე, რომელიც იწყებს სახარებას _ პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი. - არწივი არის ფრინველი, რომელიც ნავარდობს ცაში ყველაზე მაღლა და მას შეუძლია პირდაპირ შეხედოს მზეს.

რაც შეეხება ეზეკიელის ხილვას, ითვლება, რომ ეს იყო წინასწარმეტყველება ქრისტეს და ოთხი მახარობლის შესახებ.

მე მგონი ძნელი დასაჯერებელია ეს ახსნები biggrin.gif



სულაც არაა ძნელი დასაჯერებელი smile.gif
4 სახარება მაგ თანმიმდევრობით იმიტომაა დალაგებული რომ შეესაბამება ცნობიერების და სულიერების განვითარების ეტაპებს ჩემი აზრით
ყველაზე მძიმე,რთულად გასაგები და ემოციურია იოანეს სახარება – არწივი რომელიც მაღლა დაფრინავს და პირდაპირ უყურებს მზეს
და შეესაბამება ალბათ სულიერი განვითარების უფრო რთულ ეტაპს.


--------------------
God is God
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 10:08 AM