IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> LSD, Lysergic acid diethylamide
Mel
post Jan 29 2014, 12:17 AM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 101
Joined: 31-October 11
Member No.: 6,603

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობა.. რა აზრის ხართ ამ ძლიერ ჰალუცინოგენზე?

ლსდ (ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი) LSD ნახევრად სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც აწარმოებენ აბების, კაფსულების ან სითხის სახით. მას ხშირად დებენ საშრობ ქაღალდზე, რომელიც იწოვს ნივთიერებას და ქუცმაცდება ისე, რომ ქაღალდის თითოეული ნაგლეჯი შეიცავს ერთ დოზას. LSD-ს ჟარგონული დასახელებები: მჟავა, ცისფერი სამოთხე, სიდი. LSD-ს ახდენს შემდეგი სახის ფიზიკურ ზემოქმედებას: - გუგების გაფართოვება; - სხეულის ტემპერატურის მატება; - გულისცემის გახშირება და წნევის აწევა; - ენერგიის მოჭარბება. LSD -ს ფსიქოლოგიური ზემოქმედება ვლინდება: - ვიზუალურ ჰალუცინაციებში; - სხვადასხვა მანიაში; - განწყობის ცვალებადობაში; - შიშის გრძნობასა და ნერვიულობაში.

LSD პირველად სინტეზირებული იქნა 1938 წელს. მრავალი წლის განმავლობაში უკიდურესი მაღალი ეფექურობის გამო მას იყენებდნენ მენტალური დარღვევების მექანიზმების შესწავლის დროს.
სინთეზური LSD-ს ჰალუცინოგენური თვისებები აღმოჩენილია შვეიცარიელი ქიმიკოსის ალბერტ ჰოფმანის მიერ 1943 წელს ერგოტის წარმოებულობის შესწავლისას. ჰოფმანის მიერ სესწავლილ 25 ნაერთს შორის მხოლოდ d-დიეთილამიდი დიზერგინის მჯავას გააჩნია ჰალუცინოგენური აქტივობა.

ვირთაგვებზე ცდების დროს ალბერტს შემთხვევით ხელზე დაებნა ლაპორატორიული ნივთიერების მცირე რაოდენობა, LSD-25 სწრაფად შეიწოვა კანიდან და ჰოფმანი იძულებული გახდა სასწრაფოდ შეეწყვიტა მუშაობა. აი როგორ აღწერს იგი საკუთარ შეგრძნებებს: “დაახლოებით 12 საათზე წავედი სახლში, ვგრძნობდი უჩვეულო გამოცოცხლებას, მსუბუქ თავბრუსხვევას. სახლში წამოვწექი და ჩავიძირე ძილზე სასიამოვნო მდგომარეობაში, გაძლიერებულ წარმოდგენებში. მდგომარეობა წააგავს ძილს. მე ვიწექი დახუჭული თვალებით და ვაკვირდებოდი, ჩემი ცნობიერების ჩვეული სახეები თანდათან როგორ გარდაიქმნებოდა ფანტასტიკური სურათების უჩვეულო ნაკადად, უჩვეულო გეომეტრიულ ფორმებად ნათელი კალეიდოსკოპიურობით”. ჰოფმანი მიხვდა, რომ მისი განცდილი წარმოდგენს ახალი რეაქტივის კანზე მოხვედრის შედეგს და გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს ვარაუდი.

პირველი ექსპერიმენტის დროს მან მიიღო 250მგ ნივთიერება(შარშია ამ დოზით 1 ბატალიონი ამაღლდება biggrin.gif). არნგარიშის ჯურნალში იგი აღნიშნავს: “გამოვლინდა თავბრუსხვევა, აგძნება და მოუსვენრობა, აღქმის დარღვევა, დამბლის სიმპტომები, სიცილის ძლიერი სურვილი, ხელახლა დაბადების შეგრძნება და ბედნიერება”. ამ მომენტში პრეპარატის მოქმედება იმდენად გაძლიერდა, რომ მეცნიერმა ვერ შეძლო წერის გაგრძელება. კვლევაში მონაწილე ასისტენტმა ჰოფმანი გააცილა სახლში. შემდგომი ანგარიში მან დაწერა უკვე ისტორიაში პირველი “LSD-ტრიპის” დამთავრების შედეგი: “სახლისაკენ მიმავალ გზაზე ჩემმა მდგომარეობამ მიიღო სახიფათო სახე. ყველაფერი რაც ხდებოდა ჩემი მხედველობის ველში, აღიქმებოდა როგორც მრუდე სარკეში არეკლილი. სახლში მისვლისას მე ძლივს ვთხოვე ასისტენტს გამოეძახა ექიმი… ამის შემდეგ ჩემს გარშემო არსებული გარემო შეიცვალა: ყველაფერმა ჩემს ოთახში მიიღო გროტესტიკული, შემაშინებელი ფორმა. ყველაფერი ტრიალებდა, ყველაფერი მუდმივად მოძრაობდა, ყველაფერი გახდა სულიერი. საგნები მოძრაობდა, თითქოს ყველაფერი შეიპყრო მოუთმენლობამ. ჩემმა მეზობელმა ქალმა მომიტანა რძე. იგი ძლივს ვიცანი. იგი უკვე აღარ იყო ქალბატონი არამედ გახდა ბოროტი ალქაჯი ფერად ნიღაბში. მისი გამოჩენის მომენტში მე შევშინდი და ვეცადე დავმალულიყავი საწოლის ქვეშ, მაგრამ საწოლმა არ შემიშვა…”
ამ ყველაფირს შემდეგ ჰოფმანმა აღნიშნა რომ მაინც მოეწონა LSD-ს ეფექტი.
პირველი ექსპერიმენტების შედეგებმა ალბერტს მისცა საფუძველი ევარაუდა, რომ პრეპარატს შესწევს უნარი შეარყიოს პაციენტის პიროვნების, მისი ცნობიერების დაცვითი მექანიზმები და არაცნობიერის ნაკადს მისცეს საშუალება შეაღწიოს ფსიქიკით კონტორლირებულ მიდამოში.

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Mel   LSD   Jan 29 2014, 12:17 AM
narilla   :hellllo: Mel ზოგადად არ ვა...   Jan 29 2014, 01:15 PM
Mel   narilla როგორც ვიცი ჯა...   Jan 29 2014, 02:38 PM
earth   მეც ვთვლი, რომ მისი ...   Jan 29 2014, 10:14 PM
narilla   ჰალუცინოგენთა ჯგუ...   Jan 29 2014, 11:08 PM
narilla   საინტერესოა, :D ადამ...   Jan 30 2014, 02:41 PM
Mel   narilla გეთანხმები ყვ...   Jan 30 2014, 03:03 PM
narilla   narilla გეთანხმები ყვე...   Jan 30 2014, 05:52 PM
Lashapoli   თუ ვინმე მაშოვნინე...   Jan 31 2014, 04:33 PM
Mel   Lashapoli Black Market ვიცი, სან...   Feb 1 2014, 09:14 PM
Lashapoli   Lashapoli Black Market ვიცი, სანდ...   Feb 2 2014, 05:51 AM
Simulated   pm ჩემთანაც :whistling: :whistlin...   Feb 8 2014, 03:28 PM
ano   თუ გასინჯავთ დაწერ...   Feb 8 2014, 04:32 PM
tikoroma   თუ კაი ადგილას მიდ...   Feb 8 2014, 08:05 PM
Lashapoli   ეჰ, ჯერ არაფერი სას...   Feb 8 2014, 08:23 PM
Mel   Lashapoli დაჩალიჩდი რაც ...   Feb 8 2014, 08:57 PM
Lashapoli   Lashapoli დაჩალიჩდი რაც ...   Feb 8 2014, 09:42 PM
earth   Simulated მე კი ვფიქრობ ...   Feb 8 2014, 11:13 PM
Simulated   Simulated მე კი ვფიქრობ ...   Feb 9 2014, 01:07 AM
earth   Simulated :) რაზეა ლაპარა...   Feb 9 2014, 08:54 AM
Simulated   [b]Simulated :) რაზეა ლაპარ...   Feb 9 2014, 12:37 PM
Mel   კრისტალს ბაზრობ :დ   Feb 9 2014, 12:09 PM
Mel   უადვილესია   Feb 9 2014, 12:10 PM
JUST PROGRESS   მელ დავრეგისტრირდ...   Feb 9 2014, 04:21 PM
Lashapoli   ამასსაც უყურეთ!...   Feb 10 2014, 12:32 AM
ano   ამასსაც უყურეთ!...   Feb 12 2014, 12:37 AM
earth   კარგი ვნახავ:)   Feb 10 2014, 08:14 AM
Mel   JUST PROGRESS ინტერნეტიდა...   Feb 10 2014, 02:41 PM
Simulated   http://fractalenlightenment.com/15605/spir...he-pi...   Feb 11 2014, 04:02 AM
Liri   გამარჯობა . უპირვე...   Dec 1 2016, 10:19 PM
tikoroma   Liri ქიმიური ნივთიერ...   Dec 3 2016, 12:55 AM
tikoroma   პირველ პოსტში აღწე...   Dec 3 2016, 12:56 AM
Liri   Liri გაგიმარჯოს, ძალ...   Dec 3 2016, 01:46 AM
tikoroma   Liri ერთ-ერთ ეგეთ საშუ...   Dec 3 2016, 06:44 PM
Liri   Liri ერთ-ერთ ეგეთ საშუ...   Dec 4 2016, 12:53 AM
Liri   აქ ვიდეოს დადება ა...   Dec 4 2016, 12:58 AM
ichi   Liri მე ეხლა ისე გამო...   Dec 4 2016, 11:45 AM
tikoroma   Liri აქ ვიდეოს დადება...   Dec 4 2016, 03:34 PM
tikoroma   Liri ჰოლოტროპულის და ...   Dec 4 2016, 03:35 PM
David Monny   ფორუმელებს თუ ვინმ...   Dec 5 2016, 01:07 PM
tikoroma   David Monny ერთ საკანში მ...   Dec 5 2016, 05:50 PM
David Monny   tikoroma კაი კოკაინზე ა...   Dec 5 2016, 06:49 PM
earth   tikoroma ერთ საკანში მა...   Dec 7 2016, 09:50 PM
earth   ichi ჩემი აზრით გარეგ...   Dec 7 2016, 09:51 PM
დათო.   David Monny გამარჯობა. რა...   Dec 10 2016, 11:26 PM
FERRE   Mel Lashapoli თუ კაი საქმე...   Dec 12 2016, 08:39 PM
Liri   ლსდზე დაგიჭერენ თუ...   Dec 15 2016, 10:08 PM
David Monny   დათო. რაკი ყოველმხ...   Dec 16 2016, 04:32 PM
David Monny   დათო. მარიხუანა ...   Dec 16 2016, 04:50 PM
დათო.   David Monny ესე იგი, კაშა ...   Dec 18 2016, 01:58 PM
David Monny   დათო. ესე იგი, კაშა ...   Dec 18 2016, 02:31 PM
დათო.   David Monny გასაგებია. რა...   Dec 18 2016, 06:47 PM
Mel   ვაჰ, ისევ აქტუალურ...   Dec 22 2016, 10:21 PM
tikoroma   მეგონა რო ყველაფერ...   Dec 25 2016, 03:03 PM
Mel   ეს ნაღდია :D Do you know that fe...   Dec 25 2016, 07:13 PM
Liri   ვაჰ, ისევ აქტუალურ...   Dec 27 2016, 02:31 AM
kkaatt   აქტუალური კი არის, ...   Apr 7 2019, 10:02 AM
John Dee   უფრო ძლიერი დმტ მი...   Jan 4 2017, 03:09 AM
Mel   ეჰ, აიოვასკა და დმტ ...   Jan 10 2017, 01:31 PM
Liri   ეჰ, აიოვასკა და დმტ ...   Jan 12 2017, 10:53 PM
John Dee   ეჰ, აიოვასკა და დმტ ...   Feb 2 2017, 03:10 AM
jarmen   https://youtu.be/f22z02qlLes ამ აუდი...   May 7 2019, 05:59 PM
Worldabove   საერთოდ მიკვირს რა...   Dec 6 2023, 12:29 PM
earth   Worldabove ალბათ ძიება იმ...   Dec 6 2023, 08:05 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 08:09 PM