IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ვარსკვლავთშორისი (Interstellar), სამეცნიერო ფანტასტიკა
ano
post Apr 13 2015, 01:44 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვარსკვლავთშორისი (ინგლ. Interstellar) — 2014 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი


ფილმის მიმოხილვა wikipedia-ში

ფილმის ყურება imovies.ge რუსულად

ფილმის მიმოხილვა allmovies.ge საინტერესოდაა ზოგი რამ...

კინოგაქირავებაში მოგებით პირველ ადგილზეა ფილმის შემოსაველმა 321.9 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჩემში ფილმა გამოიწვია წინააღმდეგობები ანუ ზოგ რამეში ვეწინააღმდეგები, არ ვარ დარწმუნებული რომ ფილმმა არ გამოიწვიოს ადამიანის გონებაზე ნეგატიური ზემოქმედება, მაგრამ რა არ მომეწონა ჯერ არ დავწერ..

მომეწონა მამაშვილური ურთიერთობა, ურთიერთობა როგორც თანამშრომელთან და თანასწორთან სიყვარულით და იდეების გაზიარებით ...
ასე გაზრდილი მომავალი თაობა რომელიც შეძლებს სამყაროს გადარჩენას, და პარალელურად სკოლის დემაგოგიური დამოკიდებულება ბავშვებთან რომელიც ტყუილებზეა აგებული და ადამიანებს დროს აკარგვიებს ცრუ სწავლებაში...

QUOTE(zero @ Apr 12 2015, 11:23 AM) *
მოგესალმებით ყველას smile.gif თემას ვერ ვხსნი მე და იქნებ თქვენ გახსნათ ინტერსტელარზე თემა რამდენად შეესაბამება იქ აღწერილი მოვლენები სიმართლეს,მოკლედ ვისაუბროთ ამაზე


იქ აღწერილი მოვლენები ნაწილობრივ სიმართლეა დროსთან დაკავშირებით და განზომილებებთან რასაც ფიზიკა იკვლევს, ანუ ბიბლიაში და სხვა რელიგიურ წიგნებში დაწერილის დამადასტურებელი აღმოჩენა დროსთან დაკავშირებით,
რაც შეეხება შავ ხვრელს მასთან დაკავშირებით არის თეორიები, ხოლო იქ ნამყოფი და მერე ვინმეს რამე მოეყოლოს არ ვიცი..
თეორია რაც მსმენია შავ ხვრელში მოხვედრის შემდეგ მატერია ნადგურდება სრულიად და გადადის სხვა განზომილებაში, მაგალითად მესამედან მეოთხე ან მეხუთე განზომილებაში... თუ სწორად მახსოვს

rolleyes.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Apr 14 2015, 02:59 AM
Post #2


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ის რობოტი რა საყვარლად დადიოდა წყალში
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Apr 17 2015, 10:29 AM
Post #3


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 145
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეზოთერიკების გარკვეული ნაწილი ფიქრობს რომ ჩვენ ყველა ადამიანი ერთი მთლიანობა ვართ.
არსებობს ეგეთი ეზოთერული მიმდინარეობა თუ რელიგია ,,კოსმოთეიზმი'' რომელთა მიმდევრებიც ფიქრობენ, რომ კოსმოსში არსებობს ძალა რომელიც მიზანმიმართულად ზემოქმედებს სიცოცხლეზე.
არსებობს არსობრივი ერთობა და გონი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მთელ კოსმოსს თავისი ცოცხალი არსებებით თუ არაორგანული ელემენტებით, როგორც ერთი მთლიანობა.
მათი ჭეშმარიტი იდენტურობა შემდეგშია : ისინი თავად არიან მიკროკოსმოსი და წარმოქმნილნი არიან თვითცნობიერების მიერ ევოლუციის გზით. მათი მთავარი მიზანია რომ გარდაიქმნენ სულიერად მაღალი ცნობიერების მქონე სახეობად. ყოველივე ამის შედეგად ისინი ფიქრობენ რომ ჩაერთვებიან კოსმოსის სრულ და ტოტალურ შემეცნების პროცესში რითაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავლენ, ცნობიერების სრულყოფილების გზაზე.
ასტრალში გასვლებს და მედიტაციებს რაც შეეხება ვიცი, რომ ვარჯიშით შესაძლებელია მიაღწიო.. ჩვენი ტვინი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ორგანოა.. ლევიტაციაც არსებობს, სიზმრების მართვაც შესაძლებელია (ლუციდიური გაცნობიერებული სიზმრები)

შეიძლება ჩვენ ყველანი მოვკვდით და ეს რეალობაა ჯოჯოხეთი.. ხომ აქვს ამ თეორიას არსებობის უფლება. არა?
ან ხომ შეიძლება კომპიუტერულ პროგრამაში შექმნილები ვიყოთ და თითოეულ ჩვენგანს გვმართავდნენ როგორც კომპიუტერულ თამაშებშია ))
ან უბრალოდ ექსპერიმენტი იყოს თვითონ დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმის არსებობა და ერთ დღესაც ჩათვალონ რომ ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა, უამრავი მიზეზი შესაძლებელია არსებობდეს ამისთვის და წამში გააქრონ მთლიანად პლანეტა დედამიწა..
ან იქნებ ეს სამყარო თავისი მილიარდობით გალაქტიკით (რასაც ჯერ აღვიქვავთ და ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ? )) უბრალოდ ,,ვიღაცის ერთი პატარა ფრჩხილია და ის ვიღაცა კიდე ვიღაცის ერთი პატარა ბაქტერიაა? ))
იქნებ თქვენი მეორე მე რომელსაც სიზმარში ნახულობთ ამ წუთას ისევე სიზმარში გვხედავს ჩვენ და ჩვენ მისი მხოლოდ სიზმარი ვართ? როგორც ჩვენთვის ის )) მოკლედ აღარ მინდა გავაგრძელო რაზე არ მიფიქრია და რა აზრები მომდის ხოლმე..
მაგრამ.........------ ფიზიკა ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნას ვერ ხსნის.. მატერიალურ დიდ აფეთქებას არ შეეძლო შეექმნა თუნდაც ორი სქესი და გამრავლების უნარი...თუნდაც სიყვარული.......
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 23 2015, 11:43 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თვალს რო დავხუჭავ, მეთიუს ვხედავ კოსმოსის ფონზე biggrin.gif biggrin.gif
მშვენიერი ფილმია, გამოსვლამდე ერთი წელი ვკითხულობდი ინტერსტელარის თემას და რომ გამოვიდა, იმდენი ლანძღვა წავიკითხე, აქამდე ვერ გადავწყვიტე ნახვა.
რა მნიშვნელობა აქვს სიმართლეა თუ არა? ბოდიში აქვს ნოლანს მოსახდელი, მეხუთე განზომილებაში რომ არ გადავყავართ? biggrin.gif

მომეწონა პროფესორმა რომ მოატყუა ეკიპაჟი და არ უთხრა, რომ გეგმა ა ბლეფი იყო. არავინ წავიდოდა კოსმოსში კვერცხუჯრედების წასაღებად biggrin.gif
და 40 წელი ერთი და იმავე თეორიას რომ ამტკიცებდა biggrin.gif


მეხუთე განზომილებაში მოხვედრის სცენა იყო ძაან საყვარლობა biggrin.gif მანამდე თუ მაინტერესებდა - მისიის შედეგები, დაბრუნდებოდა თუ არა შვილთან მეთიუ და ა.შ. სულ დამავიწყდა და სულ დაკარგა აზრი ამ ყველაფერმა
და არავითარი "ისინი"არ არსებობს, ეს ჩვენ ვართ gul.gif
იქ რა კოდები გადასცა მერფს, თვითონაც არაფერი იცოდა, ეგ ვერ გავიგე მარა მაინც კაი იყო რა
რობოტი ძაან საყვარელი biggrin.gif
ჯესიკაც საყვარელი
ჰეთევეი ისე რა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 24 2015, 12:37 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი იყო იმითაც, რომ არაპროგნოზირებადი იყო როგორ განვითარდებოდა მოვლენები;
პროფესორმა რომ უთხრა, "იმათ" შენ აგირჩიესო, ვიფიქრე უცხო პლანეტელებს შეხვდებიან მეთქიbiggrin.gif
ერთი რაც გამოვიცანი მანის ღალატი იყო: გაყინული, უკაცრიელი ლანდშაფტი, დგანან ორნი - მაშინვე გავიფიქრე, რა ხიფათში იყვნენ თუ საერთო მიზნები არ ქონდათ, და რამდენი იყო ნდობის პროცენტი? ეგეც თავიდანვე უნდა დაეთვალა მეთიუს, გულწრფელობა და იუმორი კაია მარა, ნდობა მთავარია biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 24 2015, 12:49 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




გაერთეთ biggrin.gif

მილერის პლანეტაზე 23 წელი რატომ გავიდა, ვერ გავიგე. პლანეტაზე გატარებული 1 საათი უდრიდა დედამიწის 7 წელიწადს. წყალში რამდენიმე წუთი გაატარეს, ძრავის გაშრობას 40-60 წუთი სჭირდებაო თქვეს და არც დალოდებიან ბოლომდე, სველი ძრავით დაიძრნენ. ანუ 2 საათიც არ დარჩენილან იქ და 14 წელი მაქსიმუმ დაეგვიანათ sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:42 AM