IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

31 Pages V   1 2 3 > » 

David Monny
Posted on: May 4 2022, 05:56 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


ძვირფასო ფორუმელებო, მე ტატო ჰენკელმა, დავაარსე „ჰენკელის ფონდი“,
რომლითაც შევეცდებით დავეხმაროთ უკრაინას და მინდა მოგმართოთ
პერსონალურად, თქვენდამი ღრმა პატივისცემით განწყობილმა:

მე არ გთხოვ, მე გაძლევ საშუალებას სიკეთის გასაკეთებლად.

მეგობრებისგან და უცხოებისგანაც ვიცი, რომ ძალიან სურდათ დახმარება, თუმცა ვერ მიდიოდნენ წარმოუდგენლად დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო იმ ცენტრებში, სადაც ტანსაცმელს და სხვა საჭირო ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებდნენ უკრაინელებისთვის. აქ კი, მარტივად, ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, ან ფეიბოქსით, უბრალოდ ჩუქნი თანხას, რამდენიც შენს ფინანსურ მდგომარეობას ზიანს არ მიაყენებს და ამით აკეთებ უდიდეს სიკეთეს, ყველაზე ნაღდს და მაგარ საქმეს, ეხმარები უკრაინას, პატარა ბავშვებს, ქალებს, კაცებს, ჩვენს ძმებს, დებს, შვილებს, დედებს და მამებს, ჩვენ უსაყვარლეს და უმამაცეს უკრაინელებს.
💙💛ამ კეთილ საქმეში ჩემი მეგობარი, ბოგდანი დაგვეხმარება. ის უკრაინელია. ის ეხმარება სასწრაფოს ბრიგადებს ურთულესი ადგილებიდან დაშავებულების სამშვიდობოზე გამოყვანაში. თითოეული თეთრი, რომელსაც „ჰენკელის ფონდში“ გადმორიცხავ, გადაეცემა უკრაინელებს. ისინი იყიდიან წამლებს, საჭმელს, პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ოკუპანტი რუსი ორკების მიერ დაზიანებული სასწრაფო დახმარების ავტომობილების ნაწილებს, ყველაფერს, რაც დასჭირდებათ.
💙💛დაცული იქნება ყველას კონფიდენციალურობა სურვილის შემთხვევაში, ხოლო ვინც წინააღმდეგი არ იქნება საკუთარი ვინაობის გასაჯაროების, ყველას სახელზე შედგება წერილი და უკრაინელებს ეცოდინებათ, თუ ვინ დაეხმარა მათ საქართველოდან.

და გახსოვდეს, არა მხოლოდ ვეხმარებით, არამედ გვიყვარს

💙💛ძალიან მიყვარხარ ვინც ამას კითხულობ

მიმღები ბანკი: სს „თიბისი ბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE86TB7990636020100009
მიმღების სახელი: ჰენკელის ფონდი
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130977 · Replies: 1590 · Views: 283,152

David Monny
Posted on: Apr 28 2022, 09:55 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 28th April 2022 - 09:00 PM) *
ნიადაგზე რომ ფიქრობს ტიპი და შუაგულ ევროპაში ომი კიდია....

დიახ. რა ეზოთერიკა, რა მაღალი რეალიები. არ მინდა აქ დავწერო მაგისი პოლიტიკური იდეოლოგია. „კაშმარ“
სახეზე უნდა აეფარებინა ვინმეს იმ ტაშფანდურის დროს რუსი ღორების მოკლული 4 წლის საშკას
და 13 წლის ელისეის ფოტოები და მერე ეტინგიცა იქ.
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ტაშფანდურთან, თუ უკრაინის დასახმარებლად იმართება.
აგერ, ჩვენთან ხო გაიმართა კონცერტი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, მთლიანად
მიეძღვნა უკრაინას. აი, ეგაა. ეს შიმპანზე კიდე ჩამოეთრა, ეს ჩვენი ნახირიც დითირამბებით დახვდა
ლამის ხელფეხი ჩაუკოცნეს და გაუშვეს.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130975 · Replies: 1590 · Views: 283,152

David Monny
Posted on: Apr 27 2022, 09:45 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


ვახ, ვახ, ბაბილონელების აზრით კუროს, ჩნელების აზრით არ ვიცი, თავისი აზრით Zet-ს, ჩემი აზრითაც იგივეს, აქვე გამახსენდა, ერთი კარგი კაცი ამბობდა,
მნიშნელობა არ აქვს რას გიძახიან, მნიშვნელოვანია ის, რაზეც პასუხობო, ნამდვილი სახელიც არ ვიცი და არცაა საჭირო,
გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ 7 მლრდ. $-ს და 9 ტომარა ბრილიანტს
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130973 · Replies: 1727 · Views: 252,639

David Monny
Posted on: Apr 25 2022, 10:42 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 25th April 2022 - 06:23 PM) *
ტემაც შეიძლება გაიხსნას.

მომხრე ვარ თემის გახსნის
QUOTE(td......... @ 25th April 2022 - 06:23 PM) *
ერთი კია, ჩემი საკმაოდ გრძელი ცხოვრება მაძლევს საფუძველს და უფლებას, რაღაც საკუთარი მიგნებები მქონდეს.

ესაა მნიშვნელოვანი. როგორც მამარდაშვილი ამბობდა, თუ შინაგანი აქტი არ მოხდა, ეპისტემოლოგური ცოდნა,
ანუ მერე რაც დაწერე, რომ ბევრ გურუს და სწავლებას გაეცანი და პრაქტიკებს და ა.შ. არაფერს მოგვცემს, ნევროტულ,
რუტინულ ფიქრებად გვრჩება დღის განმავლობაშ და ხადახან იტყვი, ნეტა სულ არ წამეკითხა, ან არ მენახაო.
ბევრჯერ მიეცოებია ჩემი უბნის ბირჟავიკებისნაირი ვყოფილიყავი, უსაქმური და მერე მოვმკვდარიყავი. ბევრი ვცადე,
ყველა ცდაშ დავმარცხდი. მე არ ამირჩევია ასეთად ყოფნა, ფილოსოფოსად ყოფნა მე არ ამირჩევია. ერთი ფუნდამენტური კითხვის
ამოხსნისთვის ღირს მარტო ცხოვრება და არა მზამზარეული პასუხებისთვის. აი, ეს შინაგანი აქტი თუ მოხდა? ჩვენში უამრავი ხმაა,
სხვადასხვა დროს წაკითხული ნანახი და ა.შ. ინფორმაციის. ამიტომ, ჩვენშიც ის არის, რაც გარეთ. რა ინსტანციაა ჩვენში რაც ვართ ჩვენ?
და როგორ გამოვარჩოთ სხვა ხმებისგან და როგორ ვენდოთ მას?


QUOTE(td......... @ 25th April 2022 - 06:23 PM) *
ჩვენ დროში, როდესაც საზღვრები ფაქტიურად არარ არსებობს, როდესაც რეალურ დროში შემიძლია ყველა კონტინენტზე ვიურთიერთო სხვადასხვა ადამიანთან ერთდროულად. პატარა ნიუანსია, მაგრამ იმ უზარმაზარ სამუშაოს რაც მანამდე გაუკეთებია, ჩემთვის ხაზი გადაუსვა. სხვა მიზეზებიც გამოიკვეთა ამით.

კი, რიცხვი არ მახსოვს, ან თებრვლის ბოლოს იყო ან მარტის დასაწყისში, ინტენსიურად როცა იბომბებოდა კიევის შემოგარენიც კი და ბუჩა და ირპენი,
ეს ძონძი ტაშფანდურს მართავდა იქ, სიტყვა არ დაუსველებია ზრდილობისთვის მაინც. ჭირსაც წაუღია მაგის სექტა მთლიანად, სიმართლე გითხრა წაიღებს კიდეც,
ეგ როცა მოკვდება. როგორც ოშს კომუნა გახდა სულიერი ეგოების გადამამუშავებელი კომბინატი, აეგრე იქნება ეგეც. ერთი მაგათც რა, ჩენ მივხედოთ ჩვენ თავებს.
იმდენია საკეთებელი ჩვენ ქვეყანაში.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130966 · Replies: 1590 · Views: 283,152

David Monny
Posted on: Apr 24 2022, 11:15 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


აქვე, რადგან სადგურუ ასე ძააან მოგვიახლოვდა და მთლად შიგ დედაქალაქში ჩამოგვივიდა, ორიოდ კაი სიტყვას შევაწევ, ობიექტურად.
td.........
კი შეადარე ოშოს და ჰგავს ამ რიტუალობანას თამაშში და ბოლობოლო, ინდუსია ორივემ თუმცა სადჰგურუს სასახელოდ უდნდა ვთქვა, რომ
ის, ცოტა სხვა კასტიდან და სხვა წარსულიდან მოდის, ვიდრე ოშო და სხვა ინდუსი გურუები. თუ დავუჯერებთ მას, სანამ სამადჰის მდგომარეობას
განიცდიდა, მანამდე ის ათეისტი იყო, უფრო სწორად თუ ვიტყვით, ეგზისტენციალისტი. კითხულობდა, სარტრს, კამიუს, დოსტოევსკის. სავარაუდოდ,
კირკეგორიც ექნებოდა წაკითხული. ეს ძლიან უჩვეულოა აღოსავლეთში. ვინც იცის ეს ფილოსოფოსები, ამაში დამეთანხმებიან, ოშო კი, კი მართალია
საუბრობდა, იესოზე, შაკიამუნიზე, მუჰამედზე, კანზე, სხვათა შორის ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, თუმცა ზორბაზეც საუბრობდა. ზორბა, ეს ბერძენი მწერლის,
1946 წლის, შესანიშნავი რომანის პროტაგონისტია, ალექსის ზორბა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. გახსოვთ ქართლი ფილმი „ლაზარე“, რომელიც სადღაც შუიდან
ყველას გვექნება ნანახი, თავიდან ბოლომდე კი არცერთ. აი, მაგ ფილმში, ეს პატარა ბიჭი ლაზარე ბრმა კაცს რომ დაყვება თან. იქ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი როა
ეს ბრმა რომ ეკითხება ლაზარეს, გშიაო, ის კიდე, ჰოო, თან ცეკვასვ, ეს კიდე, იცეკვეო, რო ეუბნნება. გშია? ჰო. იცეკვე! ცოტამ თუ იცის, რომ ეს სწორედ ალექსის ზორბას
ფილოსოფიაა, რომელიც ცდილობს ენერგიის სუბლიმაციას. ანუ, როცა სწუხარ, იცეკვე. როცა გიჭირს, იცინე და ა.შ. კი, ამ ყველას ციტირებდა ოშო, თუმცა მას განათლება
ტელევიზორიდან ჰქონდა მიღებული, და როგორც ყველა ასეთს, იდიოტიზმისკენ ფართ ასპარეზი ეხსნება ხოლმე. მაგიტომაც იყო სისულელეებს რო ამტკიცებდა, იესოს გვამი
მოწაფეებმა მოიპარესო და ა.შ. ანუ განსხვავება არის ამ ორ პიროვნებას შორის. ერთი განათლებული, დასავლური ყაიდის მოაზროვნე იყო ახალგაზრდობაში, მოგზაური, ლაღ ცხოვრების,
მეორე კი, მდიდარი ნაბიჭვარი, ტელევიზორიდან მიღებული განათლებით.
აი, ეს მინდოდა მეთქვა მასზე და სიმართლე გითხრათ, მის პოლიტიკურ ნონსენსებს თუ არ ჩავთვლით, სადგურუს ვგულისხმობ, ისე, მისი აქტივობები მისაღები იყო ჩემთის, ამა წლის 24 თებერვლამდე,
სადაც ბევრმა გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე. სამყაროში, სადაც ფერების გრადაციები აღარ არსებობს. სამყაროში, სადაც ომია, ყველაფერი ხდება შავი და თეთრი. და ვინც არაა თეთრის მხარეს,
არაა აუცილებელი შავის მხარედ აცხადებდეს თავს, კმარა ნეიტრალიტეტიც, რომ ის შავის მხარესაა. აქ აღოჩნდა ეს ვაჟბატონიც. ამიტომ პაოლოსი არ იყოს,
„პაოლო იაშვილს - მომეწყინა ყვითელი დანტე,
ვაქებდი შექსპირს - მაგრამ ფარდა!.. შექსპირს უარი!“...
ქებით არ ვაქებდი, თუმცა ფარდა!.. სადგურუს უარი!
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130963 · Replies: 1590 · Views: 283,152

David Monny
Posted on: Apr 24 2022, 10:52 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 24th April 2022 - 03:20 PM) *
ფეისბუქზე ვიყავი ჯგუფში და დავსვი ეს კითხვა და კანალიზაციის ნაკადმა წამლეკა. გამოვედი

კაი გიქნია. ცხვრების ფარაა ჩვეულებრივი. მეც ვარ მაგ ჯგუფში და სამწუხარდო ვერ გამოვდივარ :დდდ
მეგობარმა დამამატა და რო გამოვიდე ეწყინება.
QUOTE(td......... @ 24th April 2022 - 03:20 PM) *
ტემპერამენტები და პრანჭვა ყველას ინდივიდუალური აქვს, მაგრამ საკუთარი ეგოს და მატერიალური ინტერესებისთვის ზრუნვაში გვანან ერთამნეთს.

იყვნენ ნამდვილი გურუები, არ იპრანჭებოდნენ, ისინიც განსხვავებული ტემპერმენტების, ერთი წყნარი თხის რქა, ხმას არ იღებდა
პირაპირი მნიშნელობით, სულ ალბათ 1000 სიტყვა აქვს ნათქვამი ცხოვრებაში, რამანა მაჰარში და ნისარგადატა მაჰარაჯი, ბომბეიში,
სიგარეტების გამყიდველი, საცანგებზე ისე უქიშინებდა, სულ მიკვირდა, როგორ იჯდა იმ განუღულ, ერთი ბეწო ოთახში ამდენი ხალხი.
თუ ვინმე გასხივოსნებას ეძებს, ეს ორი ადამიანი და მათი წიგნები საკმარისია, ამიტომ ვამბობ, ვინც რას ეძებს იმას პოულობს.
QUOTE(td......... @ 24th April 2022 - 03:20 PM) *
ყველას ამ მიმართულებით თავის კულტურუასთან შესაბამისი გურუობის ინსტიტუტები და მეთოდები აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს ყოველთვის დასჭირდება ლიდერი, ნებისმიერ საკითხში, რადგან გლობალურად, არავის უნდა საკუთარ საქციელზე მხოლოდ თვითონ იყოს პასუხისმგებელი, ყოველთვის უფრო ადვილია დაეყრდნო ვიღაც საყოველტაოდ აღიარებულ ავტორიტეტს, გადააბრალო რაღაც სწავლებას, წახვიდე მოინანიო და განაგრძო იგივე, როგორც უმეცარმა... პასუხისმეგბლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე, ალბათ ბევრს არ უნდა. ამიტომაა ამდენი რელიგია, სწავლება, კანონი, წესი, ტრადიცია და ასე შემდეგ.


დოსტოევსკიმ თქვა, სილამაზე გადაარჩენს კაცობრიობასო. ვეთანხმები, ოღონდ რა სილამაზე? ლამაზი ქალის, ლამაზი ყვავილის? ჩემი აზრით ლამაზი ადამიანის, თუმცა
რა ალამაზებს ადამიანს? გარეგნული სილამაზე? ცხადია არა, ასეთი ტრივიალური პასუხი არ ეკადრება არც დოსტოევსკის და არ გვეკადრება არც ჩვენ.
ბევრი ფული? ცხადია არა. აბა რა ალამაზებს ადამიანს? ჩემი ღრმა რწმენით ადამიანს ალამაზებს აი, ის ტექსტი, შენ რაც დაწერე, ახლა რასაც ვაკომენტარებ.
ჭეშმარიტების ძიება. ფართო სურათის დანახვის უნარი. დიახ, გურუობა, არაა მხოლოდ აღოსავლეთის ტრადიცია. იქ გურუ, აქ ლიდერია. დიახ, დიახ, ადვილია
მზამზარეული პასუხიების დაჯერება. მოკვდა, აღდგა! იალა, წავიდა ტაშფანდური, კვერცხების ჭახაჭუხი. არადა გუში 3 თვის ბავშვი მოკლა რუსმა ღორმა.
რამდენადაც ვიცი ეს ბავშვი არ აღმდგარა. ვიღაც 2000 წლის წინ აღდგა, არ აღდგა, აზრი? მას მერე 60 მლრდ. ადამიანი მოკვდა და არ აღდგა. დღეს. თითქმის,
8 მლრდ. ადამიანი ვართ ცოცხლები დედამიწაზე და ყველანი დავიხოცებით და 2000 წლის მერე, იტყვიან, არ აღდგნენო. ჰაერში დაპირებების გამოკდება კარგი იციან.
იესო დიდი პოლიტიკოსი და სოფისტი იყო. ამომრჩევლების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე დიდიც: 2 მლრდ. ამომრჩევლით, თუმცა ის ციდან არ ჩამოვარდნილა
(ცხადია, მამა ღმერთის მიერ მარიამის დაორსულებას თუ არ დავიჯერებთ), მას კარგა ხნის აპრობირებული სამოქმედო გეგმა და პროგრამა დახვდა. ამბობენ მოსესიო, თუმცა
მე და არა მხოლოდ მე არ მკერა ამის, უფრო ეზრასკენ ვიხრები და არცთუ უსაფუძვლოდ. ეს სხვა დროს იყოს. ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. მაშასადამე, პროგრამა არსებობდა,
უბრალოდ განახლება და შელამაზება სჭირდებოდა. თვალი თალისა წილ, მოძველდა, მტრების სიძულვილიც და ა.შ.
იმის თქმა მსურს, რომ ამ ქვეყანას, მოხლოდ მშრომელი ხალხი ცვლიდა, ცვლის და შეცვლის მომავალში, თუმცა ცხოვრებით ზარმაცები ცხოვრობენ. სინამდვილე კი იქაც ითქვა,
აღოსავლეთს ვგულისხმობ და აქაც, დასავლეთში. იქ თქვეს, სადგურუ, სატგურუ. არ ვგულისხმობ ამ სადჰგურუს, რომელიც ფსევდონიმია. სადგურუ ნიშნავს ნამდვილ გურუს, შინაგან გურუს.
აქ, დასავლეთში ითქვა, ორი რამ, ვარსკვლავიანი ცა თავს ზემოთ და სინდისის ხმა ჩემს შიგნით. კანტმა თქვა ეს. ეს ერთი და იგივე რამაა, თუმცა უსერიოზულესი საკითხია განსახილველად და გმადლობ,
ამის შესაძლებლობის იმპულსი რომ წამროქმენი.
ვთქვათ გათავისუფლდი რელიგიური და სხვა ეგრეგორებიდან, ავტორიტეტებიდან. მიხვდი, რომ ლიდერები და გურუები შენი საქმე აღარაა. სხვა ლიგაში გადახვედი.
რას შვრები ამ დროს? ამ დროს ორი გზა გაქვს. პირელი მარტივია. იწყებ სხვის ჯინაზე რამის კეთებას, სამაგიეროდ ავტორი შენ ხარ. ეს უმარტივესი ასპარეზია. იმდენი სამიზნეა,
აიღე ნებისმიერი გურუ, ლიდერი და თქვი საწინააღმდეგო, მორჩა, თუმცა არის მეორე გზა, გულწრფელად ეძებო ჭეშმარიტება. აქ დგები დილემის წინაშე. ვის დაუჯერო. გარე ფაქტორი ირიცხება.
რჩება შინაგანი. აქ კი გაცილებით რთულადაა საქმე ვიდრე გარე ფაქტორების დროს იყო. ჩვენ უამრავი ნიღაბი, უამრავი მდგომარეობა და განწყობა გაგვაჩნია. ჩვენ მუდამ ვიცვლებით. სხეულიც კი,
უკვე სხვა მაქვს, ვიდრე ამ კომენტარის წერის დასაწყისში მქონდა. მაშ, ვის უნდა ვენდოთ ჩვენში? ვინაა ჩვენში სადგურუ? ჩვენში უარმავი ხმებია, უამრავი განწყობები.
მე ვამბობ, სწორია, საკუთარი თავის ავტორიტეტობის გზა სწორი გზაა, თუმცა ვინ არის ჩვენში ის, ვინც ჩვენივე ავტორიტეტი უნდა გახდეს?! ესაა კითხვა შენს მიმართ. და ზოგადად, ესაა კითხვა
განათლებული საზოგადოების მიმართ, რომელსაც ცივილიზებულობაზე პრეტენზია აქვს.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130962 · Replies: 1590 · Views: 283,152

David Monny
Posted on: Apr 19 2022, 11:52 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


არაადეკვატურობა კი ისაა, სეივ სოილიო გაიძახდე, ანუ მიწა გადავარჩინოთო და ფეხებზე გეკიდოს
ის, ვინც ეს მიწა უნდა გადაარჩინოს, ვინც მასზე დადის და ვინც უნდა იცხოვროს ზედ.
როცა არ გტკივა გენოციდი ბუჩაში, ჰერსონში და ახლა მარიუპოლში. ღამეები არ მძინავს, ვერც დღეს დავიძნებ.
უბრალოდ იდიოტია ჩემი აზრით. ამ სიტყვის ბერძნულ გაგებით.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130943 · Replies: 1590 · Views: 283,152

David Monny
Posted on: Apr 19 2022, 11:49 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 17th April 2022 - 11:29 PM) *
ახალი ოშო გაიჩითა,

თუმცა სხვა ტემპერამენტის. ის მშვილდოსანი იყო, ეს ქალწულია, მეტი ინტელექტი და პრაგმატულობა.
უბრალოდ აცდენაა დროსა და სივრცეში, როცა ასეთი არაადეკვატური ხარ.
გურუობას რაც შეეხება, ეს ყოველთის იყო ინდოეთში და სულ იქნება. იქნება, მასზე ცნობიერად დამოკიდებულ ხალხში
დასავლეთშიც. თუმცა გააჩნია ვინ რას ეძებს. ყველა იმას იპოვის, რასაც ეძებს.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130942 · Replies: 1590 · Views: 283,152

David Monny
Posted on: Apr 16 2022, 10:59 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


სეივ სოილის პროგრამა აქვს, სიტყვა არ უთქვამს უკრაინაზე. ტოჟე მნე გურუ angry.gif
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130937 · Replies: 1590 · Views: 283,152

David Monny
Posted on: Apr 16 2022, 10:58 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


სადგურუ თბილისში იჩთება
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130936 · Replies: 1590 · Views: 283,152

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 10:25 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


მოდით ვთქვათ, რა არის ევროპული ღრებულებები? რა არის დასავლეთი?
პირდაპირ ვთქვათ ის არის პრინციპებზე დაფუძნებული ადამიანების თანაცხოვრების წესი,
წესი, რომელიც გამოიხატება, ავიღოთ, ვთქვათ, ჯონ ლოკი, რომელიც პირველად დაუპირისპირდა,
ჰუმისეულ მონარქისტულ პარადიგმას და თქვა, რომ ყველა, ყველა ვინც ინადება და ვინც არის ადამიანის მოდგმით,
აბსოლუტურად ყველას აქვს თანდაყოლილი, ანუ აპრიორი უფლებები, ფუნდამენტური უფლებები და ესაა
სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებები მეგობრებო.
ეს არის მთავარი ღირებულებები, რაზეც დგას ევროპა.
მოდით დავაკვირდეთ ქრონოლოგიურად: ნახეთ, პირველი იყო სიცოცხლე. ადამიანები მიხვდნენ, რომ
არა მხოლოდ მეფეების და დიდგვაროვნების, არამედ ჩვეულებრივი გლეხების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია.
ამან მოიტანა თავისუფლება, რადგან მეფეები ამას ეწინააღმდეგებოდნენ. ბევრი სისხლით და გაგორებული თავებით,
თუმცა საფრანგეთის რევოლუციამ 1789-1799 წლებში თქვა, - სიკვდილი, თუმცა ამავე დროს თქვა, „ლიბეღტე“ - თავისუფლება.

თავისუფლებამ მოიტანა საკუთრების უფლება და ბოლოს, ბედნიერებისკენ სრაფვა.
ეს ხანგრძლივი და დრამატული პროცესი იყო ორი მსოფლიო ომით, რომლის მერეც, ევროპა უნდა მიმხვდარიყო, რომ
საბოლოო ჯამში ისინი შნიცელისა და ლუდისთვის იბრძვიან, დიახ, მეგობრებო, ბედნიერებისთვის იბრძვიან.
ყველას უნდა რომ იყოს ბედნიერი და მიხვდნენ კიდეც როგორ უნდა ქნან ეს: შეიქმნა ნატო, ევროსაბჭო, გაერო, და ა.შ.
მსოფლიო წესრიგი ალიანსების და ბლოკების მეშვეობით. და არ უნდა გაგვიკვირდეს დღეს გერმანენლი წამოწოლილი თა და შნიცელით და ლუდით
აქვს გასიებული მუცელი. დიახ, ალეგორიულად ვიტყვი, ჩენც ამისთვის ვიღწვით, ჩენც უნდა წამოვწვეთ ბოლოს მხართეძოზე და
უბრალოდ ვიყოთ ბედნიერნი, თუმცა არა ისეთ იმიტირებულ მშვიდობაში, რომელსაც „რუსკი მირ“ ჰქვია და რომელიც, მოკლული,
ნაწამები, კბილებამოგლეჯილი ბავშვების, გაუპატიურებული და დასახიჩრებული ქალების, გვამებში ტივტივებს ყელამდე.

ახლა გესმით რაშა საქმე?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130925 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 10:07 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში მას ესესერის აღდგენა და ყოფილი დაპყრობილი ტერიტორიების ისევ დაპყრობა უკვე ქონდა ჩაფიქრებული და მან თავისი პრეზიდენტობა ამ იდეის განხორციელებას მიუძღვნა

დიახ. მინდა ისინი დავარწმუნო, თუ ამაში ეჭვი ეპარებათ და მართლა „რუსკი მირ“ ჰგონიათ
პუტინის მიზანი. პირველი და მნიშვნელოვანი იმპულსი, რითიც უნდა იგრძნოთ, რომ კგბ-ს
პროპაგანდის მსხვერპლი ხართ, არის, ზემოთქმულში ეჭვის შეტანა. იქნება ასეა არ არის?
იქნებ მართლა ანტი ქრისტეს ებრძვის ჩვენი ერთმორწმუნე ძმა ერი? და მსგავსი პირწავარდნილი ნონსენსი.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
პირველ ქვეყანად აირჩია საქართველო იმიტომ რომ ენახა რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, რა ხარვეზები აღმოჩნდებოდა.

დიახ. დასამატებელიც არაფერია ხალხო. უბრალოდ ფაქტს ამბობს. დიახ, ჩვენს უახლეს ისტორიას უყვება.
შეგახსენებთ, ივნისში, თბილისში, დედა ტერეზა ჩამოვიდა 9 აპრილის დროს დაზარალებულთა სანუგეშებლად და დასახმარებლად.
მაშინ გაიგო მსოფლიომ, რომ იწყებოდა საბჭოთა კავშირი და არსებობდა ქვეყანა, საქართველო. ეს ჩვენ ვიწვნიეთ პირველებმა.
ვიმეორებ, თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ აქ რაც წერია იმის ნამდვილობაში, პროპაგანდის მსხვერპლი ხართ და იმიტომ ვწერთ ამას,
რომ გათავისუფლდეთ მისგან.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
უკვე ამ ხარვეზების გამოსწორების მერე უფრო მომზადებული დაეჯახებოდა უკრაინას.

დიახ, მანამდე სერიოზულად წაივარჯიშა, თან ორჯერ ჩეჩნეთში. სრული გენოციდი გროზნოს და ბესლანის.
უძლიერესი პიროვნების, ჯოხარ დუდაევის დამხობით და ხელის ბიჭის, კადიროვის დასმით.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
რომ არა სააკაშვილი და მისი ავტორიტეტი მსოფლიოში,


ჰო, აი, ეს ახლა. სააკაშვილი.
ე.ი. თუ ვინმე ამ ფორუმიდან სააკაშვილის ოპოზიცია იყო, ერთ-ერთი აუცილებლად ვარ მე.
ჩემი ჯგუფელი იყო ბუტა რობაქიძე. ერთ მერხთან ვისხედით. არ გავაგრძელებ, უბრალოდ
მინდა გითხრათ, რომ როცა ჩემ მეგობრებს ეშინოდათ გაპროტესტება, რადგან საჯაროში იყვნენ დასაქმებულები,
პოსტსაც რომ ვერ დებდნენ ფბ-ზე, მე მაშინ სააკაშვილის და უგულავას კარიკატურებს ვაკრავდი მერიის წინ
„სტალინკებში“, იქ მქონდა ოფისი და არ მეშინოდა. ყველაზე მეტად ჩემთვის და ჩემ თავთან იყო ძნელი
იმიმ ფართ სურათის აღიარება, რომელიც Zet თქვა: რომ, დიახ, სააკაშვილმა იხსნა საქართველო მაშინ, პირდაპირ
რუსეთის ფედერაციის ნაწილად გახდომისგან; რომ მან დასვა ტოპონიმი - საქართველო, მსოფლიო რუკაზე.
მანამდე ზუსტად ისეთივე წარმოდგენა ჰქონდათ, მაგალითად, ამერიკაში ჩვენზე, როგორც უგანდაზე. (შეიძლება
უგანდა უფრო ცნობადი იყო მათთვის); მათ, მხოლოდ მაშინ, როცა მათი პრეზიდენტი ჩამოვიდა აქ, გაიგეს, რომ
ჯორჯიის შტატშეი კი არ გაფრინდა მერილენდიდან, არამედ ოკეანის გადაღმა, სხვა ქვეყანაში, რომ არის ქვეყანა,
რომელსაც ჰქვია, ჯორჯია. მანამდე არ იცოდნენ. თუ ვინმეს პიროვნული ანტიპატია გაქვთ მისადმი, მესმის.
ის ძალიან წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. არავის უნდა უკვირდეს მისადმი ბიპოლარული დამოკიდებულება.
მან დაუშვა შეცდომები, გადაცდომები და გადააბარა ამიტომ ივანიშვილს მთავრობა, თუმცა არ გადაუბარებია
საქართველოს დასავლური კურსი, რადგან იცოდა, ივანიშვილი რუსული კურსით მოდიოდა.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
რუსული სპეც სამსახურების და მათი წარმატებული მუშაობის ხარჯზე ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაშეი,

დიახ, და ადრეც აპირებდენ, როგორც შენ თქვი ზემოთ, თუმცა სააკაშვილმა, როგორც ანომალიამ, ხელი შეუშალა მათ ამ გეგმის განხორციელებაში.
ძვირფასო მეგობრებო, აქ, საგულისხმოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ სააკაშვილისაც მიუძღვის წილი, რომ ივანიშვილმა გაიმარჯვა.
ნახეთ, დასავლეთმა იცოდა, რომ საქართველოში არ არსებობდა პრო-დასავლური ძალა სააკაშვილის გარდა, რომელსაც ის მხარს დაუჭერდა,
რადაგან სააკაშვილი აშკარად ადგებოდა ავტორიტარიზმის გზას. შეგახსენებთ, მან ბოდიში მოუხადა საჯაროდ ლევან ბერძენიშვილს, რუსეთის
აგენტს რო გეძახოდი და გდევნიდიო. დიახ, მას, ისე როგორც ზვიადის, ყველაში რუსის აგენტი ელანდებოდა და ვერ გავამტყუნებთ, დიახ, მეგობრებო,
დიახ, სავსე იყო და არის საქართველო რუსეთის აგენტებით და ძნელი იყო მისთვის სიმართლის დადგენა.
იცით, მე ყველა თქვენგანზე მეტად გამიჭირდა ამის აღიარება, თუმცა ობიექტურობა ამას მოითხოვს. რომ არა სააკაშვილი, ახლა ჩვენ ახლა რუსეთის
ფედერაციაში ვიქნებოდით, როგორც, მაგალითად ჩეჩნეთი და ოსეთი.

მე მაშინ 21 წლის ვიყავი და მქონდა როკ ბენდი, ვცხოვრობდი მხოლოდ ამ სფეროთი და არ მქონდა ჩემი აზრი.
მქონდა მხოლოდ რეფლექსია, სააკაშვილის რეპრესიებზე. ვერ ვხედავდი დიდი სურათს, რაც აქ ითქვა, რომ
პატარკაციშვილი და ივანიშვილიც, 7 ნოემბრის აქციები, რუსეთის დაფინანსებული იყო.
დასავლეთი, ჩვეულ ნიჰილიზმს მიეცა, ნახა რა, სააკაშვილის გარდა სხვა ძლიერი დასაყრდენი არ იყო ქვეყანაში და
რუსეთსაც დიდი დრო არ დასჭირდა, 4 წელიწადში მოვიდა ივანიშვილი. მაშინ მეც მისკენ ვიყავი, ისევე როგორც,
სააკაშვილის მიერ რეპრესირებული კოალიციის სხვა წევრები. (სააკაშვილის უდიდესი შეცდომა)
თუმცა გადაგდების ოინბაზმა, გადააგდო ყველა, შენ, მე, პეტრე პავლე და მოგვიანებით დასავლეთიც. 20 ივნისი
გახდა წყალგამყოფი. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალა.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130924 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 07:19 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 6th April 2022 - 07:15 PM) *
ჰენკელი ნამდვილი გვარია, თუ ფსევდონიმი?


საავტორო ფსევდონიმია, ჩხენკელი ვარ გვარად, ეს ნობელის პრემიის ჟიურის
გავუადვილე საქმე ენა არ იმტვრიონ ლიტერატურის
დარგში ჩემი გვარის გამოცხადებისას biggrin.gif

კი, ამბიციური ვარ, მერისმეტადაც ამბიციური განაცხადია, თუმცა
ერთხელ პოლ ვალერიმ თქვა, თუ კაცს ერთხელ მაინც არ უცდია ღმერთობა,
კაციც არ არისო.

მე ვიტყოდი, ისე უნდა წერო, 100 წლის მერეც წაგიკითხონ, თუ არა და
საერთოდ არ უნდა წერო. პირველ ყოვლისა მკითხველისადმი პატივიცემის გამო,
ნაკლები არ უნდა აკადრო, იმის მიუხედავად მართლა წაგიკითხავენ თ არა 100 წლის შემდეგ,
ამას შენ ვერ გაიგებ და მაინც, შენ ამ შემართებით უნდა წერო
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130921 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 07:12 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


ის მახსოვს, ის ბიჭი გურამი?? ატმანით პოსტავდა აქ. კრიშნაიდი იყო ადრე,
მეც ვიყავი ადრე, 9 წელი ვეგეტარიანელი ვიყავი და ეგ მახსოვს.
შეიძლება სახელი მეშლება
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130919 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 07:11 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
QUOTE(td......... @ 6th April 2022 - 07:08 PM) *
არა, თავიდან უნდა დარეგისტრირდე

არა, გმადლობ
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130918 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 07:10 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


Zet
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:06 PM) *
სამწუხაროდ ნიკს ვერ შევცვლი ეგეთი წესია ფორუმებზე, ეს იმიტომრომ შენი ნიკი "რიფლაიში" ბევრ ადგილას არის გამოყენებული. რამდენიმე პოსტი რომ გქონოდა შევცვლი. იქ ჩაწერე შენი ნამდვილი სახელი სადაც "მე ვარ იგი გიწერია"

უი, გმადლობ, კაი აზრია.

QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:06 PM) *
შენ ახსენე ბოტანიკურში დავიოდიო და მე გიცნობ? იმიტომრომ ეგრე კი ვერ ვხვდები რომელი ხარ

სამწუხაროდ შენ არ იყავი მაშინ. მარი, ზურა, ნიკოლოზი, აუ, ყველას სახელები არ მახსოვს, მაგრამ
შენ რომ არ იყავი ეს ვიცი. მე ვიკითხე, იმიტომ, რომ მე ახალი ვიყავი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130917 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 06:53 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


მინდა აქ ჩემი ნამდვილი სახელი დავიქრვა და ვერ ვირქმევ, შესაძლებელია ნიკის შეცვლა?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130914 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 06:44 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


ჰო, მე ვარ ტატო ჰენკელი, მიცნობდეთ
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130913 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 06:43 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


chemikerin
შენ მგონი პირადად არ გიცნობ. აქ ბევრს ვიცნობ. 2015-ში დავიოდით ბოტანიკურში,
ვიკრიბებოდით. ბევრი აღარ არის აქ, მაშინ ვინც გავიცანი. რას მოვაყოლე ეს:
აქ ვპოსტავ იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ვართ ყველანი და ჩენ ყველანი ვართ ომში. ნამდვილ ომში,
ოღნდ ცხელი ფაზის გარეშე ჩვენს ტერიტორიაზე. ეს სინამდვილეა. ესაა ჩვენი ფანჯრებიდანაც, სადარბაზოებიდანაც,
ცხვირს იქითაც და აქეთაც თუ გავიხედავთ.
QUOTE(chemikerin101 @ 6th April 2022 - 05:01 PM) *
პროპაგანდისტებს რაც შეეხებათ ან თვითონაც ძალიან სჯერათ იმ ათასნაირი შეთქმულების თეორიის და უნებლიედ ავრცელებენ ამ რუსულ პროპაგანდას, ან ჩუმ-ჩუმად გულში რუსეთი უნდათ...

მსურს დრო დავუთმო პროპაგანდის განმარტებას და ბევრისთვის შეიძლება არც არაფერი ვთქვა ახალი,
თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს როგორ მუშაობს ის და იყოს ფაზაში, რომელიც ამ სიტყვებით გამოიხატრბა:
„ოოოფ, მაიცა რა, პროპაგანდა არა კვატი. ჩემზე არ მოქმედებს პროპაგანდა. მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ“.
ესაა პირველი ფაზა, უარყოფის ფაზა. რამე განსაკუთრებულს არ ვამბობ, ელემენტარული ფსიქოლოგიური შტრიხია.
ნებსიმიერი ფსიქოლოგი გეტყვით 20 ლარიანიც და 120 ლარიანიც.
სინამდვილეში, ამ მონღოლების ოქროს ურდოს (რუსი ერი, მონღოლების 80%-იანი სისხლის და გენის მოდგმაა,
რომლებიც ნამდვილ სლავებს, მათ შორის უკრაინელების წინაპრებს, ვარიაგებსაც და სხვა სლავური ფესვის ტომებს
შეერწყნენ და ასიმილაციის შემდეგ, მოირგეს კიდეც ქვეყანა თავის თავზე, თუმცა სამთავრო ისევ კიევში იყო,
ამიტომაც ერქვა „კიევსკაია რუს“.
ჰოდა, ეს მონღოლების ურდო, ოდითგანვე ღორების კოლტივით თელავდა გზაზე ყველაფერს და სპობდა და ანადგურებდა.
ბავშვებს, ქალებს, დიდებს პატარებს, ყველას ხოცავდნენ და აწამებდნენ.

საბჭოეთის შემდეგ და ჯერ კიდევ მაშინაც, ერთად ერთი რაც ხრუშჩვის შემდეგ დარჩა და რამაც ივარგა,
იყო პროპაგანდა. ყველაფერი რაც უვარგოდათ სტალინის დროს, გამოხრა და გამოშიგნა ამ იდიოტმა.
„მი ვას პახარონიმ“ - ყვიროდა ხრუშჩოვი, თუმცა დამარხეს ის და არა ისინი, ვისაც ემუქრებოდა, თუმცა
ვერ დამარხეს საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც გორბაჩვის „პერესტროიკის“ შემდგომ, გარდაისახა რუსულ პროპაგანდაში,
ისევე, როგორც კაკებე - ფეესბეშ და სხვ.

არაფერი არ უვარგათ დღეს, არაფერი. ესაა ქვეყანა, 150 მლნ. მოსახლეობით, რომელიც
ისევ „ლადას“ უშვებს. ესაა ე.წ. ქვეყანა, რომელსაც საკუთარი წარმოების არაფერი აქვს.
ერთი მობილური სმარტფონი არ გამოუშვია. მათმა კოსმოსურმა პროგრამამ, ხრუშოვთან ერთად
ჩაიჯვა. სტარლინკს ჯიბეში უდევსს ყველა მათ ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული იარაღის კოორდინატები,
რადგან ყველა, რაც აქვთ, აქვთ ხმელეთზე, სტაციონარი და მხოლოდ თითზე ჩამოსათველლია საბმარინებზე.

არ უვარგათ პრეზიდენთი, პრემიერმინისტრი, ჯარი, გენერალიტეტი, ტექნიკა, წარმოება, დიპლომატიური კორპუსი
და ერთად ერთი რაც უვარგათ, არის პროპაგანდა და სამართნიალობა მოითხოვს ვაღაროთ, ბეწვზე გადაურჩა ამ პროპაგანდას
თავად აშშ-ც კი საბჭოეთის დროს. ეს მართლა უვარგათ და ეს უნდა ვთქვათ, ვიყვიროთ, ვიღრიალოთ, ვწეროთ ამაზე და
ვაქვეყნოთ ყველგან, ეზოთერულ და სხვა ფორუმებზეც.

მათი პროპაგანდა საბჭოეთში შეიმუშავეს ლენინის და ტროცკის ფილოსოფიაზე, ჯერ კიდევ მათ დროს,
თუმცა შემდეგ მოდიფიკაცია კგბ-მ გაუკეთა. ისეთი სახით, როგორიც დღეს აქვს, ესაა კგბ-ს პროპაგანდა.
არც შეცვლილა მას მერე.

ეს ძლიან მარტივი სქემით შემუშავებულია სინამდვილეში და მისი სტრუქტურა 3, ჰა-ჰა, 4 ეტაპისგან შედგება და
ოთხივე ეტაპი და მთლიანად პროპაგანდა მიმართლია დასაპყრობი და ანექსიის ობიექტი ქვეყნებისადმი.

პირველ ეტაპზე, ამ პროპაგანდის მეშვეობით, უნდა მოხდეს დასაპყრობი ქვეყნის საზოგადოების დემორალიზება,
თუმცა ეს ეტაპი წლები გრძელდება და თაობებს მოიცავს. ჩენ შემთხვევაში, ესაა მამაჩვენების თაობა, 37 მანეთად რო გადაფრინდებოდნენ
და მათი შვილები, ხოლო ალტ-ინფოები და ა.შ. ეს თავადაა პროპაგანდის ბუსტერი და არა თაობა.

ეს ბუსტერი, ძირითადად მიმართლია ხოლმე ახალგაზრდებზე, ანუ საზოგადოების ყველაზე მეამბოხე და არა-კომფორმისტ ნაწილზე,
რომ მოახდინოს გახლეჩა.

დემორალიზებული საზოგადოება გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც დღეს ქოცების ამომრჩევლების დაახ. 70%.
ესაა საზოგადოება, რომელიც „გააპრავებს“, ბავშვის წამებას, თუ სამშობლო უმხმობს. (სამშობლო სინამდვილეში არ არსებობს,
ესაა ფიქცია, თავად პროპაგანდის შიგნით) „გააპრავებს“ ქალების მასობრივ გაუპატიურებას, მკვლელობებს, ძალადობას,
თანაც ძალადობას, რომელიმე ეგრეგორის საფუძველზე. ჩვენ შემთხვევაში, ეს ეგრეგორი საპატრიარქო და მამამთავარი ილიაა.

„ვისაც პატრიარქი არ მოგწონთ, თქვენს დედებს შ238429ი“! - ისმოდა 5 ივლისს რუსთაველზე. ეს ერთი მაგალითია.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ სამშობლო ეტყვის, პოლიქრონიონს იგალობებენ, ანუ არიან ყველაფერზე წამსვლელები,
ამიტომ ჰქვია ამ პროცეს დემორალიზაცია, ანუ მორალის ანიჰილაცია საზოგადოებრივი სხეულიდან.

ესაა აღქმის შეცვლა სურვილებზე მანიპულაციით, ანუ შავზე იტყვი თეთრია, თუ ჯიბე სავსე გაქვს, სახლში პური გაქვს,
გაქვს მ შ ვ ი დ ო ბ ა ქვეყანაში. შეგახსენებთ, ყველაზე მშვიდად ადამიანი, საფლავშია და ა.შ.
ასეთი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოა ნებისმიერი ფაქტი სუ რომ ცხვირწინ ააფაროთ.
როგორც კორონა ვირუსი ეტყეპება ყნოსვის რეცეფტორებს ცხვირის ღრუში და ბლოკავს სუნს,
ასევე პროპაგანდა ბლოკავს საღ აზრს ადამიანში და სტერილურ გონებაში უშვებს სამოქმედო გეგმას.

დემორალიზაციის შემდეგი ეტაპი, დესტაბილიზაციაა. 1991-93, 2008, მხოლოდ ჩვენს მაგალითზე.
ჩეჩნეთის ორი ომი და გროზნოს და ბესლანის გენოციდი ცალკე. 2014-დან უკრაინის და დღეს უკვე კულმინაცია.
დანარჩენს შევეშვათ, ავღანეთს და ა.შ.

დესტაბილიზაციის დროს, უკვე სულ ერთია პროპაგანდონი ხარ, პატრიოტი ხარ, ის ხარ, ეს ხარ,
აქ მიმდინარეობს, ქვეყნის ეკონომიკის, თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის ანექცია, დამორჩილება
ტაქტიკური და სტრატეგიული მანიპულაციებით. მაგალითად, გახადო ენერგო დამოკიდებული,
გახადო ეკონომიკურად დამოკიდებული ტურიზმით, შეუშვა უამრავი ტურისტი და ახარჯინო ფული,
ამით თავის ვალუტაზე დამოკიდებულსაც გხდის სხვა ყველაფერთან ერთად; მიიღო ემიგრანტები:
შეგახსენებთ 800000 ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ა.შ.

და აშე შემდგომ და ასე შემდგომ. საბოლოო ჯამში, ხდება ქვეყნის ანექსია და ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანება.
ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო, ბალკანეთი, ოსეთი და ა.შ. შიგნითაც, შუგ ცენტრში ბაშკირეთი და ა.შ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130912 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 01:42 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 01:36 AM) *
ეხლა ვკითულობ ანოს თემებს რამდენი უწერია და სულ გატენილია რუსული პროპაგანდით და ლინკები უდევს სულ რუსულ საიტებზე მიდის.


გადავსებულია და დაჟე ერთხელ ტორენტი გავხსენი და ტროიანები ავიკიდე
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130908 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 01:40 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


Zet
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 01:36 AM) *
თავიდანვე უნდა დამებლოკა შეცდომა მომივიდა. თქვენი ბრალია დაიწყებდით მერე თავისუფალი სიტყვა და დიქტატორი ხარ და აგყევით მეც ამ სისულელეებში.


იუზერებიდან მე არ დავიწყებდი მაგას, მარა ადრე სადღაც თქვი ეს ჩემი საიტია და რასაც მინდა იმას ვიზამო, თუ სწორად მახსოვს
სავარაუდოდ მაგიტომ დაგარქვეს დიქტატორი, მაგრამ ამ თემას აბსოლუტურად არ ეხება.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130907 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 01:38 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


Zet
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 01:25 AM) *
უკრაინის კადრებს


შენ თუ კადრებს უყურებ, მე ჩემი თვალით ვნახე, ახლა ჩამოვედი.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 01:25 AM) *
ყველაფერი თავაზიანად თქვი და უფრო მეტი ფასი ექნება შენ ნათქვამს.

არის დრო თავზიანობის, არის ნაკლებად თავაზიანობის, არის ვულგარულობის,
სიმწვავის, მერე ლანძღვის, თათხვის და შემოლაწუნების.

ჩემი აზრით ეს თემა არ უნდა წაშალოთ მე რომ მკითხოთ, თუმცა მე არ მეკითხები.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 01:25 AM) *
კიდე თუ განმეორდა უხეშობა დაიბლოკები

ცხადია ვიცი და მინდა გითხრა, 2015 წელს დავრეგისტრირდი და მას მერე
არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია 16 მარტამდე.

ახლა, რადგან რუსული პროპაგანდა აკრძალე, თუ სადმე წავაწყდი შეურაცხყოფას არ მივაყენებ,
უბრალოდ გაგაგებინებთ და მორჩა
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130906 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 01:14 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........
და კიდევ ერთი და ამით მოვრჩი შენთან.
წაიკითხე ხოლმე თემის სათაური და ავტორი, რაც საშალებას მოგცემს
დემაგოგიისგან დაიცვა თავი. განგიმარტავ,
თემას ჰქვია, პოლიტიკა, და აქ უნდა დაიპოსტოს პოლიტიკური პოსტები
და არა გარჩევები რასაც შენ უწოდებ ქუჩურ ტერმინს. პოლიტიკა ყველას გვეხება
მხოლოდ იდიოტებს ჰგონიათ რომ არ ეხებათ. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი გენერალი,
პერიკლე ამბობდა, ის, რომ არ ინტერესდები პოლიტიკით, არ ნიშნავს, რომ
პოლიტიკა არ დაინტერესდება შენითო
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130902 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 01:08 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


td.........

QUOTE(td......... @ 6th April 2022 - 01:00 AM) *
პოლიტიკური გარჩევები წავიდა.

რამე ხო არ გეშლება შენ?

აქ ბირჟა არ მაქვს მე და რუსეთის პროპაგანდონებს რაც საჭირო იყო მივაკუთვნე.
ამის მერე Zet-მა აკრძალა რუსული პროპაგანდა, ანუ წეები ადამიანებისთვისაა
და არა ადამიანები წესებისთვის. გეცოდინება ამის მერე
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130901 · Replies: 203 · Views: 11,216

David Monny
Posted on: Apr 6 2022, 12:56 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 820
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411


QUOTE(David Monny @ 16th March 2022 - 01:07 PM) *
ფორუმის # 1.2 პუნქტის "ნებისმიერი უხეში მიმართვა, ცინიზმი, დაცინვა, უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება..." დარღვევისთვის, თქვენ დაბლოკილი ხართ ამ ფორუმზე

@მოდერატორი

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130899 · Replies: 203 · Views: 11,216

31 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 20th May 2022 - 08:20 AM