IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >

Antia
Posted on: Jan 26 2011, 03:08 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


ციტატა(I AM @ Jan 21 2011, 08:48 PM) *
ირმა
ჩვენ უფლისგან გვაქვს ბოძებული ყველაფერი, რაც გვჭირდება


ამის დამტკიცებაა ძნელი – ამაშია საქმე. ძნელია დაამტკიცო, რომ პირველყოფილ (დღეს მტაცებლად წოდებულ) მგელს და სხვა კლანჭებ–ეშვებიან ცხოველს ეს ეშვები და კლანჭები ადამიანის დასაცავად ებოძა, და რომ სულ თავიდან საფრთხე მოსალოდნელი იყო მხოლოდ კოსმოსიდან – დედამიწაზე არ არსებობდა მაშინ აგრესია – არავინ და არაფერი არაფერს არ კლავდა და არ ჭამდა. თუმცა ბიბლიაში კი წერია, რომ თავიდან ყველა – ცხოველიც და ადამიანიც – იკვებებოდა მხოლოდ მცენარეული საკვებით, მაგრამ, ეშვების და კლანჭების ახსნა–განმარტება არ არის.
ანუ, მე ისევ იმ აზრს ვემხრობი, რომ ვისაც უნდა სწამდეს, რომ უფალ მამას ჩვენთვის იმ თავიდანვე არ დაუშურებია აბსოლუტურად არაფერი (პირადი დაცვის ჩათვლით), ის ადვილად იწამებს ამას. ვისაც არა – იმას ამას ძნელად თუ დაუმტკიცებ, მით უმეტეს, რომ მეცნიერება იმ დონემდე ჯერ არ განვიტარებულა, ჭეშმარიტი ისტორიული სინამდვილე რომ დაადგინოს.
ჰო, უფალს აქვს მხოლოდ ერთი პირობა – შენს გარემოში მოეპყრე ყველაფერს სიყვარულით – და შენ გექნება ყველაფერი რაც ნამდვილად გჭირდება არჰეინად ყოფნისათვის (ტანსაცმელი არ ითვლება, თუმცა, ითვლება მისი მასალა – აი, კიდევ ერთი გარემოება, რომლის დამტკიცება ჭირს – როგორ შეუძლია ადამიანს მთელი წელი ტიტლიკანა იაროსო?)
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #38599 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Sep 20 2010, 11:22 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


ციტატა(ქათო @ Sep 17 2010, 08:42 PM) *
კი მჯერა, და მართალიც ვარ 100 % ვიცი, ვისაც არ ჯერა ვაი იმის ბრალი smile.gif

რათ გჯერა მერე? რათ ხარ დარწმუნებული? დამტკიცება შეგიძლია? - ჰო-ო-ო-ო, ამაშია საქმე!

"ანასტასიას" შემთხვევაც ასეთია - "ვარსებობ იმათთვის, ვისთვისაც ვარსებობ". smile.gif
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #34614 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Sep 17 2010, 12:42 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


ციტატა(ქათო @ Sep 16 2010, 08:50 PM) *
"ანასტასია" რაც ამ წიგნისია მოთხრობილი ნამდვილი ამბავია?

კი - ნამდვილია! babu.gif

გჯერა?

პ.ს. ღმერთის არსებობის გჯერა?
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #34553 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Dec 30 2009, 06:18 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


მე მაქვს წაკითხული. ოღონდ, "დავნო ი ნეპრავდა" – ანუ, არც მახსოვს როდის. მაგრამ, მახსოვს, რომ მაგარია! გაგახარათ ღმერთმა, ხალხნო, რომ გამახსენეთ იგი, თან ისეთი რამეები შემატებია მის თხზულებანს, როგორიცაა "კაკ სტატ ბოგატიმ"-ო და "კაკ ნაუჩიცა ლუბიტ სებია"-ო – ძაან სერიოზულ ესპექტებს ეხება ბიჭი, ატყობთ? უნდა ვიშოვო.

გილოცავთ დამდეგს!
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #24677 · Replies: 26 · Views: 43,430

Antia
Posted on: Jul 30 2009, 09:54 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


აფსუს, რომ ამაზე არ ვფიქრობ... blink.gif არადა, აუცილებელი რამაა: წარმოიდგინო (დაგეგმო mail1.gif ) და მიზანმიმართულად შეასრულო... გახდე! rolleyes.gif
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #20055 · Replies: 64 · Views: 47,358

Antia
Posted on: Jul 30 2009, 09:45 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


biggrin.gif
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #20051 · Replies: 64 · Views: 47,358

Antia
Posted on: Jun 11 2009, 07:25 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


ციტატა(tikoroma @ Jun 11 2009, 07:18 PM) *
Antia
გამარჯობა
მომე შენი თარგმანები, მე ავკრეფ და თან წავიკითხავ... თუ არადა მოგიწევს ისევ შინარსები მომიყვე გაგრძელებაც მაინტერესებს. იზა მომიკითხე

მოკითხვისთვის მადლობა! სადაა თარგმანები? არაა! გესწავლა რუსული ამხელა ქალს აწი! smile.gif მოგვენატრე, ისე. შვებულება არ გინდა?
მოკლედ, ნათარგმნი მაქვს მაშინ, 2001-ში, "ანასტასია"სთან ერთად, "რუსეთის წკრიალა კედრები"ც. ხოდა, მე მგონია (კი არ გადამიხედია იმის მერე), ისეთი დონეა, ჯობია თავიდან ითარგმნოს.


  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #18688 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Jun 11 2009, 07:19 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


ციტატა(TeO @ Jun 11 2009, 07:04 PM) *
thx biggrin.gif
დიდი არაფერია, უბრალოდ წავითამაშე (ფოტოშოპი ახალი ხილი იყო და ვერთობოდი smile.gif )

მშვენივრად გართულხარ! შენთვის შეკვეთების მიცემა შეიძლება. ყდის გაკეთებაზე. smile.gif
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #18687 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Jun 11 2009, 07:02 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


TeO

მომეწონა შენეული ყდა. თუმცა, ჩემეული, ალბათ, სჯობია. მხატვრული თვალსაზრისით. თუმცა, შეიძლება, მე არ ვარ ობიექტური. მაგრამ, შენეული ყდა მომეწონა. biggrin.gif

მართლა მომეწონა. beerchug.gif
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #18683 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Jun 11 2009, 06:40 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


QUOTE(TeO @ Jun 11 2009, 05:48 PM) *
Antia
გაგიმარჯოს და მშვიდობა smile.gif
როგორ ხარ და რა სიახლეებია შენსკენ? ხომ არ გითარგმნია ანასტასიას კიდევ ახალი ტომი?

პრივეტ, თეოჯან.

მშვიდობა და სოლიდარობაა ჩემსკენ. სიახლეო? რავი...
არა არ მითარგმნია. შევეშვი დილეტანტიზმს. აწი პროფესიონალი მთარგმნელი უნდა დავაქირავო, ალბათ.
ჰა? ჩემით ვთარგმნო? ისე, მამენტ, კი, შეიძლება. უბრალოდ, იმის მერე უფრო მეტი ქართული ვიცი.
შეიძლება, შეიძლება. მაგრამ, ამას მოცლა უნდა. მოცლას კი -- კარგად ყოფნა. კარგად ყოფნას -- საკმარისი თავისუფალი ფული.
მოკლედ, ამ ჭკუით, არ ვიცი როდის შევძლებ ახალი ტომის გადათარგმნას.

თქვენ როგორახართ. ერთი ვერ მოვიცალე რომ კარგად გავიცნო თქვენი დიდი სასტავი.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #18681 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Jun 11 2009, 06:28 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


QUOTE(Amadeus @ Mar 6 2009, 09:34 PM) *
მოგესალმებით ყველას, დღეს პირველად შემოვედი ამ ამ ფორუმზე, რაღაცის ძებნის დროს ამომიხტა ეზოთერიკა და თქვენი საიტი smile.gif ბავშვობაში ვეძებდი და ვკითხულობდი ამის შესახებ ყველაფერს რაც კი იყო, მერე და მერე მიმავიწყდა კიდეც, მიწისკენ დავეშვი . . . ვფიქრობ უნდა დავრჩე თქვენთნ (არ ჩამითვალოთ ამპარტავნობაში)

რაც შეეხება ამ წიგნს, ბოლო 2 საათია ამ თარგმანს ვათვალიერებ (არ ვკითხულობ), რომ ვთქვა რომ . . . მოკლედ, შეუძლია თუ არა ვინმეს ჩამოაყალიბოს ამ წიგნის (წიგნების) გამოცემისათვის და შემდგომი პოპულარიზაციისათვის რა არის საჭირო, რაღაც გამოცდილება მაქვს ამ საქმეში, ვგულისხმობ ბეჭდვას, და თუ სერიოზულად მივუდექით ამას, ყველაფერი გამოვა ღვთის წყალობით, ეს ალბათ ანთიასთვის უნდა მეკითხა . . .


ძვირფასო ამადეუს, საჭიროა ფული. გეგმა კი ასეთია: 1. ჯერ უნდა ჩასვლა რუსეთში, შეხვედრა ავტორთან და ახალი ხელშეკრულების გაფორმება. (წიგნის სარეალიზაციო ფასიდან მას ეკუთვნის (ყველგან ასეა) 10%). ანუ, ამ პირველ საქმეს სჭირდება მგზავრობის, კომუნიკაციის, რუსეთში ყოფნის ხარჯების ანაზღაურება; 2. აკრეფა-კორეკტურა-დაკაბადონება-სასტამბოთ_მომზადება. კაბადონი ჩემზე იყოს, კორექტურა -- ჩემს ცოლზე, აკრეფა კველას შეუძლია, სტილისტური გასწორება... აქ პროფესიონალია საჭირო. მას კი ფული უნდა. ვინც მე გამიკეთა პირველი გამოცემის ბოლო სტილისტური გასწორება, აცხონა ღმერთმა მისი ლამაზი სული -- მანანა ნაცვლიშვილი -- სამწუხაროდ მეტს ვერ დაგვეხმარება, თუმცა უფასოდ მუშაობას მეტს ვერც ვაკადრებდი; 3. ტირაჟირება. ტირაჟისდამიხედვით სერიოზულ თანხაზეა საუბარი. როდესაც სპეციალურად უცხოეთში ჩადიხარ, ავტორს ხვდები, 1000 ცალზე ხომ არ შეწუხდები. 10000 მაინც უნდა დაიბეჭდოს. მაშინ, 2005-ში, 1000 ცალი დავბეჭდე 300$-ად. თუმცა რასაც მეტს ბეჭდავ მთლიანად, მით ნაკლები გიჯდება ერთი ცალი; 4. დავბეჭდეთ? ბოლო ამოცანა: დისტრიბუცია. სატრანსპორტო ხარჯები, აღრიცხვა და ამისთ. შტრიხ-კოდი უნდა აიღო წინასწარ (დასტამბვამდე) და წიგნი სუპერმარკეტებში და სხვა ავანგარდულ მაღაზიებში დადო.

აი ეგაა. პოპულარიზაცია ამ საიტის მეშვეობით თუ მოხდება. ნაცნობებს, ახლობლებს, ნათესავებს ჩავრთავთ და საპრეზენტაციო საჭირობებისთვის ტირაჟის გარკვეულ ნაწილს დავხარჟავთ. აბა, გაზეთებით, ტელევიზიით და რადიოთი თუ გავუკეთებთ რეკლამას, კარგი კი არის. მაგრამ... ძვირია.
საბოლოო ჯამში რა დაჯდება ეს კველაფერი არ დამითვლია, მაგრამ, ვფიქრობ, იმდენი დაჯდება, რომ კაცს თავისუფალი 10000$ თუ ჯერ არ გაქვს (რომელიც მამენტ არ გენანება), მანამდე ამის დათვლა არ ღირს.

თუმცა, ამ საქმეზე ხელს არ ჩავიქნევ არასოდეს. თუ ვინმემ არ დამასწრო.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #18680 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Jun 11 2009, 05:43 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


დიდება განგებას -- მე ისევ თქვენთან ვარ. beerchug.gif გავიდა: ... კინაღამ 1 წელი. მომიტევეთ: ჩოხატაურში ჭირს ინტერნეტი (გურულისთვის ასევე მომიტევეთ).

გამარჯობათ ხალხნო! smile.gif
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #18677 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Aug 6 2008, 03:25 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


QUOTE(TeO @ Jul 30 2008, 05:11 PM) *
ანთია და ახალი წიგნი, ანუ შესწორებული ჯერ არ დაგიბეჭდავს? თუ კი, რა ფასი აქვს დაახლოებით? მეგობრისთვის მინდა smile.gif


ara, shescorebuli jer ar gamomicia. dzveli ghirda 5 lari.
axali ertad gamovcet, vinmes tu unda. me marto bechdvis xarjebs ver avcev jer.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #10512 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Jul 28 2008, 01:43 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


პუშკინზე, "პლანეტა-ფორტეს" მაღაზიაში იკითხონ ეს წიგნი. 2005-ში დავტოვე 20 ცალი, როგორც მახსოვს. თუ არ არის, ვეცდები ვიზრუნო მის გამოგზავნაზე: 150-მდე ცალი უნდა მქონდეს დარჩენილი.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #10016 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Jul 23 2008, 03:26 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


აჰა, ზეტ-ს გავუგზავნე პდფ-ი. მელე გამოაქვეყნებს და ცხოვრებაში ეს ერთი ვალიც მოხდილი მექნება!
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #9816 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Jul 9 2008, 05:40 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


დანაპირებს სამ წელს ელოდებიანო! smile.gif მაგრამ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! l_sunny.gif თანაც, გავიდა მხოლოდ ერთ წელზე ცოტა მეტი blush.gif (და არა -- სამი წელი).

axla unda gavarkvio, rogor gamovaqveyno aq chemi "pirmSo".
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #8959 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: May 10 2007, 11:46 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


ახლა, რა ხდება გითხრათ:
პირველი წიგნი, რა თქმა უნდა, მთავარია. უბრალოდ, პირველი გამოცემა მაინცდამაინც არ პასუხობს თარგმანის ხარისხის იმ დონეს, რომელსაც ეს წიგნი იმსახურებს.

შარშან ვთხოვე სტილისტური კორექტურის გაკეთება ქართულის კარგ მცოდნეს ჩემ ახლობელ ადამიანს და მან გახადა თარგმანი ქართული ენის და ქართველი მკითხველის საკადრისი.
ეს ნიშნავს, რომ მას ხელმეორედ სჭირდება გამოცემა. ამის თანხა კი მე ჯერ არ მაქვს.

თუ შემომიერთდებით, ერთად ავიღოთ საავტორო უფლებები და ერთად გამოვცეთ!

P.S. სულ მალე, აქ გამოსაქვეყნებლად, გამოვუგზავნი Zet–ს განახლებული თარგმანის ფაილს. ალბათ pdf-ი იქნება.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #686 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Apr 28 2007, 05:23 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


ხალხნო და ჯამაათნო, მოგმართავთ თანამოაზრეთა ვიწრო წრეს, თუმცა, ფართო წრისთვისაც არ მენანება სათქმელად ის, რასაც ჯერ თქვენ გაიგებთ აქ!
მაგრამ, ვიფიქრე, ჯერ თქვენი აზრი გამეგო ამ საკითხთან დაკავშირებით:


მე ვთარგმნე და გამოვეცი ვლადიმერ მეგრეს პირველი წიგნი – „ანასტასია“.

Attached Image


ამ თარგმანის ისტორია გრძელია. „ანასტასიას“ თარგმნა დავიწყე ჯარიდან დაბრუნებისთანავე, 2001-ში და იმ წელსვე დავასრულე. თარგმანის წიგნად გამოცემა კი მხოლოდ 2005-ში შევძელი.

ვაწარმოე მოლაპარაკებები ქ. ვლადიმერის ფონდ „ანასტასიასთან“, ავტორის წარმომადგენელთან. და ხელი მოვაწერე საავტორო ხელშეკრულებას 1000 ცალი წიგნის გამოცემაზე.

გამოვეცი 300 ცალი. აქედან გაყიდული არ არის 100 ცალიც.

ვინაიდან და რადგანაც დრო არ ითმენს და შვილების ყოლის სურვილი (შვილებს კი სამოთხის სადარი გარემო ესაჭიროებათ, რომელსაც მშობლების თანამოაზრეებიც დაიცავენ) პირადი წარმავალი სიამოვნების სურვილებს სჭარბობს უკვე, არ მინდა ველოდო მომენტს, როცა მექნება საშუალება თვითონ გავუკეთო „რასკრუტკა“ ამ წიგნებს, ისევ თვითონ გამოვცე და მარტომ მივიღო მოგება, და გთავაზობთ: მოდით, შევიკრიბოთ, ერთად დავამზადოთ, გამოვცეთ „რუსეთის წკრიალა კედრები“-ს სერიის 9-ვე წიგნის ქართული თარგმანი, ერთად „დავარასკრუტკოთ“ და ერთადვე მივიღოთ მოგება მათი რეალიზაციიდან. თუ გავექაჩებით, შეიძლება მთელს ამიერკავკასიაში ვიყოთ ამ წიგნების გამომცემელ-გამავრცელებლები.
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #594 · Replies: 121 · Views: 117,556

Antia
Posted on: Apr 28 2007, 04:05 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


blush.gif
  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #592 · Replies: 193 · Views: 127,958

Antia
Posted on: Apr 28 2007, 01:29 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


QUOTE(old_man @ Apr 26 2007, 03:42 PM) *
ეს საკამათო საკითხია. ერთგან მაქვს წაკითხული (მგონი თეოლოგ ბლავატსკაიას საიტზე) რომ როცა შენ სქესთან ვერ აიდენტიფიცირებ თავს შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ წინა რამდენიმე ცხოვრებაში ვთქვათ ქალი იყავი და შემდეგ მომდევნო ცხოვრებაში როცა კაცად დაიბადე სულს უკვე გაუჭირდა ახალ სქესს მორგებოდა.....ასე რომ სბოი ზოგჯერ მართლაც რომ ხდება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდიაsmile.gif

ბლავაცკაია დედაჩემს აქვს წაკითხული, მაგრამ, ანასტასიას წაკითხვის შემდეგ ბლავაცკაია არც გახსენებია. ჰოდა, მე ბლავაცკაიას, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, მაგრამ წაკითხული არ მაქვს და რამდენად „უამინებს“ იგი არატრადიციული სექს-ორიენტაციის ადამიანებს, ვერ ვიტყვი.
ვიტყვი კი ამას: ყველას ურჩევნოდეს მიეჩვიოს, რომ რაც ცხოვრებაში შემთხვევია, თუ რასაც ამჟამად განიცდის, თუ რაც მომავალში ელოდება, ყველაფრისთვის საკუთარ თავს მოჰკითხოს. ადამიანი ყოველთვის იმსახერებს თავის ცხოვრებას. ამიტომ უნდა აიღოს მასზე პასუხისმგებლობა (საკუთარი თავის წინაშე, პირველ რიგში).
და, შეიძლება ამასთან კავშირში საკვირველად მოგესმათ: პირველ რიგში საკუთარი თავის პატიება უნდა ისწავლო.
ასე მწამს მე.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #587 · Replies: 317 · Views: 194,060

Antia
Posted on: Apr 28 2007, 12:59 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


QUOTE(DANAIDA @ Apr 14 2007, 03:16 PM) *
დამტკიცებით რა თქმა უნდა ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ მჯერა, რომ არსებობს სიკვდილის შემდეგ რაღაც,

არ ვიცი ვინ რა ასაკისა ვართ აქ მოსაუბრეები, მაგრამ, ვფიქრობ, უმრავლესობა კომუნისტური ათეიზმის გარემოში ვართ გაზრდილები. ვის როგორ გახსოვთ, როგორ წარმოადგენდა ეს სკოლა სიკვდილს და ადამიანის სიცოცხლის აზრს? მე „სიბნელის“ მეტი რაღაც არაფერი არ მახსენდება სიკვდილის ათეისტურ წარმოდგენასთან დაკავშირებით. ათეისტების სიცოცხლის აზრი კი, როგორც მახსოვს, „შთამომავლებისთვის კვალის დატოვება“ იყო. თუ მეშლება შემისწორეთ.
მე უბრალოდ მინდა ვიკითხო: რატომ ჰქონდათ ათეისტებს ასეთი ღარიბი ფანტაზია?

QUOTE
და არსებობდა ჩვენს დაბადებამდე ვიღაც, ვინც ჩვენი ,,წინაპირობა'' იყო. (დეჟავიუ )
ვინმეს შეგიძლიათ დაასახელოთ მოვლენა ან საგანი ან... აი, ნებისმიერი რამ, რასაც მიზეზი, საწყისი, წინაპირობა არ მიუძღვის?!. ვინმეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ან კვერცხი არ იყო პირველი, ან ქათამი?
მაშინ ადამიანთან მიმართებაში რატომ ჰგონიათ სხვანაირად? მაიმუნი ვერ იქნებოდა ადამიანის წინაპარი! იმიტომ, რომ მაიმუნი ადამიანზე ნაკლებია. და არ აქვს მონაცემები, რომ ადამიანად იქცეს. აბა, დღეს რატომ არ გარდაიქმნებიან ადამიანებად მაიმუნები?

QUOTE
ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრება, რომელიც ასეთი რეალურია, არაფერია თუ არა, მზადება სხვა, უფრო რეალური და უფრო ხელშესახები ცხოვრებისა.

Demurgie ამაზე შენ გააკეთე კომენტარი, ძმურად. სამურაიების ცხოვრებისეულ კრედოს მიმდევარი შენ ხარ ჩვენში: ნამდვილი სამურაი, დილას რომ გაიღვაძებს, პირველ რიგში საკუთარ თავს ეტყვის: „დღეს მე უნდ მოვკვდე“.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #586 · Replies: 317 · Views: 194,060

Antia
Posted on: Mar 18 2007, 04:36 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


QUOTE(Demiurge @ Mar 18 2007, 10:44 AM) *
Ise chemtvis,sikvdili aris cxovris dasasruli,da eg azri da cxovrebis stili dzaanac mexmareba,radgan me sikvdils vikenebeb rogorc damxmare dzalas smile.gif

sikvdili cxovrebis dasasrulicaa da dasackisic. erts asruleb da meores ickeb. misi gamokeneba ki, mravalmxriv sheidzleba -- rogorc damxmare dzala, rogorc mtavari shemoqmedebiti dzala, rogorc mtavari damangreveli dzala...
shen rogor ikeneb mas da ramdenad xshirad ikeneb?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #232 · Replies: 317 · Views: 194,060

Antia
Posted on: Mar 15 2007, 12:42 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


QUOTE(Alpha @ Mar 14 2007, 12:51 PM) *
იქით სამყაროში დრო არ არსებობს, ყველაფერი ერთ წამში ხდება..

აი, ეს ვერ გავიგე! :mellow:
ვერ წარმომიდგენია!

მე უფრო მგონია, იქ გატარებული დრო აქაურს არ ედრება.

მაგაზე შესანიშნავი ფილმი არსებობს ბილ მიურეის მონაწილეობით – „ზაზუნას დღე“ ("День Сурка")
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #215 · Replies: 317 · Views: 194,060

Antia
Posted on: Mar 15 2007, 12:33 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


QUOTE(Perl @ Mar 14 2007, 10:17 AM) *
ძაან მაინტერესებს როგორ ადამიანებად მოევლინებიან ჰიტლერი და სტალინი ?
შენ თუ იცი ვინ იყავი წინა ცხოვრებაში?

ჰიტლერზე და მის ძმაზე ზევით ვთქვი.

ჩემი წინა ცხოვრება არ ვიცი. არც მინდა. რახან არ მახსენდება – არც არის საჭირო.

მკვდრების აღდგომა, მეორედ მოსვლის შემდეგ რომ უნდა იყოსო, ბიბლიის მიხედვით, იცი რა არის, როგორც წამიკითხავს? – უბრალოდ, ყველას თავიანთი წინა ინკარნაციები გაგვახსენდება. – აბა, რა სისულელეა, საფლავებიდან ძვლები რომ აღსდგენ! laugh.gif
პროსტა, ამისთვის – წინა ცხოვრების გახსენების ღირსი რომ გახდე – ადამიანი უნდა განიწმინდო; შენი წარსული ცოდვები შენივე თავს უნდა აპატიო.
ვითომ, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ? ვფიქრობ – ნეაბეზატელნა.

ასე რომ, რას მომცემს კარგს, თუ დავიჯერე, ვთქვათ, რომ წინა ცხოვრებაში მეფე ვიყავი, ნაზირ-ვეზირი, ან – უბრალოდ – როკფელერი? ხომ დამტანჯავს ნოსტალგია და ამისთ! wub.gif laugh.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #214 · Replies: 317 · Views: 194,060

Antia
Posted on: Mar 15 2007, 12:02 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12


QUOTE(Uma @ Mar 14 2007, 07:30 PM) *
ანუ ყველაფრის მართველი ადამიანია? сам поет, сам танцует?

ადამიანი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მმართველია და, უპირველეს ყოვლის, ისევ –– რა თქმა უნდა, თავისი ცხოვრებისა!

თვითონ ისახავს და აღწევს მიზნებს, და მერე თავის თავს ისჯის? აზრი?

ყველაფერი გაცილებით მარტივადაა და საკმაოდ რთულიც (მიყვარს პარადოქსები biggrin.gif შენ?) ახლავე ვეცდები ავხსნა ეს რთულ–მარტივი იოლობა სიძნელეში.
ზეცაში ყოფნის დროს, განკაცების წინ, მომავალი ცხოვრების დაგეგმვისას ჩვენ არ ვწყვეტთ, ვის უნდა ვესროლოთ ტყვია, ვისას კი –– მკერდი შევუშვიროთ. მითუმეტეს, რომ არც არავინ იცის, ტყვია იქნება ეს, დანა, თუ –– ნაზი ამბორი. მომავალი ზეციდან ჩანს ბუნდოვნად. მაგრამ, როგორც სარწმუნოდ შეიძლება აქედან თქვა, რომ სუფსა პალიასტომის ტბაში ჩაედინება, ისევე იქედან ვიცით, რომ შევხვდებით ჩვენს მევალეს, თუ კი განვკაცდებით კონკრეტულ პიროვნებად, კონკრეტულ ადგილას. მთავარია, მისცე თავს შანსი ვალის გადახდისა; მისცე შანსი სხვას გადაგიხადოს მისი ვალი. იქ ამის ზუსტ დაგეგმვას ვაწარმოებთ –– ვის უნდა „გადავეყართ“, ვინ უნდა ვიყოთ ამისთვის. ამის მიხედვით ვგეგმავთ თორემ... მევალესთან შეხვედრისას, ვალებს გადავიხდით, თუ დავიმძიმებთ –– თითოეულის ადამიანობაზეა დამოკიდებული –– ჩვენ ხომ არასოდეს ვიცით ეს, ვინმე უცნობი ადამიანი ჩვენს წინაშე, მევალეა ჩვენი, ვალი აქვს, თუ, პერსპექტივაში გულისა და სულის ადამიანია, ძმა და ამხანაგი (ახალშეძენილი)? ასე რომ, გაუმარჯოს გაგებას და ადამიანობას!


ანუ ამ კაცის დანაშაული იყო ის, რომ ქონდა პოტენციალი დაეპყრო სამყარო? თუმცა წინა აბზაციდან გამომდინარე ეგ მისი არჩევამი იყო, თავი აარიდა ცოდვებს, ჰიტლერმა კი შეგნებულად გააკეთა თავისი არჩევანი. საინტერესოა რატომ, თუ იცოდა, რომ აუცილებლად დაისჯებოდა.

მსოფლიოს დამპყრობლობის პოტენციალი ყოველს აქვს. უბრალოდ, სხვა ზოგიერთს ეს ძალიან უნდა. სხვანაირად თავს ვერ იმკვიდრებს საზოგადოებაში. პასუხს ხედავ? ვერა? მომისმინე:
ცუდი და კარგი რა არის, ყოველმა მშვენივრად იცის. თუ არ იცის, გულით მაინც გრძნობს. ასე რომ, ცუდის კეთებისთვის მაინც მოეთხოვება ნებისმიერს, ადრე თუ გვიან. ამასაც ყოველი გრძნობს. მერე? რა არის ამოცანა? საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრო? და ამისთვის უნდა დახოცო ამდენი ადამიანი და ერთი ამდენიც დაასახიჩრო? გრცხვენოდეს! არა, კარგო, ამ ცხოვრებაში შენ ფეხები არ გჭირდება –– ამგვარად გრცხვენოდეს. (პირი ქვისკენ მიქნია).
იტოგში, ჩემი აზრით, ის ხეიბარი პაზავჩერა ცხოვრებაში იყო მსოფლიო დამპყრობელი. შემდგომი ცხოვრებისთვის დაგეგმა დამკვიდრებულიყო საზოგადოებაში ისე, რომ არავისთვის ეწყენინებინა, მაგრამ ვერ გაუძლო ცდუნებას –– ხელსაყრელ გარემოებებს, თუ, პოტენციურ მონაცემებს და გამოიყენა ისინი ბოროტად –– ისევ დაიპყრო მსოფლიო (არ იფიქრო რომ რომელიმე კონკრ. ისტ. ფიგურას ვგულისხმობ. ასეთები ქვეყანაა, მეგრამ მე აბსტრაქტული მყავს მაგალითში). შედეგად, მომდევნო ცხოვრებაში სულ სხვა ვითარებაში უწევდა თავისი თავის დამკვიდრება. აი, ასეთი სასაცილო ისტორიაა smile.gif
ანუ, წინასწარ კი არ იცი, რა გამოვა შენი მომავალი ცხოვრება, არამედ, იცი რომელ ცდუნებებს უნდა დაუდგე, დაამარცხო და ამით გაკეთილშობილდე, რათა... რათა და რათა!..
დარწმუნებული ვარ, რომ, სხვათა შორის, იქ ისიც ზუსტად ვიცით წინა ცხოვრების წყალობით, რის დიდი ნიჭი გვექნება მომავალში. მაგალითად, თუ წინა ცხოვრებაში ძალიან გიყვარდა მუსიკა, ამ ცხოვრებაში უკვე სმენაც გექნება და, შეიძლება, ხმაც. და, თუ ამ ცხოვრებაში თავს და სხვებსაც სიმღერით ასიამოვნებ, მომავალში, შეიძლება კომპოზიტორი იყო.


რატომღაც მგონია, რომა ასეთი ხალხი ცოტა სხვა პრინციპებით ისჯება, ან ჰიტლერმა როგორ უნდა ამოისყიდოს თავისი ცოდვა ვერ წარმომიდგენია. თუმცა ერთი რამ უნდა აღვნიშნო, ჰიტლერი თავის დანაშაულებს თავისი ხელით არ სჩადიოდა, რამდენმა აიტაცა მისი იდეოლოგია და დაეხმარა ამის განხორცილებაში, შეიძლება ეს რაგაც გაკვეთილი იყო კაცობრიობასთვის ან ცოდვების შედეგი


დასჯის პრინციპი ყოველთვის ერთია –– რამდენიც აიღე, იმდენი დადე და ცოტა მეტიც (პროცენტებში არ ვიცი smile.gif ) მთიულებს (ხევსურებს, ფშაველებს, თუშებს) ეს კარგად ჰქონდათ განსაცღვრული. მათნაირი სათემო მმართველობა მოგვცა ახლა ქართველებს! სადაა? ევროპა–ამერიკისგან ვსწავლობთ დემოკრატიას <_<
ჰოდა, რას ვამბობდი? ჰიტლერი–სტალინი?
მაგათი საქმეც მარტივადა. მარტივად და გენიალურად! დიდება უფალს! ეს ხომ მან მოიფიქრა ყველაფერი –– ასე კარგად და საინტერესოდ!
ჰოდა, ჰიტლერიც, სტალინიც და მათი მსგავსი სხვა ტირანებიც, მოევლინებიან (ზოგი, ალბათ, ადრეც მოვლენილა) კაცობრიობას დიდ რეფორმატორებად, ერისკაცებად და ა.შ. –– რამდენი ადამიანიც გააუბედურე, იმდენი გააბედნიერე! –– თავანიც ჩაბარდა. B)

ვინ რას ფიქრობთ, აბა?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #213 · Replies: 317 · Views: 194,060

2 Pages V   1 2 >

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:29 AM