გამარჯობა, ახალი ვარ ამ საიტზე და საერთოდ ამ სფეროშიც. ძალიან მინდა გავეცნო ლიტერატურას, მეგობარმა მირჩია Vadim Zeland - Reality Transurfing, ხომ არ იცით ეს წიგნი არის ქართულად ნათარგმნი? ან მაიკლ ნიუტონი? მირჩევნია მშობლიურ ენაზე წავიკითხო და კარგად გავიგო ყველაფერი. გთხოვთ დამეხმარეთ, მადლობა
zakuka
როგორც ვიცი ქართულად არ არის ნათარგმნი
old_man
რატომ არის ეს ფორუმი მივიწყებულ-მიტოვებული?
INVICTUS
ჰქონდა ამ ფორუმს აქტიური ფაზა, როცა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში პირველი ეზოთერული საინფორმაციო პორტალი იყო
ბოლო წლებში კი უამრავი მასალა გახდა ხელმისაწვდომი, თან ფეისბუკზე გაიხსნა სხვადასხვა თემატიკის ბევრი ეზოთერული ჯგუფი და ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი
old_man
მახსოვს მეც სადღაც 4–5 წინანდელი (ალბათ) პერიოდი, უამრავი ხალხი ირეოდა აქ...
ცუდია...
ასე ემართება სხვა ბევრს ფორუმსაც..
იქნებ დაბრუნდეს ხალხი და ახლებიც მოვიდნენ, ეზოთერულ ცოდნაში ფეისბუქით ვერ გაერკვევი, მსჯელობა და პრაქტიკა უნდა, ვერც მარტო ლიტერატურით ისწავლი თუ არ გააზიარე აზრები.
INVICTUS
დეტალური კონკრეტიკა მე არ ვიცი, მაგრამ შავი ,აგიაც ყოფილიყო შესაბამის განყოფილებებში და ვისაც არ უნდოდა არ შესულიყო, ბანი და ვორნიც გექნებათ ალბათ, იმათაც აქვთ არსებობის უფლება და ისიც საინტერესოა რას ასწავლიდნენ.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)