Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ იუმორი, თამაშები, გართობა :) _ თქვენი აზრით რა იწვევს ადამიანში სიცილს?

Posted by: გაგა Jan 9 2009, 02:47 AM

საერთოდ სიცილის გამომწვევი მიზეზი დღემდე ბოლომდე შეუსწავლელია...და მთელი რიგი ფსიქოლოგებისა ტვინს აჟყლეტენ იმას თუ: რა იწვევს ადამიანში სიცილს? მაგალითად გინდა პატარას ან გინდაც დიდს როცა ვუღიტინებთ, უმეტეს შემთხვევაში ისინი კისკისებენ, ხარხარებენ და გარკვეული დოზის მერე, უმწეო ტირილშიც შეიძლება გადაიზარდოს... სიცილს აქვს ფსიქოლოგიური და სოციალურ-კულტურული კომუნიკაციის ფუნქცია, მაგრამ რაში მდგომარეობს თვითონ სიცილის ფენომენი ?! -


ისე სიცილი შეიძლება იყოს როგორც იუმორის გრძნობის გამოხატულება, და ასევე - იდიოტიზმის სიმპტომი ... sticktongue.gif




Posted by: blanca Jan 9 2009, 04:28 AM

ერთხელ ვიცინე იმდენი რომ კინაღამ ისტერიკაში ჩავარდი
ძალიან ვეცადე გავჩერებულიყავი რომ არ მეტირა. ნუ შემრცხვებოდა მაგრად და იმიტომ biggrin.gif

სიცილი ტირილით იცვლება არა ემოციის ცვლილების გამო
უბრალოდ რაღაც დაძაბულობა იხსნება. აი როგორც ხველება შეიძლება სლოკინში გადავიდეს ისე biggrin.gif
მოკლედ მაგარი განცდა იყო. არ უნდა შემეკავებინა სიცილი. კაი გემრიელად ვიტირებდი laugh.gif

Posted by: ირმა Jan 9 2009, 03:27 PM

არ ვიცი რა იწვევს სიცილს, მაგრამ ეს ძალიან კარგი რამე გვაქვს ადამიანებს.
გამიგია 15 წუთის სიცილი ორ საათიან ვარჯიშს უდრისო და საერთოდ რაც მეტს იცინით გულიდან მით კარგია თქვენთვის.
გამიგია ასევე ვინც იცინის, თავისთან ღმერთს აახლოვებსო.
ასე რომ იცინეეეეეეეთ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: გაგა Jan 16 2009, 01:47 AM

QUOTE
სიცილი ტირილით იცვლება არა ემოციის ცვლილების გამო
უბრალოდ რაღაც დაძაბულობა იხსნება.


მომეწონა. ანუ სიცილი, ისევე როგორც ტირილი, ფსიქიკის ერთ-ერთი თავდაცვის ფუნქციაა.... ასეა? ანუ თავდაცვის ერთერთი საშუალება...


მართალია ირმა, სიცილი როგორც ასეთი, მხოლოდ "ღმერთების" საჩუქარია.... და ადამიანი სხვისი საშუალებით იცინის მხოლოდ საკუთარ თავზე! ... ესაა სატირისა და იუმორის ფუნქცია, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ზიარებაზე მისული ხალხი თავიანთი ნეტარი ღიმილით როგორ აახლოვებს საკუთარ თავს ღმერთთან?... tongue.gif


მამაო განწმინდე სულნი ჩემნი და ხორცნი ჩემნი, გონება და გული ჩემნი, თირკმელი და ელენთა, ფილტვები და ნაწლავები და ყოვლად განმაახლე მე... :gamovarda mgeli: სმაილი

Posted by: blanca Jan 16 2009, 06:10 AM

დიახ, თავდაცვის, განმუხტვის საშუალებაა, ჩემი აზრით.

ასევე... ერთის ჩანაცვლება მეორით ბუნების კანონია წონასწორობის აღდგენის შესახებ
იცინე ბევრი? უნდა იტირო. იტირე ბევრი? სიცილს იწყებ.
რატომ? სასწორის ორივე მხარე წონასწორობაში უნდა იყოს ...

Posted by: ირმა Jan 16 2009, 11:07 PM

QUOTE(giorgi @ 16th January 2009 - 02:47 AM) *
მართალია ირმა, სიცილი როგორც ასეთი, მხოლოდ "ღმერთების" საჩუქარია.... და ადამიანი სხვისი საშუალებით იცინის მხოლოდ საკუთარ თავზე! ... ესაა სატირისა და იუმორის ფუნქცია, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ზიარებაზე მისული ხალხი თავიანთი ნეტარი ღიმილით როგორ აახლოვებს საკუთარ თავს ღმერთთან?...


მამაო განწმინდე სულნი ჩემნი და ხორცნი ჩემნი, გონება და გული ჩემნი, თირკმელი და ელენთა, ფილტვები და ნაწლავები და ყოვლად განმაახლე მე... :gamovarda mgeli: სმაილი

Just_Cuz_01.gif როგორი წერა იცი გაგა .
ხოდა შენ რომ ცდილობ ხალხი გააცინო, შენი მისია ეს ყოფილა,– ისინი კარგ ხასიათზე დააყენო და ღმერთთან დაახლოვო. biggrin.gif

Posted by: SUNDELIX Feb 3 2009, 02:19 PM

QUOTE(giorgi @ 16th January 2009 - 01:47 AM) *
და ადამიანი სხვისი საშუალებით იცინის მხოლოდ საკუთარ თავზე! ...
ოჩენ ტოჩნო სკაზანო

რა იწვევს ადამიანში სიცილს

ის რაც მისთვის ახლოა, ნაცნობია, აქტუალურია - ერთგვარი სარკე, შეიძლება სულ სხვანაირად გამოსახული

პ.ს. ისე მაგარი თემაა დამაფიქრა - ყოჩაღთ

Posted by: anonymouska Apr 2 2009, 05:01 AM

lol.gif lol.gif

ეს თემაც ახლა ვნახე

აუ მე კიდე ზოგჯერ ელემენტარულზეც შეიძლება ჩავბჟირდე

აი იყო მომენტები როცა ისეთი სიტუაციაა რომ არ უნდა გაიცინო და მაგ სიტუაციაში ხო საერთოდ გავიგუდე.
არ მახსოვს მაგრამ ვიტირებდი კიდეც სიცილის გამო laugh.gif laugh.gif


სიცილის შეკავება არ შემიძლია კიდე hilarioustu8.gif


უფრო სწორად ძნელად შემიძლია laugh.gif

Posted by: san May 15 2009, 04:09 PM

ჩემი აზრით სიცილს იწვევს არალოგიკური ქმედება ))))))))) ის რაც ლოგიკაში არ ჯდება )))

Posted by: Tiya Nov 25 2009, 02:03 PM

თქვენი აზრით რა იწვევს ადამიანში სიცილს?

შეღიტინება yes.gif

Posted by: serafinapekkala Nov 25 2009, 02:08 PM

სიცილს იწვევს ბედნიერება smile.gif სხვა არ ვიცი რა მიზეზით შეიძლება გაიცინოს ადამიანმა smile.gif

Posted by: miss Nov 30 2009, 07:33 PM

QUOTE(anonymouska @ Apr 2 2009, 05:01 AM) *
lol.gif lol.gif

ეს თემაც ახლა ვნახე

აუ მე კიდე ზოგჯერ ელემენტარულზეც შეიძლება ჩავბჟირდე

აი იყო მომენტები როცა ისეთი სიტუაციაა რომ არ უნდა გაიცინო და მაგ სიტუაციაში ხო საერთოდ გავიგუდე.
არ მახსოვს მაგრამ ვიტირებდი კიდეც სიცილის გამო laugh.gif laugh.gif
სიცილის შეკავება არ შემიძლია კიდე hilarioustu8.gif
უფრო სწორად ძნელად შემიძლია laugh.gif



biggrin.gif ჩემნაირო.
ერთხელ ქუჩაში დაქალთან ერთად მივდიოდი, ისე გამეცინა რაღაცაზე, ჩავიკეცე, სახე მუხლებს მივადე და ჩავბჟირდი რასაც ქვია. გზის მეორე მხრიდან კაცი გამორბოდა ეგონა ცუდათ გავხდი biggrin.gif ჰეჰ

Posted by: ანა Jan 5 2012, 03:43 AM

არ ვიცი და მაინტერესებს smile.gif

Posted by: woodlandelven Mar 1 2012, 04:09 PM

როცა სასაცილო ადგილი არაა კიდევ უფრო მეცინება ხოლემ მაშინ, ან სიცილის შეკავებას თუ ვცდილობ. ხანდახან მეტროში, ან სხვა ტრანსპორტში მივდივარ სერიოზული დახით, უცებ რაღაც მომენტი გამახსენდება და შეიძლება ცავბჟირდე და როგორია მერე ვინმეს გიჟი არ ეგონო. არადა მაგ დროს უფრო მეტად მაწვება სიცილი როცა ვცდილობ თავი შევიკავო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: earth Mar 2 2012, 12:55 AM

woodlandelven

QUOTE(woodlandelven @ 1st March 2012 - 05:09 PM) *
როცა სასაცილო ადგილი არაა კიდევ უფრო მეცინება ხოლემ მაშინ, ან სიცილის შეკავებას თუ ვცდილობ. ხანდახან მეტროში, ან სხვა ტრანსპორტში მივდივარ სერიოზული დახით, უცებ რაღაც მომენტი გამახსენდება და შეიძლება ცავბჟირდე და როგორია მერე ვინმეს გიჟი არ ეგონო. არადა მაგ დროს უფრო მეტად მაწვება სიცილი როცა ვცდილობ თავი შევიკავო

clap2.gif
აუ რა კარგია, მიყვარს სიცილი ძალიან. მიყვარს ხუმარა ადამიანები, მე ხუმრობა ადრე არ გამომდიოდა, არავინ იცინოდა, მგონი ამ ბოლო დროს ცოტა გამომდის, მაგრამ ხუმარა ადამიანები ძალიან მიყვარს, რადგან ძალიან მიყვარს სიცილი smile.gif

Posted by: woodlandelven Mar 2 2012, 02:34 PM

კი სიცილი და მხიარულება ნამდვილად ბედნიერებას გვანიჭებს smile.gif smile.gif

Posted by: litasi Mar 3 2012, 02:04 PM



რა იწვევს ადამიანში სიცილს? ზოგისთვის სიცილის წყარო ანეგდოტია.... gathering.gif ზოგისთვის კვიმატი და მოსწრებულად ნათქვამი სიტყვა ... hilarioustu8.gif ზოგი სხვის დადებით თვისებაზეც კი იცინის... Just_Cuz_01.gif მინახავს ისინიც, ვისაც ხანდახან სხვისი შეუარწყოფა აცინებს... არიან ისეთებიც ვინც ბედნიერებაზე იცინის... ზოგს კი საკუთარ თავზეც კი დიდი მხიარულება გამოსდის ხოლმე party.gif biggrin.gif

ერთი გამოთქმა გამახსენდა... თუ გინდა გაიგო ვინაა ადამიანი, დაუკვირდი რაზე იცინის ისო... smile.gif

ჯანსაღ და გულიან იუმორს ... სიცილს და მხიარულებას გისურვეებთ groupwave.gif






Posted by: litasi Mar 3 2012, 03:19 PM



http://www.youtube.com/watch?v=5tshU_hg5Q8&feature=related


Posted by: earth Mar 3 2012, 08:53 PM

http://www.youtube.com/watch?v=GMuZdN84PJg&feature=fvwrel

Posted by: Zeus Mar 11 2012, 02:32 PM

გაუაზრებლობა,რომ ვერ იგებ,რეაქცია გაქვს,რომ იახახახა და ეგ არის,ღიმილი ჩემთვის დადებით საქციელთან და სიკეთესთან ასოცრიდება,აი თბილი ღიმილი აურიდან,რომ მოდის ისეთი ეშმაკური ღიმილიც არის smile.gif ან სულაც მლიქვნელური biggrin.gif

Posted by: earth Sep 15 2022, 09:06 PM

რა საყვარელი თემები გვქონდა ამ ათი წლის წინ... wub.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)